დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: 100 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
data
61 უოლტერ სკოტი - ”აივენ ჰო”

laugh.gif laugh.gif
WDC
data
ციტატა
61 უოლტერ სკოტი - ”აივენ ჰო”

რა გაგიკვირდა, კაცო? მაგას სიქველიც აქვს "აივენ არა" biggrin.gif და ბავშვებისთვის ადაპტირებული ვარიანტი "აივენ დიახ" biggrin.gif
Mathias_Sammer
WDC
ციტატა
რა გაგიკვირდა, კაცო? მაგას სიქველიც აქვს "აივენ არა" და ბავშვებისთვის ადაპტირებული ვარიანტი "აივენ დიახ"

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნიჭეიერში ყოფილა და ვერ გადავიდა შემდეგ ეტაპზე კიები არ ეყო sad.gif
data
WDC

biggrin.gif biggrin.gif

WDC
Mathias_Sammer
ციტატა
ნიჭეიერში ყოფილა და ვერ გადავიდა შემდეგ ეტაპზე კიები არ ეყო

ორნაწილიანი პორნოვერსიით გამოვა შემდეგ ნიჭიერზე - "აივენ რას შვრები" და "აივენ გიჟო" :დ
lomski
ნიჭიერში ემილი და იგორი იყვნენ და ჟიურიმ კიო smile.gif
Tengobarca
WDC
ციტატა
"აივენ რას შვრები" და "აივენ გიჟო"

laugh.gif laugh.gif
nisaba
ახლა უნდა ვცადო და რამდენიმე წიგნი გამოვარჩიო წაკითხულთაგან:

ბულგაკოვის ყველა, მაგრამ მაინც ,,ოსტატი და მარგარიტა"
ტოლკიენის ,,ჰობიტი" და ,,ბეჭდების მბრძანებელი"
ბავშვობა რომ გავიხსენო, დიუმა და ჟიულ ვერნი
აიზეკ აზიმოვის ,,მე რობოტი"
როულინგის ,,ჰარი პოტერი"
გოლდინგის ,,ბუზთა ბატონი"
სელინჯერის ყველა, მაგრამ მაინც უფრო ჩემი ნათარგმნი და ჩემი ტკივილი, ,,ფრენი და ზუი"
ცვაიგის ნოველები, განსაკუთრებით როცა შეყვარებული ხარ და მიამატეთ რემარკის ,,ტრიუმფალური თაღი"
ემილი ბრონტეს ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი" , ადრე მისი დის ,,ჯეინ ეარი" მეგონა ძალიან მაგარი,
ამან აშკარად აჯობა
კენ კიზის ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"
უილბეკის ,,ელემენტარული ნაწილაკები"
სერვანტესის ,,დონ კიხოტი"
სტეინბეკის ,,მრისხანების მტევნები" და ,,მარგალიტი"...
მერე გამახსენდება კიდევ რაღაცეები და დავამატებsmile.gif

monogamist
ციტატა
გოლდინგის ,,ბუზთა ბატონი"

ერთი ეს უნდა წავიკითხო, ათი წელია მაქ biggrin.gif
nisaba
monogamist
ძალიან კარგია, თანაც არც ისე დიდია, აქამდე რატომ გიდევს ტყუილად? smile.gif

monogamist
nisaba
რავიცი იმდენი რამეა წასაკითხი როო ...
ეხლა წავიკითხავ
smile.gif
Ketato
1. კოსტანტინე გამსახურდიას - დავით აღმაშენებელიი
2."-" - მთვარის მოტაცება.
3. "-" - დიდოსტატის მარჯვენა.
4. შექსპირის სონეტები
5. გაბრიელ გარსია მარკესი- მარტოობის ასი წელი
6. "-" - ბოლო სიტყვა
7. "-" -გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
8. "-" -ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს
9. თეოდორ დრაიზერი -ჯენი გერჰარტი
10. სელენჯერი- თამაში ჭვავის ყანაში
ამ წამს ესენი გამახსენდაა .......... huh.gif huh.gif
monogamist
ანატოლ ფრანსის "ანგელოზთა აჯანყება" ჩემი საყვარელი წიგნია biggrin.gif
lomski
ციტატა
ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს

blink.gif blink.gif blink.gif

აი მაგაზე ცუდი რაღაცა იშვიათად წამიკითხავს...ჯერ მარკესი რა ვთქვი და მერე ეგ გერონტო-ონანიზმი sad.gif
rsr
ციტატა(Ketato @ Jun 16 2011, 09:42 PM) *
9. თეოდორ დრაიზერი -ჯენი გერჰარტი

აი,ეგ რატო უნდა წაიკითხო,როცა კვდები და 100 წიგნი უნდა მოასწრო, ვერ ვხვდები unsure.gif
monogamist
როგორ ფიქრობთ არსებობს წიგნი რომელიც დაბამდებამდე გვაქ წაკითხული? biggrin.gif
მისს ანი
ტრიუმფალური თაღიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
nisaba
ციტატა(monogamist @ Jun 17 2011, 02:14 PM) *
როგორ ფიქრობთ არსებობს წიგნი რომელიც დაბამდებამდე გვაქ წაკითხული? biggrin.gif

არსებობს, ,,ბიბლია"
qameleoni
ციტატა(Ketato @ Jun 16 2011, 09:42 PM) *
1. კოსტანტინე გამსახურდიას - დავით აღმაშენებელიი

ჩემი აზრით ეს გამსახურდიას საუკეთესო რომანია rolleyes.gif

აი ამ მარკესს კდიე ვერ ვუმუღამებ biggrin.gif მართალია, სულ 2 წიგნი მაქვს მაგის წაკითხული biggrin.gif თუმცა შენ ორივე შეიყვანე ამ სიაში და თან სხვებიც აღფრთოვანებულები არიან ხოლმე მაგ მწერლით. კი ბატონო, კარგად წერს და სასიამოვნო წასაკითხია მაგის რომანები, გარკვეული "სიბრძნეცაა" შიგ გარეული, მაგრამ გამოსარცევი და მსოფლიოს საუკეთესო წიგნთა ათეულში შესაყვანი მგონი ნაღდად არაა smile.gif
Roni10
1.დოჩანაშვილი – სამოსელი პირველი
2.ქარჩხაძე – იგი
3.ჯავახიშვილი – ჯაყოს ხიზნები
4.ბულგაკოვი – ოსტატი და მარგალიტა
5.ტვენი – ჰეკლბერი ფინი
6.თეოდორ დოსტოევსკი "იდიოტი"
7. რუსთველი – ვეფხისტყაოსანი
8.კენ კიზი - ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინ
9. დიუმა – გრაფი მონტე ქრისტო
10. ტოლსტოი – ომი და მშვიდობა
11. სელინჯერი – თამაში ჭვავის ყანაში
12. რემარკი – სამი მეგობარი
13. გოეთე – ფაუსტი
14. აკუტაგავა – ცხვირი
15. თომას მანი - ჯადოსნური მთა
16. ჰერმან ჰესე – ტრამალის მგელი
17. ჯეკ ლონდონი – მარტინ იდენი
18. ჟიულ ვერნი – ბევრიიიი
19. ჯონ რონალდ რუელ – ბეჭდების მბრძანებელი
20. მოპასანი – ვენდეტა

ეს ის რაც სპონტანურად გამახსენდა და თანმიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს smile.gif)
N.L.O
მგონი არ ვარგა ასე
101 ან 121 რო იყოს რაა
არ ვარგა არა
ჩემ დიშვილს ჩემი და აწამებს
ის ითვლის ამ გვერდს რო მოვრჩები ვსოო?
აა კაი 2 გვერდი კიდე და მოვრჩი
მასე აზრი არ აქ
არც ასე 100
ან 50
საერთოდ არ აქვს აზრი კითხვას თუ არ კაიფობ
მგონი არც არაფერი დასავდება
და კიდე მგონია ეგ არი ვრაჟდიონნი როგორაა
თAნდაყოლილი
ან დაგყვება ან არა
მერე მგონი ვერ მიეჩვევი
jumberski
ყველა ადამიანს თავისი ასეული აქვს წიგნების და ამაზე მსჯელობა სისულელეა.
jumberski
ჩემი კომენტარი არ შეიმჩნიოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
qameleoni
ჰმ, რომელი საუკუნეა, რაღა დროს წიგნების კითხვაა?! biggrin.gif

ძაან კონსერვატორი და ჩამორჩენილი ხალხი ვართ ეს ქართველები. იმედია 22-23-ე საუკუნეში ტელევიზორზე გადავალთ და 25-ე საუკუნეში კომპიუტერი და ინტერნეტიც შეიძლება გავაცნობიეროთ რა არის. ცოტა ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვეობას... წიგნი, პიანინო, ნახატები, ნაცარქექია, ფიფქია და 7 ჯუჯა და მსგავსი დრომოჭმული ცნებები მე-20-ე და მე-19 საუკუნეს უნდა დავუტოვოთ. დღეს კი არსებობენ კომპიუტერები, ნაოჩნიკებიანი ტელეფონები, ციფრული ფოტოკამერები, სპაიდერმენი, ნარუტო, ხარი პოტერი...
Illegal Astronaut
აი ნარუტოსგან და ჰარი პოტერისგან რა გინდათ ვერ ვხვდები

სასტიკად მაღიზიანებს ხალხი, რომლებიც ჰარი პოტერს აგდებულად მოიხსენიებენ და ერთი წიგნიც კი არ აქვთ პოტერზე წაკითხული.. smile.gif

ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე აპრიორი მგონია, რომ ჩემს ზემოთ მყოფ პოსტაც მსგავსი მდგომარეობა აქვს, მაგრამ სკარეე ვსევო ეგეთი სიტუაციაა უმეტეს შემთხვევაში.. smile.gif

არ არის პოტერი ის წიგნი, რომელიც აგდბულად უნდა მოიხსენიო, ძალიან ბევრი და საინტერესო რამეა მაგ 7 წიგნში.. smile.gif

აბსოლუტურად იგივე მინდა ვთქვა ნარუტოზეც. 90% ისე ლანძღავს, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს რა არის ცუკუიომი.. smile.gif ამატერაცუსა და სუსანოზე რომ აღარაფერი ვთქვათ.. smile.gif (ყველაზე პაპსა ვარიანტები რაც შეიძლებოდა მეთქვა ნარუტოზე, თორე ისე ბევრად უფრო ღრმაა)
bella_trix
qameleoni

ქინდლი - ეს ურჩიეხოლმე ხალხს. დაგუგლე მხოლოდ ჯერ smile.gif

შენ ნამდვილად თავისი ასეული აქვს წიგნების
კატეგორიაში ხარ. მაგრამ ცდები, სამყარო და კაცობირობა ერთ ქართველ ახალგაზრდაზე ჭკვიანია მერწმუნე, საჭიროა გქონდეს რაღაც წიგნები წაკითხული, თუნდაც 100, ადამიანმა შენამდე იფიქრა (ფიქრზე ყველას აქვს იმედია პრეტენზია). წიგნად დაწერა თავისი ნაფიქრი და გაანალიზებული თემატიკები. ის რაზეც შენ ახლა ფიქრობ, ეპოქების მიხედვით, ყველა დროის და გარემოს მიხედვით აღწერილი და დამუშავებული აქვთ ადამიანებს. ჩადებული სიმბოლოები და სხვადასხვა ლამაზ ისტორიებში ჩაშიფრული. შემდეგ აირჩია ისტორიამ საუკეთესოები, იდეალურობასთან მიახლოებული წიგნები, რაც უნდა გქონდეს წაკითხული. ნამდვილად..smile.gif

Illegal Astronau...

მეც არ ვიცი ამატერაცუ და სუსამე sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=KKGJJY35Kto&feature=share

ამის მერე მე პირადად სხვანაირად დავინახე პოტერი, ყველა მაგლს და ურწმუნო თომას ვურჩევდი ენახა.. შემრცხვა სხვათაშორის რომ ვამბობდი ამოვწურე და დიდი არაფერითქო.

"ღვთაებრივი კომედია" მინდა
"დონ ხუანის სწავლება"

და "გოგონა დრაკონის ტატუთი" smile.gif))))))) უეჭველი მოვა კიდევ კითხვები მანდედან.
bella_trix
ხო შეიძლება შეადგინოთ:

"ასი წიგნი რომელიც წაკითხული უნდა გქონდეთ, თუ გინდათ რ.ს.რ ითამაშოთ" smile.gif))))
jumberski
სუსანოო არის შინტოისტური ჭექა–ქუხილისა და ქარის ღვთაება,ამატერასუ ნო მიკოტო არის მზის ღვთაება და ღოგორც იაპონელები თვლიდნენ იმპერატორების წინაპარი და ცუკუიუმი არის მთვარის ღვთაება.
jumberski
ლიტერატურაში არის სულ 3 წიგნი,რომელზეც აგებულია მთელი მსოფლიოს მხატვრული ლიტერატურა ესენია: "ტრისტანი და იზოლდა," "დონ კიხოტი" და მესამე არ მახსოვს. და ამ 3 წიგნს რო წაიკითხავ ყველა წიგნზე შეგექმნება მიახლოვებითი წარმოდგენა. ეს 3 წიგნია,რომლის წაკითხვაც აუცილებელია.
Illegal Astronaut
jumberski

კი ეგ არის.. smile.gif შენ არ გეხებოდა დიდ შოტში ჩემი პოსტი..

ეხლა წარმოიდგინე ის ბავშვი, რომელიც ნარუტოს უყურებს და ამას ადრეული ასაკიდან იგებს, ექმნება წარმოდგენა იაპონურ კულტურაზე, ტრადიციებზე, მითოლოგიაზე.. იღებს რაღაც დონის განათლებას, რომელიც შემდეგ გამოადგება...

ზუსტად იგივე პოტერზე.. smile.gif
bella_trix
ბავშვმა უნდა უყუროს Doctor Who_ს smile.gif))))
lomski
მდინარეზე ცხენდაცხენ გადავედით...მომენატრა ჩათლახი არტემიო :შ
lomski
Illegal Astronau...
’სუსანოო ნო-მიკოტო მოხუცებულობის ჟამს’ წაკითხული გაქვს? (აკუტაგავა)
Illegal Astronaut
lomski

კი.. smile.gif smile.gif ძალიან მაგარი რამეა. smile.gif
lomski
Illegal Astronau...
ციტატა
ძალიან მაგარი რამეა

ნამდვილად smile.gif
Illegal Astronaut
lomski

აუ რა კაი გამახსენე ლომსკი.. smile.gif შეგიძლია ელ ვერსია დამიდო მაგის? ვერ ვპოულობ ახლა.. sad.gif

არადა მაგრად მინდა კიდევ ერთხელ წაკითხვა..
lomski
Illegal Astronau...
ციტატა
ელ ვერსია დამიდო მაგის?

რუსულად გიპოვი თუ გინდა ნეტში...მე წიგნი მაქვს ქართულად ნათარგმნი (სოფელში) და ძალიან მომწონს...სსრკ-ს დროინდელი თარგმანია, კაია ძაან და მომინდა ახლა შენ რო დაიწყე იაპოშკებზე ლაპარაკი :შ
lomski
Illegal Astronau...
აჰა ძმაო, ისიამოვნე wink.gif

http://lib.ru/INOFANT/RUNOSKE/4a-17.txt
Illegal Astronaut
lomski

მეც ქართული მაქვს წაკითხული.. ხო რუსული დამიგდე რა..

უკვე დაგიდია.. შენ გაიხარე. მადლობა.. smile.gif

აი ახლა ისე მომინდა წაკითხვა, იმენნა ლომკა დამეწყო
freddie krueger
დამაინც... ამაზე იდიოტური თემა ამ ფორუმზე არ არსებობს ამჟამად! big_Grin.gif
lomski
freddie krueger
http://lib.ru/INOFANT/RUNOSKE/4a-39.txt big_Grin.gif big_Grin.gif big_Grin.gif
freddie krueger
ციტატა(lomski @ Nov 11 2011, 02:18 PM) *

ნამიოკ პონიალ! big_Grin.gif

ეგ ერთერთი იმ ნაწარმოებთაგანია, რომელიც ყველას გვიყვარდა ოჯახში, მე რომ მოზარდი ვიყავი, მაშინ.
ბევრჯერ მაქვს წაკითხული და რადგან გამახსენე, კიდევ წავიკითხავ.
lomski
freddie krueger
ციტატა
ბევრჯერ მაქვს წაკითხული და რადგან გამახსენე, კიდევ წავიკითხავ.

სეიმ ჰია...მაგარია ძაან rock.gif
qameleoni
ციტატა(bella_trix @ Nov 11 2011, 10:08 AM) *
qameleoni

ქინდლი - ეს ურჩიეხოლმე ხალხს. დაგუგლე მხოლოდ ჯერ smile.gif

შენ ნამდვილად თავისი ასეული აქვს წიგნების
კატეგორიაში ხარ. მაგრამ ცდები, სამყარო და კაცობირობა ერთ ქართველ ახალგაზრდაზე ჭკვიანია მერწმუნე, საჭიროა გქონდეს რაღაც წიგნები წაკითხული, თუნდაც 100, ადამიანმა შენამდე იფიქრა (ფიქრზე ყველას აქვს იმედია პრეტენზია). წიგნად დაწერა თავისი ნაფიქრი და გაანალიზებული თემატიკები. ის რაზეც შენ ახლა ფიქრობ, ეპოქების მიხედვით, ყველა დროის და გარემოს მიხედვით აღწერილი და დამუშავებული აქვთ ადამიანებს. ჩადებული სიმბოლოები და სხვადასხვა ლამაზ ისტორიებში ჩაშიფრული. შემდეგ აირჩია ისტორიამ საუკეთესოები, იდეალურობასთან მიახლოებული წიგნები, რაც უნდა გქონდეს წაკითხული. ნამდვილად..smile.gif

რაო? biggrin.gif მიწამ მიყოს პირი, ერთი ნამცეცი მაინც თუ გამეგოს, რისი თქმა გინდოდა ჩემთვის. პროსტა იმას მივხვდი რომ რაღაც პრეტენზიის მაგვარი გაქვს biggrin.gif იქნება რამემაირად უფრო უბრალოდ და დალაგებულად გადმომცე რისი თქმაც გინდოდა?
qameleoni
ციტატა(Illegal Astronaut @ Nov 11 2011, 02:55 AM) *
აი ნარუტოსგან და ჰარი პოტერისგან რა გინდათ ვერ ვხვდები

სასტიკად მაღიზიანებს ხალხი, რომლებიც ჰარი პოტერს აგდებულად მოიხსენიებენ და ერთი წიგნიც კი არ აქვთ პოტერზე წაკითხული.. smile.gif

ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე აპრიორი მგონია, რომ ჩემს ზემოთ მყოფ პოსტაც მსგავსი მდგომარეობა აქვს, მაგრამ სკარეე ვსევო ეგეთი სიტუაციაა უმეტეს შემთხვევაში.. smile.gif

არ არის პოტერი ის წიგნი, რომელიც აგდბულად უნდა მოიხსენიო, ძალიან ბევრი და საინტერესო რამეა მაგ 7 წიგნში.. smile.gif

აბსოლუტურად იგივე მინდა ვთქვა ნარუტოზეც. 90% ისე ლანძღავს, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს რა არის ცუკუიომი.. smile.gif ამატერაცუსა და სუსანოზე რომ აღარაფერი ვთქვათ.. smile.gif (ყველაზე პაპსა ვარიანტები რაც შეიძლებოდა მეთქვა ნარუტოზე, თორე ისე ბევრად უფრო ღრმაა)

ჯერ ერთი, იმ პოსტში ნარუტო და ხარი პოტერიც დადებით კონკტექსტში მოვიხსენიე, ოღონდ წიგნები არა სარასკვირველია, არამედ ფილმები, თუმცა სიმართლე რომ გიტხრა მაგ ორის მიმართ რეალურად სხვადასხვა მაგვარი დამოკიდებულება მაქვს.
ნარუტო კარგი მულთფილმია. საინტერესო სიუჟეტით და დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. ახლა იაპონელების ტრადიციები და კულტურა არც მხიბლავს და არც მაინტერესებს, მაგრამ ნარუტო საინტერესო მულთფიმია.
აი ხარი პოტერი კი ეშმაკეული წიგნია, რომელსაც რასაკვირველია არც წავიკითხავ, რადგან სატანისტების წიგნია. აგდებულად შეიძლება მოიხსენიო გოჩა მანველიძის "მგლები", ხარი პოტერისნაირი წიგნები კი საერთოდ არ უნდა წაიკიტხოს ადამიანმა და არ უნდა დაიბინძუროს თავი ეშმაკეული რაღაცეებით, თუმცა როგორც ვხვდები შენთვის ამის თქმას აზრი არ ააქვს სამწუხაროდ.

ეს იმედია ხუმრობა იყო.. biggrin.gif
lomski
Illegal Astronau...
ციტატა
ეს იმედია ხუმრობა იყო

კაი კაცი ხარ შენ ბორგეზ, ოპტიმისტი biggrin.gif
bella_trix
qameleoni

QUOTE
აგდებულად შეიძლება მოიხსენიო გოჩა მანველიძის "მგლები", ხარი პოტერისნაირი წიგნები კი საერთოდ არ უნდა წაიკიტხოს ადამიანმა და არ უნდა დაიბინძუროს თავი ეშმაკეული რაღაცეებით, თუმცა როგორც ვხვდები შენთვის ამის თქმას აზრი არ ააქვს სამწუხაროდ.

http://www.youtube.com/watch?v=KKGJJY35Kto&feature=share

qameleoni
ციტატა(lomski @ Nov 11 2011, 03:57 PM) *
Illegal Astronau...
ციტატა
ეს იმედია ხუმრობა იყო

კაი კაცი ხარ შენ ბორგეზ, ოპტიმისტი biggrin.gif

qameleoni
ციტატა(bella_trix @ Nov 11 2011, 07:09 PM) *
qameleoni

ციტატა
აგდებულად შეიძლება მოიხსენიო გოჩა მანველიძის "მგლები", ხარი პოტერისნაირი წიგნები კი საერთოდ არ უნდა წაიკიტხოს ადამიანმა და არ უნდა დაიბინძუროს თავი ეშმაკეული რაღაცეებით, თუმცა როგორც ვხვდები შენთვის ამის თქმას აზრი არ ააქვს სამწუხაროდ.

http://www.youtube.com/watch?v=KKGJJY35Kto&feature=share

ცუდად ვიცი რუსული
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.