დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
iirkola chi
padfoot
ციტატა
აქედან კონკრეტულად არცერთზე ვამბობ, ლექსებისთვისაა ეს თემა როგორც მივხვდი, ხოდა ზოგადად დავწერე

არა მარტო ლექსებისთვის wink.gif თემას ლიტერატურა აწერია თუ კარგად დააკვირდები wink.gif
anuchi
მწყემსის სიმღერა

შროშანო, შენი სურნელება
შორი გზით მავალს შეაჩერებს,
მზით დანელებულ მორისულებს
მოუჩრდილებენ ჩეროები.
მიმინოს ბარტყი ციდან გელმის,
ჩაძირავს გაშლილ ველს მდინარე,
იტირე, თვალებმელნიანო,
იანვრიდან გამოიდარე.
რა ხელი ჰქონდა ჩვენთან სიკვდილს,
რძე და დაფლი დიოდა უხვად.
სულო, შავეთი შეიკდიმე,
გაიშრიალებს გლოვის მუხა.
სადაც ბრწყინავდა შენი ცრემლი,
ბედის ნოქარი გაშლის ხალებს,
სიჭრელეს, სოფლის მიმტაცებელს,
ღიმილი აქცევს მოწყალებად.



აბუს

სფინქსის გუმანით გაგვაცია დროის უფსკრულმა,
ირეკლებოდა სარკეებში ჭრელი ლატანი,
ჩვენი შუადღე - მზით გამძღარი ასპიდის ტანი
გადაიქცევა წარწერებით შემკულ ლუსკუმად.

და მხოლოდ ღვინო, თარგმანება ცეცხლის ენების,
ავანსცენაზე დარჩენილებს გვიხდის ბენეფისს.
გამიცხადდები მოკაშკაშე სევდის ქურუმი,
შენს გამოხედვას გამოყვება ცრემლი ყურუმი,
დაბადებული მონიშნული გზის სიბნელეში.



ეჰჰ.. wub.gif sad.gif
padfoot
dry.gif
anuchi
padfoot

მე რო დავდე ესენი ხო რითმიანია ან? დანარჩენებთან შედარებით მაინც biggrin.gif :*

padfoot
ComediAn

biggrin.gif biggrin.gif კი biggrin.gif :*:*
padfoot
ციტატა
დადეთ ლინკები ან ლექსები და გაარჩიეთ...
.....
დიდი ხანი ვიფიქრე რა ლექსი დამედო პირველი და მაინც ჩვენი ძირზველი ფორუმელის საავტორო ლექსის დადება გადავწყვიტე.


+ შემთხვევითად რომელ გვერდზეც გადავედი, მხოლოდ ლექსები იყო... ხოდა dry.gif

ადრესატი თუ ნახავს, მიხვდება tongue.gif
anuchi
padfoot

თემას ლიტერატურა ქვია ან.. ^^

ხო და ამ პოეტის კიდევ ერთი ჩემი უსაყვარლესი ლექსი tongue.gif


კატა

ნაბიჯი ტყდება ხავერდის ზოლში,
უახლოვდება ვნებიან ყურებს
და აბრეშუმის დახვეულ ბოლში
მიუალერსებს ცივ ფაიფურებს.

ზანტი ზმორებით აშიშვლებს ბრჭყალებს,
გრძნობს სიზარმაცეს აწეულ მხრებში
და მწვანე თვალი გაიბრჭყვიალებს
ბილიკზე დაყრილ ოქროს ნაფშხვენში
diletanti
ხოდა შემოვდივარ წინადადებით:

თემას დავარქვათ ლექსები!

biggrin.gif
padfoot
ციტატა(diletanti @ Sep 26 2009, 04:58 PM) *
ხოდა შემოვდივარ წინადადებით:

თემას დავარქვათ ლექსები!

biggrin.gif


სწორია, სხვას მაინც არაფერს წერენ dry.gif

არა, უკეთესი აზრი მაქვს biggrin.gif დილე, მოგიPMებ biggrin.gif
diletanti
მერე იტყვიან, რათ გვინდა ერთ ფორუმზე ორი ლექსების თემა (ერთი ზოგადში რომაა ისა) ერთი დავტოვოთო biggrin.gif

ხოდა ჩვენი პასუხი იქნება:

ერთი რითმიანებისაა მეორე ურითმოების

biggrin.gif
padfoot
ციტატა(diletanti @ Sep 26 2009, 05:09 PM) *
მერე იტყვიან, რათ გვინდა ერთ ფორუმზე ორი ლექსების თემა (ერთი ზოგადში რომაა ისა) ერთი დავტოვოთო biggrin.gif

ხოდა ჩვენი პასუხი იქნება:

ერთი რითმიანებისაა მეორე ურითმოების

biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif :*:*:*
Catherine
Love Without Love


By Luis Llorens Torres

Translated by Julio Marzan



I love you, because in my thousand and one nights of dreams,

I never once dreamed of you

I looked down paths that traveled from afar,

but it was never you I expected.

Suddenly I've felt you flying through my soul

in quick, lofty flight,

and how beautiful you seem way up there, far

from my always idiot heart!

Love me that way, flying over everything.

And, like the bird on its branches, land in my arms

only to rest,

then fly off again.

Be not like the romantic ones who, in love, set me on fire.

When you climb up my mansion,

enter so lightly, that as you enter

the dog of my heart will not bark.
NIA
რომელიმე ლექსის აუდიო ვერსია თუ მოგეპოვებათ ვინმეს დადეთ რა პლზ
freemasons
ჩემმა ლექსმა გამოიჭრა ყელი,
ვტირი, ვტირი დავიღადრე ლოყა.
ლუციფერმა ჩამომართვა ხელი,
თვალებიდან ღმერთი გამომწოვა.

მამაჩემთან მიღალატა ცოლმა,
შვილმა ისევ მომაფურთხა სულში..
ჩემი სორო იცის ყველა ღორმა,
მე კი სიტყვაც ვერ გითხარი გუშინ..

სისხლი ათოვს ჩემი სულის თაღებს,
ციდან ცამდე ტანზე მაყრის ტაო.
ნახე როგორ მალამაზებს ცოდვა
და სიკვდილის ლურჯი სააქაო.

ჩემი კოცნით ანგელოზი მოკვდა,
ამ სხეულში ბუდობს შავი ჭირი.
ღმერთო როდის ჩავძაღლდები ნეტავ,
ღმერთო როდის გათავდება ფირი..

ერთხელ მაინც დაენახე მზეო,
ჩემს დახეთქილ და დაკაწრულ წვივებს.
მე ხომ შენი ცისარტყელა მტკივა
და ვეღარ ვგრძნობ ჩემს გარდაცვლილ სიზმრებს..

და ცახცახით ამიტანა შიშმა,
ვწვალობ, ვეღარ ვამოძრავებ ხელებს,
საფეთქელში რომ დავირტყა დანა
ან მხეცურად დავისერო ტანი.

ვტირი ვტირი დავიღადრე ლოყა,
ჩემმა ლექსმა გამოიჭრა ყელი..
ზაზა კოშაძე ( კოშკა)
anuchi
ლოოოლ, აი რითმიანი ლექსი და არ მომეწონა biggrin.gif კოშკას ურითქმო ლექსები მირჩევნია ამას tongue.gif ^^
freemasons
რომელი "დედა" ?
freemasons
biggrin.gif biggrin.gif
anuchi
წინა გვერდებს თუ გადახედავ ნახავ, რითმიან და ურითმო ლექსებზე იყო "კამათი" და.. smile.gif

freemasons
ბევრია და ..............
Illegal Astronaut
freemasons


შენ საიდან იცი ესე კარგად კოშკა?.. თუ ის ხარ ვინც მგონია.. biggrin.gif biggrin.gif
freemasons
ვინ გგონივარ?
Illegal Astronaut
freemasons


აქ არ დავწერ ბუნებრივია.. smile.gif შენს საკუთარ ნიკ ნეიმს შეხედე.. smile.gif smile.gif
freemasons
და რააა მერე დასაძრახი?
Illegal Astronaut
freemasons

დასაძრახი არაფერი რა თქმა უნდა. smile.gif პირიქით.. smile.gif smile.gif

anuchi
მოკლედ ეს რაა მოდაშია სხვა ნიკით დარეგიტრირება და მერე საკუთარი თავის კრიტიკა.. არ გცნობდეთხოლმე მაინც biggrin.gif
freemasons
ისე ეს ნიკი სხვა არ არის,ეს ზოგადი სახელწოდებაა
anuchi
freemasons

გასაგებია.. სხვა ვიგულისხმე ^^


როგორ ვაოFFებთ smile.gif


მერე რა მოხდა

მერე რა მოხდა თუ სახლამდე აღარ გაცილებ
მერე რა მოხდა თუ ყოველდღე ღორივით ვთვრები
მერე რა მოხდა თუკი მუხლებს სახეში გირტყამ
მერე რა მოხდა თუ გტკივა და არ მეცოდები
მერე რა მოხდა თუ ჩემს გვერდით უბედური ხარ
მერე რა მოხდა თუ კანკალებ ჩემს დანახვაზე
მერე რა მოხდა თუ სახეზე სიგარეტს გაქრობ
თუ გაიძულებ დაჩოქილმა ვედრება მითხრა
მერე რა მოხდა სადისტი ვარ და ასე მომწონს
მერე რა მოხდა ცხოველივით დაგასახიჩრე
მერე რა მოხდა... ყველაფერი შენი ბრალია
რადგან ღმერთიც და ჯოჯოხეთიც გადამავიწყე


ბოდვა ძილისწინ

ძილინებისა ფისო,
დღევანდელი დღე არ ჰგავდა გუშინდელს
და არც არაფრით განსხვავდებოდა მისგან.
ისევე როგორც გუშინდელი გუშინწინდელისგან.
ძილინებისა ჩემი ოთახის ყვავილებო,
ჩემი ოთახის ჰაერს რომ სუნთქავთ.
ძილინებისა მშიშარა კედლებო,
სამარადისოდ დამუნჯებულხართ
და არაფერს ამბობთ ჩვენს პრეზიდენტზე.
ძილინებისა რუსთავი ორის ჟურნალისტებო,
ობიექტურობა ყურებიდან რომ გადმოგდით.
ძილინებისა ბომჟებო,
რადგან არავის უყვარხართ.
ძილინებისა ქალბატონო კონდოლიზა,
შესანიშნავად უგებთ ბეთჰოვენს.
ძილინებისა ბავშვებო,
მალე გაიზრდებით და ისწავლით
ფეხსაცმლის სწორად ჩაცმას
და საათის ცნობას
და გამოხვალთ პოლიციელები და ტერორისტები.
ძილინებისა ცათამბრჯენებო,
თვითმფრინავის ჩრდილზე რომ ფრთხებით.
ძილინებისა საფერფლევ,
ჩემზე მეტად რომ ყარხარ.
ძილინებისა საყვარლისგან მიტოვებულო
მარტოხელა ბერიკაცო,
შენ ვეღარავინ გადაგარჩენს.
ძილინებისა პატრულის მიერ ნაცემო
უაქციზო სიგარტით მოვაჭრე პროვინციელო ქალებო,
თავს იმით იმშვიდებთ, რომ
ღმერთი მაღლიდან ან საიდანღაც
აუცილებლად იყურება.
ძილინებისა ანგელოზო,
ჩვენი ლამაზი თეთრი ღამეები წარსულს ჩაბარდა
და გული მტკივა რომ არაფერს მწერ...
ძილინებისა ნისლებო,
როგორი ზანტები ხართ და მაინც მომწონხართ.
ძილინებისა მსოფლიო...
ღმერთო, ჩვენ ახლა ვიძინებთ
და აბა შენ იცი,
ჩვენი დარდი ნუღარ გექნება,
თავს მოუფრთხილდი!



anuchi
ეს მოხდა ხვალ


დამიჯერე,
ადრე თუ გვიან დადგება დრო,
როცა აეროპორტის მოსაცდელში,
ჩვენ მოვსვამთ უგემურ ყავას
ერთჯერადი ჭიქებიდან.
გარეთ იქნება წვიმა
და რამდენიმე გადადებული ფრენა,
სხვადასხვა მიმართულებით...
და ეს მოხდება გუშინ).

ეს მოხდა ხვალ,
ღამით ქუჩები დავიწროვდნენ
და გაქცევა აღარ შეგვეძლო.
ჩვენ ავაწყეთ სათამაშო დროის მანქანა
და ოთახიდან გაუსვლელად ვიმოგზაურეთ
ჩვენი ცხოვრების ყველაზე დამშრალ ჭაობებში.

ეს მოხდა ხვალ,
როცა შენობებს უჭირდათ სუნთქვა,
ჩვენ ერთმანეთში ჩავიხუთეთ და ავყროლდით...
და ეს არ გავდა,
გამოსათხოვარ შეერთებას გამგზავრებამდე.
ეს გავდა უეცარ სიკვდილს და იმედგაცრუებას.

ეს მოხდა ხვალ,
როცა სამყარო შეიკუმშა,
ცუდი სიზმრებით შეშინებული
ბავშვის გულივით.
ჩვენ გვქონდა ერთწამიანი ხილვები
და თვალები გაგვიფართოვდა გაოცებისგან.

ეს მოხდა ხვალ.
მე ვტოვებდი მილიონობით ბაქტერიას
შენს დახუჭულ ქუთუთოებზე,
ყოველი პირველი კოცნის შემდეგ.
ჩვენ ვგავდით ფარდის უკან მდგარ სილუეტებს
ძლივსგასაგონი პულსით.

ჩვენს მეორად წარმოსახვაში
ეს მოხდა ხვალ,
ჯერ კიდევ გლობალურ დათბობამდე,
უამრავი თებერვლით ადრე.
ჩვენ ვცხოვრობდით
მოჩვენებებით სავსე სახლში,
სადაც ნივთები თავისით იცვლიდნენ ადგილს.

ეს მოხდა ხვალ,
ღამით ქუჩები დავიწროვდნენ
და გაქცევა აღარ შეგვეძლო.
ჩვენ ავაწყეთ სათამაშო დროის მანქანა
და ოთახიდან გაუსვლელად ვიმოგზაურეთ
ჩვენი ცხოვრების ყველაზე დამშრალ ჭაობებში

ეს მოხდა იქ,
იმ შორეულ დედამიწაზე.
anuchi
ქუჩის მუსიკოსი
გიორგი საჯაია


ზაზა კოშკაძეს

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.


აი ეს მიყვარს კიდევ ძალიან smile.gif
freemasons
ამინ!

წყეულიმც იყოს სული შენი და არსება შენი,
წყეულიმც იყოს ხმა შენი სირინოზის ხმაზე უტკბესი,
წყეულიმც იყოს მზერა შენი წმინდანო ჩემო
და მაგ თვალების ჩემს სიზმრებში გამოდარება.

წყეულიმც იყოს ყელი შენი და მკერდი შენი
და შენი თმების ტაატი და ცეკვა ქარში,
წყეულიმც იყოს შენი სახის ყოველი ლანდი,
მე რომ სახლამდე მიმყვება და მიმყვება მარშით.

წყეულიმც იყოს ვარდისფერი ფეხისგულები
და მათი კოცნით დახეთქილი ჩემი ტუჩები,
წყეულიმც იყოს უწმინდესი ზეწარი იგი,
სად დამიტოვე შენი ტანის სუნი და სითბო.

წყეულიმც იყოს ყოველი გზა სადაც გივლია
და ის აღმართიც, ოდესღაც რომ მოჰყავდი ჩემთან,
მეწვის და მტკივა შენთან ყოფნის ყოველი წამი,
წყეულიმც იყოს სილამაზე გარდასულ დღეთა.

წყეულიმც იყოს ... მე დავხიე ჩემი ბიბლია,
წყეულიმც იყოს... მეზიზღები სულის კი
აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე
დემდე,

წყეულიმც იყავ შენ...
წყეულიმც იყავ შენ...
ა მ ი ნ!


ზაზა კოშკაძე
freemasons
ესაც უძლიერესი ლექსია wub.gif
Illegal Astronaut
ძლივს გამოჩნდა ადამიანი ვისაც კოშკა ჩემსავით უყვარს.. smile.gif smile.gif

მეღირსა ამ ფორუმზე... smile.gif
anuchi
არსებობენ მწერლები რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და იქ ბევრად უფრო დაფასებულებიი არიან ვიდრე სამშობლოში, გადავწყვიტე დღეიდან გაგაცნოთხოლმე მათ შესახებ smile.gif
NIA
ციტატა(ComediAn @ Sep 28 2009, 10:40 PM) *
freemasons

გასაგებია.. სხვა ვიგულისხმე ^^


როგორ ვაოFFებთ smile.gif


მერე რა მოხდა

მერე რა მოხდა თუ სახლამდე აღარ გაცილებ
მერე რა მოხდა თუ ყოველდღე ღორივით ვთვრები
მერე რა მოხდა თუკი მუხლებს სახეში გირტყამ
მერე რა მოხდა თუ გტკივა და არ მეცოდები
მერე რა მოხდა თუ ჩემს გვერდით უბედური ხარ
მერე რა მოხდა თუ კანკალებ ჩემს დანახვაზე
მერე რა მოხდა თუ სახეზე სიგარეტს გაქრობ
თუ გაიძულებ დაჩოქილმა ვედრება მითხრა
მერე რა მოხდა სადისტი ვარ და ასე მომწონს
მერე რა მოხდა ცხოველივით დაგასახიჩრე
მერე რა მოხდა... ყველაფერი შენი ბრალია
რადგან ღმერთიც და ჯოჯოხეთიც გადამავიწყე


კოშკას ეს ლექსი რატომღაც ძალიან მომწონს ხოდა
ბლოკნოტში მეწერა
ერთ გოგოს წავუკითხე და მაგრად იცინა
გამიტყდა
:ს
freemasons
† Lord Borgeze † ხვიარა მოგწონს?
NIA
ხმები




აინთო ძნელი ხმები ისევ და
როგორც ყოველ ამ დროს ხდება ხოლმე
გაზეპირებული ლექსივით
ახლაც,
მე ხომ ვიცი,
რომ კიდევ ერთხელ
დაღვრის სუნთქვას ფანჯრის რაფაზე,
რაზეც ადრე უვლიათ ფიქრებს
და სურვილებიც დათვრება,
დაიწყებს ბარბაცს ცარიელი გზის ნაპირში
სადაც ერთი წლით და კიდე მეტი ხნით ადრე GFDGFD
ლურჯი მანქანების საცობში კონკია სულის პაროდია ითვლიდა თითებს.
ფსონს ჩამოდიან დაღლილი ცხენების დოღში
და ამოდიან ეს უტიფარი შიშის ხეები...
და ხმები ამოდიან მიწაზე, წყალზეც კი
და ხმები ამოდიან მუნჯი გონების ფსკერზე
ჯერ კიდევ დაუწერელი ოცნების ტექსტივით...
იქ სადაც ადრე ღლიდნენ ტკივილებს,
ახლა ეს ხმები დასცინიან გამოცლილ მითებს...
რაღაცა ჩაქრა...
რაღაცა ჩართეს და მესმის.
ვერ ვხედავ...
გაქრა საათის ძველი ისრები და
ახალი დროის უნდა დაიწყოს ათვლა,
მაგრამ ხმებია...
ხმების ცარცი კვლავაც წერს კარგად წაშლილ დაფაზე
და ხმების უნაყოფო დედა კვლავ აჩენს შვილებს.
ვუსმენ დაკეტილ კარს უკან
წარსულის კნავილს.
ვუსმენ დროს, როცა მტკიოდი მართლა...
ფერად_ფერადი ეს წყეული ხმები წაიღეთ მანამ,
სანამ სიმართლე შეიხსნის ღილებს,
გამძლეობა კი მოსადუნებლად ცხელ ჩაის დალევს
მოთმინების სავსე ფიალით,
და მოაშორეთ ეს ხმები თავიდან
სანამ გამოვტყდი რომ
ჭრელად,Bბნელად, ძნელად მაგრამ მიყვარდი სრულად...
და ხმა მკარნახობს ამჯერად წყნარად, მაგრამ ბოროტად
რომ სულ ტყუილად ვიტანდი უშენობად მონათლულ
ქავილს...
სმენა გაორდა, ხმებმა ტრიალით დაიწყო ძველი კადრების გათლა...
...ახლა ვიძინებ და დილით ტაფაზე, ხმაურის ზეთში
მიხილავს შემწვარს
ჩემი შიშველი სხეული ორ სულად...


ნათია
anuchi
NIA

დაიკიდე.. საუკეთესო მეგობრები დამცნიანხოლმე რეებს კითხულობო : ))
freemasons
NIA ეგეთი შემტხვევები მრავლადაა საქართველოში
anuchi
ციტატა(freemasons @ Sep 28 2009, 11:14 PM) *
† Lord Borgeze † ხვიარა მოგწონს?



სად არაა მარგალიტების თემა.. sad.gif
freemasons
_ საა..
გძინავს?
ჯერ არ დაიძინო რა, სა..
შენთან ლაპარაკი მინდა..
სა,
იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი,
დღეს გიყურებდი და ვერც..
სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,
რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები..
სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,
მერე კი შენზე მელაპარაკა, სა..
ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს
და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,
რადგან შენ მახსენდები და ვტირი..
სა,
ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი..
ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,
სულ 3 გზაა, სა,
ტკივილი, სიცივე და სევდა,
იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,
სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,
უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები:
მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან..
მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ..
შენ ხომ იცი ფრენა?
ხომ შემპირდი გასწავლიო,
ჰოდა..
სა..
იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე,
ვიცი..
ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი,
მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომ
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,
რომ შენ ფეხს მოგაჭრიან..
მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყა
და 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ..
სა..
ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია..
იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე,
მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები..
შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ..
სა..
მოიხსენი რა ეგ სათვალე,
მოიხსენი ეგ შავი სათვალე,
არ გიხდება,
შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება..
შეხედე მზეს და იფიქრე..
ჩემზე ნუ იფიქრებ,
უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარ
და ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე,
მხოლოდ ილუზიაა,
და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს..
სა..
გამიგონე რა..
მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას,
რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა,
არ გიხდება შავი, სა.. არა..
ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებს
შენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს,
არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი..
ვიცი..
ვიცი, სა, მეც გახსოვარ,
ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს,
რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე,
მე კი სულ გელოდები..
ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები..
ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები..
ცაში ნაწვიმარზე გელოდები
და ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ,
იქაც დაგელოდები..
და ვიცი, მოხვალ,
ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი,
ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს,
ვიცი..
მოხვალ და ძველებურად მეტყვი:
_ სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ..

და მე გაკოცებ..
ხვიარა
Illegal Astronaut
ციტატა
სად არაა მარგალიტების თემა..



+1 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

freemasons

მეკაიფები ხო?.

ხვიარა არის ადამიანი ვინც ყველაზე მეტად მეზიზღება.. საერთოდ არ ვთვლი პოეტად.. და იმ გულისამრევ ე.წ. ლექსზე რომელიც ეხლა ბოლოს დადე, ხო საერთოდ კომენტარს არ გავაკეთებ
freemasons
wub.gif
freemasons
შეიძლება შენ არ მოგწონდეს ,მაგრამ ფაქტია ეს ლექსი და სხვა კიდევ რამოდენიმე საკმაოდ ძლიერი ლექსსებია
che
freemasons

სახელი თქვენი თავისუფალო ქვის მთლელო? smile.gif
freemasons
პეპლები


მე არავინ მასწავლა, რომ პეპლები სამი დღე ცოცხლობენ,
მე არავინ მასწავლა, რომ პეპლებს 2 დღეში კლავენ..
და მე არასოდეს შემეშინდება თვითმკვლელობის,
რადგან ფრთები მაქვს და ჩურჩული შემიძლია,
შენზე მეტად მიყვარს ბავშვის ტირილი და მთები,
რომლებიც წინდებს მიქსოვენ ყოველ დილით..

დღეს რომ სანთლები ჩაიწვება,
ჩვენ აღარ გვეტკინება ჩვენი უხამსი ბავშვობა,
დამპირდი, რომ აღარ გვეტკინება ჩვენი ჩატეხილი კლავიშები
და უიმედო მზერების დაჯახების წერტილი,
სადაც არ არის ჰორიზონტი
და სადაც არ აქვს დედამიწას მიზიდულობა..
დღეს რომ სანთლები ჩაიწვება,
ჩვენ აღარ დავიძინებთ და ამოღამებული თვალებით
ვიოცნებებთ უკეთეს მზეზე და ტელეფონის დალეწილ ჯიხურებზე,
რომლებიც მარტოხელა მწირებივით ისმენენ ჩვენს მოგონებებს
და ტვინებს, სიცივით გადაყინულებს, არ ექნებათ მიზეზი,
რომ კიდევ ერთხელ გვიწამონ სული
და ჩვენ შევეცდებით სამუდამოდ დავაშოროთ ისინი,
როგორც შეყვარებულები,
რომლებსაც სიკვდილივით შეძულდათ ერთმანეთი
და ვეღარც წვიმა, უქოლგო ჰაერი და გახდილი ფეხსაცმელები
ვერ შველიან კავშირებს..
დღეს, რომ სანთლები ჩაიწვება,
შენ აღარ მკითხავ რატომ აწამეს იესო,
დამპირდი რომ აღარ მკითხავ რატომ მოკლეს მამა
და რატომ გაქრა მას შემდეგ დედა,
რომ აღარ ჩამხედავ ვარდისფერ სათვალეებში
ცრემლიანი წითელი თვალებით,
დამპირდი რა..
დამპირდი, თორემ ჩემი სიტყვები ძალას კარგავენ
და მეასე სართულიდან ეშვებიან ახლადდაგებულ ავტოსტრადებზე,
მერე კი ტვინდასხმული და სულწართმეული გვამებივით
ეხეთქებიან ჩემი ტუჩების კედლებს
და მე ვერასოდეს ვხსნი შენს კითხვებს,
რადგან სიტყვები მიკვდებიან,
როცა ბოლომდე გრძნობენ ჩვენი ინდუსტრიული სიყვარულისგან
შეკოწიწებული სამყაროს სიმძიმეს,
როცა ივიწყებენ შენს დაბადებას და ჩემს გარდაცვალების მცდელობას,
პეპლები კი,
პეპლები უბრალოდ 3 დღე ცოცხლობენ
და თუ მეორე დღეს არ მოკლეს,
ალბათ ისინიც ისმენენ კითხვებს და ვერასოდეს უპასუხებენ
რატომ დაინახეს შვილებმა მამა ფურცლებზე მიჭედილი..

ჩვენ ტირანები ვართ,
ვკლავთ ყველას, ვინც არ გვეკითხება გარდაცვლილ მამაზე
და ტვინდაქცეულ მეგობრებზე,
რადგან ძალდატანებით ვიბადებით და შუქი გვატირებს,
რადგან კივილი უზრდელობაა და ჩურჩულიც აგრეთვე,
რადგან ქუჩაში კოცნა უხამსობაა და სექსიც აგრეთვე,
რადგან ტყუილის თქმა უწესობაა და სიმართლისაც აგრეთვე,
რადგან სიძულვილი სინაღდეა და სიყვარული – არა,
სიყალბეა,
სიყალბეა ჩემი და შენი ყოველდღიური საუბარი,
ხომ ისედაც იცი, რომ ჩემი ფრთები დიდი ხანია დაიმსხვრა
და შენი თვალები დიდ ხანს ვერ უძლებენ ჩემს ვარდნას..
როგორმე ამოდი სხვა ქვეყანაში,
იქ არ დაგვხვდება კოკა-კოლა და კენტი,
იქ ვერ ისაუზმებ მაკდონალდსში და ვერ ჩაიცვამ ადიდასს,
იქ ვერ უყურებ სიენენს და ვერ ითამაშებ სონის,
მაგრამ გპირდები, გპირდები, გპირდები, რომ
იქ არავინ მოკლავს პეპლებს ორ დღეში
და ბავშვის ტირილიც ჩემსავით შეგიყვარდება.

დღეს რომ სანთლები ჩაიწვება,
შენ აღარ მისურვებ ტკბილ ძილს,
დამპირდი რომ ჩემს მოსვლამდე მოიკლავ თავს,
რომ ერთხელ მაინც გავბედო სუიციდი,
შენს უსულო სხეულზე დამხობილმა,
რომ ერთხელ მაინც მოვიქცე ჩემი ტვინის გარედან და სულის ფიქრით
და ვიკივლო
და ვიკივლო
და ვიკივლო ხმის უნებურად ჩაგლეჯვამდე!
და შენ ხომ იცი ჩვენ ფრთები გვაქვს და უსასრულოდ ვიფრენთ
იასამნისფერი მიხაკების ქვეყანაში,
სადაც ალბათ არ გვაჩუქებენ მარწყვის ტორტს
და ფორთოხლის წვენს,
მაგრამ პეპლები..
პეპლები მაინც იცოცხლებენ სამუდამოდ
და ჩვენც აღარ გვეტკინება ჩვენი სიტყვები
და ჩვენც აღარ მოგვწყინდება შიმშილი..
და ჩვენ მაინც ვასწავლით შვილებს, რომ
პეპლები უსასრულოდ ცოცხლობენ
და ტკივილებს კი..
ტკივილებს 2 დღეში კლავენ..

ხვიარა
freemasons
აბრაამი
freemasons
smile.gif smile.gif
Illegal Astronaut
ციტატა
შეიძლება შენ არ მოგწონდეს ,მაგრამ ფაქტია ეს ლექსი და სხვა კიდევ რამოდენიმე საკმაოდ ძლიერი ლექსსებია


ფაქტია რომ "საა" არაფერია გარდა ლექსის პროვოკაციისა...

ის რომ ბატონმა ხვიარამ ჯერ წინადადებების კარგად გამართვა უნდა ისწავლოს, ესეც ფქტია.. smile.gif

თორემ დასცინებენ მერე ენის შუაში ჩადებულ ფორთოხალზე..

freemasons
ისე კოშკასაც არ აქვს სულყველა კარგად გამართული ლექსი
და მაინტერესებს სად აქვს შეცდომა ხვიარას?
KEDI
ანამ
ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ დახურა კარი...
ანამ გადადო ყურმილი..
აიღო კალმისტარი..
ანამ დაწერა წერილი..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი...

ტვინში დაიწყო შემოსევა..
ტანკებმა ლულები მიმართეს მისკენ..
ტაქტიკური გათვლებით ტვინი ორ დღეში ჩაბარდება..
გალავანი მორყეულია
საკვები გამოილია
წყალი დაბინძურდა..
მეციხოვნეები წუხანდელი ბობოქარი ღამის შემდეგ თვლემენ..
რთულია სექსი ძაღლებთან..
ქალები სასოწარკვეთას მიეცნენ და მკერდი დაიხოკეს..
რთულია სექსი ცხენებთან..
თუმცაღა ალყაშემორტყმულ ტვინში ჯერ კიდევ შერჩათ ღირსება
და ნამუსი,
და პატივისცემა,
რომ ერთმანეთთან არ იჟიმაონ...

ანამ გახედა სივრცეებს..
ანამ დალია წამალი..
ანამ იპოვა სიგიჟე..
ვიღაცის გადანამალი..
ანამ დაკარგა სურვილი..
ანამ დაკარგა ოცნება..
ანამ იცის რომ ეს ხალხიც
ამ ღამით დაიხოცება...

მეორე იერიში გალავნის დანგრევით დასრულდა..
ტანკებმა აიღეს ტვინი..
იგი იმდენად პრიალა აღმოჩნდა შიგნიდან,
რომ ტანკებსაც კი გაუჭირდათ შეღწევა..
ორდღიანი ალყის შემდეგ ტვინში დახვდათ:
ორი შიშველი მეციხოვნე..
მათთან ახლოს ორი მკვდარი ძაღლი..
და სამი ნახმარი პრეზერვატივი...
სამი თეთრი ცხენი...
მათთან ახლოს სამი მკვდარი ქალი..
და რეზინის ორი გაუხსნელი პაკეტი...
კიდევ ტვინში დახვდათ
ძველებურ სკივრში კარგად შეფუთული
და კარგად შემონახული
ბიბლია....
და ტანკებს გაახსენდათ ბიბლია...
და ბიბლიას გაახსენდა ტანკები...

ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი...


დღეს მე და ანუშკი ვისხედით ავტობუსში და ამ ლექსს ვამბობდით.. ხმადაბლა..
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.