dante28აააა
სატანიზმი და ქრისტიანობა
ალბათ საინტერესოა რატომ მაინც და მაინც ქრისტიანების შეხედულებას აქცევენ ძირითად ყურადღებას სატანიზმის რელიგიის აღმსარებლები.
ისინი თავიანთ დოგმებს ძირითადად სწორედ ამ რელიგიას უპირისპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა რელიგიაში არსებობს რაიმე ”ანტი” მიმართულება.
მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ამ რელიგიებს შორის დამოკიდებულება.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ქრისტიანობაში, ასევე სატანიზმში არსებობს ცნებათა კრებული. ასე მაგალითად, ქრისტიანები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან 10 მცნება, რაც მათ გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში მოხვედრისთვის დაეხმარებათ.
”მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისაგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას.”
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო..
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
მოდით ახლა სატანიზმის 9 (მ)ცნებას გადავხედოთ.
1) სატანა გთავაზობს დათმენას თავშეკავების სანაცვლოდ
2) სატანა გთავაზობს სრულფასოვან ცხოვრებას სულიერი ძიების ნაცვლად
3) სატანა გთავაზობს კეთილგანწყობას მათ მიმართ ვინც ამას იმსახურებს
4) სატანა გთავაზობს შურისძიებას მეორე ლოყის მიშვერის სანაცვლოდ
5) სატანა გთავაზობს პასუხისმგებლობას პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის მიმართ.
6) სატანა აღიარებს ადამიანს როგორც ცხოველს, რომელიც ზოგჯერ სხვა ოთხ ფეხზე მოსიარულე ცხოველზე უარესი ან უკეთესია.
7) სატანა ყველა ცოდვას განიხილავს როგორც ფიზიკურ, ემოციურ ან გონებრივ მოთხოვნილებად.
8) სატანა ეკლესიის საუკეთესო მეგობარია, ის ერთად ერთია რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობს ამ ბიზნესს.
ალბათ გაინტერესებთ რა არის სატანისტისთვის ცოდვა, აი მათი ცოდვების კრებული
1) სისულელე
2) საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა
3) საკუთარი აზრის უპირობო სისწორე
4) საკუთარი თავის მოტყუება
5) კომფორმიზმი
6) ფართო აზროვნების უნარის არქონა
7) ძველი ფუნდამენტური დოქტრინების და წესების დავიწყება
8) არარაციონალური სიამაყე
9) ესთეთიურის შეგრძნების არქონა
ამრიგად, სატანისტებსაც სჯერათ, რომ თუ ყოველ ცნებას დაიცავ და დაემორჩილები სატანის ნებას, მაშინ მოიპოვებ სატანის კეთილგანწყობას, რაც იმქვეყნიურ ცხოვრებაში გამოგადგება. მაგრამ ამ თეორიის სჯერათ თეისტ სატანისტებს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ათეისტ სატანისტებს არ სჯერათ სატანის მატერიალური სახით არსებობისა.
ცხადია ქრისტიანულსა და სატანისტურ (მ)ცნებებს შორის არის ძალიან დიდი იდეოლოგიური განსხვავება, ქრისტიანული ცნებები სიკეთეს, ჰუმანიზმსა და შემწყნარებლობას ქადაგებენ, ხოლო სატანისტური ყველაფერს განსხვავებულს. ანუ ფაქტობრივად ისეთი ცოდვები როგორიცაა მკვლელობა ან ქურდობა აბსოლუტურად იგნორირებულია, თითქოს ასეთი რამ ან არ არსებობს ან თუ არსებობს ამაში ცუდი არაფერია.
კიდევ ერთი განსხვავება, რაც ალბათ საკმაოდ თვალსაჩინოა არის ტონი, რომლეთაც ეს (მ)ცნებებია დაწერილი. სატანის (მ)ცნებები იწყება სიტყვებით ”სატანა გთავაზობს”, ხოლო ქრისტიანულს აქვს კატეგორიული და აკრძალვითი ფორმა : ”არა კაც კლა”, ” არ იმრუშო”, ”არ იპარო”.
ამრიგად სატანის (მ)ცნებათა კრებულს დოგმები მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ.
© გვანცა ბახტაძე