anuchi
Nov 30 2009, 05:18 PM
სიურრეალიზმი, მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნის შუა წლებში. ოფიციალურად ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნებას. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.
ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის გიიომ აპოლინერს, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა. სწორედ მის საპატივცემულოდ აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. 1919 წელს მათ შეუერთდათ არაგონი და პოლ ელუარი.
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "სიურრეალისტური რევოლუცია", 1922 წელს.
სიურრეალიზმზე გავლენა მოახდინა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის მიმდინარეობებმა თუ კონკრეტული ადამიანების შემოქმედებამ, მათ შორისაა: ჟერარ დე ნერვალის ე.წ. "სუპერნატურალიზმი", გერმანული რომანტიზმი, ბოდლერის შემოქმედება, კუბიზმი, რემბოს იდეები "ცხოვრების შეცვლის" შესახებ, კარლ მარქსის ფილოსოფია ("სამყაროს შეცვლა") და ზიგმუნდ ფროიდის გამოკვლევები. ამ უკანასკნელის ესსემ, სიზმარი და მისი ინტერპრეტაცია, რომელიც 1900 წელს გამოვიდა, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ბრეტონზე. პოეტისა და მეოცნებე ადამიანის ანალოგია, რომელსაც ჯერ კიდევ ბოდლერთან ვხვდებით, ბრეტონთან უკიდურესობას აღწევს. ბრეტონი სიურრეალიზმს მიიჩნევს რეალობისა და წარმოსახვის გამაერთიანებლად. "მჯერა, რომ ეს, ერთი შეხედვით ურთიერთგანსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ოცნება და რეალობა, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდება." [1]
ბრეტონი თავის მანიფესტში სიურრეალიზმს შემდეგნაირად განსაზღვრავს:
"წმინდა ფსიქიკური ავტომატიზმი, რომლითაც ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავენ ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას. ფიქრის მიერ ნაკარნახევი, გონების კონტროლისგან თავისულფალი, ყოველგვარი ესთეტიური თუ მორალური მნიშვნელობისგან განზე მდგომი." [2]
სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ წინ სწორედ ამ არაცნობერის წინ წამოწევაა საჭირო. ამისათვის უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ამის საშუალებას კი ე.წ. ავტომატური წერა იძლევა. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. ისინი უარს ამბობენ რაიმე სკოლის შექმნაზე, რადგან არ სურთ ერთ რომელიმე დოქტრინაში ჩაიკეტონ.
სიურრეალისტური ტექსტები, მართალია, ემორჩილება სინტაქსურ წესებს, მაგრამ ახასიათებთ ჰიპნოზის ქვეშ მყოფი მეტყველება, სიზმრების აღწერა, სიტყვები ერთმანეთს უცნაური და გაუგებარი სახით ებმება, გამორიცხულია ყოველგვარი ლოგიკა და შესაბამოსობა. სიურრეალისტები იგონებენ კოლექტიურ თამაშებს, წერის ტექნიკებს, როგორიცაა მაგ. "ჩინებული გვამი" (cadavre exquis). ეს უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: მონაწილენი ადგენენ ერთ ფრაზას ან ნახატს ისე, რომ არ იციან წინა მონაწილემ რა დაწერა ან დახატა. სიურრეალისტები აცხადებენ, რომ პოეზის წყარო ყოველგვარი შეზღუდვებისგან გათავისუფლებული სუბიექტურობაა. ამით უნებლიედ კარს უხსნიან უფორმო, შედარებით მდარე ხარისხის ტექსტებს. ამას თავადაც აცნობიერებენ და ამიტომ არაგონი, ელუარი და ბრეტონი აღიარებენ ამ საქმიანობის წმინდად ექსპერიმენტულ ხასიათს.
სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას. ავტომატური წერის პრინციპს აქ ენაცვლება 1923 წელს ანდრე მასონის მიერ შემოტანილი რაციონალური კონტროლისგან თავისუფალი ავტომატური ხატვის პრინციპი. ამას ემატება კოლაჟის ტექნიკა, რომელიც ძალიან ხშირადაა გამოყენებული მაქს ერნსტის ნაშრომებში. მოგვიანებით ჩნდება მაგრეტისა დალი, სალვადორ|დალის]] შედევრები, რომლებიც ცალკეული ელემენტების შერწყმით სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენენ.
1925 წელს სიურრეალისტ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა ეწყობა პარიზში. ამას მოჰყვება 1936 წელს ლონდონსა და ნიუ-იორკში, 1937 წელს ტოკიოში და 1938 წელს ისევ პარიზში გამოფენები. სიურრეალიზმის გავლენა განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა ამერიკულ ხელოვნებაზე, კერძოდ ჯექსონ პოლოკის შემოქმედებაზე და მთლიანად Action Painting-ზე. სიურრეალისტების მიერ საგნისადმი მიმართული ყურადღება კი მომავალში პოპ-არტის მომასწავებელიცაა. ასევე საგრძნობია სიურრეალიზმის გავლენა 60-იან წლებში ევროპაში ჩამოყალიბებულ ავანგარდისტულ მიმდინარეობაზე, რომელიც ახალი რეალიზმის სახელითაა ცნობილი.
ვისაუბროთ სიურიალიზმზე, მის როლზე ფილმოგრაფიაში, მხატვრობაში და ლიტერატურაში.
Secrets
Nov 30 2009, 06:09 PM
unionlibre მქონდა ბრეტონის სადღაც აუდიო ჩანაწერი, ფრანგული. არაფერი მესმოდა და წავშალე მგონი..
anuchi
Dec 1 2009, 10:54 AM

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი (როგორც მე ვიცი) და ცნობილი სურათი, ლუის ბუნუელის შემოქმედებაში. რომელიც მისი და ლეგენდარული სალვადორ დალის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმი სავსეა მძაფრი, სიურეალისტური დატვირთვის მქონე, ერთობ მძიმე და შოკისმომგვრელი სცენებით, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ვითარდება.
mortal
Dec 1 2009, 04:34 PM
დადაიზმი- (გადატანითი მნიშვნელობით - ბავშვური ტიტინი)
ეს მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.
დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიკურ ნორმებს.
დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა და სუპოს სკეტჩები. და ცარას კოლაჟები.
დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი "ხელოვნების ნიმუშები", როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს ქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სურეალიზმს.
ესეც სურეალიზმია :/
anuchi
Dec 1 2009, 09:46 PM
მხაატვრებითქო, ფილმებითქო და ლიტერატურააა.. ასეთი უინტერესო თემააა?
anuchi
Dec 1 2009, 10:01 PM
რენე მაგრიტი , ბელგიელი სიურრეალისტი მხატვარი.

ბავშვობა გაატარა არც თუ ისე დიდ ქალაქ შარლერუაში. ცხოვრება საკმაოდ რთული ჰქონდა. 1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბრეში, რამაც დიდი შტაბეჭდილება მოახდინა მომავალ მხატვარზე.
ორი წელი მაგრიტმა ისწავლა ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიაში, რომელიც 1918 წელს დატოვა. ამ დროს მან გაიცნო ჟორჟეტა ბერგერი, რომელზედაც იქორწინა 1922 წელს და გაატარა მთელი თავისი ცხოვრება 1967 წლამდე.
მაგრიტი მუშაობდა აფიშებისა და რეკლამების მხატვრად ქაღალდის ქარხანაში 1926 წლამდე, სანამ ბრიუსელის გალერეა "სენტომ" არ მისცა მას სრული უფლება მთლიანად მხატვრობაში ჩართულიყო.
1926 წელს მაგრიტი ქმნის თავის პირველ სიურეალისტურ ნახატს "დაკარგული ჟოკეი", რომელსაც თვლის პირველ წარმატებულ ნახატად ამ სტილში. 1927 წელს აკეთებს თავის პირველ გამოფენას. კრიტიკოსები თვლიან მას არაწარმატებულად და მაგრიტი ჟორჟეტასთან ერთად მიემგზავრება პარიზში, სადაც ეცნობა ანდრე ბრეტონს და შედის მის სიურეალისტურ რგოლში. ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა, მაგრამ ამ გაერთიანებაში შესვლა დაეხმარა მაგრიტს თავისი სტილი შეექმნა, რითიც იცნობა მისი ნახატები. მხატვარს არ ეშინოდა შეკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად არის განწყობილი ფსიქოანალიზთან და მით უფრო მის ხელოვნებაში გამოვლენასთან. მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტურია, ასევე ინტელექტუალური.
გალერეა "სენტოსთან" კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება რენუარის სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.
თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს.
მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან 1967 წლის 15 აგვისტოს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა "სინათლის იმპერია".

nini_and_u
Dec 1 2009, 10:57 PM
REAL ART
REAL MUSIC
REAL REBELS
REAL AT ALL
REAL IS HOLY
HOLY IS REAL
DADA IS REAL
DADA IS HOLY
VIVA LA DADA!
წიკწიკი
სადაც მიდის წაღმა, იქ,დრო,
იწყება წიკ...
უკუღმართი დრო კითხულობს მეტოქეს, აქ._
და იქაც და აქაც მახურავს შუშა
და ვფიქრობ კლავიშებზე.
წიიიკ...
სუნთქვებმა შეკრეს წრე, დაიწყეს ფეთქვა.
წიიიიიკ...
ორთავიანი საათი მხედავს მესამეს,
ალბათ აკვირვებს ჩემი წიკწიკი.
წიკ, წიკ...
ვწვეთავ წვეთებს_ ვწვავ ეს ჩემი დროა.
ეს კი ჩემი ხმა და წინ და უკან ვატრიალებ ჩემსავე ისრებს.
წიკ...
არ გჯერათ?
ნახეთ!
დამხედეთ ფეხებზე_ოვალურ შუშაში ჩასმულ ისრებსღა ნახავთ...
შეშინდით?
საით?
მე ვარ საათი.
წიკ...
აი თქვენ კი იმისთვის გაჩნდით რომ მომითმინოთ
და გიხაროდთ ჩემი წიკები...
წიკ, წიკ...
იბრუნეთ ისე როგორც მსურს და
თუ არა გნებავთ
ამ ჩემ ფეხებს_ისრებს მიმართეთ...
მომმართეთ...
წიკ,წიკ,წიკ...
თეთრი ქაღალდი
....ახლა სხვის თითებთან გვღალატობს კალამი....
როდესაც შევხვდით ყდასთან ერთმანეთს
(დიდი ხნით ადრე?!)
სიტყვები დამრჩა სხვასთან...
ერთადყოფნაში მივიღეთ წითელი ბარათი ლამის და
სანამ ჩემს თითებს მოაკლდა საჭმელი,
გისმენ,
მითხარი რომ ჩვენ კვლავ წავიკითხავთ ერთადერთ რამეს იმ
თეთრ ქაღალდზე რომელზეც ახლა მარტოობის ჩრდილს ხატავს ტკივილი...
გავაფერადებთ ერთად თეთრად ღმერთს,
(ჩრჩილს კი გაგვიქრობს რეზინის საშლელი)
თუნდაც შიშებმა გვითხრან სალამი
და მოგვიწიოს გადამტყდარი სმაილიკებით შევთხზათ ღიმილი,
ან დაქცეული მელნისაგან შევკრათ კალამი,
გეყო გრძნობებთან კამათი
თქვი რომ დავშორდით ცას ან ბევრად მეტს
და რომ მე და შენ კიდევ ერთხელ დავწერთ ერთმანეთს....
ნათია
nini_and_u
Dec 1 2009, 11:07 PM
თანამედროვე
თურქი დადაისტების ნამუშევრები ძალიან საინტერესოა
ამას წინათ გადავაწყდი ფეისბუკზე




ეს კიდევ my fav
anselm kiefer
marie
Dec 4 2009, 04:02 PM
არ არის სურეალიზმი ჩემ სულთან ახლოს

მაგრამ რაღაცეები მაინც მომწონს
ეს რენე მაგრიტი

nini_and_u
Dec 6 2009, 12:11 AM
ციტატა
რაღაცეები
რაღაცები
ეს ისე შემდეგში გაითვალისწინე'
fernando magellan
Dec 6 2009, 12:35 AM
მოიცა, ცაგარელი შემოვა და გაგანათლებთ
chiqo
Dec 6 2009, 01:50 PM
აუ მერე არ დამეზარება და მოიმასვიზამ რაღაცებს
marie
Dec 6 2009, 01:51 PM
nini_and_uვიცი წინა წელს რო აბიტურიენტი ვიყავი დამღეჭინა ეგენი მასწავლებელმა,მაგრამ მაინც ვერ ვამბობ შეჩვული რო არ ვარ
nini_and_u
Dec 10 2009, 10:22 PM
რა კარგი თემაა და სამწუხაროდ არავინ არ პოსტავს
tristan tzara
The Great Lament Of My Obscurity Three
by Tristan Tzara
where we live the flowers of the clocks catch fire and the plumes encircle the brightness in the distant sulphur morning the cows lick the salt lilies
my son
my son
let us always shuffle through the colour of the world
which looks bluer than the subway and astronomy
we are too thin
we have no mouth
our legs are stiff and knock together
our faces are formeless like the stars
crystal points without strength burned basilica
mad : the zigzags crack
telephone
bite the rigging liquefy
the arc
climb
astral
memory
towards the north through its double fruit
like raw flesh
hunger fire blood
Illegal Astronaut
Dec 12 2009, 09:20 PM
ეგ ყველაფერი კაი მარა ცარა რატო ამ თემაში?..
onkologi
Dec 12 2009, 10:00 PM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Dec 12 2009, 09:20 PM)

ეგ ყველაფერი კაი მარა ცარა რატო ამ თემაში?..

მაგის გავლენა განიცადესოო.არ კითხულობ ქართულ ვიკიპედიას?
Illegal Astronaut
Dec 12 2009, 10:05 PM
onkologi
ვინ კაცო სიურრეალისტებმა განიცადეს ცარას გავლენა?
anuka_
Jan 7 2010, 09:10 PM
anuchi"სინათლის იმპერია".

მე კი ვიცოდი რო ამ სურათს საუბრის ხელოვნება ქვია
anuka_
Jan 7 2010, 09:15 PM

ძალიან მიყვარს!
მართლა განუმეორებელი იყო დალი
tamplieri
Jan 7 2010, 11:16 PM
ვისაც დალი ნომერ პირველ სიურეალისტად მიაჩნია ხელი აწიოს
bilina
Jan 8 2010, 04:52 PM
anuka_
Jan 8 2010, 07:38 PM
bilina ეგ იმიტომ რომ სიურეალიზმი არ არსებობს! სიურეალიზმი ეს სალვადორ დალია!

მართლა
bilina
Jan 9 2010, 04:03 PM
anuka_ციტატა
bilina ეგ იმიტომ რომ სიურეალიზმი არ არსებობს! სიურეალიზმი ეს სალვადორ დალია! მართლა
მთლად ეგრეც არაა ნამდვილად

მეც არ ვიცი მართლა ბევრი სიურეალისტი მხატვარი მაგრამ სიურეალიზმი მხატვრობაში მხოლოდ სალვადორ დალითი ნამდვილად არ შემოიფარგლება. არსებობენ სხვა კარგი მხატვრებიც მაგალითად ერთ–ერთი სიურეალისტი მხატვარი (და დადაისტი) მაქს ერნსტი ნამდვილად არ ჩამოუვარდება დალის. მაგრამ ნუ ეს ჩემი აზრია იმედია ვინმე დამეთანხმება

აი მისი ყველაზე ცნობილი ნახატი
bilina
Jan 9 2010, 04:05 PM
BlacK WomeN
Jan 9 2010, 06:54 PM
ისაა და ფრიდა კალოს ნახატებიც რომ დავდოთ არ იქნება ურიგოო...
საინტერესო სიურეალისტია და მის ნახატებში თითქოს მისი განვლილი ცხოვრება და ტკივილი იგრძნობა
bilina
Jan 9 2010, 09:21 PM
ციტატა
ისაა და ფრიდა კალოს ნახატებიც რომ დავდოთ არ იქნება ურიგოო...
საინტერესო სიურეალისტია და მის ნახატებში თითქოს მისი განვლილი ცხოვრება და ტკივილი იგრძნობა
ისე ფრიდა კალოზე მთლად იმპრესიონისტი იყოო ვერ იტყვი

კი ქონდა სიურეალისტური იდეები რაღაც არის მაგის ნახატებში მაგრამ შესრულების ტექნიკით უფრო პრივიტიმიზმისკენ იხრება

ასეთია ჩემი აზრი
bilina
Jan 9 2010, 09:28 PM
nini_and_uციტატა
აღაცები
ეს ისე შემდეგში გაითვალისწინე'
--------------------
ეს შაგალია?
BlacK WomeN
Jan 9 2010, 09:58 PM
bilinaციტატა
ისე ფრიდა კალოზე მთლად იმპრესიონისტი იყოო ვერ იტყვი
რაღაც ვერ გავიგე...
ციტატა
იკი ქონდა სიურეალისტური იდეები რაღაც არის მაგის ნახატებში მაგრამ შესრულების ტექნიკით უფრო პრივიტიმიზმისკენ იხრება ასეთია ჩემი აზრი
ერთის მხრივ გეთანხმები, სიურრეალიზმის ჩარჩოებში მაინც და მაინც ვერ ჯდება, მაგრამ ვთვლი საინტერესო მხატვარია, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მის ბიოგრაფიას ასე თუ ისე იცნობს.
anuka_
Jan 9 2010, 10:15 PM
ციტატა
მთლად ეგრეც არაა ნამდვილად მეც არ ვიცი მართლა ბევრი სიურეალისტი მხატვარი მაგრამ სიურეალიზმი მხატვრობაში მხოლოდ სალვადორ დალითი ნამდვილად არ შემოიფარგლება. არსებობენ სხვა კარგი მხატვრებიც მაგალითად ერთ–ერთი სიურეალისტი მხატვარი (და დადაისტი) მაქს ერნსტი ნამდვილად არ ჩამოუვარდება დალის. მაგრამ ნუ ეს ჩემი აზრია იმედია ვინმე დამეთანხმება
აი მისი ყველაზე ცნობილი ნახატი
ეგრე თვითონ თქვა და მიტომ დავწერე

არ არსებობს არავითარი სიურეალიზმი. სიურიალიზმი ეს მე ვარო!
bilina
Jan 10 2010, 01:02 AM
BlacK WomeNციტატა
რაღაც ვერ გავიგე
რა ვერ გაიგე?

ანუ ფრიდა კალოზე ასე ერთმნიშვნელოვნად სიურეალისტიაო ვერ იტყვი განსხვავებით დალისგან

ეგ ვთქვი
bilina
Jan 10 2010, 01:05 AM
ციტატა
ეგრე თვითონ თქვა და მიტომ დავწერეარ არსებობს არავითარი სიურეალიზმი. სიურიალიზმი ეს მე ვარო!
ხო ვიცი დალის ეგ ცნობილი გამოთქმა მაგრამ ძაან ცდებოდა დალიმდეც არსებობდა სიურეალიზმი

და ბევრად ადრე დადაიზმი ასე რომ დიდი სისულელე თქვა ეგ დალიმ
bilina
Jan 10 2010, 03:03 AM
მეორეს ალბათ ადამი და ევა ან რამე მსგავსი ხო ?
Catherine
Jan 10 2010, 03:16 AM
ციტატა(bilina @ Jan 10 2010, 03:02 AM)

Catherineრა ქვია ამ ნახატს?

არადა ვიცოდი ნამდვილად

აი ისიც
Les amoureux en équilibre
Catherine
Jan 10 2010, 03:24 AM
bilinaრა გითხრა

ქართულად არ ჟღერს კარგად
Les amoureux en équilibre- Lovers in balance
Chant à la Joie- Song to Joy (ეს უფრო გალობაა, ვიდრე სიმღერა

)
Catherine
Jan 10 2010, 03:27 AM
the nice lady to be transformed and 25 mysteries