ele
Aug 21 2008, 12:50 AM
ნაცვლიშვილი და ანფიმიადი ეგენი არ არიან მანდ ცვეტშჰი?ან კეკელიძე?ან იორიკი?ზომბი რა პალაჯენიაზეა?კაი ხანია მანდ არ შჰევსულვარ, მაწყენინეს რაღაც
Svens
Aug 21 2008, 12:51 AM
ციტატა(Matilda @ Aug 20 2008, 11:45 PM)

eleგაბანძდა? რა ვიცი, თითქმის 2 წელია მანდ ვარ და თავიდანვე ქევანა და ლელა იყვნენ "ცვეტში'...
ასე რომ რაც იყო, ისევ ისაა

მარა ხანდახან რომ ვუკვირდები განუკითხაობაა...
ძალიან ბევრია, რომელსაც ჰგონია, რომ რახან ნაცნობი ნიკია, უნდდა გააპლიუსოს (თუნდაც ნაგავი გამოაქვეყნოს)...
მკითხველთა კლუბი ხო საერთოდ ჯგუფებადაა ადყოფილი...

1) "გემოვნებიანი"
2) უგემოვნო
3) ობიექტური
4) პოხუისტი

Matilda
Aug 21 2008, 12:56 AM
eleინტრიგები მანდ ისეთია თავიდან არ მჯეროდა

მერე მივხვდი, რომ შეიძლება ყველა პოეტი არაა, მაგრამ ხელოვანის რაღაც აქვთ და ეპატიებათ

ესეც ლექსი:
მზე ხელისგულზე
(Sun was said to die and be born again)
აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო,
მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება -
მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაა
და წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები,
ასე რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ... მზე თავდება!
არადა იყო საკმარისი მზეც და მანანაც...
დროც, როცა ღმერთის არსებობის იმდენად მწამდა,
რომ თავს საოცრად უხერხულად გრძნობდნენ მავანნი
და სახელითა მამისათა ნელ ცეცხლზე მწვავდნენ
იმდენხანს, ვიდრე უღმერთობას არ ვიწამებდი.
მერე კი, მერე ყველაფერი გაიშვიათდა:
ჟანგბადიც, ღმერთიც, უღმერთობაც, მორალიც, დოგმაც,
ბედიც, რომელიც აღარც მახსოვს ავირჩიე თუ
მემკვიდრეობით ალბერტ პ-სგან მივიღე როგორც
უკანასკნელმა საპატიო ალქიმიკოსმა,
რომელიც სიტყვებს ასო-ასო თუ მისხალ-მისახალ
წონის და მათი ღამეების ღუმელში კოქსვით
ხელეწაფება პოეზიად აქციოს ის ხე,
სწორედ ახლა რომ მიასაქმა მეზობლის ტაქსამ,
თაობები კი, ყვავილებით მოიკითხავენ...
და მზეც, რომელიც გულში კი არ, არამედ გულზე
ხელის მენთო და გაილია ნიშნად იმისა,
მარტივად რომ ვთქვა: აქ თავდება! და უფრო რთულად:
აღარც ღმერთია, აღარც ხატი, აღარც სინდისი -
მხოლოდ "სინათლის" უიმედოდ ბნელი ქალაქი.
გიო საჯაია
Matilda
Aug 21 2008, 12:56 AM
Svensრა იყო, რა გაგიკვირდა?

იქაური ხარ? მერე ეგრე არაა?
ele
Aug 21 2008, 01:02 AM
საჯაიაზე ამბობენ გეთიაშვილს ბაძავსო, მარა მე მაინც ინდივიდუალსტი მგონია, თუმცა არ ვგიჯებდი ძაან
Matilda
Aug 21 2008, 01:05 AM
eleგეთიაშვილს ბაძავს?

და ეს მასზე 10ჯერ უკეთ გამოსდის?

რაღაც მეეჭვება

ასე იმიტომ ამბობენ რომ მხოლოდ ეს 2 ადამიანი წერს სისტემატიურად კარგ გარითმულ ლექსებს (ნუ რეზო კიდე ისე რა კარგებს, ამასთან ვერ მივა)... მეტი საერო ამ ორ პოეტს არაფერი აქვს... სრულიად სხვა განწყობა ყოველთვის, სრულიად სხვა სტილი და ა.შ.
რა,ე ,სგავსება რომ იყოს, ალბათ ან ორივე მომეწონებოდა ან არცერთი

არადა საჯაიაზე მეკეტება და გეთიაშვილი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თუ მომეწონება
ele
Aug 21 2008, 01:12 AM
შეიძლება მართალი ხარ
ele
Aug 21 2008, 01:17 AM
რითმიანებს ბაკურაძეც წერს, კეკელიძეც და ალაგ-ალაგ ამფიმიადიც
Matilda
Aug 21 2008, 01:22 AM
eleმართალი ვარ, მართალი

ბაკურაძესი ბოლოს ის იყო "ანკეოსის არგონავტიკა" (წეროზე გაუშვა)
მაგრამ როგორც მახსოვს დიდი ვერაფერი... კეკელიძის რითმიანი არაფერი წამიკითხავს ჯერ... ანფიმიადისას არც წავიკითხავ რომც ჰქონდეს

რითმიანის წერას ისეთი ნიჭი უნდა... მაგათ გარდა კიდე ბევრი წერს აქა-იქ რითმიანებს, მაგრამ მე სისტემატიურად ვამბობ, საჯაიას მაგალითად სულ გარითმულები აქვს... გეთიაშვილს როგორც ვიცი ერთი-ორი ვერლიბრი შემოერევა ხოლმე (თუ არ ვცდები) ნო ვ ასნავნობ რითმით წერს...
ele
Aug 21 2008, 02:36 AM
სიყვარული
გიორგი კეკელიძე
(ციკლიდან-რუ )
ღმერთს არ ვუყვარვართ ჩვენ
ნ.ნაიერი 1984
პირიქით
ნ.ნაცვლიშვილი 2007
ფურცლები, რაზეც ღიმილს ვწერდი, გათავდა უკვე
(შენ, რა თქმა უნდა, ჩამჩურჩულებ – ალბათ პირიქით)
და თვალის სარკეს ახლა ყველა გოგონა უკვირს,
ვინც მასში თმები გაისწორა თუნდაც ირიბად.
მე მაინც ვდგები, როგორც ჩვენი წესია – დილით
და რადგან საგზლად უგზობაში დიდად სარგოა –
ლექსებს - გაფანტულ ტკივილების მონარჩენ ჩრდილებს
მზის ქვეშ ვაწყობ და ჩემს მეორე ჩრდილად ვაგროვებ.
ქარის ჩრდილია, ცებს ღრუბლების შალი რომ შვენით,
ჩრდილებს მუცლის ქვეშ აძინებენ პატარა ქვები
და ჩრდილი ბოლო ლოგინია ჩემი და შენიც,
სადმე გავშლით და ჩვენს ჩრდილებში ჩუმად ჩავწვებით.
და რა იქნება, რომ ერთხელაც ჩრდილები ადგნენ
და ჩვენ პირჩაღმა დავემტვეროთ გზებს და ბილიკებს
და მას დავეცე, ვინც მეძებდა, უეცრად სადმე
(და თუნდაც ასჯერ ჩამჩურჩულო მაშინ – პირიქით)
ალბათ პირიქით – შენ უთხარი დედაჩემს მაშინ
და მამაჩემი დაამსგავსე უდაბნოს კირჩხიბს
და რახან გოდორს მიმზადებდნენ მიწისთვის ცაში,
ღამით ჭუჭყიან თეთრეულზე ფეხებით ვიშვი.
მაგრამ ვისწავლე სამოთხეშიც როგორ გავერთო
და ზამთრის ყინვას ვეგებები ისევ შილიფად –
მე შენ ძალიან შეგიძულე მაღალო ღმერთო,
შენ კი . . . .
ამქვეყნად ყველაფერი გიყვარს პირიქით.
ele
Aug 21 2008, 02:36 AM
ბაკურაძე გცოდნია კი
Matilda
Aug 21 2008, 04:52 AM
eleციტატა
პირიქით
ნ.ნაცვლიშვილი 2007
დამსახურებულად ჰქვია ნათიას კრებულს ამ ლექსის სახელი!
ele
Aug 21 2008, 01:30 PM
ნათია კრებული არ მინახავს, ეს კი ვიცი რო წელს საბაზე არ წარადგინეს
che
Aug 21 2008, 01:58 PM
ლილ სინდიკატში - მე ნათია ნაცვლიშვილს გამოვყოფდი.. ყველაზე საინტერესო პოეტია.. დიანაზე რა გითხრათ, ნწჰ.. კეკელიძე ადგილ-ადგილ მაგრად გამოანათებს ხოლმე, მთლიანობაშI კარგია..
კონვენციურ ლექსებს რაც შეეხება - გიო საჯაია უბადლოა.. საერთოდ თანამედროვე ქართულ პოეზიაში და ვერლიბრის ასეთი შემოტევის კვალობაზე, კონვენციური ლექსის მფარველი ანგელოზია გიო საჯაია, რომელიც ამტკიცებს რომ ეს ფორმა უკვდავი თუ არა, აქტუალურიო მაინცაა

გეთიაშვილი ვერა

საერთოდ თანამედროვე პოეზიას რაც შეეხება, ცოტა უფრო გამოცდილ პოეტებში ზვიად რატიანს, შაკო ბაკურაძეს და დათო ბარბაქაძეს აღვნიშნავდი.. ყველაზე მოაზროვნე და ნამდვილი პოეტები არიან, თუცა აბსოლუტური ინდივიდები.. ნუ ბესიკ ხარანაული აღAრ ვთქვი.. ბესიკი თანამედროვე პოეზიის მამაა.. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მამაჩვენია და ბაბუაჩვენი

მის თაობაში დღეს მოღვაწე პოეტთა შორის შედარებაც კი არ შეიძლება არავისი ხარანაულთან..
ცოტა ახალგაზრდებს რაც შეეხებათ - მე ალექსა ჩიღვინაძეს გამოვყოფდი, ყველაზე დიდი პოეტური სულის ადამიანს.. ასევე მთელ ვარდისფერ ავტობუსს.. რაც შეეხება ზურა ჯიშკარიანს, ის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტატორია და ეს ძალიან საჭიროა.. ასევე მიშა ბაღსოლიანი პროზაში ძააალიან მაგარია.. მე ვთვლი რომ პროზაში არა მარტო თაობაში, დიდებშიც კი ლამის არ ყავდეს ბადალი

და არიან კიდევ პატარა ავტორები და საკმაოდ საინტერესოები.. პირადად ჩემი ორი უდიდესი იმედი, თაკო ფოლადიშვილი(კედი) და სანდრა.. ასევე მაიკო მესტუმრე..
მოკლედ მომავალი აქვს ქართულ ლიტერატურას..
ჰო რაც შეეხება სამკაულს - უკომენტაროდ.. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიძახოდი რომ მიუხედავად დეფი გოგიბედაშვილის საშინელი ზეგავლენისა, იქნებ მაინც გადარჩნენ გიორგი შალამბერიძე და გიორგი ზანგური მეთქი, მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ რომ ეს ორი პოეტური ტალანტი საბოლოოდ დაღუპა დეფიმ.. ნუ ჩემი სუბიექტური აზრია ეს

არადა..
თუ ვინმე გამომრჩა to be continued
Matilda
Aug 21 2008, 09:14 PM
cheთამარ ბუკია?

დავიჯერო მართლა ფიქრობ, რომმ"პატარა თეონას პატარა თავგადასავლებს"
ტრილოგია "ყველას უყვარს მარი" სჯობს?
penicilini
Aug 22 2008, 12:45 AM
ციტატა(che @ Aug 21 2008, 01:58 PM)

ლილ სინდიკატში - მე ნათია ნაცვლიშვილს გამოვყოფდი.. ყველაზე საინტერესო პოეტია.. დიანაზე რა გითხრათ, ნწჰ.. კეკელიძე ადგილ-ადგილ მაგრად გამოანათებს ხოლმე, მთლიანობაშI კარგია..
კონვენციურ ლექსებს რაც შეეხება - გიო საჯაია უბადლოა.. საერთოდ თანამედროვე ქართულ პოეზიაში და ვერლიბრის ასეთი შემოტევის კვალობაზე, კონვენციური ლექსის მფარველი ანგელოზია გიო საჯაია, რომელიც ამტკიცებს რომ ეს ფორმა უკვდავი თუ არა, აქტუალურიო მაინცაა

გეთიაშვილი ვერა

საერთოდ თანამედროვე პოეზიას რაც შეეხება, ცოტა უფრო გამოცდილ პოეტებში ზვიად რატიანს, შაკო ბაკურაძეს და დათო ბარბაქაძეს აღვნიშნავდი.. ყველაზე მოაზროვნე და ნამდვილი პოეტები არიან, თუცა აბსოლუტური ინდივიდები.. ნუ ბესიკ ხარანაული აღAრ ვთქვი.. ბესიკი თანამედროვე პოეზიის მამაა.. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მამაჩვენია და ბაბუაჩვენი

მის თაობაში დღეს მოღვაწე პოეტთა შორის შედარებაც კი არ შეიძლება არავისი ხარანაულთან..
ცოტა ახალგაზრდებს რაც შეეხებათ - მე ალექსა ჩიღვინაძეს გამოვყოფდი, ყველაზე დიდი პოეტური სულის ადამიანს.. ასევე მთელ ვარდისფერ ავტობუსს.. რაც შეეხება ზურა ჯიშკარიანს, ის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტატორია და ეს ძალიან საჭიროა.. ასევე მიშა ბაღსოლიანი პროზაში ძააალიან მაგარია.. მე ვთვლი რომ პროზაში არა მარტო თაობაში, დიდებშიც კი ლამის არ ყავდეს ბადალი

და არიან კიდევ პატარა ავტორები და საკმაოდ საინტერესოები.. პირადად ჩემი ორი უდიდესი იმედი, თაკო ფოლადიშვილი(კედი) და სანდრა.. ასევე მაიკო მესტუმრე..
მოკლედ მომავალი აქვს ქართულ ლიტერატურას..
ჰო რაც შეეხება სამკაულს - უკომენტაროდ.. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიძახოდი რომ მიუხედავად დეფი გოგიბედაშვილის საშინელი ზეგავლენისა, იქნებ მაინც გადარჩნენ გიორგი შალამბერიძე და გიორგი ზანგური მეთქი, მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ რომ ეს ორი პოეტური ტალანტი საბოლოოდ დაღუპა დეფიმ.. ნუ ჩემი სუბიექტური აზრია ეს

არადა..
თუ ვინმე გამომრჩა to be continued
ნაცვლიშვილი და კეკელიძე კი მაგრამ, ქეთო ნინიძეს არ ცნობ?
vulkani_lava
Aug 22 2008, 11:31 AM
latata
Aug 22 2008, 12:46 PM
ეს მომეწონა...დაიცავი გარემო
დაზოგე ჟანგბადი
ისუნთქე დღეგამოშვებით
ყველაფერი კარგი 2 ცალი უნდა ჰქონდეს ადამიანს.
წარმოიდგინეთ ერთი თვალი რომ გქონდეთ, რა მოხდებოდა? ნაცნობს ქუჩაში თვალს ვერ ჩაუკრავდით. ერთი წუთით დაფიქრდით, ორის ნაცვლად ერთი ხელი რომ გქონდეთ შეძლებდით თუ არა საყვარელ ადამიანთან გემრიელად ჩახუტებას? როგორ დაზარალდებოდით, თუ უინტერესო ინფორმაციას ერთ ყურში შეუშვებდით, მაგრამ არ გექნებოდათ მეორე ყური მის უკან გამოსაშვებად? ან სულაც ფეხსაცმლის ფაბრიკებში რამდენი სამუშაო ადგილით ნაკლები იქნებოდა წყვილის ნაცვლად მხოლოდ ცალი ფეხსაცმლის დამზადება რომ იყოს საჭირო? დამეთანხმებით, რომ ჩვენთვის, 2-ფეხა ადამიანებისთვის, 2-ის არსებობა უკიდურესი აუცილებლობა თუ არა, მიზანშეწონილი საჭიროება ნამდვილად არის. აი სწორედ ამიტომ გაუწყვილდა ლუშის 2007 წლის 3 მაისს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი წერისძიება ერთი წლით ადრე გამართულ მსგავს ღონისძიებას, ახლა უკვე ცოტათი შეცვლილი შემადგენლობით. კეთილი ნებით გამოყოფილი თავშესაყრელი ადგილი, შემთხვევით მოსული რამდენიმე ახალგაზრდა, მიზანმიმართულად მომარაგებული საწერი საშუალებები და გემოვნებით შეზავებული ფანტაზია გახდა წყარო ტექსტებად ქცეული აზრთა უხვი ნაკადისა. მერე რა, რომ წვიმდა? მერე რა, რომ ქუჩებმა იმ დღეს ვერ შეიმეცნეს სიუხვე შეზავებული აზროვნებისა? მთავარი ხომ წაკითხვა არ არის? მთავარი გააზრებაა. ეჰ, რას ვიზამთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლახან აღმოვაჩინე, რომ ეს დღე წელსაც ასევე ჯიუტად აპირებს მოსვლას. და ეს უკვე სამი გამოდის. მომიწევს 3-ის არსში ჩაღრმავებაც…
che
Aug 22 2008, 01:35 PM
peniciliniნუთუ ვინმეზე ვთქვი რომ არ ვცნობ?

არცნობა ჩემი გასარჩევი არაა, მითუმეტეს ქეთო ნინიძის

ქეთოსაც ვცნობ, ირაკლი კაკაბაძესაც (ლილის) და სხვებსაც.. მე მხოლოდ ჩემთვის საყვარელი და ახლოს მყოფი პოეტები გამოვყავი
che
Aug 22 2008, 01:36 PM
Matildaაი რაც შეეხება ტრილოგიას "ყველას უყვარს მარი", არ ვიცი იხუმრე თუ არა, იმიტო რო საერთოდ არ ვიცი თამარ ბუკიას შემოქმედება, მაგრამ მიშას ეგ ტრილოგია ყველაფერს მირჩევნია თანამედროვე მინიმალისტურ პროზაში
vulkani_lava
Aug 22 2008, 02:42 PM
latataკარგი იყო
latata
Aug 22 2008, 03:42 PM
vulkani_lava
elefteri
Aug 22 2008, 08:55 PM
ციტატა(penicilini @ Aug 22 2008, 12:45 AM)

ციტატა(che @ Aug 21 2008, 01:58 PM)

ლილ სინდიკატში - მე ნათია ნაცვლიშვილს გამოვყოფდი.. ყველაზე საინტერესო პოეტია.. დიანაზე რა გითხრათ, ნწჰ.. კეკელიძე ადგილ-ადგილ მაგრად გამოანათებს ხოლმე, მთლიანობაშI კარგია..
კონვენციურ ლექსებს რაც შეეხება - გიო საჯაია უბადლოა.. საერთოდ თანამედროვე ქართულ პოეზიაში და ვერლიბრის ასეთი შემოტევის კვალობაზე, კონვენციური ლექსის მფარველი ანგელოზია გიო საჯაია, რომელიც ამტკიცებს რომ ეს ფორმა უკვდავი თუ არა, აქტუალურიო მაინცაა

გეთიაშვილი ვერა

საერთოდ თანამედროვე პოეზიას რაც შეეხება, ცოტა უფრო გამოცდილ პოეტებში ზვიად რატიანს, შაკო ბაკურაძეს და დათო ბარბაქაძეს აღვნიშნავდი.. ყველაზე მოაზროვნე და ნამდვილი პოეტები არიან, თუცა აბსოლუტური ინდივიდები.. ნუ ბესიკ ხარანაული აღAრ ვთქვი.. ბესიკი თანამედროვე პოეზიის მამაა.. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მამაჩვენია და ბაბუაჩვენი

მის თაობაში დღეს მოღვაწე პოეტთა შორის შედარებაც კი არ შეიძლება არავისი ხარანაულთან..
ცოტა ახალგაზრდებს რაც შეეხებათ - მე ალექსა ჩიღვინაძეს გამოვყოფდი, ყველაზე დიდი პოეტური სულის ადამიანს.. ასევე მთელ ვარდისფერ ავტობუსს.. რაც შეეხება ზურა ჯიშკარიანს, ის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტატორია და ეს ძალიან საჭიროა.. ასევე მიშა ბაღსოლიანი პროზაში ძააალიან მაგარია.. მე ვთვლი რომ პროზაში არა მარტო თაობაში, დიდებშიც კი ლამის არ ყავდეს ბადალი

და არიან კიდევ პატარა ავტორები და საკმაოდ საინტერესოები.. პირადად ჩემი ორი უდიდესი იმედი, თაკო ფოლადიშვილი(კედი) და სანდრა.. ასევე მაიკო მესტუმრე..
მოკლედ მომავალი აქვს ქართულ ლიტერატურას..
ჰო რაც შეეხება სამკაულს - უკომენტაროდ.. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიძახოდი რომ მიუხედავად დეფი გოგიბედაშვილის საშინელი ზეგავლენისა, იქნებ მაინც გადარჩნენ გიორგი შალამბერიძე და გიორგი ზანგური მეთქი, მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ რომ ეს ორი პოეტური ტალანტი საბოლოოდ დაღუპა დეფიმ.. ნუ ჩემი სუბიექტური აზრია ეს

არადა..
თუ ვინმე გამომრჩა to be continued
ნაცვლიშვილი და კეკელიძე კი მაგრამ, ქეთო ნინიძეს არ ცნობ?
ჰო ნინიძე საშინლად დაჩაგრულია
vulkani_lava
Aug 22 2008, 10:55 PM
ეძღვნება ყველა ციცოს
ციცო
მურმან ლებანიძე
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!
ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
vulkani_lava
Aug 22 2008, 10:56 PM
იქნებ
იქნებ გაგასწრო,
იქნებ გამასწრო,
ამ წუთისოფლის
უმოკლეს გზაზე,
მაგრამ, იცოდე,
არსად, არასდროს,
არ მყვარებია
არავინ ასე...
იქნებ გაგცვალო,
იქნებ გამცვალო,
არავინ იცის
რა ხდება მაზეგ,
დღეს რომ მიყვარხარ,
შენ გენაცვალე,
არ მყვარებიხარ
არასდროს ასე!...
გურამ კლდიაშვილი
vulkani_lava
Aug 22 2008, 10:57 PM
სეკვენცია
ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა?- არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან
დღეებს, რომლებიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისიგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი- ნანი-ნა მინდა.
ვეფხვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ზანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სამი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა.
ყველა ვარსვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვალავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა,ო-მინდა
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.
რატი ამაღლობელი
Illegal Astronaut
Aug 22 2008, 11:01 PM
ეს გალაკტიონის დიდ მოყვარულებს..
ჩემი პირადი შეხედულებით ეს არი გალაკტიონის უმამესი ლექსი... უბრალოდ უძლიერესია..
"დომინო"
შევდივარ სასახლეში.
წმინდაო, დამიცევ! სუროში, საშიშარ მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის
ეტლებით,
ჰაერი სიკვდილით დაფარეს...
განდეგილ ცხოვრებით დღეგრძელი მოხუცი
ცხოვრობდა აქ ერთ დროს.
ვინ იყო? სახელი არავინ იცოდა.
ათასგვარ წამლით და შელოცვით ეძებდა ბედნიერ სამკვიდროს
და მუდამ ფარული ღელვებით იწვოდა...
მის თვალწინ ქარივით დგებოდნენ ყოველღამ ფერმკრთალი
ქალები.
სანთლების, წიგნების წყევლა და ვედრება!
ისინი ტიროდნენ, ისინი რეკავდნენ თვალების რკალებით.
რისხვა! ამხედრება!
აქ ხშირად ვხედავდი საყვარელ აჩრდილებს:
უეცარი გახელა, საოცარი შენობა,
როგორ მოვანდომინო.
მესმის უცხო სახელი, მტანჯავს მე უშენობა,
იდუმალო დომინო!
არაფერი ეშველა: ნიღაბები წითელი,
ნიღაბები ათასი!
მაგრამ მე მომეჩვენა ჩემი ცა უწინდელი
უფრო უდიადესი.
ლანდად სჩანდა ხელები და გეძებდი თვალებით,
დაღალული თვალებით!
რეკდენ ცისარტყელები ფერის ჩუმი ცვალებით
და მძაფრი გამალებით.
წმინდაო, დამიცევ! სუროში, საშიშარ მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული ლაშქრებით და ბედის
ეტლებით,
რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.
თეთრი კვამლი ზღაპრების,
ამართული კანკელი.
მესმის ამ გამძაფრების
წამწამების კანკალი.
ქალთა ხმაში ფარული
ყვავილები სუროთი,
თოვლის ფერ-უმარული-
გაფითრების სურათი!
და თვალების წყვდიადი
და სიცილის ფერება-
როგორც ყრუ ბაიათი-
ფიქრით დამემტერება.
ოჰ! ვიცი: სიცივიდან
ტერფამდე ვარ დიდება!
მასთან ალებს მივიტან,
ვეტყვი... არდარიდება!
ვიცი: ფრთასაც ვერ ახებს
იდუმალად ბეჯითი,
თითების გრძელ ზამბახებს
დაჩრდილული ბეჭედი.
ლანდივით მაქვს ნახული
ბეჭდის თვალში მოლები,
მოტეხილი ზაფხული
და ოხვრის პაროლები.
წმინდაო, დამიცევ! სუროში, საშიშრად მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის
ეტლებით,
რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.
დარბაზში ისმოდა:
დომინო!
დომინო!
დომინო!
გამოჩნდა დომინო.
miss smith
Aug 22 2008, 11:08 PM
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
გაზაფხულია!
vulkani_lava
Aug 22 2008, 11:10 PM
მირზა გელოვანი
მელოდე
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მივუტან მხურვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.
elefteri
Aug 23 2008, 02:41 AM
იავნანა
რუსუდან კაიშაური
დავხურე რვეული,
იავნანა, ლექსებო.
ვიდრე დაგიბრუნდებით,
თავს ნუ გაიგიჟებთ.
დაგთესეთ, ცრემლებით მოგრწყეთ,
კალამი მხარზე გავიდე
და ჩემს წუთისოფელში გავიხიზნე.
არ დამვიწყებიხართ,
ცალი თვალი თქვენზე დამრჩა,
მაგრამ ხელებს არ სცალიათ,
ობლის კვერებს აცხობენ.
არც ფეხებს უყვარხართ,
შევყრი ხოლმე მაგიდაზე
ტელევიზორის საყურებლად,
როცა კალამი და რვეული ანცობენ.
ძალიან ვცხელდები,
სიცოცხლეს მზესავით რომ ვინდომებ,
შიშველი ლექსები, ასოები რომ უჩანთ
მზესავით მეფიცხებიან რვეულის მინდორზე.
წიგნი მოწერილი შენდამი პირველი
გიორგი კეკელიძე
ირონის და იას ეროტიული საკითხავი
,,ამირან დარეჯანის ძე”
შ.რუსთაველი
,,და სიყვარულის ასე მოთმენა“
გ.ტაბიძე
-ა-
და
არვინ ვიცით, ვინ შეგვყარა (და რას გაგვყარა),
ვინ დაგვაბრალა ჯიბეებში დამხრჩვალი ფრთები,
ვინ დაგვაძალა ერთნაირი გვეყოს სამხარი
და სამხარს მერე წამწამების ფიჩხით რომ ვთბებით.
-ბ-
და
ერთხელ ყველა ისე ახლოს მომეყრდნეთ სახით,
რომ გეფიცებით ვეღარცერთი ვეღარ გიცანით
და სიმარტოვემ დამაძალა სიცოცხლის ტახტი -
შენი სახლიდან მონარჩენი თხელი ფიცარი.
-გ-
და
ვჭრი საბძლიდან ენებივით დაკიდულ თოკებს,
როგორც მაჯებზე შემოხვეულ სისხლის მავთულებს,
ფანჯრებს ვუმუწავ ჭრელ სართულებს და მზეს ვიოკებ
და სიკვდილისკენ გადაკიდულ ბილიკს ვართულებ.
-დ-
და
რახან დავრჩი, ჩემს ყანებში დათესეს გვალვა
(ალბათ ელიებს მოუმრავლეს ღამის ქოთნები)
და მე მომიხდა ყანებისთვის ცრემლების სწავლა
და ზაფხულების სიყვარულზე უფრო მოთმენა.
-ე-
და
ცხელს, სიზმრების სარდაფებში ვიხდიდით ჰაერს,
ვიცვლიდით ჰაერს და ვერასდროს ვიცმევდით წაღმა
და ამ ტანსაცმლით ცხადი წლები ისე ვიარეთ,
ტუჩზე ღიმილი ბალახივით რომ შემოგვახმა.
-ვ-
და
და ძმა იყო მზე და მთვარე, სანამ გვეძინა
თუ ბავშვობაა ტკივილიდან ნაბიჯი უკან
და ღმერთიც იყო უსუსური პატარა წინათ,
რაღაც ეტკინა და ჩემს ნეკნებს მოუკაკუნა:
-ზ-
და
გაიზარდა და დამშვენდა ჩემით და შენით
და სიყრმეს კეფით აკვირდება ჩვენი მიწიდან
და ღმერთო ჩემო, ღმერთს ცრემლები საოცრად შვენის
და ღმერთს საოცრად არ უხდება, როცა იცინის.
-თ-
და
წუხელ ვახშმად ჭიანჭველის ბულიონს ვჭამდი
და გვიანი მზით მოტყუებულ ჩრდილებს ვისხამდი
და ვბერდებოდი – ანუ ხელებს ვაწვდენდი ცამდი
და თვალს ხელივით ვაცეცებდი ნაცნობ მიწაზე.
-ი-
და
ვჭამდი ტყეებს (სადღაც გემოდ მეცნო სამოთხე)
ტყეში ფუღუროს, ფუღუროში გახრწნილ ავსულებს
და თქვეს ღმერთებმა, რომ დამჯერე შვილი გამოვდექ
და დანაპირებს ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებ.
-კ-
და
მოვატყუე ყველა ღმერთი – დათვლად ულევი
და სანამ ერთად მოისურვეს სული და ვალი –
გუშღამე – ვიდრე ამ უცხო ლექსს დავასრულებდი,
ჭკუა ვიხმარე და უჩუმრად გარდავიცვალე.
-ლ-
და
მიაწერონ მერე სხვათა – ვინ ვის უქია,
რუსთველი – რუსთველს, სარგის – სარგისს, თუ ხონელ –ხონელს
და თქვან რომ ლექსი სისხლია და სიჭაბუკეა
ან თქვან, რომ მუზის ქარავნები სიბრძნისას მოვლენ.
-მ-
მე
კი თქვენს ახლოს, თქვენგან ნაქებ კაფეში ვზივარ
და გეახლებით ოდნავ მწარე ყავისფერ ყავას
და ვეღარაფრით ვერ მივიღებ თქვენგან სამძიმარს
ანუ მზე ადგა, მზე დადგა და მზე მალე ჩავა.
-ნ-
მზე მარტივია, წითელია და ოდნავ მრგვალი ,
მზე დაღლილია, როგორც შენი ხელი მარცხენა,
როცა პასუხს მწერ და თვალებმა სცადეს სიმთვრალე
და ცოდვა სცადეს და ცოდვისგან ცოტა დარცხვენა.
არაბულის მასწავლებელი
გიორგი ლობჟანიძე
ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი
და გასწავლი,
როგორ აუღლო
სიყვარული სამივე დროში
უმარტივესად,
რადგან არაბულს
დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს
და, შესაბამისად,
არაფერი
წარსულად, აწმყოდ და მომავლად
არ ნაწილდება.
აქ ზიმზიმებენ უწარსულო აწმყოები
და უმომავლო წარსულები,
ადამიანი კი თავდაყირა ჰკიდია
მათ მობურბურე,
მცხუნვარე საკირეში.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი
და ყველაფერს ვიწყებთ არა სიტყვით,
არამედ საქმით _
«ფაყალა» ძირით,
რაც ქართულად კეთებას ნიშნავს.
ვაუღლოთ კეთება სამივე დროში:
უწარსულო აწმყოში
უაწმყოო წარსულსა და
უწარსულ-უაწმყოო
მომავალში:
საინტერესოდ იტრიალებს
«ფაყალა» ძირი
მე და შენ შორის.
ვიკითხოთ
ისლამამდელი არაბული პოეზია,
უმეცრების ხანის,
ხალხის სიბნელის დროინდელი,
სიბნელიდან
ჟღალი აქლემივით
ამონათებული,
უდაბნოში ზანტად მიმომრწევი,
სანამ სავსე მთვარე დაგვნათის და
მაინც უკუნია,
რადგან ცაზე ჯერ არ აკაშკაშებულა
ნახევარმთვარის
ავადმოელვარე,
ეული მახვილი.
ვიკითხოთ ყურანი,
რამაც უმეცრების ხანა გაანათა
ღვთისგან ნაბოძები
ნატიფი სურებით.
სურა ოთხმოცდამეერთე,
«დაგრაგვნა»:
«როს მზე დაიგრაგნება,
როს ვარსკვლავნი მიინავლებიან,
როს მთანი ამოძრავდებიან,
როს ცხრა თვის მაკე აქლემები
უმეთვალყურეოდ დარჩებიან,
როს ნადირნი შეკრებილ იქნებიან,
როს ზღვანი გადაივსებიან,
როს სულნი შერწყმულ იქნებიან,
როს ცოცხლად დამარხულს ჰკითხავენ _
რა ცოდვისთვის მოიკლა?
როს გრაგნილი გაიშლება,
როს ზეცა აიშლება,
როს ჯოჯოხეთი გახურდება,
როს სამოთხე მოახლოვდება,
გაიგებს სული, თუ რა მოიტანა!»
და ეტყვის სული:
უფალო,
მე ვიყავი
ცოცხლად დამარხული
შენგან ნაბოძებ სხეულში,
ამ სხეულის უაზრო და უმიზნო ხუშტურებს
აყოლილი,
ადამიანური მოვალეობებიდან
ვერ გამომღწევი.
მე ვერ გავიგე
და იქნებ, შენ ამიხსნა,
რა ცოდვა მომეკითხა,
რისთვის დავიმარხე,
რა შეცოდებისათვის მოვიკალი,
თუკი ყველაფერი მაშინ განმესაჯა,
სანამ
მსწრაფლწარმავალში მოვიდოდი,
სანამ უბადრუკ წვეთად დამათხევდი
და სანამ უბადრუკ წვეთს დამათხევინებდი!
ყველა უბადრუკი წვეთი შენ დამათხევინე,
რადგან შენ შექმენი
კარაქზე უფრო რბილი საშოები,
ქვიშის ბორცვებივით
მკვრივი დუნდულები,
ენერგიული,
მსხვილი ბაგეები,
ხოლო სხეულზე, ისე როგორც ცაზე,
შენ ჩამომკიდე
ვნებისაგან სავსემთვარესავით წელში გადრეკილი,
ვერცხლისფრად ავად მოლაპლაპე იატაგანი _
ყველგან შეღწევის და
ყველაფრის გაპობის ჟინით ანთებული,
როგორც სული,
თუ უფრო:
სამშვინველი.
შენ შექმენი ჩემი ასო
და ასო წიგნისა,
რომლითაც იწერება
ყველა ენის ყოველი ნაწერი,
მათ შორის, არაბული...
და იწერებოდა არაბულად
ათას ერთი რამე:
«ათას ერთი ღამე»
«მაკამები»,
«ღაზალები», თუ
ეპისტოლე-ტრაქტატები,
რომელთაგან აღსანიშნავია:
მუჰი ად-დინ იბნ ალ-არაბის
«სიყვარულის თარჯიმანი»,
ალ-ჰალლაჯის
«შეითნის ეპისტოლე»,
აბუ ლ-ალა ალ-მაარის
«შენდობის ეპისტოლე»
და უავტორო
«ასოს დაგრძელების ათას ერთი ხერხი, არაბული».
და, უფალო,
მე ვიყავი მიმომფანტველი,
იმათგან,
შენი ერთი სურის სათაურად რომ გამოიტანე:
სურა ორმოცდამეთერთმეტე,
მიმომფანტველნი:
«დე, დაიხოცონ მატყუარები,
რომლებიც არიან უდარდელობის მორევში;
კითხულობენ: როდისაა დღე სამსჯავროსი?!
იმ დღეს, როცა ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან: _
დააჭაშნიკეთ თქვენი გამოცდა;
ეს სწორედ ისაა, რასაც ასწრაფებდით!
ჭეშმარიტად ღვთისმოშიშნი _
ბაღებსა და წყაროსთვალებში;
მიმღებელნი იმისა, რასაც უბოძებთ უფალი მათი. ჭეშმარიტად, ამაზე უწინ იყვნენ
ისინი კეთილისმქნელნი;
მხოლოდ ღამის რაღაც ნაწილში თუ
მცირედ წასთვლემდათ
და გამთენიას პატიებას ივედრებოდნენ;
მათ ქონებაში არის წილი მათხოვართა
და უპოვართათვის
და ქვეყანაზე სასწაულებია დაჯერებულთათვის
და თქვენს სულებში;
განა ვერ განჭვრეტთ?!»
განვჭვრიტე, უფალო,
განვჭვრიტე და გეკითხები:
და ჩემს სხეულში,
სხეული რაღად დაივიწყე?!
აქაც იმდენი სასწაულია:
მარჯნის ბაგენი,
კბილები _ წყობილმარგალიტი,
ვარსკვლავები ცაზე, სულსა და თვალებში.
მთვარეიატაგანი ცაზე
და მთვარეიატაგანი _
ლაჯებში.
გული _ შენთა სიღრმეთა მწვდომი
და ასო _ შენი შექმნილების სიღრმეთა მწვდომი.
რით არ არის ჩემი სხეულის ყოველი მყესი
შენი სასწაული;
ისე, როგორც
ვარსკვლავები, მთვარე თუ
ბალახი.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი.
გასწავლი და ასე გიყენებ,
რადგან მე აღარა ვარ ჰომო საპიენსი,
არც ჰომო ფაბერი,
არამედ ის, რადაც იქცა ჩემი მოდგმის ყოველი წევრი,
რადაც ყოველი საბოლოოდ ჩამოყალიბდა:
ადამიანი _ მომხმარებელი,
გამომყენებელი.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი:
«ას-სალამუ ალაიქუმ» _
მშვიდობა შენდა!
ალაიქუმუ ს-სალამუ _
შენდა მშვიდობა!
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი.
მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი
იმ დღეს, იმ (არა) ჩვეულებრივ 11 სექტემბერს,
ნიუ-იორკის ცათამბჯენის
მაღალ სართულის
ერთ აივანზე
ვიდექი და სამახსოვრო სურათს ვიღებდი.
დავყურებ ფოტოს:
ვიღიმები,
ვერაფერს ვხედავ,
წინ ვიხედები
და ხიფათსაც არ მიგრძნობს გული.
ხოლო ფოტოზე, რათქმაუნდა, გარკვევით მოჩანს,
რომ უკან დიდი თვითმფრინავი მიახლოვდება!
«ჰირუ უმმიქა!»
(აღარ ვთარგმნი)
«ჰირუ უმმიქა!» _
ერთმანეთს ასე ესიტყვება
მაშრიყ-მაღრიბი.
ხოლო ყურანი ამბობს:
«ალაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და საითაც არ მიბრუნდები, მისი სახეა, რადგან ალაჰი ყოვლის მომცველი, ბრძენთა ბრძენია.»
მე ეს ვიცოდი,
მე იმ დღეს, ღმერთო, სურათს ვიღებდი,
დამშვიდებული
და უკან არც ძრწოლით შევბრუნდი!
ისიც ვიცოდი,
რომ არაბულად სახეს ნიშნავს სიტყვა «სურათი»,
ხოლო ქართულად, რასაც ნიშნავს,
მოგეხსენება:
ფოტოს ან სურათს
ანუ იმას, რაც ჩემგან დარჩა,
მას შემდეგ, რაც შენ ცოცხალ სახეზე
თვითმფრინავით გადამიარე,
და, როგორც ზეცა,
გადამგლიჯე თუ გადამკაწრე,
ის ზეცა, რომლის გულისგულში
შენ გიდგას ტახტი.
«ჰირუ უმმიქა» _
დედისტრაკი,
ანდა:
«ფაქ იუ»
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი,
და ამერიკელს ვინღა ჩივს,
თვითონ არაბსაც
უკვე არ ახსოვს, რა თქმა უნდა,
ის არაბული,
რაც უფალმა ენათა შორის გამოარჩია
და ის, რისთვისაც გამოარჩია ენათა შორის:
სიზუსტისათვის
და სიზუსტის სილამაზისთვის;
როცა ენას შეუძლია იმდენად ზუსტი
იყოს, რომ გულში ჩაკონებას დაემსგავსოს,
მოხვევნას და არა _ გასრესვას,
რაკიღა ხშირად ხვევნა გინდა, სრესვა გამოდის.
მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი:
მე შენ გასწავლე:
მუცლით როკვა,
აქლემზე ჯდომა,
ინახით ჯდომა,
და ასე მჯდომს მშვიდი ბაასი,
რომ ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა,
ამ ქვეყანაში
შექმნა წიგნი
და თვითმფრინავი,
მსხვერპლი _ ჯალათი...
უფალმა შექმნა მოწაფე და,
რაც მთავარია,
შექმნა ასეთი არაბულის მასწავლებელი...
ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი...
(სიტყვა "სიყვარული")
მაია სარიშვილი
ეგ სიტყვა - თოთო ბავშვივით მოგდებული კართან,
შენიცაა,ახლა შენ მიხედე.
მე ცოტა ხანი დავისვენებ.
ხოლო უმისოდ,აი,რა ხდება,ნახე:
გავრბივარ.
კაბა მითეთრდება,თმები მეზრდება,
ნოტებით სავსე პარკს ძირი ძვრება,
შემიძლია არ ავკრიფო,ისე გადავახტე.
გავრბივარ.
როგორ მაბერებდა ეგ სიტყვა თურმე.
თმით როგორ მიმათრევდა
შენს სახლში ყოველ საღამოს.
როგორ უბოდიშოდ მიბერავდა და მიჩუტავდა მუცელს.
როგორ მაშინებდა,უჩემოდ ვერ გაძლებო.
აი,არაფერიც არ მომივიდა...
ახალი სუპერლექსები
ახლახანს დავამუღამე, თქვენ რას იტყვით?
კარგია თუ თქვენებს შემომთავაზებთ
elefteri
Aug 23 2008, 02:48 AM
ასევე ძალიან მაინტერესებს che-ს ანალიზი, Mსვენივრად მსჯეოლობს და რამე..აი გაგრძელებას რო დაგვპირდა..ასევ ცუდია რ ოქნება ეთქვა მას და სხვასაც ვინც მოწონს რატო მოწონს ან პირიქით და ამოძრავდება ფორუმიც
latata
Aug 23 2008, 11:03 AM
გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.
ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი.
გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.
სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის...
გიო ანდრონიკაშვილი
latata
Aug 23 2008, 11:07 AM
წვიმიან დილით
ქოლგა გაშალა მგზავრმა-
ალბათ,დაბერდა...
vulkani_lava
Aug 23 2008, 11:19 AM
ციტატა(latata @ Aug 23 2008, 11:07 AM)

წვიმიან დილით
ქოლგა გაშალა მგზავრმა-
ალბათ,დაბერდა...

საღოლ

შენი დაწერილია ??? მომეწონა მართლა
latata
Aug 23 2008, 11:27 AM
vulkani_lavaმეც მომეწონა.. (მართლა)
che
Aug 23 2008, 12:19 PM
elefteriსიამოვნებით.. ორიოდ სიტყვას კონკრეტულად შენს მიერ ახლად მოყვანილი ლექსების ავტორებზე მოგახსენებთ, ერთგვარ რჩევებს დავწერ ჩEმის მოკლე ჭკუით

პირველ რიგში მინდა დავიწყო მაია სარიშვილით.. ესაა ზუსტი პოეტური ნატურა, არ გეგონოთ მაიაზე მხოლოდ იმ გადასახაედიდან ვმსჯელობ, რომ საბა აირო წელს საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.. არა მაიას შემოქმედებას მანამდეც ვიცნობდი და მინდა აღვნიშნო, რომ ის ერთ-ერთი იმ მცირერიცხვოვან პოეტთაგანია, რომლებსაც უსიტყვოდ ვარიარებ პოეტებად, და ეს მაშინ, როცა თვითონ მაიას პოეზია ჩემგან ძალიან შორს დგას, ანუ როგორ გითხრათ, მე არ მეხება, არ მოდის ჩემთან, მაგრამ ვაღიარებ, იმიტომ რომ ცივი გონებით ვსჯი და ნამდვილად ძალიან მაგარია..
რაც შეეხება გიორგი ლობჟანიძეს, მარტო ქართულ ლიტერატურულ სივრცეში შეტანილი დამსახურებისთვის უნდა ვცეთ პატივი, ბოლო-ბოლო მისმა ნათარგმნმა ყურანმა გარდა იმისა რომ ასევე საბა აიღო წელს საუკეთესო თარგმანისათვის, შარშან ირანის საუკეთესო წიგნადაც კი გამოცხადდა.. საოცარი წარმატებაა.. თვითონ გიორგი კარგი ადამიანია, მაგრამ მთლად პოეტურ ნატურად ვერ აღვიქვამ მე, უფრო კარგი პროფესიონალია, კარგად იცის ლექსის წერის ექნიკა, მაგრამ აი პოეტური სულისა რა გითხრათ.. ნეაჰ..

რუსუდან კაიშაურზე არაფერს ვიტყვი.. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ძალიან სამწუხაროა ასეთი პოტენციალის ადამიანმა ვერ მოახდინა ბოლომდე რეალიზება საკუთარი ნიჭის, მე მაინც ვთვლი რომ რუსუდანს ბევრად მეტი შეეძლო და ბევრად ნაკლებს დასჯერდა

აქვე ძალიან რომ არ დაიტვირთოს ჩემი პოსტი, მეც მოვიყვან ჩემთვის რამდენიმე სუპერლექსს:
che
Aug 23 2008, 12:19 PM
1. შაკო ბაკურაძე
ქმრების საკითხავი
1.
ამ გამოშიგნულ ვაგონებში ცხოვრობენ გზები ბალახმოვლილი
და უიმედოდ დავიწყებული.
რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ
დაატარებს და გარდაცვლილთა ამბებს გვიყვება.
მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში.
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები
ის ამბობს
თითქოს გვქონდეს გული
და ეს გული გრძნობდეს სიყვარულს,
თითქოს გვყავდეს ღმერთი, რომელიც
ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე,
თითქოს ვგრძნობდეთ ბავშვობას, როგორც
ძირგახვრეტილ ჩექმებს წვიმაში.
“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი როცა მოკვდებით”-
იტყვის და თვალებს გააპარებს შენობებისკენ,
რომლებშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც
ადამიანს სიცოცხლის შემდეგ...
“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როცა მოკვდებით,
თქვენი კეთილი ფანჯრები და სავარძლები, როცა მოკვდებით,
ეს თქვენითსავსე ოთახები, როცა მოკვდებით,
როცა ამ ჭერქვეშ ვერ შემოხვალთ..
გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი?
იმ დილით ახალგაღვიძებულებმა კარი რომ შეაღეთ,
მან კი გთხოვათ,
ნუ შემოხვალთ, ბებო მოკვდაო,
გარეთ თოვდა
და დაორთქლილი შუშიდან დაინახეთ
ეზოში
საადრეო ვაშლის ადგილას პერანგისამარა იდგა ბებო
და ბავშვივით ფეხისწვერებზე წამოწეული
ცდილობდა შეეხედა ოთახში, სადაც
დედა ტიროდა.
თქვენ კი ფიქრობდით თოვლზე, რომელიც
როგორც იქნა მოვიდა
და ბებოზე,
რომელმაც ყველას დაგასწროთ ადგომა
და ფეხშიშველი გავიდა თოვლში
ხელისგულზე ფანტელების შესაგროვებლად.
სიკვდილიც მაშინ ეს გეგონათ:
როცა ფანტელები ხელისგულზე აღარ დნებიან.
მერე გამოანათა მზემ და მოვიდნენ
ახლობლები, მეზობლები და ნათესავები
და თითოეულმა საკუთარი წილი სიკვდილი წაიღო თქვენგან,
წაიღეს, მაგრამ არცერთს სახლამდეც არ მიჰყოლია,
სახლი კი უფრო დაცარიელდა,
არც ბებო იყო, აღარც სიკვდილი და აღარც თოვლი....
გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი?
მატარებლით გაემგზავრეთ უცხო ქალაქში,
ფანჯრებიდან ისევ ნაცნობი ცა მოჩანდა,
დედიკოც ისევ ახლოს იყო
და თქვენ შეგეძლოთ მის კალთაში დიდხანს გეთვლიმათ.
გახსოვთ ის კაცი, ტამბურში ასტრას რომ ეწეოდა,
თან ისე მძიმედ ახველებდა, იფიქრებდი
ნახველს გულსაც ამოაყოლებსო.
გახსოვთ, მისი რუხი პალტო,
ჟღალი თმები და სისხლისფერი წყლიანი თვალები?
გახსოვთ ის კაცი, მაშინ შეშლილი რომ გეგონათ-
ახლა მკვდარია.
ის შუაღამით თქვენს კუპეში შემოეხეტა
და იღრიალა:
”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს
მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს,
ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან.
მე კი ვიყიდე ერთხელ სიბერე,
რაც რამ მებადა გავყიდე და შუა ომში უწვერული ყმაწვილებისგან
ნაოჭები და სევდა ვიყიდე,
გულგრლობა და სიკვდილის შიში ვიყიდე
და შემდეგ უკვე მათ საფლავთან მქონდა ცრემლები
და წუთიწუზე ამოსაყვანი ყველივით თბილი სიტყვებიც,
მათი კანივით ქორფა ვარდებიც
და შეძენილი გულგრილობაც
და მაშინ მითხრა სასაფლაოზე მოხეტიალე ათი წლის ბიჭმა:
“დილით როდესაც მეძინა დედამ
მერცხალი ხარო, ასე თქვა ძია,
მე კი თქვენს გამშრალ თვალებში ვხედავ,
რომ მეც მოვკვდები ადრე თუ გვიან
და ვერ მივხვდები საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია
და ეს სიცოცხლე, რომელსაც ჭყინტი
ყველის გემო აქვს და მაწვნის სუნი
ღამღამობით რომ მაჭმევენ ძალით
და ჭამის შემდეგ მერევა გული
და ვარწყევ როგორც ფეხმძიმე ქალი
მთელს დედის რძეზე ნაყიდ ბავშვობას”
ჰოო დედათქვენი ახლა შორსაა,
ცოცხალია და რძისფერ ღრუბლებში დაფარფატებს
რძისფერი ფრთებით,
მამათქვენი კი ჩააძაღლეს.......
ისინი მიხვდნენ და ჩააძაღლეს,
მიხვდნენ – ჰო, მიხვდნენ თუ ვინც იყო,
რომ თქვენს მამობას იბრალებდა
და სააღდგომო ღორივით დაკლეს
მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია:
ჩვენთან არს ღმერთი...
თქვენ კი ზღვისპირას უნდა იცხოვროთ
და უნდა ჭამოთ თაფლი და თევზი,
ესაა მამის ბოლო სურვილი,
ესაა მამის ბოლო ლექსი:
“სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და გეკითხები,
ცოცხლებს შორის განა იცნობ ვინმე ისეთს, ამ თვისებაში ეჭვს
რომ შეიტანს,
შენი ქმარი ვარ და ყოველდილით ამ სიზმრებისგან დაცლილ
ზეცას, ამ სიხარულს და ამ ქალაქს ვიწყებ შენიდან.
და ამ უკვდავი ღმერთითა და მოკვდავი ძმებით
გულისრევამდე ბედნიერი ვარ,
ვერ გავრკვეულვარ ღვთის სიძულვილს
თუ თქვენს სიყვარულს გამოვხატავ, როცა ხეიბარ
სიტყვებს ვაგროვებ ლოცვისათვის და როცა ღამით
შენთან წოლის ვითხოვ უფლებას
და ვისმენ ეჭვი გულის ბნელი სარდაფებიდან
ნესტიანი ხმით მესაუბრება,
რათა მეასედ დამარწმუნოს, რომ ყველა ქმარი მოკვდავია
და სიკვდილიდან რომ ვარ მოსული,
რაც თავი მახსოვს ცოცხალი ვარ-რა ვუპასუხო –
შემრთეს ქალი, რომელიც მიყვარს და ის არის სხვისგან ორსული.....
და ბნელ ოთახში ატუზული, იღლიის ქვეშ ცოლის დაკარგვის
შიშის ლაქას ვეხები, როგორც ნიშნობის ბეჭედს,
მაგრამ ის მაინც ყოველღამით სხვასთან მიდის
და მთვარის შუქზე წმინდანივით მიარხევს ბეჭებს,
ხოლო მე ისიც აღარ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო, სად მტკიოდეს,
უბრალოდ ვზივარ, ვეწევი და ვხედავ ფანჯრიდან
კუპრისფერი ზღვა როგორ რიყავს მეომართა წაშლილ გვამებს,
მესმის დაჭრილთა
მიწისფერი ხროტინი და შენ გეკითხები, რისთვის დაჭირდა
უფალს ამდენი ბედნიერი, ამდენი მოწმე მისი ღრეობის,
მე ხომ არაფერს, არაფერს არ დავიშურებდი, რომ ერთხელ მაინც,
ერთხელ მაინც გადავხვეოდი
მათ, ვისი ხსოვნაც გადააქციეს საფლავის ჯვრებად,
მარმარილოდ, ანდა გრანიტად,
რათა სიცოცხლე, როგორც უბნის ბებიაქალი დახმარებოდათ
გამოძრომაში სიკვდილის თბილი ჭუჭრუტანიდან
და შეეყვარათ ისე, როგორც მიყვარხარ ახლა,
ყველაზე შორი, ყველაზე უცხო
და რაც ამ გრძნობას სიხარული და ცრემლი ახლავს
ამ გულის გარდა არავინ უწყის.
სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან.
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს.
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო
სიცოცხლე ანდეს
და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა.
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ
როგორც მოკლეს ქმრები ჩემამდე და ახლა ნებსით
თუ უნებლიეთ შუაღამით თავდახრილი ვდგავარ ზღვასთან
და საკუთარ თავს დავეძებ მკვდრებში,
რომ მივასვენო მამის სახლში, რომელშიც კედლებს
ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანს
სიცოცხლის შემდეგ.
რომელშიც სკამებს კუბოს ირგვლივ ალაგებენ და
ფერად-ფერად
ყვავილებში მჯდომ ორ წინაპარს,
მშობელთა კვდომას რომ შეესწრნენ
და ვერაფრით წარმოედგინათ ჩემი სიკვდილი,
ალბათ უფრო ამიტომ ჯერათ
რომ აღარა ვარ და ცივ ნუგეშად იტოვებენ მტვრიან ფარაჯას,
მაისურს და თიხიან ჩექმებს,
ჩარჩოში სვამენ ძველ ფოტოებს, ჭერს ღებავენ და
კედლებზე ქაღალდს აკრავენ, ეგებ
ოთახის ძვლებმა მათზე უკეთ შეინახონ ჩემი სიცოცხლის
ნაფლეთები რუხ ბათქაშზე ნესტად რომ რჩება,
საფლავს ჯებირებს უშენებენ, რომ დავიწყებამ არ დატბოროს
და ყოველწლიურ სერობებზე სანთელივით უნთებენ ხელფასს
გარდაცვლილის სულს, შენ კი ცოცხლობ რათა გიყვარდეს
ყველა, ვინც შენში ჩემი ცოლი ვერ დაინახა,
ყველა ვინც მომკლა, ან ვერ მომკლა,
ვინც ვერ დამთმო დავიწყებისთვის და ვინც კინაღამ
ღმერთად მომნათლა...…”
თქვენთვის არავის უთხოვია ბუნებრივი სიკვდილით მოკვდითო
თქვენთვის არავინ გაიმეტა ნაოჭები სიბერე ან ჭაღარა
როცა სიძულვილს აუდუღარ რძესავით გასმევდნენ
როცა შიშისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ისინი იდგნენ თავდახრილნი თქვენს ლოგინთან
და გიმღეროდნენ ნაზის ხმით
დაიძინე
მე გაგზავნი როგორც მგელს ცხვრის ფარაში
დაიძინე
მე გასწავლი სხვისი სიკვდილით გახარებას
და კვლისპირა ქალაქში გზრდიდნენ
თქვენ კი გინდოდათ ყოფილიყავით
მამათქვენზე სულ ცოტა უფრო ბედნიერი
გყოლოდათ ცოლი თეძოების ნაზი რხევით გაძლებასა და
სიკვდილს რომ გასწავლიდათ
გესუნთქათ მისი მკერდიდან გადმოღვრილი რძისფერი ღამეები
მაგრამ სიძვისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ისინი მუდამ უკითხავად შემოდიოდნენ
და ბოლთას ცემდნენ თქვენს სიზმრებში
ღვთისსიყვარულს გირევდნენ პურში ღვარძლივით
ღვთისკენლოცვებს აშრიალებდნენ ზურგზე ფრთებად
და ღვთისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ღვთისპირა ქალაქში”
2.
“სადღაც იპოვეს უფროსებმა შავ-თეთრი დროშა
და გასაფერადებელი ალბომივით
გვაჩუქეს ბავშვებს”
ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელო
და სკოლაში დაზეპირებული ლექსები
და ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდით
სამშობლოს სიყვარულს
მოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირში
ჩვენს უმიზეზო უკვდავებას
და ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლს
საგმირო სხეულებით
მე მახსოვს შენი სისხლი
მოედანზე როცა მუხლი გადაიტყავე
სკოლის ექთანმა იოდით მოგბანა ჭრილობა და
გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმა ხელისგულით გადაგიწია
ეს რა მტირალა ყოფილხარო ჩაგიცინა
და მამაჩვენს სამსახურში გადაურეკა
მამამ კინოში წაგვიყვანა და ვნახეთ ფილმი ომზე
წლების შემდეგ კი ერთმანეთი წავიყვანეთ ომში
როგორც კინოში
მე მახსოვს შენი სისხლი
თბილ ხნულში შავი ღივებივით რომ მოჩანდა
სისხლიც როგორ გაგშავებია-მეთქი გავიფიქრე
ვიდრე ზურგზე მოგიკიდებდი უკვე ცივს და სიკვდილგაჟღენთილს
შენ კი საბოლოო უსასრულო სიზმარს ხედავდი
“მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან”
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილში
ერთი მძიმეც ვერ წავშალე
ერთი პატარა მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდან
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ვისაც ღიმილი შევუთვალე ცრემლი მაუწყა
ვისთვისაც ცრემლი გავიმეტე ყველა მკვდარია
მე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ყოველ დილით პურს ვყიდულობ მაღაზიაში
მივირთმევ ვახშამს
ვიღებ ხელფასს
და გულს ვინახავ სიყვარულისთვის
ჩემს შიშველ ზურგთან ბევრი იწვა
და მკერდიც უკვე სხვისი ვნებებით მაქვს გაჯირჯული
ოცნებებს კი ისე ვაფურთხე გამვლელები მესალმებიან
დარბაისელი კაციაო ასე ამბობენ
“სამშობიარო სადაც დავიბადე
დაბომბვის დროს დაინგრა
როგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე”
ვინ დავაჯერო რომ გაქრობის არ მეშინია
როცა შიშები ქინქლებივით ეხვევიან
ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლეს
როცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალეს
როცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენ
მიწისკენ სადაც თქვენ მეგულებით
და შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ
3.
ვის ვუმღერო ჩემი გათოშილი გული
ვის ავუნთო ჩემი დავიწყებული ლოცვა
ვისკენ გავახილო ჩემი თვალდათხრილი ქალაქი
მე უფლება მაქვს ვიყო ერთ-ერთი
მივითრევდე
კორპუსების ტეხილ კონტურებს
ვრითმავდე
სიკვდილთან მისასვლელ დღეებს
გვერდით ოთახში პერანგს აუთოებს დედა
ხანგრძლივი თვალებით იატაკს ჩაჰყურებს
მას ყველაფერი დაავიწყდა
დაავიწყდა რომ მკვდარი ვარ და ყველაფერი მორჩა უკვე
რომ მამაჩემის ძაძა ვერ მოირგო
რომ ვეღარცერთი ჩემი ღიმილი ვერ მოინატრა
ვის მოვუთხრო ჩემი სახლის ჩამქრალი ფანჯრები
მე უფლება მაქვს ვირბინო შენსკენ
ქანცგაწყვეტამდე
სიყვარულამდე ვათეთრო შენსკენნათევი გზები
დედა
მიყვარხარ დედა
რძისფერი კანი და მიწისფერი თვალები რომ გაქვს
მიყვარხარ დედა
მამა რომ მოკლეს მეც რომ მომკლეს და შენ მაინც ცოცხალი ხარ
მიყვარხარ დედა
ის ქალიც ჩემთან ვინც დაწვება
ვინც შემიყვარებს და შემდეგ დედა რომ გახდება და
მიყვარხარ დედა
ყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდის
ყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობ
ყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარ
მიყვარხარ დედა
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
ვიდრე მომკლავდნენ
ვიდრე აქ ვარ
ვითომ ცოცხლად შენთან ერთად
შენს საშოში
მიყვარხარ დედა
არაფერია უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული
უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული
vulkani_lava
Aug 23 2008, 12:20 PM
ხალხური
შემომეყარა ყივჩაღი
შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა, -
ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
„ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა“.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა, -
ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, -
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით – ის,
ქალი წავიდა სხვისასა.
vulkani_lava
Aug 23 2008, 12:20 PM
გიორგი ლეონიძე
ყივჩაღის პაემანი
ერთი მეც გადავუქნიე,
wვერიმც ვუწვდინე მიწასა…
მუხრანული
ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინცკი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!
vulkani_lava
Aug 23 2008, 12:20 PM
გოდერძი ჩოხელი
მე და ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი
ის რო სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით
ცოლი რო სხვაგან წავიდა
რო გახდა დუშმანისია
ე მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია
მე რო ის მკვდარი მეგონა
ის თურმე არ მომკვდარიყო
შორით მიმზერდა ფიქრობდა
იქნება დრო დამდგარიყო
და როცა ჟამი იგულა
მომვარდა ხმალმოღერებით
პური კი აღარ მთხოვა
პური ისედაც მისია
ღვინო კი აღარ მთხოვა
ღვინო ისედაც მისია
ცოლი კი აღარ მთხოვა
ღმერთმა გაიგოს ვისია
მამული მთხოვა ვერ მივე
ის ჩემი წინაპრისია
შემომიტია ყივჩაღმა
ჯიქურ და ჯიქურ მიტია
ვაჰ, თუ მამული მას დარჩეს
მე გავხდე საძრახისია
იმედი მრჩება ღმერთისა
თან ჩემი პაპებისია
vulkani_lava
Aug 23 2008, 12:20 PM
ლაშა გახარია
ყივჩაღის მონანიება
ვაი რა ცუდი ყოფილა ცოლზე ქართველის ცილობა
თავქვეშ თოქალო მიდია ათასგან მიჭირს ჭრილობა
ვაი რა მწარე ყოფილა სხვისი მიწისა შვილობა!
ირმისა ტყავსა სანაცვლოდ ჭინჭარში გდება ტიალად,
ხელუკუ ჩამორთმეული ძმურად მოწვდილი ფიალა
მაგრამ თუ ქალმა გაცდუნა მაგრამ თუ გულმა იალა
სისხლმა იყივლა აგჩინჩხლა თივისებრ აგაბრიალა
ხორცი ხოხბისა კი არა პური თავთუხის კი არა
ღვინო ბადაგის კი არა თმის ერთი ღერიც მოგარჩენს
ათასიმც გჭირდეს იარა!
ვაი რა ძნელი ყოფილა ქართველთან ცოლის ცილობა
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა ათასგანა მჭირს ჭრილობა
che
Aug 23 2008, 12:21 PM
აწგარდაცვლილი ქართველი გენიოსი, თამაზ ბაძაღუა:
არა მთვარეზე და ვარსკვლავებზე,-
ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ
ჯარისკაცები ფიქრობენ პურზე
და ახსენდებათ მოკლული მზერა,
რომელიც ქრება სიჩუმეში როგორც ვარსკვლავი...
ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ
ჯარისკაცები მიწასავით მძიმე მაზარებს
იხდიან, მერე არაყსა და ცეცხლზე ფიქრობენ,
იმათ გულებში მზესავით წითლად ჩადის ტკივილი,
იმმათ თითებზე თამბაქოს მწარე კვამლი ბზინავს...
ჯარისკიაცები ძილში ბორგავენ,
ჯარისკაცები სიზმარში ჯავრით იგინებიან,
იმათ ფეხებთან როგორც დაღლილი, ერთგული ცოლი,
წვებიან ჩუმად ჩექმები და კილომეტრები.
che
Aug 23 2008, 12:22 PM
ციტატა(latata @ Aug 23 2008, 11:07 AM)

წვიმიან დილით
ქოლგა გაშალა მგზავრმა-
ალბათ,დაბერდა...

latataმალინაა ხომ?
latata
Aug 23 2008, 12:38 PM
cheაჰა
SmoK1e
Aug 23 2008, 12:53 PM
ჩე ჩემი ფავორიტი ხარ

ტანამედროვეებში ყველაზე საკაიფო ლექსები გაქ მართლა...დადე შენი ლექსებიი
che
Aug 23 2008, 01:00 PM
SmoK1eმადლობა

ჩემს მიერ ბოლოს მოყვანილი ლექსი, თამაზ ბაძაღუასი, როგორ მოგწონს?

ხო მაგარია?
SmoK1e
Aug 23 2008, 01:02 PM
che
წავა, საკაიფო ლექსია, ცოტა დამძიმებული პროსტა.....
latata
Aug 23 2008, 01:17 PM
მწერ აცივდაო,
თურმე ქარიც დაქრის ვერაგი...
.........................
აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და შემოვაცვი
ჩემი პერანგი..
********
გაუცხოება ჩემს და ხალხს შორის
წვიმის წინ დამძიმებულ ჰაერს ჰგავს...
მომიტანეთ მუჭით გუბე -
ჩემს ხელებში გაღიმებულ ღმერთს გაგაცნობთ.
ლოტოსი
SmoK1e
Aug 23 2008, 01:17 PM
latata
ვისია ეგ???
vulkani_lava
Aug 23 2008, 01:18 PM
უმაგრესი ლექსი

თან აქტუალური დღეს

არ დაიდარდო, დედაო...
ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!
ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...
ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!
არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.
მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.
მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...
ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს
დამხურეს მუზარადები.
თუ გაუჭირდა სამშობლოს,
კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,
ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.
არ დაიდარდო, დედაო,
ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!
გიორგი ლეონიძე