drakulas_bidzashvili
Aug 28 2008, 11:47 AM
ეს ლექის მიყვარს მაგრად...
ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ,
თავსა და ბოლოს ვერ ვპოულობთ, შუაზე დავალთ;
არავინ ამბობს ჩვენთან მართალს - ვინ ვართ და რა ვართ'
რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ?!
ვით ნიაღვარში წვიმის წვეთი და ზღვაში ფიფქი,
დღეო გასულო, საწოთროში უკვალოდ მიქრი;
სანამ ვარ ქვეყნად,ეს ორი რამ დამამწუხარებს:
უკან წასულ და ჯერ არ მოსულ დღეებზე ფიქრი.
მავანს ჰგონია, მე ბრძენი ვარ თუ ბრძენ კაცი ვარ,
მე კი, ღმერთმანი, ამ ფიქრებს ჯერ არ გავუტავარ;
თუკი სიკვდილის საგუბარში მელის დახრჩობა,
რაღად მჭირდება იმის ცოდნა, თუ რა კაცი ვარ?!
ჩემი მოყვანით ბედისწერამ ან რა მოიგო,
ანდა წაყვანით ნუთუ რამე ნიშნი მომიგო?!
ასე უაზროდ, წინ და უკან, რომ მაწანწალა,
მან ამით მკერდზე ნუთუ რამე ჯილდო მოირგო?!.
ომარ ხაიამი
latata
Aug 28 2008, 12:42 PM
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
მარიამობას გილოცავთ ფორუმელობო!
vulkani_lava
Aug 28 2008, 12:52 PM
შანდორ პეტეფი
მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ..
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თითი
ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი,
ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შნი კისკისიც მართობს
მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი....
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ....ძლიერ ...ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
გიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც,
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვვული არ მაქვს შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მემეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ....ძლიერ ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად ,მალვით
როგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა< რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ
ნაყოფი მისი არი
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სუყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო.!
SmoK1e
Aug 28 2008, 01:49 PM
ლადო ასათიანი
საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
Matilda
Aug 29 2008, 12:46 AM
ციტატა(latata @ Aug 28 2008, 12:42 PM)

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
მარიამობას გილოცავთ ფორუმელობო! 
მეკეტება ამ ლექსზე!
ძალიან მიყვარს!
მეც ყველას გილოცავთ :*
data
Aug 29 2008, 01:24 AM
ან, აი ეს კი შენთვის

იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით,
უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჟე ამიტანს...
სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით,
მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.
ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა...
მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?!
ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?!
მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!
იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზისფერო, ანათე!
Mathias_Sammer
Aug 29 2008, 01:37 AM
data
+100000000000000000000000000000 მაგარია ძაან ვისია?
data
Aug 29 2008, 01:37 AM
Mathias_Sammerგიორგი საჯაიასი
Mathias_Sammer
Aug 29 2008, 01:44 AM
data
ვახ ეს გიორგი რა ყოფილა მალადეც მაგას
data
Aug 29 2008, 01:47 AM
Mathias_Sammerსაუკეთესოა თანამედროვეებში და ერთ-ერთი საუკეთესო ყველა დროის ქართულ პოეზიაში

აი "შვიდს პლიუს ერთი" ხომ გაგიგია?

ეგ ერთი, სინამდვილეში, გიორგი საჯაიაა
Mathias_Sammer
Aug 29 2008, 01:48 AM
dataახლა ნამდვილად გავეცნობი მის შემოქმედებას გაიხარე დათა კაი რამეები მომაწოდე
SmoK1e
Aug 29 2008, 01:52 AM
dataკარგია მართლა მაგრამ მე ის ლექსები უფრო მომეწონა უავტოროდ რომ დაყარე
Mathias_Sammer
Aug 29 2008, 02:03 AM
data
გაიხარე დათააააა მშვენიერიააა
Mathias_Sammer
Aug 29 2008, 02:15 AM
დეპრესია
ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.
მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას...
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს.
არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის,
წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს.
დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის,
სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ.
სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ!
და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით,
კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთ
ყოფნა არყოფნისგან, მაგრამ... დამიჯერე,
არ არის საშველი! და ბოლოს დარჩება
ამაოდ დაღვრილი ცრემლი - გალონებით -
და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებით
არაამქვეყნიურ რაღაც კანონებით,
თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზე
დახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილი
და მუქშინდისფერად შეღებე მაჯებით
ზეცა, ულამაზო და უარყოფილი!
და ქარი... ქარი კი, ნამქერს ალახინებს
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.
ეს მომეწონა ყველაზე მაგრად საჯაიას ლექსებიდან, გაიხარე დათა კაი საქმე გამიკეთე
Matilda
Aug 29 2008, 03:20 AM
dataმადლობა, მომწონს ეგ ლექსი

მარა არ მახსოვდა :წით:
data
Aug 29 2008, 03:00 PM
Mathias_Sammerციტატა
ეს მომეწონა ყველაზე მაგრად საჯაიას ლექსებიდან
სხვა საიტებზეც დევს საჯაიას რამდენიმე ლექსი

* * *
როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.
რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!
ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში.
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.
დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!
ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.
მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა.
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.
ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...
და მერე პუშკინით და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.
მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.
შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ,
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
latata
Aug 29 2008, 03:04 PM
სველი თვალები
მოქუფრულია ეს ტკივილი...
გაავდრებული...
ვიცი,
არასდროს გათბებიან შენი თითები...
მგლეჯს სიმარტოვე უშენობით გაავებული
და ვიფლითები...
მრავლობითია ეს ქვეყანა...
ყველა წინ არი...
უკან დამტოვა ამ ტკივილმა...
ბნელში დამათრევს...
დაგრეხილია ჩემს სახეზე ეშმა მცინარი
და ატირდება,
თავის კანში თუ ვერ დამატევს...
გავხდი ჯალათი...
ჩემივე თავს ვურტყამ მათრახებს...
ვუვლი ცახცახად,
მაჯლაჯუნებს ვგუდავ ხურვებით...
ვახრჩობ ყოველდღე ჩასახლებულ ჩემში ჩათლახებს,
სანამ ამ სველი თვალებიდან შენ იყურები.
ნიკა ჩერქეზიშვილი
data
Aug 29 2008, 03:26 PM
სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას
არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.
მიყვარს.............................
გიორგი ზანგური.
მართალია ეს კაცი, ძმობას ვფიცავარ.
latata
Aug 29 2008, 03:28 PM
არ ვიცი, შეიძლება კიდევაც დევს წინა გვერდებზე სადმე...
თუ კი მაშინ ..
მაშინ აქაც იყოს

მომეწონა, ოღონდ ძალიან
გადმოდი აქეთ,
ისე, როგორც სჩვევიათ ტალღებს,
ერთი სახიდან მეორეზე გადანაცვლება,
გადმოდი აქეთ, გადმოინაცვლე, მოიფშვნიტე წამით თვალები,
გამოიხედე, როგორც ადრე, როგორც არასდროს,
ან ისე, როგორც მე მიყვარდა გადმოსვლა შენთან.
გადმოდი აქეთ,
გადმოდი და ჩემგან შეხედე სულ ერთი ბეწო დედამიწას,
თითქმის ვარდისფერს. და მაინც უფრო
სხვა სულებით ამოშენებულს,
რადგან შენ იქით არ ეყოფი ჰაერს საკვებად
და მე კი აქეთ დავიხრჩობი, უწყლოდ, უმიწოდ.
გადმოდი აქეთ,
გადმომიწდი, გადმოჰაერდი,
ვითომ ბუდა ხარ და იმღერე მწვანე სიმღერა,
რომ მოგვიჩოჩდნენ უფრო ახლოს მცენარეები,
რომ მოირბინონ ცხოველებმა, გველეშაპებმა,
იმღერე უფრო, უფრო მეტად, ხმაგაშიშვლებით,
გადმოდი აქეთ
როგორც გინდა ისეთი ფერის,
მე არ შეგღებავ არასოდეს, არ გადაგყიდი,
გინდა იყავი მოჰამედი, უფრო პირქუში
და შენთან იხმე მთელი მიწის უბრალოება,
მთელი უდაბნო, შენ იყოს, მე მიჩუქნია,
ოღონდ გადმოდი,
გადმო ჩემთან, ჩემკენ, ჩემს ზემოთ..
მოდი მითხარი, რა გითხრა მზემ შუაღამისას,
რა გითხრეს დილით ჩემმა ლურჯმა ანგელოზებმა,
რა გითხრა გოგომ, რომელიც შენ, მხოლოდ შენ იცი
და მიმანიშნე რა ფერია უსასრულობა,
მე წამოვწვები ფიცარნაგზე,
რომლიდანაც შენ ჩამოხვედი ათასი წლის წინ..
გადმოდი აქეთ,
ისე, როგორც სჩვევიათ ტალღებს,
როგორც არ იცი, გესმის, ანდა როგორც არ გინდა,
გადმოდი ჩემთან, აქ მეტია კაკლის ხეები,
აქ უფრო მეტად უყვართ ჩაი ველური პიტნის,
მე - ეშაფოტი, უწარსულო პოეტებისთვის
შენ – აქსიომა უსასრულო, თანაც ოქროსი,
უფრო მეტია ეს სიტყვები, შენში და ჩემკენ,
ვიდრე მილიონ წლების წინათ გამოგონილი,
მხოლოდ გადმოდი, აქეთ, ჩემთან, გადმო და მერე..
ხვიარა
vulkani_lava
Aug 29 2008, 03:32 PM
მაისი ყველგან არის მაისი
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არის
და ახლა ვხვდები რომ სილამაზეს
აღარ ქონია ქვეყნად საზღვარი
ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი
რომ აღარ მახსოვს იყო თუ არა
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა!
თეთრ ზამბახების დგანან ფარდები
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს
და ისე ყრია თეთრი ვარდები
თითქოს ათასი აქ გედი მოკლეს...
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მცხვენია რომ ვარ უშენოდ,
ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი
მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე
ულამაზესი ედემის დარი,
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ!
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მცხვენია რომ ვარ უშენოდ!..
ტიციანისაა და სენტიმენტალური მოგზაურობა ქვია
latata
Aug 29 2008, 03:42 PM
ხელის თხოვნა
შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო,
ერთად
მოვკვდეთ
მინდა
ზამთარში...
Mathias_Sammer
Aug 29 2008, 05:41 PM
ვინმეს ხელი არ მიგიწვდებათ ირაკლი ჩარკვიანის ლექსებზე???
latata
Aug 29 2008, 06:23 PM
Mathias_Sammerმე

მე მინდა შენთან
მე მინდა იცოდე ჩემი სიტყვები,
მინდა გესმოდეს გესმოდეს ჩემი სიმღერა,
მინდა გახსოვდეს, მინდა გახსოვდეს, რომ მინდა შენთან.
ვიცი არ გიყვარს ცივი სამოთხე და ამბობ სიტყვებს რომელიც მწვავს.
გახარებს სიჩუმე სიცილზე მეტად, შენი ვარ იცოდე, მე მინდა შენთან.
სიტყვები არაფერს აღარ ამბობენ, სიმღერაც მალე დარჩება სხვებთან,
მაგრამ მე იგივეს, იგივეს გიმღერებ... მე მინდა შენთან
მოგიტან წყალს
ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,
შენ რომ იცხოვრებ,
ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,
შენ რომ გაიგებ,
ისეთი შუქი მინდა აგინთო,
შენ რომ გაგათბოს,
ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან,
შენ იცხოვრე ჩემთან,
მე მოგიტან წყალს
Love is all
Why you want to cry when story is over,
Try to understand that you are free,
Free to go, fly away with wind,
fly away with wind.
Hey open your eyes, tell me how you feel,
Don’t cry, it’s hard to explain that love lives in pain,
Love is everywhere, love is all we have,
Love is all we feel, love is always free…
Love you more than ever, more than yesterday,
When you were mine, and now you are free to go,
Fly away with wind, fly away with wind.
...გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს, სიტყვები გაადნობს თოვლს
დავბრუნდები შენთან ყვავილებით ხელში
დავივიწყებ წაგებულ ომს
მე მოვალ შენთან ალბათ დღეს...ყველა სიტყვა მიყვარს
latata
Aug 29 2008, 06:25 PM
და კიდე ..
დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს...
Mathias_Sammer
Aug 29 2008, 06:29 PM
latata
გაიხარეეეეე :* :*
elefteri
Aug 30 2008, 01:55 AM
ციტატა(latata @ Aug 29 2008, 03:42 PM)

ხელის თხოვნა
შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო,
ერთად
მოვკვდეთ
მინდა
ზამთარში...

გიორგი კეკელიძის ლექსებიდან ეს ლექსი წავიკითხე პირველად, უფ რა ხანია..
აჩიკო
Aug 30 2008, 02:23 AM
გამოიღიმე
მრავალტანჯულო, გამოიღიმე, -
აღმოსავლეთით მზე ამოვიდა;
პირველმერცხალი ლაღად ღიღინებს, -
სწამდა, ძველ ბუდეს რომ იპოვიდა.
გამოიღიმე! დიდკაცთა მხარევ!!!
მზე ამოვიდა სხივძალოსანი;
შენს ჭირნახულ ხალხს ისე შეჰხარე, -
როგორც ძველ ბუდეს შეჰხარს ფრთოსანი.
- ისევ დავზრდიო ბარტყებს თეთრგულებს,
ბუდეს ამაგრებს და მხნედ ღიღინებს...
ვინც დაგიცავს და ვინც გიერთგულებს, -
იმათთვის მაინც გამოიღიმე!
data
Aug 30 2008, 02:29 AM
დავბერდი
რა შუაშია (კახა ჭაბაშვილს )
"სამით სამია ეს ცხოვრება, ფრეა, ეიხმან."
რ. გეთიაშვილი
რა შუაშია, მაგრამ
გადავაბიჯეთ ნიშნულს,
როცა ჟანგბადი ჭირს და
სუნთქვაც მძიმდება, ეს კი
ნიშნავს სიბერეს, ღმერთთან
მიახლოვებას ნიშნავს,
კიდევ წაგებას ნიშნავს,
ნებისმიერი ფრეც კი!
რა შუაშია, მაგრამ
ბევრი ძვირფასი ფრესკა,
ჩვენ ვუსაჩუქრეთ ქართულ
ლიტერატურის ტაძარს.
ხოლო რაც ტკბილად შეგვრჩება,
სიგარაა და ვისკი
ქალის სურნელი მკლავზე
და ცარიელი მასრა,
ცაზე დახლილი ტყვიის -
რა შუაშია, მაგრამ...
მგონი დრო არის წასვლის!
მგონი ვბერდებით, ეს კი,
არ უნდა იყოს, ადოლფ,
კარგის ნიშანი, რადგან
უკვე წაგებას ნიშნავს,
ნებისმიერი ფრეც კი!
vulkani_lava
Sep 1 2008, 12:08 AM
ფრთხილად! ფეთქებადსაშიში ვარ!
სდექ!
ნუ მკოცნი!
ჩემი კანი დანაღმულია,წუხანდელი შენი ცოდვებით.
უცხო კისერზე ალესილი შენი ენა ჩემს გულს სერავდა.
სდექ!
არ შემეხო!
ჩემი კანის ქვეშ მაღალი ძაბვაა,
ფურცელივით დაიფერფლები
და ოდნავი სიოც კი დაგძრავს...
ჩემი კანის ქვეშ სახიფათოა,
მავთულებად გაბმულ ძარღვებზე
ბეღურები აღარ სხდებიან.
სდექ!
ნუ ტირი!
მე შენთან ვარ !
vulkani_lava
Sep 1 2008, 12:11 AM
ციტატა(Mathias_Sammer @ Aug 29 2008, 05:41 PM)

ვინმეს ხელი არ მიგიწვდებათ ირაკლი ჩარკვიანის ლექსებზე???
ომარას ძაღლი
ომარას ჰყავდა პატარა ძაღლი,
აჭმევდა კალბასს, სირბილით დაღლილს,
ძაღლს ჰქონდა თვალები ცრემლებით სავსე
და მთელი ქალაქი ამბობდა ასე,
რომ ომარას ძაღლი ომარას არ ჰგავს,
ის ძილის წინ მაინც მიირთმევს ნაგავს,
აიღებს ომარა ჟანგიან ნაგანს
და მოკლავს იმ ფინიას, რომელიც არ ჰგავს.
ირაკლი ჩარკვიანი
vulkani_lava
Sep 1 2008, 12:12 AM
მაიმუნები ვართ
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...
ირაკლი ჩარკვიანი
vulkani_lava
Sep 1 2008, 12:12 AM
ესეც ირაკლია :
* * *
შენი ატომური ძუძუს ქვეშ,
ნეკნების და ფილტვების ქვეშ,
მე და შენი გული
ერთმანეთს ვლოკავთ.
ჩვენი სიყვარული
სისხლის ფერებში მოდის.
vulkani_lava
Sep 1 2008, 12:12 AM
დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ირაკლი ჩარკვიანი
vulkani_lava
Sep 1 2008, 12:13 AM
დღე
დილით არა გვაქვს პური...
გინდა რომ მზე ამოვიდეს...
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ...
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.
Matilda
Sep 1 2008, 12:20 AM
vulkani_lavaციტატა
ფრთხილად! ფეთქებადსაშიში ვარ!
სდექ!
ნუ მკოცნი!
ჩემი კანი დანაღმულია,წუხანდელი შენი ცოდვებით.
უცხო კისერზე ალესილი შენი ენა ჩემს გულს სერავდა.
სდექ!
არ შემეხო!
ჩემი კანის ქვეშ მაღალი ძაბვაა,
ფურცელივით დაიფერფლები
და ოდნავი სიოც კი დაგძრავს...
ჩემი კანის ქვეშ სახიფათოა,
მავთულებად გაბმულ ძარღვებზე
ბეღურები აღარ სხდებიან.
სდექ!
ნუ ტირი!
მე შენთან ვარ !
ეს ირაკლისაა? წაკითხული მაქვს...
ფინალი არ მომწონს, აფუჭებს მთელ ლექსს...
vulkani_lava
Sep 1 2008, 12:23 AM
Matildaზუსტად არ მახსოვს მაგრამ მაგისი უნდა იყოს

ხო ბოლოში "ფეთქდება"

.... მაგრამ დასაწყისი მართლა მაგარია
achiko
Sep 1 2008, 01:46 PM
ციტატა(vulkani_lava @ Sep 1 2008, 12:11 AM)

ციტატა(Mathias_Sammer @ Aug 29 2008, 05:41 PM)

ვინმეს ხელი არ მიგიწვდებათ ირაკლი ჩარკვიანის ლექსებზე???
ომარას ძაღლი
ომარას ჰყავდა პატარა ძაღლი,
აჭმევდა კალბასს, სირბილით დაღლილს,
ძაღლს ჰქონდა თვალები ცრემლებით სავსე
და მთელი ქალაქი ამბობდა ასე,
რომ ომარას ძაღლი ომარას არ ჰგავს,
ის ძილის წინ მაინც მიირთმევს ნაგავს,
აიღებს ომარა ჟანგიან ნაგანს
და მოკლავს იმ ფინიას, რომელიც არ ჰგავს.
ირაკლი ჩარკვიანი

მაგარი რამეა
achiko
Sep 1 2008, 01:49 PM
ციტატა(vulkani_lava @ Sep 1 2008, 12:12 AM)

ესეც ირაკლია :
* * *
შენი ატომური ძუძუს ქვეშ,
ნეკნების და ფილტვების ქვეშ,
მე და შენი გული
ერთმანეთს ვლოკავთ.
ჩვენი სიყვარული
სისხლის ფერებში მოდის.
ეს ხო ვაბშე შედევრია
vulkani_lava
Sep 1 2008, 01:56 PM
achikoშევეცადე მტელი გრძნობით გადმომეცა
vulkani_lava
Sep 1 2008, 01:58 PM
საქართველო
მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
იცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,
მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,
შენ იცი სიყვარული,აზრი აღარააქვთ წლებს.
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს,
ამდენი ხანი ვამბობ,რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას.
მე
აღარ გადმოვცურავ ზღვას.
მე
აღარ გადმოვცურავ ზღვას.
ჩვენს განშორებას,როგორც სიკვდილს,გული ვერ იტევს,
და ტელეანძა,როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
თქვენ იტყვით ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვქნა.
და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს,
ბავშვები ნახავენ თუ ოდესმე მოვიგებთ ომს.
ჩვენ
მოვიგებთ ომს!
ჩვენ
მოვიგებთ ომს!
საქართველო!
საქართველო!
vulkani_lava
Sep 1 2008, 01:58 PM
ირაკლის ლექსებები მარტო წასაკითხად არაა.. მეფეს ლექსის არა რითმა არამედ შიანაარსია მთავარი, მე ვთვლი რომ ძაან მაგარი კაცი იყო დრო მოვა და დააფასებენ ისე როგორც ეკუთვნის (:
როცა მე წავალ
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება,
მეწამული მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
მეგუდარებით, იცინეთ, იცინეთ,
როცა მეწავალ!
თოვლიან ქართა დევნით დაღლილი
გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა გუნდი,
მე ისევ მოვალ,
მხოლოდ არავის არ გაუმხილო,
რომ მე დავბრუნდი.
ირაკლი ჩარკვიანი
vulkani_lava
Sep 1 2008, 01:59 PM
დრო
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.
vulkani_lava
Sep 1 2008, 01:59 PM
სპილოს კომპრომისი
სიკვდილი იატაკზე. თეთრი დენდი.
სრულყოფის შიშით და საგანთა სიჩუმით,
მარტოობით ტანაყრილი ბაობაბის ნერგი...
ნორჩი ყლორტები...
აღმოსავლური მოწყენილობა,
უნდობლობის, თავის მისიის,
ანალოგიის უარყოფით.
უსარგებლო ჰეროიკა, მისი სუსტი მხარე:
- სპილო, რომელიც აქ აღარ ცხოვრობს.
სიკვდილზე უაზრო ნადირობა.
იატაკზე გათხრილი სანგარი,
რომელიც მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა.
მარტოობის შიშით ძრწოლვა,
ჩუმი ხმაური ბაობაბის ნორჩი ყლორტების,
აღმოსავლური გულუბრყვილობა.
ცდა შერიგების
როიალის თეთრ კლავიშებზე გაგორებული
ბილიარდის უნომრო ბურთივით.
უზარმაზარი ჩონჩხი
საძილეოთახის რბილ იატაკზე...
და კომპრომისი.
SmoK1e
Sep 1 2008, 02:22 PM
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით
ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა
ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარი: - პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?
მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- შენი მტერი!.. პირღიადა
დავრჩით და ცას შევყუროდით.
მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
ვწეწდით და ვიწეწებოდით.
მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით.
მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, -
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით.
მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
თვითო-თვითოდ ვღალატობდით.
მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
ვჯირითობდით, ვბურთაობდით!
მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.
მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.
მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მოვყევით და სიხარულით
ყოველდღე ვბედოვლათობდით.
მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.
მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.
მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ...
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..
მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზედ ვლაზღანდარობით.
მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.
მერე, როცა... - კიდევ როცა!.. -
აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
- შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
უსაქმოდ ვეხეტებოდით.
elefteri
Sep 1 2008, 05:12 PM
http://lib.ge/each_author.php?345ვა რა მაგარი ინტერვუებია,,ამის ლექსები არ მომწონს მაგრამ ინტერვიუები მომეწონა..თან რატიანთან და ზომბთან
elefteri
Sep 1 2008, 05:15 PM
პახოდუ ლექსებს დავდებ
ჩემი პოეტების
-------------------------------------
ცხოვრება ქვებში
ზვიად რატიანი
გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –
ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე –
გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.
განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად
და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.
elefteri
Sep 1 2008, 05:17 PM
აღმსარებლის ეპისტოლე
გიორგი კეკელიძე
ცრუ ვარ მე.
მე მოგატყუე დედაჩემო, როცა დავიბადე
და ყველა მართალ იმედს ახლა ერთად გიცრუებ.
მე მოგატყუე ჩემო ცოლო,
ძმებთან საუზმისას ზღაპრად მოგიტყუე
და შენც მოგატყუე ლამაზო სამშობლოო,
ძმებთან სადილისას სიკვდილი გიმღერე.
მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,
ღრუბლის ღობეს ამოვეფარე,
ვარსკვლავების ხმიადს გაწვდიდით,
როცა გაძეხით და დაიძინეთ,
შემოვედი და თქვენს ეზოში დავთესე ღამე.
მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,
ისევე, როგორც სევდა გავიტყუე
და ლექსი მოვიტყუე –
ლექსი არის ჩემი უდიდესი ტყუილი.
და თქვენც გატყუებდით სიყრმის ოცნებანო,
უსაშველოდ გატყუებდით,
მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით,
რომ ვახშმობისას,
როცა სიმართლე მომშივდება,
როცა შიმშილი გახდება გაუსაძლისი,
მე მართლა გავთლი პატარა ნავს,
მართლა შევაცურებ ქარიშხლიან ზღვაში,
ჩავწვები შიგ
და თვალს მოვატყუებ.
elefteri
Sep 1 2008, 05:17 PM
მხეცი. პოეზია.
რუსუდან კაიშაური
სისხლისმსმელ მხეცს
სძინავს შენს წიაღში,
დააძინე სინანულის იავნანათი.
მოიმიზეზე: შვილები, მეუღლე,
ჭამა-სმა, მტერ-მოყვარე,
გააჩუმე ატეხილი ქმარივით.
_ ქალო, რუსიკო, სანამდის!
ასე ვერ ავაშენებთ უკვდავ სულს,
ასე იქნები ცხოვრებისგან დაღლილი.
როგორ დაგიბამს საბრალო მხეცი,
ბუნების ლაღი შვილი,
ინტიმურ კუთხეში მიგიმწყვდევია.
აღარ მოგენატრა უმანკო ლექსი _
ფურცელს ვიდრე გაშლი _
უკვე სისხლით რომ წერია.
ქვეყნად მიზეზები არ დაილევა,
ქვეყანაა თვითონ მიზეზი _
სხვების ჯავრს მხეცზე რომ იყრიდი, თელავდი!
_ ქალო, რუსიკო, სანამდის?
_ ვაიმე, ღმერთო, ყელამდის.
აზიზია გარშემო ყველა,
გიჟს და გაბრაზებულს ვერ გიტანენ.
ნეტავი ხელები გადაგიგვარდეს,
კი არ საქმობდეს,
რითმავდეს.
Matilda
Sep 1 2008, 05:35 PM
ციტატა(elefteri @ Sep 1 2008, 05:12 PM)

http://lib.ge/each_author.php?345ვა რა მაგარი ინტერვუებია,,ამის ლექსები არ მომწონს მაგრამ ინტერვიუები მომეწონა..თან რატიანთან და ზომბთან
მართალია, მაგის ლექსები არ უნდა მოგეწონოს!
DAO;jj
Sep 1 2008, 05:50 PM
ტიტრები
მარტის მარტოობა ტუჩებს ემარტივა,
მარტი - მატადორი ქართა მატიანე,
ფოთლებს ტანგოს რიტმით ტმასნის - სივრცეს ტიხრავს,
ტოტებს ტერფებს ტეხს და მტევნით ატიალებს.
ჩემი ტანის სუნი შენს ტანს წაეტანა,
გულის ტონალობა გასკდა კვირტებივით,
მარტი ტურნეს წყვეტს და... გტოვებ პატიებით...
ქარი ატრიალებს ფოთლებს ტიტრებივით
ამით დავიწყებ..