დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: დიდი მხედართმთავრები
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
lomski
ციტატა
შე კლუჩის მიმცემო!

rofl.gif rofl.gif
fernando magellan
ისტორია იმისთვისაა, რომ გააყალბო, აბა გაუყალბებელი ისტორია არ იყიდება, გენაცვალე! biggrin.gif
freddie krueger
ციტატა(fernando magellan @ Jul 5 2011, 06:32 PM) *
ისტორია იმისთვისაა, რომ გააყალბო, აბა გაუყალბებელი ისტორია არ იყიდება, გენაცვალე! biggrin.gif

sad.gif

ვაი-ვაი რომ მართალი ხარ, დათო.
qameleoni
ციტატა(freddie krueger @ Jul 5 2011, 02:34 PM) *
ვახუშტი არის ძალითმეცნიერი კვერცხი, რომელმაც ბევრი რამ დაუშავა ქართულ ისტორიოგრაფიასა და, შესაბამისად, ზოგადქართულ მენტალიტეტს.
სამწუხაროა, რომ ვერ აცნობიერებ, მარა რა გაეწყობა! smile.gif


ახლა მგონი გასაგებია რატყო არ გევასება ვახუშტი biggrin.gif





ქართველები (ქართლელები)

გვ. 44 ხოლო კაცნი ამა ქუეყნისანი არიან სარწმუნოებით ქრისტიანენი, რომელთა მიიღეს ჰრომით ჟამსა დიდის კოსტანტინესასა და სილიბისტროსსა წესნი და რიგნი ძუელნი ბერძენთა ბასილის კაბადუკიელისათა და შვიდის კრებისა უპყრავთ მტკიცედ, არამედ მძლავრებით უკეთუ ვინმე მიიქცის, ოდეს იცის ჟამი, კუალად ეგების ქრისტიანედ შემნანე. ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვით შავგურემან და მოყვითან, იშვით თუალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ. ქალთა თმა გარდაშუებული და დაწნული. ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკუეცილნი; წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვით სქელნი, მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი, რამეთუ ვიეთნი ლგ ეჯს იდ ჟამს გაირბენს. სალაშკროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისა სახელთათვის არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თვისსა, სტუმართა და უცხოთ მოყუარენი; მხიარულნი, უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარაი შეიჭირვიან; უხუნი, არცა თვისსა და არცა სხვისას კრძალვენ, საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ-მიმხდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი. არმედ არს ჟამი რაოდენიმე, არღარა ისახელების ცოდნა, თვინიერ წიგნის კითხვისა და წერისა, გალობა-სიმღერისა და სამხედროსაგან კიდე, და ჰგონებენ დიდ-მცონარობად, ურთიერთის მიმყოლნი, სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი, სირცხვილის მდევარნი, კეთილ-ბოროტზედ ადრე მიმდრეკნი, თავხედნი, დიდების მოყუარენი, თუალ-მგებნი და მოთაკილენი. ხოლო რომელნი მთათა შინა სცხოვრობენ, მზგავსნი ნადირთა, გარნა გონიერნი.



ტაშირელები

გვ. 313 მსახლობელნი არიან სარწმუნოებით სომეხნი. არამედ სამწყსონი არიან დბანისისა, და მოსილნი არიან ბინძურად და გაზეთილნი, გრძელჩოხიანნი, ავფერ-უშუერად, გარნა არიან ჰაეროვანნი და ტანოვანნი, შემძლენი, ლაშკრობათა შინა გამოუცდელნი, უხმარი.





აბოცელები

გვ. 314 სარწმუნოებით იყვნენ სომეხნი, კაცნი ჰაეროვანნი და ტანოვანნი, არამედ უშუერად მოსილნი, მითარცა ტაშირელნი, გარნა ბრძოლასა გამოსადეგნი, და ესენიცა მხდელნი ზეთიდანი.





ყარაღაჯელები

გვ. 333 არამედ არიან მშვიდნი, მორჩილნი, ბრძოლასა შემმართებელნი, შუენიერ-ჰაეროვანნი, ეგრეთვე ქალნიცა უმეტეს ნაზნი.

ხოლო თათარნი, რომელნიცა დავსწერენით, არიან სუნნი, ქცევითა ვითარცა შუენის პირუტყუთა მწყემსთა, გარნა მხნენი, შემმართებელნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი; უწოდებენ თარაქამად, ვინაითგან ბრიყუნი, უცოდინარნი არიან, ქალნიცა ეგრეთნივე, არამედ მოშავგვრემონი, მხნენი და მბრძოლნი უფროს კაცთა, ცხენითა თუ ქუეითად.





გუდამაყრელები

გვ. 354 კაცნი და ქალნი მზგავსნი მთიულთა, ხელოსანნი, მშვილდთ-მოქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან.





არაგველები

გვ. 354 კაცნი მბრძოლნი და მპარავ-ავაზაკნი და უშიში ღვთისა.





მთიულები

გვ. 356 კაცნი ჰაეროვანნი, მხნენი და მბრძოლნი, ერთგულნი, ბრიყუ-უსაქციელონი, საჭურველთ-მოყუარენი, სამოსელთა და იარაღთა გამწყონი. ქალნიცა შუენიერნი, არამედ უგბილად მოსილნი.





მოხევენი

გვ. 358-359 კაცნი არიან მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი, ვითარცა მთიულნი, გარნა ესენი უმჯობესნი ყოვლითა. სარწმუნოებით ქართველთა თანა, არამედ მისიცა უმეცარნი.





ქსნის ხეობა შენაკადებით

გვ. 360 კაცნი და ქალნი ამ სამთა ხეობათანი არიან, ვითარცა დავსწერეთ მთიულნი, მათნი მიმგზავსებულნი, და ისინი ყოვლითა უმჯობესნი, ხოლო ესენი ქურდნი, მპარავნი, მძარცველნი, უსირცხონი.





ცხინვალელები

გვ. 373 გარნა არიან ქცხილვანის ხეობის კაცნი შუენიერ-ჰაეროვანნი, მებრძოლნი, სირცხვილის მდევარნი, ამაყნი, ერთგულნი. სახლობენ თავადნი და აზნაურნი, და ქალნიცა ეგრეთვე რიცხვე.





სურამელები

გვ. 378 კაცნი არიან ჰაროვანნი, ამაყნი, მხნენი, შემმართებელნი, მხიარულნი, უხუნი, სტუმართმოყვარენი. ქალნი ეგრეთვე, ვითარცა სხუანი დავსწერეთ. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი მრავალნი.





კახელები

გვ. 526 ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩვეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი.





ქიზიყლები

გვ. 543 არამედ არიან კაცნი მბრძოლნი, მხნენი, ახოვანნი, შემმართებელნი, მაგარნი, მიმყოლნი ურთიერთთა.





დიდოელები

გვ. 552 გარნა ესენი უბილწესნი ზნითა, ქცევითა, ჰაეროვნებითა და სახითა. ენა აქუსთ თვისი საკუთარი, სარწმუნოებით არიან კერპნი და უმეტეს ეშმაკის მორჩილნი.

გვ. 553 და სხუანიცა მრავალნი უკეთურებანი არიან; უვისთ მოხუცებულნი; იგინი ბჭობენ, განარჩევენ და განაგებენ და დააწყნარებენ შფოთსა და ბრძოლასა შინა შეუმართებელნი და ურგებ-უძლურნი არიან, ავად მისილნი, ავმოიარაღენი, ყოველნი სრულიად შავით მოსილნი, ეშმაკის კერძობისათვის, შალითა და ნაბდითა. არამედ სიმაგრის გამო არიან მშვიდობით და მტერთაგან უვნოდ.





თუშნი

გვ. 554 და არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი და უსაქციელონი, ბრიყუნი. რამთუ, ოდეს შობს დედაკაცი, არავინ მიეახლების, არამედ განუტევებენ შორს მარტოდ, და შობისა შემდგომად მ დღეთა მოიყვანებენ შობილითურთ. ხოლო უკეთუ ვინ მდედრი იყოს გულითა კაცთაგანი და ივლტოდეს ბრძოლასა შინა, ამას აჭმევენ ძაღლთა თანა გობასა შინა ძაღლთასა და არღარა კაცთა თანა.

გვ. 555 არა იქნების მათ შინა სიძუა ანუ მრუშობა და, უკეთუ მძლავრის ვინმე და შეეყოს მის თანა, მოიკლავს თავს დედაკაცი იგი, და კაცსა მას მოჰკულენ თემნი, და მცნობი არა ილტვის სხუათა ქუეყანასა.





ოსნი

გვ. 637 ხოლო კაცნი და ქალნი არიან შუენიერნი, ჰაროვანნი, შავ-თუალ-წარბნი, შავ-თმოსანნი, თეთრ-ყირმიზნი, ტანოვანნი, წერწეტნი, გარნა უმეტეს ქალნი წერწეტნი, მკვირცლად ფიცხელნი, თვისთა ქუეყანათა შინა მცირედ მჭამელნი, რამეთუ კმა იყოფონ თვინიერ წყალსა და პურსა და შრატსა, სხუათა ადგილთა და სტუმრობათა შინა გაუძღომელნი, ვერ შემმართებელნი ბრძოლასა შინა, რამეთუ ეშინისთ ლაშკართაგან ფრიად. არამედ ღამით შემმართებელნი და შემპარავნი ლაშკართა შინა და გამომსლველნი, უსაქციელონი, ბრიყუნი, ქუეყანათა თვისთა ლაღნი და ამაყნი, სხუათა ქუეყანათა შინა მდაბალნი, გონიერად მოუბარნი, ქურდნი, მპარავნი, მტყუარნი, ხარბნი, მომხუეჭნი, მესისხლენი, მემრუშავნი, ტყვის მყიდველნი, გარნა არა თვისთა ჰყიდიან. არამედ ქალნი მათნი იცვენ ქალწულებასა ვიდრე შერთვადმდე ქრმისა, და მერე სახელ არს მათ შორის რაოდენნიცა უვისთ კურონი, რამეთუ სირცხვილად აქუსთ დღისით ხილვა ცოლშვილთა თვისთა ქრმისაგან.





ძურძუკნი და ღლიღვნი

გვ. 653 ხოლო არიან ხეობანი ესენი ფრიად მაგარნნი და შეუვალნი მტერთაგან, მთით, კლდითა, სივიწროვითა, და მდინარეთა, ხოლო ტყითა მწირი და მოუსავლიანი, მცირე-პირუტყვიანი, ვითარცა აღვსწერეთ ოსეთი. ეგრეთვე კაცნიცა რჯულითა, სარწმუნოებითა, ზნითა, ქცევითა, ჩვეულებითა სცან ოსთაებრ. არამედ აქუსთ ენა თვისი საკუთარი, და ქალნი მათნი მოსილნი სხუებრ. არცა უწყიან კლვა და მესისხლობა ურთიერთთა, გარნა თუ შეიმთხუეს, მოხუცებულთა მათთა განბრჭობითა ზავ-ჰყოფენ. და არინცა უმეტეს პირისწყლიანნი ოსთაგან, კაცით ქალამდე. არამედ იციან ორ-სამ ცოლობანი და მრუშობა ქრმიანობასა შინა, გარნა ქალწულთა – არაოდეს, ვითარცა ოსთა.





სამცხე-საათაბაგო

გვ. 660 ხოლო კაცნი და ქალნი არიან მგზავსნი ქართველთანი, არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მხნენი, შემმართებელნი, შუენიერნი, ცოდნა-ხელოვნების მოყუარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა.





ჯავახელნი

გვ. 672 კაცნი და ქალნი მგზავსნი ქართლის გლეხთა, ტანოვანნი, შუენიერ-ჰაეროვანნი, უსაქციელონი ბრიყუნი; სარწმუნოებით გლეხნი ჯერეთ ქრისტეანენი სრულიად, არამედ არღარა უვისთ მწყემსი ეპისკოპოზი, გარნა ჰყავთ მღუდელნი ქართველნი. ენა აქუსთ ქართული, და უწყიან მოთავეთა თათრულიცა დამჭირნეობისათვის ოსმალთა.





იმერელნი

გვ. 745-746 ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთცა იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაითგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა; ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი მის შინა და სხუათა შინაცა, უხუნი და მომხუეჭნი, დღეისის მძიებელნი, ხუალისის არა გამომკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა შემძინებელნი, სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ უცქვიტესად მოუბარნი.





ლეჩხუმელნი

გვ. 749-750 მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, რამეთუ არა არს მოსახლე, რომელსა არა ედგას კოშკი ქვიტკირისა და შენობანი ყოველნივე ქვიტკირისანი. და არს მთითა და კლდითა ფრიად მაგარი, და კაცნი მუნებურნი მბრძოლნი და შემმართებელნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მხნენი და მორჩილი უფალთა თვისთა, არამედ ბრიყუნი, უზნეონი და უწყალონი.





რაჭველები

გვ. 770 კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოხერანი, მომხუეჭნი და ძვირნი. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი. ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივე, რბილნი.





არგვეთელნი

გვ. 771 კაცნი და ქალნი შუენიერნი, მბრძოლნი და იმერეთს უმეტეს სხუათაგან შემმართებელად დიდებულნი, მომჭირნე მუშკნი, სტუმართ-მოყუარენი. სახლობენ მთავარნი, აზნაურნი მრავალნი.





ვაკელნი

გვ. 774 კაცნი და ქალნი ჰგონე ეგრეთნივე, არამედ უმეტეს მსწრაფლ მოუბარნი, ფრიად მუშაკნი, რბილად მქცეველნი.





ოკრიბელები

გვ. 775 კაცნი და ქალნი ჰგონე ვითარცა ვაკისანი, გარნა უღონო მუშაკნი, ვერ ღონიერნი. არმედ მთავარნი და აზნაურნი მხნენი, ზნეობიანნი, შემმართებელნი.





ოდიშელები (მეგრელები)

გვ. 783 არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, არამედ იმერთაებრ არა ტანოვანნი, ხორციანი და მწითურნი, გულწყრალნი მყისად და მსწრაფლნი, ბრძოლათა შინა იმერთაებრ ვერ ქებულნი, ბრძოლიდამ გაბრუნებით ქებულნი. სარწმუნოებითა, რჯულითა, და წესითა, და ქცევითა იმერთათა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი. ენით არიან – დიდნი და წარჩინებულნი ქართულის ენითა, არამედ აქუსთ თვისიცა ენა, გარნა წამხდარი ქართულივე, ვითარცა: ღმერთი – ღორონთი, ჩემი – ჩქიმი. და აქუსთ წიგნი ქართულივე და არა სხუა.





აფხაზნი

გვ. 785-786 ხოლო კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქვიტნი და ტანოვანნი, წერწეტნი, მპარავნი, ავაზაკნი, ზღუათა შინა მავალნი ოლეჭკანდერებითა, რომელთა შინა შთასხდებიან, დაუხდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფროსად ოდიშ-გურიასა. არამედ არიან ბრძოლასა შინა მდედრნი, მალ-მიმდრეკნი, ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი. სარწმუნოებით არიან ქრისტეანენი, არმედ არღარა რისა მეცნიერნი და ირიცხვიან, ვითარცა კერპნი, ვინაითგან არა დაჰფლვენ მკუდართა თვისთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსლითა შთასდებენ კუბოთა შინა და შესგმენ ხეთა ზედა, და უკუეთუ შტვენს მკუდარი იგი ეშმაკისა მიერ, სწამთ განსუენებულად მერმესა მას. გარნა უწყიან ნათესაობა, ცოლი ერთი, მარხუა, აქუთ სასოება მღუდელთა ფრიად. არა იქმნებიან მათ შორის სიძვა, მრუშობა, რამეთუ დასწუენ შემცოდეთ. უყუართ სტუმარი და პატივსა უყოფენ, და შეიწყნარებენ ფრიად. ენა საკუთარი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული. სხდებიან სკამთა ზედა და სჭამენ ტაბლასა ზედა. და არიან ერდგულნი ფრიად თვისთა მეპატრონეთა და მორჩილნი მისნი.





ჯიქნი

გვ. 786 არამედ კაცნი უმეტეს მხეცთ მგზავსნი.





სვანნი

გვ. 788 არამედ არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა შინა რაზმთა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკუდილის არა მომხსენენი, ავაზაკნი, მეკობრენი, უწყალონი, ბრიყუნი, უზნეონი. სარწმუნოებით არიან იმერთა თანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა. ენა თვისი აქუსთ საკუთარი, გარნა უწყიან ქართულიცა.





გურულები

გვ. 793 ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე და შუენიერებითაცა, არმედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით, არმედ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი, ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემქყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი.
freddie krueger
ეგ აბსოლუტური მარაზმია, მარა არც სხვა "შრომები" უდებს ტოლს.

monogamist
ანალების სკოლა biggrin.gif
freddie krueger
მოვიცალე სკეპტკიოსებისთვის

Пиоро И.С. Крымская Готия. 1990
Александр АНДРЕЕВ, ИСТОРИЯ КРЫМА 2002

ესენი ნახეთ, წაიკითხეთ. smile.gif
jumberski
ერთი კითხვა მაქვს,ნოი კარგი მხედართმთავარი იყო?
qameleoni
ციტატა(jumberski @ Nov 27 2011, 08:46 PM) *
ერთი კითხვა მაქვს,ნოი კარგი მხედართმთავარი იყო?


ეგ ვინღა იყო? biggrin.gif

რომელიმე ასო ხომ არ შეგეშალა სახელში? unsure.gif
data
ციტატა(qameleoni @ Nov 28 2011, 01:57 PM) *
ციტატა(jumberski @ Nov 27 2011, 08:46 PM) *
ერთი კითხვა მაქვს,ნოი კარგი მხედართმთავარი იყო?


ეგ ვინღა იყო? biggrin.gif

რომელიმე ასო ხომ არ შეგეშალა სახელში? unsure.gif

ვითომ ვერ ხვდები რომ ნეოს გულისხმობდა ხო? biggrin.gif


ეგ ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მე ყოველთვის მორფეუსი მერჩივნა. smile.gif
jumberski
ნოი იყო ნაპოლეონის მარჯვენა ხელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
jumberski
ციტატა(data @ Nov 28 2011, 04:45 PM) *
ციტატა(qameleoni @ Nov 28 2011, 01:57 PM) *
ციტატა(jumberski @ Nov 27 2011, 08:46 PM) *
ერთი კითხვა მაქვს,ნოი კარგი მხედართმთავარი იყო?


ეგ ვინღა იყო? biggrin.gif

რომელიმე ასო ხომ არ შეგეშალა სახელში? unsure.gif

ვითომ ვერ ხვდები რომ ნეოს გულისხმობდა ხო? biggrin.gif


ეგ ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მე ყოველთვის მორფეუსი მერჩივნა. smile.gif

მეც big_Grin.gif
freddie krueger
ციტატა(jumberski @ Nov 28 2011, 06:09 PM) *
მარჯვენა ხელი
ხო, მაგ ხელით დაეცა!
data
freddie krueger

ყველა მაგ ხელით დავეცით თავის დროზე smile.gif




ნუ, შეიძლება გოგორა იყოს გამონაკლისი biggrin.gif
freddie krueger
ციტატა(data @ Nov 29 2011, 01:31 AM) *
freddie krueger

ყველა მაგ ხელით დავეცით თავის დროზე smile.gif




ნუ, შეიძლება გოგორა იყოს გამონაკლისი biggrin.gif

ცაციებიც ვარსებობთ, შეჩემა..

ნეი განსაკუთრებულად მარჯვე იყო მაინც...

თან დაცემა ზოგჯერ განმეორებადი და შეუქცევადი პროცესი ხდება ხოლმე ზოგჯერ.
jumberski
უი,მართლა შემშლია ასო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
qameleoni
ციტატა(jumberski @ Nov 28 2011, 06:09 PM) *
ნოი იყო ნაპოლეონის მარჯვენა ხელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მინიმუმ რვაფეხა(რვახელა) თუ იყო ნაპოლეონი, მაშინ ჰო, მარა ისე რატო იყო ეგ მაინცდა მაინც მარჯვენა ხელი? სხვები ნაკლებები იყვნენ? biggrin.gif

ისე კი ნაპოლეონის მარშლებში მე ეგ მევასება ყველაზე მეტად და მინიმუმ 5 საუკეთესო მარშალში შედიოდა rolleyes.gif
freddie krueger
ნეი განსაკუთრებული იყო...
jumberski
ალექსანდრე ყველაზე მაგარი იყო big_Grin.gif
jumberski
მაკედონელი
rusa tskitishvili
ისტორიაში ვაკეთებ პროექტს, თქვენ რომელზე მირჩევდით რომ გამეკეთებინა, საინტერესო რომ გამოვიდეს.
მე პირადად ბევრი ვარიანტი მაქვს და ვერ ამირჩევია ერთი sad.gif
freddie krueger
ციტატა(rusa tskitishvili @ Apr 28 2012, 03:05 PM) *
ისტორიაში ვაკეთებ პროექტს, თქვენ რომელზე მირჩევდით რომ გამეკეთებინა, საინტერესო რომ გამოვიდეს.
მე პირადად ბევრი ვარიანტი მაქვს და ვერ ამირჩევია ერთი sad.gif

ტრაფარეტული, მყვირალა პროექტისთვის ნაპოლეონი, კეისარი ან ალექსანდრე.
ღრმა, მეტნაკლებად არაბანალური და საინტერესო კვლევა ადვილად გაკეთდება იუგურთას, სერტორიუსის ან ვალერნშტაინის შესახებ.
rusa tskitishvili
ციტატა(freddie krueger @ Apr 28 2012, 10:19 PM) *
ციტატა(rusa tskitishvili @ Apr 28 2012, 03:05 PM) *
ისტორიაში ვაკეთებ პროექტს, თქვენ რომელზე მირჩევდით რომ გამეკეთებინა, საინტერესო რომ გამოვიდეს.
მე პირადად ბევრი ვარიანტი მაქვს და ვერ ამირჩევია ერთი sad.gif

ტრაფარეტული, მყვირალა პროექტისთვის ნაპოლეონი, კეისარი ან ალექსანდრე.
ღრმა, მეტნაკლებად არაბანალური და საინტერესო კვლევა ადვილად გაკეთდება იუგურთას, სერტორიუსის ან ვალერნშტაინის შესახებ.

მადლობა კარგი რჩევისთვის. smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.