დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
N.L.O
ციტატა(ginger @ Oct 18 2010, 06:06 PM) *
Сероглазый король

Слава тебе, безысходная боль!
Умер вчера сероглазый король
.
Вечер осенний был душен и ал,
Муж мой, вернувшись, спокойно сказал:

\\\"Знаешь, с охоты его принесли,
Тело у старого дуба нашли.

Жаль королеву. Такой молодой!...
За ночь одну она стала седой\\\".

Трубку свою на камине нашел
И на работу ночную ушел.

Дочку мою я сейчас разбужу,
В серые глазки ее погляжу.

А за окном шелестят тополя:
«Нет на земле твоего короля...»


აჰა
არა არაო
ქალური და კაცური პოეზიაო

ხოა ახლა ეს ქალის

ისე ფემინისტკებს ფატქქტების დამახინჯება როატო უყვართ.
მე მომისმენია ერთი საინტერესო ეგზემპრალისგან
აი ზაან გაპროტესტება – არ არსებობს ქალური და კაცური, ო
ფაქტია არის განსხვავება – არ ნისნავსშ რო კაია ან ცუდიღ
არის ისევეშ როგორც ვთვათ ფიზიოლოგიასიღ
ახლა იმაზე კამათი ვისთვის უფრო რა მოსახერხებელია ხო დურაკობაა
bella_trix
ყვითელი ნისკარტი

ერთ კაცს ყვითელნისკარტა მწვანე თუთიყურში ჰყავს,
რომელსაც ის მხარზე შემოსმული დაატარებს სამსახურში.
ის ფრინველების გამყიდველია
და თუთიყურში - მისი სავაჭრო ნიშანია.

ყოველ დილას ის ჩამოდის ავტობუსიდან, სკვერს გადაკვეთს,
გადის ხუთ, ექვს კვარტალს.
"თუთიყურში მოდის" - ამჩნევს მას ხალხი.
საღამოს კი იმავე გზით ბრუნდება შინ.

მას არა აქვს გამორჩეული გარეგნობა: ჩასუქებულია,
საგრძნობლად შეთხელებული, უფერო თმით.
გეგონება, რომ ეს კაცი ეკუთვნის თუთიყურშს
და არა პირიქით.
ერთ დღესაც კაცი კვდება.

ის უკვე არ იყო ახალგაზრდა. ეს უნდა მომხდარიყო.
მისმა სიკვდილმა ყველა დაამწუხრა.
ყასაბს ეჩვენებოდა, რომ მან დაივიწყა კლიენტი,
რომელსაც მისი ვალი ჰქონდა.

საკონდიტროს მფლობელს ეჩვენებოდა, რომ გაცივდა.
მაგრამ მალე ყველა დაწყნარდა. თუთიყურში გაქრა.
დრო - განცდებს მიღმაა, მაგრამ მისი მდინარება
იმის მიხედვით თანაბრდება თუ როგორ ივიწყებენ ადამიანები.

წლების შემდეგ საკონდიტროს მფლობელს შუაღამისას გამოეღვიძა.
მას დაესიზმრა დილა-საღამოს სამსახურში მოსიარულე
მარტოხელა თუთიყურში.

ეს მისი ქორწინების წელს მოხდა, როცა ის ოჯახს მოეკიდა.
როცა მისი არეული ცხოვრება კალაპოტში ჩადგა და მოწესრიგდა.
და თითქოს ამ ყველაფერში თუთიყურშიც იყო გარეული,
თითქოს სწორედ ის აკავშირებდა დღეებს,
როგორც ძაფზე ასხმულ მარგალიტებს.
რათქმაუნდა, სისულელეა, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ
ასეთი რამე სინამდვილეში ხდება.

ჩვენ ვიღვიძებთ ღამე და ვხედავთ ჩვენი ცხოვრების,
ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენებს.
შეიძლება ეს იყოს მოგონება დამტვრეულ ველოსიპედზე,
ბავშობაში რომ გვყავდა.
ან კონკრეტულ სავარძელზე, რომელშიც მეგობრების გარემოცვაში
ვიჯექით და გაუთავებლად ვხუმრობდით.
შეიძლება ეს იყოს სახლი, წიგნი, მუსიკალური პიესა,
ან თუნდაც მწვანე თუთიყურში,
ქალაქის ქუჩებში მიმოფრენი.
და თქვენ შენიშნეთ ჰაერის ბუშტი მისი ნისკარტის წვერზე?
სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების დრო.


სტივენ დობინსი

აი ლექსი, რაღაცნაირი სუფთაა.. smile.gif
SmoK1e
ციტატა(bella_trix @ Oct 18 2010, 11:24 PM) *
SmoK1e

არა წერე კაცო, ჯუგრულად თუ ამის თქმა გინდა ბაზ არაა.. მარა ეს მოდაც დეპრესიული და ტერენტი გრანელისეური როგორ უნდა იყოს??? აი ამერიკელები ამიტომ მევასებიან.. თან იუმორით აღიქვამენ, რაც ადარდებთ იმაზე წერენ :| მარაზმია უკვე, რაც ბოლლო ნახევარი წლის მანძილზე ბიჭი გავიცანი ყველა სერიოზული და დაგრუზული სახით მიცხადებს მე პოეტი ვარო.. ღმერთმანი : D biggrin.gif თან ამ ქვეყნის ამაობა და ეკლიანი გზა.. ჟჟჟჟ. საშინელებაა sad.gif


პს. შენ შენ პონტში წერდი სმოკ, მუსიკა, ბიტნიკები, ალკოჰოლი, პროტესტი, ორინია და რაღაც სხვა მაინც იყო smile.gif რაღაცეები მართლა მომწონდა, მარა უფრო პროზა და თარგმანი გამოგდის smile.gif :* ისე არ ხარ შენ დასაკარგი მაგ სფეროში tongue.gif


ეუF biggrin.gif
bella_trix
გავბრაზდი biggrin.gif
SmoK1e
ციტატა(bella_trix @ Oct 19 2010, 12:10 AM) *
გავბრაზდი biggrin.gif


შენ გაბრაზდი და მე გავოცდი :დ
bella_trix
მაგ ვითომ ღრმა და მწუხარე სიტყების უკან რომ არაფერია მაგაზე ვბრაზდები, თავისი არაფერი აქვთ. ტერენტის სულია ჩვენიშიო და მსგავსი იდოტოტბები :შ თითქოს ერთი ბუნდოვანი არ ეყოფოდა ქართულ პოეზიას გრანელის სულერი შვილი :| რა სისულელეებზე ხარჯავენ თავის ნიჭს და დროს. თან თავს იგრუზავენ და არასწორ მიმართულებას აძლევენ ყველაფერს.. ეგაა გულდასაწყვეტი. მალე გავიდეს მოდიდდან პოეტობა მოკლედ და რაც გვაქვს იმის სწორად გაგება ისწავლონ wink.gif ან რამე ზოგადსასრგებლო მაინც აკეთონ. სოპორტით დაკავდნენ, გარემოს დასუფთავებაც არ გვაწყენდა და ა.შ..


მერაბ მამარდაშვილის აუდიო-ლექციები:
"Психологическая топология пути"
http://zmier.iatp.by/audio/MK/topology.htm
bella_trix
მეგობარმა მითხრა უილიამ ბლეიკის მხატვრობა რომ გაიგო, შენ ჯერ ლექსები წაიკითჰეო, ხო და ვერ ვიპოვე ვერსად.. ხელპ იფ უ'რ ნოტ სო ბუზი smile.gif რუსულად იყოს
SmoK1e
bella_trix

სახლში როცა მივალ მოგაწვდი : )
SOSO
skiron
ციტატა
მაგრამ ამაღამ იქნება ქარი,
მაგრამ ამაღამ გახდები ქალი...
ვაი დედოფალ, ვაი დედოფალ,
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი!..

ვა დათ, ეგ რა გაჩითე. მეგონა მარტო მე ვამუღამებდი მაგ ლექსს. ნუ ლექსს რა მაგ სტროფს. რამდენჯერ მითქვამს ბოლო ორი ხაზი და ვერავინ მიმხვდარა რას ვგულისხმობდი...

რას ამბობ კაცო, ძალიან პოპულარული ლექსი მგონია ეს მე biggrin.gif
vulkani_lava
ციტატა
ხშირად სექსი ორალური,
არის უფრო მორალური,
ვიდრე სექსი ანალური,
ბინძური და ბანალური.

ყველას სჯობია ტრადიციული,
ასე ამბობდა ბოზი გიული,
რომელიც მოკვდა მარტო, ეული,
შიდსით. ეგ ჩემის გადანგრეული...



ამის ავტორი ვინ არის ?? biggrin.gif biggrin.gif
N.L.O
ციტატა(bella_trix @ Oct 19 2010, 10:39 AM) *
მეგობარმა მითხრა უილიამ ბლეიკის მხატვრობა რომ გაიგო, შენ ჯერ ლექსები წაიკითჰეო, ხო და ვერ ვიპოვე ვერსად.. ხელპ იფ უ'რ ნოტ სო ბუზი smile.gif რუსულად იყოს


http://lib.ru/POEZIQ/BLAKE/stihi.txt
bella_trix
N.L.O

მადლობ smile.gif
bella_trix
სულ სხვაა როცა ადამიანის შემოქმედება უბრალოდ გიყვარს შორიდან და სულ სხვა როცა გესმის, სულ ცოტა გააზრებული მაინც თუ გაქვს.. ძალიან მაგარია smile.gif მაგრამ თვითდაჯერებული იდიოტი კი არ უნდა იყო და გეგონოს რომ იგებ, რეალურად საკუთარი სივრცის გარეთ უნდა იხედებოდე smile.gif



XXX


ჰკითხეთ უორჰოლს, თუკი გგონიათ, რომ ჯერ არ მომკვდარა.
რამდენი საწოლი უნდა დახატოს მისი მერლინისათვის,
როცა ღამეებიც მეორდებოდა?
და რომელ კუთხეში სძინავს იქ საწყალ ფრანცს?
ჭექა-ქუცილი როდი ანათებს მის თხისფერ ზეწარს.
ეს ელექტროსახეა, ტელეეკრანი, საწოლი თუ კედელი ერთად.
იქნებ ქრისტეს სამსჭვალი დაიკარგა?
ქარი ჰგავს ორ მოხუცს, რომლებიც თავის მხრივ ჰგვანან
ერთ პეპელას უფერულს, ოდნავ მოცახცახეს.


1987წ. არხანგელსკი, მირნი
SmoK1e
bella_trix

მაგაზე გეუბნებოდი ... ძაან მაგარი რამეა ...
SmoK1e
შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან ნიკო ნიკოლაძის ქალაქში.
გვერდით ოთახში ეკიდა აკაკი წერეთლის ღიმილი ცუდ რეპროდუქციაზე.
შენი კუთვნილი, მათ შემდეგ მოსულმა, შენმა უკვდავმა ბაბუებმა შეჭამეს.
რომლებიც დღესაც ჭამენ და ხორციან საჭმელს
შენზე სადღეგრძელოებს აყოლებენ.
შენ გასწავლიდნენ ცოტა ზრდილობას, ცოტა კეთილგონიერებას, უფრო მეტად ტყუილს,
და მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას.
რომლითაც უნდა მოკლა, რომლითაც უნდა ილოცო, რომლითაც უნდა დასცინო,
რომ უკვდავ ბაბუათა სუფრასთან გეღირსოს ლუკმა -
და არა ნახევრადმშიერთა პური - ფურაჟი.
შენ არ უნდა იოცნებო მაღაროზე, სადაც იპოვი რამეს.
შენ სხვას უნდა წაართვა უკვდავი წინაპრების სახელით,
რადგან წინაპრებშიც არიან უკვდავნი და მკვდარნი.
როგორც ჩანს მიხვდი, რომ ეგნატე ნინოშვილი,
გიორგი ქუჩიშვილი, კოტე კაპანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი,
შალვა კარმელი და ტიციანი
შენი წინაპრები არ უნდა იყვნენ.
შიმშილით კვდომა სამარცხვინოა ღვთისმშობლის ქვეყანაში.
შალვა ქიქოძის "ქორწილი გურიაში" აქ არ დახატულა.
"იმერეთი დედაჩემი" ერთი საწყალი მოხუცი ქალია, რომელიც სადღაც ქსოვს.
მისი გახსენება მხოლოდ ბაბუათა სუფრაზეა კარგი.
მაღალფარდოვნებით, მაღალფარდოვნებით, მაღალფარდოვნებით.
იმ სიტყვებით, რომლებიც არ იცოდა სპირიდონ მცირიშვილმა.
იმ სიტყვებით, რომლებიც ცუდად ესმოდათ ილიას,
გაბრიელს, მოჯამაგირე პოეტს
შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან.
შენ დაიბადე ზღვასთან.
შენ დაიბადე პალიასტომთან, ღარიბი ექიმის გვამთან,
რომანტიკულ მეძავთან,
ბულვარის ფოტოგრაფთან, იაფ სასადილოში, რომელიც დღეს სამოთხედ ჩანს.
რომელიც დღეს მართლა იავნანაა ნახევრადმშიერთა მოხეტიალე გუნდებისათვის.
სიზმარში შენ გინახავს ტოლსტოი, შვარცნეგერი, ბიოლი და ცოტა გარსია
ლორკაც.
იქ, სადაც არ ისვრიან შენი სამშობლო აღარაა.
"მამავ, მამავ, მომეცი ცოტა ფული და ხეტიალის უნარი
და ნუ დაივიწყებ დასავლეთ საქართველოს წვიმიან სასაფლაოებს.
ჩემს ცას, რომელსაც მთელი ცხოვრება მართმევენ ჩემიანები"
შენ ეს არ გითქვამს, შენ არ გძინავს, შენ თოფით იცდი
შენ მებაჟე ხარ.
bella_trix
SmoK1e

ხო, ჯერ არ ვიცი პოეზიაზე და მხატვრობაზე ვერაფერს ვიტყვი smile.gif მხოლოდ ის უდავოა რომ ეს კაცი დიდ ინფორმაციას და ცოდნას ფლოდა, იმ წლებში ამდენი როგორ მოახერხა არ ვიცი.. smile.gif
mat terezka
ციტატა(anuchi @ Apr 6 2010, 08:07 PM) *


არ გინდა, დედა, ბოშა იყო
და გამიხვრიტო ყური თავიდან?
არ გინდა, დედა, ბოშა იყო,
ხელები ტანზე ისე მიმაკრა,
რომ ვეღარ მივწვდე აკრძალულ ნაყოფს?
არ გინდა, დედა, ბოშა იყო
და ხელის გულზე მიმკითხაო, ხვალ რა იქნება?
არ გინდა, დედა,
ნუ დამიშლი, რომ მოგბაძო
და როგორც ადრე,
ჩავიცვა შენი ფეხსაცმელი, მაღალი ქუსლით,
მერე თითებზე წამოვიცვა შენი ბეჭდები
და ვითამაშო,
რომ მე შენ ვარ, თუნდაც ცოტა ხნით.
ეგებ შემთხვევით,
ჩრდილ-ჩრდილ რომ გსდიო,
გზაც კი ვიპოვო,
თორემ იმდენჯერ დავეკარგე ღმერთს,
რომ აღარც მეძებს.

არ გინდა, დედა, ბოშა არ იყო,
ხელი ჩამკიდე და შინ წამიყვანე.


ტერეზკა.. :*



ეს ახლა ვნახე
data
ციტატა
ტერეზკა.. :*

ჰეჰ, ამაზე მივხვდი ვინ იყო პოსტის ავტორი biggrin.gif


mat terezka

გამარჯობათ



(დღეს პროფილს ვუყურე და... biggrin.gif)
Bisei
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი...

მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი ..
mat terezka
ციტატა(data @ Oct 29 2010, 12:32 AM) *
ციტატა
ტერეზკა.. :*

ჰეჰ, ამაზე მივხვდი ვინ იყო პოსტის ავტორი biggrin.gif


mat terezka

გამარჯობათ



(დღეს პროფილს ვუყურე და... biggrin.gif)



გამარჯობა დათა
smile.gif






ქარის გზავნილი. იანვარი

ეს რიტუალი მხოლოდ მაშინ ჭრის.
და მითუმეტეს, უფრო გამომდის, როცა შენ გძინავს.
როცა ორმოც წელს ტანში იტენი (დაკეცილ ქოლგას - შალითაში),
ნაოჭებში ფრთხილად ალაგებ (ფურცლებს. ფაილებს)
აწყობ თმაში მოთეთრო ხაზებს,
იწვეთებ თვალში (დაღლას ნანახით).
წვები, მიდიხარ.

ეს საჭირო პირობაა - ხიდზე ბორძიკით გადადიოდე,
ოღონდ, სიზმარში, როდესაც ქარს გამოვიძახებ.
ქარი მაშინ დამიმეგობრდა,
რვაბალიანმა მიწისძვრამ ერთ დღეს სკოლა როდესაც შეაზანზარა.
ქარი, ჩემი თანამზრახველი,
ჩრდილოეთის მხრიდან ცას ფატრავს და მორჩილად დგება ფანჯრის წინ.
გამოვიძახე ვითომ ეტლი.
ან ფანჯარასთან შეკვეთილი დადგა მარხილი.

ახლა ქარი მომეხმარება.
გავფენთ სარეცხს. დავახარისხებთ
პირსახოცებს, რომლითაც ტანი გავიწმინდეთ,
საცვლებს, რაც გვეცვა, შარვლებს, მაიკებს.
საწოლი, სკამი, იატაკი, მაგიდა, ჭაღი - აღარ დარჩა ერთი ადგილიც
სადაც გახდილი ტანსაცმელი ერთად მოგროვდა.
გატან, წაიღე.
ეს თოკები სველი სარეცხით.

ათასი ქუჩის მოშორებით,
ათასი სახლის გვერდის ავლით,
სხვების სიზმრებს, ოჯახურ დრამებს გადაატარე.
და იმ ფანჯრის წინ, რომელშიც მოსჩანს მისი ძილი,
(მშვიდი, როგორც ეს ზამთრის ღამე),ჰაერში
ყინვისგან მკვდარი ტანსაცმელი ფრთხილად დაკიდე.

ჯადოს ძალა დილამდეა.
თბილი სუნთქვით სანამ ჩამოხსნი.

ეკა ქევანიშვილი

N.L.O
ამბავი მოეყოლა არ ჯობდა?
აი ძალიან არ ვარ სექსისტი
მარა
სარეცხების ფენა და სხვა ქალური ამბები არ მაინტერესებს

N.L.O
უფრო სწორად გამოდის ვასრ
ოღონდ მხოლოდ მასინ
თუ სარეცხების გაფენას
და ნაირა მოდი ყავაზე გეჭორაო ლექსებს დამიდებ.
გავიხსენებ და ვიტყვი ვისი კითხვისას არ მინდა სქესი
მაგალითდ
კრისტოფი
მაგალითად
ვირჯინია
კიდე..
mat terezka
რა ჯობდა და რა არა ავტორი წყვეტს თვითონ
მკითხველზე გათვლილი ლექსი უკვე კომერციაა wink.gif
N.L.O
კომერციაზეა გათვლილი მეტწილად მთელი ეგ პროცესი
არაა მგონი საკამათო
მკითხველი კი იტოვებს უფლებას გადაწყვიტოს რა ვარგა და რა არა
და რასაკვირველია ეს გემოვნების საკითხია
შეხედულებების კიდე
შეიძლება ზოგჯერ გენდერისაც(ოღონდ ხო ვთქვი, მხოლოდ მაშინ თუ გუკებზე დათუნიებზე სარეცხზე და ჭორაობაზე მელაპარაკება ავტორი)
მკითხველზე მაყურებელზე მსმენელზე და მომხმარებელზე ითვლება ნებისმიერი პროდუქტი
გულის ჯიბეში ჩამალული დღიურები და მეგობრებმა ძალით გამომაქვეყნებინეს ლექსების მე მარ მჯერა.
data
N.L.O



"კაცური" ლექსები არ გაღიზიანებს? biggrin.gif


ეგეთები უფრო მეტი უნდა იყოს წესით smile.gif




mat terezka
ციტატა
მკითხველზე მაყურებელზე მსმენელზე და მომხმარებელზე ითვლება ნებისმიერი პროდუქტი


ამაში გეთანხმები მაგრამ რამდენად მოსაწონია და რამდენად არა ეგ სხვა საკითხია
მე მირჩევნია ავტორი იმას არ მაკითხებდეს რაც მე მესიამოვნება და თავად ვწყვეტდე მომწონს თუ არა პროდუქტი smile.gif


ციტატა
"კაცური" ლექსები არ გაღიზიანებს?


+1
სხვა სქესიც არსებობს ? wink.gif
bella_trix
"პოეზიას არ სჭირდება მკითხველი, ის თავსთავად არსებობს, ეს მკითხველს სჭირდება პოეზია.. "
შ. გაგარინი

მაგრამ! ხუთიოდე წამია მომაფიქრდა "რწყილი და ჭიანჭველას" ამ თემატიკაზე გადაკეთებული ვარიანტი :დ

რწყილი და ჭიანჭველა ბავშობიდან მეგობროდნენ, ერთად გაიზარდნენ, ერთად აგროვებდნენ ჯერ კოკა-კოლებისთვის ფულს, მერე სიგარეტისთვის, მერე ბოზისთვის და ა.შ.. ერთადერთ რაშიც ვერ უგებდნენ ერთამენთს იყო პოეზია, ჭიანჭველა პოეტი იყო და წერა უყვარდა, რწილისთვის კი ეს მხოლოდ საღადაო თემა იყო, ამიტომაც ჭ არც ისე ხშირად ლაპარაკობდა და არც ჩუმად დაწერილ ლექსებს აკითხებდა. მოკლედ ცხოვრობდნენ ასე ძმურად, მიდოდნენ ორი კაცი ერთად ცხოვრების გზაზე.. მაგრამ ერთხელაც რწყილი "ჩავარდა", რაღაც საქმეში გაიჭედა და ციხეში ამოაყფინეს თავი. მართალია თავის ბრალი იყო რაც დაემართა, ეს იცოდა რწყილმა, მაგრამ მაინც მთარობას აგინებდა და ძმაკაც სთხოვა დახმარება, რომც არ ეთხოვა ჭიანჭველა მაინც დაეხმარებოდა "ძმა ძმისვისაო სავი დღისთვისაო" ხომ გაგიგიათ.. დაჯდა ჭიანჭველა და ფიქრობს როგორ იშოვოს ფული. ფული ფული ფული.. ფიქრობდა სად ვიშოვოო, გაახსენდა ბევრი გამონათქვამი ფულზე: "ფული არა ყარს" "ვისაც ბევრი ფული აქვს, მეგობარიც ბევრი ჰყავს" "ფული, ჩემო ბატონო, კარგი ჯარისკაცია, გზას რომ თავად იკვალავს", ჰესეს დამსვენებელშიც იყო რაღაც დასამახსოვრებელი, მაგრამ ზუსტი ციტატა ვერ დაალაგა.. ა.ბ.ბ.ა_ს ცნობილი სიმღერა, "ლილუ გაიქეცი" ფილმი წითელთმიან გოგოზე.. ა.შ. და ბოლოს "პური და სანახაობა" .. სანახაობა, ხალხს უნდა სახაობა,, რა არის მარტივი რითაც ფულს ვიშოვიო, უორჰოლი ჩემგან არ გამოვა და ისეთ მაგარ პიარსაც ვერ გავქაჩავ საქართველოდან რომ გამაძევონ და პოლიიკურ თუ შექმომედებითი თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მომცენ მორალური კომპენსაციის თანხმლებითო.. რა ვქნა? რა ვქნაო და მოდი წიგნს დავწერო! (მერე აქ უნდა იყოს პატარა ისტორიები როგორ მოივლის ნაცნობებს, შეაგროვებს მასალებს და ჩამოაყალიბებეს მკითხველისთვის საინტერესო თემატიკას.. ალბათ უნდა წავკბინო ცოტ-ცოტა ყველა სფეროს და დანახოთ ქართველს ერს ჭიანჭველას მოგზაურობიდან ნამდვილი სახე) მოკლედ დაწერს წიგნს, (აქ სხვა მწერლებთან "ზმაკაცობა" და ურთიერთობებზეც იქნება მაგალითები) და აიღებს ფულს ამ წიგნიდან. მერე ამ ფულით გამოიყვანს ძმაკაც რწყილს ციხიდან და ისიც აღირებს რომ პოეზია და ლიტერატურა უმაგრესია, ჩემი სიცოცხლე პოეზიამ იხსნაო biggrin.gif

მორალი: აღებ-მიცემობა. მწერალმა-წიგნი,წიგნმა-მკითხველი,მკითხველმა ფული, ფულმა რწყილი გამოიყვანა ციხიდანო.. smile.gif
bella_trix
უი რამდენი ირონიაა ღმერთმანი, ასეთი დაბოღმილი არ მეგონა ჩემი თავი :შ :შ


ჰომ, ბავშვებო, თეატრზე მინდა რამე ლექსი, უფრო სწორედ რაიმე სიტყვა მინდა თეატრის ფესტივალს რომ დავარქვა.. ლიტერატურულად ლამაზად რომ ჟღერდეს და აზრითაც კავშირში იყოს smile.gif "თეატრალური ფესტივალი (რამე)" აი ეს რამე მინდა biggrin.gif
N.L.O
ტავისტავად არსებობა და საერთოდაც
ობიექტური რეალობა ის საკითხია, კამათი რო მეზარება ხოლმე სულ
კაცურ ლექსებში თვენ რას გულისხმობთ არ ვიცი
ერტმნიშვნელოვნად უინტერესო და უსაგნოა იმ ტიპის ლექსები, რაც ზევით ვთქვი.
მგონი კაცისთვისაც და ქალისთისაც ასე უნდა იყოს და არ აქვს მნიშვნელობა, მე რა სქესს განვეკუთვნები
ამას ვამბობ – თუ აქვს თვისთავადი ღირებულება, სქესი არ მაინტერესებს


აპარტი დაარქვი.
mat terezka
ციტატა
ერტმნიშვნელოვნად უინტერესო და უსაგნოა იმ ტიპის ლექსები, რაც ზევით ვთქვი.

ერთმნიშვნელოვნად არა
ის რაც შენთვის შეიძლება ერთმნიშვნელოვნად მოსაწონი იყოს
სხვისთვის შესაძლოა ერთმნიშვნელოვნად მოსაწონი არ იყოს
და კიდევ მითუმეტეს არ ვნებს ლექსის ხარისხს.
ხარისხიანი ტანსაცმელი შეიძლება შენ არ მოგიხდეს და არ ჩაიცვა








bella_trix
N.L.O

რას ნიშნავს ეგ სიტყვა?
mat terezka
ხოდა გემოვნებაზე ვდაობთ
სადაც იშვიათად მიდიან კონსესუსამდე
bella_trix
mat terezka
N.L.O

რაზე კამათობთ ვერ მივხვდი. საერთოდ როცა კამათობ და განიხილავ ეს ნიშნავს რომ ამ საკითხში ჯერ თვითონვე არ ხარ დარწმუნებული და გარკვევას ცდილობ smile.gif

მეც ძალიან მინდა გავერკვე ლიტერატურაში და პოეზიაში, დღეს მინდოდა შამუგიას წიგნის პრეზენტაციაზე წასვლა და მსჯელობების მოსმენა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე sad.gif არ მიყვარს მისი ლექსები, მაგრამ რაღცანაირად პატივს ვცემ (ლექსს ვცემ პატივს ლოლ :დ) .. მართლა მაინტერესებს პროფესიონალების შეფასება
che
დაიძინეთ :*

დაიწყეს აქ პოეტის რაობაზე საუბარი biggrin.gif
mat terezka
ციტატა(che @ Oct 30 2010, 02:54 PM) *
დაიძინეთ :*

დაიწყეს აქ პოეტის რაობაზე საუბარი biggrin.gif



ვინ გაღირსებს ძილს ჩე შარლეს ხელში big_Grin.gif
bella_trix
che

შენ იცი რას ნიშნავს "პოეტური სიბრმავე"? ვინ თქვა პირველად და რას გულისხმობს..ა.შ. მე არ ვიცოდი ეგ ცნება მაგალითად

კონცეპტუალური ხელოვნების ლექტორს ისეთი შედარებები მოყვასხოლმე მრცხვენია რომ არაფერი ვიცი, პოეტის რაობა და მასეთი სულიერი რამეები არ მაინტერესებს.. უფრო სწორედ მაინტერესებს, მაგრამ ინფორმაციულად და არა ტრანსცედენტულად. ვინ რას წარმოადგენდა და რას აკეთებდა და რას აკეთებს smile.gif
N.L.O
ციტატა(mat terezka @ Oct 30 2010, 02:36 PM) *
ციტატა
ერტმნიშვნელოვნად უინტერესო და უსაგნოა იმ ტიპის ლექსები, რაც ზევით ვთქვი.

ერთმნიშვნელოვნად არა
ის რაც შენთვის შეიძლება ერთმნიშვნელოვნად მოსაწონი იყოს
სხვისთვის შესაძლოა ერთმნიშვნელოვნად მოსაწონი არ იყოს
და კიდევ მითუმეტეს არ ვნებს ლექსის ხარისხს.
ხარისხიანი ტანსაცმელი შეიძლება შენ არ მოგიხდეს და არ ჩაიცვა

ერტმნიშვნელოვნად რომ ვამბობ, იმას ვგულისხმ,ობ, რომ ვერც ერთი კაცი ვერ დაინტერესდება მგონი იმ ლექსებით რაც მაგალითად მოვიყვანე.
შეიზლება ვცდები
და ვინმეს მოსწონს, მაგრამ არა მგონია.უჩვეწულო იქნება ყოველ შემთხვევაში.

ბელა
აპარტი ისაა, როცა მსახიობი წარმოდგენის დროს მაყურებელს მიმართAვს და თან ისე, რომ სცენაზე მყოფებს ეს თითქოს არ ესმით
ანუ ერთგვარი რემარკა
ორონდ თAვად მსახიობის და მიმართული მაყურებლისადმი.
არ ვიცი
ეს მომივიდა თAვში პირველი
თAნ სიტყვაში არის არტი
თან კონცეწპცია

data
N.L.O
ციტატა
ვერც ერთი კაცი ვერ დაინტერესდება მგონი იმ ლექსებით რაც მაგალითად მოვიყვანე.

მერე რა smile.gif



სხვისი არ ვიცი და "დემოკრატიული ღირებულებები" და "გენდერული ბალანსი" მე არ მწამს პოეზიაში smile.gif
bella_trix
N.L.O

QUOTE
ვერც ერთი კაცი ვერ დაინტერესდება მგონი იმ ლექსებით რაც მაგალითად მოვიყვანე


"ალხანას თავისი ჩალხანაო.. " დამიჯერე ყველას ყავს თავის მკითხველი smile.gif როგორ დედაჩემი ამბობსხოლმე "თავისნაირები" ))))

QUOTE
უჩვეულო იქნება ყოველ შემთხვევაში.


ეს სიტყვა ჩვენს დროში ხელოვნებაში არ უნდა გამოვიყენოთ smile.gif



data

"დემოკრატიული ღირებულებების" დაცინვა ხომ გწამს? თუ შამუგია პოეტი არაა? biggrin.gif
data
bella_trix
ციტატა
"დემოკრატიული ღირებულებების" დაცინვა ხომ გწამს? თუ შამუგია პოეტი არაა? biggrin.gif

მაგას შენ მეუბნები მე? biggrin.gif


რა ნამუსით? biggrin.gif

bella_trix
data

QUOTE
"დემოკრატიული ღირებულებები" მე არ მწამს პოეზიაში


QUOTE
"დემოკრატიული ღირებულებების" დაცინვა ხომ გწამს?


დავკონკრეტდები, "აი ია" აბა რა პოეზიაა? :|
data
bella_trix
ციტატა
დავკონკრეტდები, "აი ია" აბა რა პოეზიაა? :|

და ეს ლექსი დემოკრატიას დასცინის? smile.gif


კაი რა
bella_trix
data

დემოკრატიას არა, მაგრამ სხვა ღირებულებებს.. კაი, რაც უნდა ის იყოს :დ


ახათ, შამუგისადმი მიძღვნილი ლექსი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით batting.gif


პაატა შამუგიას

ვიყოთ ხელგაშლილები
და ვაჩუქოთ ერაყს ამერიკა
და ვიეტნამსაც ვაჩუქოთ ამერიკა
და იაპონიასაც ვაჩუქოთ ამერიკა
და ვაჩუქოთ ტიბეტს ჩინეთი
და ავღანეთს რუსეთი მივცეთ
ისლანდიას მე მოვიპარავ
კუბა წითლად შევფუთოთ
და წაღება დაგვავიწყდეს
ღაზას სექტორი ვაჩუქოთ
პატარა გოგონას პალესტინიდან
აფრიკას კი ვაჩუქოთ აფრიკა
და წავართვათ საქართველო
იმ მოქეიფე, დაგვიანებულ ძიებს
და მივცეთ პაატა შამუგიას
და წარმოვიდგინოთ როგორ დგას
ღმერთის პირისპირ

კედები ამოუცვამს
თმები დაუგრძელებია
სამ კოლოფს კლავს ერთ ღამეში
იღლიაში კი საქართველო აქვს გარჭობილი
მერე მთელი მსოფლიო ავიღოთ
და თუნდაც უილიამ ბეროუზს მივცეთ.
data
bella_trix



ვისი ლექსია? smile.gif

bella_trix
data

აიტ! მე მეწყინება იცოდე დათა ამას რო ვერ მიხვდე ვისი ლექსია, ეს ნიშნავს რომ არ მიცნობ biggrin.gif biggrin.gif :*

(ანასტასიამ გამომიგზავნა)
data
ციტატა(bella_trix @ Oct 31 2010, 12:53 AM) *
data

აიტ! მე მეწყინება იცოდე დათა ამას რო ვერ მიხვდე ვისი ლექსია, ეს ნიშნავს რომ არ მიცნობ biggrin.gif biggrin.gif :*

(ანასტასიამ გამომიგზავნა)

რავი, მე შოთასი მეგონა და არ გინდა უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი ანგელ'ოზო? biggrin.gif ©



bella_trix
data

QUOTE
ანგელოზ


თითქმის გამოიცანი ავტორი biggrin.gif
N.L.O
უჩვეულო პოეზიაზე არ მითQვამ,ს
დამოკიდებულებზე ვთქვი
იმ მკითხველის, ვინც კაცია და ვისაც დააინტერესესბ, მოეწონება ან მეორედ წაკითხვის სურვილი გაუჩნბდება ლექსის - ნაირა მოდი ყავაზე და
დღეს ქარში სარეცხი გავფინე.
ეს არ ნიშნავს, რომ ლექსი ცუდია, ან გადასაგდები
ამას ვერასდრსო ვიტყვი
საერთოდ ვერაფერზე ზუსტად იმიტო, რო "დემოკრატიული ღირებულებები " და აშ. მგონი ლარი ფლინტის ადვოკატის სიტყვებია, ზუსტად არ მახსოვს, შეილება ვოლტერს ესესხება – მე არ ვიზიარებ შენს მოსაზრებას, მაგრამ თვს დავდებ იმისთვის, რომ მისი თვისუფლად თქმა შეგეძლოს ყველგქანო
უბრალოდ, გოგოებს უტყდებათ ხოლმე, პოეტესას ნუ იძახიო(ვიცი ასეთი) და ქალური პოეზია არ არსებობსო(ესეც ვიცი, )არადა ა ბატონო და არსებსობს ფაქტია და ასე ცალსახად და გენდერულად განპირობებული მე არ მაინტერესესბ. და ქაც იმავე ფილმიდან ფრაზა – Мнения как задницы – у каждого есть.
და გამოდის, მართლა იმაზე ვდავობთ, რაზეც ვერ შევთანხმდებით.
მარტივად – მე არ მომოწონს ამ ტიპის ლექსები და ეს არ ნისნავს იმას, რომ ვაძაგებ
+ არ მესმის, არის თუ არა ჩემი თანამოსქესე, ვისაც ეს კტეგორია დააინტერესებს.
და ისევ ...Мнения как задницы !
bella_trix
N.L.O

QUOTE
Мнения как задницы

ამიტომ ვგიჟდები რუსებზე და მათ ხალხურ გამოთქმებზე biggrin.gif


ე.ი შენ "გაღელვებს" "ქალური პოეზია" და იმ კაცების გიკვირს ვისაც ქალების დაწერილი ლექსები მოსწონთ? ამაზე ლაპარაკობ ამდენი ხანი? smile.gif))) და თუ არ მოგწონს რატომ არ გკიდია? ალბათ გულის სიღრმეში მოგწონს ქალი პოეტების ლექსები და ამდენს ამიტომ ლაპარაკობ, ბუზუ :დ ხო მე პირადად ეგ არ მაფიქრებს, ქალი პოეტების ლექსები არ მიყვარს.. არ მყავს საყვარელი პოეტი ქალი ანუ საერთოდ. მეგიც მომწყინდა, ერთფეროვანია smile.gif
N.L.O
ხო მართლა გაფუჭებული აპარატივით ჩავიხვიე
მარა ეტყობა ნიიასნა ვირაჟაიუს.
ახლა კიდე რაღაცის თმა მინდოდა
იგივესი და სხვა სიტყვებით
და აღარ ღირს მგონი.

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.