N.L.O
Sep 25 2011, 01:03 AM
ციტატა(N!ncho @ Aug 14 2011, 11:15 PM)

ციტატა(N.L.O @ Aug 12 2011, 10:16 AM)

ციტატა(N!ncho @ Jul 29 2011, 07:02 PM)

მატლი
ნინო თარხნიშვილი
P.S
ამას ბოლოში აწერენ ხოლმე, მე თავში ვწერ... ვნანობ.
მატლები შემოეჩვივნენ ჩემს სახლს. თეთრი, წვრილი მატლები, დაღოღავენ ყველგან - კედლებზე,
ჭერზე, იატაკზე, კარადებზე... გადავყარე ყვითელი ვაშლები, შემპალი კარტოფილები,
ობშეპარული ფორთოხლები, მატლებს კი ვერაფერი მოვუხერხე.
დავძარი სახლი და გადავდგი, გამხდარ ბეჭებზე მოვიკიდე ჩემი დამატლული სახლი
და ორი-სამი სანტიმეტრით შევუცვალე ადგილი. მაინც არ გამომედევნენ ეს მატლიშვილები?..
უნდა გეომოთ! თავი დაიცავით, გაიქეცით, ვისაც სად შეგიძლიათ, თავს უშველეთ, უნდა დაგხოცოთ...
რაღაც სითხე გამოვართვი ჩემს საეჭვო წარმომავლობის, ორიენტაციისა და რეპუტაციის დამპალ მეზობელს,
გაბადრულმა გამომიტანა პატარა ბოთლში ჩასხმული რაღაც სითხე, რომელსაც ზედ ეწერა:
“მოარიდეთ მატლებსა და ბავშვებს”, და თან დასძინა, მე ამითი დავხოცე... მერე გაიღრიჭა
და ვითომ შეშფოთებული სახით,შავი სწორი თმიდან დაკლაკნილი მატლი ჩამომაცალა და იქვე
ჭუჭყიან სადარბაზოს კედელს ცერა თითით მიაჭყლიტა...
სახლის კუთხეებში მოვასხი სითხე და... ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, მიღოღავდნენ და მოღოღავდნენ მატლები,
მოათრევდნენ დაბუჟებულ სხეულებს. დახოცილ მატლებს ჯერ კიდევ ცოცხალი მატლები ზურგზე იკიდებდნენ,
მერე ისინიც ეცემოდნენ და კვდებოდნენ. ფეხებზე გავიხადე მამაჩემის ნაჩუქარი ოქროსფერი ქოშები,
გავიძრე დედაჩემის შეკერილი აბრეშუმის ცისფერი ხალათი და იმ ადგილას დავდექი შიშველი ფეხებით,
სადაც ყველაზე მეტ მატლს მოეყარა თავი... ბრრრრ... რა საშინლად ცივები არიან, გაყინულები, იმიტომ კი არა,
რომ მკვდრები არიან, იმიტომ, რომ მატლები არიან...
მიყურებს თვალებში ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი და მუცელგაბერილი მატლი, მიყურებს და მეუბნება:
- ორსულად ვარ...
...ორსული მატლი ვამშობიარე. რთული მშობიარობა ჰქონდა. ოფლი მდიოდა საფეთქლებზე,
გულზე მეწვეთებოდა და გამაყრუებლად ეწვეთებოდა იატაკს. ბავშვი კი გადავარჩინე, მაგრამ დედას ვერ ვუშველე...
სიკვდილის წინ პირობა მივეცი მე გაგიზრდი-მეთქი...
მეორე დილით იმ ნაბოზვარ მეზობელს მივუკაკუნე კარზე. კარი გამიღო,
საშინლად ყვითელკბილებიანი პირით გადამპლებული სუნი შემომაფრქვია სახეში.
ახლაღა მივხვდი, თურმე კაცი ყოფილა. რა გინდაო, უკმაყოფილოდ მკითხა, მგონი, ლოგინიდან წამოვაგდე
და თან ყველაზე საინტერესო დროს:
- არაფერი, შე დამპალო... მატლი მყავს სახლში, წითელლოყებიან ვაშლში ცხოვრობს, დედას მეძახის...
რა სტრანნი რამეა
Больная... фантазия... ...или совсем нездоровая.
ამ ნიშნით მომეწონა სწორედ

უფრო სტრანნი
აღდგომის ღამე წითელ პარასკევს, მზეს აჰყვება დედაჩემი, ენდროს მოხარშავს ხახვის ფურცლებთან ერთად და 21 კვერცხს შეღებავას...
წითელ პარასკევს, მზეს ავყვები მეც. სამართებლით გადავიპარსავ შავ თმებს და წითლად შევიღებავ გადახოტრილ თავს
და ხორბლისფერ ტანს...
აღდგომის ღამეს, მაშინ, როცა ქრისტე წამოდგება, თვალებს მოიფშვნეტს, დაამთქნარებს და გაიზმორება...
ჰო, ზუსტად იმ ღამეს, დიდი მარხვის უკანასკნელ ღამეს, უკანასკნელ ცოდვას ჩავიდენ:
წინ დაგიდგები, ჯერ გაგიტყდები, მერე თავს გაგაფრცქვნევინებ და გაგაკვირვებ რომ ყვითელი კი არა,
სხვა ფერის გული მაქვს...
...გული დასწყდება დედაჩემს, დარდით მეტყვის, ალბათ დუღილი დავაკელი, კვერცხები კარგად ვერ შევღებეო...
- არა, დე, შენი ბრალი არ არის, შენ კვერცხებს მე მოვპარე სიწითლე, აღდგომის ღამეს ცოდვას რომ ვიდენდი...
* * *
სასუნთქ გზებში გადამცდი,
საყლაპავ მილში გამეჩხირე ბურთივით
და მერე საცრემლე ჯირკვლებიდან
გამჭვირვალე სითხედ გადმომეცრემლე გამხდარ ლოყებზე.
ენის წვერით დაგაგემოვნე, მემლაშე და გადაგაფურთხე
ოღონდ არ მითხრა, ზრდილობიანი გოგოები არ იფურთხებიანო.
ზრდილობა მაშინ დავკარგე, შენ რომ, ვითომ შემთხვევით, ხელი მოგიხვდა ჩემს მკერდზე...
ხელგამოწვდილი ვზივარ ქუჩის ბოლოში,
ფუ, როგორ გმათხოვრობ,
როგორ მეწვის ძუძუს კერტები...
დღეს ისევ იტირებს ჩემი საშვილოსნო დაღუპულ კვერცხუჯრედებს,
სისხლიანი ცრემლებით..
იგივე ავტორისაა?
უჯასწიკებში რო ტიპშები იჩითებიან
თმაჩამოშლილები
აი წარმოვიდგენე მასეთი რო ყვება ამას.
N.L.O
Sep 25 2011, 01:04 AM
აახ ეს პირველი
და ზედმეტი ნატურალიზმი და სისხლიანი წვეთები ტოესწ მენსტრუაცია
აეგ ესტეტიკა არაა,
თAვისთVის იკითხოს.
N!ncho
Sep 28 2011, 11:18 PM
ციტატა(N.L.O @ Sep 24 2011, 03:03 PM)

ციტატა(N!ncho @ Aug 14 2011, 11:15 PM)

ციტატა(N.L.O @ Aug 12 2011, 10:16 AM)

ციტატა(N!ncho @ Jul 29 2011, 07:02 PM)

მატლი
ნინო თარხნიშვილი
P.S
ამას ბოლოში აწერენ ხოლმე, მე თავში ვწერ... ვნანობ.
მატლები შემოეჩვივნენ ჩემს სახლს. თეთრი, წვრილი მატლები, დაღოღავენ ყველგან - კედლებზე,
ჭერზე, იატაკზე, კარადებზე... გადავყარე ყვითელი ვაშლები, შემპალი კარტოფილები,
ობშეპარული ფორთოხლები, მატლებს კი ვერაფერი მოვუხერხე.
დავძარი სახლი და გადავდგი, გამხდარ ბეჭებზე მოვიკიდე ჩემი დამატლული სახლი
და ორი-სამი სანტიმეტრით შევუცვალე ადგილი. მაინც არ გამომედევნენ ეს მატლიშვილები?..
უნდა გეომოთ! თავი დაიცავით, გაიქეცით, ვისაც სად შეგიძლიათ, თავს უშველეთ, უნდა დაგხოცოთ...
რაღაც სითხე გამოვართვი ჩემს საეჭვო წარმომავლობის, ორიენტაციისა და რეპუტაციის დამპალ მეზობელს,
გაბადრულმა გამომიტანა პატარა ბოთლში ჩასხმული რაღაც სითხე, რომელსაც ზედ ეწერა:
“მოარიდეთ მატლებსა და ბავშვებს”, და თან დასძინა, მე ამითი დავხოცე... მერე გაიღრიჭა
და ვითომ შეშფოთებული სახით,შავი სწორი თმიდან დაკლაკნილი მატლი ჩამომაცალა და იქვე
ჭუჭყიან სადარბაზოს კედელს ცერა თითით მიაჭყლიტა...
სახლის კუთხეებში მოვასხი სითხე და... ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, მიღოღავდნენ და მოღოღავდნენ მატლები,
მოათრევდნენ დაბუჟებულ სხეულებს. დახოცილ მატლებს ჯერ კიდევ ცოცხალი მატლები ზურგზე იკიდებდნენ,
მერე ისინიც ეცემოდნენ და კვდებოდნენ. ფეხებზე გავიხადე მამაჩემის ნაჩუქარი ოქროსფერი ქოშები,
გავიძრე დედაჩემის შეკერილი აბრეშუმის ცისფერი ხალათი და იმ ადგილას დავდექი შიშველი ფეხებით,
სადაც ყველაზე მეტ მატლს მოეყარა თავი... ბრრრრ... რა საშინლად ცივები არიან, გაყინულები, იმიტომ კი არა,
რომ მკვდრები არიან, იმიტომ, რომ მატლები არიან...
მიყურებს თვალებში ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი და მუცელგაბერილი მატლი, მიყურებს და მეუბნება:
- ორსულად ვარ...
...ორსული მატლი ვამშობიარე. რთული მშობიარობა ჰქონდა. ოფლი მდიოდა საფეთქლებზე,
გულზე მეწვეთებოდა და გამაყრუებლად ეწვეთებოდა იატაკს. ბავშვი კი გადავარჩინე, მაგრამ დედას ვერ ვუშველე...
სიკვდილის წინ პირობა მივეცი მე გაგიზრდი-მეთქი...
მეორე დილით იმ ნაბოზვარ მეზობელს მივუკაკუნე კარზე. კარი გამიღო,
საშინლად ყვითელკბილებიანი პირით გადამპლებული სუნი შემომაფრქვია სახეში.
ახლაღა მივხვდი, თურმე კაცი ყოფილა. რა გინდაო, უკმაყოფილოდ მკითხა, მგონი, ლოგინიდან წამოვაგდე
და თან ყველაზე საინტერესო დროს:
- არაფერი, შე დამპალო... მატლი მყავს სახლში, წითელლოყებიან ვაშლში ცხოვრობს, დედას მეძახის...
რა სტრანნი რამეა
Больная... фантазия... ...или совсем нездоровая.
ამ ნიშნით მომეწონა სწორედ

უფრო სტრანნი
აღდგომის ღამე წითელ პარასკევს, მზეს აჰყვება დედაჩემი, ენდროს მოხარშავს ხახვის ფურცლებთან ერთად და 21 კვერცხს შეღებავას...
წითელ პარასკევს, მზეს ავყვები მეც. სამართებლით გადავიპარსავ შავ თმებს და წითლად შევიღებავ გადახოტრილ თავს
და ხორბლისფერ ტანს...
აღდგომის ღამეს, მაშინ, როცა ქრისტე წამოდგება, თვალებს მოიფშვნეტს, დაამთქნარებს და გაიზმორება...
ჰო, ზუსტად იმ ღამეს, დიდი მარხვის უკანასკნელ ღამეს, უკანასკნელ ცოდვას ჩავიდენ:
წინ დაგიდგები, ჯერ გაგიტყდები, მერე თავს გაგაფრცქვნევინებ და გაგაკვირვებ რომ ყვითელი კი არა,
სხვა ფერის გული მაქვს...
...გული დასწყდება დედაჩემს, დარდით მეტყვის, ალბათ დუღილი დავაკელი, კვერცხები კარგად ვერ შევღებეო...
- არა, დე, შენი ბრალი არ არის, შენ კვერცხებს მე მოვპარე სიწითლე, აღდგომის ღამეს ცოდვას რომ ვიდენდი...
* * *
სასუნთქ გზებში გადამცდი,
საყლაპავ მილში გამეჩხირე ბურთივით
და მერე საცრემლე ჯირკვლებიდან
გამჭვირვალე სითხედ გადმომეცრემლე გამხდარ ლოყებზე.
ენის წვერით დაგაგემოვნე, მემლაშე და გადაგაფურთხე
ოღონდ არ მითხრა, ზრდილობიანი გოგოები არ იფურთხებიანო.
ზრდილობა მაშინ დავკარგე, შენ რომ, ვითომ შემთხვევით, ხელი მოგიხვდა ჩემს მკერდზე...
ხელგამოწვდილი ვზივარ ქუჩის ბოლოში,
ფუ, როგორ გმათხოვრობ,
როგორ მეწვის ძუძუს კერტები...
დღეს ისევ იტირებს ჩემი საშვილოსნო დაღუპულ კვერცხუჯრედებს,
სისხლიანი ცრემლებით..
იგივე ავტორისაა?
უჯასწიკებში რო ტიპშები იჩითებიან
თმაჩამოშლილები
აი წარმოვიდგენე მასეთი რო ყვება ამას.
იგივე ავტორისაა კი
http://lib.ge/authors.php?363
bella_trix
Sep 30 2011, 01:40 PM
რამე ლექსი არაა ასეთი?
ნახუი ვსე!!! )))) ან, რაიმე მსგავსი შინაარსის, ეხლა დავდებდი
knuti
Sep 30 2011, 01:49 PM
გვირგვინით მოირთე
ლამაზო დიკა,
ტალღანი კულულთა შენთა!
მან ნაზ ხელთა
მოკრიფონ , გოგონავ,
შტოების ხალასი კონა!
ყვავილთა გვირგვინი
ახარებს ქარიტებს,
ვინც უგვირგვინოა,
თვალს ყველა არიდებს.
bella_trix
Sep 30 2011, 02:05 PM
თბილისი, ღამე წვიმა, გალაკტიონის ხიდი... კისერი, თოკი, ლოდი

))))))))))))))))))))))
data
Oct 3 2011, 03:21 AM
განათებული სადგური როზენბაუმის მოტივით,
ვაგონის გამცილებელი შავი ჩიბუხით ეწევა,
ემიგრანტები მღერიან, ლიანდაგს ღლიან ლოდინით,
რაღაც მთავარის თქმა მინდა, სიტყვა სიტყვაზე მეწევა.
ცეკვავენ, თუმცა ურითმოთ, მაგრამ გულით და ნერვებით,
უკანასკნელი სასმისიც ბოლომდე გამოიცალა
ძველი სადგური აივსო თაიგულების ფერებით
და ჟრიამული მგზავრების დუმილით გამოიცვალა
გოგონა ისვრის ამულეტს მატარებელის ფანჯრიდან
სიტყვებს აყოლებს ცრემლებით: "არ დამივიწყო, მშვიდობით."
ლოკომოტივი დაიძრა და ერთი კუპის ფარდიდან
მე დავინახე ღიმილი, როცა ბაქანზე მივრბოდით.
გადაავიწყდა ეზოებს ჩვენი ბავშვური ყიჟინი,
ძლივსღა ვიცანი კედელი, ორ სახელს შუა პლიუსით.
გადამავიწყდა პაროლით ღამით ფანჯრებთან ღიღინი,
გაოცებული თვალები უცხო ყვავილთა სიუხვით.
მივექანები საითაც ჩემი არყოფნა ძნელია
ჩემი წარსული დღეები შემოდგომისფრად ხუნდება.
ფოსტის წერილი გავხსენი. ვიცანი, შენი ხელია,
ძველი სადგურის ბაქანთან ემიგრაცია ბრუნდება.
გიორგი შალამბერიძე
bella_trix
Oct 3 2011, 12:01 PM
გული მერევა თქვენზე
...
ასეთი მოკლე ლექსი მინდა დავწერო.
knuti
Oct 3 2011, 01:55 PM
აქ რა შუაშია, მაგრამ სამსახურში კითხვა ასწორებს
bella_trix
Oct 3 2011, 05:36 PM
knutiთუ ფორუმზე შემოსვლის და კითხვის დრო გაქვს, ეგ რაღა სამსახურია? ჰმმ. სხვა სივრცეა.
ხო და რეპეტე:
გული მერევა თქვენზე
knuti
Oct 3 2011, 10:00 PM
bella_trix
კი , მაქვს ხოლმე თავისუფალი დრო.
საკითხავადაც, საწერადაც, ლექციებზე სასიარულოდაც...
სოუშლ მედია რულზ :დდდდდ
Walden/Osho
Oct 6 2011, 06:08 PM
სითბო ისე შემოიჭრა გულში, თითქოს კარმა დამრჩენოდეს ღია...
Walden/Osho
Oct 6 2011, 06:12 PM
მე არც ცივი ომი მინდა
და არც ცხელი ომი,
ცივი მინდა საცივი და
ცხელი კიდევ ღომი...
ჭანტურია
bella_trix
Oct 7 2011, 10:46 PM
კრშნა თუ ქრისტე – სახელი ერთია
1974 წელი. დასავლეთ გერმანია. მაინის ფრანკფურტი. “ისკკონ”-ის ცენტრის მახლობლად შრილა პრაპჰუპადა და მისი რამდენიმე მოწაფე დილით მამა ემანუელ იუნგკლაუსენთან, ნიდერალტაიჰის მონასტრის ბენედიქტიანელ ბერთან ერთად სეირნობენ. შენიშნავს რა შრილა პრაპჰუპადას კათოლიკური კრიალოსანის მსგავს სამედიტაციო მძივებს, მამა ემანუელი უხსნის, რომ ისიც განუწყვეტლივ იმეორებს ლოცვას: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი”. ამას მოჰყვება ქვემოთ წარმოდგენილი საუბარი.
შრილა პრაპჰუპადა: რას ნიშნავს სიტყვა “ქრისტე”?
მამა ემანუელი: ქრისტე მოდის ბერძნული სიტყვიდან “ქრისტოს” და ნიშნავს “მირონცხებულს”.
შრილა პრაპჰუპადა: სიტყვა “ქრისტოს” “კრშნას” ბერძნული ვარიანტია.
მამა ემანუელი: ძალიან საინტერესოა.
შრილა პრაპჰუპადა: კრშნას ინდოელი ხშირად კრშტას [ზოგიერთ დიალექტზე] უწოდებს. კრშტა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს “მიმზიდველობას”. ასე რომ, როდესაც ღმერთს მივმართავთ, როგორც “ქრისტეს”, კრშტას”, ან “კრშნას”, ერთი და იმავე ყოვლისმიმზიდველი ღმრთეების უზენაესი პიროვნება გვყავს მხედველობაში. როცა იესომ თქვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი”, ღმერთის ეს სახელი გახლდათ “კრშტა”, ანუ “კრშნა”. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: მე ვფიქრობ იესომ, როგორც ღმერთის შვილმა, ღმერთის ჭეშმარიტი სახელი გაგვიმჟღავნა: ქრისტე. ჩვენ შეგვიძლია ღმერთს “მამა” ვუწოდოთ, მაგრამ თუ გვინდა მას ნამდვილი სახელით მივმართოთ, უნდა ვთქვათ “ქრისტე”.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ. “ქრისტე” არის სხვაგვარად წარმოთქმული კრშტა. “კრშტა” კრშნას, ღმერთის სახელის წარმოთქმის სხვა სახეა. იესომ თქვა, რომ ადამიანმა ღმერთის სახელი უნდა ადიდოს, მაგრამ გუშინ ერთ თეოლოგს მოვუსმინე, რომლის თქმითაც ღმერთს არა აქვს სახელი დამ ას მხოლოდ “მამა” შეგვიძლია ვუწოდოთ. შვილმა მამას შეიძლება “მამა” დაუძახოს, მაგრამ მამას თავისი სახელიცა აქვს. მსგავსად ამისა, “ღმერთი” განზოგადებული სახელია ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, რომლის პირადი სახელიც “კრშნა” გახლავთ. ამიტომ ღმერთს ქრისტეს ვუწოდებთ, კრშტას თუ კრშნას, საბოლოოდ ერთსა და იმავე ღმრთეების უზენაეს პიროვნებას მივმართავთ.
მამა ემანუელი: დიახ. თუ ღმერთის ჭეშმარიტ სახელზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა ვთქვათ “ქრისტოს”. ჩვენს რელიგიაში არსებობს სამება: მამა, ძედ ა სული წმინდა. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთის სახელის გაგება მხოლოდ ღმერთის ძისაგან შეგვიძლია. იესო ქრისტემ მამის სახელი გაგვანდო და ამიტომ სახელ ქრისტეს ღმერთის განდობილ სახელად ვთვლით.
შრილა პრაპჰუპადა: სინამდვილეში, განსხვავება არ არსებობს – კრშნა თუ ქრისტე, სახელი ერთია. მთავარია, ვედური წმინდა წერილების მითითებებს მივყვეთ, რომლებიც ამ ეპოქაში ღმერთის წმინდა სახელის გალობას გვირჩევს. ყველაზე ადვილი გზა მაჰა მანტრას გალობაა: ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. რამა და კრშნა ღმერთის სახელებია, ჰარე კი ღმერთის ენერგია. ასე რომ მაჰა-მანტრის გალობისას მივმართავთ ღმერთს მის ენერგიასთან ერთად. ეს ენერგია ორი სახისაა – სულიერი და მატერიალური. ამჟამად ჩვენ მატერიალური ენერგიეს კლანჭებში ვიმყოფებით. ამიტომ ვევედრებით კრშნას, მიიღოს მოწყალება – მატერიალური ენერგიეს სამსახურიდან გაგვანთავისუფლოს და სულიერი ენერგიეს სამსახურში მიგვიღოს.ესაა მთელი ჩვენი ფილოსოფია. ჰარე კრშნა ნიშნავს: “ო ღმერთის ენერგიავ, ღმერთო [კრშნა] გევედრები, შენს სამსახურში მამყოფე”. მსახურება ჩვენი ბუნებაა. როგორღაც მატერიალური საგნების სამსახურში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ეს სამსახური სულიერი ენერგიეს სამსახურად გარდაიქმნება, ჩვენი სიცოცხლე სრულყოფილებას მიაღწევს. ბჰაკტი-იოგას პრაქტიკა [ღმერთის სასიყვარულო სამსახური] გულისხმობს განთავისუფლებას ისეთი დასახელებებისაგან, როგორიცაა “ინდუისტი”, “მუსულმანი”, “ქრისტიანი” და უბრალოდ ღმერთის მსახურებას. ქრისტიანული, ინდუისტური, და მუსულმანური რელიგიები ჩვენი შექმნილია, მაგრამ როდესაც მივაღწევთ რელიგიას დასახელებების გარეშე, რომლის დროსაც არ ვიფიქრებთ, რომ ვართ ინდუისტები, ქრისტიანები ან მუსულმანები, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ წმინდა რელიგიაზე, ანუ ბჰაკტიზე.
მამა ემანუელი: მუკტი?
შრილა პრაპჰუპადა: არა, ბჰაკტი. ბჰაკტიზე საუბრისას მუკტისაც [მატერიალური უბედურებებისგან განთავისუფლებასაც] ვგულისხმობთ. ბჰაკტის გარეშე მუკტი არ არსებობს, მაგრამ ბჰაკტის საფეხურზე მოქმედებაში მუკტიც შედის. ამას “ბჰაგავატ-გიტადან” [14.26] ვიგებთ:
“ის, ვინც ნებისმიერ ვითარებაში, უცვლელად, სრული ერთგულებით მემსახურება მე, უმალ გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს და ასე მიაღწევს ბრაჰმანის დონეს.”
მამა ემანუელი: ბრაჰმანი კრშნაა?
შრილა პრაპჰუპადა: კრშნა პარაბრაჰმანია. ბრაჰმანი შეიცნობა სამ ასპექტში: როგორც უპიროვნო ბრაჰმანი, როგორც ლოკალიზებული პარამატმა და როგორც პიროვნული ბრაჰმანი. კრშნა პიროვნებაა, უზენაესი ბრაჰმანია, რამეთუ ღმერთი საბოლოო ჯამში პიროვნება გახლავთ. ეს დამტკიცებულია “შრიმატ-ბჰაგავატამში” [1.2.11]:
“სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს”. უფალს სრულყოფილად გააჩნია ექვსივე სიდიადე: იგია უძლიერესი, უმდიდრესი, ულამაზესი, ყველაზე სახელოვანი, ყველაზე ბრძენი და ყველაზე განდგომილი.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვინაიდან ღმერთი აბსოლუტურია, მისი სახელი, ფორმა და თვისებებიც აბსოლუტურია და მისგან არ განსხვავდება. ამიტომ ღმერთის წმინდა სახელის გალობა მასთან უშუალო ურთიერთობას ნიშნავს. ღმერთთან ურთიერთობით პიროვნება ღვთაებრივ თვისებებს იძენს და სრული განწმენდის შემდეგ უზენაესი უფლის თანამგზავრი ხდება.
მამა ემანუელი: მაგრამ ჩვენ ღმერთის სახელის გაგების შეზღუდული უნარი გვაქვს.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, ჩვენ შეზღუდულები ვართ, ღმერთი კი უსაზღვროა. და იმის გამო, რომ იგი უსაზღვროა, ანუ აბსოლუტურია, ურიცხვი სახელი აქვს, რომელთაგან ყოველი ღმერთია. უფლის სახელის გაგება იმდენად შეგვიძლია, რამდენადაც ჩვენი სულიერი გაგების უნარია განვითარებული.
მამა ემანუელი: ნება მომეცით, გკითხოთ: ჩვენ, ქრისტიანებიც ვქადაგებთ ღმერთის სიყვარულს, ღმერთის სიყვარულის გაგებას და მთელი სულითა და გუილტ მის მსახურებას ვცდილობთ. მაშ, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვენს მოძრაობას შორის? რაღად გზავნით თქვენს მოწაფეებს დასავლეთის ქვეყნებში ღმერთის სიყვარულის საქადაგოდ, მაშინ როცა იესო ქრისტეს სახარება იგივე ეპისტოლეს გვამცნობს?
შრილა პრაპჰუპადა: პრობლემა ის გახლავთ, რომ ქრისტიანები არ მიჰყვებიან ღმერთის მცნებებს. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: დიახ, მეტწილად მართალი ბრძანდებით.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ რას ნიშნავს ქრისტიანთა ღმერთის სიყვარული? თუ არ ასრულებთ ღმერთის მცნებებს, სადღაა თქვენი სიყვარული? ამიტომ ჩვენ მოვედით, რათა გასწავლოთ, რას ნიშნავს ღმერთის სიყვარული: თუ გიყვართ იგი, მის ბრძანებებსაც ვერ გაუწევთ წინააღმდეგობას. და თუ არ ემორჩილებით, თქვენი სიყვარული ჭეშმარიტი არაა.
მთელ მსოფლიოში ადამიანებს ღმერთის ნაცვლად საკუთარი ძაღლები უყვართ. ამიტომ კრშნას ცნობიერების მოძრაობა იმისთვისაა საჭირო, რომ ხალხს ასწავლოს, როგორ გამოიღვიძოს ღმერთისადმი მივიწყებული სიყვარული. დამნაშავენი არიან არა მარტო ქრისტიანები, არამედ ინდუისტებიც, მუსულმანებიც და სხვებიც. მათ მოირგეს სახელწოდებები “ქრისტიანები”, “ინდუისტები” თუ “მუსულმანები”, მაგრამ ღმერთს არ ემორჩილებიან. ესაა მათი პრობლემა.
სტუმარი: ხომ ვერ მეტყვით, რაში გამოიხატება ქრისტიანთა დაუმორჩილებლობა?
შრილა პრაპჰუპადა: პირველი ის გახლავთ, რომ სასაკლაოების არსებობით ისინი უგულვებელყოფენ მცნებას “არა კლა”. მეთანხმებით, რომ ეს მცნება დარღვეულია?
მამა ემანუელი: პირადად მე გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: კეთილი. მაშასადამე, თუ ქრისტიანებს ღმერთის სიყვარული სურთ, ცხოველთა ხოცვა უნდა შეწყვიტონ.
მამა ემანუელი: განა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არაა, რომ…
შრილა პრაპჰუპადა: ერთი რამეც რომ გამოვტოვოთ, გამოთვლაში შეცდომას დავუშვებთ. რაც არ უნდა მიუმატოთ ან გამოაკლოთ, შეცდომა უკვე დაშვებულია.ამის შემდეგ ყველაფერი მცდარი იქნება. უფლება არა გვაქვს წმინდა წერილის მხოლოდ ის ნაწილი მივიღოთ, რომელიც ჩვენ მოგვწონს, უარვყოთ ის, რომელიც არ მოგვწონს, და მაინც შედეგს მოველოდეთ. მაგალითად ქათამი კვერცხს უკანა ნაწილით დებს და ნისკარტით ჭამს. გლეხმა შეიძლება იფიქროს: “ქათმის წინა ნაწილი ძალიან ძვირი ჯდება, ვინაიდან მისი გამოკვება მიწევს. ჯობია მოვაჭრა.” მაგრამ უთავოდ აღარც კვერცხი იქნება, ვინაიდან სხეული მოკვდება. მსგავსად ამისა, თუ წმინდა წერილების რთულ ნაწილს ვუარყოფთ და დავემორჩილებით იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ მოგვწონს, ასეთი ინტერპრეტაცია ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევს. წმინდა წერილის ყველა მითითება იმ სახით უნდა მივიღოთ, რომლითაც ისინი მოცემულია, და არა მხოლოდ მათი ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაწყობს. თუ არ დავიცავთ პირველ მცნებას “არა კლა”, მაშინ სადღა იქნება ღმერთის სიყვარული?
სტუმარი: ქრისტიანებს ეს მცნება ადამიანების მიმართ ესმით და არა ცხოველების მიმართ.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ, გამოდის, რომ ქრისტე გონიერი არ ყოფილა, რომ სწორი სიტყვა ეხმარა: მკვლელობა. არსებობს მოკვლა და არსებობს მკვლელობა. მკვლელობა ეხება ადამიანებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქრისტეს გონიერება აკლდა იმისთვის, რომ მკვლელობის ნაცვლად, სწორი სიტყვა – მოკვლა გამოეყენებინა? მოკვლა ნიშნავს ნებისმიერიუ სახეობის, განსაკუთრებით კი ცხოველთა მოკვლას. იესოს რომ მხოლოდ ადამიანთა ხოცვა ჰქონოდა მხედველობაში, გამოიყენებდა სიტყვას მკვლელობა.
მამა ემანუელი: მაგრამ ძველ აღქმაში მცნება “არა კლა” ნამდვილად მკვლელობას ეხება. როდესაც იესომ თქვა: “არა კლა”, ამ მცნებაში გულისხმობდა იმას, რომ ადამიანმა არა მარტო სხვა ადამიანების ხოცვისგან უნდა შეიკავოს თავი, არამედ სიყვარულით უნდა მოეპყრას მათ. იგი არაფერს ამბობდა ადამიანის სხვა ცოცხალ არსებებთან ურთიერთობაზე, იგი მხოლოდ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საუბრობდა. როდესაც მან თქვა: “არა კლა”, ამას მენთალური და ემოციური გაგებითაც გულისხმობდა – არავინ უნდა შეურაცხყო, სხვას არაფერი დაუშავო, სხვას ცუდად არ მოექცე და ა.შ.
შრილა პრაპჰუპადა: ჩვენ გვაინტერესებს არა ესა თუ ის აღთქმა, არამედ მცნებებში გამოყენებული სიტყვები. თუ ამ სიტყვების ინტერპრეტაცია გსურთ, ეს სხვა საქმეა. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობა გვესმის. “არა კლა” ნიშნავს: “ქრისტიანებმა არ უნდა მოკლან”. თქვენ შეიძლება მრავალი განმარტება მოუნახოთ ამას თქვენი დღევანდელი მოქმედების გასამართლებლად, მაგრამ ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. განმარტება საჭიროა მაშინ, როცა საგნების მნიშვნელობა გაურკვეველია. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. “არა კლა” ნათელი მითითებაა. რა საჭიროა მისი განმარტება?
მამა ემანუელი: განა მცენარეების ჭამაც მკვლელობა არაა?
შრილა პრაპჰუპადა: ვაიშნავური ფილოსოფია გვასწავლის, რომ თუ ამის საჭიროება არ არსებობს, მცენარეებიც კი არ უნდა მოვკლათ. “ბჰაგავატ-გიტაში”
(9.26) კრშნა ამბობს:
“თუ ვინმე სიყვარულითა და ერთგულებით შემომთავაზებს ფოთოლს, ყვავილს, ნაყოფს ან მცირეოდენბ წყალს, მე მივიღებ მას.” ჩვენ კრშნას მხოლოდ იმ საკვებს ვთავაზობთY, რომელსაც იგი მოითხოვს და შემდეგ ნარჩენებს მივირთმევთ. კრშნასათვის ვეგეტარიანული საკვების შეთავაზება ცოდვა რომ იყოს, ეს კრშნას ცოდვა იქნებოდა და არა ჩვენი. მაგრამ ღმერთი არის აპაპავიდდჰა – ცოდვილიანი შედეგები არ ეხება მას. იგი ჰგავს მზეს, რომელიც იმდენად ძლევამოსილია, რომ შარდის განწმენდაც კი შეუძლია. მსგავსი რამ ჩვეს ძალებს აღემატება. კრშნა მეფესა ჰგავს, რომელმაც შეიძლება მკვლელის ჩამოხრჩობა ბრძანოს, მაგრამ თავად სასჯელს არ ექვემდებარება, ვინაიდან მეტად ძლევამოსილია. უფლისთვის შეთავაზებული საკვების ჭამა ჰგავს ჯარისკაცის მიერ ომში ხალხის ხოცვას. მორჩილი ჯარისკაცი, რომელიც მეთაურის ბრძანებით კლავს მტერს, ჯილდოს ღებულობს. მაგრამ თუ იგივე ჯარისკაცი თვითნებურად კლავს, იგი დაისჯება. მსგავსად ამისა, როდესაც მხოლოდ პრასადს [კრშნასთვის შეთავაზებული საკვების ნარჩენებს] მივირთმევთ, აღარ ვცოდავთ. ეს დადასტურებულია “ბჰაგავატ-გიტაში” (3.13):
“უფლის ერთგულებს მოხსნილი აქვთ ყოველგვარი ცოდვის სიმძიმე, რამეთუ მსხვერპლად გაღებული საჭმლით იკვებებიან. სხვები, ვინც საკვებს საკუთარ გრძნობათა დასაკმაყოფილებლად ამზადებენ, სინამდვილეში ცოდვას მიირთმევენ მხოლოდ.”
მამა ემანუელი: შეუძლია თუ არა კრშნას ცხოველთა ჭამის ნება დართოს?
შრილა პრაპჰუპადა: შეუძლია, ცხოველთა სამეფოში. მაგრამ ცივილიზებული ადამიანის, მორწმუნე ადამიანის დანიშნულება არ არის ცხოველთა ხოცვა და ჭამა. თუ ცხოველთა ხოცვას შეწყვეტთ და ქრისტეს წმინდა სახელს იგალობებთ, ყველაფერი სრულყოფილად მოგვარდება. მე თქვენს სასწავლებლად არ მოვსულვარ, არამედ იმისთვის მოვედი, რომ ღმერთის სახელის გალობა გთხოვოთ. ბიბლიაც ამასვე მოითხოვს თქვენგან. მაშ, მოდით, სასიკეთოდ ვითანამშრომლოთ და ვიგალობოთ, და თუ კრშნას სახელის გალობის მოწინააღმდეგენი ხართ, მაშინ “ქრისტოს” ან “კრშტა” იგალობეთ – რა განსხვავებაა. შრი ჩაიტანიამ თქვა: “ღმერთს უამრავი სახელი მილიონობით სახელი აქვს და ვინაიდან არ არსებობს განსხვავება ღმერთის სახელსა და თავად ღმერთს შორის, ყოველი ეს სახელი იგივე ძალას ფლობს, რასაც ღმერთი”. ამიტომ მაშინაც კი, თუ მიიწერთ ისეთ დასახელებებს, როგორიცაა “ინდუისტი”, “ქრისტიანი” ან მუსულმანი”, მაგრამ ამასთან ერთად უბრალოდ გალობთ თქვენს წმინდა წერილებში მოხსენიებულ ღმერთის სახელს, სულიერ საფეხურს მიაღწევთ. ადამიანის სიცოცხლის დანიშნულებას თვითრეალიზაცია – ღმერთის სიყვარულის სწავლა წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს ადამიანის ჭეშმარიტი მშვენიერება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ასრულებთ ამ მოვალეობას – როგორც ინდუისტი, ქრისტიანი თუ მუსულმანი – მთავარია, შეასრულოთ!
მამა ემანუელი: გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: [მიუთითებს 108 სამედიტაციო მძივისგან შემდგარ კრიალოსანზე] ჩვენ ყოველთვის თან დაგვაქვს ეს მძივები, როგორც თქვენ კრიალოსანი. თქვენ გალობთ, მაგრამ რატომ სხვა ქრისტიანები არ გალობენ? რისთვის უშვებენ ხელიდან ადამიანად ყოფნის ამ შესაძლებლობას? კატებსა და ძაღლებს არ შეუძლიათ გალობა, ჩვენ კი შეგვიძლია, ვინაიდან ადამიანის ენა გვაქვს. ღმერთის წმინდა სახელების გალობით არაფერს დავკარგავთ, პირიქით, ძალიან ბევრს მოვიგებთ. ჩემი მოწაფეები გამუდმებით გალობენ ჰარე კრშნას. მათაც შეეძლოთ კინოში სიარული ან მრავალი რამის კეთება, მაგრამ ყველაფერი მიატოვეს. ისინი არ ჭამენ არც თევზს, არც ხორცს და არც კვერცხს, არ ღებულობენ ნარკოტიკებს, არ სვამენ, არ ეწევიან, არ მონაწილეობენ აზარტულ თამაშებში, არ ერევიან სპეკულაციებში და არა აქვთ უკანონო სქესობრივი კავშირები. ისინი ღმერთის წმინდა სახელს გალობენ. თუ ჩვენთან თანამშრომლობა გსურთ, მაშინ წადით ეკლესიებში და იგალობეთ “ქრისტე”, “კრშტა” ან “კრშნა”. გაქვთ თუ არა რაიმე საწინააღმდეგო?
მამა ემანუელი: არაფერი. ჩემი მხრიდან სიხარულით შემოგიერთდებით.
შრილა პრაპჰუპადა: არა, ჩვენ გესაუბრებით როგორც ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელს. იმის ნაცვლად, რომ ეკლესიები დაკეტილი გქონდეთ, რატომ ჩვენ არ გვაძლევთ მათ? იქ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიგალობებდით ღმერთის წმინდა სახელს. ჩვენ მრავალგან შევისყიდეთ ეკლესიები, რომლებიც ფაქტიურად დაკეტილი იყო, ვინაიდან იქ არავინ დადიოდა. ლონდონში ასობით დაკეტილი ან მიწიერი მიზნებისთვის გამოყენებული ეკლესია ვნახე. ერთ-ერთი ასეთი ეკლესია ლოს-ანჯელესში შევიძინეთ. იგი გაყიდეს, რადგან ცარიელი იყო, მაგრამ თუ დღეს იმავე ეკლესიას ესტუმრებით, ათასობით კაცს ნახავთ. ნებისმიერი გონიერი კაცი ხუთ წუთში მიხვდება, ვინ არის ღმერთი; ამისათვის ხუთი საათიც არ არის საჭირო.
მამა ემანუელი: მესმის.
შრილა პრაპჰუპადა: მაგრამ ხალხს არ ესმის. მათი ავადმყოფობა ისაა, რომ გაგებაც არ უნდათ.
სტუმარი: ჩემი აზრით, ღმერთის გაგება გონების კი არა, თავმდაბლობის საქმეა.
შრილა პრაპჰუპადა: თავმდაბლობა გონიერებას ნიშნავს. თავმდაბალი და მოკრძალებული აღწევს ღმერთის სამეფოს. ეს ბიბლიაშია ნათქვამი, არა? მაგრამ არამზადათა ფილოსოფია ის გახლავთ, რომ ყველა ღმერთია და ეს იდეა დღეს პოპულარული ხდება. ამიტომ არავინაა თავმდაბალი და მოკრძალებული. თუ ყველა იმას ფიქრობს, რომ ღმერთია, რაღა თავმდაბლობასა და მოკრძალებაზეა ლაპარაკი? ამიტომ ჩემს მოწაფეებს ვასწავლი, როგორ გახდნენ თავმდაბალნი და მოკრძალებულნი. ისინი ყოველთვის მოწიწებით ხრიან თავს ტაძარში და თავიანთი სულიერი მოძღვრის წინაშე, და ამ გზით წინ მიიწევენ. თავმდაბლობას და მოკრძალებულობას ძალზე სწრაფად მიჰყავს სულიერ რეალიზაციამდე. ვედურ წმინდა წერილებში ნათქვამია: “მათ, ვისაც ღმერთის და სულიერი მოძღვრის – უფლის წარმომადგენლის – მტკიცე რწმენა აქვს, ვედური წმინდა წერილების მნიშვნელობა ენდობათ”.
მამა ემანუელი: მაგრამ ეს თავმდაბლობა სხვათა მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ?
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, მაგრამ არსებობს ორი სახის პატივისცემა: განსაკუთრებული და ჩვეულებრივი. შრი კრშნა ჩაიტანია გვასწავლიდა, რომ პატივისცემას სხვებისგან არ უნდა მოველოდეთ, ყოველთვის სხვას უნდა მივაგოთ პატივი, რაც არ უნდა უპატივცემულოდ იყოს იგი ჩვენდამი განწყობილი. მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა ღმერთისა და მისი წმინდა ერთგულის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვფიქრობ ქრისტიანმა მღვდლებმა კრშნას ცნობიერების მოძრაობასთან უნდა ითანამშრომლონ. მათ ქრისტეს, ანუ ქრისტოსის სახელი უნდა იგალობონ და შეწყვიტონ ცხოველთა მკვლელობისათვის ცოდვათა მიტევება. ეს სრულიად შეესაბამება ბიბლიის სწავლებას; ეს ჩემი ფილოსოფია არ გახლავთ. სათანადოდ იმოქმედეთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება ვითარება მსოფლიოში.
მამა ემანუელი: დიდ მადლობას მოგახსენებთ.
შრილა პრაპჰუპადა: ჰარე კრშნა.
bella_trix
Oct 8 2011, 09:46 PM
ეს წაიკიტხოს ყველამ!!! 
)))
დაახლოებით 60 წლის ქალი და კაცი თავიანთი შეუღლების 35-ე წლისთავს აღნიშნავდა პატარა, რომანტიკულ რესტორანში. უცებ სად იყო და სად არა პატარა ფერია გაჩნდა მათ მაგიდაზე და თქვა: რადგანაც ასე სიამტკბილობით გიცხოვრიათ და გაგიტარებიათ ეს წლები, მე თქვენ თითო სურვილით დაგაჯილდოვებთო. გახარებულმა ცოლმა მაშინვე წამოიყვირა: ოჰ, მე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მინდა ჩემს საყვარელ ქმართან ერთად. ფერიამ მაშინვე დასჭყივლა აბრაკადაბრა და 2ბილეთი გააჩინა, რომელიც ქალს გადასცა. მეორე სურვილის თქმის ჯერი ქმარზე მიდგა. ის ცოტა ხნით ჩაფიქრდა და თქვა: ეს ყველაფერი ძალიან კარგი, რომანტიკულია, მშვენიერია, მაგრამ ასეთ შანსი კაცს ერთხელ თუ მიეცემა, ასე რომ მაპატიე საყვარელო, მაგრამ მე მსურს ჩემზე 30 წლით პატარა ცოლი მყავდეს. ცოლიც და ფერიაც რა თქმა უნდა იმედგაცრუებულნი დარჩნენ, მაგრამ სურვილი სურვილი იყო.. ფერიამ აიქნია ჯოხი, თქვა აბრაკადაბრა და კაცი 92 წლის გახდა. მორალი: კაცები შესაძლოა უმადური იდიოტები არიან, მაგრამ სამაგიეროდ ფერიები არიან … ქალები

)
iirkola chi
Oct 10 2011, 12:26 AM
ყველა კაცი ერთნაირია?
bella_trix
Oct 10 2011, 12:35 AM
iirkola chiცხვირი გავს? გავს, პირი გავს? გავს... გავს? გავს

))))))))) კი ყველა ერთნაიარია )))
ჭილაძის ლექსი გამახსენდა დღეს, ფიქფიტები ერქვა მგონია "ეშაფოტზე". ბრრრ.. მბურძგავს, როგორ ღღმად გრძნობდა რომ ასე დაეწერა
S.A.L.O.M.I.K.A.
Oct 31 2011, 09:02 AM
Gerontion
by T. S. Eliot
Thou hast nor youth nor age
But as it were an after dinner sleep
Dreaming of both.
HERE I am, an old man in a dry month,
Being read to by a boy, waiting for rain.
I was neither at the hot gates
Nor fought in the warm rain
Nor knee deep in the salt marsh, heaving a cutlass,
Bitten by flies, fought.
My house is a decayed house,
And the jew squats on the window sill, the owner,
Spawned in some estaminet of Antwerp,
Blistered in Brussels, patched and peeled in London.
The goat coughs at night in the field overhead;
Rocks, moss, stonecrop, iron, merds.
The woman keeps the kitchen, makes tea,
Sneezes at evening, poking the peevish gutter.
I an old man,
A dull head among windy spaces.
Signs are taken for wonders. “We would see a sign!”
The word within a word, unable to speak a word,
Swaddled with darkness. In the juvescence of the year
Came Christ the tiger
In depraved May, dogwood and chestnut, flowering judas,
To be eaten, to be divided, to be drunk
Among whispers; by Mr. Silvero
With caressing hands, at Limoges
Who walked all night in the next room;
By Hakagawa, bowing among the Titians;
By Madame de Tornquist, in the dark room
Shifting the candles; Fräulein von Kulp
Who turned in the hall, one hand on the door. Vacant shuttles
Weave the wind. I have no ghosts,
An old man in a draughty house
Under a windy knob.
After such knowledge, what forgiveness? Think now
History has many cunning passages, contrived corridors
And issues, deceives with whispering ambitions,
Guides us by vanities. Think now
She gives when our attention is distracted
And what she gives, gives with such supple confusions
That the giving famishes the craving. Gives too late
What’s not believed in, or if still believed,
In memory only, reconsidered passion. Gives too soon
Into weak hands, what’s thought can be dispensed with
Till the refusal propagates a fear. Think
Neither fear nor courage saves us. Unnatural vices
Are fathered by our heroism. Virtues
Are forced upon us by our impudent crimes.
These tears are shaken from the wrath-bearing tree.
The tiger springs in the new year. Us he devours. Think at last
We have not reached conclusion, when I
Stiffen in a rented house. Think at last
I have not made this show purposelessly
And it is not by any concitation
Of the backward devils
I would meet you upon this honestly.
I that was near your heart was removed therefrom
To lose beauty in terror, terror in inquisition.
I have lost my passion: why should I need to keep it
Since what is kept must be adulterated?
I have lost my sight, smell, hearing, taste and touch:
How should I use them for your closer contact?
These with a thousand small deliberations
Protract the profit of their chilled delirium,
Excite the membrane, when the sense has cooled,
With pungent sauces, multiply variety
In a wilderness of mirrors. What will the spider do,
Suspend its operations, will the weevil
Delay? De Bailhache, Fresca, Mrs. Cammel, whirled
Beyond the circuit of the shuddering Bear
In fractured atoms. Gull against the wind, in the windy straits
Of Belle Isle, or running on the Horn,
White feathers in the snow, the Gulf claims,
And an old man driven by the Trades
To a sleepy corner.
Tenants of the house,
Thoughts of a dry brain in a dry season.
bella_trix
Oct 31 2011, 03:09 PM
დღეს პირველად გავგზავნე კონკურსზე რაღაც. ხო და მინდა იდოს აქაც..

წავშლი ფაილს მერე ვიცი, სადმე შეინახოს ინეტრნეტ სამყარომ :დ რა იცი რა ხდება.
მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში;
ვინ ხარ შენ და რატომ კითხულობ ესსეს? შენ ხარ ჟიურის წევრი და უნდა შეაფასო ნაშრომი, შენ ხარ მეგობარი და უბრალოდ ასრულებ თხოვნას, შენ ხარ დედა, შენ ხარ მამა, ძმა, შენ ხარ შეყვარებული, შენ ხარ მტერი და გაინტერესებს რა დავწერე რომ ჩემი სისუტეები აღმოაჩინო, შენ ხარ ჩემი ლექტორი, შენ ხარ რიგითი უცნობ ადამიანი კომპიუტერთან რომელიც დროს კლავს. ვინც არ უნდა იყო შენ, გაქვს მოტივაცია, როცა ამას კითხულობ. გინდა გაიგო ახალი, გინდა შეამოწმო, გინდა შეაფასო. ყველა ჩვენს საქციელს ამ მარტივი ქმედებიდან დაწყებული აქვს თავისი მოტივაცია. თუმცა ჩვენ ზოგჯერ ამას ვერ ვაანალიზებთ,სიანმდვილეში კი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდიარე ქვეცნობიერს აქვს ჩამოყალიბებული სურვილები და მოთხოვნილებები და მათ მიხედვით ჩაგვადენინებს ამა თუ იმ საქციელს. მაგრამ რით განსხვავდება სხვადასხვა ადამიანების მოტივაციები ერთმანეთისგან? რით განსხვავდებოდა ლეონარდო და ვინჩის მოტივაცია როდესაც ის მონა ლიზას ხატავდა, მისი თანამედროვე მხატვრის მოტივაციისგან, რომელიც ბევრი ქალი დახატა მაგრამ არცერთი იყო "მონა ლიზა". სისულელა იმის თქმა რომ დავინჩის ღმერთმა უბოძა ნიჭი და ის ერთი ხელის მოსმით აკეთებდა ყველაფერს, ბევრს ქონია ნიჭი, მაგრამ მხოლოდ ნიჭით ვერავინ შექმნის შედევრს. უნდა დიდი შრომა, ბევრი მუშაობა, ხელის გავარჯიშება, სწორი ფერების შეხამება, სწორი ფუნჯების პოვნა და მრავალი, მრავალი რამ რომ მხატვარმა მიიღოს შედეგი. რა ქონდა დავინჩის? მოტივაცია, დიდი მოტვაცია, ის დაუღალავად შრომობდა, ხატავდა, ხაზავდა, წერდა, რადგან მას ქონდა მიზნები და იცოდა რომ უნდა მიეღწია. ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, ადამიანს შეუძლია ყველაფერი, მან ხომ ფრენაც შეძლო, ადამიანი ხომ მთავრეზე გაფრინდა. არაა საჭირო მსოფლიო ისტრიის გახსენება და იმ დიდი ადამიანების ვინც რაღაც გააკეთეს. უბრალოდ ოდნავ წელში გასწორდით და შეხედეთ რა არის თქვენ წინ? ეს არის კომპიტერი! თქვენს უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ ხდება რომ ჩემს დაწერილ ესსეს კითხულობთ. ჩემი კლავიატურაზე თითების წკაპუნის წყალობით ის აღმოჩნდა ჯერ word_ში, შემდეგ გაგეგზავნა საიტს, სადაც იყო კონკურსი გამოცხადებუილი, ახლა კი თქვენ კითხულობთ. როგორ? ეს შექმნა ადამიანმა, ეს მაქინაცია შექმნა ბევრმა ადამიანმა, წლების განმავლობაში იხვეწებოდა მანქანები, იყო ჩავარდნები, იყო ახალი აღმოჩენები ფიზიკასა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროებში და ბოლოს მივიღეთ შედეგი, ის რასაც თქვენს წინ ხედავთ. რამ აიძულა ეს ადამიანები რომ ესწავლათ, ეშრომათ და მიეღოთ მსგავსი შედეგი. მათ ქონდათ ყველას მოტივაცია. ფული, რაღაცის შექმნა, თვიტრეალიზაცია და ა.შ.
"ადამიანი ადამიანის მოტივაციაა" ვამბობ მე და მახსენდება ნოდარ დუმბაძის სიტყვები. რას გვასწავლის ბიბლია? რას გვასწავლიან სხვადსხვა რელიგიები, გვასწავლიან გიყვარდეთ ერთურთი, ისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, ისწრაფოდეთ ცხონებისკენ, რადგან ხართ შექმნილი სახად და ხატად ღმერთის. ბუდისზმის მიხედვით ადამიანმა უნდა განვლოს ბევრი ცხოვრება რომ მიაღწიოს იმ სულიერ თუ გონებრივ მდგომარეობას რისთვისაცაა გაჩენილი. და რა არის ეს ყველაფერი? სიყვარული არის მოტივაცია, სიცოცხლე არის მოტივაცია, მეგობარი არის მოტივაცია. მთავარია ადამიანმა დაისახოს მიზანი და მისთვის ყველაფერი გააკეთოს, ის აუცილებლად მიაღწევს ამას. მხოლოდ ამისთვისაა საჭირო კარგი გეგმა, დროის მოზომვა და დაუღალავი შრომა. „შრომამ შექმნა ადამიანი!“ და არა ჭამამ, სმამ, და საჭმლის მონელებამ. შრომამ შექმნა თქვენი სახლი, თქვენი ტანსაცმელი, თქვენი სამყარო! ამ ადამიანებს ქონდათ დიდი მოტივაცია, ამდენი რამის გაკეთება გონებამოდუნებულ და ზარმაც ადამიანს არ შეუძლია. ამიტომ ვიყოთ მოტივირებულები, დავეხმაროთ ჩვენს თავს, ჩვენს მეგობრებს და ცხოვრება გავხადოთ უკეთესი.
ჩემი მოტივაცია ამ ესსეს წერისას იყო, ის რომ მკითხველთათვის გამეზიარებინა ჩემი აზრი და ენთუზიაზმი, ჩემი მიზანია ყველამ, ამის წაკითხვის შემდეგ რაღაც ცოტა შეცვალოს, მეტის კეთების სტიმული მიეცეს. ასევე მოტივაცია იყო რათქმაუნდა ფულადი ჯილდოც.
ბოლოს კი მოვიყვანონ ყველასთვის ცნობილი დიდი ადამიანის ციტატებს, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. მის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ.
„მხოლოდ მიზნის არსებობას მოაქვს სიცოცხლისთვის აზრი და კმაყოფილება. ეს ხელს უწყობს არა მარტო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, არამედ გაძლევთ თქვენ ცოტაოდენ ოპტიმიზმს ძნელბედობის დროს“
„იმის ფიქრი, რომ მალე მოვკვდები- ყველაზე მთავარი იარაღია, რომელიც მეხმარება ჩემს ცხოვრებაში რთული გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან სხვა ყველაფერი – სხვისი აზრი, ეს სიამაყე, სირცხვილისა და წარუმატებლობის შიში – ეს ყველაფერი უძლურია სიკვდილთან შედარებით და ტოვებს მხოლოდ მართლაც მნიშვნელოვანს. სიკვდილის ხსოვნა – საუკეთესო ხერხია გაექცე იმ აზრს, რომ თქვენ გაქვთ დასაკარგი. თქვენ უკვე შიშველი ხართ. თქვენ აღარ გაქვთ მიზეზი ყური არ დაუგდოთ გულის ძახილს“
„იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი სასაფლაოზე არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ძილის წინ საკუთარ თავს უთხრა, რომ გააკეთე რაღაც მშვენიერი – აი რა არის მართლაც მნიშვნელოვანი“
bella_trix
Nov 8 2011, 11:47 PM
ანუ, კონკურსს რომ მოვკრავ თვლას ყველგა მივიღებ მონაწილეობას..

დღეს ვნახე კიდევ ერთი ლეგენდარული პოეტი და არტისტი, ტახტზე იჯდა ქალებში დ რაღცნაირად ცქმუტავდა. მეთქი მივიდე ვუთხრა რამმეეე.. გავხედე გამოხედა, მარა მერე მივხდი რო აზრი არ ქონდა. მამარდაშვილი ლიტერატურაში არ ითვლლება.. მმ. 'ღვთაებრივი კომედია" მინდა და იქნებ მათხოვოს ვინმემ.. რამდენი ხანია პოეზია არ მისუნია.
bella_trix
Nov 12 2011, 12:43 AM
პაოლო იაშვილი
პოეზია
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.
რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.
1926

)))))))))))))))))))) ეხლა რომ მე ეს ლექსი გამახსენდა ყველა სიტყვით შევიგღძენი ასე არასდროს ყოფილა... რა უნდა ქნას ასეთ დროს ადამინმა ისიცდაეწერა ამ დალოცვილს..
freddie krueger
Nov 12 2011, 04:49 PM
ციტატა(bella_trix @ Nov 12 2011, 12:43 AM)

პაოლო იაშვილი
ყველაზე ქართული პოეტია მათ შორის. ვისი ნაწერებიც წამიკითხავს (რუსტთველს პოეტად არ ვთვლი)... გოგლასა და ვაჟაზე უფრო ქართულია.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთი ღამის
ნეტარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელი პირის
მოკარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი დასჯის
ქაჯად გადაგვარებით.
bella_trix
Nov 13 2011, 01:03 AM
freddie kruegerწამო თაი ძი-ზე იარე ჩემთან ერთად. სულ ინტელექტკლუბი და ლიტერატურა მოსაწყენია

)))
N!ncho
Nov 16 2011, 06:33 PM
სერ!...
სერ, აქ ეგზოტიკით
დასანაყრებლად რომ ჩამოსულხარ,
პრეისტორიულ ექსპონატად
აღმიქვა, რომ გსურს, წამომყევი, _
ზღვა მოლიცლიცე მეწამულ ცის ქვეშ
წუხელ ტიროდა, ცრემლისფერი
რომ შეერია.
ის რუსის ხიშტიც, ჩემი ძმის სისხლში,
აქვე დარჩა,
ზედაზნის კართან, ქსნის ხეობაში
თუ დარიალის შემოსასვლელთან.
სერ, აიხედე ზემოთ,
ქსანზე როგორ ტირის ღრუბელი.
მაინდამაინც ძირს ნუ დაიხედავ,
_ „ხინკალი სუპპერ!” _ შექება ხურდად.
დუქნის გემოთი ნუ შეხედავ
ალაზნის ველებს,
ნურც ცას გომბორის.
სერ, ეს სამყარო ჩემ გარეშე არაა სრული,
ამ დოქში ღვივის წვენი ვაზის _ სული იესო,
ისევ მყინვარწვერს წამომდგარი მსურს გენი ჩემი
და ამისათვის ნუ დამზრახავ მე, კადნიერსო.
სერ, ყველაფერი თამაშია ჭრელ წუთისოფლად,
მაგრამ სხვას ამბობს სხალთის კართან სოფლის ზარები,
სერ, ეს სამყარო ერთი სუნთქვა, ერთი სახლია,
შენც დაგაჩდება, თუ ჩემს კედელს ადევს ბზარები,..
სერ, ამ მიწიდან მე გაქრობა არ მიწერია...
დავით შემოქმედელი
jumberski
Nov 17 2011, 09:08 PM
დღეს გალაქტიონის დაბადების დღეა და მისი ლექსი რო არ დავდო უზრდელობა გამომოვა
jumberski
Nov 17 2011, 09:16 PM
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!.
jumberski
Nov 17 2011, 09:17 PM
შუაზე გაყავით და ცალ–ცალკე წაიკითხეთ ორივე მხარე 2 სხვადასხვა ლექსი გამოდის.
bella_trix
Nov 18 2011, 06:43 PM
". . .თქვენს თანამედროვე შეხედულებებთან. ადამიანი ბუნების ტყვეა და სამარადჟამოდ ტყვედ დარჩება. ჩვენ ამას კარმას ვუწოდებთ. კარმა კანონია და იგი ყველგან მოქმედებს. ყველაფერი კარმითაა ზღვარდებული. `არ არსებობს გამოსავალი?~ `არა! დარჩით მონებად წლიდან წლამდე. იყავით კარგი მონები. სიტყვებზე ზემოქმედებით ჩვენ მოგიხერხებთ, რომ თქვენზე ყველაფერმა კარგად იმოქმედოს და არა ცუდად... თუ, რა თქმაუნდა კარგად გადაგვიხდით.~ ასეთი იყო მიმამსაკას იდეალი. საუკუნეებია, რაც ეს იდეალები პოპულარობას ინარჩუნებს. ადამიანთა ფართო მასები მოაზროვნე არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცდილობენ იაზროვნონ, მასები უამრავ ცრურწმენათა საშინელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. დასუსტდებიან თუ არა, დარტყმაც არ აყოვნებს და მათი სიმტკიცე ათას
ნაწილად იმსხრევა. მათი ამოქმედება მხოლოდ ტკბობის სურვილს და საცდურს ძალუძს. საკუთარ თავთან თანხმობით მოქმედებამათ არასოდეს ძალუძთ. სულ მუდამ შეშინებულები, დაშინებულები და თავზარდაცემულნი უნდა იყვნენ და სამუდამოდ თქვენი მონები იქნებიან. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა გადახდის და მორჩილებაში ყოფნისა. სხვა ყველაფერს
ქურუმი გააკეთებს. ”
ვივეკანანდა
freddie krueger
Nov 18 2011, 06:55 PM
ციტატა(jumberski @ Nov 17 2011, 09:17 PM)

შუაზე გაყავით და ცალ–ცალკე წაიკითხეთ ორივე მხარე 2 სხვადასხვა ლექსი გამოდის.
სულაც არა!
ერთადერთი ლექსი იყო ეს ლიტერატურის პროგრამაში, რომელიც ზეპირად ვიცოდი და ეგეც კლასგარეშე მქონდა წაკითხული და ზეპირად ნასწავლი...
bella_trix
Nov 22 2011, 11:06 PM
ნოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე რა ბედნიერება რომ ასრებობდნენ ასეთი ადამიანები... დღეს მივხვდი.
ameliamelia
Dec 27 2011, 08:03 PM
N.L.O[/quote]
ნინო თარხნიშვილი
იგივე ავტორისაა?
უჯასწიკებში რო ტიპშები იჩითებიან
თმაჩამოშლილები
აი წარმოვიდგენე მასეთი რო ყვება ამას.
[/quote]
დიდად არც განვსხვავდები ამ უჟასტიკებისაგან

სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს თემა და ეს ფორუმი

)
საინტერესოა, უცხოები როგორ საუბბრობენ შენზე
bella_trix
Apr 1 2012, 12:05 AM
უჩა ჩაჩხიანი და 69 - ანას
მე დავწერ ზღაპარს,
ზრაპარს ვუამბობ ქარს
ვიაც დგას და მიყურებს მთვრალს, ალბათ ბევრს უკვე ვაბეზრებ თავს.
მე ვხატავ ქალაქს
და ვხატავ ლამაზ სახლს,
ლამაზ ქალს და ბედნიერ ბავშვს
და ვიღაც სხვას და ისევ მთვრალს..
გარეთ წვიმს, ქარი ფოთლებს დაბლა ხრის
მერე რა რომ, მერე რა რომ წვიიმს?
ვხატავ ბიჭს, თვალებს ნელა ნელა ხრის
ის მოვა შენთან..
ის მოვა შენთან..
ამბავს გიამბობს ძველს,
მერე ბავშვს მოეფერება ბეევრს
და ისევ ფიქრით, მოხატავ ჭეერს.
მე ვხატავ ქალაქს,
ქუჩებს,, სახლებს და მზეეს,
ამაყ მთებს და ნაწვიმარ ტყეს
და ვიღაც სხვას, და ისევ მთვრალს
გარეთ წვიმს, ქარი ფოთლებს დაბლა ხრის
მერე რა რომ, მერე რა რომ წვიიმს?
ვხატავ ბიჭს, თვალებს ნელა ნელა ხრის
ის მოვა შენთან..
მე დავხატაავ ფერაად ღამეს და დღეს
მე დავხატავ ცაზე შენს სახეეს
მე დავხატავ ქუჩებს, სახლებს და მზეეს
მე დავხატაავ ქალაქა შენს სახეელს
მე დავხატავ ქუჩებს, სახლებს და მზეეს
მე დავხატავ ცაზე შენს სახეეს
მე დავხატავ ქუჩებს, სახლებს და მზეეს
მე დავხატავ ცაზე შენს სახეეს
მე დავხატავ ქუჩებს, სახლებს და მზეეს
მე დავხატავ ცაზე შენს სახეეს..
მე დავხატაავ ფერაად ღამეს და დღეს
მე დავხატავ ცაზე შენს სახეეს
მე დავხატავ ქუჩებს, სახლებს და მზეეს
მე დავხატაავ ქალაქა შენს სახეელს
მე დავხატაავ ფერაად ღამეს და დღეს
მე დავხატავ ცაზე შენს სახეეს
მე დავხატავ ქუჩებს, სახლებს და მზეეს
მე დავხატაავ ქალაქა შენს სახეელს..
http://www.youtube.com/watch?v=C1VqozOMMcgაქაც იყოს, როგორ ოცნებოდნენ და ქმნიდნენ მუსიკას 90_იანი წლების საქართველოში
bella_trix
Apr 1 2012, 12:25 AM
ტრიუმფალური სვლა მზისკენ
ვისახავ მიზანს და მივიწევ წინ
და ვიცი არასდროს, არ დავბრუნდები შინ
მე წავიყვან დედას და წავიყვან შვილს და დავტოვებ ყველას, ვინც ხელს მიშლის..
ვიპოვი ნაპირს და იქ ავაგებ გემს
ან ავაგებ მარხილს და გავუყვები მთებს,
მივაგნებ მწვერვალს იქ ვიპოვი ფრთებს, და მივწები იმ მზეეს
დავხედავ კლდეებს და გავხედავ ზღვებს
მე დავინახავ პირქუშ, დაბურულ ტყეს,
მე უფრო მეტად ვუახლოვდები მზეს და ერთხელ მაინც, დავინახავ ღმერთს..
მძინარე ქალაქს იქ ავუგებ ძეგლს და დავარქმევ სახელს უკუნით ბნელს.
მივყვები მაინც, ჩემს ოცნების გზეებს, მე მცხელა!
და მაინც მივწვდები მზეეს...!
მე მივწვდები მზეეეეეეეეს..!
მე მივწვდები მზეეეეეეეეს..!
მე მივწვდები მზეეეეეეეეს..
ვისახავ მიზანს და მივიწევ წინ
და ვიცი არასდროს, არ დავბრუნდები შინ
მე წავიყვან დედას და წავიყვან შვილს და დავტოვებ ყველას, ვინც ხელს მიშლის..
მე დავასვენებ ჩემს დაღლილ იმედს და გავუყვები, გზას გაუკვალავს,
ვერ ვურიგდები, ჩემს გაცრეცილ ბედს
დავიწყებ ტრიუმფალურ სვლას, მზისკეეენ..!
ვიწყებ ტრიუმფალურ სვლააას, მზისკეეენ..
ვიწყებ ტრიუმფალურ სვლააას, მზისკეეენ..
ვიწყებ ტრიუმფალურ სვლააას, მზისკეეენ..
ვიწყებ ტრიუმფალურ სვლააას, მზისკეეენ..
ვიწყებ ტრიუმფალურ სვლააას, მზისკეეენ..
ვიწყებ ტრიუმფალურ სვლააას, მზისკეეენ..
ვიწყებ ტრიუმფალურ სვლააას, მზისკეეენ..
ეს არაა მამის იავნანა, ესაა ტრიუმფალური სვლა მზისკენ
bella_trix
Apr 1 2012, 09:28 AM
cheშენი ნიკი რო დავინახე, ვიცოდი რო რაღაცას შემისწორებდი :| ზუსტად რას ვერ მიხვდი რას, მაგრამ ვიცოდი

ჩავასწორებ და მამის იავნანა აბა რომელია?
bella_trix
Apr 1 2012, 03:15 PM
ვუდი ალენი
Illegal Astronaut
Apr 2 2012, 07:19 PM
bella_trixციტატა
ჩავასწორებ და მამის იავნანა აბა რომელია?
ეს
http://www.youtube.com/watch?v=4tZ_N_Q990k
bella_trix
Apr 3 2012, 01:53 AM
Illegal Astronau...ვაიმე. ვტირივარ გეფიცები.. ;( ;( ყველა ის ბავშვი გამახსენდა ვისაც მამა არ ყოლია, და ყველა ისაც მამა არასოდეს უმღეროდა და ვისაც დედა არ ყავდა და ამიტომ მამა უმღეროდა. ყველაის მამა ვისაც შვილი მოუკვდა, მამაჩემის ჩათვლითთ.. ძმა მომიკვდა მე და, აი ძალიან ცუდად ვარ

(((((((((((((((((((((((( და ვისაც მამა გარდაეცვალა, ძალიან მაგარი სიმღერაა. ასეთ სიმრერებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო! ნამდვილად შეუძლიათ..
bella_trix
May 15 2012, 11:06 AM
მეგობრის მოკლული ყვავილის გვამი
დავასაფლავე ჩემს, წყლიან, შუშის ჭიქაში.
მაისის წვიმა..
ვუყურებ და ვამბობ
"რა შვენიერია სამყარო".

)))) გუშინ დავწერე და ძალიან მომწონს, ვინც წაიკითხავს მინდა გადაეცეს ეს უმშვენერი განწყობა
N.L.O
May 20 2012, 03:56 PM
ყვავილები ვაზაში რა პონტში ევასებათ გოგოებს ვერ ვხვედბი მართLა.
მეც სუ მასე მგონია, გვამებია აბა რა.
ყვბავილის ჩუქება კიდე რა სიხარულია ვერც მაგას ვხვდები
რატო უნდა გაგიხარდეს ყვავილს რო გაჩუქებენ
მე არ ვჩუქნი არასდროს.
არ მგონია სწორი და იმიტო.