დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
Illegal Astronaut
რობაქიძის "ადოლფ ჰიტლერი"

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=7932845f1a5f7b56
vulkani_lava
მაგათი წაკითხვა მეზარება ეხლა და შიინააარსს ვერ მომიყვებით მოკლედ ??? biggrin.gif


:ლიტერატურა:
Illegal Astronaut
ესეც "ენგადი"

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=f153fb1c686f5f75
Illegal Astronaut
ეჰეჰეეეეიიი... ლეგენდა...


ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლით - სერი მჲუსელლაჰ. სერიდან სამხრეთ დიდი ქვის ლომი წითური: თითქო მზით ნაყვავილევი. ქვის ლომი: კირსილისაგან ჩამოსხმული. კირში - მზის ხურუში და სილაში - მზის თესლები. ქვის ლომი ფარია ქალაქის. სპარსეთის ტიტველ ნაპრალებიდან, საცა გახელებული მზე ავხორცობის ჟინს იკლავს, ხანდახან ლომის გრგვინვა გადავარდება სუნთქვაშეკრულ ხევებში და გრიალის ბრაზიანი ღვარი შორს-შორს დიდ მანძილზე არღვევს ირანის მყუდროებას. არის ამ გრიალში უცნაური სითავადე: უტეხი და ზვიადი. ქვის ლომი ხმალია ჰამადანის. დიდი შუადღის ჟამს როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დადაღული. უნაყოფო იღებს ფალლოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს წითურ ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალლოსს მზით გასუდრულ ქვას და ელის პირგამეხილ ნადირისაგან კურნებას. ცხელ ქვიშაზე თითქო პეშვებით ესხმიან შელოცვანი: კაცმა არ იცის რა ენაზე.
Illegal Astronaut
"სქესი ყველაფერშია...სიტყვებშიაც კი...სქესი წარმოშობაა და გაქრობა..მამა შობს შვილს და კვდება...შვილი მამად იქცევა: თავის მხრით შობს შვილს და კვდება...ამ შვილსაც იგივე ხვედრი მოელის – და ასე: დაუსრულებელ...ამ დენაში რჩება გვარი, პიროვნება კი კვდება...პიროვანი მარცხდება და იმარჯვებს უპიროვნო....ასე ყველგან...მაგრამ არის ერთი გამონაკლისი: ეს ადამიანია, სიყვარულით ჭირვეული...სიყვარული პიროვანის გზნებაა...სიყვარულში ადამიანს აღარ უნდა სქესით გაგრძელება...მას უნდა სრულიქმნას საყვარელთან ერთად“...
„მერე?“...
„მერე და: ადამიანი ამას ვეღარ აღწევს...იტანჯება...იბრძვის...მა
Illegal Astronaut
რობაქიძე..


„ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი.. შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით“...
okicha
† Lord Borgeze †
ციტატა
მზის ხანა საქართველოში

გრიგოლ რობაქიძე

1. დიდი ბრძენის პლატონის მსოფლმხედველობაში გვხვდება: "თვალი მზიური." გოეტჰემ მზიურობა თვალისა ერთ თავის შაირში შესანიშნავ ხტილად გამოკვეთა: "თუ არ იყოს თვალი მზიურ, ვით შეეძლოს მას ხილვა მზისა?" მტევნის მწიფობის დროს ქართველი მევენახე ამბობს: "თვალი ჩასულა მტევანში." თვალით აქ ნაგულისხმევია მზე. პლატონი, გოეტჰე, ქართველი მევენახე-სამივე დიდ საიდუმლოს აცნაურებენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით: პლატონისათვის და გოეტჰესათვის თვალი "მზიურია", ქართველი მევენახისათვის კი იგი მზეა თვითონ. ხატული "სახეობის" მხრით ქართველი მევენახის თქმას თვითონ გოეტჰეც არგუნებდა პირველობას. თვალი მზეა, ფიქრობს ქართველი, რადგან იცის. რომ "მზე" და "მზერა" სადღაც ეთანხმებიან ერთიმეორეს. გავიხსენოთ საბა სულხან ორბელიანის განმარტება სიტყვისა "ღმერთი": "წვა და ხედვა." ეს განმარტება მზეზეა თითქო გამოჭრილი. მზე იწვის, არ იფერფლება, იწვის და "მზერს": ანათებს. "თვალი ჩასულა მტევანში"- ეს ნამდვილი პოემაა, პოემასთან ერთად "ირმის ნახტომი."

2. უძველესი დროიდან სათაყვანო სიმბოლოდ მზისა "სვასტიკა" ითვლებოდა: კაკვიანი ჯვარი, ბორბალში მოქცეული. ბორბალი ანიშნებდა მნათობის კოსმიურ ბრუნვას და ეს იმ დროს: როცა ნივთიერ კულტურაში ურემი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ავიღოთ ეხლა ქართული დასახელება: "ურმის თვალი". აქ თვალით ბორბალი იგულისხმება. აქვს ბორბალს მსგავსება თვალთან-ისე მაგალითად: როგორც წყაროს ძირიდან მოჩუხჩუხე ნაკადს, რომელსაც ჩვენ "წყაროს თვალს" ვუხმობთ? გარდა სიმრავლისა არავითარი. საგულვებელია მაშასადამე, რომ ქართულ ხილვას შერჩა სახულობა სვასტიკისა და რადგან ამ ხილვაში მზე თვალად იყო ცნეული, ურმის გამოგონებისას ბორბალი ჯვარისა ურმის თვალში გადმოვიდა საგნურად. ეს როგორც ჰიპოტეზი მხოლოდ.

3. მზე არის სიცოცხლის თესლი. ქართული ენის მკვლევარი მიხეილ წერეთელი გვამცნევს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულში ფესვს "ცხ". მისი აზრით "მუცელის" პირვანდელი ფორმა იყო "მუცხელი". მთავარი აქ "ცხ" არის, როგორც სიტყვაში "სიცოცხლე"-შესატყვისი რუსულში: "ჟივოტ-ჟიზნ" გერმანულში "Leib-Leben" თუ ეს ასეა, მაშინ "სიცოცხლე" და "ცეცხლი" სიტყვიერი ტყუპები ყოფილან. როგორ გაიხარებდა ჰერაკლიტ ეფესელი, სცოდნოდა მას: რომ რომელიღაც ენაში "სიცოცხლე" ნააზრევია ვითარ "ცეცხლი!" სწამდა ხომ მას, რომ სამყაროს ძირითადი თაური ცეცხლია.

4. ცხოველთა შორის ყველაზე უფრო ცეცხლოვანი ცხენია. იმავე მკვლევარის მიგნებით, სიტყვაში "ცხენი" იგივე ფესვი "ცხ" ცოცხლობს.

5. მზისაგან იშვის სხივი და ნივთიერი იღებს "სახეს"-იმდენად, რამდენად იგივე სხივმფენია. მხოლოდ სხივის გამოკრთობით ეზიარების ნივთიერი ღვთიურსა: იქცევა "სახიერ". არც ერთ ენაში არ იხმარება ზედშესრული "სახიერი" ღვთის მიმართ ისეთი ღრმა მნიშვნელობით, როგორც სწორედ ქართულში. რაც სახიერია, ის ღვთიურია-ასე ვგონებთ ქართველნი.

6. საუბარში ჩვენ შეფიცვის თუ შეჯერებისას ასეთ თქმას: "ჩემმა მზემ", "შენმა მზემ": თითქო ყოველ ადამიანს თავისი საკუთარი მზე ჰქონდეს. "ვეფხის ტყაოსანში" ეს მზეთანაზიარობა პირდაპირ კოსმიურ ყალიბს იღებს. გავიხსენოთ დაუვიწყარი წერილი ნესტანისა, რომლითაც იგი, ქაჯეთის ციხეში დატყვევებული, ტარიელს, მის მეტრფეს, ანუგეშებს: "მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი! განაღამცა მას ეახელ, მისი ეტლი, არ თუ წბილი. მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი." აკადემიკოსი ნიკო მარრი ამ სიტყვებში ნეოპლატონიზმის გამოძახილს ხედავს, ხოლო არ იცის მან, რომ თვითონ ნეოპლატონიზმში ეს გზნება მზიურობისა ოქროს ხანიდანაა გადასული. მარადიულ განსხეულებას მზიურში აქ კიდევ უფრო აძლიერებს გენიალური ხტილი ქართული ზმნისა: მარადი მყოფადი. მითიურმა დრომ მხოლოდ აბსოლუტური აწმყო იცის, რომელიც "წარსულად" არ იქცევა და "მომავალი" შინაგან აქვს უკვე. ნესტანი არ ამბობს: "გნახავ", "დაგსახავ", "განმინათლებ", არამედ: "გნახო", "გსახო", "განმინათლო".

7. მზე სათავეა სინათლის, რომელიც სიბნელეს ებრძვის. ამ "შებმაში" წარმოიშვის "ფერი". ფერი უბრალო "ჩვენა" კი არაა, ეთერტალღების რხევათგან გამოწვეული. ბრმად შობილს შეუძლია გამოცდისას სწორი ფორმულა გადასცეს მაგალითად წითელი ფერისა, მაგრამ წითელი მისთვის მაინც უხილავია. ფერი "თვისებაა" და არა "ოდენობა". ასე ესმოდა ფერი გოეტჰეს, ასე ესმოდათ იგი ჰინდოელებს. ფერის ასეთი გაგება მოქცეულია ქართულ ყოველდღიურ საუბარში. ჩვენ ვხმარობთ ხშირად "ყველას" მაგიერ "ყველაფერი" და "არარას" მაგიერ სიტყვას "არაფერი". აქ ფერი "რაობად" გამოდის, რაიც შემდეგ თქმაში კიდევ უფრო ნათელი ხდება: "რაფერ გააკეთე?" დღემდე აუხსნელი სახელი "სწორფერი", რომელსაც ხევსურეთში მეტრფეს უწოდებენ, ეხლა ნათელი ხდება: სწორფერი, ესე იგი შესაფერი, სიყვარულში მეორის სადარმხვედრი. კიდევ ერთი რამ მეტად მნიშვნელოვანი. ბაგრატიონთა საომარი ალამი მეწამული იყო, რომელსაც შუაგულში თეთრი ალი ჰქონდა გაწვდილი. ეს არ იყო შემთხვევითი არჩევა ფერისა. ჰინდოელთა "Vedanta" სამფერად ისახავს ყოფას. ძირა ფერი ბნელია და ქაოტიური: "Tamas"-მას უდრის შავი ფერი; შუანა ფერი ჭიდილია, ბრძოლა, შებმა სინათლისა სიბნელესთან, წყობისა და რიგის ქაოტიურთან: "Rajas"-მას უდრის წითელი; ზედა ფენი სისრულეა და ყუდროება ღვთიური: "Sattva"-მას უდრის თეთრი. ბაგრატიონთა ალამი გვამცნევს: მეწამული ფერით ალამის ამმართველი ჯერ კიდევ შუანა ანუ ადამიანურ ფენშია მოქცეული, ხოლო თანვე თეთრი ზოლით მას თითქო წინასწარ აქვს მოზმული ზედა ანუ ღვთიური ფენი. Rene Guenon-ის მოწმობით, ფრანგ მეფეთა საომარი ალამი მეწამული იყო; თეთრი ზოლი მას არ ჰქონია. თავის წიგნში-"Autorité spirituelle et pouvoir temporel"-ში იგი შენიშნავს: "La substitution ultérieure du blanc au rouge comme couleur royale marque en quelque sorte. l'usurpation d'un des attributs de l'autorité spirituelle." უდავოა: ბაგრატიონთა ალამი თავის სიმბოლიკით უფრო მაღლა სდგას ვიდრე ალამი ფრანგ მეფეთა. აქედან ნათლად სჩანს ისიც, თუ რად უწოდა ქართველმა ხალხმა თავის მცველს წმინდა გიორგის: "თეთრი". უკანასკნელი -როგორც გმირი და წმინდანი-მოქცეულია ყოფის ზედა ფენაში, ჰინდოელთა თქმით: "Sattva"-ში. ქართველთვა ხილვა აქ ჯეროვნად ეთანხმება "Vedanta"-ს სიბრძნეს.

სუპერ !
Illegal Astronaut
okicha


ოჰო... smile.gif
Illegal Astronaut
გრიგოლ რობაქიძე-იმამ შამილი

მზე ეშვება ნელინელ: თითქო დიდი თვალი, მწიფე შვინდის ფერი, მეწამულ-დამუქული, მინელებული. ყუდრო არუში გაისმის მხოლოდ ფრუტუნი ცხენთა. ბედაურები, უნაგირმოუხსნელნი, მწვანე ზავთიან მოლზე საძოვრად მიუშვიათ. ბორცვის განიერ ფერდობზე შამილის ნაიბებს ნაბდები გაუფენიათ-ისვენებენ მეომარნი, მხართეძოზე ნებივრად გართხმულნი, აქ არიან: სურახაი კოღელი, ახვერდი-მაღომა ხუნძახელი, ჯევარდ-ხან დარგოელი, ანზორ კარეხელი, ხაგნარ-დიბირ გიგატლოელი, მიქაილ ხორაკელი, არიან ჩაჩანნიც თუ ყაბარდოითგან. აქვეა თავჩენილი ნაიბიც: ხაჯი მურად. დაღვრემილნი აყოლებენ თვალს ჩამავალ მზეს მეომარნი. არაა ხალისი მღერისათვის–მით უფრო როკვისათვის. ყველანი სდუმან.

დუმილში ერთი ფიქრი იხლართება მხოლოდ: ფიქრი სახსარდამშლელი. ჩვიდმეტი წელია, ძლევამოსილი შამილი იგერიებს მედგრად შემოსეულ ურდოებს რუსთა. მამაცურ იცავენ თავისუფალნი შვილნი კავკასიისა მშობელი მიწის ყოველ გოჯს. ხშირად კიდევაც ამარცხებენ რიცხვმრავალ მტერს. დარგოსთან ბრძოლაში სრული განადგურებაც აწვნიეს მას. ხოლო რუსნი არ დრკებიან მაინც, არ ცხრებიან: რაზმი რაზმს ემატება, მოგორავენ ვითარ ზვავნი მოხეთქილნი–ეტანებიან შეუვალ მაღლობებს, ხანდახან კიდევაც იპყრობენ რომელიმეს, და, შემდგომ: ეშვებიან სისხლით დამთვრალნი მშვიდობიან აულებში, აოხრებენ და არბევენ მათ. ჩვიდმეტი წელია, მარჯვედ ხვდება კავკასი მტერს. ხოლო როდემდის? იჭვი ღრღნის ნაიბებს როგორც მხვრები მატლი შუაგულს ნამორისა: მაჟაური. ნაღვლით განაბულნი თვალს ავლებენ მეომარნი ჩამავალ მზეს. ყველანი ფიქრობენ ერთსადაიმავეს.

ფიქრი საზარელია: ზავი. ხოლო ვინ გაბედავს: ეს სიტყვა ჩააწვეთოს მეთაურს? ორი დღის წინად შამილს ეახლენ სწორედ ამის გამო ჯევად–ხან და ხაგნარ–დიბირ. მორიდებით წარსდგენ რაინდის წინაშე. შორიდან იწყეს სიტყვამოკლე საუბარი, რათა ამ გზით, მიკიბულმოკიბულით თანისთან, შეპარვით სიტყვა ჩამოეგდოთ ზავზე. ხან ამას ეხებოდენ, ხან იმას. ხოლო მიადგებოდენ რა სახელდახელო გნდეს საუბარში–ესაა უნდა შვებულიყო სიტყვა „ზავი“–გნდე უეცრად უფსკრულის პირად იხსნებოდა და მყისვე იხევდნენ უკან შეშინებულნი. ხანდახან გახედავდა ირიბად ხაგნარ-დიბირ ჯევად-ხანს: ეგებ მან გაბედოს სათქმელიო–ჯევად-ხან გვერდულ ირიდებდა თვალში თვალგაყრას.

ორივენი შიშით იყვენ აყვანილნი. მათ იცოდენ: მეთაური არ ავარდებოდა რისხვით ზავის გაგონებისა–ხოლო იმასაც გრძნობდენ: არმხელილი რისხვა, შამილის განლიგებულ უძრაობაში შეკავებული, უარესი იქნებოდა, გაბრუნდენ: ზავი არ უხსენებიათ. დადუმებულნი გაჰყურებენ ნაიბები ჩამავალ მზეს, დუმილში ერთი ფიქრია გაბანდული: ზავი, ანაზდად თავს უხსნის დუმილს ერთი მათგანი: ახვერდი-მაღომა. „არ იქნება მიზანმხვედრი, რომ ხაჯი მურად ეახლოს შამილს მოსალაპაპაკებლადოო“. ერთი მკაცრი მოხედვა სახელგანთქმული მხედარისა განიერ დაყენებული თვალებით–მოხედვა უსიტყვო პასუხია: განა არ იციან მეგობრებმა, რომ მისსა და შამილის შუა უნდობლობის იჭვია გაქროლვილიი? უკუაგდეს არჩევანი. ახლა შუანეთს ასახელებს მეორე–ეს კოლელია სურახაი. ვინ არ იცნობს ამ ქალს, ერთერთ ცოლს შამილისა! ტომით სომეხი, მაგრად ნაკვთიერი, იგი ხშირად ახლავს თან მეომარ ქმარს, თვითონაც მეომარი, ვაჟურად ტანგადაცმული. სწორედ ამის გამო, ფიქრობენ ვიეთნი, ეს ატეხილი ამორძალი, გამბედავი და ბედზე მიმგდები ყოველისა, იგი ყურსაც არ ათხოვებს რაიმე აზრს დაზავებისა. ბჭობა გრძელდება. ბოლოს დედა ახსენეს შამილისა. გულს მოეშვათ ყველას: არჩევანი იგულვეს მისწრებად. გადასწყვიტეს: ხვალვე წასულიყო მასთან სურახაი, ხატუსა და ესაკის თანხლებით.

გათენდა დილა. არჩეულნი გაემგზავრნენ შამილის დედის სანახავად. მიუახლოვდენ სახლს. ჯერ გამოიკითხეს: მეთაური შინ იყო თუ არა. არ იყო. ამან გამბედაობა შეჰმატა მოსულთ. წარსდგენ დედის წინაშე, გულზე ხელდაკრეფით, თაყვანით თავდახრილნი. მოახსენეს განაზრახი ნაიბთა. მოხუცი ქალი, მოდუნებული ხოლო ჯერ კიდევ ძვალმაგარი, შეირხა მთელი ტანით. მან, დედამ, თვითონაც კარგად იცოდა უიმედო მდგომარეობა კავკასის თემთა–ხოლო კარგადვე იცოდა უტეხი ხასიათიც შვილისა.

დიდხანს იდგა გარინდული, მძიმე ფიქრებში გადასული. ნაიბები იდგენ დადუმებულნი, ლოდინით კიდევ უფრო აღელვებულნი. ბოლოს თანხმობა განაცხადა მოხუცმა: მოლაპარაკებოდა შვილს. მიგზავნილები გამოეთხოვენ მადლობით. ათი წუთიც არ გასულა, ავარდა მოხუცი უეცრად, გავარდა ეზოში, იხმო მსახურნი, უბრძანა: დასწეოდენ წასულებს–სურდა უკან წაეღო მიცემული სიტყვა? გვიანღა იყო. ნაიბები გასცლოდენ შორს მიდამოს უკვე. ამასობაში შამილიც გამოჩნდა: შემოიჭრა ეზოში ყარაბაღული ბედაურით, შვიდი მურიდის თანხლებით. დადევნების აზრი გაუქმდა. გადმოხტა ცხენიდან სარდალი მარდად. ეცვა ღვინისფერი ჩოხა, საყელოზე და სამაჯურებზე ბეწვეულით მოთული.

არც თუ მაღალი, ხოლო ნაკვთიერებით კვრივი და ტანოვანებით მაგრად სხმული, წელზე ხანჯალი, ფეხებზე მესტები, წვივებზე ტყავის ლეკვერთხები, თავზე თეთრი ჩალმა, მხრებზე დაშვებული, ნელი ბიჯით მიაშურა სასახლეს. დედაც თან გაჰყვა შორიახლო, ათრთოლებული. მას უყვარდა შვილი რაინდი: იგი იყო მისი სიხლი და ხორცი, ხოლო შვილში რაღაც უცნაურსაც გზნებდა ხოლმე: თითქოს კაცი კი არა ნადირი ეშვას. ჯერ კიდევ უშვი, სიურჩეს იჩენდა იგი დედის მუცელში. ხშირად აგონდებოდა ხოლმე დედას: თუ რა სიავით ახლტა იგი ერთხელ მის საშოში. ტკივილიც იგრძნო ორსულმა, ბასრი, თუცაღა ერთი წუთით. შევიდენ სასახლეში. მისხდნენ.

შამილმა მოხედა დედას მოღუშულმა–დედა შეირხა. შერხევაში ის ტკივილი გაახსენდა, არა: იგზნო. ფეხმოკვეთილი გრძნობს ერთი წუთით ტკივილსაც მოკვეთილი ფეხისა–ამგვარი იყო დედის მოგონება იმ ტკივილისა. შამილი სდუმდა. სახე უძრავი, თითქო უწვარი ხისაგან ნაკვეთი, უკვე საკმაოდ დფღფრული. თვალები შავი გველის ფერის, გამხვრელი ხედვით–ისინიც უძრავნი: თითქო ხამხამი არ სჩვეოდეთ სრულიად. ბაგე თვინიერ გაყვანილი და თანვე სასტიკ მოკუმული.

შესაძლოა, ბაგეს ოდნავი ღიმილი მოეფრქვია–თვალებს კი არასოდეს. მათი მხვრეტი ციალი თვით ჯალათსაც შეაკრთობდა, შამილი სდუმდა: პირგამეხილი, ალმოვლებული. ქერა წვერი, ეგებ შეღებილი, ალივლივებდა თითქო მის შინაგან ალს და თან: ამით ანელებდა მას. ხოლო უცნაური: გალინგების ქვე მისი ღნიოში სახისა იმალებოდა მძიმე სევდა, არამიწიერი კაეშანი.

„რა გნებავს?“ მიმართა შვილმა დედას.

კითხვამ გამოხსნა მოხუცი აუტანელ დაძაბულობისაგან. ნელი, დათუთქული ხმით გადასცა შვილს ნაიბთა გულნადები. შეჩერდა ათრთოლებული. შამილმა მოხედა დედას–დედა ატორტმანდა. ავი ცეცხლი აკიაფდა შვილის თვალებში ერთი წუთით. დედა შიშმა აიყვანა. შვილი აღარ იყო მისი შვილი, იგი უცხო იყო, სხვა, სულ სხვა.

„ვინ იყვნენ მოგზავნილნი?“ გაისმა კვლავ ხმა შამილისა: ეტყობოდა, ბოღმას იკავებდა.

„სურხაი, ხატუ, ესაკი“, მიუგო დედამ. „ხაჯი მურად?“ „არა“. ჩამოწვა დუმილი.

„დამტოვე მარტო!“ დედა მოცილდა.

შამილი დაფიქრდა. ხაჯი მურადს თუ მოუვიდა აზრად ეს უხამსი რამ?! ბრუ მოეხვია თავაღებულ მხედარს!? სახელი მურადისა შორს იყო გავარდნილი. აქა-იქ ხმაც გაისმოდა: როგორც მეომარი იგი თვით შამილსაც გაეტოლება და ცხენოსნობაში ხომ ვერცა ვინ შეედრებაო. ეგებ შამილის შენაცვლებაც აქვს ფიქრად როგორც იმამისა– ამას შიშნარევი ჩურჩულით აწვეთებდენ. ხმა შამილის ყურსაც წვდებოდა. ალაგმოს ეს თავგასული ნაიბიი?! ხოლო რა ლაგამი გაუძლებს ხაჯი მურადს?! შამილი კვიატ ფიქრებში იბნეოდა.

სხვებს რაღა დაემართათ, სხვებს: მკლავითა და ხრმლით ერთგულ ნაიბებს?! ისინიც წამოეგენ სასირცხვო გეგმას? დამძიმდა ფიქრი მეომარისა. ეგებ მართლაც აღარ შესწევთ ძალა თემთ, აღარ ყოფნით ჟინი: ნაცადი სიმარჯვით გაუმკლავდენ გარსმოხვეულ მტერს?! გაცუდდა ბუნება სარდლისა. გაიფიქრა: ეხლავ მოეხმო უმაღლესი საბჭო– ხოლო უკუაგდო ფიქრი წამსვე. იხმო მსახურნი. უბრძანა შეეკაზმათ ალისფერი ბუდაური. მოუყვანეს. მოევლო უნაგირს ვითარ გახელებული ავაზა. დაუკავა მარჯვედ ცხენს სადავე და გაექანა. მარტო გაეშურა: ერთი მურიდიც არ უახლია თან. მინავარდობდა მხედარი ველიდან ველზე. სიმშვიდე სულისა თანდათან აკლდებოდა, უსვენარობა ძარღვებში უვლიდა.

„ზავი“–ეს ხომ დაღი იქნება სიცხვილისა! არა და არა! უძლეველნი ნაშიერნი უძლეველ ავართა, რომელთაც ერთხელ თვით შაჰ-ნადირიც უკუაქციეს ძარღვშეშინებული–ეს ქედმაღალი და მრევი ხალხი რუსეთის მეფეს დაემორჩილოს?! არასოდეს! სიტყვა ტვინში იწვოდა–ხოლო დაეჭვება არ ცხრებოდა. მიაგელვებდა მხედარი ბედაურს, უეცრად ერთი განცდა მოაგონდა. მაშინ ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო. იბრძოდა ყაზი-მულლასთან ერთად შუაგულ გარსმოხვეული მტრისა: ალყაშემორტყმულ კოშკიდან შემოტევას იგერიებდა. გამოელია სასროლი. დანებდეს მტერს? არა და არა! გადმოხტა კოშკიდან, ეძგერა მტერს, გაარღვია რკალი, ხიშტი მკერდში შერჩა შეტეხილი, გავარდა, ამოეფარა ძეძვიან ბუჩქნარს, ამოიძრო სისხლიანი რკინა, გადააგდო, მიიმალა, მიინაბა, და აი ასე, ორი დღეღამის განმავლობაში, ებრძოდა ტკივილს, ძაბავდა ძალას, სძლია ჭრილობა. აი რა მოაგონდა, და საკვირველი. ჭრილობა, უკვე დიდი ხნის მორჩენილი, ამ წამს თითქოს კვლავ გაეხსნა მორკინალს.

შამილმა იგრძნო „ის“ ტკივილი. ეხლა კი დაჭრილივით გავარდა. ერთ ფერდობზე ბავშვები თამაშობდენ. კლდის მკერდიდან მოჩქრიალებდა ხალასი ნაკადი. ბიჭებს აეშიშვლებიათ მომცრო სატევრები და ცდილობდენ: ისეთი მარდი მოქნევით განეკვეთათ მაჯის-სიმსხო კვრივი ჩქერალი, რომ რკინაზე ერთი ცვარიც არ შერჩენილიყო. თითქო გლუვი რტოაო–ისე სხეპავდენ ნაკადს. შემდეგ გახედავდენ მზეზე გაწვდილ სატევარს: არ სჩანდა ცვარიი–სიხალისე სიმარჯვს ლესავდა.

შამილმა შეაყენა ცხენი, გადმოხტა. იქვე ქვებით მოკალულ აუზში ანკარა ტბორი იყო შეგუბებული. მიუშვა ცხენი დასალევად, თვითონ კი მოპეშვა ცინცხალი ჩქერალი ორხელ და განიგრილა დასიცხული პირი. ბავშვები შეჩერდენ, ხმაც გაკმინდეს: ეუცხოვათ ფრიად ეს მოღუშული და აბორგილი მხედარი, თითქო მუხა ყოფილიყო ნამეხარი. რამოდენიმე წუთი დუმილისა. შამილმა ჩაიფუჩუნა თითქოს თავისთვის, ბავშვური კილოთი და თან მომგები ღიმილით:

„გავანადგურებთ მტერს!“ „გავანადგურებთ და მერე როგორ!“ იხრიალეს ერთხმად პატარა მორკინალებმა. სიმხნევე მიეცათ.

„შამილი თუ გაგიგონიათ!“ შეეკითხა მხედარი ერთს მათგანს.

„შამილიი? როგორ არ გაგვიგონია!“ იჟივლეს მალხაზებმა ახალისებით. ის დაამარცხებს მტერს!“ „ასე ძალოვანია იგიი?“ შამილის ბაგე ღიმილით გაიხსნა. „შამილიი? ვინ სძლევს მას? იგი უძლეველია–გაზი!“ „ჩემზე უფრო ძლიერიი?“ „შენზეე? შენც გძლევს იგი! მისი მომრევი არავინაა!“

შამილს გული აუტოკდა. მარჯვენა თვალში ცრემლი იგრძნო მომდგარი, ცრემლი ნეტარებისა. დაღვაროს იგი აქ? არა: ამ ჩვილ მორკინალთ ცრემლს ვერ უჩვენებს, თუ გინდ ასეთსაც. მოახტა ბედაურს და გაექანა.

„შამილი შენცა გძლევს“–ეს სიტყვა არ ეშვებოდა მის სმენას. თავის თავი გაორებულიად ეჩვენებოდა. ეს მხედარი, ეხლა ცხენს რომ მიაგელვებს, იგია თვითონ: შამილი. ამავე დროს იგი სხვაცაა. შამილს სძლევს იგი „სხვაა?“ დეე, სძლიოს, ოღონდ მტერი სძლიოს!

მხედარმა მოუშვა სადავე და მიუშვა ცხენი: უმხილა გავარდნა. ბედაური გავარდა: ეხლა იგრძნო, ვინ იყო მხედარი. თვრებოდა ცხენი კუთებარეკილი–თვრებოდა მხედარი ძალაყრილი. რომელ უფსკრულს შეუშინდებოდა ცხენი? რა ჯებირი შეაკავებდა მხედარს? მინავარდობდა შამილი და გრძნობდა თან: ის „მეორე“, ის „სხვა“, ის მრევი ყველასი–მის არსში იზრდებოდა, როგორც ენგადი ამოხატულ წყაროს ტანში. ერთი ლელო კიდევ და: ამოშრეტილი ტანი აივსო. შამილში თითქოს ის „მეორე“ იშვა, ის „სხვა“, ის მრევი ყველასი. აღარ იყო სიღრუე, აღარ იყო გაორება. მრთელ იქმნა შამილ! გაჰქრა ის ტკივილიც, სრულიად.

მზე უკვე ჩასვენებული იყო, როცა იმამი დაბრუნდა. ეზოში მურიდები გაჰყვენ შორიახლო. შამილმა შეაღო კარი სალოცავისა. მურიდები შესდგენ, ცხენი იქვე მიაბეს. შამილი შევიდა სალოცავში. დაემხო ჯვარედინ მოკეცილ მუხლებზე. ყურები თითებით დაიჭდო. მოხუჭა თვალები. ლოცვად დავარდა. შამილს რწამდა ხრმალი და მას რწამდა ალლაჰ–ეს ორი მხოლოდ. ხრმალი და ალლაჰ მის არსში ერთიმეორეს ეცილებოდენ – შეცილებაში მტკიცდებოდა ისლამი.

მლოცველი მიეცა შინაგან სმნას: ნელინელ, თანდათან, მძაფრდაზმული ნაბვით. ელოდა ლოცვადდავარდნილი იდუმალ ხმას: თუ რას ამცნევდა იგი ნაიბების გარდაწყვეტილების გამო. ელოდა, ელოდა. საღამო ღამედ იქცა–იმამი სალოცავში იმყოფებოდა. გათენდა დილა – იმამი არ გამოსულა. დღე მიიწურა – იმამი არ სჩანდა. შიშმა მოიცვა ყველანი. გაეშურნენ მიზგითისაკენ. დედა იმამისა, ცოლნი მისნი, ვაჟები და ცირები მისნი, „ნუკერები“–მსახურნი, მურიდები, უხუცესნიც უმაღლესი საბჭოსი და მათ შორის: ჯალალ-ედდინ, მასწავლებელი და სიმამრი იმამისა. შამილი არ სჩანდა. შიში მოედო აულებს, თემებს. გამოეშურენ გუნიბისაკენ. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, შამილი არ სჩანდა. მოვარდენ სხვადასხვა მხრიდან ნაიბები აქაფებული ცხენებით, შამილი არ სჩანდა. რა დაემართა? შიში ურვად იქცა. ბჭობდენ, თათბირობდენ, რა ექნათ. ნაიბებმა აირჩიეს წილისყრა, თუ ვის უნდა ხვედროდა: შეეღო კარი სალოცავისა. შეუდგენ წილისყრას. ამ დროს კარიც შეირხა: გამოჩნდა იმამი. იგრიალა ხალხმა.

„იმამ! იმამ! ლა ილლაჰ ილ ალლაჰ!“ იმამი შესდგა მაღალ საფეხურზე: გაფითრებული, ჩაფერფლილი, იდგა უძრავად. არას იტყოდა. ხალხი გაინაბა სუნთქვაშეკული. იმამი იდგა ხალხის წინ: როგორც მოსე, ამწვარ-უმწვარი ბურდიდან მოვლენილი, ისრაელის მიმართ, ხელში „ათი მცნებით,“ იმამს „ცნება“ ტვინში ჰქონდა ამოჭრილი, ხალხი გაისუდრა დუმილში. იმამი თვლში თვალს არ უყრიდა არავის: მზერა მისი შორეთში ინთქებოდა, ვითარ ხილვა ზმანეულისა. წუთი აუტანელი. როგორც იქნა გაეხსნა მოვლენილს ათრთოლებით ბაგე. ხალხი სმენად იქცა და: მოესმათ მოგროვილთ საშინელი სიტყვანი, თითქო ნაკვერჩხლებად დატეხილნი: „ასჯერ სახრე…მას…ვინც…პირველმა…გა
okicha
† Lord Borgeze †
მზის კულტი მაგარია smile.gif ეს არ მქონდა რობაქიძის წაკიტხული რამა ბევრი ვიცოდი მაქედან smile.gif
Illegal Astronaut
okicha


მზის კულტი უძლიერესია... სულ რომ არაფერი დილეტანტებს რომლებიც სვასტიკას მარტო ჰიტლერად აღიქვამენ მაგას ვაკითხებ.. tongue.gif


ესე კიდე...



გრიგოლ რობაქიძე: "მიწის სჯული"

ხორალი მისტერიიდან "ჯვარი ვაზის"

ღმერთმა მიაყარა მადლი საქართველოს.
მკერდი არ უშრება მიწას უსთვალოსა..
უხვი მზე გამოდის ხალისით სართველოს:
ბუღრაობს მწვანეზე და მართავს კალოსა.
მუხას გადაგრაგნილს და მაგარ წვივიანს
სურო ეგრიხება ლურჯი არტახებით.
გადათქვირებული რკოები ცვივიან
და ეშვებს ლესავენ ველური ტახები.
ღელავენ ჯავარი ტალღები სიმინდის.
სული ეხუთებათ ხულებს და თაროებს.
დალოცოს უფალმა ნაყოფის სიწნმინდე:
ლამაზი ქალები ქურჩავენ ტაროებს,
და პირგაგუდული დიდ საწნახელი -
ყურძნით გალეშილი ლუში გველეშაპი.
რომელმა გიორგიმ არ ჩასცეს მახვილი,
მტევების ტბორები რო ხვრიპოს პეშვებით.
რკო მრუში. მტევანი. ტარო დაყურსული.
ალო ატეხილი და თესლი ხურვალი.
ვერვინ დაიურვოს ხარი გალურსული,
მთელ წყაროს ამოცლის, რომ არის წყურვალი.
ჯოგების ურდოებს მორეკავს მეზვარე:
წინ ხარი წიქარა, და ძროხა ბელეშა,
იქ აედევნება უშობელს მოზვერი
და განზე უეცრად დაიყეფს ქელეშა.
ყუჟდება ფარეხი და თანაც ბნელდება.
ჩუმად იბუდრებენ მსუქანი დედლები.
ჩვენც, დასიცხულები, მათთან დავნელდებით:
სასვენად გველიან ძელური კედლები.
ვაჟები. ქალები. შვილები. მამები.
დედავ: ჩაგეხვევით უბეში კვართული.
და ძილში მალულად ფიქრი გვეამება,
რომ არ გაგვიმეტებს, ჩვენ მიწა ქართული.
okicha
† Lord Borgeze †
სვასტიკა ინდოეთში მარადისობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. სხვათაშორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. თამარის დროინდელ სამკაულებზე არის. ჩემი თვალით მაქვს ნანახი smile.gif სოკრატე იყო დიდი მზის კულტის მიმდევარი smile.gif და ვან გოგი wink.gif
Illegal Astronaut
okicha


ვიცი ვიცი... smile.gif არ მიცნობ აშკარად.. tongue.gif tongue.gif

დავიწყე გამსახურდია... smile.gif



გალაკტიონ ტაბიძისადმი

არფაზე გაკრული გველი
ჩუმი ნიშნობა მთვარის
გათავდა ვარსკვლავთა რთველი
აღმოხდა ცისკარი ჯვარის.

მნათობთა ეს სამოსელი
სარკეა ანგელოსთ მხარის
გაბრიელ – ზღურბლისა მცველის
მიქაელ – დამცემი ზარის!

ალმასით მოსთული სელი,
ტატნობზე – ელვათა ბზარი
okicha
† Lord Borgeze †
მეც დილეტანტებისათვის დავწერე biggrin.gif
Illegal Astronaut
ესეც კოსტავას ლექსი გამსახურდიას..გამგები გაიგებს..


ძმას ქრისტესმიერს

(ზვიად გამსახურდიას)


როს მიაკითხავ წმიდა ალაგებს,
თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს,
წმიდა მამათა ძვალშესალაგებს
მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს.
გეკითხებიან მოსულხარ სადით,
ხატება შენი ვეღარ გვიცვნია,
წარსულის სუნთქვა ესდენ სიცხადით
საუკუნეა არ განგვიცდია.
ხარ მწირი თამარ დედოფალისა,
საღვთო სინედლის გულში აღმზვრელი,
თუ ნახევარძმა პარსიფალისა,
დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი,
სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმიდა
გრაალის მცველი ღვთისგან ცხებული,
თუ საიდუმლოდ ათონის მთიდან
თორნიკესავით დაბრუნებული.
ვინც განგვიახლე ნათლობის მადლი,
კურთხევის ძალა შორს გამიზნული,
როს მოგვეძალა დიდვაჭრის ადლით
დუშმანი ჩვენში შემოხიზნული.
ოდეს ტაძართა შედრკა მწირველი
და მიეფარა ღრუბელს უფალი
შენ აღიმართე ვითა პირველი
დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი.
თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი რვალთა მლეწავი
და აგიტაცა როგორც ბოძალი,
დუშმანის ძვლებში დასახვეწარი.
გჩვეოდა მტერთან არ დარიდება,
შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან
და ეძიებდი ჭეშმარიტებას,
ვითა ტარიელ დაკარგულ ნესტანს.
და წინაპართა ტანჯვით ვნებულმა
ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა,
როს განაახლე მინავლებული
ხმა ეროვნული თვითშეგნებისა.
ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე
აზრთა განწყობას უცვალე ფერი,
ხელწერა შენი გულს დაამჩნიე,
ახალ ხარისხზე ასწიე ერი.
შენგან ნატყორცნი გავარდა სიტყვა,
ვითარცა მეხი ცათა მკვეთელი,
ჯიუტი თმენის ზღუდე მოსეტყვა
ზღვა საგუბარის დასცა კედელი.
შემოიმტკიცე ფიცვერცხლით ძმანი,
ცეცხლს რომ უნთებდნენ გულში ასულებს,
შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,
ვეფხვთან სარკენლად ველად გასულებს,
არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება,
ყველამ გაიგოს ყველამ უწყოდეს,
რადგან ჩვენც შევტრფით თავისუფლებას,
ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდნოდეს.
მაგრამ ნესტანი, იგი ნესტანი
ისევ ქაჯთა ჰყავთ გამომწყვდეული,
კვლავაც ზვაობენ მტერთა დასტანი,
უტიფრობს შხამი მათგან ნთხეული,
ცნობამიხდილი წყევლი ცრუ სოფელს,
როს გულისწორის სახელს აბოდებ,
ვიცი, რა, ვიცი იმის ხელმყოფელს
უშრეტი ცეცხლით დაანაფოტებ.
როს ამოშრება წყევლის სათავე,
ქაჯეთს მიხტომა ნახონ ჯიქური,
მაშინ იხილონ დუშმანის თავი
უწმინდურ სისხლით გადათხიფული.
მისთვისაც გაგთქვამ ზეცა და მყარი
და ქარიშხალი ზღვებზე მქუხარი,
კვლავ გაიელვებ სიმართლის ფარით,
რწმენის სამკლავით და საფუხარით,
გადაიჭრები გზნებით მყოფადში,
დაემკვიდრები ხალხში მითივით,
ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში,
მიქელანჯელოს კუშტ დავითივით.
დაუცხრომელო სულიერ ცდაში,
დაუსაბამო სიტყვის მხმობელო,
უკიდეგანო ასტრალურ ზღვაში,
დემონთა ხროვის დამამხობელო,
ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი,
ვაჰ, თუ ძალები შემომელია,
თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,
ავთანდილობა ერთობ ძნელია.
ბოროტისათვის მუქაფის მგებელს,
საქმენი ქველნი არ დამიგმია,
მაგრამ სვებედის საწყისთა მძებნელს,
ერთი ამბავი ვერ გამიგია:
სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე
როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,
მოყვასისაგან რად განისაჯე,
ღირსო უკვდავთა დიადემისა.
ალბათ გამოცდა ენება უფალს,
როს გიმზადებდა ხვედრს არ ასაცდენს,
რადგან განგებას რომელი უყვარს
მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს.
რას დაგაკლებდა ბედი ტიალი,
ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,
ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა
და როს აგივსეს ძმარით ფიალა
არ აიცდინე სასმელი ესე.
რადგან იცოდი როგორ მავნებლობს,
როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,
რომ სიამაყე, აქ რომ მბრძანებლობს,
მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან,
რომ წაუხდება მცდელობა უმალ,
გატიალდება როგორც საპყარი,
როს აღმოჩნდება, რომ ამგვარ სტუმარს
ზეცაში არ აქვს თავშესაფარი,
რომ ვერ იხილავს სანუკვარ შედეგს
ჭეშმარიტებას ვინც არ იმშვილდებს,
შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ
ვინაც ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე,
ძმის აღსარება რომელმაც გასთქვა,
ვინც ვერ დაიცხრო ღელვა გულისა,
ზიარებამდე ვინაც ვერ წარსთქვა
საგალობელი სინანულისა.


12 აგვისტო, 1978 წ.

დიდგორობა
Illegal Astronaut
ესეც ზვიადის პასუხი:



აქვე ზვიადის პასუხი ამ ლექსზე:


წამებულ ძმისადმი

(მერაბ კოსტავას)

ერზე მჭმუნვარი ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახები
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვრება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის.
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებს ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს.
ცხოველმყოფელი თვალები იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ,
დაგვცქერის თვალი არსთა გამრიგის,
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროსს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.


ზვიად გამსახურდია
1985 წელი
Illegal Astronaut
დავდო კოსტავას ლექსები?....

vulkani_lava
† Lord Borgeze †


მიდი wink.gif
vulkani_lava
† Lord Borgeze †


ზვიადის ლექსები თუ გაქვს ისიც დადე ....


ქრისტეშობაზე რომ აქვს ის განსაკუთრებით smile.gif
Illegal Astronaut
vulkani_lava


კაი ბატონო... smile.gif


* * *

(განაჩენის მოლოდინში)

სული ნაკუწებად ნაკეპი,
ჭმუნვის ულეველი მიზეზი,
ფიქრები - წამახული ჭანგები,
სახეზე აკრული გისოსი.
სისხლის ნაღვერდლებად დანალექი,
მზერაში მტაცებლები სახლობენ,
ცხადში გასიზმრებენ მედილეგეს,
ძილში გიცხადებენ ახლობლებს.
გეკვრიან ლორწოვან გველებად
კოშმარულ ხსოვნათა რკალები,
ნაბდათ აგისხია მკვლელობა,
გუდათ - საიქიო ვალები.
სახე მიტკლისებრ გაგხდომია,
ნაგვემი ლეკვივით ტანჯული,
ავი წინათგრძნობა აგხდომია,
სიკვდილის ცელს ლესენ მსაჯულნი.
არ დასჭირვებიათ დოსიე
ისე, ვით მოკლულებს მკურნალი,
ერთს ცივი ბებუთი აყნოსე,
მეორეს - ცხელი ტყვიის სურნელი.
ლოდინმა სული შეგიხუთა,
ფიქრობ; გადავრჩეო ეგების,
ღამეებს ზარავს შენი კუთვა,
შიშისგან უდროოდ ბერდები,
ან იქნებ გადარდებს მოკლულთა
თალხით შემოსილი დედები.
სიცოცხლის ნასკვი გეწყვილება,
გეცლება იმედის ნასახი,
სიკვდილი, ვით გაურკვევლობა,
ტანში დალასლასებს ცახცახით.
ადრე განაგონი იგავად,
გზარავს სულთამბრძოლის ხავილით,
სჩანს შეუბრალებელ მთიბავად
და არა ცხოვრების ყვავილად.
ჟრჟოლვა სასიკვდილო ცივია,
სურვილით ვინ აღესრულება,
მაგრამ მის აჩრდილზე მძიმეა
შეხვედრა მოკლულთა სულებთან.
ზოგჯერ თევზივით დამუნჯებულს
უაზროდ გიშეშდება თვალები,
ღაწვნი ნაჟეჟივით გილურჯდება,
საწოლთან მიეთრევი წვალებით.
გსურს მიუსავლეთში გაქცევა,
გაცლა საკუთარი თავიდან,
აუხდენ ოცნებად გექცევა
ყველაფრის დაწყება თავიდან
უდაბურ კუნძულზე გაგრიყავს
ზმანება ღელვისგან დევნილი,
იქაც კი არავინ არა გყავს,
ბორგავ უთვისტომოდ შთენილი.
ელი ჩასაფრებულ იქედნეს,
უმზეო ცით გადამეხილი,
გამწლეულ სხეულის ყრუ კედლებს
აწყდები ცოფიან ვეფხივით...
თავი ჭაღარით გადიღება,
საკანის ბედკრულო მეინახევ,
შენს სასჯელს თავზე ავიღებდი,
ოღონდ ამ ტანჯვაში არ მენახე.
Illegal Astronaut
ირაკლის


არა, წუწუნი იქ არ გაისმა,
რამეთუ ჰფლობდი სიღრმეს გაუმხელს,
თავი მოიკალ, როგორც კლაისტმა,
ვერთერულ განცდებს ვერსად წაუხველ.
რად მოგიწამლა ასე გუნება
საწუთრომ თვისდა წესის მიხედვით,
რად ვერ გაუძელ მწარე ცდუნებას,
ფაუსტობამდე რად ვერ მიხვედი?!
მეტის გაბედვით და ვაჟკაცობით
სიცოცხლის ძარღვი რად გაიწყვიტე,
ისრები, შხამში ამონაწობი
უკლებლივ რატომ ვერ აისხლიტე?!
ვერც მოგეფერე, ვერც დაგიტირე,
ჭირსა შიგან მყოფს ეს რა მიყავი
იმ დაწყევლილ დღეს მე სასიკვდილე
ვაგლახ, შენს გვერდით რომ არ ვიყავი.
ო, როგორ ვდარდობ, როგორ ვინაღვლი,
აწ მომხდარს რომ ვერ გადავეღობე,
კიდევ კარგი, რომ ჩემთვის, ირაკლი,
გარდაცვლილები არ არსებობენ
და არც კვდებიან, და არც ჰქრებიან,
გარდიქმნებიან ღმრთივ საოცრებად,
რადგან ისინი მუდამ რჩებიან
ჩემთვის ცოცხლებზე უფრო ცოცხლებად.
გუმანით გრძნობდი, რომ ბედისწერას
მუდამ დაჰყვება ხმა გამგმირავი,
მაგრამ ღმერთს აბა ვინ გაუწირავს
რომ შენში ვპოვოთ გასაწირავი?!
წამქეზებელი წყეული თესლის,
მოძალადეთა მომრიგებელი,
მუდამ შიშობდა აღვსილი გესლით
წუთისოფელი შურისმგებელი.
დამმკვიდრებელნი ჭეშმარიტ გეზის,
ნებით უდრეკით, შეურყეველით,
რომ შევმტკიცდებით, ირაკლი, გესმის,
როგორც გოდოლი აუღებელი.
და სულით ეგზომ უახლოესნი
განგვთესა ისე, ვით სორებელნი.
გათიშვით სურდა ჩვენი წვალება,
კავშირი მძლავრი რომ დაეშალა
და არ მოეცა საშუალება,
გულისნადები გადაგვეშალა.
მას უკვდავების წმინდა წყლებითა
არ სურდა მორწყვა დასიცხულ ზვრების,
რათა უმაღლეს საწყისებიდან
მერმისის თავთავს იმკიდნენ სხვები,
გადავეცდინეთ, სურდა, გეზიდან,
მუხთალის ზრახვას ნუთუ ვერ ხვდები,
გონება ისე გადამებინდა,
ვეღარ ჩავშალე მტარვალის ცდები.
შემოგვიტია, არ მოგვერიდა,
ირონიით და ნიშნისმოგებით,
ეს რა უწყალოდ გადაგვეკიდა,
რა უსაშველოდ მოგვაწვა რქებით,
როდესაც, შენი დაბადებიდან
შეუბრალებლად გაჰყარა გზები.
მაგრამ გამორჩა მტარვალს ხედვიდან
წმინდა კანონი შინაგან ძვრების,
მამაშვილობა გვიჩნს ავბედითად,
თუ სულიერი არ გავხდით ძმები.
ამგვარი ხვედრი რად არ გვეტვირთა,
აღვლესოთ გულნი, ვითარცა ხმლები,
რადგან სამკალი ასე გვემდიდრა,
ისევ ჩვენ შევკრათ თავთუხის ძნები.
თუმცა მე აქ ვარ, სოფლად შთენილი,
შენ კი - სულეთში, იქ, ზესთასოფლად
ხარ შენის ნებით გარდავლენილი,
თავს ნუ ვიგულვებთ, ირაკლი, ობლად.
ტრფობა ნაჭარბი რადგან გულებით
სასუფეველი იიძულების,
უდრეკ ზღუდეთა მარად დამძლევი
ვყოთ სიყვარული ჩვენ გზად და ხიდად
და ბნელში ნათლის გეზის გამკვლევი
მეოხ გვექმნების განგება დიდად.
ცხადად ერთურთს რომ არ მოველანდოთ
და ურწმუნობას ავუგოთ წესი,
ჩვენ უნდა შევხვდეთ ჩემს სიკვდილამდე
ვით ლაერტის ძე და აქილევსი,
რომ შევამტკიცოთ ორი სოფელი,
მზით ნათელღებულ შუაღამეში,
ჩვენ უნდა შევხვდეთ უცილობელად,
როგორც ენქიდუ და გილგამეში.
არცოდნა აღარ გვეპატიება
იმის, თუ რაა გეზი ღმერთისკენ,
ეს ურთიერთის არის ძიება,
იგი გზა არის ურთიერთისკენ.
ასე იკვრება მრავალი ერთით,
მსგავსი რომლისაც არ გვეგულება,
თუკი სამყაროს გულია ღმერთი,
გზაა სიწრფელეც და ერთგულებაც
და ამიტომაც დაგვმოძღვროს, ვვედრით,
უღირსთ გვაჩვენოს თვისი დიდება,
თუკი სამყაროს აზრია ღმერთი,
გზაა სიბრძნეც და ჭეშმარიტებაც
და თუკი ვინმეს ეს დაჰბედვია,
ერთი აქვს სიტყვა, საქმე და ცნება,
რადგანაც ღმერთი შემოქმედია,
გზა არის საქმეც და წმინდა ნებაც.
მაშინ გაუვა ყავლი წამებას,
შეხვედრის წამი როს არ აგვცდება,
როს ჩვენს წიაღში ესე სამება
მძლე სიყვარულით გაერთარსდება
და როცა ზღუდეს გავუმკლავდებით,
როგორც ანქიზე და ენეოსი,
მიწას მოვწყვიტოთ მძლავრი მკლავებით,
ცაში დავახრჩოთ ჩვენ ანთეოსი.
აღსასრულებლად თუნდ იყოს ძნელი,
ღმერთმა ხელი ნუ აგვაღებინოს,
რომ საქმე, თითქმის შეუძლებელი,
მძლე სიყვარულმა შეგვაძლებინოს.
Illegal Astronaut
ლექსი

გრძნობა ცეცხლია მგზნებარე,
კაცთა გენიის დიდება,
ლექსი ამ ცეცხლზე მდებარე,
რასაც კი წაეკიდება
უმალ დახეთქავს სისხლძარღვებს,
საზღვრებს რაც არ ემონება,
ლექსი - ვულკანის სიმძაფრე,
ეთერის ჰაეროვნება,
აღძრული სასწაულითა,
სამღვთო ქორწილის მაყარი,
ლექსი - სამიწე გულიდან
რტოსავით ამონაყარი.
ზათქით რომ მოედინება,
ვინ მისცა ძალა იმდენი,
წარღვნად მოსვლა თუ ინება,
არიქა, განერიდენით!
ნერვებს რად ჩაეხვიარა,
ჰკურნავს და ჰბადებს იარებს,
თავზე თუ გადაგიარა,
დაგლეწავს, გაგატიალებს.
მიჰქუხს სამეფო ტიარით
ქარივით ყოვლის წარმხვეტი
ლექსი - სიკვდილის ზიარი,
შავეთში გადანახედი.
ნიაღვარული ლანდების
დვრიტა ლოცვის და კრულვისა,
ლექსი - ერთთავად დამნთები
წყევლის და სიყვარულისა.
მოითხოვს სულის გაღებას,
გებრძვის დღითა და ღამითა,
ლექსი - ყველგან რომ დაგყვება
და არ გასვენებს წამითაც.
ტანჯვად გარდმექეც როდიდან,
შვებას მაღირსებ როდისა,
მოსულო უსაზღვრობიდან
ხანძარო უკმარობისა.
ჰე, ლექსო, ვეღარ გამკეჭნავ
დემონიური ჭანგებით,
შენი ცხენივით გახედვნა
მომნიჭებია განგებით.
მომესურვება - მიგიშვებ
უკაცურ იალაღზედა,
მსურს, მიჯნურივით ვიგიჟებ
წერამწერალის ჩარხზედა.
მომესურვება - შეგბოჭავ,
შეგკრავ, ამოგდებ ლაგამსა,
მთას გადაგაქცევ ერთ გოჯად,
წვეთით შვიდსავ ზღვას აღგავსებ
დაე, ერთ სუნთქვად, ერთ დაკვრად
გადიქცეს ჩვენი ჭიდილი,
სიკვდილი შენი ნურვინ სთქვას,
სჯობს ისევ ჩემი სიკვდილი.
Matilda
ლატა ძალიან დიდი მადლობა მაგ ლექსისთვის :*
Illegal Astronaut
წავიდა გამსახურდია...


მესხეთისადმი

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.

თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას,
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.
Illegal Astronaut
წმინდა ნინო
ნათლის ანგელოსს ჰგავდი,
როს წარმართთ დაგვიზავდი,
და სცხე მირონი მცხეთას,
კაცთა, საცხოვართ, ხეთა,
დედავ და ემბაზო ჩვენო,
ნინო, ქართლს ბნელისა მთენო,
უკვდავო სიკვდილსა შინა,
მარად გვიძღოდე წინა.
Illegal Astronaut
- წმიდა გიორგი
წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენ სამკვიდრო შენი – გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.

წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!
Illegal Astronaut
- წმინდა მიწა
ბეთანია, ბეთეზდა, ბეთსაიდა,
ესდენ დიდი მადლი ღვთისა გდევთ საიდან?

ბეთანია, ბეთსაიდა, ბეთეზდა,
ხართ აკვანნი ღვთის შვილთა უკეთესთა!

ბეთსაიდა, ბეთეზდა, ბეთანია,
ხართ წმიდანთა ვედრება და მეტანია,

სად ჰაერი ვედრებაა მთრთოლვარი,
ქერუბიმთა იდუმალი ოლარი,

სად წარუძღვა მწირებს ძე ემაუსში
და განბანა უკვდავების აუზში.

წარემართე სულო წმინდა ზმანებით,
წოდებულთა საღვთო პაემანებით

სად აწვდილა ამაღლების ტაძარი,
სად უფალმა აღადგინა ლაზარი...
Illegal Astronaut
- უძღები შვილი
ვით უძღები შვილი სოფლად, ვერ წაუველ ვერსადაო
თვალთა შენთა მშანთავ ნათელს, მეუფეო ზეცათაო!

ქვესკნელს დამნთქა სულთა მტერმა, სად შენა და მე სადაო
მომიძიე კრავი შენი, მეუფეო ზეცათაო!

გულისთქმათა განმგებელო, მსურს ამლაგმო, მესადავო,
სულთა მწეო, ყოვლისმძლეო, მეუფეო ზეცათაო!

სინანულის ცრემლთა რუებს აწ კი უნდა ესათავო,
მოხვედ ჩვენად სინანულად, მეუფეო ზეცათაო!
Illegal Astronaut
- მამა
თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ,
უფალო, ამაცდინე სასუმელი ესე.

მამა ხარ ყოველთა, ძეთათვის მზრუნველი,
უფალო, ამაცდინე ესე სასუმელი.

ნუ ჩემი იყოფინ, არამედ შენი,
შენ თავად ნება ხარ, სიმართლის მჩენი,

ხამს მოყვასისათვის სიმძიმე ვითვისო,
გვედრი შემიწყალე, ძეო დავითისო!
Illegal Astronaut
მელქისედეკი
ჩნდება ბაკმიანი, სხივმოიეფე,
მელქისედეკი, სალიმის მეფე.

მწდეა ზეციური იერუსალიმისა,
მელქისედეკი, მეფე სალიმისა.

ვით ვარსკვლავმორბედი, იჩქითად ჩენილი
განათლდა აბრაამ, უდაბნოდ შთენილი,

საღვთო პურ-ღვინოა გზა ჭეშმარიტების,
გაუქმდა მსხვერპლი ვერძების, გვრიტების

უფალო, ერს შენსას მარად მწედ ედექი,
ეს შენ მოგვივლინე მელქისედეკი,

ძე შენი, სამყაროს თვალი და ჯავარი,
თვით დაუსაბამო მეფე - მღვდელმთავარი.
Illegal Astronaut
სულეთის ცისარტყელა
შენგნით აღცისკრდება სულთა ალიონი
შენ გამო ვადრისობს ფლასი
შენგნით იბადრება ცა - ლიგვრილიონი
და მნათთა ანგელოსთ დასი,

შენგნით მონავანნი კრთიან საფირონნი,
შენ უწყი გზადქცევა მათი
წიაღნი უშქარნი და უნაპირონი
და სულთა მზის ათინათი.

ერმი და მუშთარი კამარათ მსირმველნი
მთავარანგელოზის წათი,
ზუალ და ასპიროზ, სერობად მზირველნი
და სულთა მზის ათინათი.

მთოვარე, მარიხი, რონინით მავალნი
ჭიქური, ბროლი და სათი
ეტლნი უჟამონი და ფერადმავალნი
და სულთა მზის ათინათი.

ტატანნი დასობენ ცად მოელვარენი
ცორანოს ციგლიგა მძივნი
მძვრელნი და მიმდრეკნი, ცანდებად ნარენნი
და მაშრიყ-მაღრიბით მცვივნი,

სამთა გამმშვილდველნი, იაროდ მარებნი,
იქცევის მახვილთა მზირნი
თევზის და მერწყულის ნათელთა მდარებნი
განკითხვის ნესტვნი და სტვირნი.

შენგნით აღმზევდება სულთა ალიონი
შენ გამო ვარდობენ ცანი
ზღვა - ხომლთა დენანი, ციმციმა ციონი
მადლად ცხოვრებისად ვცანი

სამმნათობიერთა ზეგარდმოვლენანი
სულეთის ცა - მზეოსანი
ალიერ ფრთოსანთა იჩქითად ჩენანი
ზეშთა სიალეთა წვანი.
Illegal Astronaut
პროსკომიდია
სულები სანთლებად ანთია,
ციალებს აღსავლის კარი,
დიდების შემმოსველ განთიადს
გვაუწყებს სიონის ზარი.

მეუფევ, ეგ საკურთხეველი
სულეთის კარია ზენა
იესო ცად დაუტევნელი
სამოთხის სხივთა ფენა.

ომფორი ღამეთა მთეველი,
ალთა აალება მზარდი,
იესო - ცხოვნეთის მკმეველი,
მარიამ - სამოთხის ვარდი,

შვიდთა ანგელოსთა კრებული
სხივ-შარავანდედთა მფენი
სულთა ცისარტყელა ქებული
მეუფევ, ფიქრია შენი.

სვეტი ხარ, ცით ჩამოშვებული,
ვარკვლავთა გვირგვინით მშვენი,
წმინდა ხე გაბაონს ხებული,
მეუფევ, ჯვარია შენი.
Illegal Astronaut
წრომი
ძვლები ღაღადებენ წრომში,
გმინავს წარმავლობის ქარი,
წლებთან და ქარებთან ომში
ლავგარდანს დაეტყო ბზარი,

დრომ სივრცემორეულ გუმბათს
და ბჭეს გადმოხედა წყრომით,
ლაჟვარდს ითოვს იაგუნდად
და მზეს აგალობებს წრომი.

ზარები ესიზმრება წრომს
და ზღვა ღაღადთა
ხანაც ესიზმრება რომ
საიქიოს დაღამდა,

წირვათა კურთხეულ ალში
დნება ცვილივით,
ჩუქურთმის კოკრებს გაშლის
ხილვის ყვავილებად.

მწუხრს მწუხარება ახლავს,
სულს ეპარება ცოცვით,
ცა დროთა ნახმლევს
იშუშებს ლოცვით,

ხანაც იპყრობს ნაღველი
მთაზე ნისლად მდგომი
და მრავლის მნახველი
ჩუმად სტირის წრომი.

წლები ჩამიწებულად წრომში,
წრომი ქვით ნაგები ემბაზი
წარმავლობის სიმწარეში
ფიქრობს სამებაზე.
Illegal Astronaut
ქაშვეთი
I

შორია შარიშური შარათა,
მოჰქრიან სოველნი ქარნი,
ბორიო - ფლოქვების მარაბდა,
ალები ტალებად მდგარნი.

სანთელი მთიების მფანტველი,
ლიცლიცებს ციალით ნელი,
კანკალებს კილამონ-კანკელი,
ბანი და ებანი ბნელი.

ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე,
დამთიე სუდარა დარად, -
ამით რამ იდარა მითი რამ,
არკადებს აკრია: კმარა!

II

ელიან ლიანს და ლელიანს,
ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი,
გულიანს ბროლიან-ყელიანს,
ხახაში იხერგავს მტკვარი,

ქვიშათა ქუშია ქაშვეთი,
დროთა მარაბდულთა სევდა
ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი
მუსრვად და სალმობად სდევდა.

ან არარატებად არი რად,
კეცტყავი კეცილი კეცად?
მამულო გაქრობად ლამულო,
მრისხვალი თვალი თუ გეცა?
Illegal Astronaut
მოგონება
სულო, გითხარი რომ არაო
იშალნენ წამწამთა ქოხები,
შენ ცისარტყელავ და მარაო,
ცად რომ დამიფინე ნოხები,

რად არ მოაპკურე ცვარები
გლოვიან უდაბნოს გველისას
სულში კვლავ რად მოიპარები,
არ სცნობ უარებას სთველისას,

მაცდურო სიცოცხლევ, გამეცა,
გველო, ანგელოსურ თვალებით,
დღითაც შენ გიგონებ, ღამეცა,
მძულხარ და თან მევალალები!

Illegal Astronaut
წამთა წამება

ბრალია პყრობილი არწივის
თვალთა სივრცეებზე ჭენება,
თუ შემოდგომაა დარ-ცივი
და ფერთა მით გადაშენება,
როს ნასუქარი და ნარწევი
იქცევა იმედთა შენობა.

ალები ალებრივ ალობენ
ელვათა მტყორცნელნი ეთერად,
წამები წლებადვე წვალობენ,
მწუხრის ანგელოსნი გალობენ
თუ მომსპარია სიკეთე რად.

სთვლემენ ლამისფერი ლომები
და სულნი ჩანგების ყმა არი,
სად სერაფიმების ხმა არი
ვალპურგია და ვარფლომები.
Illegal Astronaut
უჰ... დავიღალე... smile.gif
Illegal Astronaut
ვსო... ეხლა Jim Morrison ... smile.gif


POWER

I can make the earth stop in
its tracks. I made the
blue cars go away.

I can make myself invisible or small.
I can become gigantic & reach the
farthest things. I can change
the course of nature.
I can place myself anywhere in
space or time.
I can summon the dead.
I can perceive events on other worlds,
in my deepest inner mind,
& in the minds of others.

I can

I am
Illegal Astronaut
THE ANATOMY OF ROCK

The 1st electric wildness came
over the people
on sweet Friday.
Sweat was in the air.
The channel beamed,
token of power.
Incense brewed darkly.
Who could tell them that here
it would end?

One school bus crashed w/ a train.
This was the Crossroads.
Mercury stained.
I couldn't get out of my seat.
The road was littered
w/ dead jitterbugs.
Help,
we'll be late for class.

The secret flurry of rumor
marched over the yard &
pinned us unwittingly
Mt. fever.
A girl stripped naked on the
base of the flagpole.

In the restrooms all was cool
& silent
w/ the salt-green of latrines.
Blankets were needed.

Ropes fluttered.
Smiles flattered
& haunted.

Lockers pried open
& secrets discovered.

Ah sweet music.

Wild sounds in the night
Angel siren voices.
The baying of great hounds.
Cars screaming thru gears
& shrieks
on the wild road
Where the tires skip & slide
into dangerous curves.

Favorite corners.
Cheerleaders raped in summer
buildings.
Holding hands
& bopping toward Sunday.

Those lean sweet desperate hours.

Time searched the hallways
for a mind.
Hands kept time.
The climate altered like a
visible dance.

Night-time women.
Wondrous sacraments of doubt
Sprang sullen in bursts
of fear & guilt
in the womb's pit hole
below
The belt of the beast
Illegal Astronaut
THE FEAR
Eternal consciousness
in the Void
(makes trial and jail seem almost
friendly)

a Kiss in the Storm

(Madman at the wheel
gun at the neck
scape populous & arching
coolly)

A barn
a cabin attic

Your own face
stationary
in the mirrored window

fear of restroom's
Tragic cold
neon

I'm freezing

animals
dead

white wings of
rabbits

grey velvet deer

The Canyon

The car a craft
in wretched
SPACE

Sudden movements

& your past
to warm you
in Spiritless
Night

The Lonely HWY
Cold hiker

Afraid of wolves
& his own
Shadow

----------

Is anybody in?
Is anybody in?
IS ANYBODY IN?
The ceremony is about to begin...

WAKE UP!!!
latata
ციტატა(Matilda @ Aug 23 2008, 10:45 PM) *
ლატა ძალიან დიდი მადლობა მაგ ლექსისთვის :*


რას ამბობ ანნ
elefteri
მეორე ომის ოდა

შენ ხარ ვენახი,
მოდი ვნახოთ ვენახი

სიმონა დე ბოვუარს
მარკიზ დე სადს
ჯალალ-ედ-დინ რუმს

ანდაზები, ზღაპრები, ცოტა ქარი, ცოტა მარილი
და ათასი გასაგონად გაუგონარი რამ






'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

გადმოაქციე თმების მშრალი და მღვრიე წყალი
ვასთირჯის დაო –
ტანი დამბანე

''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

წამწამი კბილად ჩავიბრუნე,
გამოვხარი სიზმრის ძვლები,
ვერ გაძღა ჩემი ზღვა მუცელი –
ძილი არ მეყო.
ასეა:
ძილი არვის გვყოფნის,
ღრმა ძილშიც კი
სიზმრის ჭრელი თევზი ცოტაა
და მერე ღვიძილს გეახლებით.
უგემურ და ბლანტე ღვიძილს.
სულს ბოლომდე ვინახავთ ხოლმე.
სული ტკბილია.
სულს ვერ შეჭამ.
სული უნდა დალიო.
'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

თუ ყველაფერი ასე ცხადი და მარტივია
და საფლავის სანდო ქვებზე
თარიღებს შორის დასმულ ტირეს ნიშნავს სიცოცხლე,
მაშინ ჯობს, რომ აღარასდროს დავიბადოთ
და ედემის ნაცნობ ხეზე იმ უმწიფარ ვაშლებად დავრჩეთ,
თუნდაც ის ჭია მოვიდეს
და ჭიამ შეგვჭამოს.
''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
ასეა - მაინც
ვიბადებით
და მერე ვტირით, რომ ტირე ვართ
და წყლისა პირსა თუ კი უცხო მოყმეს ვნახულობთ,
ძებნად დავდგებით
და არ ვფიქრობთ –
ეგებ ის მოყმე ჩვენ ვიყავით და წყლის პირას კი არა და
ეგებ წყლიდან მზირალი ვნახეთ...
''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
ასეა – ძილი ნებისაა
და არ იმეტებს..
ძილი არ გვყოფნის,
სხვენში ვზივართ
და ფურცლებს ვფხაჭნით,
სიტყვები რომ გამოვადინოთ.
სიტყვები რომ გამოვადინო,
ფურცელს ვფხაჭნი –
ფრჩხილმა ხელებს გადასდო და
ხელმა ყელს,
ხელმა თავს,
ხელმა მუცელს,
ხელმა ზურგს,
ხელმა ტანს –
ტანი ჭუჭყმა შეჭამა.
მოდი, ნახე ტანი –
გადმოაქციე თმების მშრალი და მღვრიე წყალი
ვასთირჯის დაო.
elefteri
ებლიტფოზე ვნახე,
გიორგი კეკელიძისაა

ლიბ.გე-ზე არაა
SmoK1e
ლადო ასათიანი

სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

„კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!“

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით, მოასწაროთ, თორემ ჰერი…
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არის?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაიცვდება!

„ვაჟკავცსა გული რკინისა,
აბჯარი უნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედველნი,
ზედ მუხლი შავარდნისანი!“

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

ეს ლექსი თემას ესადაგება ყოველთვის რა smile.gif
data


რომ მითხრან, 21-ე საუკუნეში შექმნილი ყველა ქართული ლექსი უნდა გავანადგუროთ, და შენ ერთის გადარჩენის საშუალებას გაძლევთო, ულაპარაკოდ ამ ლექსს ავირჩევდი smile.gif



იმპერატივიზმი როგორც ასეთი



ძილისა თუ სიცხადისა თუ სიკვდილის ჟამს,
დასცინე სიკვდილს!
ჭამისა თუ ცოხნისა თუ მონელების ჟამს,
დასცინე სიკვდილს!
იფიქრე ღამეზე და ათას რომანტიკულ რამეზე და
დასცინე სიკვდილს!
საკუთარ კალთაში დაეშვი და მერე საკუთარი თავი შვი და
დასცინე სიკვდილს!
სამოთხის კარი გაიღო და ღმერთმა მოწყალება გაიღო და
დასცინე სიკვდილს!
ჯოჯოხეთის ბჭეც გაიღო და ეშმამ მოწყალება გაიღო და
დასცინე სიკვდილს!
ნიცშე ხომ გენიალურია და ნიცშე უფრო გენიალურია და
დასცინე სიკვდილს!
საკუთარ სხეულზე ამხედრდი და მოუსავლეთში წახვედი და
შეხედე, გმირებიც წახვეტილან და
დასცინე სიკვდილს!
“ჯვარს ეცვი,თუ გინდა,საშველი
არ არის,არ არის, არ არის” და
დასცინე სიკვდილს!
ორს პლუს ორი ყოველთვის ოთხია და
ათს მინუს ექვსიც ოთხია და
სამს პლუს ერთიც ოთხია და
დასცინე სიკვდილს!
ადამიანი ძაღლის მეგობარია და
დასცინე სიკვდილს!
პრეზიდენტი ადამიანის მეგობარია და
დასცინე სიკვდილს!

გავფრინდეთ, ჩვენს სხეულს გავასწროთ და
ჩვენს შიშველ სხეულებს გავასწროთ და
აწი, აღარ მოვკვდეთ არასდროს და
მოდი,აღარ მოვკვდეთ არასდროს და
დავცინოთ სიკვდილს!!!
vulkani_lava

ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ტყეს მთებისას გაიფრენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად;
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ.
სად როდის, რისთვის, არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.

მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის, ან ვისთან, არ ვიცი, არა!

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა.
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.
latata
ციტატა(data @ Aug 25 2008, 11:01 PM) *
აწი, აღარ მოვკვდეთ არასდროს და
მოდი,აღარ მოვკვდეთ არასდროს და
დავცინოთ სიკვდილს!!!



რაღაც ამ დღეებისაა, შეიძლება სხვა დროს ისე არა და დღეს და გუშინ და 8-ის მერე მომწონს..

კარგია ძალიან, და უფრო მეტადაც smile.gif
data
თეა, რომ დავიბადე ეს ლექსი დაწერილი დამხვდა და უკეთესს მე ვერ დავწერ smile.gif


ეს შენ smile.gif





შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.

სენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.

შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.

…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.
Mathias_Sammer
data
no comment!!! smile.gif ამის დამწერმა იცოდა, რომ ოდესღაც დაიბადებოდა თეა
Matilda
ციტატა
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა

ეგ დილემ არ თქვა ტუღუშზე? biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.