"რა? სად? როდის?" :: 10 რჩევა კითხვათა ავტორებისათვის

1. კითხვა უნდა იყოს მაქსიმალურად სატელევიზიო ფორმატის (არ უნდა იყოს "ჩახვეული", როგორც ეს ხშირად კეთდება სპორტულ "რა? სად? როდის?"-ში). სასურველია, კითხვის დასმის დროს თვალსაჩინო მასალის გამოყენება ანუ .. "შავი ყუთი", რეპროდუქციები, წიგნები, სურათები, ფოტოგრაფიები, ნივთები, ვიდეომასალა და ..

გაითვალისწინეთ, რომ .. თვალსაჩინო მასალა უნდა იყო "ადვილად მოძიებადი" საქართველოს ტერიტორიაზე. რეპროდუქციების და ნივთების საზღვარგარეთიდან ჩამოტანა რთული იქნება;

2. კითხვა დიდი დოზით არ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა გამოჩენილ და ისტორიულ პირთა გამონათქვამებს (ასეთი კითხვები უკეთეს შემთხვევაში ბლიცისა და სუპერ-ბლიცისთვის თუ გამოდგება). იყავით ორიგინალურები, თავი დაანებეთ სხვის ციტატებს, მოიგონეთ საკუთარი!

3. კითხვა უნდა შეიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ კარგად გადამოწმებულ ფაქტობრივ მასალას და უნდა იყოს მითითებული (სასურველია) რამდენიმე ან ერთი წყარო მაინც, კერძოდ:

) წიგნიავტორი, გამოცემის წელი, გამომცემლობა, თავი, გვერდი და ..;

) საგაზეთო (საჟურნალე) პუბლიკაციაავტორი, წელი, ნომერი, თვე, გვერდი, რუბრიკა და ..;

) ინტერნეტ-საიტი (დააკოპირეთ ზუსტი მისამართი).

მოკლედ, მიუთითეთ ყველა წყარო, საიდანაც მოიძიეთ კითხვისთვის აუცილებელი ინფორმაცია (როგორც ბეჭდვითი, ასევე ინტერნეტ-რესურსი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართულ, რუსულ ან ინგლისურენოვანი);

4. სანამ კითხვას გამოგვიგზავნით, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ თავად უნდა გამოიცნოთ სწორი პასუხი კითხვაში მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე. ეს არის საუკეთესო ტესტი კითხვის გამოცნობის რეალურობაზე. გაითვალისწინეთ, რომ "მოაზროვნეები" არიან ჩვეულებრივი ადამიანები და სრულებითაც არ არიან ვალდებულნი იცოდნენ "თქვენი კარის მეზობლის დეიდაშვილის მამიდის საყვარელი ძაღლის ბოლოდან მესამე ლეკვის მეტსახელი" :–). კითხვა, რომლის გამოცნობის არანაირი შანსი არ არსებობს, გადაცემაში არ დაისმება!

5. სასურველია, კითხვა შეიცავდეს მაქსიმალურად დიდი ოდენობის ინფორმაციას არსებული ფაქტის შეხებ. ეს შესაძლებლობას მისცემს სარედაქციო ჯგუფს ოპტიმალურად მოარგოს კითხვის ფორმულირება სატელევიზიო ფორმატს (თუმცაღა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გამოგზავნოთ 1-2 გვერდიანი შეკითხვები). ლაკონურობა და ინფორმატიულობათქვენ უნდა შესძლოთ ამ ორი ცნების შეხამება!

6. გაითვალისწინეთ, რომ "მოაზროვნეების" გარდა, კითხვას წერთ ტელეაუდიტორიისთვისაც, ამიტომ ნუ დატვირთავთ კითხვას მარტო პირადად თქვენთვის ცნობილი ფაქტებით. გაითვალისწინეთ, რომ ტელეპროგრამას უყურებს "ჩვეულებრივი საშუალო ქართველი". ნუ დაჩაგრავთ მას, თქვენი უსაზღვრო ინტელექტით! :–)

7. სასურველია, კითხვის ფაქტობრივი მასალა არ იყოს აგებული ბულვარულ (ყვითელ) პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. კითხვა, რომელიც აგებულია ჭორებზე და ყურით მოთრეულ ამბებზე, გადაცემაში არ დაისმება!

8. კატეგორიულად არ მივიღებთ ინტერნეტიდან მზა სახით ამოღებულ და ქართულად თარგმნილ შეკითხვებს. გაითვალისწინეთ, რომ გადამოწმების მექანიზმი გაგვაჩნია!!! ტყუილად ნუ დახარჯავთ დროს სხვისი კითხვების ინტერნეტში ძებნაზე და თარგმნაზე. ძირს პლაგიატი! მოიგონეთ თქვენი საკუთარი, ორიგინალური კითვები!

9. მაქსიმალურად მივესალმებით კითხვებს ქართული თემატიკით! ასეთი შეკითხვები განხილული იქნება პირველ რიგში!!!

10. კითხვას თან უნდა დაურთოთ თქვენი არასაპასპორტო ფოტოსურათი (მათთვის, ვინც ელ–ფოსტით აგზავნის: .jpg ფორმატის ფოტო არაუმეტეს 0,5 MB) და კონკრეტული საკონტაქტო ინფორმაცია (ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი (მობილური, სახლი, სამსახური) და ელ-ფოსტა!

ყურადღება! ანონიმური შეკითხვები არ განიხილება!

ველით თქვენს შეკითხვებს დღითა და ღამით!

პატივისცემით,

ლაშა კილაძე

პროექტის მთავარი რედაქტორი



შექმნილია ომედიაში