დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: 100 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
Bisei
ციტატა(ta-smiley @ Dec 1 2009, 08:51 PM) *
ციტატა(Bisei @ Nov 28 2009, 06:49 PM) *
და რაღა თქმა უნდა რომულო გალეგოსის დონია ბარბარა. devil.gif




79 წლის გამოცემა მაქვს სახლში, განსაკუთრებით თავგამოდებულ ფანებს შემიძლია ვათხოვო batting.gif









tongue.gif


წელი არ მახსოვს, მაგრამ მეც მაქვს და ჩემს ორივე ბებიას აქვს წაკითხული... nerd.gif
nini_and_u
HERMAN HESSE - DER STEPPENWOLF
anushka
ამას რომ ვკითხუკლობ არასრულფასოვნების კომპლესი მიჩნდება =))

რამდენი მაქ კიდე წინ
anuchi
data

მასე ყველამ თავისი საყვარელი ნაწარმოებიდან ციტატები რომ წეროს რაღა გამოვა? tongue.gif მაგისთვის არსებობს "სამი წერტილი" ან ცალკე თემა გახსენით იავიცი.. smile.gif


anushka

ხო და შურდეთ მაგათ ყველას შენი, რომ ამდენი წიგნის კითხვა წინ გელოდება smile.gif ^^

ps. დოჩანაშვილს რო არ დაეწერა ნეტა რითი დავიმშვიდებდი სულ თავს..
liberali
დაიწყება ციტატები საყვარელი წიგნებიდან ახლა რა....
უუუფ...
data
"კაპიტან ბლადის ოდისეა" tongue.gif



biggrin.gif

კელა
დათა თუთაშხია? :ჰუჰ:
lomski
გველის პერანგი
კელა
სამოსელი პირველი
data
კენ კიზი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"
padfoot
ციტატა
კენ კიზი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"


გავიგეთ biggrin.gif biggrin.gif


პუ.სუ. ნეტა, დათა სანამ ნახავს, იქამდე წაიშალოს biggrin.gif (blush)
sibil
სანავარდო! სანავარდო არ გამოგრჩეთ, ხალხო!:D მეიწგნეებო, თუ მკითხველებო?
drakulas_bidzashvili
ნეტა სულ მაქვს 100 წიგნი წაკითხული??? :|
ბიბი
სულ მიკვირს იმ ქართველების, რომლებიც საყვარელ წიგნებში ათეულშიც კი რომ არ აჭაჭანებენ რამე ქართულს sad.gif


"გველის პერანგზე" ამბობდე, რომ ვერ გავიგე და დავიჯერო ასეთო "ოსტატი და მარგარიტას" გაიგებდა ან დოსტოევსკის? ეს ზოგადად: ისე კი 100 ვერა, მაგრამ რამდენიმეს გეტყვით, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ჩემი აზრით.

1. რობაქიძის "გველის პერანგი" ზეეეეეეე
2. დუმბაძის ყველაფერი
3. დოჩანაშვილის მინიმუმ "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
4. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები"
5. "დათა თუთაშხია" ჭაბუასი.

უსიკვდილოდ, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, თუ სკოლაში არ გისწავლიათ biggrin.gif

ის ფრაზა არ მიყვარს კიდე, არ მიყვარს ქართული ლიტერატურაო, დედის და დედინაცვლის სიყვარულის პონტია smile.gif ქართული თუ არ გიყვარს ე.ი. ან არ წაგიკითხავს ან თუ წაგიკითხავს და გააზრების უნარი არა გაქვს biggrin.gif
nini_and_u
Eliyahu Goldratt - THE GOAL
SmoK1e
ხოსე ორტეგა ი გასეტი - მასების ამბოხი ...

გავკარი ამის მერე ყველა წიგნს ...
marie
რაც ყველაზე ძალიან მიყვარს იმას დავწერ

ჭაბუა-დათა თუთაშხია
სამოსელი პირველი
რობაქიძე-გველის პერაგი,ჩაკლული სული
რიუნოსკე აკუტაგავა-ყველაფერი .განსაკუთრებით ჯოჯოხეთის სურათები,ამბავი სიკეთის საზღაურისა,დიალოგი წყვდიადში.......
მარკესი-მარტოობის 100 წელი,პატრიარქის შემოდგომა
დოსტოევსკი-იდიოტი (დანარჩენების პირველწაკითხვის ბედნიერება წინ მაქვს)
ოსკარ უაილდი
მიხეილ ჯავახიშვილი
ნიკო ლორთქიფანიძე
კენ კიზი
ნიკოლოზ გაბაონი-აივნიანი ქალაქი
ეს ბოლო განსაკუთრებით მიყვარს და მინდა ბევრმა წაიკითხოს wub.gif wub.gif
linguistuss
ციტატა(ბიბი @ Dec 2 2009, 11:48 PM) *
სულ მიკვირს იმ ქართველების, რომლებიც საყვარელ წიგნებში ათეულშიც კი რომ არ აჭაჭანებენ რამე ქართულს sad.gif


"გველის პერანგზე" ამბობდე, რომ ვერ გავიგე და დავიჯერო ასეთო "ოსტატი და მარგარიტას" გაიგებდა ან დოსტოევსკის? ეს ზოგადად: ისე კი 100 ვერა, მაგრამ რამდენიმეს გეტყვით, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ჩემი აზრით.

1. რობაქიძის "გველის პერანგი" ზეეეეეეე
2. დუმბაძის ყველაფერი
3. დოჩანაშვილის მინიმუმ "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
4. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები"
5. "დათა თუთაშხია" ჭაბუასი.

უსიკვდილოდ, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, თუ სკოლაში არ გისწავლიათ biggrin.gif

ის ფრაზა არ მიყვარს კიდე, არ მიყვარს ქართული ლიტერატურაო, დედის და დედინაცვლის სიყვარულის პონტია smile.gif ქართული თუ არ გიყვარს ე.ი. ან არ წაგიკითხავს ან თუ წაგიკითხავს და გააზრების უნარი არა გაქვს biggrin.gif


თუ მხოლოდ 100 წიგნზეა ლაპარაკი (მხატვრულ ნაწარმოებზე), ქართული ლიტერატურიდან სავარაუდოდ მხოლოდ "ვეფხისტყაოსანი" მოხვდებოდა მაგ სიაში, კონკურენციას გაუძლებდა თუ არა, ძნელი სათქმელია... დოჩანაშვილს, ამირეჯიბს, დუმბაძეს, რობაქიძეს და ა.შ. ამ 100 წიგნში ადგილი არ აქვს, არანაირი ობიექტური კრიტერიუმით, თუ ასეთი არსებობს smile.gif

პ. ს. თუ ზოგადად წიგნზეა საუბარი და არა მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაზე, ძალიან მიკვირს ევკლიდეს საწყისები რატომ არავინ ახსენა... არ დაეწერა ერთი ეგ წიგნი ევკლიდეს გნახავდით ქვის ხანაში tongue.gif
linguistuss
ციტატა(† Lord Borgeze † @ Dec 7 2009, 01:45 PM) *
linguistuss

არც ჯავახიშვილს ვახულიკ?


100 წიგნში ვერ მოხვდება ვერც ერთი ქართული წიგნი. მაქსიმუმ შეიძლება "ვეფხისტყაოსანმა" გაიფაფხუროს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეგეც ვერ მოხვდება! (თუ მხატვრულ ლიტერატურაზეა არ არის საუბარი და საზოგადოდ წიგნებზეა ბაასი)
HOUSE M.D.
linguistuss
ციტატა
100 წიგნში ვერ მოხვდება ვერც ერთი ქართული წიგნი. მაქსიმუმ შეიძლება "ვეფხისტყაოსანმა" გაიფაფხუროს,

ეს შენი აზრია და გადაჭრით ნუ იტყვი smile.gif
cotne
ციტატა(HOUSE M.D. @ Dec 7 2009, 04:29 PM) *
linguistuss
ციტატა
100 წიგნში ვერ მოხვდება ვერც ერთი ქართული წიგნი. მაქსიმუმ შეიძლება "ვეფხისტყაოსანმა" გაიფაფხუროს,

ეს შენი აზრია და გადაჭრით ნუ იტყვი smile.gif



სწორედაც გადაჭრით სათქმელია, მართალია ჩემს სიაში მოხვდა ერთი ქართული წიგნი, მაგრამ ეს ისე, ჰაიჰარად....
linguistuss
ციტატა(HOUSE M.D. @ Dec 7 2009, 03:29 PM) *
linguistuss
ციტატა
100 წიგნში ვერ მოხვდება ვერც ერთი ქართული წიგნი. მაქსიმუმ შეიძლება "ვეფხისტყაოსანმა" გაიფაფხუროს,

ეს შენი აზრია და გადაჭრით ნუ იტყვი smile.gif


მე შემიძლია ჩამოვთვალო 100 ეპოქალური მნიშვნელობის წიგნი (შეიძლება მეტიც), რომლებმაც კაცობრიობის კულტურული ზეობა განსაზღვრეს, რომ არა ის წიგნები, სხვანაირი იქნებოდა ჩვენი სამყარო... აი, დუმბაძის, დოჩანაშვილის, ჯავახიშვილის, ამირეჯიბის წიგნები კი რომ არ ყოფილიყო... არც არაფერი მოხდებოდა და არც არაფერი დააკლდებოდა მსოფლიო კულტურას, სპილოს სხეულზე მრავალი მილიარდი ბაქტერია ცხოვრობს... როცა გეუბნებიან რწყილები ამოარჩიეო, ბაქტერიებზე დროის კარგვა არა მგონია სწორი იყოს smile.gif

პ. ს. როცა გეკითხებიან რა შემატეთ ქართველებმა მსოფლიო კულტურასო, "ვეფხისტყაოსანი" უნდა უპასუხო და გაჩუმდე... სხვა დანარჩენის ჩამოთვლა უბრალო მეწვრილმანეობა იქნება "ვეფხისტყაოსნის" შემდეგ smile.gif
ummagumma
იან მაკიუენი - ცემენტის ბაღი
Ian McEwan - The Cement Garden

უილიამ გოლდინგი - ბუზთა ბატონი
William Golding - Lord of the Flies

მიშელ უელბეკი - ელემენტარული ნაწილაკები
Michel Houellebecq - The Elementary particles (ან Atomised) (მომკლავს ეს ორი სათაურები smile.gif )
HOUSE M.D.
linguistuss
ქართველი მწერლების პოპულარიზაცია მთელი რიგი მიზეზების გამო არ ხდებოდა ქვეყნის გარეთ, ამიტომაა რომ ჩვენ მწერლობას არ აქვს გავლენა მსოფლიო მწერლობაზე...მე პირადად ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჯეიმს ჯოისი ჯავახიშვილზე ძლიერი მწერალია, არის "ვეფხისტყაოსანი," მაგრამ არის ასევე ჯავახიშვილი და ამ სიას შეიძლება ვაჟაც მივამატოთ
chiqo
linguistuss

თუ მსოფლიოს ხალხთA აზროვნებაზეა საუბარი...

მე ნამდვილად ვერა და აბა შენ დამისახელე ვაჟას მსგავსი მეორე მწერალი (პოეტი) მსოფლიო ლიტერატურაში... ნუ რა თქმა უნდა არ განვმარტავ რას ვგულიხმობ smile.gif

ძალიან მაინტერესებს ნამდვილად.... წიგნიც მოაყოლე tongue.gif


----------------------------------
და უნდამუნო სად დამიკარგეს ამ უნამუსოებმა! mad.gif
freemasons
ქართველის ზოგადი ჩვევაა ასეთი რომ თავისი თავი მუდამ საუკეთესო გონია ყველაფერში.

როგორ შეიძლება ვაჟა შეადარო მილტონს ,შექსპირს,გოეთეს და კიდევ რამდენს რა ჩამოთვლის?

თუმცა ის მაღალი დონის მწერალი მაგრამ ამათთან ის უბრაოდ ვერ მოვა თავისი "გველის მჭამელით"
HOUSE M.D.
freemasons
ციტატა
როგორ შეიძლება ვაჟა შეადარო მილტონს ,შექსპირს,გოეთეს და კიდევ რამდენს რა ჩამოთვლის?

აბა სად დაინახე შედარება?
ციტატა
თუმცა ის მაღალი დონის მწერალი მაგრამ ამათთან ის უბრაოდ ვერ მოვა თავისი "გველის მჭამელით"

სხვა რაღაცეებიც წაიკიტხე ვაჟასი smile.gif

და შენ რა იცი მე რა მგონია მაგარი? smile.gif
HOUSE M.D.
და კიდევ, დარწმუნებული ვარ, "სიბრძნე-სიცრუისა" იგივე რუსეთში რომ დაწერილიყო, მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდა, ისევე როგორც "სამოსელი პირველი"
freemasons
ციტატა
აბა სად დაინახე შედარება?


ციტატა
და შენ რა იცი მე რა მგონია მაგარი

რახან ამბობ რომ ის უნდა მოხვდეს ას საუკეთესოში ეს შედარებაა სხვა მწერლებთან.


ციტატა
სხვა რაღაცეებიც წაიკიტხე ვაჟასი

ციტატა
თუმცა ის მაღალი დონის მწერალი მაგრამ ამათთან ის უბრაოდ ვერ მოვა თავისი "გველის მჭამელით"

ჩემი აზრით ეს მისი საუკეთესო ნაწარმოებია,და იმიტომ მოვიყვანე მაგალითად.
linguistuss
ციტატა(chiqo @ Dec 7 2009, 08:58 PM) *
linguistuss

თუ მსოფლიოს ხალხთA აზროვნებაზეა საუბარი...

მე ნამდვილად ვერა და აბა შენ დამისახელე ვაჟას მსგავსი მეორე მწერალი (პოეტი) მსოფლიო ლიტერატურაში... ნუ რა თქმა უნდა არ განვმარტავ რას ვგულიხმობ smile.gif

ძალიან მაინტერესებს ნამდვილად.... წიგნიც მოაყოლე tongue.gif


----------------------------------
და უნდამუნო სად დამიკარგეს ამ უნამუსოებმა! mad.gif


ჰომეროსი, ვირგილიუსი, დანტე, შექსპირი, პეტრარკა... ვინ არის ვაჟა მათთან შედარებით? smile.gif

საუბარია 100 წიგნზე და არა 100 მხატვრულ ნაწარმოებზე, ასე რომ ქართველები მანდ ვერ მოხვდებიან, ეს არის საბოლოო ვერდიქტი... "ვეფხისტყაოსანს" ჩაწყობით თუ ჩავსვამდი, როგორც ქართველი შოთას წიგნს... smile.gif
HOUSE M.D.
freemasons
ციტატა
რახან ამბობ რომ ის უნდა მოხვდეს ას საუკეთესოში ეს შედარებაა სხვა მწერლებთან

მასე ყველაფერი შედარებითია, შეიძლება შექსპირს არ შეადარო, მაგრამ სხვას შეადარო, თუ ასე მივუდგებით, ჰომეროსთან შედარებით ჩემთვის დანტეც არავინ არაა
linguistuss
ციტატა
ასე რომ ქართველები მანდ ვერ მოხვდებიან, ეს არის საბოლოო ვერდიქტი

და ვინ დასვა ეს ვერდიქტი? biggrin.gif biggrin.gif
ციტატა
"ვეფხისტყაოსანს" ჩაწყობით თუ ჩავსვამდი, როგორც ქართველს...

სასაცილოა biggrin.gif
freemasons
ციტატა
მასე ყველაფერი შედარებითია, შეიძლება შექსპირს არ შეადარო,

რომელს?მილტონს,გოეტეს,დანტეს,ჰომერო
chiqo
linguistuss

შენ თვითონ სთქვი, რომ 100ულში არიან მწერლები, რომლებმაც მოახდინეს რევოლუცია მსოფლიოს ხალხთა აზროვნებაზე და ა.შ. და ა.შ. ბლა ბლა ბლა....

გეთანხმები, ეს მთავარი კრიტერიუმია და ასეც უნდა იყოს.... სწორედ ამ კრიტერიომით მოვათავსებდი მე ვაჟას აი ზუსტად მანდ, ამ "სანატრელ" სიაში! მართალია ვაჟას არ აქვს არც ნობელი, არც არის ცნობილი ასე კარგად ფართო საზოგადოებისთვის, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ ის რაც იყო დავივიწყოთ? ჩვეეეეენც?! დამანახეთ, აბა სად ვაყენებ ვაჟას ჰომეროსის და გოეთეს გვერდით? არც "ილიადაა" "გველის მჭამელი" და არც "ფაუსტი" "სტუმარ-მასპინძელი". სწორედ ამას ვუსვამ ხაზს....

უფრო გასაგებად ვიკითხავ მაშინ smile.gif დამისახელეთ სხვა მწერალი, რომელის ლექსებიდან გადმოდის და თქიშინით მოდის ბუნება, ისე მოდის რომ გრძნობ, შეიძლება გაგიტანოს.

რომლის ყველა ლექსში ჩაიმასქნებულია ღირსება, ვაჟკაცობა, პატრიოტიზმი და ათასი ჯანდაბა და ოხრობა, როგორც ამას თქვენ წოდებდბდით ალბათ.... იმ დოზით, რომ ბევრი კითხვისგან შეიძლება პერიდოზიროვკა მოგივიდეს...

მეორე არგუმენტი შეიძლება გამიბათილოთ და პეტეფი დამიბრეხვოთ... კარგი... პირველს რას უზამმთ? tongue.gif


მოკლედ რამდენს მალაპარაკებთ რა... ასე მგონია მე8 კლასის მერე, ძალით რო გვაზეპირებინებდნე, აღარ გადაგიშლიათ და აღარ გადაგიხედავთ, ისე როგორც საჭიროა... smile.gif
data
ყველა იმას კითხულობს რაც უნდა smile.gif

ვიღაცისთვის დუმბაძეა დიდი მწერალი და სხვა ვინმესთვის კი კუნდერა biggrin.gif


მოდი და შეადარე ახლა ეგ ორი tongue.gif

Temuri
1. სრულიად შესაძლებელია კარგად ითამაშო "რა? სად? როდის?" ისე რომ არ გქონდეს წაკითხული არცერთი რომანი.

2. სია "წიგნები რომელნიც უნდა წაიკითხო გარდაცვალებამდე" ჰგავს სიას "ადგილები, რომლებიც უნდა ინახულო გარდაცვალებამდე" ან "არქიტექტორები, რომელთაც უნდა იცნობდე". ამ სათაურებს პირდაპირ თუ გავიგებთ მივალთ დასკვნამდე, რომ რაღაცგვარი მოვალეობა არსებობს, რომ წაიკითხო ან ინახულო რამ. ასეთი ეთიკური ან სამართლებრივი მოვალეობა არ არსებობს, რასაკვირველია თუ ამას შენი პროფესია არ გიბრძანებს.
ამგვარი სიების სარგებლობა იმაშია, რომ ისინი გეხმარებიან ამოარჩიო ღირებული და მნიშვნელოვანი არსებული ზღვა მასალიდან. დანარჩენი თვითონ მკითხველზეა დამოკიდებული. მან უნდა გადაწყვიტოს თუ რას წაიკითხავს. არა მგონია რომელიმე ავტორი ბედნიერი იყოს იმით, რომ ვიღაც კითხულობს მის ნაწარმოებს იმიტომ რომ "წაკითხული უნდა ჰქონდეს". თუ გხიბლავს ფოლკნერი იკითხე სანამ არ მოგეწყინება. ვის რა დაუშავდება? არც იმაშია რამე სამარცხვინო, რომ საყოველთაოდ აღიარებული ნაწარმოები არ მოგწონდეს. არავის წინაშე არავინ აქ პასუხს არ აგებს. საკუთარი გამოცდილებიბიდან მოგახსენებთ: მაილს დევისის "Kind of Blue" ჯაზის არცერთ ანთოლოგიას არ აკლია. როკ-მუსიკაში მე მგონი არ არსებობს ალბომი რომელსაც იგივე სტატუსი ჰქონდეს როკის ისტორიაში. მე მაქვს ეს ალბომი და მოვისმინე რამდენჯერმე, მაგრამ მეორეხარისხოვანი დონალდ ბერდის მეორეხარისხოვანი "Bird in Flight" უფრო მიყვარს. ეს ამბავი მე მგონი არავის არ აწუხებს და არც უნდა აწუხებდეს.
გარდა ამისა ყველ მკითხველს თავისი გზა აქვს. რა აზრი აქვს რომ მიეძალო რამეს? თუ საკუთარი თავის გჯერა და იმაზე არ ფიქრობ, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე, მაშინ იდოს "ულისე" თაროზე წაუკითხავი. ეგებ მოვიდეს მაგის დრო და გასცდე 30-ე გვერდს (არავის ეწყინოს, საკუთარ თავს ვგულისხმობ). თუ მარაქაში გინდა გაერიო, მაშინ იმ კონკრეტული მარაქის სიას უნდა იცნობდე და მისდიო. არც ესაა ამორალური მაგრამ შეიძლება წიგნის კითხვა მუშაობად გადაგექცეს. თუ ამართლებს მიზანი საშუალებას და გიღირს ეს შრომა, კი ბატონო.

3. სხვა საკითხია განათლება. რა უნდა გქონდეს წაკითხული რომ განათლებულად ითვლებოდე? ამ კითხვას ერთი კითხვა უსწრებს წინ. რა საჭიროა განათლება? რა არის მიზანი? საბოლოო მიზანი ვფიქრობ ისაა, რომ სამყაროს შესახებ მთლიანი წარმოდგენა, სურათი შეიქმნა (საინტერესოა რომ შემთხვევით ამას ეთანხმებიან BILDung და ობრაზოვანიე), რომ ორიენტირება შეგეძლოს იდეათა სამყაროში. თუ ეს ასე გვესმის მაშინ მარტო რომანებით შორს ვერ წავალთ. არისტოტელე, ვებერი, მარქსი, მილი, სმითი და ა.შ. გვჭირდება.
იგივე მიზნით რომანების კითხვა თუ ღირს კვლავაც საეჭვოა. საკუთარ თავს და მწერალს თუ ცემ პატივს, მე მგონი არ ღირს.

4. ამისგან გარკვეულწილად განსხვავდება მნიშვნელოვანი ანუ მსოფლიო ისტორიაზე დიდი ზეგავლენის მქონე წიგნების სია. აქაა ყურანი, ბიბლია, კაპიტალი, ევკლიდე, კოპერნიკი, ადამ სმითი და სხვანი. რასაკვირველია არცერთი ქართული წიგნი და ალბათ მხოლოდ რამოდენიმე მხატვრული ნაწარმოები.

5. რასაკვირველია შეიგძლია მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ქმნილებების სიაც შეადგინო. ეკუთვნის თუ არა ვაჟა ამ სიას იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რა კრიტერიუმით შეარჩევ წიგნებს. თუ გადამწყვეტი კრიტერიუმი ლიტერატურის განვითარებაზე ზეგავლენაა, მაშინ ვეფხისტყაოსანიც ვერ მოხვდება 100 წიგნიან სიაში.

შესაძლებელია რომ ლიტერატურათმცოდნეებს რაიმე კრიტერიუმი ჰქონდეთ ამ თვალსაზრისით, რომელიც მიუხედავად ენისა კულტურისა და ცნობილობის ხარისხისა ნაწარმოებების შედარების საშუალება იძლევა.
ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ დასავლური კრიტიკა იმ ნაწარმოებებზეა კონცენტრირებული, რომელნიც დასავლურ ენებზე ქვეყნდებიან. ასე რომ ვაჟას შანსი რომელიმე დასავლური სიის წევრობისა დიდი არ არის.

ობიექტურ ღირებულებაზე დავა აქ რთულია და ჩვეულებრივი მკითხველისთვის უსარგებლო. რა მნიშვნელობა აქვს ვაჟა ან ჯავახიშვლილის წევრობას რომელიმე სიაში? იმიტომ რომ მსოფლიომ გაიგოს? მსოფლიოს არ აინტერესებს გრასი და აპდაიკი და აინტერესებს აუდი და აიპოდი. ან რა იქნება რომ მსოფლიომ გაიგოს? თუ იცი რომ დიდებულია ვაჟა (ვიცნობ ერთ გერმანელ გერმანისტს, რომელიც ამაზე თავს დებს), ისიამოვნე.

6. მნიშვნელოვანი წიგნების სია (როგორაც არ უნდა განვსაზღვროთ ეს) კულტურულ კონტექსტს უნდა ითვალისწინებდეს. "ბუდენბროკები" ან "ბერლინ, ალექსანდერპლაცი" გერმანელისათვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვებისათვის. იგივეა ჩვენს შემთხვევაში.
marie
chiqo
HOUSE M.D.
გეთანხმებით ყველანაირად
ვაჟასთან დაკავშირებით განსაკუთრებით rolleyes.gif
nini_and_u
1984 by George Orwell
freemasons
ნიცშეს"ზარატუსტრა" "ზეკაცი"
coldplaylover
ბიბლია... ვეფხისტყაოსანი....სულხან საბა... თუ გინდა რომ იცოცხლო smile.gif
coldplaylover
ციტატა(linguistuss @ Dec 7 2009, 09:48 AM) *
ციტატა(chiqo @ Dec 7 2009, 08:58 PM) *
linguistuss

თუ მსოფლიოს ხალხთA აზროვნებაზეა საუბარი...

მე ნამდვილად ვერა და აბა შენ დამისახელე ვაჟას მსგავსი მეორე მწერალი (პოეტი) მსოფლიო ლიტერატურაში... ნუ რა თქმა უნდა არ განვმარტავ რას ვგულიხმობ smile.gif

ძალიან მაინტერესებს ნამდვილად.... წიგნიც მოაყოლე tongue.gif


----------------------------------
და უნდამუნო სად დამიკარგეს ამ უნამუსოებმა! mad.gif


ჰომეროსი, ვირგილიუსი, დანტე, შექსპირი, პეტრარკა... ვინ არის ვაჟა მათთან შედარებით? smile.gif

საუბარია 100 წიგნზე და არა 100 მხატვრულ ნაწარმოებზე, ასე რომ ქართველები მანდ ვერ მოხვდებიან, ეს არის საბოლოო ვერდიქტი... "ვეფხისტყაოსანს" ჩაწყობით თუ ჩავსვამდი, როგორც ქართველი შოთას წიგნს... smile.gif


ჰომეროსის ილიადა ვაჯას რომელ ნაწარმოებს ჯობია? მაპატიე მარა პეტრარკას ნამდვილად არ შევადარებდი ვაჯას რა სისულელეა ... "დიდოსტატი" რომელი ნაწარმოები შეედრება?
=SYD=
ციტატა
ჰომეროსის ილიადა ვაჯას რომელ ნაწარმოებს ჯობია?

რომელს არ სჯობია?
freemasons
coldplaylover

ციტატა
"დიდოსტატი" რომელი ნაწარმოები შეედრება?


აშკარად აბიტურუენტი ხარ!!! smile.gif

"დორიან გრეის პორტრეტი" ჯობია
fernando magellan
საერთოდ ასეთი სიების შედგენა უაზრობაა. რატომ უნდა იყოს სავალდებულო რომელიმე წიგნის წაკითხვა? ნება იმიტომ გვაქვს, რომ სურვილისამებრ მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო ლიტერატურა და თავს არავის მოვახვიოთ ჩვენი არჩევანი.
Illegal Astronaut
ციტატა
"დიდოსტატი" რომელი ნაწარმოები შეედრება?

biggrin.gif
data
ციტატა
"დიდოსტატი" რომელი ნაწარმოები შეედრება?

rofl.gif

მე მაპატიეთ, თავი ვერ შევიკავე smile.gif

=SYD=
ციტატა(freemasons @ Dec 8 2009, 10:33 PM) *
coldplaylover

ციტატა
"დიდოსტატი" რომელი ნაწარმოები შეედრება?


აშკარად აბიტურუენტი ხარ!!! smile.gif

biggrin.gif

Catherine
fernando magella...
ციტატა
საერთოდ ასეთი სიების შედგენა უაზრობაა. რატომ უნდა იყოს სავალდებულო რომელიმე წიგნის წაკითხვა? ნება იმიტომ გვაქვს, რომ სურვილისამებრ მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო ლიტერატურა და თავს არავის მოვახვიოთ ჩვენი არჩევანი.

აბა სკოლაში რატომ გვახვევენ თავს ბატონო დავით? biggrin.gif მესმის, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელიც მიმტკიცებდა ბარათაშვილს ნინო ჭავჭავაძე უყვარდაო, კომპეტენტურია ამ საკითხში, მაგრამ მაინც biggrin.gif
okiam ermutsem
ციტატა
ციტატა
"დიდოსტატი" რომელი ნაწარმოები შეედრება?


აშკარად აბიტურუენტი ხარ!!!

"დორიან გრეის პორტრეტი" ჯობია


აშკარად მეც აბიტურიენტი ვარ მარა მსგავსი საშინელება ზრადაც არასოდეს გამივლია sad.gif
cotne
ციტატა(† Lord Borgeze † @ Dec 8 2009, 10:43 PM) *
ციტატა
"დიდოსტატი" რომელი ნაწარმოები შეედრება?

biggrin.gif



აუფ................ ph34r.gif
fernando magellan
Catherine
მერე ნუ ისწავლით, ბატონო biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.