დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
Matilda
მატრიოშკები

ჩემში შენ,
შენში ბავშვი,
ბავშვში მარტივი სამყარო.

მარტივ სამყაროში
უშნოდ დახატული სახლები,
სახლებში ადამიანები,
ადამიანებში
გრძნობები და ემოციები
ემოციებში და გრძნობებში
სხვა ადამიანები.
სხვა ადამიანებში ერთმანეთი და
ბავშვები.
ბავშვებში დიდები,
დიდებში მოხუცები,
მოხუცებში მკვდრები,
მკვდრებში
მოხუცები,
მოხუცებში დიდები,
დიდებში ბავშვები.
ბავშვებში მარტივი სამყარო
და უშნოდ დახატული სახლები.

მე და შენ რთულ სამყაროში,
რთული შეგრძნებებით.
ბავშვიც რთულ სამყაროში,
რომელიც ჯერ ემარტივება,
რომელიც მეც მემარტივებოდა, შენც,
დიდებსაც,
მოხუცებსაც,
მკვდრებსაც,
სანამ გადიდდებოდდნენ,
დაბერდებოდნენ,
მოკვდებოდნენ.

მატრიოშკები -
ერთმანეთში ჩალაგებული
მატრიოშკები.
უსასრულოდ,
გაუთავებლად
ჩალაგებული.
რაც უფრო მალე გახსნი
მით უფრო მეტი იქნება.
რაც უფრო ნელა,
მით უფრო მეტი დაგრჩება გასახსნელი.
უკანასკნელს ვერ მოესწრები.
ვერც ისე გადიდდები,
რომ პირველი მატრიოშკა იყო
და ვერც ისე დაპატარავდები,
რომ უკანასკნელი.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომის იქნები
და სხვა ზომების გემოვნებას ვერ აითვისებ.

მოდი ჩავლაგდეთ ერთმანეთში.
ძალიან ავირიეთ
და ვეღარ ვხვდები ახლა რა ზომის ვარ.
გარშემო უშნოდ დახატული სახლები
და რთული სამყაროა.

მატრიოშკების სამყარო.



ისევ იორიკი
ART TAMUNA
Matilda

huh.gif huh.gif ohmy.gif ohmy.gif laugh.gif laugh.gif
Matilda
ART TAMUNA
???
Matilda
თოვლი

როცა ცას მართმევ,
ასე მგონი გჭირდება და
ამიტომ გატან

ან ცას რა მართებს ჩემი,
ხანდახან სახეს ჭორფლიან ღამედ მოხატავს
წვივები ისევ დაგიწვრილდება ნაწვიმარ გზაზე,
ორი გუბეც და აღარ გაგიჭირდება მისვლა საზღვარზე

ზამთრამდე, რჩება ისე ცოტა დრო
ზამთრამდე უნდა,
უნდა მოასწრო,
მთელი სხეულით ზეცა მოხატო
და სიზმრებიდან დახეული მზე მომაწოდო,
გულზე მომაწვა და ფეხაკრეფით უკან ახვიდე

დამესიზმრები,
ფარდის ჩახეულ ქვედაბოლოს გადავწევ და ცას მოგცემ
ისევ მოილოგინებ,
მერე თოვა
თოვლთან ერთად შენი თვალის ფერიც მოვა
შენ გროვდები და სახეს იხატავ, მე კიშენში ვარ
როცა ცას მართმევ
როცა ცას მართმევ
და როცა გატან....



იორიკი

-----------------




the snow

everytime you take my sky
i guess its needful, and that's why
i let you have it

or what does the sky owe me?
just paints the face as freckled night sometimes
again your shins are going to slim down on rainy road and
one or two puddles make it easy to the border

so little time is left until the winter!
till winter, you must
you must paint the whole sky with you flesh,
hand me the tattered sun from your own dreams
scorch out my heart with it,
and noiselessly go back

i'l dream of you
i'l rip aside the torn-down skirt of window curtain
-give you the sky,
again you'l give birth

...and then it snows...
along with snow the color of your eye shows
you gather up and do your make-up
and i'm into you,
everytime you take my sky
everytime you take my sky
and i let you have it...


თარგმანის ავტორი: ელენე ფასური.
evia
Matilda
მადლობა კომპლიმენტისთვისsmile.gif
აი, მთლიანი TULIPS by SYLVIA PLATH

Tulips The tulips are too excitable, it is winter here.
Look how white everything is, how quiet, how snowed-in.
I am learning peacefulness, lying by myself quietly
As the light lies on these white walls, this bed, these hands.
I am nobody; I have nothing to do with explosions.
I have given my name and my day-clothes up to the nurses
And my history to the anesthetist and my body to surgeons.
They have propped my head between the pillow and the sheet-cuff
Like an eye between two white lids that will not shut.
Stupid pupil, it has to take everything in.
The nurses pass and pass, they are no trouble,
They pass the way gulls pass inland in their white caps,
Doing things with their hands, one just the same as another,
So it is impossible to tell how many there are.
My body is a pebble to them, they tend it as water
Tends to the pebbles it must run over, smoothing them gently.
They bring me numbness in their bright needles, they bring me sleep
Now I have lost myself I am sick of baggage
My patent leather overnight case like a black pillbox,
My husband and child smiling out of the family photo;
Their smiles catch onto my skin, little smiling hooks.
I have let things slip, a thirty-year~old cargo boat
Stubbornly hanging on to my name and address.
They have swabbed me clear of my loving associations.
Scared and bare on the green plastic-pillowed trolley
I watched my teaset, my bureaus of linen, my books
Sink out of sight, and the water went over my head.
I am a nun now, I have never been so pure.
I didn't want any flowers, I only wanted
To lie with my hands turned up and be utterly empty.
How free it is, you have no idea how free -
The peacefulness is so big it dazes you,
And it asks nothing, a name tag, a few trinkets.
It is what the dead close on, finally; I imagine them
Shutting their mouths on it, like a Communion tablet.
The tulips are too red in the first place, they hurt me.
Even through the gift paper I could hear them breathe
Lightly, through their white swaddlings, like an awful baby.
Their redness talks to my wound, it corresponds.
They are subtle: they seem to float, though they weigh me down
Upsetting me with their sudden tongues and their color,
A dozen red lead sinkers round my neck.
Nobody watched me before, now I am watched.
The tulips turn to me, and the window behind me
Where once a day the light slowly widens and slowly thins,
And I see myself, flat, ridiculous, a cut-paper shadow
Between the eye of the sun and the eyes of the tulips,
And I have no face, I have wanted to efface myself
The vivid tulips eat my oxygen.
Before they came the air was calm enough,
Coming and going, breath by breath, without any fuss.
Then the tulips filled it up like a loud noise.
Now the air snags and eddies round them the way a river
Snags and eddies round a sunken rust-red engine.
They concentrate my attention, that was happy
Playing and resting without committing itself.
The walls, also, seem to be warming themselves.
The tulips should be behind bars like dangerous animals;
They are opening like the mouth of some great African cat,
And I am aware of my heart: it opens and closes
Its bowl of red blooms out of sheer love of me.
The water I taste is warm and salt, like the sea,
And comes from a country far away as health.

SmoK1e
Midway upon the journey of our life
I found myself within a forest dark,
For the straightforward pathway had been lost.

Ah me! how hard a thing it is to say
What was this forest savage, rough, and stern,
Which in the very thought renews the fear.

So bitter is it, death is little more;
But of the good to treat, which there I found,
Speak will I of the other things I saw there.

I cannot well repeat how there I entered,
So full was I of slumber at the moment
In which I had abandoned the true way.

ჰეჰ ლიტერატურის თემა დანტეს გარეშე პროსტა უაზრობაა მგონი.......მარტო ეს ნაწყვეტი მახსოვს და თუ დანარჩენს გავიხსენებ დავწერ
diletanti
ეს ლექსი უნდა იდოს აქ

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფარტო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მტელი სამყარო ვრცელი
შენიტ არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუტვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუტვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.

შანდორ პეტეფი
latata
არაფერს ვნატრობ, ოღონდ მოთოვოს,
მანდაც მოთოვოს და გაგახსენდე.
თოვლმა ჩემს წილად ფიქრი მოგთხოვოს
და გაგახსენდე სულ არაფერზე...
არაფერს ვნატრობ,ახლა მოგაკლდე,
დღეს აგტკივდე და დღეს მოგენატრო,
ყველა ოცნება, რაც შენ მოგანდე,
ჩემეულ ფიფქად შემოგემატოს.
მანდაც მოთოვოს, როგორც თბილისში,
როგორც ჩემსობას ანდა ჩემამდე,
დღეს გაგახსენდე სწორედ ძილის წინ,
მერე გესიზმრო და გაგეხარდე...

სანათა
latata
წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი დიდი და ხანდრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით
ხმაამოუღებლად გინატრებ.
წანწალით დაღლილი ძაღლივით
კარებთან მოგიტან სიმართლეს...
ოდესღაც მიყვარდი!

გიორგი ზანგური
latata
* * *
წამი ვარ ცხელი, როგორც ტყვია მიზანთან მდგარი,
ვარ უდაბნოში მდგარი სახლის ფანჯარა, კარი,
პაემანი ვარ არშემდგარი, მიჯნურთა ბაღის,
ვარ ერთი კოცნა, რომლის კოცნაც ნამდვილად არ ღირს.
ნანგრევები ვარ გალავანის, ურთიეთრგანცდის,
და ვარ ფარვანა, დრო სიცოცხლეს არაფრით მაცლის,
ვარ ხმელი პალმა წყურვილისგან დამშრალი ფესვით
მე ვარ სამიზნე, თქვენ რომელსაც ხალისით ესვრით.
ვარ წაგებული თამაშების აზარტის სენი,
მე შიმშილი ვარ, კეთროვანთა დედოფლის ძღვენი.
კამათელი ვარ არდამჯდარი სასურველ ციფრზე,
სიყვარული ვარ გაფატრული სიკვდილის პირზე.
იალქანი ვარ დაგლეჯილი კოხით და სეტყვით,
უცხო სიტყვა ვარ, რომელსაც თქვენ ვერასდროს გეტყვით,
ხის ხომალდი ვარ გაპობილი კლდეებთან შეხლით,
მუხა ვარ შვიდი, რვაასი წლის დამწვარი მეხით.
ჰორიზონტი ვარ ვარსკვლავეთის, სამყაროს კიდის,
საფეხური ვარ დანგრეული სასახლის კიბის.
ლესვით დამდნარი ხანჯალი ვარ, ჩახმახი თოფის.
სიტყვის ბუდე ვარ დაზნექილი თაბახის ტოტის,
საწნახელი ვარ გაჟღენთილი ბადაგის წვენით,
გაბრუებული ჭადარი ვარ ქარიშხლის რწევით.
წამი ვარ წუთის, საათების, ეპოქის დამღა,
ენერგია ვარ, ოკეანე და სიტყვის დაღლა.

გ. შალამბერიძე
6 აგვისტო 2005 წ.


მიყვარს ძალიან wub.gif
Psycho
რატი ამაღლობელი

ცა

მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.
ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.
ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.
latata
მარტო ვიყავი, სიმშვიდე დამირღვიე tongue.gif

ხოდა აბა რომელი ლექსის დადება გინდოდა?
Psycho
რატი ამაღლობელი

გაზაფხულის უვერტურა

ისევ მაისობს სამაიის ისასამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.
latata
ცა_ზღვა

ცა-ზღვა, მაღლა-მაღლა_დაბლა
სილურჯეში ჩაიღვარა რგოლი,
გზად-გზად, შევუცურდი ტალღას
სისველეში, შენს წამწამებს შორის.
ქარ-ქარ, დავედევნე რითმას,
დამეკარგა სანაპირე ზოლი,
მხარ-მხარ, შენთვის ჯერ არ მითქვამს
სიმარტოვე რომ წაგართვი,მგონი.
იმ მთას გამოვტაცე სუნთქვა
ცხელ ტუჩებზე დაგიარე თრთოლვით,
ხარ_ხარ სადღაც ახლოს გულთან
მოგონილს და არმოგონილს შორის.
ხან_ხან, მეუფლება სევდა
ხე_ლებს, მაგრად გიჭერ თრთოლვით,
მე_რე, ვიცირდები ტალღას
სისველეში,შენს წამწამებს შორის.

თეკლე ბატონიშვილი

okicha
ჩემს ბედნიერებას ერთ ფურცელს ვაწერ
და მხოლოდ შემდეგ ვეძლევი თვლემას.
ფურცელი წიგნში, წიგნი კი
წიგნებს შორის გადავინახე.
კი, ნუგეშია ესეც ამგვარი
რომ არ დავკარგავ ბედნიერებას
და დილისთვის ისევ ვიბედნიერებ.

თუმცა დილამდე მიმავიწყდა,
რომელ წიგნში შევინახე ბედნიერება
და მას აქეთ ბედნიერებას წიგნებში ვეძებ
okicha
გვიანი შემოდგომის შუადღე სოფელში
ნაირა გელაშვილი

ორი პატარა ჭრელი ჩიტი
ლეღვის თეთრ ტოტზე _
ჩემი ორი ცრემლიანი თვალისთვის.
okicha
ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა
ნოდარ დუმბაძე

დედიკო მყავს სტუდენტი,
მამა - არქიტექტორი,
ბებო თვალის ექიმი,
ბაბუა კი - ლექტორი.
მიყვარს ბევრი ძილი და
უფრო ბევრი თამაში.
ჯერჯერობით ვერვინ მჯობს
ტირილსა და ჭამაში.
სახლი მიდგას ვერაზე,
ნომერი აქვს წაშლილი,
თუ დაგჭირდეთ, იკითხეთ:
ლევან მაჭარაშვილი.
Psycho
შტეფან ცვაიგი

"დაბეჭდილი მატარებელი"

http://www.lib.ge/body_text.php?987
okicha
(ბადრი მთვარე...)
შოთა იათაშვილი

მაიკლ ჯორდანის
მიერ ნატყორცნი სამქულიანის
შენელებული კადრი.
okicha
(ზაფხულის მშვიდი ხმები...)
შოთა იათაშვილი

ზაფხულის მშვიდი ხმები...
ალბათ დაახლოებით ასეთია
ჟღერადობა სამოთხეში.
okicha
(თოვლი...)
კარლო კაჭარავა

თოვლი
მაცხოვარი თოვლში იშვა
ლაზარე თოვლში აღსდგა
უძღები შვილი დაბრუნდა თოვლში
ტარიელ ბიბილური
ART TAMUNA
ირრუბაქიძე

გრიგოლ რობაქიძე



პასუხი ევროპის პოეტებს შეკითხვაზე:
რეალისტებს, ნატურალისტებს, სიმბოლისტებს,
ფუტურისტებს, დადაისტებს და ყველა მათს ნაშიერს.
მე მაშინ ბაღში ვიყავ.
ველზე მიმეძინა.
იყო დიდი მუხა და ტიტველი შუადღე.
იყო მწვანე ხავსი და ყვითელი კალო.
როცა გამეღვიძა –
სახელოებში ხვლიკები დავინახე.
მე არ მიკივლია:
ეს იყო მზის ნიშანი.
( ხალიბის სხეულს ნალად აჩნევია –
ყოველი კუნთი რომ არის მზენაკრავი)...



ირანის თეთრი ღამე ქვის ლომზე გავათენე.
(ფილიპპის ძე თვითონ ამ ლომის სახელია).
ეს იყო ხამადანში:
საცა ერთ ღამეს დიდმა ალექსანდრემ
ათიათასს მხედარს ათიათასი ქალი
მოთენთილ ბალახებზე ცოლებათ გაუფინა.
მე მხოლოდ მომაგონდა –
მაგრამ დავიკივლე: რომ ვნახე გადალახვა.
(ყოველი ხერხემალი ელის ამ ნიშანს –
დამვურვებელი ირრუბაქიძე)...
ჩემს მაღალ თავლაში
ჯერ კიდევ დაბმულია
დამცხრალი ცხენის პატმოსის კუნძულიდან.
მისი ნესტოები სეისმოგრაფია
ყველა მიწისძვრების.
უცდის დოსტოევსკი
და უსმენს მხოლოდ ქვესკნელის გუგუნს.
ერთხელ აიწყვიტა
და გაიჭიხვინა –
დიონისის სიტყვა „ტფილისის ხერხემალი“.
(სტამბები ვერ სტამბავენ:
ალბათ, ეშინიათ დაზგების ავარდნის)...
იქვე ბაგას ანგრევს კიდევ სხვა ნადირი:
„კარდუს“ მონოლიტი რისხვარი მარტორქა.
მე არა მგონია, რომ ვინმემ დაიურვოს.
მასთან ახლო მისვლა
მე თვითონ მეშინია –
თუ ხელში არ მიჭირავს ნინოს ნაწნავები.
(მხოლოდ ეს ანელებს).
უცდის მზის მოვარდნას –
გავარდეს საბუღრაოდ.
(მითხარით კიდევ სხვა სანახაობა!)...
ჯერ კი მისი სუნთქვა
მოდის როგორც „მალშტრემ“.
(თქვენ იცით: რომელზედაც
რემბომ მიუშვა ულაყი ჰიპპოპოტამ).
მისი ავი სუნთქვა მოდუღს როგორც „მალშტრემ“.
ზვავების ურაგანი
შეანგრევს ევროპას.
სიტყვაც ხომ მაგარია:
ირრუბაქიძე...
okicha
ჩონჩხი
ტარიელ ჭანტურია










:
მალა;
მალა;
მალა;
მალა;
მალა;
მალა.. _
ხორცმა
მალა,
მალა,
მალა,
მალა,
მალა _
ვერ
და-
მა-
ლი...
Psycho
okicha
მიყვარს ჰაიკუ.

ეგენიც მომეწონა smile.gif
latata
....შენ ჩემი ქრონიკული სიყვარული
მე შენი ქრონიკული მონატრება,
სახადი რომელიც ჩემია და
რომელიც არასოდეს მომეხდება.....


დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს,
დღე ისევ წაიღებს დარდს...



****
..........სიცხე დაიქანცა,
სულს ძლივსღა ღაფავს,
ნოხზე გაიშხლართა მზე,
შვებით გაწვა....
ღაწვებზე ოფლი და
თვალებზე დაღლა...
ხვალ? ხვალ ისევ დილიდან
დაიწყებს წანწალს.....


okicha
Julien
ხო მეც მიყვარსsmile.gif უკეთესებიც მაქვს სახლში პროსტა მოძებნდა მეზარება და მერე აკრეფა biggrin.gif ეს რაც ნეტში ვიპოვე
ART TAMUNA
okicha

საინტერესო ვერსიაა სიტყვის დეკოსტრუქციის....... smile.gifsmile.gif
okicha
ART TAMUNA მიყვარს რობაქიძე ძაან მაგარია
okicha
ART TAMUNA აჰა smile.gif
Psycho
გენიალური ქმნილება!

ავტორი ანა მარტიაშვილი, იგივე matilda (ჩემი მზე)


მაშინ, როცა მთვარე
შენი ვერცხლისფერი სისხლის უფორმო გუბეში
ჩავაწე და ამოვგანგლე,
მერე კი სისხლიანი ხელები იმავე სითხეში დავიბანე,
სწორედ მაშინ მივხვდი,
როგორ სტკივათ გვამებს დაგვიანებული ელექტროშოკი...
მაშინ, როცა ოცი წუთით ადრე იყო და ჩვენ,
ერთმანეთისდაუნებურად, ფრენა მოვინდომეთ,
შენი წამზომი გაფუჭდა და მე
ჩემი მიწის საათიდან ჩამონაკად ქვიშას პეშვი შევუშვირე,
რომ ჩემს დროს შენთვის არ გაესწრო...
მაშინ კი, როცა ორი კვირით ადრე იყო და მე...
და მე უნებლიედ?
გიღალატე...
მივხვდი, რომ სამყაროს ფერები არ აქვს...
ყველაფერი ხალხის ფანტაზიაა
და მაშინაც კი, როცა არსებობა პარადოქსია
და მაშინაც კი, როცა პოეტობა არ გადადის გენეტიკურად,
მე მჯერა სულიერი გენეტიკის არსებობის...
მე მოგმართავ შენ, იუდა!
მე მჯერა შენი, იუდა!
მე მესმის შენი, იუდა,
რადგან მეც შენსავით გენეტიკური მოღალატე ვარ...
და მაშინ, როცა არის ახლა,
ვდგავარ ტროტუარის სიმაღლეზე ოდნავ უფრო ცისკენ,
კანში ჩამსხვრეული ტერფის ძვლები ვერ გრძნობენ ასფალტის სისველეს,
თითებს შორის კი ქვიშა მეპარება და ვერ ვაკავებ...
სივრცე უსასრულოდ უფეროა...
სივრცე უსასრულოდ უფეროა
და სივრცე უსასრულოდ შავ-თეთრია
ახლაც და მაშინაც...
ახლაც და მაშინაც...
ახლაც და მაშინაც...
ახლა, როცა ნამდვილად ვხვდები,
როგორ სტკივათ გვამებს დაგვიანებული ელექტროშოკი,
მინდა პეშვი გავშალო
და ხელის გულებზე ატალახებული დრო ისევ იქ,
შენი (ფერ)დაკარგული სისხლის გუბეში ჩამოვირეცხო...


შეაფასეთ..
latata
ვარსებოდ შენით,
ვცოცხლობ შენით,
ვსულდგმულობ შენით..
ჰო, მე კი მშველის ღიმილი შენი,
ალერსი შენი,
ჩურჩული შენი..
მაგრამ შენ..გყოფნის?
ყოფნის შენს ლოდინს?
რასაც გიმზადებ?
დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს,
არ გამიბრაზდე..
უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ_მარტო ჩემი ხარ!
და ალბად ესეც ბრალია იმის...
მომნატრებიხარ...

ბიაკო

ART TAMUNA
ბრავოოოოოოოოოოოოო ანიიიიი ohmy.gif
latata
Julien
შეფასებულია smile.gif
უკვე
okicha
Julien ბრავო!
Psycho
ART TAMUNA
ციტატა
ბრავოოოოოოოოოოოოო ანიიიიი

როგორ სტკივათ გვამებს დაგვიანებული ელექტროშოკი,
მინდა პეშვი გავშალო
და ხელის გულებზე ატალახებული დრო..


მხოლოდ ეს რად ღირს..

Psycho
okicha
ბრავო ჩემ ანას smile.gif რომელიც ქობულეთშია და ძალიან მენატრება! sad.gif



Psycho
ციტატა(latata @ Aug 6 2008, 01:39 AM) *
Julien
შეფასებულია smile.gif
უკვე

გაიხარე ლატ smile.gif
okicha
Julien smile.gif
ART TAMUNA
ციტატა(Julien @ Aug 6 2008, 12:40 AM) *
ART TAMUNA
ციტატა
ბრავოოოოოოოოოოოოო ანიიიიი

როგორ სტკივათ გვამებს დაგვიანებული ელექტროშოკი,
მინდა პეშვი გავშალო
და ხელის გულებზე ატალახებული დრო..


მხოლოდ ეს რად ღირს..


ყველაზე მეტად მაგ სტოფებმა მომხიბლაააააა...... არა სიტყვები არ მყოფნის...... რომ მიგეცერა რომელიმე ცნობილი მწერლის სახელი, არც დავეჭვდებოდი.........
რაღაც გულში ელვასავით გაიარა......
ანიიიიიიიიიიიიიი ასე გააგრძელეეეეეეეეეეეეე......
latata
Julien
წავიდა ანა უკვე?

"გიღალატე...
მივხვდი, რომ სამყაროს ფერები არ აქვს..."
Psycho
ART TAMUNA
wow, მიხარია თამო რომ მოგეწონა smile.gif

სკაიპში კიდე გამოგიგზავნი ანას ლექსებს smile.gif
ART TAMUNA
აუ ძა;იოან გამეხარდებაააააააააააააა
Psycho
ისევ მზე (!) ანა მარტიაშვილი

ვერ გკრძალავ

ყოველთვის მოჩვენებით გებრძოდი...
გაგრძნობინებდი, რომ არაფერს გითმობდი...
ვცდილობდი, მეთამაშა ცივი ქალის როლი,
მაგრამ უნიჭო მსახიობი ვარ...
ჩემს თავს ვუმტკიცებდი,
რომ ჩემთვის მხოლოდ სიტყვები ხარ,
რომლებსაც არანაირი ძალა არ აქვთ,
მაგრამ ყველა არგუმენტი გამეფანტა...
დაბნეული ვარ...
სიცოცხელს ვიფიცებდი,
რომ არასოდეს დაგითმობდი
მოგებულ პარტიას,
მაგრამ უპრინციპო ადამიანი ვარ...
ვერ ვწინააღმდეგობ!
ვერ გწინააღმდეგობ!
ვერ ვკრძალავ!
ვერ გკრძალავ
ჩემს ორგანოებში!..
და ასეა ყოველთვის,
როდესაც აღვმართავ დიდ გალავანს
ჩემ და შენ შორის,
როგორც ბრძოლებში სჩვეოდათ ხოლმე
და ჩავრაზავ ყველა მისადგომს
შენგან ჩემ მხარეს,
მაშინ ეძებ და პოულობ კიდეც
პირდაპირი კარის ერთადერთ გასაღებს;
მოდიხარ საქმიანი გარეგნობით,
მოდიხარ საქმიანი გამოხედვით,
მოდიხარ უბრალოდ საქმიანი
და მეუბნები:
\"ანა, წინადადება მაქვს შენთან,
სახლი მინდა ვიქირავო;
ჩემი შვილისთვის...
მხოლოდ ცხრა თვით,
მხოლოდ შენს სხეულში...\"
latata
ეს არ ვიცოდი ohmy.gif

კარგია.. ძალიან smile.gif








****

ხვიარა


ანამ

ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ დახურა კარი...
ანამ გადადო ყურმილი..
აიღო კალმისტარი..
ანამ დაწერა წერილი..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი...

ტვინში დაიწყო შემოსევა..
ტანკებმა ლულები მიმართეს მისკენ..
ტაქტიკური გათვლებით ტვინი ორ დღეში ჩაბარდება..
გალავანი მორყეულია
საკვები გამოილია
წყალი დაბინძურდა..
მეციხოვნეები წუხანდელი ბობოქარი ღამის შემდეგ თვლემენ..
რთულია სექსი ძაღლებთან..
ქალები სასოწარკვეთას მიეცნენ და მკერდი დაიხოკეს..
რთულია სექსი ცხენებთან..
თუმცაღა ალყაშემორტყმულ ტვინში ჯერ კიდევ შერჩათ ღირსება
და ნამუსი,
და პატივისცემა,
რომ ერთმანეთთან არ იჟიმაონ...

ანამ გახედა სივრცეებს..
ანამ დალია წამალი..
ანამ იპოვა სიგიჟე..
ვიღაცის გადანამალი..
ანამ დაკარგა სურვილი..
ანამ დაკარგა ოცნება..
ანამ იცის რომ ეს ხალხიც
ამ ღამით დაიხოცება...

მეორე იერიში გალავნის დანგრევით დასრულდა..
ტანკებმა აიღეს ტვინი..
იგი იმდენად პრიალა აღმოჩნდა შიგნიდან,
რომ ტანკებსაც კი გაუჭირდათ შეღწევა..
ორდღიანი ალყის შემდეგ ტვინში დახვდათ:
ორი შიშველი მეციხოვნე..
მათთან ახლოს ორი მკვდარი ძაღლი..
და სამი ნახმარი პრეზერვატივი...
სამი თეთრი ცხენი...
მათთან ახლოს სამი მკვდარი ქალი..
და რეზინის ორი გაუხსნელი პაკეტი...
კიდევ ტვინში დახვდათ
ძველებურ სკივრში კარგად შეფუთული
და კარგად შემონახული
ბიბლია....
და ტანკებს გაახსენდათ ბიბლია...
და ბიბლიას გაახსენდა ტანკები...

ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი..






Psycho
latata
ჩეს მაგ ლექსზე მაფანატებს!!!
latata
Julien
და რატო არ უნდა გაფანატებდეს? smile.gif tongue.gif


ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.
.............................



ვსო გამაგდეთ ეხლა sad.gif

ART TAMUNA
ციტატა(latata @ Aug 6 2008, 01:16 AM) *
ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.
.............................


არასდროს მეპარებოდა ეჭვი რომ სიგიჟის ნიშნებო მქონდაააააააა laugh.gif laugh.gif laugh.gif
okicha
ბრავო ანას smile.gif მე აღფრთოვანებული ვარ smile.gif
latata
შენ ხარ, აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...



SmoK1e
latata
რამე საინტერესო მუსიკა არ გაქვს????/გულის გადაყოლება მომინდა...
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.