დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: თავსატეხები
რა? სად? როდის? ფორუმი > ზოგადი კატეგორია > ზოგადი განყოფილება
გვერდი: 1, 2
anuchi
ინტელექტუალნო ამა ქვეყნისა აბა აამოძრავეთ გონება და გამოაფხიძლეთ ნაცრისფერი უჯრედები, მოიფიქრეთ და ამოხსენით თავსატეხები.. ჩვენ ფორუმზე უნდა იყოს ასეთი თემა tongue.gif

კაცი დგას შუა გამოქვაბულში. ამ გამოქვაბულს აქვს ორი გასასვლელი. ერთ მხარეს კაციჭამიები არიან, მეორე მხარეს ჩვეულებრივი ადამიანები, თუ კაციჭამიებისკენ წავა რათქმუნდა შეჭამენ. ორივე მხარეს დგას კომბლიანი დარაჯი, ერთი მატყუარაა მეორე სულ სიმართლეს ამბობს, მაგრამ კაცმა არ იცის რომელი-რომელია. ამ კაცს აქვს ერთი შეკითხვის უფლება, დაუსვავს რომელსაც უნდა და შეკითხვაზე პასუხის მოსმენით მიხვდება რომელ მხარეს არიან კაციჭამიები და გადარჩება.

თქვენ უნდა მითხრათ:

რა შეკითხვა უნდა დაუსვას კაცმა დარაჯს? happy.gif
bilina
კარგად ვერ გავიგე რა ხდება მაგრამ თუ ის აინტერესებს რომელ მხარეს არიან კაციჭამიები ალბათ ნებისმიერ გასასვლელთან უნდა მივიდეს და იკითხოს - მატყუარა კაციჭამიების დარაჯია? თუ პასუხი მიიღო კი ე.ი. ამ გასასვლელში უნდა გავიდეს წინააღმდეგ შემთხვევაში მეორეში. ასეა? smile.gif
padfoot
bilina

არ ვიცით რომელი დარაჯია მატყუარა
bilina
თვითონ ხო იციან რომელი მატყარაა და რომელი არა. ანუ თუ კითხე შენ რო მატყუარა კაციჭამიების დარაჯია? და მიიღე პასუხი კი ორივე შემთხვევაში გაწყობს. იმიტომ რომ სიმართლის მთქმელი თუ შეგხვდა იმან იცის რომ თავის უკან ადამიანებია და მეორე მხარეს კაციჭამიებს მატყუარა დარაჯობს და შესაბამისად თუ მატყუარაა და ადამიანებს დარაჯობს ამ კითხვაზე გეტყვის მაინც კიო smile.gif ანუ ასეც გამოდის აშკარად smile.gif შეიძლება სხვა პასუხიც აქვს მაგრამ ასეც არაა მგონი შეცდომით smile.gif
padfoot
bilina
longbowman
anuchi
წიპა თქვენ მატყუარა ხართ არ წავა?
Tengobarca
დარაჯს ვკრავდი ხელს, თუ შეჭამდნენ ესეიგი მეორე კარიდან უნდა გავიდე, თუ არადა მოვუბოდიშებდი და გავიდოდი.. რა არ მითხრათ ახლა არასწორიაო biggrin.gif

დაწერეთ პასუხი და მე დაგიმტკიცებთ რომ ამ ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია smile.gif

longbowman
ციტატა
წიპა თქვენ მატყუარა ხართ არ წავა?

არაო გეტყვის და მატყუარა იქნება biggrin.gif მერე როგორ უნდა გაიგო მაგით სადაა კაციჭამიები?
Goodman
მარტივია

გიგის ვკითხავდი, რომელ მხარეს არიან კაციჭამიებითქო დ აიმის საპირისპირო მხარეს წავიდოდი
muxo
anuchi
უნდა მივიდეს ერთ-ერთთან და კითხოს, მეორესთვის რომ მეკითხა, რომელი გასასვლელი მიგვიყვანს კაციჭამიებამდეო, და რა პასუხსაც მიიღებს იმ გასასვლელში უნდა გავიდეს.
Tengobarca
muxo
აღმოჩნდა მატყუარა და გითხრა ის მიგიყვანს კაციჭამიებამდეო biggrin.gif
muxo
Tengobarca
ესე იგი როგორაა, დავუშვათ მივიდა მართალთან, იმან ხომ იცის რომ მეორე მატყუარაა, ანუ იცის რომ არასწორ გზას მიგითითებს, და გეტყვის იმ არასწორ გზას, ანუ გზას რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებთან მიგიყვანს. თუ მივიდა მატყუარასთან, მაშინ იგივე კითხვით თუ მივმართავთ, ბუნებრივია მართალი სწორ მიმართულებას გვეტყვის, მატყუარა კი მოიტყუება და გვეტყვის ადამიანებისკენ მისასვლელ გზას. ყველა ვარიანტში ორივე გეუბნება ჩვეულებრივ ადამიანებისკენ მიმავალ გზას. smile.gif
padfoot
ციტატა(muxo @ Jan 12 2010, 07:44 PM) *
anuchi
უნდა მივიდეს ერთ-ერთთან და კითხოს, მეორესთვის რომ მეკითხა, რომელი გასასვლელი მიგვიყვანს კაციჭამიებამდეო, და რა პასუხსაც მიიღებს იმ გასასვლელში უნდა გავიდეს.

დიდი მადლობა, რომ არსებობ biggrin.gif
muxo
padfoot
ციტატა
დიდი მადლობა, რომ არსებობ biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
padfoot
muxo

შენ იცინე და ერთი კვირა მაგ "თავსატეხის" ყურებით მოვკვდებოდი biggrin.gif
padfoot
ვინმემ დადეთ რა თავსატეხი, ოღონდ მე რომ არ ვიცოდე , თორემ მომდის დორბლები კი არა და ნერწყვები biggrin.gif
Tengobarca
მივიდა მატყუარასთან და კითხა, მეორესთვის რომ მეკითხა რომელი მიმიყვანს კაციჭამიამდეო?
მატყუარამ მოატყუა და უთხრა: მეორესთვის რომ გეკითხა გეტყოდა, რომ ჩემი მიგიყვანს კაციჭამიამდეო
ამანაც გამოიცნო(მისი აზრით.. ანუ მიხვდა რომ მეორეში უნდა გავიდეს) და გავიდა მეორეში. მეორეში დახვდა ერთი როჟა, რომელსაც ხელში ჩორნი პერეცი ჰქონდა, მეორემ კიდე კვანტი დაუდო და საუზმეც მომზადდა biggrin.gif სისულელეა biggrin.gif biggrin.gif
muxo
Tengobarca
არა რა პასუხსაც გასცემენ იმ გასასვლელში უნდა გავიდეს, მეორე კაციჭამიებთან მიიყვანს. smile.gif
padfoot
Tengobarca

არაა სისულელე, ნახე:

დავარქვათ მატყუარას "-"
მართლის მთქმელს - "+"

ეკითხები ერთ-ერთს, მეორე რას მეტყოდაო, ერთი იტყვის ტყუილს, მეორე მართალს, მიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან -(+)=+(-)=-
ანუ იცი, რომ საბოლოო პასუხად არასწორ ინფორმაციას გაწვდიან
anuchi
უნდა მივიდეს რომელიმესთან და კითხოს: მეორე დარაჯისთვის რომ მეკითხა რას მეტყოდაო და იმის საპირისპირო გააკეთოს smile.gif

რადგან თუ მატყუარას კითხავს ის რათქმუნდა მოატყუებს და იმას არ ეტყვის რასაც მართალი ეტყოდა და თუ მართალს კითხავს, ის სიმართლეს ეტყვის რასაც მეორე მოატყუებდა.. happy.gif
Tengobarca
სისულელეათქო smile.gif ამოცანაში ის არ წერია, რომ ერთმა დარაჯმა მეორეს შესახებ იცის smile.gif ანუ მართლისმთქმელმა იცის, რომ ის მეორე დარაჯი მატყუარაა tongue.gif
anuchi
მეორე თავსატეხი:

ფეხბურთის მოყვარულთათვის tongue.gif

ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელშიც 8 გუნდი ირებდა მონაწილეობას: ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, არგენტინა, ბრაზილია და საფრანგეთი.

ტურნირის დასრულების შემდეგ ტაბლო, სადაც გამოსახული იყო სატურნირო მდგომარეობა გაფუჭდა. საბედნიეროდ რამდენიმე გულშემატკივარს ახსოვდა ზოგიერთი გუნდის მდგომარეობა ცხრილში და მათ ერთობლივად შეძლეს დაედგინათ რომელი გუნდი რომელ ადგილზე გავიდა.

* ესპანეთმა გაასწრო გერმანიასა და ჰოლანდიას

* იტალიამ გაასწრო ესპანეთს, გერმანიასა და ჰოლანდიას

* ინგლისმა გაასწრო არგენტინასა და იტალიას

* იტალიამ გაასწრო ბრაზილიასა და საფრანგეთს

* გერმანია ჩამორჩა საფრანგეთსა და იტალიას

* ბრაზილიამ მოახერხა და გაუსწრო არგენტინას, ჰოლანდიასა და გერმანიას

* ჰოლანდიამ აღმოჩნდა ბრაზილიის, საფრანგეთისა და არგენტინის უკან

* ესპანეთი ჩამორჩა საფრანგეთსა და იტალიას

* არგენტინა ჩამორჩა იტალიას, ბრაზილიასა და გერმანიას

* ჰოლანდია ჩამორჩა გერმანიასა და იტალიას

* ბრაზილია ჩამორჩა ესპანეთსა და იტალიას
padfoot
anuchi
'

რა უნდააა biggrin.gif biggrin.gif
padfoot
ინგლისი , იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, გერმანია, არგენტინა, ჰოლანდია
diletanti
ციტატა
ინგლისი , იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, გერმანია, არგენტინა, ჰოლანდია

ვაპროტესტებ biggrin.gif იტალიაზე წინ ინგლისს რა უნდა biggrin.gif უეჭველი ინგლისის ფანის გაკეთებულია და მაგით აიხდინა ოცნება biggrin.gif
padfoot
diletanti

ყველა სერიოზული თემა რომ არ გააOFFო არ შეგიძლია? ჯერ პოტერი , ახლა ეს... რა დღეში ხარ? biggrin.gif
anuchi
padfoot

სწორია გოგონი, შენ მიხვედრილი ჩანხარ biggrin.gif

ერთხელ გიორგი ფოსტაში გააგზავნეს მარკების საყიდლად. ფოსტაში სულ 5 სახის მარკა იყიდებოდა: 3 თეთრიანი, 9 თეთრიანი, 11 თეთრიანი, 17 თეთრიანი და 21 თეთრიანი.

5 სახეობის მარკიდან გიორგის რომელიღაც 3 სახეობის მარკა უნდა ეყიდა 8–8–8 ცალი, ხოლო კიდევ ორი სახეობისა კი 9–9 ცალი (ანუ ჯამში 42 ცალი).

სამწუხაროდ გიორგის დაავიწყდა, რომელიც სახეობის მარკა რამდენი ცალი უნდა ეყიდა, სამაგიეროდ ახსოვდა რომ სახლიდან გაატანეს 5 ლარი და ეს 5 ლარი ზუსტად (!) უნდა ყოფნოდა სასურველი მაკრების საყიდლად.
padfoot
3- და 9-თეთრიანები 9-9 ცალი tongue.gif
travisa
ჰოლანდია ბოლოზე და იტალია მეორეზე ?
ეს რა უსამართლობაა ?
ჰოლანდია პირელი და იტალია მოზამბიკსა და საქართველოს შორის biggrin.gif
მეტის ღირსები არ არიან biggrin.gif

ციტატა
ერთხელ გიორგი ფოსტაში გააგზავნეს მარკების საყიდლად. ფოსტაში სულ 5 სახის მარკა იყიდებოდა: 3 თეთრიანი, 9 თეთრიანი, 11 თეთრიანი, 17 თეთრიანი და 21 თეთრიანი.

5 სახეობის მარკიდან გიორგის რომელიღაც 3 სახეობის მარკა უნდა ეყიდა 8–8–8 ცალი, ხოლო კიდევ ორი სახეობისა კი 9–9 ცალი (ანუ ჯამში 42 ცალი).

სამწუხაროდ გიორგის დაავიწყდა, რომელიც სახეობის მარკა რამდენი ცალი უნდა ეყიდა, სამაგიეროდ ახსოვდა რომ სახლიდან გაატანეს 5 ლარი და ეს 5 ლარი ზუსტად (!) უნდა ყოფნოდა სასურველი მაკრების საყიდლად

8 თEთრს მე დავუმატებ და როგორც მე ვეტყვი ისე იყიდოს biggrin.gif
travisa
განტოლებით გაკეთება მეზარება biggrin.gif
padfoot
travisa

ამდენი რაღაცის პოსტვას არაფერი განტოლება ეგ არაა და ამოგეხსნა biggrin.gif
travisa
padfoot
ამის თავი არ მაქვს ეხლა მთEლი დღეა ვმეცადინეობ biggrin.gif
რამე ჩემებური დაიდოს biggrin.gif
padfoot
travisa

შენებური რა არის? biggrin.gif
travisa
padfoot
რავიცი აბა biggrin.gif
მაგ : გზაზე მიდის გილმორი და პეიჯი........
და მერე განავრცობენ და კითხვასაც მოუფიქრებენ რა biggrin.gif
bilina
ჩემი პასუხი სწორი იყო? smile.gif მე მაინც ჯუტად მჯერა რომ აშკარად სწორია smile.gif smile.gif smile.gif))
padfoot
bilina

შენ მაინც სულ გჯერა და ჩევენ რაღატომ გვეკითხები? biggrin.gif

არ იყო სწორი, სამწუხაროდ...
anuchi
<!--[if gte mso 9]> Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4 <![endif]--><!--[if gte mso 9]> <![endif]-->ეს არის აინშტაინის ამოცანა, ადამიანების მხოლოდ ორ პროცენტს შეუძლია მისი ამოხსნა 15 წუთში. ეგრე ამბობენ, ნახეთ აბა თუ შეძლებთ

ხუთი ადამიანი ცხოვრობს ხუთ სხვადასხვა ფერის სახლში, ეწევა ხუთ სხვადასხვა მარკის სიგარეტს, ჰყავს ხუთი სხვადასხვა ცხოველი და სვამს ხუთ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ სასმელს.

ინგლისელი ცხოვრობს თეთრ სახლში
შვედს ჰყავს ძაღლი
დანიელი სვამს ჩაის
მწვანე სახლი წითელი სახლის მარცხნივაა
მწვანე სახლის ბინადარი სვამს ყავას
“Pall Mall” -ის მწეველს ჰყავს ჩიტი
შუა სახლის მეპატრონე სვამს რძეს
ყვითელი სახლის მეპატრონე ეწევა “Dunhill” – ს
ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში
“Marlboro” – ს მწეველის მეზობელს ჰყავს კატა
ცხენის პატრონის მეზობელი ეწევა “Dunhill” – ს
“Winston” -ის მწეველი სვამს ლუდს
ნორვეგიელი ცხოვრობს ლურჯი სახლის გვერდით
გერმანელი ეწევა “Rothmans” – ს
“Marlboro” – ს მწეველის მეზობელი სვამს ღვინოს
ვის ჰყავს თევზი?
freemasons
anuchi
შენ გაქვს ამის პასუხი?
anuchi
freemasons

დიახ მაქვს biggrin.gif

თუ გერთულებათ ადვილებს დავდებ კაცო happy.gif
Illegal Astronaut
anuchi

დავიწყე და დავდებ პასუხს.. ოღონდ რამდენად 15 წუთში არ ვიცი...

freemasons
იმას ვინც სვავს ღვინოს?
Tengobarca
anuchi
რახან აინშტაინისაა და ებრაელი არაა მოცემულობაში, მაშინ გერმანელს ჰყავს biggrin.gif თუ არადა მეზარება ახლა ფიქრი, ფილმს უნდა ვუყურო smile.gif
padfoot
anuchi

ეგ გაკეთებული მაქვს ერთხელ... ახლა ფილმს ვუყურებ ... თუ არავინ უპასუხებს, მერე გავაკეთებ...
anuchi
Tengobarca

რა წესია მასეთი ლოგიკით გამოცნობა? biggrin.gif
Illegal Astronaut
აუ გავიჭედე :შ

ალბათობის დაშვება არ მინდა..
=SYD=
rock.gif

Tengobarca
ციტატა
რახან აინშტაინისაა და ებრაელი არაა მოცემულობაში, მაშინ გერმანელს ჰყავს

სწორია biggrin.gif
გერმანელს ჰყავს smile.gif

ნორვეგიელი ეგრევე გაიშიფრა - არ ცხოვრობს თეთრ სახლში, რადგან თეთრში ინგლისელია. ვერ იცხოვრებს ლურჯში, და ასევე ვერ იცხოვრებს ვერც მწვანეში და ვერც წითელში, იმიტომ რომ ეგ ორი სახლი მეზობლად უნდა იდგეს და ჩვენ კი ვიცით რომ ნორვეგიელის ერთადერთი მეზობელი სახლი - ლურჯია.
ე.ი. ნორვეგიელი ცხოვრობს ყვითელ სახლში და ეწევა Dunhill-ს.
აქედან მივიღებთ, რომ ლურჯ სახლში მცხოვრებს ჰყავს ცხენი.
რადგან ვიცით რას ეწევა ნორვეგიელი, პირობების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რას სვამს. მივიღებთ, რომ სვამს ღვინოს. (ერთადერთი ეს ვარიანტია)
თუ ნორვეგიელი სვამს ღვინოს, მის მეზობელ სახლში ეწევიან მალბოროს.
ვიცით რომ მეორე სახლი არის ლურჯი, ეწევიან მალბოროს და ჰყავთ ცხენი. ისევ და ისევ გამორიცხვის მეთოდით ვიღებთ რომ მანდ ცხოვრობს დანიელი. დანიელი კი სვამს ჩაის.
ამ დროისთვის ვიცით რომ
I სახლი -ცხოვრობს ნორვეგიელი, არის ყვითელი, ეწევა Dunhill, სვამს ღვინოს.
II სახლი - ცხოვრობს დანიელი, არის ლურჯი, ეწევიან მალბოროს, სვამენ ჩაის, ჰყავთ ცხენი.
ახლა ვნახოთ შუა სახლში რა ხდება - აქ სვამენ რძეს. ე.ი სახლი ვერ იქნება მწვანე. და ვერც წითელი იქნება, რადგან წითლის მარცხნივ მწვანე უნდა იყოს და შუას მარცხნივ კი ლურჯი სახლია. ე.ი. სახლი არის თეთრი. => აქ ცხოვრობს ინგლისელი. და ეგ ინგლისელი ეწევა pall-mall-ს, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს (ვერ მოწევს დუნჰილს და მალბოროს, იმიტომ რომ ვიცით მაგათ ვინც ეწევა, ვერ მოწევს ვინსტონს, იმიტომ რომ არ სვამს ლუდს, ვერ მოწევს rothmans-ს, იმიტომ რომ გერმანელი არაა). თუ ინგლისელი ეწევა პალ-მალს, ე.ი. ყავს ჩიტი. ამავდროულად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნორვეგიელს ჰყავს კატა. (ცხენის მფლობელის მეზობელს ჰყავს კატაო გვითხრეს. დანიელს კი 2 მეზობელი ჰყავს - ინგლისელი და ნორვეგიელი. ინგლისელს ჰყავს ჩიტი, ე.ი. ნორვეგიელს ჰყავს კატა.)
მივიღეთ რომ
I სახლი -ცხოვრობს ნორვეგიელი, არის ყვითელი, ეწევა Dunhill, სვამს ღვინოს, ჰყავს კატა.
II სახლი - დანიელი, ლურჯი, მალბოროს, ჩაის, ცხენი.
III სახლი - ინგლისელი , თეთრი, rothman, რძე, ჩიტი

ცხადია, მე4 სახლი მწვანეა და მე5 - წითელი (პირობის მიხედვით, მწვანე წითლის მარცხნივაა).
მე4 სახლში სვამენ ყავას. ე.ი. მე4 სახლში არ ეწევიან ვინსტონს (ვინსტონის მწეველი ლუდს სვამს). დარჩა ერთადერთი ვარიანტი - მე4ში ეწევიან rothman-ს. ე.ი. აქ ცხოვრობს გერმანელი. თუ აქ ცხოვრობს გერმანელი, ე.ი. მე5 სახლში ცხოვრობს შვედი, რომელსაც ვიცით რომ ჰყავს ძაღლი. გამოდის რომ ერთადერთი ვისაც შეიძლება ჰყავდეს თევზი - არის გერმანელი.

მაგარი იყო.. მადლობა ანუჩის..

აუუჰ.. უნარების გამოცდაზე ეს რომ მოვიდეს.. biggrin.gif
bilina
ციტატა
შენ მაინც სულ გჯერა და ჩევენ რაღატომ გვეკითხები?

არ იყო სწორი, სამწუხაროდ...

ჯიუტი ვარ biggrin.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
არა ნამდვილად სწორია smile.gif იმ შემთხვევაში თუ იციან ერთმანეთზე რომ ერთი სულ სიმართლეს ამბობს და მეორე რომ სულ იტყუება smile.gif
Illegal Astronaut
ციტატა
და ასევე ვერ იცხოვრებს ვერც მწვანეში და ვერც წითელში

აი ამ დასკვნას არ ვეთანხმები.. smile.gif smile.gif კატეგორიულად.. საიდან დაასკვენი?

პირობაში მოცემულია, რომ მწვანე სახლი წითლის მარცხნივ დგას.. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სახლები მეზობლად დგანან... შეიძლება წითელი იდგეს მეხუთე სახლად, ხოლო მწვანე პირველ სახლად... იქნება მწვანე წითლის მარცხნივ და პირობას არ დაარღვევს... ესე მარტივად არ იშიფრება ნორვეგიელი...
Illegal Astronaut
მსჯელობა თავიდანვე არასწორად დაიწყე... wink.gif

თათუ
ციტატა
აუუჰ.. უნარების გამოცდაზე ეს რომ მოვიდეს.

biggrin.gif biggrin.gif

აუ ვგიჟდები მსგავს მაგალითებზე მარა სასტიკად მეზარება ეხლა biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.