anuchi
Jun 7 2010, 01:28 AM
Carrotციტატა
სხეული სულის ბორკილია//
ეს ლექსი არაა, ეს იმ მდგომარეობის აღწერილობაა როცა პინკ ფლოყდს უსმენ ))))
City Lights
მინეტი - ექსტრემალურ პირობებში,
გენიალურია,
თან ქალაქის ყველა ეკლესიის გუმბათს
რომ ხედავ,
ხედავ სინათლეთა მოქცევას
და მანქანების მოძრაობას,
შორს ბნელ ხეივნებში.
წამიერად მილიონობით ფოტოს იღებ
და რასაც ამჟღავნებ
თითებზეა ჩამოსათვლელი.
იმ თითებზე,
შენს ცხელ თავს,
ნელ და რბილ რიტმს
რომ ანიჭებენ.
ან იმ თითებზე,
ჩემს კვერცხებზე რომ სრიალებენ
დიდი მწერებივით.
და აზრი, რომელიც შესაძლოა დაგებადოს,
აზრი, რომელიც შესაძლოა ათასობით ადამიანს დაებადოს,
აზრი, რომელიც შესაძლოა უკვალოდ გაქრეს,
აზრი, რომელიც შესაძლოა კლავდეს,
ჩემი აზრი არ არის.
რადგან სულ ახლოს მოდის სინათლეთა მოქცევა
და შეიძლება
მოლიცლიცე მდინარიდან ღმერთმაც კი ამოყვინთოს
და ჰქონდეს ისეთი სახე,
როგორიც მე მაქვს,
იმ მომენტში როცა ვათავებ.
პს.
ginger
Jun 7 2010, 04:50 PM
Анна Ахматова
Я научилась просто, мудро жить... (1912)
Я научилась просто, мудро жить,
Смотреть на небо и молиться Богу,
И долго перед вечером бродить,
Чтоб утомить ненужную тревогу.
Когда шуршат в овраге лопухи
И никнет гроздь рябины желто-красной,
Слагаю я веселые стихи
О жизни тленной, тленной и прекрасной.
Я возвращаюсь. Лижет мне ладонь
Пушистый кот, мурлыкает умильней,
И яркий загорается огонь
На башенке озерной лесопильни.
Лишь изредка прорезывает тишь
Крик аиста, слетевшего на крышу.
И если в дверь мою ты постучишь,
Мне кажется, я даже не услышу.
Catherine
Jun 7 2010, 05:55 PM
ციტატა(Bisei @ Jun 2 2010, 02:33 PM)

ჩავრჩი
იცი, დღეს ყველა ქუჩა გათხარეს,
სადაც აქამდე გეძინათ ჩიტებს
და ნუშის ხეზე შემხმარი მთვარე,
ბუდეებს გინგრევთ.
იცი მირეკავს ყოველ ღამე ღმერთი მაღლიდან,
აქ ვყვავილობთო...მატყუებს...ვითმე
ავტორი?
anuchi
Jun 7 2010, 07:20 PM
ზვიად რატიანი
Bisei
Jun 7 2010, 08:25 PM
anuchiთუ ზემოთა პოსტს პასუხობ, რატიანის არაა.
Catherineჩემი მეგობრისაა.
wet sparrow ამ ნიკით აქვეყნებდა ადრე რაღაცებს ურაკპარაკზე. ახლა აღარ.

ახლა ვნახე და წინაზე თურმე ეგ ლექსი ბოლომდე არ დამიდია, ჩავასწორე.
data
Jun 7 2010, 08:31 PM
Biseiციტატა
anuchi
თუ ზემოთა პოსტს პასუხობ, რატიანის არაა.
ჰო, ეტყობა

ციტატა
Catherine
ჩემი მეგობრისაა.
wet sparrow ამ ნიკით აქვეყნებდა ადრე რაღაცებს ურაკპარაკზე. ახლა აღარ. smile.gif
ესეც
Bisei
Jun 7 2010, 08:42 PM
ნაბიჯი
(wet sparrow)
როგორც ბავშვებმა იციან ხოლმე
მტკივანი ხელის მიტანა ტუჩთან
მე ისე მომაქვს შენკენ ჩემი შიშების სკივრი.
მომაქვს და გიდებ მხრებთან ახლოს
რომ თუ რამეა შენ ზიდო და შენ გაგაწვალოს.
როგორც იციან ჩრდილოეთის ნაპირებზე
შლამისაგან გადაღლილმა მწვანე ტბებმა,
ერთბაშად ვიღებ ჩემს ტკივილებს
და შენში ვანთხევ
რომ თუ რამეა მე გადავურჩე საკუთარ თავს
შენ კი დაგახრჩო.
როგორც იციან უსამართლოდ დასჯილმა ხეებმა
ცაზე უმიზნო მიშტერება
ისე ვუყურებ შიშს რომელის გაჩნდა პირველად–
და თავს ვარწმუნებ, არ დაბრუნდება,
მოვიშორე, სამუდამოდ ჩავკეტე სკივრში.
როგორც მომაკვდავ ავადმყოფებს ატყუებენ
მინდა და მჯერა ..
მე არასოდეს წარმოგიდგენ–შენ
სიბნელეში.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Bisei
Jun 7 2010, 08:47 PM
სიმშვიდე ცარიელ ქალაქში
მე მიბრუნდება ჩემი სიმშვიდე
რომელსაც ვგავდით უერთმანეთოდ.
მე ვუმკლავდები, დღეებს, სიცივეს.
და უკვე მხოლოდ სიცოცხლეს ვნანობ.
აქ ისევ ისე იზრდება ქუჩა
რომ დამანახოს თავის სიდიდე
და ყოველ დილით გაფართოვდნენ მისი სახლები
სადაც შენს გარდა იცხოვრებს ყველა,
სადაც შენს გარდა ყველა იძინებს.
ისინი უფრო ფერმკრთალნი ჩანან,
რადგან შენ დილით არ ეფერები კედლებს და სივრცეს.
ისინი უფრო მერყევად დგანან
თითქოს გაქცევა უშენობას რაღაცით შველის.
თან ახლა უფრო საშიშია მათ შორის გავლა
რადგან დაკარგეს ფეხზე დგომის ყველა მიზეზი.
ჩემი სიმშვიდე კი ჩემთან მოდის...
როგორც ბავშვობის სათამაშო, ძველი და მძიმე...
მოდის, რომ ისევ ჩამომაწვეს მხრებზე და მარწევს.
ქუჩა კი უფრო სწრაფად იზრდება ახლა, და ვამჩნევ
თურმე...მასაც აქვს სახე, ზუსტად ისე, როგორიც შენი
მკრთალი და უცხო...
როცა ცდილობ რომ მე დამიტიო, და მკლავებს მიწვდი
და მათ უყურებს ყველა სახლი ჩემი ქუჩიდან.
ჩემ გარდა ყველა შენში რჩება მე კი უშენო-
ისე დავდივარ თითქოს ამის მოთმენა ღირდეს...
ასე ვგრძელდები, მკვდარი...
მაგრამ უაზროდ მშვიდი...
ისევ სველი ბეღურა და ისევ ეს განწყობა, რომელიც მეზიზღება ..
Bisei
Jun 7 2010, 09:00 PM
ციტატა(data @ Jun 7 2010, 08:31 PM)

Biseiციტატა
anuchi
თუ ზემოთა პოსტს პასუხობ, რატიანის არაა.
ჰო, ეტყობა

ციტატა
Catherine
ჩემი მეგობრისაა.
wet sparrow ამ ნიკით აქვეყნებდა ადრე რაღაცებს ურაკპარაკზე. ახლა აღარ. smile.gif
ესეც

mariami24
Jun 7 2010, 10:10 PM
Ты выдумал меня. Такой на свете нет,
Такой на свете быть не может.
Ни врач не исцелит, не утолит поэт, -
Тень призрака тебя и день, и ночь тревожит.
Мы встретились с тобой в невероятный год,
Когда уже иссякли мира силы,
Все было в трауре, все никло от невзгод,
И были свежи лишь могилы.
Без фонарей, как смоль был черен невский вал,
Глухая ночь вокруг стеной стояла…
Так вот когда тебя мой голос вызывал!
Что делала - сама еще не понимала.
И ты пришел ко мне, как бы звездой ведом,
По осени трагической ступая,
В тот навсегда опустошенный дом,
Откуда унеслась стихов сожженных стая.
data
Jun 7 2010, 11:47 PM
საბრალო დედაბრისასა
თაგვნი ყანასა მკიანო,
ლომნი უგრეხენ ულოსა
და ვეფხვნი შეუკვრიანო;
დევნი ურემსა უბიან,
ირემნი ძნასა ჰყრიანო,
შველნი კევრებში შებმულან,
კალოს გარს დარბენიანო;
ზედ ანგელოზნი უსხედან,
ტკბილ ხმაზედ დასძახიანო,
ჭინკები მარდად უქცევენ,
ყანასა გაჰფორცხიანო;
ტახნი მისწევენ კალოსა,
მელები კუდით ჰგვიანო,
წერონი ანიავებენ
და ბატნი დაჰკაზმიანო;
დათვებს ჰკიდიათ ტომრები,
ორმოში პურსა ჰყრიანო,
მგლები წისქვილში გაგზავნეს,
პურს მალე დაუფქვიანო;
შაშვი ფქვილს მტკიცავს,გნოლი ჰზელს,
კაჭკაჭნი ამოჰქნიანო,
მტრედნი ჩააკვრენ ლავაშსა
და გვრიტნი ამოჰყრიანო;
ვარიები ამზადებენ,
იხვნი სუფრასა შლიანო,
ზეცას ტოროლა გაგზავნეს,
სტუმრები მოჰკრიბიანო,
შენს მადლსა,ჩხიკვნი ნუ გვინდა,
სუფრასა აგვიშლიანო;
სილამაზითა ხოხობი
შუაში ჩაისვიანო,
ბულბული გალობისათვის
სულ თავსა დაისვიანო,
საწყალი ბერი ქედანი
ბოლოში მოიგდიანო,
ერთად სმენ,სჭამენ,ლხინობენ,
„ჰარალეს“ დასძახიანო.
ზე ლექსია, იეაპ
anuchi
Jun 8 2010, 12:43 AM
ციტატა(anuchi @ Jun 2 2010, 01:43 PM)

Няне
Александр Пушкин
ის ლექსი ვერ ვიპოვე, "ბურია მგლოუ ნება კროეტ.. " ასე იწყება და თუ დადებთ ვინმე ძალიან გამახარებთ..
ან გამართული რუსულით დამიწერეთ პირველი წინადადება : D
anuchi
Jun 8 2010, 01:05 AM
ЗИМНИЙ ВЕЧЕР
Буря мглою небо кроет,
Вихри снежные крутя;
То, как зверь, она завоет,
То заплачет, как дитя,
То по кровле обветшалой
Вдруг соломой зашумит,
То, как путник запоздалый,
К нам в окошко застучит.
Наша ветхая лачужка
И печальна и темна.
Что же ты, моя старушка,
Приумолкла у окна?
Или бури завываньем
Ты, мой друг, утомлена,
Или дремлешь под жужжаньем
Своего веретена?
Выпьем, добрая подружка
Бедной юности моей,
Выпьем с горя; где же кружка?
Сердцу будет веселей.
Спой мне песню, как синица
Тихо за морем жила;
Спой мне песню, как девица
За водой поутру шла.
Буря мглою небо кроет,
Вихри снежные крутя;
То, как зверь, она завоет,
То заплачет, как дитя.
Выпьем, добрая подружка
Бедной юности моей,
Выпьем с горя; где же кружка?
Сердцу будет веселей.
კელა
Jun 8 2010, 01:11 AM
anuchi
Подруга дней моих суровых,
Голубка дряхлая моя!
Одна в глуши лесов сосновых
Давно, давно ты ждешь меня.
Ты под окном своей светлицы
Горюешь, будто на часах,
И медлят поминутно спицы
В твоих наморщенных руках.
Глядишь в забытые вороты
На черный, отдаленный путь;
Тоска, предчувствия, заботы
Теснят твою всечасно грудь.
ეს იმ ლექსებს მიეკუთვნება, რომლებიც სკოლაში მაქვს ნასწავლი და დღემდე ზეპირად მახსოვს. რატომღაც.
mariami24
Jun 8 2010, 04:53 PM
შარლ ბოდლერი - წითურ მათხოვარ გოგონას
თეთრო გოგონავ წითური თმებით,
რომლის სამოსი მსხვილ ნაჩვრეტებით
აჩენს უპოვრის ხვედრს მწარედ წვნეულს
და ლამაზ სხეულს,
ჩემთვის, უღონო პოეტისათვის,
ეგ ტანი ქმნილი სხვა ბედისათვის,
თუნდა ნორჩი, სუსტი, დაჭორფლილია-
თითქოს ცვილია!
უმსუბუქესად შენ დაატარებ
საბოებს მძიმეს, თუნდა პატარებს,
ხავერდის ქოშებს ასე ვერა ფლობს
ის, ვინც დედოფლობს.
ნაცვლად ძონძების მოკლეს და ძველის,
რომ გცმოდა ფარჩის შენ სამოსელი,
რაიც, შრიალა, გრძელნაკეცება,
კოჭებს ეცემა;
მაგ გახვრეტილი წინდების ნაცვლად-
გარყვნილ თვალებს რომ ჩაებნეს ნაცრად-
მუხლზევით ოქროს პაწია გორდა
რომ გკიდებოდა;
გულზე ოდნავ რომ იშვებდე ნასკვებს,
რათა ჩვენს ვნებას აძლევდეს საკვებს
ეგ მკერდი, მკრთომი იმ ბრწყინვალებით,
რითაც თვალები;
სამოსის გახდა ისურვო ოდეს,
შენს მკლავებს თხოვნა რომ სჭირდებოდეს
და მერე ანცი თითები შენი
რომ ხსნიდნენ რბენით,-
მაშინ შენ მგოსან ბელლოს სონეტებს,
ამ ძვირფას თველბს და ოქროს მონეტებს,
დღეღამ მოგწერდა ნიშნად თაყვანის
მავან-მავანი;
ხოლო ლექსების მჯღაბნელთა ხროვა
გიძღვნიდა მკვახე სტრიქონთა გროვას
და დაგიწყებდა ქვეშიდან თვალთვალს
კიბეზე მავალს;
ბევრი პაჟი კი, ბედის მძებნელი,
ბევრი რონსარი და მბრძანებელი
გამოგყვებოდა, რომ დაედგინა
სადა გაქვს ბინა!
შენ დაითვლიდი უფრო მეტ კოცნებს,
ვიდრე მოტანილ ვარდებს და შროშნებს
და მიაბამდი შენს თამათა ძუას
მრავალ ვალუას!
- ეხლა კი კუჭი შენ არ გასვენებს,
დადიხარ, ეძებ სახრავ ნარჩენებს,
რასაც მოისვრის გზისპირას მდგარი
რესტორნის კარი;
დაძრწიხარ, მალვით თვალს ჩააცივებ
ცხრამეტსუიან უბრალო მძივებს,-
ის, მაპატიე, არა მაქვს მეცა,
რომ ძღვნად მომეცა!
მაშ ვლიდე ასე უსამკაულოდ,
უმარგალიტოდ, უთვლოდ... რა ვუყოთ...
ოდენ სიშიშვლე ხამს შეიფერო,
ო, მშვენიერო!
ბოლო ორივე ლექსი ძაან მიყვარდა.. მახსოვს სკოლაში ყველაზე კარგად ვიცოდი ეგენი და ეხლაც აღმიდგა გონებაში
ნელე
Jun 8 2010, 06:31 PM
მინამი მასაკო
დარდი არ იცის
წვრილმა თევზმა.
ის იქ ონავრობს,
სადაც უფრო თავთხელი არის,
პატარ-პატარა რუხ ტალღებში.
კაცები სვამენ,
მათ ჭიქები უჭირავთ ხელში.
ენას არ ძრავენ,
თუმც ხელებზე მაინც შევატყობ,
რის მაქნისია თითოეული.
გაზაფხულია,გაზაფხული!
ვით ოქროს ბურთი,
ცისფერ ტალღებს მზე დასთამაშებს.
გაზაფხულის ჟამს მე არ ძალმიძს
ვიფიქრო ომზე.
ათი წელი
იცხოვრეს გოგონამ და დედოფალამ -
"დედამ და შვილმა".
გოგონამ გულში ჩაიკრა დედოფალა,
როცა ატომურმა აფეთქებამ დაანგრია დედამიწა
მიყვარს..
anuchi
Jun 8 2010, 07:03 PM
კელაNIAმართლა?????

მე კი მეგონა, მარტო ჩვენმა კლასმა იცოდა ზეპირად ლალი მასწავლებლის გამო

))) ეტყობა რაღაც ისეთი ლექსია სკოლაში რომ ამახსოვრდებათ
ნელეწიგნი ხომ არ გაქვს?

:უსერ:
ნელე
Jun 8 2010, 07:06 PM
ე.ი ვაგრძელებ იაპონური პოეზიის თქვენთვის გაცნობას

საიგო (1118-1190 წ)
ზღვისპირას,სადაც
მარილსახდელი ბოლავს,
ჩაქუფრდა შორეთი,
თითქოს ერთმანეთს ეჭიდებიან
კვამლი და გაზაფხულის ნისლი.
შემოდგომის წვიმაში
ბამბუკებზე ბულბულები სხედან
და ტირიან.
ბამბუკის რტოებს წვეთები სდით...
ეგებ ცრემლებია?
შემოდგომის ნისლი.
საით,რომელ მხარეს
გაფრინდა ხოხობი?
მინდორი,სადაც ბუდე ჰქონდა,
სულ გადაბუგეს.
ეპისტოლეს ბოლოს
მინაწერი რამდენიმე ნიშანი:
თავისიანებს ჩამორჩნენ
გადამფრენი
ბატები.
მივიწეოდი ზეციური შორეთისაკენ,
საით - თვითონაც არ ვიცი.
და მივხვდი ბოლოს:
ერთმა ღრუბელმა მომატყუა...
აყვავებულ ალუბალს ჰგავდა.
ნეტავ ამ ქვეყნად
მთვარეს ღრუბლები არ ფარავდნენ,
არც ღრუბლებმა დაიყვავილონ!
მაშინ ხომ მშვიდად,
უშფოთველად განვლევ ამ დღეებს...
დიდხანს ვუცქეროდი!
ჩემი სული
შეეთვისა ალუბლის ყვავილებს.
რომ ჩამოცვივდნენ,დამრჩა მხოლოდ
გაყრის ნაღველი.
უცხო რამ გრძნობა
გამიჩნდა გულში...
შემოდგომის ღამეა.
მთვარით განათებულ კლდეზე
ირემი კვნესის.
მაღლა,სულ მაღლა
მიფრინავს ბატი,
მხრებით მიაქვს თეთრი ღრუბლები.
დაბლა ეშვება,
სადაც უხმობს ეული სატრფო.
როდის შეღებავ
მეწამულისფრად
ნეკერჩხლის ფოთლებს? -
მინდა ვკითხო
ჯანღიან ზეცას.
გამოზაფხულზე ვნახე მდელო,
სად ნაირფერი
ყვავილები ყელყელაობდნენ...
ახლა სუყველას სუსხით მოკლული
ერთადერთი ფერი აქვთ მხოლოდ.
დავშორიშორდით.
მაგრამ მისი სახე
არსად,აროდეს მავიწყდება.
ხოლო ეს მთვარე
მოგონებების მცველად დატოვა.
შენ მიმატოვე...
ამაოა წუხილი ახლა.
ხომ იყო ჟამი:
არც შენ მიცნობდი,
არც მე გიცნობდი.
ბინდი ეკვრება სინათლეს ჩემსას,
სიბერე შთანთქავს ყველა საფიქრალს,
იქ კი ,შორეულ დასალიერზე,
ჩასვლას აპირებს
ნამლევა მთვარე.
მივყვები უცხო ბილიკებს
და სულ უფრო ღრმად
შევდივარ მთებში.
მაგრამ არის კი ქვეყნად ადგილი,
სადაც ავ ამბავს არ გავიგონებ?
ბავშვა სადღაც ახლოს
ჩაჰბერა სასტვენს, -
ისე,გასართობად.
ზაფხულის დღის თვლემა
უეცრად გაქრა.
ნელე
Jun 8 2010, 07:23 PM
anuchiკი,წიგნი მაქვს
anuchi
Jun 8 2010, 07:34 PM
ნელე:*
ლიბ.გეზე რომ გაგზავნო კარგი იქნება, ან მე დავუკავშირდები და წაიგონ.. თქვენის ნებართვით ათქმუნდა მის ნელკა
ნელე
Jun 8 2010, 07:40 PM
იოსიდა სუსუგუ
ბევრსა აქვს თვისი
უჩინარი დროშა ცხოვრების.
ქარიშხალია.
გაცრეცილი ჩემი დროშა
ძლიერ ქარს უფრთხის.
რა პატარაა,
რა ნაზია ხელი შენი!
იცი,თავადაც მაგ ხელს ჰგავხარ.
ჩემს ხელისგულზე
მინდა გატარო!
იქ,ქვაფენილზე ჩამოცვენი
ფოთლებზე ჭადრის,
როს ნაღვლიანად მოდის წვიმა,
შეყვარებულები სეირნობენ.
ვით გაზაფხულზე.
ნელე
Jun 8 2010, 07:41 PM
კოგურე მასაძი
სული გამინათდა,
როცა დავინახე,
რომ ჩამოცვენილი ყვავილები
ამომავალმა მზემ
იისფრად შეღება
უეცრად
ჩამოწოლილ ბინდში
ეზოდან მოისმის ბავშვების
სიცილი.
უბედობის ჟამს
ხელებში ჩარგე სახე
და ასე დაელოდე
დილის
სინათლეს
ნელე
Jun 8 2010, 07:43 PM
ტაბუკი სიგეკო
ხეები,ბალახები
ზამთრის ძილმა შებოჭა
და დღეები ყვავილობისა
ყინულოვან ბაღში
დამარხა.
ხვართქალა ზეცისკენ
იწდენს ხელებს
თრთის და კანკალებს:
ხელის ჩასაჭიდს
შესთხოვს ზეცას
საამოა
როს სარეცელზე მარტო გძინავს
ოღონდ - მაშინ,
როცა სიყვარული,ალერსი
და ბედნიერება გესიზმრება.
ესეც ძალიან მიყვარს
ნელე
Jun 8 2010, 07:44 PM
კიკაკუ (1661 - 1707)
მათხოვარი გზაზე!
ზაფხულში მთელი მისი სამოსი
ცა და მიწაა.
იბინდება მთვარის დისკო...
ორი წრე ციმციმებს:
მუქსათვალიანი ბუ.
ნელე
Jun 8 2010, 07:45 PM
ისიდა ხაკიო
ცხოვრება ბრძოლაა.ბეღურები
გაძვალტყავებულ ძაღლს ატყუებენ
და საჭმელს უკენკევენ
მოვიდა გაზაფხული
და ასე მგონია,რომ ბუნებას
ბრინჯის არაყი გადააკვრევინეს.
რომ არ შევაშინო,ცოლს არ ვუმხელ,
არადა გულზე ბროშივით ჰკიდია მუხლუხო,
მე კი ჩუმად ვტკბები მისი სამკაულით
ნელე
Jun 8 2010, 07:49 PM
კობაიასი ფუმიო
ჩრდილოვანმა ხეებმა
ფოთოლთა პეშვებით მოიტანეს
ღამის სიგრილე.
მთებს შორის
ნაკადული ისე მორაკრაკებს,
გეგონება ბულბული გალობსო
ზამთარმა
ცხენის ამოსუნთქვით
გამითბო ხელი.
წაბლი ჩამოვარდა მიწაზე.
ფოსტალიონმა აიღო და
ჩანთაში ჩააგდო.
ნელე
Jun 8 2010, 07:50 PM
სადაიე (1162 - 1241)
აყვავებული ქლიავის სურნელს
აკმევენ ცრემლით დანამული
სახელოები,და სახურავიდან
ჩამოდენილი მთვარის ელვარე შუქი
ეტოქება ქლიავის სურნელს.
"უკვე გათენდა!"-
თქვა და უცებ გაუჩინარდა.
უკვალოდ გაქრა.
წამით გეწვევა განთიადზე
ქათქათა თოვლი.
კიდევ უფრო დამანაღვლიანა
საღამოს გრიგალის
გულისწამღებმა ხმაურმა.
ვინ მოიგონა მიმწუხრის ჟამს
სატრფოს ლოდინი?
შემოდგომის იესრი აქვს
შენს ფერმკრთალ სიყვარულს!
ნაღველი მომკლავს.
ასე გრიგალი აღგვის ხოლმე
კამკამა ცვარ-ნამს.
როგორ ვეალერსებოდი ოდესღაც
ჩემი სატრფოს შავ თმას!
ახლა მარტოკა ვწევარ და
ხსოვნაში ვსინჯავ
მის ყოველ კულულს.
ბოლოს და ბოლოს
მეწვეოდნენ ხოლმე ამხანაგები...
შორეული მოგონება!
ჩემს ბაღში რა ხანია
გაქრა ადამიანის კვალი.
ფეხის წვერებზე
გვანცა ბუაძე
ფეხის წვერებზე ავიწევი
ბოლომდე ავმაღლდები და
სიჩუმეს ჩავისუნთქავ...
ასე
ჩემს ფილტვებში
გაზაფხული დაივლის...
მერე
სახლისაკენ ასკინკილით წავალ,
მეზობლის ალუჩებს
მოჭუტული მზერით ავხედავ და
ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან...
(აქ ჯერ პატარა ვარ...)
ღამით ქარს მოვუსმენ,
ფანჯრებსაც ღიას დავუტოვებ-
რომ იქრიალოს ოთახებში-
რომ აფრიალოს ფარდები,
რომ გადმოცვივდნენ რაფებიდან
წლობით ნაგროვები
და ნაზარდი ქოთნის ყვავილები...
ზოგი საჩუქრად რომ მომართვეს,
ზოგი რომ ვითხოვე,
ზოგი ჩუმად რომ მოვტაცე უგულო პატრონს...
ვგიჟდები ისე მიყვარს ქარის გრიალი-
და ფარდების თავაწყვეტილი ფრიალი...
(აქ უკვე სადღაც შუაში ვარ-
ალბათ პირველად, მართლა რომ შემიყვარდა
იქ...)
მზეში, ჰამაკში ჩავჯდები,
საყვარელი ლექსების კრებულს
კალთაში ჩავიდებ და
ერთხელაც არ გადავშლი-
ისე წავიკითხავ ამოჩემებულ სტროფებს...
მზე თვალებში ჩამანათებს,
ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა,
უხერხულად გავიმშრალებ სახეს და
ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად...
(აქ უკვე მოვხუცდი-ხელებზე და თვალების კუთხეებში
წლები სხივებად მეტყობა)
და მაინც... ისევ ისეთი ვარ-
როცა ვღელავ
სიჩუმეს ვსუნქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი...
ციტატა(ნელე @ Jun 8 2010, 07:44 PM)

კიკაკუ (1661 - 1707)
მათხოვარი გზაზე!
ზაფხულში მთელი მისი სამოსი
ცა და მიწაა.
იბინდება მთვარის დისკო...
ორი წრე ციმციმებს:
მუქსათვალიანი ბუ.
ბოლოს ის ბუ რა შუაში იყო ვერ გავიგე და რა ვქნა..
ნელე
Jun 8 2010, 08:10 PM
NIA
ჰაიკუ
ნელე
Jun 8 2010, 08:17 PM
ანუჩის :*
მასაოკა სიკი (1867 - 1902)
გაწვიმდა.
მე ჭილის ქოლგა დავახურე
პატარა პიონს.
ქოლგის ქვეშ ოდნავ ვარდისფერობენ
ბინდშეპარული მისი ფურცლები...
აგერ ქოთანში
შეიფოთლა პიონის ბუჩქი
ნაადრევია -
ამ ქორფა ყლორტებს
ჯერაც არც ერთი არ აქვთ კოკორი...
დროა ბიჯგები შევუყენო
ხვართქალას ყლორტებს, -
გავივლე გულში.
თუმცა,ეგებ არც მიწერია,
რომ შემოდგომის ვიხილო მოსვლა...
ეგებ იმიტომ
სცვივათ ფურცლები
ჩემს ყვითელ ვარდებს,
რომ ერთხელ კიდევ ვნახო აშკარად
ამა სოფლის ამაოება?..
ნელე
Jun 8 2010, 08:21 PM
დოკი ძენმარო
რომ აღარავინ ნახოს
უსახური სიბერე ჩემი,
მე უარი ვთქვი
იმ ორად ორ
ძველ მეგობარზეც.
ლოტოსმა დაიძინა,
დაკეცა ფურცლები.
დაე მშვიდობა
მოუტანოს
ხვალინდელმა მზემ!
არათუ დღისით,
ღამითაც კი ვერ გეკარები.
შენს უკანასკნელ
ჩრდილადაც კი
არ ძალმიძს ვიყო
SmoK1e
Jun 8 2010, 08:58 PM
A ONE NIGHT STAND ALONE
I lay in the bed late at night wondering when she's coming home and hoping she might
Come lay beside and caress her favorite spot and make it get hard and big and hot.
But she's not here and probably won't be so it up to me to set it free. I start to massage and making it long Oh my God I hate that song: Me and you baby ain't nothing but mammals so let's do it like they do it on the discovery channel.
I'm whipping it out and it's already to stoke
I wrap my hand and start to choke
It's start to climax and I hold back
God it feels good when I whack
It's starts to let a little bit out
so I slow down and let it calm down
It's still big and tall and standing up straight
I wish she was here I'd serve her a
footlong plate. I begin to get rough with it
slapping it around wishing she was here
so I'd have something to pound
I take it nice and slow enjoying my time
Getting turned on now it's a wonder I can rhyme
Finally I'm finished and I'm all done GOD! ! ! what a mess
But it was fun. She'll be here next time and I won't be alone
But MAN! ! ! it feels great when I stroke my bone
James (Bluesman)Cooper
mariami24
Jun 8 2010, 09:15 PM
Строен твой стан, как церковные свечи.
Взор твой - мечами пронзающий взор.
Дева, не жду ослепительной встречи -
Дай, как монаху, взойти на костер!
Счастья не требую. Ласки не надо.
Лаской ли грубой тебя оскорблю?
Лишь, как художник, смотрю за ограду,
Где ты срываешь цветы,- и люблю!
Мимо, все мимо - ты ветром гонима -
Солнцем палима - Мария! Позволь
Взору - прозреть над тобой херувима,
Сердцу - изведать сладчайшую боль!
Тихо я в темные кудри вплетаю
Тайных стихов драгоценный алмаз.
Жадно влюбленное сердце бросаю
В темный источник сияющих глаз.
anuchi
Jun 8 2010, 10:22 PM
ციტატა(ნელე @ Jun 8 2010, 08:17 PM)

ანუჩის :*
მასაოკა სიკი (1867 - 1902)
გაწვიმდა.
მე ჭილის ქოლგა დავახურე
პატარა პიონს.
ქოლგის ქვეშ ოდნავ ვარდისფერობენ
ბინდშეპარული მისი ფურცლები...
აგერ ქოთანში
შეიფოთლა პიონის ბუჩქი
ნაადრევია -
ამ ქორფა ყლორტებს
ჯერაც არც ერთი არ აქვთ კოკორი...
დროა ბიჯგები შევუყენო
ხვართქალას ყლორტებს, -
გავივლე გულში.
თუმცა,ეგებ არც მიწერია,
რომ შემოდგომის ვიხილო მოსვლა...
ეგებ იმიტომ
სცვივათ ფურცლები
ჩემს ყვითელ ვარდებს,
რომ ერთხელ კიდევ ვნახო აშკარად
ამა სოფლის ამაოება?..

:*
Illegal Astronaut
Jun 8 2010, 11:41 PM
ნელეჯიგარი ხარ.. :* მათხოვე ეგ წიგნი რა და ჩაგაბარებ თავანს.. ხვალ წამომიღე..
data
Jun 9 2010, 01:48 AM
ციტატა(NIA @ Jun 8 2010, 07:06 PM)

ციტატა(ნელე @ Jun 8 2010, 07:44 PM)

კიკაკუ (1661 - 1707)
მათხოვარი გზაზე!
ზაფხულში მთელი მისი სამოსი
ცა და მიწაა.
იბინდება მთვარის დისკო...
ორი წრე ციმციმებს:
მუქსათვალიანი ბუ.
ბოლოს ის ბუ რა შუაში იყო ვერ გავიგე და რა ვქნა..
როგორ ჩავწვდებით ჩვენ, უბრალო მოკვდავები, კიკაკუს შემოქმედედების სიღრმეებს
anuchi
Jun 9 2010, 10:14 AM
ნელენელ ვინ თარგმნა ეგ წიგნი და დედანიდან ითარგმნა თუ არა?

ლიბ.გეზე დადებენ :სუნ:
ნელე
Jun 9 2010, 01:59 PM
anuchiგივი ციცქიშვილმა,ძველი გამოცემაა,1989 წ. დედანიდან თარგმნა თუ არა,არ ვიცი
† Lord Borgeze †ჯიგარი თავი გაბია
Illegal Astronaut
Jun 9 2010, 01:59 PM
ციტატა
ჯიგარი თავი გაბია
ეე ღვიძლო ნუ ბლატაობ..
ნელე
Jun 9 2010, 02:01 PM
ცარიელო თავო, შენ გირჩევნია სკაიპში მიპასუხო
† Lord Borgeze †
data
Jun 9 2010, 02:47 PM
ციტატა
ცარიელო თავო
ნელე, ამ დღეებში რამე წიგნი წაიკითხე ინდიელებზე თუ სულთა გადასახლების თეორია დავიჯერო?
(ნუ მესიზმრები, რაა...)
ზაზა ბიბილაშვილი
ნუ მესიზმრები, რაა!
შემომჩენიხარ აბა რად?
წუთისოფელი რაა,
ისიც - ლანდების ამარა?
მერედა, განა ცხრაა -
ერთი მრგებია წილადა.
ნუ მესიზმრები, რაა! -
ნუ გადამაქცევ ძილადა.
mariami24
Jun 9 2010, 10:39 PM
შარლ ბოდლერი - ხმა
ჩემი აკვანი ირწეოდა ბიბლიოთეკაში-
ბნელ ბაბილონში, სად რომანი, მითი, იგავი
ბერძნული მტვრის და ლათინური ნამწვავის ზღვაში
ერთურთს შერთვოდა. ცეროდენა მაშინ ვიყავი.
ორ ხმას ვისმენდი: ”მიწა არის დიდი ნამცხვარი,”
ამბობდა ერთი, მტკიცე და თან ცბიერ-მზაკრული,
”მე ძალმიძს (ტკბობას არ ექნება, შენსას, საზღვარი!)
აღგიძრა მადა იმ ნამცხვრისებრ დინოზავრული.”
მეორე ხმა კი : _ ”წამო, გავსხლტეთ ჩვენ ოცნებებში!
შესაძლებელის მიღმა! მიღმა უკვე ცნობილის!”
მღეროდა ეს ხმა, როგორც მღერის ქარი სტეპებში-
მტირალა ლანდი, უცხო მხრიდან გამოხმობილი,
ყურს რომ აამებს და აშინებს იმავდროულად.
და ვუპასუხე: ”ჰო, ტკბილო ხმავ, მე შენ მოგყვები!”
და მაშინ გაჩნდა ის, რასაც მე ვუწოდებ სრულად
ჩემს სატკივარს და ბედისწერას... და ამ ცხოვრების
თამაშის მიღმა, შავ უფსკრულის უბნელეს მხარეს,
აწ ცხადად ვხედავ სამყაროებს გასაკვირველებს;
და მე, ჩემივე ნათელხილვის მსხვერპლი მგზნებარე,
მივათრევ ჩემთა ფეხისგულთა დამგესლავ გველებს;
და, ვით წინასწარმეტყველები, აწ ისე ვტკბები
და ისე მიყვარს უდაბნოს და ზღვის უსაზღვრობა,
ვტირივარ ლხინში და ჭირში კი მე ვიღიმები
და ტკბილად მიჩანს უმწარესი სასმელით თრობა;
და ხშირად ფაქტი ჩემთვის არის სიცრუე მტკნარი,
ზეცის შემყურე - ორმოებშიც ხშირავ ვვარდები,
მაგრამ მამშვიდებს ხმა: ”სიზმრებზე არ თქვა უარი:
გიჟებს ისინი აქვთ ბრძენებზე უფრო კარგები!”
N!ncho
Jun 9 2010, 11:53 PM
ქარაგმა მორის ფოცხიშვილი
წიწილა გამოამტვრევს კვერცხს,
როგორც დილეგს
და ფილტვებს აივსებს აისით, _
აისის
კვალდაკვალ
ივლის და
ირბენს
თავისუფლება და ხალისი...
მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,
სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს,
ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით
ჰორიზონტს განაგებს.
სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს
ვერცხლისწყლის წვეთებად
ეფანტება ჩემი ფიქრები, _
ისევ ველოდები უებარ წამლებს
და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,
ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...
შენ, სულო ჩემო, წიწილასავით
მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
_ თენდება! _ ჩხრიალებს იმედის ღელე
და თავქვე მიდენის ბატებივით
ფარფატა ნისლებს,
მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,
რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.
რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას
ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ
ქარაგმებს,
ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.
ნელე
Jun 10 2010, 08:20 AM
data
ინდიელთა წიგნი არა,რეალისტებს შევუერთდი
data
Jun 10 2010, 02:40 PM
ციტატა(ნელე @ Jun 10 2010, 07:20 AM)

data
ინდიელთა წიგნი არა,რეალისტებს შევუერთდი

ერთი რეალი არაა ბორგეზა და რეალი?
mariami24
Jun 10 2010, 05:04 PM
გემუდარები, გამიღე კარი.
სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა,
მე მოგიტანე ახლა პეშვებით,
გემუდარები, კარი გამიღე!
ასე ადვილად ვერ შევეშვები
დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს
და რწმენისა და იმედის ლოდებს
ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას.
...სისულელეა ჯიუტი ღობე
ყინულოვანი, თეთრი თითებით,
მე თუმცა მთვარის სატრფოდ ვითვლები,
მაინც მთავარი დავტოვე შენთან -
უბავშვურესი სულის მითები
და მოყვავილე სინათლე ფერთა...
და ახლა სიტყვა მომაქვს პეშვებით,
რომლითაც უნდა გადავარჩინო
შენს სულში თითქმის გახუნებული
ჩემი თითების ანაბეჭდები,
სავსე ვარ შენი დიდი სურვილით
და სურვილს იქით არ ვიხედები.
გემუდარები, კარი გამიღე.
scarramush
Jun 10 2010, 05:41 PM
ბერჯესი დავიწყე დღეს