დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
vulkani_lava
ბავშვობაში ამის რემიქსიც ვიცოდი laugh.gif
Mathias_Sammer
vulkani_lava
ციტატა
აქეთ მე ვკვდები, იქით – ის,
ქალი წავიდა სხვისასა.

ეს ლექსი ალტერნატიული ფინალითაც დადე, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება smile.gif ვგიჯდები ხალხურ პოეზიაზე,თუ მოგეპოვება კიდე რამე ხალხური იქნებ მეც გამიზიარო smile.gif
latata
მიყვარხარ
------------------------------------------------

...მიყვარხარ, მაგრამ,
გარეთ კი არა,
უფრო პირობებში სახლის..............................

იორიკი
vulkani_lava
Mathias_Sammer


ოთხი ალტერნატივა დავდე და მეტი რა ვქნა biggrin.gif


კი, დავდებ, wink.gif მაგაზე არ გაწყენინებ smile.gif
vulkani_lava
შირაქის გზაზე მივდივარ,
უკან მაბრუნებს ქარიო,
წინ შემეყარა პეპელა,
წითლად უჩანდა მხარიო,
საყვარლის კაბას ვამსგავსე,
ღმერთო დამწერე ჯვარიო...

ხალხური

vulkani_lava
ხალხური



ა ის ღრუბელნი მიყვარან,
ბოროლაზედ რო დიანო,
ერთი მეორის შაყრისა
ხარობენ,მეელიანო.
შაიყრებიან ერთადა,
მანანას ჩამაყრიანო,
რაც უნდა ბევრი ეცადნენ
ჩვენ ერთუთს ვერ გაგვყრიანო.
vulkani_lava
ხალხური
გაჰხედენ მელნისა ტბასა,
შიგ იაგუნდი დგებაო,
ნეტავი კიდევ მაჩვენა,
ვისთვისაც გული კვდებაო.


ხალხური

*********
გზა სიარულმა დალია,
სიპი ქვა - წყალთა დენამა.
ქალი და ვაჟი დალია
ერთმანეთისა ცქერამა.

latata
ციტატა(Mathias_Sammer @ Aug 23 2008, 01:21 PM) *
vulkani_lava
ციტატა
აქეთ მე ვკვდები, იქით – ის,
ქალი წავიდა სხვისასა.

ეს ლექსი ალტერნატიული ფინალითაც დადე, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება smile.gif ვგიჯდები ხალხურ პოეზიაზე,თუ მოგეპოვება კიდე რამე ხალხური იქნებ მეც გამიზიარო smile.gif



სახლში მაქ პატარა აუდიოთეკა და მერე დავდებ აქ smile.gif
vulkani_lava
და ის მიყვარს კიდევ ზუსტად რა ქვია აღარ მახსოვს tongue.gif დაწყებიტებში მასწავლეს biggrin.gif


"ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარია " smile.gif
che
ეთერო თათარაიძე.. თანამედროვე ქართული ფოლკლორული პოეზიის ქალღმერთი.. თუ რამე გაქვთ დადეთ
vulkani_lava
ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა
შამსვამდი, შაგერგებოდი,
ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგეგებოდი,
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი,
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი,
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფეხზე შაგეჭრებოდი,
ანა მქნა ვარდი, ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი,
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდეს გაგეყრებოდი,
ან შენი ნანდაური მქნა,
გულშს ჯავრად ჩაგერჭობოდი,
ძალიან დამწუხრებული
გზაზედამც შაგეყრებოდი!


ხალხური
Mathias_Sammer
ხალხური ლექსები პორტალი არ იცით ვინმემ?
Mathias_Sammer
vulkani_lava
მაგ ლექსზე უმაგრესი სიმღერაა დათო კიკაბიძის smile.gif
che
http://www.lib.ge/each_author.php?165

აი დიალექტური პოეზია.. გენიალურია ეთერი
Mathias_Sammer
vulkani_lava
მე დასაწყისი მახსოვს smile.gif

ჯარჯი ნუ მისდევ ჯიხვებსა
მოგინელებენ ტიალნი
არ დაიჯერა ჯარჯიმა
სხვაც ბევრი შამცდარა ტიალი

თუ რაღაც მაგდაგვარი ზუსტად აღარ მახსოვს smile.gif
che
ყველა დილიზდ ვემზადებ,
ავფრინდებიდ, ფრიი,
მუხლთ მძიმე კუპრ ჩანასხამ,
თენ-ბინდს ფარ-ხმალს ვხყრიი.

ხვალიზდ გარევ ვემზადებ
ცისკ წავალივ, ფრიი,
ფეხთ დოლაბებ შენაბამ,
ნაოცნებარს ვშლიი.

არავ, არავ თავს ვეძალვ,
ავფრინდებივ, ფრიი,
მყარად მიწას მინაჯაჭვ,
თვალითა ცრემლს ვსცრიი.
Mathias_Sammer
კაი ყმა
ვაჟა ფშაველა

(ხევსურულ ჰანგზე)

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად _ სამარი,
საკაცე _ თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა _ ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!


ამ ლექსიც მაგრად მომწონს smile.gif
dachi 1x
che
მორის ფოცხიშვილის ნადირობას გავს, ანპირიქიტ ის გავს ამას smile.gif
vulkani_lava
გვრიტო...)
ეთერ თათარაიძე

გვრიტო, მითხარ
რა გლამნავს
ამ ღარიბულ ეზოში?
latata
ამ ლექსს ავტობუსში ვწერ,
ჩემს გვერდით მჯდომი კი მეკითხება:
“ჟურნალისტი ხარ”?
მე ვპასუხობ: “არა, პოეტი”..
მაგრამ ასე არაფერი გამოვა..
მსოფლიო მაშინ გადარჩება,
როცა მე ვუპასუხებ: “არა, პოეტი, შეჩემა”..
ის კი ამაზე ჯიბიდან დანის ნაცვლად
ღიმილს ამოიღებს..

ხვიარა


უიიიი, smile.gif
ეს არ ვიცოდი rolleyes.gif
vulkani_lava
ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და დრო გადიოდა.
ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში.

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი.

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰყიდნენ.
და...
მიუხედავად ამისა,
მაინც -

გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული........

და დღეს -
სოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს _
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
სულხანის ნაქონი სისხლით -

თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი
და.......
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!


vulkani_lava
latata



ბისსს biggrin.gif
SmoK1e
vulkani_lava
ამინ..............ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსია, ამის ვამბობ სადღეგრძელოს დროს ხოლმე biggrin.gif
latata
vulkani_lava
ვითარცა მტკვარი

მამაჩემი აფანატებს ამ ლექსზე smile.gif
კარგად კითხულობს თან smile.gif

კარგია თან . კიი smile.gif
vulkani_lava

SmoK1e
ეგ უკვე მოძველდა სადღეგრძელოდ biggrin.gif


latata


ხოდა მიუძღვნათ მას ეს ლექსი smile.gif
latata
vulkani_lava
biggrin.gif
SmoK1e
vulkani_lava
ჩემთვის არა biggrin.gif
vulkani_lava
SmoK1e


შენი საქმისა შენ იცი biggrin.gif
data
ჩამო!
თვალებში ჩაგხედო
ჩემო ბავშვობავ თავხედო..
ასკინკილათი ნარბენი
სიხარულები გავხედნოთ,
ოცნების ეტლში შევაბათ
უდარდელობის რაშები,
ისე ხმამაღლა ვიცინოთ,
შვილებმა მკითხონ:
რას შვები?
ჩამო!
ფოთლებში ვიპოვოთ
თაფლივით ტკბილი თუთები
და სადარბაზოს კუთხეში
კოცნით გავცვითოთ ტუჩები.
ჩამო!
უგონოდ მთვრალებმა
ლექსები ვუთხრათ სახურავს,
მერე ერთმანეთს ვუამბოთ
ცა ქუდად როგორ გვახურავს.
ჩამო!
ჩინური კეტები
გრაციოზულად ვატაროთ,
მუჭში გაცრილი კანაფი
სხვენზე წრედ შემოვატაროთ
ჩამო!
მინდა რომ ვიღაცამ
ისევ ჩამთვალოს სულელად
ჩამო!
ერთმანეთს ვახალოთ
გრძნობითგამსკდარი გულები
ჩამო!
დილამდე ვიცეკვოთ
ჩამო!
მოვიქცეთ ჯაზურად
ჩამო!
შენ მინდა შეგჩივლო
ეს, რამდენი დრო გასულა.
ჩამო!
წარსულის შუკებში
იქნებ მივაგნოთ მეგობრებს...
მ ა გ რ ა მ,
შენ თურმე
წ ა ს უ ლ ხ ა რ,
მე რომ ...
ეზოში მეგონე.
Mathias_Sammer
data
საღოოოოლ დათა!!!! ვისი ლექსიაააააა?
SmoK1e
data
მართლა მაგარია...ვისია????
data
Mathias_Sammer

არც მე ვიცი smile.gif ერთ(ად)ერთ ლიტერატურულ საიტზე ვნახე smile.gif
SmoK1e
data
და ავტორი არ ეწერა??
data
SmoK1e

არა smile.gif

ესეც იგივე ავტორის მეორე ლექსი



პოეტები




უფერული ოცნებებით მოვაჭრენი,
ბავშვობაში
უიმედოდ ჩარჩენილი...
პოეტები,
პეშვით სტროფებს გვაჩეჩებენ
სიცოცხლისთვის
წარდგენილი სარჩელივით.
ლოთები და
დებოშირი ხულიგნები,
პარაპეტზე მიყრდნობილი `ხანიგები~,
ეპატაჟით
სნობებს გულებს უხეთქავენ,
ყავლგასული რომანტიზმით "ბარიგობენ,"
რას გვერჩიან,
ანდა თვითონ რას წვალობენ
რაა ლექსი _
უმწიფართა ახირება,
პოეტებს ხომ,
ლამაზებიც არ სწყალობენ
უმეტესად ურჩევნიათ ბანკირები
ისინი კი უტიფრად და
უსაფუძვლოდ
მო(რ)გებულთა საყვედურებს არ იგებენ.
დამარცხების ტკივილს
სიტყვებს აკრავენ და
მოტკბო-მწარე
მიქსტურებად არიგებენ.
დადიან და გზებზე ხვდებათ
მახეები
თოფის ლულებს
ყვავილებით
აბლაგვებენ
ნიჭის ნიშნით დაღდასმული
სახეებით
პოეტები
ამ ქვეყანას რას არგებენ _
ძალადობით მოთხვრილსა და
გაუგებარს,
საკუთარი გულჩვილობით აშინებენ
ყველა ბრიყვი ბოგანოსთვის
ემეტებათ
სილამაზე _ უშურველად, არშინებით...
ნუ დაფრთხებით,
თუ ბაცილა
სიყვარულის
მათგან
ხანძარად
მთელ სამყაროს მოედება.
პოეტებზე,
ტყვიებს
უქმად
ნუ დახარჯავთ,
თავს ხომ....
თვითონ მოიკლავენ, პოეტები.
SmoK1e
data
მაგარია ესეც.....ჩემი გულის სათქმელი თქვა biggrin.gif biggrin.gif მგონი ჩეს კონკურენტი ყავს biggrin.gif
data
SmoK1e

10 წელიწადში ჩე ყველა დროის საუკეთესო ქართველი პოეტი იქნება (ანამ მითხრა)



ქვეყანა, რომელსაც მწერალი მოუკვდა....


მაღლა მთას მოდგა, უცხო ფრინველი,
უცხო ფრინველი, თეთრი ფრთიანი,
ბოლოწითელი
(ხალხური)


როგორ უჭირდა,
წუხელ მესიზმრა ვიცი,
როცა დამარცხდა და
წიწამურის გზაზე
მონსტრი,
სახელად_პროლეტარული შური,
ბერდენკით კლავდა
ქართული აზრის საზრისს

როგორ ტკიოდა
პაპაჩემისგან ვიცი,
თებერვლის დილას
კოჯრის ტყეების მხრიდან
მონსტრი,
სახელად_ბოლშევიკური ჟინი,
რომ მოასკდა და
ტყვიით თვალებს რომ თხრიდა

როგორ დაშინდა,
მამაჩემისგან ვიცი,
ბელადის მითებს
მსხვერპლად შეწირულ ბალღებს
მონსტრი,
სახელად_შოვინისტური რისხვა,
ცხრა მარტს, შხამიანს
რომ აფურთხებდა ბალღამს

სისხლი სდიოდა
ცხრა აპრილს,
თვითონ ვნახე,
ტანკის წინ მდგარი
ჯოხით ებრძოდა რკინებს...
მონსტრი,
სახელად_იმპერიული ზრახვა,
ნიჩბით უჩეხდა საუკეთესო შვილებს

მერე,
ჩვენს თვალწინ
ცუდად აემღვრა გონი,
ვერ მოერია მტრების
იარაღს ნაცადს
მონსტრი,
სახელად_სამოქალაქო ომი,
თავისუფლებას თვალში აყრიდა ნაცარს.

ნოემბრის შვიდშიც,
კიდევ ერთხელ და ბევრჯერ
ძლიერი ისევ
წიხლით შემოდგა ურჩებს
მონსტრი
სახელად_ძალაუფლების ხიბლი,
აწიოკებდა ჩემი ქალაქის ქუჩებს.

ამ ჟრიამულში,
ადევნებული მონსტრებს,
ქერქეტი ქარი
თბილისს თეთრ კვამლში ხვევდა,
გული ვატკინეთ და
გაგვეცალა ჩუმად
კაცი,
სახელად_ადამიანთა სევდა...
SmoK1e
data
ჩე თანამედროვეებში დღესაც საუკეთესოა მგონი...მაგრამ ის წინა 2 ლექსი მართლა კარგი იყო
Matilda
data
ციტატა
10 წელიწადში ჩე ყველა დროის საუკეთესო ქართველი პოეტი იქნება (ანამ მითხრა)

10 არ მითქვამს :|
მე გითხარი გავა დრო და ჩე და გიო საჯაია დარჩებიან მეთქი და ბევრი ვერა! მაგ ორზე თავს ვდებ
Matilda
latata
ციტატა
უიიიი,
ეს არ ვიცოდი

ეგ ძველი ლექსია smile.gif
Matilda
ციტატა(latata @ Aug 23 2008, 01:21 PM) *
მიყვარხარ
------------------------------------------------

...მიყვარხარ, მაგრამ,
გარეთ კი არა,
უფრო პირობებში სახლის..............................

იორიკი

მაგ ლექსს ვეძებ და ეს იორიკი კიდე სკაიპში არ მინახავს რამდენიმე თვეა!
მეკეტება მაგ ლექსზე!
dachi 1x
Matilda
და გიო საჯაია რამხელაა?
latata
ციტატა(Matilda @ Aug 23 2008, 07:08 PM) *
latata
ციტატა
უიიიი,
ეს არ ვიცოდი

ეგ ძველი ლექსია smile.gif


ხო ეტყობა რო ძველია, მაგრამ არ ვიცოდი მე smile.gif


იორიკის ეგ ლექსი მაქ მგონი, :| ვნახავ და დავდებ თავიდან ბოლომდე smile.gif
latata
მიყვარხარ
------------------------------------------------

მიყვარხარ.
მაგრამ არა, ასეთი
უფრო თმა გაშლილი,
უფრო ტუჩებთან გადახლეჩილი
უფრო უბრალო ტანსაცმელით
დამუშავებული თაბაშირი.

მიყვარხარ ჩემში გადახვეწილი
გამოგონილი სახელებით,
მიტოვებული თაყვანისმცემლებით,
ფეხი-ფეხზე გადადებული
პასუხისმგებლობით
ფორმალური ჩახველებით.

და რა თქმა უნდა
მიყვარხარ
გადაბრუნებული ქუსლით,
აკიდებული მზერებით
მოტეხილი ფრჩხილით
ვერ შემჩნეული ლაქებით
მკერდზე ამწყდარი ღილით

მოშინაურებული ნომრებით
ყველა უპასუხო ზარით
ამოჩემებული სიმღერით
გადაწყობილი ძრავით.

განა შეიძლება დაეჭვდე
თითქოს თავს გინაცვლებ ახლით
მიყვარხარ, მაგრამ,
გარეთ კი არა,
უფრო პირობებში სახლის.

იორიკი




აი smile.gif
vulkani_lava

ავად ვარ შენით
ავად ვარ შენით,ავად ვარ შენით,
ჩემს სნებას ქვია შენი თვალები.
სულში ჩამოდგნენ უხმო მოწყენით
გაფითრებული თებერვალები...
მე შენ მიყვარხარ ისეთი ძალით,
რომ ჩემი ტავი ვიცოდე-არ მსურს.
გავზავდე შენში მშვენიერ წამით
შევერთო შენი თვალების ლაზულს.
გეტყვი,არ მინდა ყოფნა სხვა არსად
მაგ დაღალული სინაზის თმენა.
მე მინდა ვიყო შენში და არსად,
ჩურჩულის შენის თაფლივით დენა...

ავად ვარ შენით...
/რატი ნინუა/

Illegal Astronaut
ვოტ ტაკ... სანდრიკა..


ოლივერ
-------------------
შენ უკვე გაიზარდე, ოლივერ!
რატომღაც აღარ იხსენებ წარსულს,
ჭუჭყისფერ ქვაბებს, ჭრიალა საწოლს და აგურის ბალიშს..
თავს ირწმუნებ, რომ აღარ გტკივა ვენებზე შავი წერტილები
და მხრებზე სიმძიმის დაღი..
რამდენი საათი გასულა, ოლი,
თითქმის მთელი საღამო,
რატომღაც აღარ იხსენებ დედას,
მინაგაბზარულ სურათს და მოგონებებს საშვილოსნოდან..
და ვითომ გჯერა, რომ უფიქრებო ადამიანი ხარ,
ცა შენთვის სივრცეა, ხე კი – მცენარე,
და ვითომ გწამს შენი პირადი მწყემსის,
რომელიც გიბრძანებს ყოველ დილით აღარ სვა ჩაი,
არამედ ლოცვებით გაისველო პირი
და რკინის კედლების ჟანგით ამოჭმულ ნაწილებში
დაინახო იესოს ხატი..
რამდენი დარტყმა გასულა ოლი,
თითქმის მთელი ერთი ჭრილობა,
ჩვენ ვსწავლობდით ვარდისფერი მანქანის მართვას,
საჭესთან თვალებით მიწებებული ცდილობდი გვერდი აგეარა
ღრმა გულებისთვის, თორემ ჩავარდები და ვეღარ ამოხვალო,
გაგაფრთხილეს..
რატომღაც აღარ შეიყვარე ფერადი ორმო,
რომელმაც წლობით ჩაგითრია და ჩაგიტია თავის სხეულში..
რამდენი წყალი გასულა, ოლი,
ძვლებში მტვრევით და ტუჩების დასკდომით,
თითქმის მთელი ორი გუბე, ყავისფრად მბზინავი და ისტერიული..
შენ უკვე გაიზარდე, ოლივერ!
შუქნიშნებად დაიყენე შენი სიტყვები
და ყოველ ახალ გამოღვიძებას ვარდისფერს უნთებ,
რომ ვიღაც რიგით გამვლელებს მაინც აუხდინო თეთრი ოცნება,
მე და შენ რომ წამით ვეწვალეთ
და ტვინში ჩაქცეული ოფლის წვეთებით, ვერ ავიხდინეთ..
შენ უკვე დიდი ხარ ოლი,
საკმაოდ დიდი, რომ ერთი სკამი და ერთი მზერა მიწილადო
შენს ბნელ ოთახში..











მე შენ მახსოვხარ..
____________________


ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ვტოვებ ჩემს სხეულს
და მიწასთან კავშირდაკარგული ვფრინდები აერში,
ვიშლები ნაწილებად,
ხელებად და ტვინად,
თქვენ თელავთ ჩემს ხორცს,
ფეხებით მტვერს აყრით და აფურთხებთ მას,
მე ვტირი, რადგან მიყვარდით თქვენ
და სისხლშერეული ქვები იკავებენ ჩემი ტვინის ადგილს
ჩემს დაჩეჩქვილ თავის ქალაში..
თქვენ იცინით და ნაცრისფერ ღრჯოლებს აჩენთ,
გინდათ მიპოვოთ უკანასკნელი სუნთქვის ადგილი,
გინდათ მოძებნოთ ეპიცენტრი ჩემი გრძნობების,
მე კი აურა სადღაც ზემოთ, თან წავიყოლე
და სულჩაჭიდებული აერის ხავსზე
ვგრძნობ როგორ ვისხლეტავ წვიმის წვეთებს,
ქარბორბალები ჩემი სულის გარშემო..
ბრბო თანდათან ქუჩდება და ბნელდება ჩემი თვალსაწიერი,
რომელშიც ვერ ვპოულობ მუდმივ სამაჯურს,
ფსალმუნების შეკვრას და ხველებას..
მხოლოდ წერტილები მკვდარი ენერგიით ისევ გაჰკივიან,
აღრეული ხმებით ცდილობენ თავების დაძვრენას
მსუბუქი ბაზრიდან, სახელად მკვლელობა..
მე ვცნობ თქვენს სახეებს...
აი შენ ქვას მესვრი..
აი შენ სკამს ფეხს მოაცლი და იმით ჩამქოლავ,
აი შენ კი.. უბრალოდ ბოლოს მოხვალ სეირის საყურებლად
და შვილს თვალებზე ხელსაც არ ააფარებ..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ვტოვებ ჩემს სხეულს და სიყვარულის უსაზღვრო მაღაროს,
მარად ლტოლვილი ჩემი სული განიცდის დევნას
და დამწამებენ მე შენს მკვლელობას!
და დამწამებენ მე შენს ღალატს!
და დამწამებენ მე შენს წამებას!
და წამის ქროლვით დაუფიქრებლად მომისჯიან ფერთა აღრევას,
მერე ცეცხლები, მიზნად ქცეულ მონატრებიდან
თავს დაიძვრენენ და ჩემს მკერდზე დაიძინებენ,
უბრალოდ მშვიდად მე შევხვდები შავ სტუმარს ცელით
და არასოდეს ვინანებ რომ ასე მიყვარდი,
მე არასოდეს ვინანებ რომ შენ გაგაღმერთე,
სისხლჩაქცევებით და დისტროფიული აღნაგობით,
მუდმივი ჭლექით და კოჭლობით,
მე არასოდეს ვინანებ რომ შენ მოგეძღვენი,
სულდახვრეტილი და თვალებმღვრიე წვიმის ბიჭი,
შენსავით მკრთალი და ჩუმი და სევდანარევი,
სარდალი მხოლოდ ჭუჭყიანი პეიზაჟების..
ვეღარ ვმართავ საკუთარ სიტყვებს, ნაწერ სტრიქონებს,
ყოველ მეორე ფანტაზიას სიკვდილი ახლავს,
ეს უიმედობის სამყაროა,
გაფუჭებული ტელევიზორები ჩვენს სულებს ემსგავსებიან
და გადამწვარი ნათურები თვალებს ჩვენსას,
მხოლოდ არ ვიკრავთ ღამის ფარვანებს,
რადგან თვალებში მათთვის ზედმეტად ბევრია ტკივილი
და თავის ტკივილითვე დამანჭულები
ცდილობენ ისე ამოიწვან მთელი სხეული,
რომ არც ერთ წამს არ იფიქრონ ადამიანზე..
მე დამწამებენ შენს ღალატს
და აღარასდროს არ მეტყვიან ამისთვის აუგს,
მხოლოდ მაშინვე,
სისხლმოჭარბებით აიმღვრევენ გულის უპეებს
და უფიქრალი, გაშმაგებული სახეებით
გვიან ღამით, მტვრის გროვაში მე გამყიდიან..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ვტოვებ ჩემს სხეულს,
ვიგლეჯ ტკივილებს და მოგონებებს, ჩაკიდულებს სულის თონეში,
ვიგლეჯ და ვწყვიტავ ფიქრების ძარღვებს
და ვიტრიალებ მთელს სხეულში ბენზოხერხივით,
მე ნაკუწ-ნაკუწ ვერითმები ანომალიას
და შენ მოდიხარ..
მე მილეწავენ გრძნობის კიდურებს,
და შენ.. ახლაღა??
მაინც მახსოვხარ..
მე შენ მახსოვხარ..
მე შენ მახსოვხარ..
საააააააააააა!!!
Illegal Astronaut
კაცი ლეგენდა... რახან ლიტერატურაა...

რობაქიძე!!!


.თამაზმა დაიწყო თავისი მოთხრობა. პოლტავის თუ ვორონეჟის გუბერნიაში რევოლუცია მძვინვარებდა.მთელი სოფელი, განურჩევლად ყველა, დიდი და პატარა, კაცი და ქალი, აღმდგარიყო და ჯოხებით, კომბლებით, ცულებით, ბარებით, იარაღით ერთი მემემულის სახლს თავს დასხმოდა. ეს უკანასკნელი თავისი ოჯახით უკვე გახიზნულიყო. გაბოროტებული გლეხები სასახლეში შეჭრნენ და რბევა დაიწყეს. რაც ხელში ხვდებოდათ,ყველაფერს ანადგურებდნენ. ყოველი ნივთი მათს მრისხანებას აღვიძებდა. უცნაურია, მხოლოდ ცოტამ თუ აიღო ძვირფასი ნივთები თავისთვის; ცოფმორეულნი განადგურერბის ჟინს შეეპყრო უპირატესად. გლეხების ერთი ჯგუფი თავლისკენ გაემართა. კარი ჩამოგლიჯეს და შიგ შეცვივდნენ; ცხენები დაფრთხნენ. ოცამდე ცხენი გამოიყვანეს; მათგან ერთი განსკუთრებით გამოირჩეოდა: მთლად თეთრი, ლაქების გარეშე, კოხტა, ნატიფძარღვიანი. მისი ყოველი ასო მიწის სიხარული იყო, ყოველი კუნთი - განხორციელებული მზის ტალღა, მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდნენ. გლეხებს თვალები აემღვრათ, ერთ ხანს გაშეშდნენ მისი მშვენებით. ერთმა აღვირით თავისკენ მოქაჩა ცხენი. ცხენი ყალყზე შეხვდა ხეპრულ საქციელს. ბრბო ავისმომასწავებლად გაირინდა, უეცრად ვიღაცამ დაიყვირა გახელებით “ ჯიშიანია!” . მესამემ, მეოთხემ, მეხუთემ გაიმეორეს ეს სიტყვა. ბოლოს მთელი მასა უთავბულოდ ღრიალებდა: “ ჯიშიანია, ჯიშიანო!” შური და რისხვა გამოყმუოდა ამ შეძახილში. აბობოქრებული მასა წინ გაიჭრა, თუმცა არ იცოდა, რა სურდა. ხელები ამოძრავდნენ, ბაგეებს მიეყინა შეძახილი, ტუჩების კუთხეში დუჟი აქაფდა, თითქო ბრბო რაღაცას ელისო, უეცრად ცხენმა გველცემულივით დაიჭიხვინა უცნაურად,ყალყზე შედგა, ადგილიდან მოწყდა და გაჭენდა. გლეხები გაეკიდნენ, ცოფისაგან გონებადაბინდულნი. ცხენი გრძნობდა, რომ სიკვდილი მოსდევდა, გიჟივით მიქროდა. ღობესთან მიიმწყვდიეს და ალყა შემოარტყეს. ცხენი ნახტომისთვის მოემზადა, მაგრამ სწორედ ამ დროს ვირაცამ აღვირს ხელი ჩაავლო; ცხენი შეშინდა, წინა ფეხებით ღობეზე ჩამოეკიდა. ცხოველს მთელი ტანი უთრთოდა. როყიოდ დაიყვირა ერთმა: “ ტყავი გავაძროთ წყეულ პირუტყვს.” პირველს მეორე აჰყვა.” ტყავი გავაძროთ!” მრავალი ხმა ღრიალებდა, ერთმანეთში არეული. ბოლოს ყველამ ერთად დაიყვირა: “ ტყავი გავაძროთ!” ბრბო ყმუოდა; შიში და სიძულვილი მოისმოდა ამ გაშმაგებულ ღრიანცელიდან. ელვის სისწრაფით გააჩინეს დანები, ცელები, ნამგლები. ხელები თითქოს სიგიჟეში იმყოფებოდნენ. “ ჯიშიანი, ჯიშიანი!” თავიდან აყმუვლდა ბრბო, აყმუვლდა ისე ყურისწაღებამდე, თითქოს რაღაცისა ეშინია და ამ უცხო ყმუილში გამოგუდვას ლამობსო.

“ცხენი ცოცხლად გაატყავეს” , დაასრულა ალმოდებულმა თამაზმა.” ეს არის პროლეტარული რევოლუცია”...

"Die gemordete Seele" "ჩაკლული სული" 1933
Illegal Astronaut
გრიგოლ რობაქიძე
მიმართვა ქართველი ახლაგაზრდობისადმი

მამული გულით გიხმობთ შორეთიდან ახალგაზრდებო! თუ ჩემი მწერლური ნაქმი უცნობია თქვენთვის, სახელი მაინც გაგეგონებათ ჩემი. შემეკითხებით: რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული ეგზომ მშვენიერი და ტკბილი? მოგითხრობთ. ბოლშევიკები გაჰყვირიან: „ხალხურ დემოკრატიას“ ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიც ჩანს: „დემო“ ნიშნავს ბერძნულად ხალხს; მაშასადამე, „ხალხური დემოკრატია“ ასე უნდა იკითხებოდეს: „ხალხური ხალხო-კრატია“. ვამყარებთ დემოკრატიასო, უფრო მართალი იქნებოდა ეთქვათ: „ვამყარებთ დემონოკრატიასო“. ეს არაა ხუმრობა. ადამიანისათვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია - ღმერთი. საბჭოეთში ყოველი რწმენა ზებუნებრივისა დადაგულია ლენინის ... სიტყვებით: „ტრუპოლოჟესტვა“. ყურები გვაქვს გამოჭედილი, ხალხთა კეთილდღეობისათვის ვიბრძვითო; ამავე დროს, ხალხს, როგორც ცოცხალ კრებულს, ბასრი დანით სახსრებს უხსნიან. ხალხის ალაგს მასაა გამეფებული, რომელშიც პიროვნება, ეს უხვთიერესი მოვლენა, სრულიად ითქვიფება. არავითარი სახე აქ არაა და მაშასადამე არავითარი სახიერი. დილითგან შუაღამემდე გაისმის: „დავეწიოთ, გავუსწროთ!“ ხალხი წელზე ფეხს იდგამს და ჭაპან-წყვეტაშია. ყოველი ცალკეული ნუმერია მხოლოდ და ნუმერი - ნაკელი, ეგრეთ წოდებულ: „სოციალისტური მშენებლობისათვის“. ვამეტებ? დღევანდელი მოდგმა ნაკელად ეფინება ხვალინდელს, ხვალინდელი ასევე უნდა ეფინებოდეს მომავალს და ასე დაუსრულებლად. რაც ნოყიერდება ნაკელით, არის მხოლოდ კოლექტივი-ბნელი და უსახელო. ხალხისთვის რჩეული თავითავს სწირავდა და როგორც გმირი, სახელი მისი ნათელით იფინებოდა მთელი ისტორიის კიდეგანით. საბჭოეთში ქანცმორეული „სტახანოვეცი“, კოლექტივისათვის განწირული, ამოტივტივდება ხოლმე გაზეთების ფურცლებზე და ამ ფურცლებთან ერთად, რომელთაც სხვა მიზნისთვის ხმარობენ, ივიწყება ისე, რომ მისი სახსენებელიც აღარ რჩება.
მცენარე იზრდება; ქართველთა გენია იტყვის: მცენარე ხარობს. არის სიხარული საბჭოეთის მშენებლობაში? ძველად გლეხი, თითქოს მზის თესლებით სავსე, სიყვარულით უახლოვდებოდა მიწას, ვითარ ქმარი, რათა გაენაყოფიერებინა მისი საშო. მიწა ნაყოფს გამოიღებდა მადლით, გლეხი სიხარულით თვრებოდა. თუ მონახავთ ასეთ გლეხს რომელიმე კოლმეურნეობაში, თუგინდ ერთადერთს, სიტყვა უკან წამიღია. ვერ მონახავთ. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავის-უფალია; თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში. ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? არავინ. იქ ყველაფერი აკრძალულია, რაიც არაა ბრძანებული. დღეს რომ ერთი ბრძანებლობს, ხვალ იგი დასახვრეტად მიჰყავთ. ბერიას ხვედრი საბჭოეთში გამონაკლისი არაა. იქ იგი ყოველდღიური მოვლენაა. დამხვრეტთ გუშინდელი მბრძანებლისა შიშის ქარი ურბენთ სახსრებში; ფიქრობენ: მათაც არ ხვდეთ ეს ბედი. არის ეს დემოკრატია? შესაძლოა, შემედაოთ ამ დებულების გამო, გარნა ვიცი სადღაც მიმალულ კუნჭულში თქვენი არსისა დამეთანხმებით. თანხმობას მყისვე მიჩქმალავთ, რადგან შიში აგიყვანთ, მალული აზრი თქვენი, რომ არ იქნას ყურადღებული. საბჭოეთში კაცს შიშის გამო მოსვენებით ვერც კი დაუძინია. ეშინია სიზმარში ბოდვით არ წამოსცდეს გულნადები აზრი რაიმე. ასეთია საბჭოეთის სამოთხე. ეს სამოთხე მივატოვე და არა ნამდვილი სამოთხე, შეუდარებელი სამშობლო ჩვენი. მოწყვეტილი ვარ ჩვენს დედამიწას, ხოლო შორეული ფესვებით მაინც მასთან ვარ. ეს ფესვებია უცხოეთში რომ მაცოცხლებენ. ქალნო და ვაჟნო, ახალგაზრდებო! დღე არაა თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე გულაჩუყებული და თვალცრემლიანი. ვფიქრობ, თქვენში შეჭრილია ბოლშევიზმის განმხრწნელი ძალა. თანვე ამასაც ვიგულვებ, რომ ამას ერთი მაგალითი ნათლივ დაგისახავთ. იყო ერთი ქართველი, თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნეთაგან მოშვენული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი, რა ძალის არიან ძირა ფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. ეს რომ არ ვიცოდე, ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით.
გულწრფელად იღეთ ყურად სიტყვა ესე, სიტყვა, რომელიც წრფელი გულიდგანაა წამოშვებული და მამური გრძნობებით თქვენკენ მოშვებული. დაენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ღრმა სიტყვას ამ ძირა ფენებიდგან; იქაა გულის ძგერა და მაჯის ცემა საქართველოსი; იქაა განმეტყველება მისი. ისმენთ ამ ხმას, თქვენში წამოიჭრებიან წმინდა ნინო, რომელმაც ვაზის ჯვრით გვაზიარა ქრისტეს მცნებას, დავით აღმაშენებელი - ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა, მეფე თამარ, მზიური შარავანდი იმ ხელმწიფებისა, ქეთევან დედოფალი - წმიდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვრისათვის... იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩულე, შოთა, საბა სულხან ორბელიანი, ილია, აკაკი, ვაჟა; წამოიჭრებიან თქვენში ძლევამოსილებით და მხრებში ამართულთ თქვენ ვერა გძლევთ რა, იყვეს იგი თუგინდ დემონური ძალა ბოლშევიზმისა. დაიმყენით სიტყვა ესე თქვენ ყმაწვილნო გულებში, ახალგაზრდებო! ხალასო ნერგებო საქართველოს მომავლისა! გესმით? გიხმობთ ქართველი მწერალი, რომელსაც მწერლური გეზით ჯერ კიდევ მარდათ აქვს ამართული მარჯვენათი მზიურ მეწამული ალამი საქართველოსი. ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მთა-ველებს: მზეგრძელ იყავ საქართველო!
1954 წ. მიუნხენი



გრიგოლ რობაქიძე
მიმართვა ქართველ ხალხს

ქართველნო! გეხსომებათ ბაბილონური აღრევა ენათა ირგვლივ 1950 წელს მოსკოვში. დისკუსანტებს მოჰყავდათ ფორმულა ენისათვის, ენგელსის მიერ მონახული: „საშუალება ურთიერთშორის გაგებისა“. თითქო პირუტყვთ არ შეეძლოთ გაგება ერთიმეორისა! ამ ფორმულას ურთავდნენ მინამატს სტალინისა: „და ბრძოლისა“. თითქო იმავე პირუტყვთ არ შეეძლოთ უსიტყვოდ წარმოება ბრძოლისა! ენა აქვს მხოლოდ იმ არსს, რომელიც აზროვნებს. პირუტყვთ არ აქვთ აზრი, არც სჭირდებათ: ცოდნა ყოფისა და ცოდნა თვითონ მათთვის ერთი და იგივეა. ეალერსება, მაგალითად, ფაშატი თავის კვიცს, მან იცის ალერსი აქტში ალერსისა. ჩვენ კი მეტყველთ შესაძლოა გვქონდეს აზრი ალერსზე, თვითონ ალერსი კი არა. აქაა ზღვარი მეტყველთა და პირუტყვთა შორის. ასეთი გაგება ენისა ბოლ- შევიკების მიერ მოწმობს იმას, რომ უკანასკნელთ არ ესმით, თუ რა არის ხალხი, ანუ უკეთ: არა სწამთ იგი. ენა აზროვნებს: აზროვნებს ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ცალკეული პიროვნება, თუგინდ გენიალური. ათას მაგალითებიდან აქ თუნდაც ერთი, იტყვის რომელიმე მემატიანე: „დავით აღმაშენებელმა განამტკიცა ხელმწიფება საქართველოსი“ - ამავე დროს მიმართავს რომელიმე დიასახლისი თავის გონებას: „შვილო, ფქვილი გამტკიცე“, აქ პირველ შემთხვევაში „მტკიცება“ იგულვებს „გამაგრებას“, მეორე შემთხვევაში „გაწმენდას“ გამოდის: რაც მტკიცე არის, ის წმიდაა, და რაც წმიდამტკიცე. ვინ გაიაზრა ეს? ყველა ჩვენგანს ენა უკვე ქმნილი ხვდება წინ. მოაზრე აქ ხალხია თვითონ: კრებული პიროვნება, თავისებური არსი - არც ერთ სტილში თავის ისტორიული ვითარებისა, ხალხი არაა მოცემული „მთლად“, ხოლო ყოველში იგივე „ერთეულია.“ სხვა იყო საქართველო მეთხუთმეტე საუკუნეში, სხვაა იგი მეოცეში, განა იგი იქაც და აქაც საქართველოა, როგორც ერთი და იგივე არსი - კრებული ბუნებისა?! ბოლშევიკებისთვის კი ხალხი მხოლოდ ამა თუ იმ დროს სტატისტიკურად აღრიცხული „გროვაა“ ცალკეულთა. ამავე დროს, ცალკეულს ამ გროვაში მხოლოდ „ნუმერული“ ფასი აქვს. ბერია, ერთხანად ძლევამოსილი, ქრება უეცრად. მეტიც: სახსენებელიც ითხრება მისი. დღეს თუ ეს ემართებათ ბერიებს, რას უნდა ელოდნონ უბრალო მოქალაქენი? - ჩაუკვირდით თანამემამულენო ამ მოვლენას საარაკოს. ყოველი ხალხი რომელიმე განსაკუთრებული სახით აცნაურებს მსოფლიოს. სხვაა ჰომიროსის სამყარო, სხვაა რუსთაველისა, სხვაა გილგამეშისა, სხვაა ათარვაბედასი, ჰინდუსთა. ამიტომ ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურია, რამდენად ინდივიდუალურია კულტურა, იმდენადვე უნივერსალურია იგი. შეეყრებიან, მაგალითად: ზემოდხსენებული სამყარონი ერთიმეორეს, იხილავენ ერთიმეორეში მთელს სამყაროს, იხილავენ, ვინაიდგან თითოეული მათგანი, თუმცა ერთი სახით, აცნაურებს მსოფლიოს, იმავე დროს ასარკულად ამცნევს უკანასკნელს, როგორც მთელს. საბჭოეთში კულტურას სტალინის ფორმულით მარტავენ: „ფორმით ნაციონალური, შინაარსით სოციალისტური“. არ ესმით ჭკუათმყოფელთ, რომ ყოველი შინაარსი თავისგანვე ქმნის გარსს, გარე არსს, სახეობას, ფორმას. კულტურა ფორმით ნაციონალური და შინაარსით სოციალისტური, არც ინდივიდუალურია და არც უნივერსალური: მას არ აქვს შინაგანი პლასტიური სახეობა და ამრიგად სახე, სახიერება. იგი კულტურაა ანონიმისა. შეადარეთ, მაგალითად, რომელიმე ნაქმი რუსული ჩვენი დროისა რომელიმე ქართულ ნაქმს: გეგონება, თითქოს თარგმნილნი იყვნენ ერთიმეორეთაგან: დედანი, ორიგინალი? ვერ მონახავთ: მის ალაგას მიმალულა ანონიმი. ესაა კულტურა? თანამემამულენო, ბოლშევიზმი ხრწნის შინაგან ხალხს და ამყარებს ფსევდო-კულტურას. ქართველთა კულტურა, ასე ინდივიდუალური და ეგზომ უნივერსალური, ქართველი ერის წიაღიდან უნდა აგრძელებდეს თავის ვითარებას. წვდით ცოცხალ ფესვებს საქართველოისა: მის გენიალურ ენას, მის უნივერსალურ მითოსს, მის ჰეროულ თავგადასავალს, მის ხალას სტილს სიცოცხლისა, წვდით ამ ფესვებს და ფესვები არწივის ფრთებად აგესხმით, და ამ გზით მოიპოვებთ თავისუფლებას. თავის-უფალი, გესმით რა გულისხმიერი სიტყვაა! მარჯი საქართველოს თავისი თავის უფალს!


გრიგოლ რობაქიძე
ნატვრა - ანდერძი
... „ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახება მე მცხეთა... შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწია სალოცავს ძველისძველ აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ...
ჩემი ნატვრაა:
როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველწელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.
Illegal Astronaut
"...ქალწული ჯვარს ვაზის ნასხლავისაგან გამოსჭრის.
სხვების ჯვარი: ან ქვისაა ან რკინის ან უბრალო ხის. ყოველთვის მშრალი და წუთხე:
აქ კი: ჯვარი - ვაზის. ვაზი ხომ სახეა: მიწის - ნიადაგის - სიცოცხლის.
სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის ნიშანია. ჩვენში ჯვარი - ლხინია თვითონ......
ქალწული ვაზის ნასხლევს თავის თმებით შეჰკრავს. თითქო ჭრილობა შეუხვია ნასხლევს: რომელიც იცრემლება. ჯვარი - ქალის თმებით შეკრული.
მიჩვენეთ სხვა სახე უფრო მწველი და უფრო ლამაზი!! ჯვარი - ვაზის ნასხლავისაგან გამოჭრილი. ჯვარი - ქალის თმებით.
ქალის თმები ხომ სახეა:...ქალობის - ქალწულობის - დედობის....
არა.. სხვების ჯვარი ბერწია. ჩვენი კი - ნოყიერი და ნაყოფიერი....
ეს ჯვარი ეხლაც ასვენია ტფილისის სიონში."









"ყველაფერს შეგიძლია გაექცე. მტერს. მხეცს. შავჭირს. ყოველ უბედურებას. ვერ გაექცევი მხოლოდ „მრავალ ჟამიერს“. ქართველი აღაპშიაც გასძახებს ხოლმე „მრავალ ჟამიერს“. ქეიფში - ვინ დააკავებს?! მღერის ქართველი „მრავალ ჟამიერს“ რაღაც წვალებით. კვინიხი მომღერალს უსკდება და ყურებში მსმენელს. აწვალებს რამე?! „ფროიდი“ თუა მისი. ეშინია მოკლე ჟამის და მისთვის უყივის მრავალ ჟამს თუ მრავალი ჟამი გაუვლია და ეძახის გარდასულ ჟამს?! შესაძლოა პირველი იყოს მართალი. შესაძლოა მეორე. შესაძლოა ორივე. უდავო ის არის მხოლოდ: რომ „მრავალ ჟამიერს“ ვერ გაექცევი. უკან დაგეწევა და კალთებს ჩამოგახევს. ისევ გაპარვა სჯობია. იქითაქეთ მოიხედავს. ვერ გნახავს სათვალავში. აფუსფუსდება. მერე ისევ „მრაავალ“ და დაგივიწყებს"
Illegal Astronaut
მზის ხანა საქართველოში

გრიგოლ რობაქიძე

1. დიდი ბრძენის პლატონის მსოფლმხედველობაში გვხვდება: "თვალი მზიური." გოეტჰემ მზიურობა თვალისა ერთ თავის შაირში შესანიშნავ ხტილად გამოკვეთა: "თუ არ იყოს თვალი მზიურ, ვით შეეძლოს მას ხილვა მზისა?" მტევნის მწიფობის დროს ქართველი მევენახე ამბობს: "თვალი ჩასულა მტევანში." თვალით აქ ნაგულისხმევია მზე. პლატონი, გოეტჰე, ქართველი მევენახე-სამივე დიდ საიდუმლოს აცნაურებენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით: პლატონისათვის და გოეტჰესათვის თვალი "მზიურია", ქართველი მევენახისათვის კი იგი მზეა თვითონ. ხატული "სახეობის" მხრით ქართველი მევენახის თქმას თვითონ გოეტჰეც არგუნებდა პირველობას. თვალი მზეა, ფიქრობს ქართველი, რადგან იცის. რომ "მზე" და "მზერა" სადღაც ეთანხმებიან ერთიმეორეს. გავიხსენოთ საბა სულხან ორბელიანის განმარტება სიტყვისა "ღმერთი": "წვა და ხედვა." ეს განმარტება მზეზეა თითქო გამოჭრილი. მზე იწვის, არ იფერფლება, იწვის და "მზერს": ანათებს. "თვალი ჩასულა მტევანში"- ეს ნამდვილი პოემაა, პოემასთან ერთად "ირმის ნახტომი."

2. უძველესი დროიდან სათაყვანო სიმბოლოდ მზისა "სვასტიკა" ითვლებოდა: კაკვიანი ჯვარი, ბორბალში მოქცეული. ბორბალი ანიშნებდა მნათობის კოსმიურ ბრუნვას და ეს იმ დროს: როცა ნივთიერ კულტურაში ურემი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ავიღოთ ეხლა ქართული დასახელება: "ურმის თვალი". აქ თვალით ბორბალი იგულისხმება. აქვს ბორბალს მსგავსება თვალთან-ისე მაგალითად: როგორც წყაროს ძირიდან მოჩუხჩუხე ნაკადს, რომელსაც ჩვენ "წყაროს თვალს" ვუხმობთ? გარდა სიმრავლისა არავითარი. საგულვებელია მაშასადამე, რომ ქართულ ხილვას შერჩა სახულობა სვასტიკისა და რადგან ამ ხილვაში მზე თვალად იყო ცნეული, ურმის გამოგონებისას ბორბალი ჯვარისა ურმის თვალში გადმოვიდა საგნურად. ეს როგორც ჰიპოტეზი მხოლოდ.

3. მზე არის სიცოცხლის თესლი. ქართული ენის მკვლევარი მიხეილ წერეთელი გვამცნევს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულში ფესვს "ცხ". მისი აზრით "მუცელის" პირვანდელი ფორმა იყო "მუცხელი". მთავარი აქ "ცხ" არის, როგორც სიტყვაში "სიცოცხლე"-შესატყვისი რუსულში: "ჟივოტ-ჟიზნ" გერმანულში "Leib-Leben" თუ ეს ასეა, მაშინ "სიცოცხლე" და "ცეცხლი" სიტყვიერი ტყუპები ყოფილან. როგორ გაიხარებდა ჰერაკლიტ ეფესელი, სცოდნოდა მას: რომ რომელიღაც ენაში "სიცოცხლე" ნააზრევია ვითარ "ცეცხლი!" სწამდა ხომ მას, რომ სამყაროს ძირითადი თაური ცეცხლია.

4. ცხოველთა შორის ყველაზე უფრო ცეცხლოვანი ცხენია. იმავე მკვლევარის მიგნებით, სიტყვაში "ცხენი" იგივე ფესვი "ცხ" ცოცხლობს.

5. მზისაგან იშვის სხივი და ნივთიერი იღებს "სახეს"-იმდენად, რამდენად იგივე სხივმფენია. მხოლოდ სხივის გამოკრთობით ეზიარების ნივთიერი ღვთიურსა: იქცევა "სახიერ". არც ერთ ენაში არ იხმარება ზედშესრული "სახიერი" ღვთის მიმართ ისეთი ღრმა მნიშვნელობით, როგორც სწორედ ქართულში. რაც სახიერია, ის ღვთიურია-ასე ვგონებთ ქართველნი.

6. საუბარში ჩვენ შეფიცვის თუ შეჯერებისას ასეთ თქმას: "ჩემმა მზემ", "შენმა მზემ": თითქო ყოველ ადამიანს თავისი საკუთარი მზე ჰქონდეს. "ვეფხის ტყაოსანში" ეს მზეთანაზიარობა პირდაპირ კოსმიურ ყალიბს იღებს. გავიხსენოთ დაუვიწყარი წერილი ნესტანისა, რომლითაც იგი, ქაჯეთის ციხეში დატყვევებული, ტარიელს, მის მეტრფეს, ანუგეშებს:
"მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი!
განაღამცა მას ეახელ, მისი ეტლი, არ თუ წბილი.
მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი."
აკადემიკოსი ნიკო მარრი ამ სიტყვებში ნეოპლატონიზმის გამოძახილს ხედავს, ხოლო არ იცის მან, რომ თვითონ ნეოპლატონიზმში ეს გზნება მზიურობისა ოქროს ხანიდანაა გადასული. მარადიულ განსხეულებას მზიურში აქ კიდევ უფრო აძლიერებს გენიალური ხტილი ქართული ზმნისა: მარადი მყოფადი. მითიურმა დრომ მხოლოდ აბსოლუტური აწმყო იცის, რომელიც "წარსულად" არ იქცევა და "მომავალი" შინაგან აქვს უკვე. ნესტანი არ ამბობს: "გნახავ", "დაგსახავ", "განმინათლებ", არამედ: "გნახო", "გსახო", "განმინათლო".

7. მზე სათავეა სინათლის, რომელიც სიბნელეს ებრძვის. ამ "შებმაში" წარმოიშვის "ფერი". ფერი უბრალო "ჩვენა" კი არაა, ეთერტალღების რხევათგან გამოწვეული. ბრმად შობილს შეუძლია გამოცდისას სწორი ფორმულა გადასცეს მაგალითად წითელი ფერისა, მაგრამ წითელი მისთვის მაინც უხილავია. ფერი "თვისებაა" და არა "ოდენობა". ასე ესმოდა ფერი გოეტჰეს, ასე ესმოდათ იგი ჰინდოელებს. ფერის ასეთი გაგება მოქცეულია ქართულ ყოველდღიურ საუბარში. ჩვენ ვხმარობთ ხშირად "ყველას" მაგიერ "ყველაფერი" და "არარას" მაგიერ სიტყვას "არაფერი". აქ ფერი "რაობად" გამოდის, რაიც შემდეგ თქმაში კიდევ უფრო ნათელი ხდება: "რაფერ გააკეთე?" დღემდე აუხსნელი სახელი "სწორფერი", რომელსაც ხევსურეთში მეტრფეს უწოდებენ, ეხლა ნათელი ხდება: სწორფერი, ესე იგი შესაფერი, სიყვარულში მეორის სადარმხვედრი. კიდევ ერთი რამ მეტად მნიშვნელოვანი. ბაგრატიონთა საომარი ალამი მეწამული იყო, რომელსაც შუაგულში თეთრი ალი ჰქონდა გაწვდილი. ეს არ იყო შემთხვევითი არჩევა ფერისა. ჰინდოელთა "Vedanta" სამფერად ისახავს ყოფას. ძირა ფერი ბნელია და ქაოტიური: "Tamas"-მას უდრის შავი ფერი; შუანა ფერი ჭიდილია, ბრძოლა, შებმა სინათლისა სიბნელესთან, წყობისა და რიგის ქაოტიურთან: "Rajas"-მას უდრის წითელი; ზედა ფენი სისრულეა და ყუდროება ღვთიური: "Sattva"-მას უდრის თეთრი. ბაგრატიონთა ალამი გვამცნევს: მეწამული ფერით ალამის ამმართველი ჯერ კიდევ შუანა ანუ ადამიანურ ფენშია მოქცეული, ხოლო თანვე თეთრი ზოლით მას თითქო წინასწარ აქვს მოზმული ზედა ანუ ღვთიური ფენი. Rene Guenon-ის მოწმობით, ფრანგ მეფეთა საომარი ალამი მეწამული იყო; თეთრი ზოლი მას არ ჰქონია. თავის წიგნში-"Autorité spirituelle et pouvoir temporel"-ში იგი შენიშნავს: "La substitution ultérieure du blanc au rouge comme couleur royale marque en quelque sorte. l'usurpation d'un des attributs de l'autorité spirituelle." უდავოა: ბაგრატიონთა ალამი თავის სიმბოლიკით უფრო მაღლა სდგას ვიდრე ალამი ფრანგ მეფეთა. აქედან ნათლად სჩანს ისიც, თუ რად უწოდა ქართველმა ხალხმა თავის მცველს წმინდა გიორგის: "თეთრი". უკანასკნელი -როგორც გმირი და წმინდანი-მოქცეულია ყოფის ზედა ფენაში, ჰინდოელთა თქმით: "Sattva"-ში. ქართველთვა ხილვა აქ ჯეროვნად ეთანხმება "Vedanta"-ს სიბრძნეს.
Psycho
† Lord Borgeze †
თუ ახალგაზრდობაზე წავიდა.. smile.gif

მივმართავ სკოლადამთავრებულებს

ვუდი ალენი

ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასდროს ჩავარდნილა კაცობრიობა ასეთ საგონებელში. ერთ გზას სასოწარკვეთისა და სრული უიმედობისკენ მივყავართ. მეორეს – საბოლოო გადაშენებისკენ. ვილოცოთ, რომ სწორი არჩევანის გასაკეთებლად საკმარისი სიბრძნე აღმოგვაჩნდეს.

სხვათა შორის, ამ ყველაფერზე ამქვეყნიური ამაოების შეგრძნებით კი არა, ყოფიერების აბსოლუტურ უაზრობაში კოშმარული დარწმუნებულობით ვსაუბრობ, რაც შეიძლება, შეცდომით, ვინმემ პესიმიზმად აღიქვას.

არა, ეს არ არის პესიმიზმი. ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა თანამედროვე ადამიანის ტრაგედიისადმი. (“თანამედროვე ადამიანში” იგულისხმება ნებისმიერი, დაბადებული ნიცშეს განცხადების - “ღმერთი მოკვდა” - შემდეგ და ჰიტ “მინდა, ხელს ხელზე გიჭერდე”- ს ჩაწერამდე). ეს ტრაგედია ორნაირად შეიძლება აღიწეროს, თუმცა ლინგვისტ-ფილოსოფოსებს ურჩევნიათ, მათემატიკურ განტოლებამდე დაიყვანონ იგი - ადვილი ამოსახსნელიც იქნება და საფულეში ჩადებულს თან იოლად ატარებ.

ყველაზე მარტივი სახით პრობლემა ასე წარმოგვიდგება: შესაძლებელია თუ არა ცხოვრების აზრის წვდომა, ჩემი შარვლის ზომისა და წელის გარშემოწერილობის გათვალისწინებით?

ეს ძალიან რთული კითხვაა და ვხვდებით, რომ მეცნიერებამ ვერ გაამართლა მოლოდინი. რა თქმა უნდა, მან ბევრი სნეულების დამარცხება შეძლო, გენეტიკური კოდი გაშიფრა, ადამიანები მთვარეზეც კი აიყვანა, მაგრამ დატოვეთ ოთხმოცი წლის მოხუცი ოთახში ორ ახალგაზრდა მედდასთან ერთად და არაფერიც არ მოხდება. ნამდვილი პრობლემები ხომ უცვლელია.

ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანის სული მიკროსკოპით დავინახოთ? ალბათ კი – მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგი უნდა იყოს, ორი ოკულარული მილით. ვიცით, რომ ყველაზე თანამედროვე კომპიუტერის ტვინიც კი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც მწერების. ჰო, ეს ზოგიერთ ჩვენს ახლობელზეც შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ მათ ხომ მხოლოდ ქორწილებზე და მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხვდებით.

მეცნიერება ისეთი რამ არის, რაზეც მუდმივად ვართ დამოკიდებულნი. მკერდის არეში ტკივილს თუ ვიგრძნობ, მაშინვე რენტგენზე გავლა მომიწევს. ნეტა დასხივებისგან უფრო დიდი პრობლემები ხომ არ გამიჩნდება? სანამ ამას შევიტყობდე, ქირურგიულ განყოფილებაში მაწვენენ. ბუნებრივია, როცა ჟანგბადის ბალიშს მაძლევენ, სწორედ მაშინ გადაწყვეტს სტაჟიორი, რომ სიგარეტს მოუკიდოს. ამის შემდეგ კი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს პიჟამაში გამოწყობილი გადავუფრენ. ეს არის მეცნიერება?

რა თქმა უნდა, მეცნიერებამ ყველის პასტერიზება გვასწავლა. რა გვეთქმის - მთვრალ კომპანიაში ყველი თავშესაქცევი რამ არის. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წყალბადის ბომბზე. გინახავთ ვინმეს, რა ხდება, თუ მაგიდიდან შემთხვევით გადმოგორდა?

განა დაეხმარება მეცნიერება მას, ვინც მარადიულ გამოცანებს შეეჭიდა? როგორ გაჩნდა სამყარო? რამდენი ხნის წინ? ყველაფერი აფეთქებით დაიწყო თუ ღვთის სიტყვით? თუ ამ უკანასკნელმა მისცა დასაბამი, ნუთუ არ შეეძლო უფალს, ორი კვირით ადრე წარმოეთქვა იგი, სანამ უფრო თბილი ამინდი იყო? კონკრეტულად რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ “ადამიანი მოკვდავია”? ცხადია, ეს კომპლიმენტი არ არის.

სამწუხაროდ, რელიგიაც ვეღარ ზემოქმედებს განწყობაზე. მიგელ დე უნამუნო კი წერს აღფრთოვანებით “გონის მარადიულ ურყევობაზე”, მაგრამ ამაზე ხომ ყველას არ მიუწვდება ხელი. განსაკუთრებით, თეკერეის კითხვისას. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, როგორი საამური იყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება, ყოვლისშემძლე, კეთილი შემოქმედის რომ სჯეროდა. წარმომიდგენია ამ კაცის იმედგაცრუება, როცა შეამჩნია, როგორ გასუქდა მისი ცოლი.

თანამედროვე ადამიანს, რა თქმა უნდა, ასეთი სულიერი სიმშვიდე არა აქვს. ის ურწმუნოების უფსკრულშია გადაჩეხილი. მოდური სიტყვა რომ ვიხმაროთ, “გაუცხოებულია”. მას ომის საშინელებები უნახავს, საკუთარ თავზე გამოუცდია სტიქიური უბედურებები და მარტოხელათა ბარებშია ნამყოფი.

ჩემი უახლოესი მეგობარი, ჟაკ მონო ხშირად საუბრობს ხოლმე სამყაროს ქაოსურობის შესახებ. მას სჯერა, რომ ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევითობის შედეგად გაჩნდა, გარდა მისი საუზმისა, რომელიც – არა, ამაში ეჭვი არ ეპარება – დიასახლისმა მოუმზადა.

რა თქმა უნდა, ღვთაებრივი ჩანაფიქრის რწმენა სიმშვიდით გვავსებს, თუმცა ადამიანური პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. განა ჩემი მოყვასის დარაჯი არა ვარ? ვარ. თუ გაინტერესებთ, პირადად მე ამ პატივს და ღირსებას ქალაქის ზოოპარკის მცველებთან ვიყოფ.

ღმერთის გარეშე თავს მიუსაფრად ვგრძნობთ, რის გამოც ტექნიკური პროგრესი გავაღმერთეთ. როგორ ახსნის ტექნოლოგია იმას, რომ ახლათახალი “ბიუიკი”, რომელსაც ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატ ზიპსკი მართავდა, პირდაპირ რესტორან “ფრინველთა ნეტარების” ვიტრინას შეაფრინდა და ასობით მოსადილე აქეთ-იქით მიმოფანტა?

ოთხი წლის განმავლობაში ჩემს ტოსტერს ერთხელაც არ უმუშავია ისე, როგორც საჭიროა. ინსტრუქციის მიხედვით, ჭრილში პურის ორ ნაჭერს ვდებ და რამდენიმე წამში მათ შაშხანასავით გაისვრის ხოლმე. ადრე ცხვირიც კი გაუტეხა ჩემს საყვარელ ქალს. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ქანჩები, ჭანჭიკები და ელექტროობა ყველა პრობლემას გადაგვიჭრის?

ჰო, ტელეფონი კარგი რამ არის – მაცივარიც – კონდიციონერიც. მაგრამ არა ყველა კონდიციონერი. მაგალითად, ჩემი დის, ჰენის. მისი საშინლად ხმაურობს და არ აგრილებს. ხელოსანი გამოიძახეს, რის შემდეგაც უარესი დაემართა. “მეტი რა გზაა, ახალი უნდა შეიძინოთ”, - უთხრა მან. ჩემმა დამ დაიჩივლა, მაგრამ ხელოსანმა სთხოვა, აღარ შემაწუხოთო. ნამდვილად გაუცხოებული იყო ეს კაცი. არადა, სულ იღიმებოდა.

უბედურება ის არის, რომ ტექნოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის არ მოგვამზადეს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ან არაკომპეტენტურები არიან, ან კორუმპირებულები. ხან ერთიცა და მეორეც. მთავრობა პატარა ადამიანის მოთხოვნილებებს არ ითვალისწინებს. საღამოს შვიდის ხუთ წუთზე შენს კონგრესმენთან დარეკვას უკვე აზრი აღარა აქვს. არ უარვყოფ, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ მართვის საუკეთესო ფორმაა. დემოკრატიულ ქვეყანაში, სულ ცოტა, ადამიანის უფლებებს მაინც იცავენ. არცერთი მოქალაქის წამება ან უსაფუძვლოდ დაპატიმრება არ შეიძლება, არც ბროდვეის ზოგიერთი შოუს ძალდატანებით ჩვენება.

რა თქმა უნდა, შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც საბჭოთა კავშირში ხდება. ტოტალიტარულ სახელმწიფოში ადამიანი, მხოლოდ სტვენის გამო, შეიძლება ოცდაათი წლით მოხვდეს შრომა-გამასწორებელ კოლონიაში. ხოლო თუ თხუთმეტი წლის შემდეგ სტვენას კიდევ არ შეწყვეტს, მას აუცილებლად დახვრეტენ.

ამ მხეცურ ფაშიზმთან ერთად მისი მეწყვილე – ტერორიზმიც დააბიჯებს. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ადამიანს ასეთი შიშით არასოდეს დაუჭრია ხბოს კატლეტი – უცებ რომ აფეთქდეს?! ძალადობა ძალადობას შობს, 1990 წლისთვის კი, სავარაუდოდ, ადამიანთა შორის ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ერთმანეთის გატაცება იქნება.

მოსახლეობის სიჭარბე პრობლემებს უკიდურესად გაამწვავებს. ციფრები გვეუბნება, რომ დედამიწაზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ყველაზე მძიმე როიალის გადასაადგილებლად არის საჭირო. თუ ხალხს გამრავლების შეწყვეტისკენ არ მოვუწოდებთ, 2000 წლისთვის სასადილო ოთახიც აღარ შეგვრჩება და მოგვიწევს, მაგიდა უცნობებს დავადგათ თავზე. ისინიც მთელი ერთი საათი გაუნძრევლად უნდა ისხდნენ, სანამ სადილობას დავასრულებთ. რა თქმა უნდა, ენერგეტიკული კრიზისიც იქნება და ავტომფლობელებს ზუსტად იმდენ ბენზინს ჩაუსხამენ, მანქანების ნახევარი მეტრით უკან დაწევა რომ შეძლონ.

ამ გამოწვევის მიღების ნაცვლად, ნარკოტიკებითა და სექსით თავშექცევას გადავყევით. ჩვენ დაუშვებლად, ზედმეტად ლიბერალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. არასდროს ასე არ აყვავებულა პორნოგრაფია. თან ეს ფილმებიც რა უხარისხოა, დეტალებს ვერაფრით გაარჩევს კაცი!

ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გამოკვეთილი მიზნები არა აქვს. ჩვენ არასოდეს გვისწავლია სიყვარული. ჩვენ ლიდერების და თანმიმდევრული პროგრამების ნაკლებობას განვიცდით. სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებით ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისგან ერთმანეთს ხშირად მხეცური ძალადობით შეურაცხვყოფთ. საბედნიეროდ, ზომიერების გრძნობა არ გვღალატობს.

ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ცხადი გახდება, რომ მომავალი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა მახეც ბევრგან არის დაგებული. როგორღაც უნდა მოვახერხოთ ხაფანგებს შორის გაძრომა, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და საღამოს ექვსი საათისთვის შინ დაბრუნებაც.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.