ჩვენს შესახებ
შპს ”პროდიუსერული ცენტრი GameTV” (პ.ც. GameTV) დაფუძნდა 2007 წლის გაზაფხულზე. ცენტრის დამფუძნებლები არიან გიორგი მოსიძე და ლაშა კილაძე.

2007 წლის 27 ივნისს ცენტრმა რეგისტრაცია გაიარა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში (რეგ. #06579). საიდენტიფიკაციო კოდი #204532666.

პ.ც. GameTV ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო პროგრამების ”რა? სად? როდის?” ("Что? Где? Когда?") და "ბრეინ-რინგი" ("Брэйн-Ринг") წარმოების ექსკლუზიურ უფლებას. შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმებულია შპს ”პროდიუსერული ცენტრი GameTV” (საქართველო)-სა და ООО "Телекомпания "Игра-ТВ"" (Россия)-ს შორის 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

"რა? სად? როდის?" ქართული ვერსია 1996 წლის შემოდგომაზე საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაიცა. პროექტის სეზონებს მასპინძლობდნენ: პირველი არხი (1996-1999), მე-9 არხი (2000-2002), რუსთავი 2 (2008-2016). 

2019 წელს ელიტარული ინტელექტ-კლუბი პირველ არხზე დაბრუნდა და მაყურებელს რიგით მე-17 სეზონს სთავაზობს. ამ მაჩვენებლით ქართული „რა? სად? როდის?“ ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისოდ ლიცენზირებული (სინდიცირებული) პროექტია ქართულენოვან ტელე-სივრცეში. იგივე ფორმატის პროექტები ეთერში გადის რუსეთის, აშშ-ს, უკრაინის, იტალიის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის, ესტონეთის, თურქეთის, ყაზახეთის ტელეარხებზე.


პროდიუსერული ცენტრი GameTV-ს თანამშრომლები:


თემურ ყანჩაველი, დირექტორი


ლაშა კილაძე, მთავარი რედაქტორი


მათე ჭითანავა, ვებ-ადმინისტრატორი


კახა წიკლაური, ლოჯისტიკა








საკონტაქტო ინფორმაცია

საფოსტო მისამართი: თბილისი 14, სააბონენტო ყუთი #5

ელ-ფოსტა: gametv@gametv.ge









შექმნილია ომედიაში