=SYD=
Mar 9 2010, 10:05 PM
ციტატა(kalatoz33 @ Mar 9 2010, 06:05 PM)

კარგი აზრია..თუ მოვახერხებდი ფინანსურად და თან თუ საპატრიარკო თანახმა იქნა ალბათ "იბერიის რაინდების ორდენს" ან "დავით აღმაშენებლის ლოჟას" ჩამოვაყალიბებდი...როგორი აზრის ხართ, ღიირს მაგაზე მუშაობა? გამოადგება ასეთი რამე ხალხს და ერს? ეგ არის გასარკვევი...
აუუ
შენი ჭირიმე
დავით აღმაშენებლის საზოგადოებაც გვყფონის რა
data
Mar 9 2010, 10:13 PM
ციტატა(fernando magellan @ Mar 9 2010, 09:07 PM)

ჰეჰ, რა მხარდაჭერა მოიპოვა ჩემმა იდეამ

ოსკარების პონტში ჯილდო უნდა დავაწესოთ ამ ფორუმზე

ოღონდ, მთავარ ჯილდოს ოსკარის მაგივრად სოფო უნდა დავარქვათ

და მერე ოქროს სოფოს გადასცემენ ორ და მეტ ნიკიან ხალხს ამ ფორუმზე
data
Mar 11 2010, 01:41 PM
ანონიმ ტელემაგნატთა კლუბის შესახებ თუ გსმენიათ რამე?

სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამემამულე ტელემფლობელებს ამ კლუბში დიდი ავტორიტეტი აქვთ
freemasons
Mar 19 2010, 06:33 PM
the gospel of judas
ჯი-ეიჩ-ენი) “იუდას სახარების” ტექსტი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვაშინგტონში, ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების საიტზე გამოაქვეყნეს. საქმე ეხება |||-|| საუკუნეების პაპირუსს, რომელსაც ეგვიპტეში 1970 წელს მიაკვლიეს. ამ ტექსტის მიხედვით, იუდას არ გაუყიდია იესო ქრისტე, არამედ გასცა იგი მისივე თხოვნის თანახმად. იუდას სახარება დაწერილია საკლას – ძველ კოპტური ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მანუსკრიპტი 62 პაპირუსის გვერდისგან შედგება. ტექსტი შედეგი სიტყვებით იწყება: “საიდუმლო ჩანაწერები იესო ქრისტეს გულწრფელი საუბრებისა იუდა ისკარიოტელთან, რომელიც ერთ კვირა გრძელდებოდა და აღდგომამდე სამი დღით ადრე დასრულდა”.. იუდა თავის სახარებაში მოვლენათა თავისეულ ვარიანტს გვთავაზობს. მისი თქმით, იგი იესო ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იყო და დასასჯელად მხოლოდ მისივე თხოვნით გადასცა. “შენ ყველა მათზე აღმატებული გახდები, რადგან შენ გასცემ ადამიანს, რომლშიც მე განვსხეულდი”, – ნათქვამია სახარებაში. ტექსტს ინგლისურ ენაზე თარგმნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დეტალურად მუშაობს პაპირუსზე. ჯგუფს ხელმძღვანელობს პასტორი და ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რუდოლფ კასერი, რომელიც კოპტური კულტურის ერთ-ერთ წამყვან მკვლევარად ითვლება. აშშ-ის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლის ტერი გარსიას განცხადებით, “იუდას სახარებას” მალე 18 ენაზე თარგმნიან.
_________________________________________________________________________
იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის “სახარებებად”, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.ერთადერთი ცნობილი მანუსკრიპტი, რომელშიც ამ სახარების ტექსტია დართული არის ბოლო დროს 1700 წლის შემდეგ აღმოჩენილი ტყავგადაკრული პაპირუსის მანუსკრიპტი ეგვიპტის უდაბნოდან. პაპირი, რომელზეც სახარებაა დატანებული ფრაგმენტულია და მისი ზოგიერთი ნაწილები დაკარგულია. როდოლფ კასერის თანახმად, კოდექსი თავდაპირველად 62 გვერდიანი იყო. აღმოჩენისას მანუსკრიპტიდან რამდენიმე ფურცელი ამოღებული და გაყიდული იქნა ცალცალკე და დღემდე ერთობლივად მხოლოდ 26 გვერდმა მოაღწია. თუმცა დროდადრო, დაკარგული ფურცლებიც ჩნდება, მათ მფლობელთაგან გაყიდვის მსურველთა გამოჩენისას.იუდას სახარების მანუსკრიპტის რადიოკარბონულმა დათარიღებამ ის მე-3 და მე-4 საუკუნეებს მიაკუთვნა. შედარებისთვის ყველაზე ძველი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან – პაპირუსი P52 – თარიღდება 125 წლით. თუმცა იუდას სახარებას მიიჩნევენ უფრო ძველი დაახ. 130 წლის მანუსკრიპტის ასლად. ეს დაახ. 100 წელიწადშია იესოს გარდაცვალების ბიბლიურ თარიღიდან.იუდას სახარება თავდაპირველად ბერძნულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ტუმცა მანუსკრიპტი ძველ კოპტურ ენაზეა. უეჭველია, რომ იუდას სახარების ავტორად იუდა ისკარიოტელს არ მიიჩნევენ, თუმცა მკვლევარებს ახალ აღთქმაში იოანეს სახარების ავტორობაზეც მრავალი ეჭვი აქვთ.
XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტის ქალაქ ელ-მინიას მახლობლად უცნობმა პირმა იპოვა 62 ფურცლისგან შემდგარი პაპირუსი. პაპირუსი იმდენად ძველი იყო (ჩვ. წ-აღ. III-IV სს), რომ ჩვენს დრომდე მისი მოღწევა და ზედ რაიმეს წაკითხვა რომ შეიძლებოდა – უკვე პატარა სასწაული იყო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ ადგილზე, სადაც პაპირუსი ინახებოდა, საკმარისი ტენიანობა იყო, თორემ ძველი ხელნაწერი მტვრად იქნებოდა ქცეული.
წიგნმა შვეიცარიაში ამოჰყო თავი, შემდეგ საიდანღაც აშშ-ში მოხვდა და 20 წელი იქ გაატარა. სახელოვანი თუ უსახელო კოლექციონერების ხელიდან ხელში პაპირუსის მოგზაურობა 2001 წელს ისევ შვეიცარიაში, უძველესი ხელოვნების გადარჩენის ფონდ “მაკენასში” დასრულდა (შესყიდულ იქნა ფასში, რომელიც არ გაუხმაურებიათ), რომლის დაფინანსებითაც სხვადასხვა ქვეყნის კოპტოლოგები, პაპიროლოგები, რესტავრატორები მკაცრად გასაიდუმლოებულ სახელოსნოში შეუდგნენ უძველესი წიგნის ფურცლების წმენდას, ფოტოგრაფირებას, თარგმნას…
სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ყოფილი ჟენეველი პროფესორი, ამჟამად მღვდელი რუდოლფ კასერი, ცნობილი კოპტოლოგი. ხუთი წლის დაუღალავი შრომის შედეგად, 2006 წლის აღდგომისათვის, როგორც იქნა გამოქვეყნდა პაპირუსის პირველი თარგმანი.
როგორც ამბობენ, “იუდას სახარების” ნამდვილობა დადასტურებულია ხუთი სხვადასხვა საიმედო მეთოდის გამოყენებით.
მაკენასის დირექტორს. მარიო ჟან რობერტის, მიაჩნია, რომ ამ ტექსტის ასლები ვატიკანის სარდაფებშიც მოიძებნება, მაგრამ ეკლესია ამაზე დუმს.
პაპირუსი, როგორც სჩანს, წარმოადგენს ბერძნულიდან თარგმანს საკლას ენაზე – ეგვიპტელი ქრისტიანების – კოპტების ენაზე. კოპტებს ეკრძალებოდათ განადგურება ტექსტისა, რომელშიც სიტყვა “ღმერთი” იყო ნახსენები რაიმე კონტექსტით. ალბათ ამანაც გადაარჩინა ეს წიგნი თავის დროს განადგურებას.
საკუთრივ “იუდას სახარება” ამ მანუსკრიპტის მხოლოდ ერთი ნაწილია. პაპირუსის “ნამდვილი სახელია” ჩაკოსის კოდექსი და შედგება შემდეგი ტექსტებისაგან:
1. გნოსტიკური კოდექსი, დაწერილი კოპტური ენის საიდურ დიალექტზე. მასში შედის:
• იუდას სახარება;
• იაკობის პირველი აპოკალიფსი;
• პეტრე მოციქულის წერილი ფილიპე მოციქულს;
• “სხვარჯულისანთა წიგნი”…
2. “გამოსვლა” ბერძნულად.
3. პავლეს წერილები საიდურ დიალექტზე.
4. “მათემატიკური ტრაქტატი” ბერძნულად.
ფონდი აცხადებს, რომ კვლევის და აღდგენის დამთავრების შემდეგ პაპირუსს უსასყიდლოდ გადასცემს კაიროს კოპტურ მუზეუმს, სადაც ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მკვლევარისათვის. ჯერჯერობით ფურცლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
თარგმანი შესრულებულია ინგლისური ტექსტის მიხედვით.
ცნობები ამ საინტერესო დოკუმენტზე, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა, მოიპოვება ირინეი ლიონელის (დაახლ. 130-200 წწ) შრომებში, სადაც ის ლაპარაკობს “კაენიტების საშინელ სექტაზე”, რომლებიც ამ სახარებით ხელმძღვანელობდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ კაენი – უმაღლესი ძალის წარმომადგენელია, აღიარებდნენ ისავს, ქორეის მოდგმასა და სოდომიტებს თავის თანასწორად. ირინეი ლიონელი წერს: “შემოქმედი ებრძოდა მათ, მაგრამ ვერაფერი დააკლო, რადგან სოფიამ შეძლო გადაერჩინა და დაებრუნებინა ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა. იუდა-მოღალატეს ეს მშვენივრად ესმოდა, მან მოციქულთაგან ერთადერთმა გაიგო ჭეშმარიტება და ჩაიდინა გამცემლობა, რითაც, მათი სიტყვებით, ყოველი მიწიერი განიყო ზეციერისაგან. მათ შექმნეს ცრუ წიგნი – იუდას სახარება”.
ჩაკოსის კოდექსის ბევრი ტექსტი ემთხვევა 1946 წელს კაიროს მუზეუმის მიერ ანტიკვარისაგან ნაყიდ მანუსკრიპტში შემავალ ტექსტებს, რომელთა კვალმა მუზეუმის თანამშრომლები ნილოსის ნაპირზე მდებარე უძველეს ქალაქ ჰენობოსკიონის ნეკროპოლებთან მიიყვანა. ქალაქს ეხლა ნაგ-ჰამადა ჰქვია და ეს მანუსკრიპტები “ნაგ-ჰამადას ხელნაწერების” სახელითაა ცნობილი. თეოლოგიური უთანხმებები ამ ორ ხელნაწერს შორის არაუმეტესია, ვიდრე ახალი აღთქმის სხვადასხვა ტექსტებს შორის (თუ არ განვიხილავთ ე. წ. რედაქციულ თეორიას, რომლის თანახმადაც ახალი აღთქმის ტექსტების უმეტესობა მიღებულ იქნა უფრო ადრინდელი, თავისი წარმოშობით გნოსტიკური ტექსტების რედაქტირების შედეგად).
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, “იუდას სახარება” არ არის “სახარება იუდას მიერ”, არამედ “სახარება იუდას შესახებ”, რადგან თუ ავტორად ნაგულისხმევი იქნებოდა თვით იუდა, მისი სათაური უნდა ყოფილიყო euaggelion kata ioudac, არადა არის euaggelion ioudac, ანუ გამოტოვებულია kata – “მიერ”.
ჩაკოსის 62-ფურცლიან კოდექსში “იუდას სახარება” 33-დან 58-ე ფურცლამდეა. ფურცლის ნომრები ტექსტშივეა ჩართული ფრჩხილებში (მაგ: (37)). კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულია ის, რისი ამოკითხვაც ვერ მოხერხდა, ან ამოიკითხეს, მაგრამ საეჭვოა.
Приведем некоторые отрывки из “Евангелия от Иуды” (русский перевод с английского).
… Мы знаем, откуда мы пришли, и потому знаем, куда мы уйдем, и знаем, что нам делать со своими жизнями”. И они шли и достигли вершины горы под названием Тамбор (=Фавор). И пали ниц, молились и говорили: “О Господь, сущий в вышине среди великих Эонов, не имеющий ни начала, ни конца! Дай нам знание духовное. Яви нам Свою тайну, дабы получили мы знание: откуда мы происходим и куда мы идем, и что нам делать с жизнями своими”. После этих слов Аллогена, он явил себя…
… И когда я рек это, узри, облако света окружило меня. Я ничего не мог поделать, я был заключен в свет, окружающий и освещающий облако. И я услышал слово, исходящее от облака и света. И свет пал на меня и рек: О Аллоген! Твои мольбы услышаны, и меня посылают к тебе в эту местность, чтобы нести Благие Вести. Но ты еще не нашел избавления от тюрьмы сей…
… уничтожен из-за обширного рода = Аллоген = Исус возвысился. Он сказал: “В начале… и от ангелов шел род сей в эонах”. Они сказали: подними глаза свои к облакам и к свету, окружающему их, и к красоте, окружающей его, и к звездам, которые суть до-зеркальный образ. Он наша звезда.
__________________________________________________________________
ქვემოთ მოყვანილი ტექსტი არის გამოცემული 1982 წელს ქრისტინე შარაშიძის მიერ წიგნში ”სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XIII-XV სს)” — გვ. 77.
ტექსტი დაწერილია 1241 წლით დათარიღებული პარხლის სატრაპეზო სახარების ბოლო გვერდზე იმავე კალიგრაფიითა და მელნით, რითაც მთელი სახარება.
სახარებაჲ წილთგდებაჲ შეკრძალული, რომელი იქმნა ბრძანებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა
უწინარეს ერთისა დღის ვნებისა მისისა ჰრქუა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა: ”ერთი ვინმე თქუენგანი მიმცემს მე ჰურიათა”.
მაშინ წილ-იგდეს პეტრე, იოანე, ანდრია, იაკობ, მათე, მარკოზ, ლუკა, ფილიპე, ბართლომე, თომა, იუდა და იუდა ისკარიოტელმან. და აღმოუჴდა წილი მ[...]სა.
მაშინ აღიწერა სახარებაჲ ესე მოძღუართა … ბრძანებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, და ბრძანეს სხუათაცა ძმათა უ… წილის გდება… კაცი იგი, რომელი იკითხვიდეს წილსა ამასა, წმიდამცა არს მას დღესა და ღამესა ყოვლითა სარწმუნოებითა ღვთისაჲთა ძლიერ და შეკრძალულმცა არს, რათა ჭეშმარიტად აღმოუჴდეს.
freemasons
May 4 2010, 10:27 PM
კომიტეტი 300 ,ორგანიზაცია რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან მასონურ ლოჟად ითვლება მთელ მსოფლიოში.
კომიტეტი 300 პირველი ნაწილი
ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომლეს ჯონ კოლემაბს არაერთი მძიმე დავალების შესრულება მოუხდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში,მაგრამ ყველაზე უცნაური მისტვის ანგოლაში გატარებულიწლები აღმოჩნდა.სწორედ იქ მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი რომლის თანახმადაც არსებობდა საიდუმლო ორგანიზაცია რისი მიზანიც მსოფლიოზე ბატონობა და ახალი საკუთარი წყობის დამყარება სურდა.რომლის სახლი ამერიკასა და ინგლიში იყო.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კოლემანმა დაიწყო ამ საკიტხის გამოძიება,გავლენიანი ნაცნობების დახმარებით მან საკმაოდ ბევრი საინტერესო ინფორმაცია დააგროვა.ამ ორგანიზაციას კი „კომიტეტი 3004“უწოდა.იგივე სახელი ქონდა ცოტა ხანში გამსულ წიგნს რომელსაც დიდი პოპულარობა ხვდა წილად.წიგნი უკვე არაერთხელ გამოიცა.ზოგს ის სისულელე გონია,ზოგიც მას კარგად მოფიქრებულ სიუჟეტად აღიქვავს,თუმცა მოდით მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი სიტუაციების ფონზე კიდევ ერთხელ გადავხედოთ მას..
კოლემანი წერს ,რომ „კომიტეტი 300“მსოფლიოში ყველაზე ზლიერი ორგანიზაციააა და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რომლეი პოლიტიკოსები არიან გაერთიანებული მასში.ხოლო რაც შეეხება წარსულს თამამად შეიძლება ითქვას რო ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლოიდ ჯორჯი,ჩემბერლინი,აშშ პრეზიდენტები:კარტერი,ჯორჯ ბუში(უფროსი).კომიტეტის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი „რომის კლუბის“ დამაარსებელი აურელიო პეჩი გახლდათ. მისი წევრები საბჭოთა კავშირშჳც მოიძებნება.საბჭოთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეჩერინი,პოლიტბიუროს წევრი ანასტას მიქოიანი.კომიტეტში დღესაც უდიდესი გავლენით სარგებლობენ ჰენრი კისინგერი და ზბინევ ბზჟენსკი.წევრების სიის ცამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება და მათ შორის სრულიად განსხვავებული პროპესიის ადამიანები არიან:პოლიტიკოსები,არისტოკრა
ტიული ოჯახის წევრები,ბანკირები,პარაფსიქოლ
ოგები,ოკულტისტები და სხვა..
ყოველი წევრი სხვადასხვა საქმითაა დაკავებული.კოლემანის თქმით აქ არიან სპეციალისტები,რომლების ქიმიური საშუალებებით ადამიანის ცნობიერების შეცვლაზე მუშაობენ,ასევე მრავლად არიან ოკულტისტები და ბანკირები.დიახ ეს ორგანიზაცია ობობას ქსელივითა მოდებული მტელს მსოფლიოს .ექსპერტთა შორის არ არსებობოს ერთიანი აზრი ტუ როდის შეიზლებოდა ჩამოყალიბებულიყო ეს ორგანიზაცია.ალბათ მისი დასაბამი ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიისგან იწყება,როდესა გადაწყვიტეს ჩაისთან ერთად აღმოსავლეტიდნ ოპიუმიც შემოეტანათ ინგლისში და საზოგადოება მასზე მიეჩვიათ.ეს უდიდესი მოგების მომტანი იქნებოდა თუმცა ინგლისმა მაშინ უარი თქვა .ოპიუმი კი ჩინეთისკინ გაიგზავნა კომპანიის მიერ სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად.ამის შემდგომ ინგლისის უდიდეს სირცხვილად წოდებული „ოპიუმის ომი „მოჰყვა.ახლა კი შეიძლება ითქვას რომ დღეს ჩინეთში ოქრო,ოპიუმი და ძალაუფლება მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული.მას შემდეგ ფაქტობრივად ნარკოტიკები მსოფლიო წესრიგის დამყარები უმთავრეს იარაღად იქცა და ამ მეთოდს დღესა არ ღალატობენ „კომიტეტ 300-ში“.
საბოლოო სახით კომიტეტი ალბატ მაინც 1897 წელს ჩამოყალიბდა.ამ დროისტვის მსოფლიო უკვე გადანაწილდა,მშვიდობა დამყარდა და უფრო იოლი გახდა ოპიუმის ,ოროს და ძალაუფლების ფორმულის ამოქმედება.პარალელურდ კომიტეტმა კიდევ ერთ ნეტოდს მიყო ხელი.საზოგადოებრივი ორგანიზაციების წახალისება და მათ მიერ კონტროლირებად ორგანიზაციათა ფართო ქსელი შექმნა.წინასწარი მონაცემებით აშშ-ში და ინგლისში ასეთი ორგანიზაციები მრავლადაა და მჭიდროთ აქვთ ურთიერთობა მათ უცხოეთის სხვა ასეთივე ორგანიზაციებთან.მაგალითად:ინ
დუსტრიული დემოკრატიის ლიგა,მოქალაქეთა ლიგა,კემბრიჯის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი,მემანქანეთა საერთაშორისო ასოციაცია,ადამიანთა ურტიერთობის ტავოსტოიკის ინსტიტუტი და სხვა.ესორგანიზაციები სხვადასხვა სფეროს მიეკუტვნიებიან,თუმცა მთლიანად ემთხვევა კომიტეტის მიზნებს...
ადამიანთა ურტიერთობის ტავოსტოიკის ინსტიტუტი,რომელიც 1922 წელს შეიქმნა,მიზნად ისახვდა რიგითი ამერიკელები აზროვნების შეცვლას.საზოგადოებაში ისინი ხანგრძლივ დაძაბულობას ქმნიდნენ,ხელს უწყობდნენ სხვადასხვა მასშტაბების კულტულურ,სოციალურრ თუ სამხედრო კრიზისების შექმნას.მათი აზრით ეს ყოვლეივე საზოგადოებაში ხვალინდელი დღის შიშს,საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის შიშს სულიერ დაცემას გამოიწვევდა.ასეთ საზოგადოებას კი უკვე აღარ შეეძლებოდა წინააღმდეგობა გაეწია კომიტეტისთვის თავისი მიზნების განხორციელებაში...
საზოგადოების ზემოქმედებისთვის უკვე 20-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენებოდა როკ მუსიკა,სხვადასხვა წარმოშობის სექტების სექსუალური და არატრადიციული ორიენტაციების კლუბების შექმნა და გავრცელება,სატელევიზიო თუ რადიო არხები.ეს ყველაფერი კი საზოგადოებაში ძალადობის,კონფლიქტურობის,ნარ
კომანიის პროსტიტუციის კულტივირებას ახდენდა ,ადამიანებში ყველაზე ბინძურ გრზნობებს აღვიძებდა.მეოცე საუკუნეში ეს ყველაფერი ტექნიკური საშუალებების განვითარებასთან ერთად მთელი სიმძლავრით ამოქმედდა და ფორმულის „ოპიუმი,ოქრო,ძალაუფლება“ განუყრელი ნაწილი გახდა.
პოლიტიკისა და ეკონომიკის კულისებს მიღმა
კომიტეტი 3004 პირდაპირ და სხვა ორგანიზაციების დახმარებით ზეგავლენას ახდენს მსოფლიო პოიტიკაზე.ბილდენბერგის კლუბი,რომის კლუბი,სამმხრივი კომისია ის ორგანიზაციებია,რომლების დიდი გავლენას ახდენენ მსოფლიო პოლიტიკაზე.საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო 1921 წელს ამერიკისა და ბრიტანეტის საიდუმლო ორგანიზაციების შედეგად შეიქმნა.უკვე მოგვიანებით 50-იანი წლებიდან ჩნდება ბილდენბურგის კლუბი,სამმხრივი კომისია და სხვა.
გარდა პოლიტიკური ზემოქმედებისა კომიტეტი აქტიურად ერევა მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში.ის გახმაურებულ მკვლელობებთან ერთად(კენედის მკვლელობა) აშკარა ეკონომიკურ მკვლელობებსაც აწარმოებდა.უპირველეს ყოვლისა იტალიის პრემიერმინისტრის ალდო მორის მკვლელობა.
ალდო მორი აშკარად შეეწინააღმდეგა იტალიაში კომიტეტის გეგმას“ნულოვანი ზრდის პოლიტიკას“.რომის კლუბმა კი ეს საქმე მისი ლიკვიდაციით დაასრულა.
1982 წლის 1ო ნოემბერს სასამართლო პროცესზე ალდო მორის მეგობარმა დაადასტურა ის ფაქტი,რომ მას კომიტეტი 300-ის წევრი ემუქრებოდა.მოგვიანებით მოკლულის ცოლმა მუქარის ტექსტიც კი დაასახელა-„თქვენ ან შეწყვეტთ თქვენს პოლიტიკას ან საკმაოდ ძვირად დაგიჯდებათ ეს ყველაფერი.“სხვათა შორის სასამართლოზე გამოაშკარავდა,რომ ადამიანი რომელიც მოროს ემუქრებოდა კარგად ცნობილი ჰენრი კისინჯერი იყო.ალდო მოროს გატაცება და მკვლელობა „წიტელი ბრიგადების“ნახელავი იყო.მათ არაერთ მკვლელობაში მიუღიათ მონაწილეობა და ყველა მათი მსხვერპლი იტალიელი ცნობილი ეკონომისტები იყვნენ.რომლების ეწინააღმდეგებოდნენ „ნულოვანი ზრდის პოლიტიკას“.ეს უკვე ეკონომიური მკვლელობბის სერია იყო,რათა იტალიაში ისეთი ეკონომიკური გარემო შექმნილიყო როგორიც კომიტეტ 300-ს სურდა.
ჰენრი კისინჯერი კიდევ ერტ უკვე პოლიტიკურ მკვლელობაში ამოტივტივდა.იგი ღიად ემუქრებოდა პაკისტანი პრეზიდენს ალი ბჰუტოს.იგი ცდილობდა პაკისტანში ატომური პროგრამა განეხორციელებინა,შედარებით იაფი ატომური ენერგიის დახმარებით პაკისტანის ეკონომიკა განევითარებინა.ეს კი უკვე კომიტეტი 300-ის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.1978 წელს ალი ბჰუტო გენერალმა ზია ალი ხაკმა მოკლა,რომელიც პაკისტანის სათავეში მოვიდა და ფაქტობრივად კომიტეტ 300-ის წარმომადგენელია ამ ქვეყანაში.
http://cobain-freemason.blogspot.com/2010/04/300_15.htmlfreemasons:)