არმინიუსის და ვერსენგეტორიქსის შეყვანა შეიძლება ამ სიაში.
აღმაშენებელი ყველა ვარიანტში შესაყვანია, იმდროინდელ მსოფლიოსათვის საკმაოდ მასშტაბურ გამარჯვებებს მიაღწია. კორტესიც შესაყვანია, ერთი მუჭა მათხოვრებით გადაუარა იმხელა იმპერიას და ძალიანაც ნუ გავაზვიადებთ ამაში ცხენოღმერთების როლს და მონტესუმას იდიოტიზმს. და ნაბულიონე ბუონაპარტე სადაა ეგ კითხვა ჩემამდე არავის გასჩენია?

კუტუზოვიც შესაყვანია და სუვოროვიც, რუსები არიან და მაინც. კუტუზოვი იმიტომ რომ შეინარჩუნა არმია და არა მოსკოვი, და კიდევ იმიტომ რომ აი ალალად რამდენს მისცემდით ახლა, მოსკოვი რომ განახათ გადამწვარი?
მოლტკე უფროსი, უდიდესი გერმანელი, სედანს რო ჩაახუტა ბაყაყიჭამიები.
ახალი დროიდან არავინაა, არადა შეიძლებოდა. ვალტერ მოდელი, ჰაინც გუდერიანი, ადმირალი ისოროკუ იამამოტო, ერვინ რომელი, ლავრ კორნილოვი, მმ, კაი ჯორჯ პატონსაც ჩავწერდი, ჯანდაბას მაგის თავი.
ეგ რაც ეგრევე მოდის
