დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
Matilda
avangardi(sti)
ვისია ეგ ლექსი? smile.gif
elefteri
ციტატა(Matilda @ Sep 1 2008, 05:35 PM) *
ციტატა(elefteri @ Sep 1 2008, 05:12 PM) *
http://lib.ge/each_author.php?345

ვა რა მაგარი ინტერვუებია,,ამის ლექსები არ მომწონს მაგრამ ინტერვიუები მომეწონა..თან რატიანთან და ზომბთან

მართალია, მაგის ლექსები არ უნდა მოგეწონოს! biggrin.gif

ზომბი რა კაციაააააააა
DAO;jj
ციტატა(Matilda @ Sep 1 2008, 05:55 PM) *
avangardi(sti)
ვისია ეგ ლექსი? smile.gif

იორიკი rolleyes.gif
Matilda
avangardi(sti)
თავიდან უფრო მომეწონა და ახლა რომ გავიგე რომ მაგისია უფრო არა... ბევრად უკეთესებიც აქვს smile.gif
DAO;jj
ციტატა(Matilda @ Sep 1 2008, 06:15 PM) *
avangardi(sti)
თავიდან უფრო მომეწონა და ახლა რომ გავიგე რომ მაგისია უფრო არა... ბევრად უკეთესებიც აქვს smile.gif

გეთანხმები და საერთოდ პირადად მე მისი პირველი ლექსები უფრო მომწონს,ადრე უფრო რაღაცნაირად სხვანაირად წერდა,არც ეხლანდელებია ცუდი,მაგრამ.. unsure.gif
DAO;jj
ეს ლექსი პირველად უბრალოდ იმიტომ დავდე რომ მარტი მიყარს უზომოდ..ამ თVის ეშხი ამ ლექსში ნამდვილად იგრძნობა..
Matilda
avangardi(sti)
მარტი ყველას უყვარს wub.gif

არა ლექსი მართლა კარგია, უბრალოდ იორიკის რახანაა მაგიტომ ვითხოვ უფრო მეტს smile.gif
latata
მინდა რამე კარგი გამახსენდეს...

ანნ, იქნებ შენ ცადო მანამდე smile.gif

მინდა ახალი და რამე კარგი (ლექსი)

smile.gif
DAO;jj
ეს იყო ადრე, ანუ იყო ძალიან მაშინ
როცა ქუჩაში უცნობმა წყვილმა
გამიღიმა და ვიფიქრე:
რომ საოცრად ლამაზია, როცა ქუჩაში
ვიღაც უცნობი ქალი და კაცი
ერთად მიდიან.
და სწორედ მათი დანახვისას გავიწყდება
ერთმანეთში მძრომი სიზმრები
და მათი მუქარა,
რომ ერთ დღესაც ცხადში გადმოვლენ.
სწორედ მაშინ შეგიძლია მიხვდე,
რომ ყოველგვარი მათემატიკური თეორიების გარეშე,
მუსიკალური განათლების გარეშე,
სამსახურის და სახლის გარეშე,
ზოგადი ცოდნის გარეშე,
და თანამედროვე ლიტერატურის წაკითხვის გარეშე,
და გარეშე ჯამრთელობისა
და გარეშე მოხდენილი გარეგნობისა
და გარეშე პლასტიკური ბარათისა
და ერთგულების გარეშეც კი
შეგიძლია გიყვარდეს ვინმე.
გიყვარდეს ასევე
სატელეფონო საუბრებისა და
შეხვედრების გარეშე,
გიყვარდეს თეატრში შენს გვერდით ჯდომის გარეშე
და კინოთეატრის სულ ბოლო რიგში კოცნის გარეშე
და გიყვარდეს მაშინაც,
როცა ქუჩაში უცნობი წყვილი
გაგიღიმებს და
ეგონებათ რომ მარტო მოდიხარ,
შენ კი იქნები ერთადერთი
ყველაფრის გარეშე
შეყვარებული.
ბედნიერი, იმით რომ
ეს მუდამ ასე იქნება,
ანუ ძალიან ყოველთვის.



მეც ვცდი აბა tongue.gif
latata
მონატრების გაკვეთილები

აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა.
რა მაგის პასუხია და შენი მისამართი:
ჯერ უნდა გავიარო ბეტონის ალაყაფი
და მერე სკამი არის, ჩეროში მისავარდნი.

არც ისე ულამაზო ჩრდილი აქვთ კვიპაროსებს,
ჩრდილების კვალობაზე - არც ისე უხეირო.
საერთოდ ზღაპარია, თუ ახლოს პაპიროსის
ღერი და შამპანურის ბოთლია, ნახევარი.

მე ვიჯდე, შემიძლია, ამ სკამზე საათობით.
რამდენად შეიძლება - ეს კიდევ სხვა თემაა...
ვფლობ შენზე ექსკლუზიურ უფლებას საავტორო,
რაც უკვე მიზეზია, უდავოდ, ანათემის!

რაც უკვე საბაბია, უთუოდ შეჩვენების!
და შენი დარაბები, ბედივით ჩაკეტილი,
ჩემს მზერას, მონოტონურს, გრძნობენ და ეჩვევიან
როდესაც მონატრების ვუტარებ გაკვეთილებს.


გ.ს. smile.gif
Matilda
შემოდგომამშვიდობისა

მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან
და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.

შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.
ჩემო მუდამ ცვალებადო, მუდამ მოუხელთებელო,
ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ.

მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს...

მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,
გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთი
ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე

ჩემი შეყვარებულია, მესამე კი
ჩემი შეყვარებულია. შემიძლია
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.

მე შემიძლია,
შემოდგომამშვიდობისა,
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.

ზვიად რატიანი



ლატას!
ankikia
ახლა დავწვები, დავიძინებ და შევთხოვ უფალს

რომ ჩემი სულის პატრონობა არ დაიზაროს

გაღვიძებამდე თუკი მოვკვდები მაშინ ვთხოვ უფალს

რომ სული ჩემი მაღლა ზეცაში თან წაიყვენოს.
latata
ამიტომ გთხოვე შენ smile.gif

მადლობა smile.gif


ანნს!
ankikia
როგორი თარგმანია?tongue.gif
latata
ankikia
tongue.gif
ankikia
now i lay me down to sleep
i pray the Lord my soul to keep
if i die before i wake
i pray the Lord my soul to take


tongue.gif
ankikia
ჰემინგუეის "farewell to arms" ის ბოლოშია და მეტალიკის "enter sandman"შიtongue.gif
Illegal Astronaut
ხო და.. აი ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ლექსი...

ანო აზრზე არა ხარ რა tongue.gif tongue.gif


შოთა გაგარინ
სარკეები
ფსიქოლოგიური პოეზია
2006.09.11
------------------------------------------------


თუ ამ ფანჯარაში ესტეთიურ სიამოვნებას ეძებთ, სასწრაფოდ დახურეთ..
მე ორალური სექსის ოსტატი არ ვარ, რომ ჩემი ენით სიამოვნება მოგანიჭოთ

მოდით ვითამაშოთ!
მე არ გამოვალ გარეთ, შენ შემოდი ჩემში

თამაში ამხელს სიმართლის ბაცილებს, სიმართლის და სიკვდილის.
თამაში სარკეა. მისი უგემოვნო დეკორაციების შუაგულში არსებული კარით,
რომლიდანაც სავარაუდოდ საყოველთაო აუტიზმს გაექცევი
მაგრამ ამ კარის უკან მხოლოდ აბლაბუდები და მტვერია
ვერსადაც ვერ გაიქცევი

ჩიტი ან მწერი დაფრთხიალებს და ვერ პოულობს ფანჯარას,
რადგან მათ არ იციან ”ფანჯრები”

შენ ვერ შეხვალ სარკეში
თევზი ვერ გაცურავს ფანჯრიდან

ცხოვრება კარცერში. დიალოგი გამოგონილ თანამოსაუბრეებთან.
ჩრდილები, ჩრდილები, ჩრდილები
ეს ჩრდილების სამყაროა
ჩრდილების თეატრი
ჩვენ კი სინამდვილეში ჩვენი ჩრდილების ჩრდილები ვართ

და ჰაერში, ჩვენ, ჩრდილებმა, დავატყვევეთ ღმერთი
წავართვით ძალა, რომ იაროს ქალაქში, ჩვენს გონებაში,
როცა ისინი მაღლა დაფრინავენ.
ჩვენ ცას ღმერთი მივაჭედეთ
მივაჭედეთ ვარსკვლავებით
მე კი ყოველთვის მინდოდა რომ ვარსკვლავები
”შეშლილი კოსმონავტის” თვალები ყოფილიყო
კოსმონავტის და მისი გამოგონილი თანამოსაუბრეების

კამერა კარცერში.. კამერა კუბოში..
კამერა ღმერთია, ის ყველაფერს ხედავს

ბრძოლა, ომი, ცეცხლი, ბომბი,
ამ ბრძოლიდან ვერც ფარით დაბრუნდები და ვერც ფარზე დასვენებული
შედედებული სისხლიდან ამოყვინთული ნაწლავები,
ასფალტზე მიმხმარი ტვინის ნაწილაკები,
მეგობრის თვალი, შენს ტუჩს შემთხვევით მიზელილი..
ამ დროს საკუთარ ნარწყევს ველური ორქიდეების არომატი აქვს!!!
ხედავთ?
ომი დიდი ხანია აღარაა რომანტიკული თავგადასავალი

კარცერში კი კვლავ ბრძოლაა
ნეტავ ისევე გამალებით იცავდი ”ქვეყანას”, როგორც ეხლა საკუთარ განავალს??
ის შენია! შენი სამეფო ვახშმი! არავის ჩაიწილებ!

თქვენ იცით რა არის ტკივილი?
როცა კანი სივდება და აღარ არსებობს განსხვავება კიდურებს შორის,
ხმები, მონოტონური ხმები,
ეს შიშია რომ ჩაგყლაპავენ.
თავისუფლება სივრცეში და დროში.
თავისუფალი რათა ჩაიღვარო აყროლებული ზაფხულის დინებაში

სნაიპერის იარაღი მისი თვალის წანაზარდია
BANG!!!
უსახელო ჯარისკაცისთვის ომი დასრულდა...
დღეიდან ის ღიპიანი თამადის ჭიქაში გამომწყვდეული
დაითვლის მარადისობას

ნაცრისფერი ფილმი თვალებს დაადნა და ღაწვებისკენ გამოიკვლია გზა
შეცდომაა აზრი, რომ ხელოვნებას სჭირდება მაყურებელი რათა იარსებოს.
ფილმი ყველანაირი თვალების გარეშე გრძელდება.
პირიქით, მაყურებელი ვერ იარსებებს მის გარეშე,
ფილმი არწმუნებს და განამტკიცებს მას არსებობაში

ფანტასმაგორია

გაღვიძების დროს თვალი ვულგარულია წყლის ძიებაში,
ნესტი, პორნოვარსვლავის სისველე

ჩემი სინდისი ბაფთაა,რომლითაც მიმაჯაჭვეს ყოველდღიურობას
მეც ღმერთი ვარ
როცა მოვიწყენ - წვიმს...

GAME OVER



dachi 1x
ციტატა
თუ ამ ფანჯარაში ესტეთიურ სიამოვნებას ეძებთ, სასწრაფოდ დახურეთ..
მე ორალური სექსის ოსტატი არ ვარ, რომ ჩემი ენით სიამოვნება მოგანიჭოთ

აუ ძაან მმაგარი ფრაზაა...

ციტატა
ჩემი სინდისი ბაფთაა,რომლითაც მიმაჯაჭვეს ყოველდღიურობას
მეც ღმერთი ვარ
როცა მოვიწყენ - წვიმს...

ესეც smile.gif

მარტო ამ ფრაზებისტვის ღირს ეს ლექსი...
ცემს განწყობას უხდება smile.gif
Illegal Astronaut
dachi 1x


smile.gif კი გეთანხმები.. tongue.gif კაებია.. smile.gif
Illegal Astronaut
ჰმ... კოშკა.. აი ეს მესმიისს...


ზაზა კოშკაძე
ნ-ს, რომელსაც თითები შევუყავი...
პოეზია
2007.09.24
------------------------------------------------


ნუ გეშინია...
ჩემი თითები არაფერს გავნებენ...
შეხედე როგორ უმწეოდ მოხოხავენ
უსასრულობამდე გაშლილ ზეწარზე,
როგორი სიგიჟით შეპყრობილები
მოიწევენ შენი საშოსკენ.
შეხედე როგორ ეჭვიანობენ
ამ ოთახის ჩახუთულ ჰაერზე, რომელსაც სუნთქავ.
მე მათი მესმის...

შენი სახე გადაღლილი და უძინარია...
და თითქმის არ ჩანს.
მე გეუბნები,
რომ მზის სათვალიან ფისოს გავხარ,
ჩემი ბავშვობის მულტფილმებიდან.

მე გეუბნები,
რომ ჩემი ტუჩები შენი კერტების ტყვეობაშია,
მაგრმ რატომღაც, შენი ფეხების ცერა თითებს
ვლოკავ და ვწუწნი.
ღამე კი სადღაც მიიპარება
და ნელ-ნელა ტოვებს ამ ფანჯრებს.

მე ვიგძენი, რომ ჩვენ ჭერიდან
არავინ გვითვალთვალებდა...
მე ვიგრძენი,
რომ სახურავზე არავინ იჯდა,
საკუთარი სიმარტოვიდან გამოქცეული...
გუშინ ამ დროს,
რამდენი კოცნა გვაშორებდა საკუთარ თავებს...
მოდი წავიდეთ უახლოეს სუპერმარკეტში
და ვიყიდოთ სითბო,რომელიც დილამდე გასტანს.

მე არ მაცვია თეთრი ხალათი
და ეს შენობაც არაფრით არ გავს საავადმყოფოს.
მაგრამ მე მაინც ამ ოთახში,
შენი საწოლის კიდეზე ვზივარ
და არაფერზე აღარ ვფიქრობ.

შენ კი ტერფებზე,
ჩემი ლექსები გაწერია და ვერაფერს გშველი...


Matilda
† Lord Borgeze †
ეგ ლექსი ახლა იპოვე? smile.gif
კოშკასებში ჩემი უსაყვარლესია!
აი როგორ ვთქვა არ ვიცი, ძაააააან მაგარია!
Illegal Astronaut
Matilda


შენ წარმოიდგინე და კი... tongue.gif tongue.gif
Matilda
† Lord Borgeze †
მოიცა და მაგათ წიგნში არ შედის? ohmy.gif
წიგნი რომ გამოვიდა უკვე დაწერილი ჰქონდა ohmy.gif
Illegal Astronaut
იავნანა...
პოეზია
2008.08.28
------------------------------------------------


პატარავ,
ტკბილად იძინე.
ბომბდამშენები მოგიქსოვენ
ღრუბლებისგან უთბილეს და
მსუბუქ საბანს
არახდენილი სიზმრებისთვის,
რომლითაც უნდა გადაფარო
შენივე ღამე.
ტკბილად იძინე პატარავ და
ყური უგდე ელვისებურ
და ყრუ ტკივილებს
ძილისა და ფიქრის არეში,
რადგან ისინი საუბრობენ
დანაღმულ გზებზე და
დაპყრობილ კოსმიურ სივრცეებზე.
პატარავ, ტკბილად იძინე,
რადგან მათ უკვე გაიღვიძეს
და შენი თბილი სისხლი სწყურიათ,
რადგან ისინი სტერილური
სამედიცინო იარაღებით
ამახინჯებენ ჩვენს
წარმოდგენებს სამყაროზე და
უხილავ ძაფებზე
ადამიანებს შორის.
ტკბილად იძინე, პატარავ,
ყოველი მათი ამოსუნთქვა
საშიში და ფეთქებადია.
როცა ისინი ტყვიაგაუმტარ
სიზმრებს ხედავენ
შენ უძილო და დაუცველი ხარ...
ტკბილად იძინე...




ვოტ კოშკას ახალი.. smile.gif
Illegal Astronaut
Matilda

არა არ იყო.. smile.gif
Illegal Astronaut
საიდანღაც მოსული ცოდვებით,
საიდანღაც მოსული გაღვიძებებით,
საიდანღაც მოსული შეყვარებულებით,
საიდანღაც მოტანილი იარაღებით
დატვირთული გემი ზღვაში გავიდა
და ჩაიძირა
და ჩაიყოლა
საიდანღაც მოსული უცოდველობა,
საიდანღაც მოსული ძილი,
საიდანღაც მოსული სიძულვილი,
საიდანღაც მოტანილი ბუშტები
და როცა მიდიხარ პარალელურ სიზმრებში
და როცა მიდიხარ უანდერძო ქალაქებში
და როცა მიდიხარ დანომრილ ქუჩებში
შენ სულ ამსხვრევ მიწას
და იკაწრავ წვივებს
და შენი მეგობარი,
რომელსაც ჰქონდა ცისფერი თვალები
და რომელსაც ცისფერი თვალები ჰქონდა
და რომელსაც თვალები ცისფერი ჰქონდა
და რომლისაც მხოლოდ თვალები გახსოვს,
გუშინ მიაბარეს მიწას,
და ისიც საიდანღაც მოტანილი ფიცრებით აჭედეს
და აგიკრძალეს სტუმრობა მასთან..
ხელები შეაწებე ერთმანეთს ჰაერივით
და წყალი, რომელსაც წვეთ-წვეთ უბრუნებ მიწას,
დაასხი ხოჭოებს,
რომლებიც ანაყოფიერებენ ერთმანეთს
და გაწუწე ხოჭოები,
რომ დაიხოცნონ და დაიხრჩონ
და აღარ დაიბადოს ახალი ხოჭო,
რომელსაც შენი შვილი მოკლავს..
შენი შვილი კი გაიზრდის თმებს,
იპოვის უქმად მყოფ გოგონას და გაანაყოფიერებს მას
და ერთხელაც, როცა წყალს გადაასხამენ,
ის იგრძნობს რომ ხოჭოა
და აღარ დაიბადება შვილიშვილი შენი..

გააფუჭე!
გააფუჭე საათები,
რომლებიც წვიმასავით ეხეთქებიან შენს დანაბიჯებ მიწას
და გააფუჭე ისრები,
რადგან გკლავენ და გამცირებენ,
მოკლე ისარი – შვილი შენი
და გრძელი ისარი – სიყვარული შენი
და წამიერი ისარი – ოცნებები შენი
და ტრიალდებიან ოცნებები სამოცჯერ შენს გარშემო,
სამოცი სამოცად მეორდება შენს სიყვარულში
და ოცდაოთხ დაკარგულ ოცნებად რეალიზდება შვილში შენსაში,
რომელიც იპოვნის უქმად მყოფ გოგონას
და გააფუჭებს მას,
რადგან შენ გააფუჭე საათები..
დრო ელემენტარული არითმეტიკაა,
გინდოდა, გიჭირს და ვერასოდეს შეძლებ,
წამის რითმებზე აყოლილი პულსაციით აითვისებ
სამყაროს სულს
და ერთხელაც მიაგნებ შენს მიზანს
და მიხვდები, რომ იცხოვრე
და მიხვდები, რომ იფიქრე
და მიხვდები, რომ იყვარე
და მიხვდები, რომ
ამაოდ..
რადგან ტვინი გიხმობს
და ჩაგითრევს მორევად მორეულ მოგონებებში,
სადაც შენ ისევ უცოდველი,
საიდანღაც მოსულ ხოჭოებს
წყალს გადაასხამ და დაახრჩობ
და ხოჭოები ვეღარ გააჩენენ ნაყოფს
და გისაყვედურებენ მომღიმარი თვალებით..

და რაც დრო იტრიალებს
შენი იმედების დაჟანგულ გორგოლაჭებზე,
მეტად ჩაგეხრახნება სასოწარკვეთა
და დაგალპობს,
ამოგძირკვავს,
ამმოგიხმობს და ამოგიწყვეტს თითოეულ “იქნებ”-ს..
გააფუჭე!!!
გააფუჭე უმოძრაო საათები!
და დაშალე მოწყობილობა, სახელად სიცოცხლე
და დაშალე სიტყვებად წინადადებები,
რომლებსაც ლოცულობ,
მიწა, რომელსაც აბიჯებ, სველდება,
ირწევა
და ამოდიან მიწიდან საცეცები,
რადიოგადამცემებივით ტრიალებენ შენი ხედვის არეალში
და შიში, რომელიც ტანზე გეწებება,
როგორც სველი ნაჭერი ცხელი წყლის გადასხმისას,
და შიში, რომელიც ყელში გიჭერს მარყუჟივით,
ვიწროვდება,
ნაწილდება შენი აზროვნების უჯრედებზე
და ბოლოს გაუსაძლისი ხდება,
და ბოლოს ცდილობ დაუძვრე მას,
გაექცე,
როგორც საქორწინო ბეჭედს,
რომელიც უგონო მეთვალყურესავით დაგყვება ყველგან..

გააფუჭე!!!
გააფუჭე უდროოდ აგებული საათები!
დაშალე!
დალეწე!
არიე დრო, სახელად სიცოცხლე
და დრო, სახელად ოჯახი!
და გაფუჭებულ, საიდანღაც მოსულ ოცნებებს
დაუბარე, რომ აღარ დაბრუნდები
რომ აღარ ილოცებ,
რომ აღარ გეძებონ
და გააფუჭე ყველა საათი!
და გააფუჭე ყველა კითხვა და პასუხი!
და გააფუჭე ყველაფერი რაც გმოსავს
და რაც გავსებს
და რაც გქვია
და ტკივილზე აგებულ სიმარტოვის სასახლეში
შენ იპოვი საიდანღაც მოტანილ იარაღებს
და სადღაც ნასწავლი სიფრთხილით
გატენი მათ
და გააფუჭებ ყოველ მათგანს თანმიმდევრულად
და ბოლოს, უკანასკნელს,
ერთადერთ გაუფუჭებელს საიდანღაც მოსული სასოწარკვეთით
მიიტან საფეთქელთან
და...
გაიღიმებ..
უკვე საფეთქელიც გაფუჭებულია...

ხვიარა


ეხლა მომინდა ამის წაკითხვა.. smile.gif smile.gif
Matilda
† Lord Borgeze †
ჰე ჰე კოშკას ახალი კაკ რაზ დღეს წავიკითხე და +2იც ვაჩუქე biggrin.gif
Matilda
იეშუა ჰა ნოცრი

ლოტოსის ყვავილს ფურცლები დაცვივდა.
უსასრულობიდან მოვიდა მონატრება,
გამიღიმა და მითხრა :
"გამარჯობა მე ქრისტე მქვია"
და მე მივხვდი,
რომ ეს იყო 21 საუკუნის წინ...
ქრისტე მენატრება,
დამცირებული და შეურაცხოფილი,
ქრისტე ეკლის გვირგვინით,
ისეთივე უმანკო,
როგორც ჭიამაიების სექსი საფლავის ქვაზე...
სიბნელემ დაფარა პროკურატორის საძულველი ქალაქი ერშალაიმი
და იესო მიხვდა,
რომ ჩარჩო ყოფილა...
ჩარჩო რაღაც დიდის
და ღვთიურის...


თორნიკე ჯანგველაძე


ჩემი პირადი აზრია, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ბევრს მიაღწევს პოეზიაში! და კიდევ, ვთვლი რომ ეს ლექსი დამწყები პოეტისთვის გენიალურია!
შეგიძლიათ არც დამეთანხმოთ, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და არა სუბიექტური smile.gif
dachi 1x
† Lord Borgeze †
ხვიარას ამ ლექსში ისევერ როგორც ძაან ბევრში, მარა ახლა რო წავიკითხე განსაკუთრებით, უდიდესი სევდა ვიგრძენი sad.gif
dachi 1x
Matilda
პირად აზრებს ნუ გვახვევ გტხოვ tongue.gif საღოლ ბორგეზ, ტაკ დერჟატ, ნუ შენ როგორც გინდა ისე... მარა ასეც არ იქნება ურიგო smile.gif
პ.ს მარტლა დაგიწყია smile.gif
che
ციტატა(Matilda @ Sep 1 2008, 11:48 PM) *
იეშუა ჰა ნოცრი

ლოტოსის ყვავილს ფურცლები დაცვივდა.
უსასრულობიდან მოვიდა მონატრება,
გამიღიმა და მითხრა :
"გამარჯობა მე ქრისტე მქვია"
და მე მივხვდი,
რომ ეს იყო 21 საუკუნის წინ...
ქრისტე მენატრება,
დამცირებული და შეურაცხოფილი,
ქრისტე ეკლის გვირგვინით,
ისეთივე უმანკო,
როგორც ჭიამაიების სექსი საფლავის ქვაზე...
სიბნელემ დაფარა პროკურატორის საძულველი ქალაქი ერშალაიმი
და იესო მიხვდა,
რომ ჩარჩო ყოფილა...
ჩარჩო რაღაც დიდის
და ღვთიურის...


თორნიკე ჯანგველაძე


ჩემი პირადი აზრია, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ბევრს მიაღწევს პოეზიაში! და კიდევ, ვთვლი რომ ეს ლექსი დამწყები პოეტისთვის გენიალურია!
შეგიძლიათ არც დამეთანხმოთ, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და არა სუბიექტური smile.gif



უკვე მივწერე ამ ლექსზე ავტორს და გაითვალისწინებს ვიცი wink.gif
Matilda
che
ჩვენც გვითხარი შენი პროფესიონალური აზრი smile.gif
che
Matilda

არა პირველ ლექსზე არ გეტყვით, მხოლოდ ავტორს wink.gif
Matilda
che
მე მაინც მითხარი
PM wink.gif
DAO;jj
ხანდახან მინდება ფერება,
ხანდახან ვუნდები ფერებს,
ხან დაა ჩემი ბედნიერება,
ხან ბედიც ვერ მამშვენებს,
ტუჩებზე მიქრება ნაპრალი,
საბრალო, ყველაფერს რევდა,
ხან კი ვარ სევდის კაპრალი,
ხანდახან მწყინდება სევდა,
ქარებში, ნაღრუბლარ წვეთებად
ვცოცხლდები, ბინდდება როცა
ფეხებქვეშ სამყარო მედება
და ყველა სულიერს ვხოცავ..


რამოდენიმე დღEა თAვში სულ ეს მიტრიალებს.. mellow.gif
che
avangardi(sti)

ვისია ეგ იდიოტობა? ohmy.gif
che
მეშვიდე სტრიქონში შეცდომაა..

შეცდომაა: ხან კი ვარ სევდის კაპრალი
სწორია: ხანდახან ვარ სევდის კაპრალი
fernando magellan
ციტატა
ხანდახან მინდება ფერება,
ხანდახან ვუნდები ფერებს,
ხან დაა ჩემი ბედნიერება,
ხან ბედიც ვერ მამშვენებს,
ტუჩებზე მიქრება ნაპრალი,
საბრალო, ყველაფერს რევდა,
ხან კი ვარ სევდის კაპრალი,
ხანდახან მწყინდება სევდა,
ქარებში, ნაღრუბლარ წვეთებად
ვცოცხლდები, ბინდდება როცა
ფეხებქვეშ სამყარო მედება
და ყველა სულიერს ვხოცავ


ჰი-ჰიი, კარგი იყო biggrin.gif rolleyes.gif
DAO;jj
[quote name='che' date='Sep 2 2008, 05:08 PM' post='20448']
1)დაორთქლილ ფანჯარაზე ეწერა და იქ ამოვიკითხე

2)ავტორი არ იყო მითითებული

3)დიდი აბსურდია გეთანხმებით mellow.gif


che
avangardi(sti)

აბსურდზე რა გითხრა, გმადლობ biggrin.gif

დაორთქლილმა ფანჯარამ დამაინტერესა biggrin.gif

ავტორი: ხვიარა.. ლექსი: "ხანდახან".. ძველი ლექსია.. ის შეცდომაც სწორად აღვნიშნე..


ისე რა დაორთქლილ ფანჯარაზე ეწერა? :-0?>
DAO;jj
ციტატა(che @ Sep 2 2008, 05:37 PM) *
avangardi(sti)

აბსურდზე რა გითხრა, გმადლობ biggrin.gif

დაორთქლილმა ფანჯარამ დამაინტერესა biggrin.gif

ავტორი: ხვიარა.. ლექსი: "ხანდახან".. ძველი ლექსია.. ის შეცდომაც სწორად აღვნიშნე..


ისე რა დაორთქლილ ფანჯარაზე ეწერა? :-0?>


აბსურდი-,,იდიოტობას,,ჯობდა

და დაორთქლილი ფანჯარა-რამე რამე აბსურდს tongue.gif
Matilda
ციტატა(che @ Sep 2 2008, 05:08 PM) *
avangardi(sti)

ვისია ეგ იდიოტობა? ohmy.gif

ჩემია :|
che
Matilda

შენებს მიხედე რაა biggrin.gif
mako
ვარსკვლავი ეძებს ორბიტას
ფარუკ ჯუვაიდა
თარგმანი არაბულიდან - მერაბ ზურაბაშვილი



ლამაზმა სახემ თვალი მომწყვიტა, მაგრამ სულ მალე გაუჩინარდა.
მე მომეჩვენა მოგზაურად _ ხასხასა მოლად რომ ამოხეთქავს,
დედამიწის ზურგს მწვანე ფერად რომ მოედება
და ვეღარ ვუძლებ მის გამოხედვას.
წლები, ო, წლები გადათელავს მსახვრალი ფეხით,
დაისადგურებს სიფერმკრთალე, ყვითელი ფერი.
რაც მიცხოვრია, სულ მას დავსდევ,
მეღობებიან თუმც ქარიშხლები, ნაპირები, უდაბნოები.
ხომ არ დადგა დრო, ოცნება-მგზავრმა შეწყვიტოს ფრენა?
ო, საუკუნის მოგზაურო, გეყოფა რბენა!
ო, დამიბრუნდი,…ამ ლოდინში დედამიწა უკვე დაბერდა, ვნებაც ჩაცხრება
და სიყმაწვილის წლებმაც იწყეს გაპარტახება.
ო, დამიბრუნდი, მკვდარი ზღვიდან მოტანილი ტალღის ქვითინი მწარედ მაღონებს
და მიძაბუნებს ოცნებების სანაპიროებს, მაცლის ძალ-ღონეს.
ხომ არ დადგა დრო, რომ ამ გულმა, მოგზაურზე შეყვარებულმა,
რომ ჩაიძინოს ერთი წუთით, ვით თოთო ბავშვმა?
ხომ არ დადგა დრო, ცხოვრებისგან ჯვარცმულმა სახემ, ქცეულმა ნიღბად,
რომ მოისროლოს გაყალბებული და მოძალადე ეს საფარველი ჰორიზონტს მიღმა?!

ლამაზმა სახემ თვალი მომწყვიტა, მაგრამ სულ მალე გაუჩინარდა.
შემომაჭყიტა მე თვალებში გამოთხოვებამ და საათებმა მითხრეს ,,ნახვამდის”,
და გაისმოდა ათასობით მატარებლის ხმა, მათი ღაღადი.
ამ მოელვარე სახისგანაა ჩემი დარდი, მწარე ნაღველი,
სევდიან გულში რომ დაბინავდა ჩემი ტანჯვის გამომსახველი.
და მტკივა, მტკივა განაჩენი არგამგზავრების,
იმის შემდგომ, რაც ამ ნაპირზე აუტანელი გახდა სოფელი,
მე სალოცავმაც მიმატოვა და მხოლოდ დარდი დარჩა ჩემთან განუყოფელი.
ო, სახევ, სახევ, გულში რომ დამჭერ, რატომ გამწირე?
ნეტავ რა არის შენში ისეთი, რომ მაიძულებს კვლავ რომ გელოდო?
ცოტაოდენი სითბო მაინც გამინაწილე.
ჯერ კიდევ მათრობს შენი სხივი,
თუმც ეს ნათება ჩემს თვალებში ცეცხლად იქცევა.
გავიქცევი და წავაწყდები ათასობით ნაბიჯების ჩრდილს,
როგორ გავექცე, ვით გადვურჩე ამ გარემოებას?!
და ვერ მივდივარ,…
ყველაფერი ჩემ წინ აღდგა, გადამეღობა,
და ვეღარ ვხედავ ჩემ წინ ვერაფერს,
გარდა ნაშთებისა, ქარიშხალი რომ მიმოფანტავს და ნაცრისფერ მტვერს.
ო, ვით მატყუებს დილის სხივი მე შენს თვალებში, რად მემტერება?!
გასასხვისებლად გამომქონდა ჩემი დღეები
და გაკოტრებას მოჰყვებოდა გაპარტახება, გაცამტვერება.
და თვით გულმაც კი, მე რომ ვასწავლე სიყვარული და ცნობა განძთა,
ამის სანაცვლოდ ცრუ იმედების, უსასოობის მაგემა განცდა.
დამარცხებული ნანგრევებთან ყვებოდა გულზე, მოგზაური რომ შეიყვარა,
მე კი მეგონა, რომ ვარსკვლავი მოხეტიალე,
ცაში ეძებდა თავის ორბიტას.
ო, საუკუნის მოგზაურო,
სიყვარულის დრომ გვერდი მაქცია,
სადღა ვიპოვო უდაბნოში მარგალიტები, საგანძურები,
ნიჟარასაც კი ვერ იხილავენ ჩემი თვალები დატანჯულები.

ლამაზმა სახემ თვალი მომწყვიტა, მაგრამ სულ მალე გაუჩინარდა.
სულმოუთქმელად დავედევნე მე იმ არსებას
და ყრუ კედელთან შევეჩეხე მე ჩემს სახეს თუ ჩემს მსგავსებას.
Matilda
ციტატა(che @ Sep 2 2008, 07:04 PM) *
Matilda

შენებს მიხედე რაა biggrin.gif

ხო, მივხედავ, თორემ რომ ვერ მივხედე, გაიგდეთ წიხლქვეშ... sad.gif

ესეც ჩემი ამჟამად ბოლო (ვისაც ეძღვნება თვითონ იცის cool.gif ):


Play

მოვითხოვ,
მალე დამიბრუნდეს ცხოვრება!
არავის აქვს უფლება
ამდენი ხნით დაგვაშოროს...

თქვენ ეხუმრებით?!
ცხოვრებაა, სკამი ხომ არა?!
ოდნავ ზედმეტად მოწყდები და ეგაა,
კვდები...

ხოდა დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება...
სასწრაფოდ და საჩქაროდ!
ისიც მეყოფა
ჩემგან დასასვენებლად რომ წავა
კურორტზე…

ხოდა დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება!
თქვენ,
ჩემგან განსხვავდებით,
არ გაქვთ უფლება!
ის ჩემი უძრავი ქონებაა…
გაგასამართლებთ
მისი უკითხავად წაღებისთვის…
მარტო ჩემია!
თავის თავსაც კი არ ეკუთვნის
(ან სადა აქვს ცხოვრებას თავი)…
აბსტრაქციაა,
თითო ადამიანს თითო ერგება...
ხოდა დამიბრუნეთ ჩემი წილი აბსტრაქცია,
თქვენიც გეყოფათ!
გელოდებით ბატონებო,
დამიბრუნეთ,
თუ სადმე რამე წილი გაქვთ
ჩემი ცხოვების...
დამიბრუნეთ ყველამ!
ღმერთებმა და დედებმა,
მამებმა და ძმებმა,
ცოლებმა, ქმრებმა და მათმა აუტანელმა შვილებმა,
გარე თუ შიდა ბიძაშვილებმა,
არაკანონიერად ჩასახულებმა და გამოსახულებმა,
მკვდრებმა და ორსულებმა,
სულიერებმა და უსულოებმა,
მხოლობითებმა, მრავლობითებმა და კრებითებმა...
არსებულებმა და გამოგონილებმა,
სახელდაკარგულებმა და ზედსართავმა სახელებმა,
ვაკუუმებმა და წამალში გაქცეულებმა,
გენიოსებმა და ცერებრალურ დამბლადაცემულებმა...
ყველამ ვინც კი ჯერ კიდევ კბენთ
ჩემს აზრებს,
დამიბრუნეთ ჩემი წილი
მოქმედი დრო!

მომბეზრდა პაუზა...
ვინმემ თითი დააჭირეთ სამკუთხედს!




00:12
02.09.08
data
ახლა ეს ლექსი მახსენდება და ბოდიში ვისაც იდილიას დავურღვევ smile.gif








გამარჯვება და დამარცხება
წყვილად ძმებია,
ერთიც მინახავს და მეორეც
ხშირად მრგებია.
გავმარჯვებულვარ,
მაგრამ ბევრჯერ გამჭირვებია...
სიმწრის სიცილით,
დამარცხებულს, ჩამცინებია...
სად დამარცხების
უკაცური ნაპირებია
ვგდებულვარ ზღვისპირ...
გამოუცდელს გამკვირვებია,
რომ თანაგრძნობით
დამარცხებულს თუმცა ეპყრობა
ყრუა დემოსი,_
გამარჯვებულს უმალ ემხრობა.
არ შეაქცია
ზურგი ძლეულს დემოსმა რომელს?
ტაშს უკრავს იგი
გამარჯვების კვარცხლბეგზე მდგომელს.
და დასკვნა ჩვენი,
თუმც მკაცრია, მართებულია:
დამნაშავეა,
ვინც დამარცხდა ბრალდებულია.
გინდ იყავ კაცი,
გინდ ერისკაცთ შეთქმულთა დასი,
გინდ თვითონ ერი,_
დამარცხებულს გროში გაქვს ფასი.
რად დაგამარცხეს, რად დამარცხდი?
რახან აგრეა,
მაშასადამე, რაღაც გიჭირს,
რაღაც გაკლია.
"წიავ-წიავი და ბუმბული
ქარს რომ გაჰქონდა"...
შენ სუსტი იყავ,_ დაგამარცხა
სხვა გზა არ ჰქონდა.
და ამიტომაც, სასაცილო
თუ გსურს არ გახდე
საქმე უსიტყვოდ, წარბი შეკარ
სცადე ამაღლდე.
მოეშვი ბუზღუნს
და გინებას დამმარცხებლისას,
დამუნჯდი ბოღმით,
ჩაწვდი, ჩახვდი თამაშს ქვეყნისას
გაცაძლიერდი
სამუდამოდ ჩათვლილმა სუსტად
ნიჭი ყოველი
ისრერიგად შეკარი მუშტად
ის სუსტი იყოს
ძალი შენი ცად ამთაგორდეს
ის მარცხდებოდეს,
ამარცხებდე, სხვა გზა არ გქონდეს!
data
წარწერა


ლაყე კვერცხივით იჭრება ღამე
და როგორც ყვითელ სხეულში ცილა,
ხშირი თენებით გაცრილ თვალებში
დარაბებივით სხივს ატანს დილა.

მზე - ჰალოგენურ ხილვებს მაპარებს
და მიტოვების შიშიც ოფლივით
მიცივებს სხეულს, თუ კოცნის დოზა
არ მიხსნის მორიგ ლომკას მორფივით.

შემონახული ფეხბურთელივით
ცვლის ღამეს დილა მწვანე მინდორზე.
და ავტოგრაფად ვტოვებ ფოტოზე -
“The man, whom I can’t adore like that…”
data
ამაზე კი ცრემლები მომადგა, დას ვფიცავარ :|


განტოლება

მხედავ განტოლებად, ბევრუცნობიანად,
გახელებს პასუხის ძიების აზარტი
და მეც აღარ ვჯდები არც ერთ ფორმულაში
შენი ინტერესი უფრო რომ გავზარდო.

ყოველდღე გეცვლება მიდგომის ხერხები,
ყოველდღე თავიდან უარმყოფ, მამტკიცებ,
ალბათ შეურაცხგყოფს ის აზრი მეცნიერს,
რომ ვეღარ მომარგე სტანდარტულ მატრიცებს.

მე კი... მეცინება შენს ამდენ შრომაზე,
ბევრად უბრალოა ჩემი ამოცნობა,
პატარა, ხუჭუჭა ბავშვი ზის ჩემს სულში,
ხანდახან ჯიუტად მოითხოვს ანცობას...
data
სალამ ალეიქუმ


სალამ ალეიქუმ!... დილიდან იწყება უცნაურ სიტყვათა ზუზუნი ყურებში.
საღამოს მზე ჩადის უდაბნოს ბოლოს და სამყაროს კიდემდე გვასკდება გულები.
ისეთი სიცხეა,. დახეთილ ბაგეებს ვერც ერთი სასმელი ტკივლის ვერ უქარვებს!...
სალამ ალექუმ, - უბრალოდ იძახი, ჩადრიდან მალული მზერაც რომ უყვარდეთ.
და მე კი... ლექსებად გიყვები, თუ როგორ უყვარდათ გურჯისტანს მელეჰათ ხანუმი.
რომ არა გვყოლია, არასდროს, ღმერთები... რომ თვითონ ვიყავით ცოცხალი ამური.
რომ სადღაც, მთებს იქით მიკარგულ მხარეში არ არის არც ერთი ტყუილი ზღაპარი.
აქლემებს, ბედუინს იქ ვერსად შეხვდები და ქალებს ახურავთ უბრალო თავშალი....
სალამ ალეიქუმ! - უბრალოდ იძახი და მხოლოდ თვალებით სიყვარულს კადრულობ.
გურჯისტანს... ოცნებას სიზმრად ჩაიყოლებ, უდაბნოს ქვიშის და ცხელი მზის ასულო
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.