დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
Illegal Astronaut
ისევ ხვიარა...



მინაწერი ალენის სიტყვებს..
პოეზია
2008.07.26
------------------------------------------------


"არ არსებობენ სიზმრები; არსებობენ მხოლოდ სიზმრები და არანაირი სხვა სიზმარი არ არსებობს სიზმრების გარდა."



გადმოდი აქეთ,
ისე, როგორც სჩვევიათ ტალღებს,
ერთი სახიდან მეორეზე გადანაცვლება,
გადმოდი აქეთ, გადმოინაცვლე, მოიფშვნიტე წამით თვალები,
გამოიხედე, როგორც ადრე, როგორც არასდროს,
ან ისე, როგორც მე მიყვარდა გადმოსვლა შენთან.
გადმოდი აქეთ,
გადმოდი და ჩემგან შეხედე სულ ერთი ბეწო დედამიწას,
თითქმის ვარდისფერს. და მაინც უფრო
სხვა სულებით ამოშენებულს,
რადგან შენ იქით არ ეყოფი ჰაერს საკვებად
და მე კი აქეთ დავიხრჩობი, უწყლოდ, უმიწოდ.
გადმოდი აქეთ,
გადმომიწდი, გადმოჰაერდი,
ვითომ ბუდა ხარ და იმღერე მწვანე სიმღერა,
რომ მოგვიჩოჩდნენ უფრო ახლოს მცენარეები,
რომ მოირბინონ ცხოველებმა, გველეშაპებმა,
იმღერე უფრო, უფრო მეტად, ხმაგაშიშვლებით,
გადმოდი აქეთ
როგორც გინდა ისეთი ფერის,
მე არ შეგღებავ არასოდეს, არ გადაგყიდი,
გინდა იყავი მოჰამედი, უფრო პირქუში
და შენთან იხმე მთელი მიწის უბრალოება,
მთელი უდაბნო, შენ იყოს, მე მიჩუქნია,
ოღონდ გადმოდი,
გადმო ჩემთან, ჩემკენ, ჩემს ზემოთ..
მოდი მითხარი, რა გითხრა მზემ შუაღამისას,
რა გითხრეს დილით ჩემმა ლურჯმა ანგელოზებმა,
რა გითხრა გოგომ, რომელიც შენ, მხოლოდ შენ იცი
და მიმანიშნე რა ფერია უსასრულობა,
მე წამოვწვები ფიცარნაგზე,
რომლიდანაც შენ ჩამოხვედი ათასი წლის წინ..
გადმოდი აქეთ,
ისე, როგორც სჩვევიათ ტალღებს,
როგორც არ იცი, გესმის, ანდა როგორც არ გინდა,
გადმოდი ჩემთან, აქ მეტია კაკლის ხეები,
აქ უფრო მეტად უყვართ ჩაი ველური პიტნის,
მე - ეშაფოტი, უწარსულო პოეტებისთვის
შენ – აქსიომა უსასრულო, თანაც ოქროსი,
უფრო მეტია ეს სიტყვები, შენში და ჩემკენ,
ვიდრე მილიონ წლების წინათ გამოგონილი,
მხოლოდ გადმოდი, აქეთ, ჩემთან, გადმო და მერე..
Illegal Astronaut
აჰა ანო ჯიმბოს... მომეწონა მე პირადად... smile.gif წაიკითხე.. tongue.gif



შოთა გაგარინ
Mr. Tambourine Man (ბობ დილანს)
პოეზია
2008.06.17
------------------------------------------------



ჰეი, ბატონო ტრუბადურო,
ამაოა ხემის ხახუნი ძარღვებზე
იქ მხოლოდ ნავთობი
ჩქეფს ახლა. აღარ ელვარებს
წითლად . სანაგვედ
იქცა ალაგი
სადაც ოდესღაც ღვთიური
მოქცევებით ტკბობა შეგვეძლო

ვეღარც მკვეთრ დილაში
ჰპოვებ მიმდევარს
ან თანამეცხედრეს,
როგორც უწინ.
მინდვრებზე ცრემლებს
თან დაჰყოლია წამწამებიც.
ჯვარს ჰგვანან, ზედ წაჰყრიათ
მარილი და ფორმალდეჰინი

ჰეი, ბატონო ტრუბადურო
როგორც ცხოველი,
მიგატოვა ადამიანმა
თუმცა ყულფისთივს ხელი
არ გაუშვია
და გარდიგარდმო ნასროლი
ყველა ნოტი
ღვედის ვიბრაციაა მხოლოდ

ტუჩებმა მიიღეს ასოების ფორმა
ჰეი, ტრუბადურო
ღრუბლის ქულებად ამოსდით
კვამლი, ყოველი
ამოსუნთქვისას.
ცივი მელანია
მათგან მოსული წვიმა

ჰეი, ბატონო ტრუბადურო,
წაიძინე აქედან და - იქ იყავი
სანამ წითელი ღილაკი
გააცოცხლებს
სიზმრებისთვის ზედმეტად
მკვდარ, ანტიკურ ქუჩებს,
სანამ ბირთვულ მსოფლიოს
და შენს ტამბურინს
ჟანგისგან გაწმენდს.
ერთდროულად ჟინი და შიში
არის შენი ძილი.
როცა არ იცი როდის მოდის
სიკვდილი. ჩაძინებამდე
თუ შემდეგ


Illegal Astronaut
შოთიკოს ჰაიკუ tongue.gif



შოთა გაგარინ
ცივი ჰაიკუ
პოეზია
2007.05.19
------------------------------------------------


ქარხნის საკვამურში ძინავს ჩიტს.
ჩრდილოეთის თბილი ქვეყნებისკენ
მიფრინავენ გაზეთები
Illegal Astronaut
ეს კიდე... ჯიმბოს გენიალური... smile.gif ვოტ.. smile.gif დაიმხო ამით... smile.gif






შოთა გაგარინ
თავისუფლების სუტრა
ფილოსოფიური პროზა
2006.10.15
------------------------------------------------


თანამედროვე გლობალური კრიზისი წინამორბეთთაგან შედარებით გაცილებით ღრმა აღმოჩდა, და რაღა თქმა უნდა, ცდებიც, მიმართული მის აღმოსაფხვრელად, გაცილებით რადიკალური უნდა იყოს. ყოველი ადამიანის წმინდა ვალია იბრძოლოს ახალი, თავისუფალი ინდივიდებით ურბანიზებულ სამყაროსთვის სადაც სიცოცხლის მაორგანიზებელი მოდელი იქნება ჩვეულებრივი მცენარე, ისევე როგორც XX საუკუნის დომინირებად სოციო-მენტალურ მოდელად შეიძლება ჩაითვალოს კომპიუტერი, ხოლო XIX საუკუნის სიმბოლოდ – ორთქმავალი. ეს ნიშნავს დაბრუნებას იმ მოდელთა დროში, რომლებიც არსებობდნენ 15-20 ათასი წლის წინათ. ასეთი მცდელობა დაგანახებთ მცენარეებში წყაროს საკვებისა, თავშესაფარისა, ჩასაცმელისა, განათლებისა და ასევე მოგევლინებათ ათასი რელიგიური კულტის სათავედ. თავისუფალ სამყაროში აღიარებთ კანონიერად იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში უარყოფდით. იქ გამოაცხადებთ ბუნებას ლეგიტიმურად. იდუმალ პლანეტარულ აზრთან უშუალო კავშირის აღდგენა, ბუნების ჰარმონიულობით, ჰალუცინოგენურ მცენარეთა გამოყენების გზით, გვაძლევს ჩვენ უკანასკნელ რეალურ იმედს სისტემის მიერ მარყუჯად შემოჭერილი კულტურული ინერტულობის მიუდგომელი კედლის დანგრევისა, რომელიც მთლიანად გასრესვით ემუქრება ადამიანურ ინდივიდუალიზმს!!!


მაშ ასე, თქვენს წინაშეა თავისუფლების სუტრა


1
სერიალში - რეალური ადამიანები განასახიერებენ ყალბ ადამიანებს, თავიანთი გამოგონილი პრობლემებით. სხვა რეალური ადამიანები კი ამ ყველაფერს უყურებენ და განიცდიან გამოგონილ პრობლემებს ყალბი ადამიანებისა, რათა დაივიწყონ თავიანთი რეალური პრობლემები. ამ სუტრის წაკითხვამდე შენი ცხოვრება ჰგავდა სერიალს.

2
ამ მწარე სიმართლის შეცნობით გატანჯულმა იქონიე რ ე ა ქ ც ი ა ! თამამად და სიხარულით გადადგი შემდგომი ნაბიჯი ფსკერისკენ ვინაიდან ხელოვნებას მხოლოდ ტანჯვა ბადებს და არასდროს სიხარული. და ნუ გექნება სიმართლის თავისთავად გამარჯვების იმედი. ეს იმედი უბრალოდ კიდევ ერთი გარდამავალი პერიოდია, რომელიც უნდა გადალახო. წამება მხოლოდ იმ შემთხვევაშია წამება და დამცირება-დამცირება, თუ შენ თავად აირჩევ, რომ ამ ყოველივესგან გაიტანჯები.


3
მე დავესწარი ლეშების გაკვეთის პროცესს. ყოველ სხეულში იყო ქვეყანა, რომელზეც გამიგია, მაგრამ არ მიფიქრია მასში მოხვედრა. იყო ღვიძლი, გული და თირკმელი. თავის წიაღში მდებარეობდა ჰიპოთალამუსი, ალცგეიმერის კვანძები. . . მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რაც იქ საერთოდ არ იყო. ეს ყვითელი, პირწმინდად გაპარსული სხეულები სრულიად არ გავდნენ ქირურგს, რომელიც ხერხებით და დანებით მუშაობდა. დ ა პ ი რ ვ ე ლ ა დ ! მე გავიფიქრე, რომ შეიძლება ადამიანი არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მისი სხეული. . .
რომ შეიძლება არსებობს სული. . . რომ სულს გააჩნია ალტერნატიული მოთხოვნა-მისწრაფებები. დ ა უ დ ა ვ ო დ ! თავისუფლება არის მისწრაფება, რომელიც ბობოქრობს ადამიანის სულში, და არა სხეულში.

4
ერთადერთი რამ, რისი ტყვეც შეიძლება იყო არის იდეა თავისუფლების. ერთადერთი რამ, რისიც შეიძლება გეშინოდეს არის თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა. ერთადერთი ცოდვა რომელსაც უნდა ერიდო არის შიში

5
ევა უდარდელად ცხოვრობდა სამოთხის მშვენიერ ბაღში, მანამ სანამ მას არ დაუწესეს ზღვარი – აკრძალვა – ის რისიც უნდა შეშინებოდა.
ევა შეიზღუდა, მოსვენება დაკარგა.. მას გაუჩნდა თავისუფლების სურვილი. . . და მე შევძელი განმემარტა შიში.
შიში – ესაა ცოდნა ქმედებების, რომლის ჩადენითაც თავს თავისუფლად იგრძნობ.
ევამ ბუნებრივი არჩევანი გააკეთა.

6
თავისუფლება-სიტყვა რომელიც დარჩენილია დეფინიციის გარეშე. სიტყვა-აქსიომა. ქვეყნის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. . . რა არის თავისუფლება? ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ ნიშნავს ეს პიროვნულ თავისუფლებას, როცა არსებობს ზემდგომი “თავისუფალი ქვეყნის”, ჩვენს შემთხვევაში “ხელისუფლების” სახით, რომელიც გაცხოვრებს კოსმოსში დაკიდულ კუნძულზე, ქმედებების საზღვრების დაწესებით? ადამიანი ვერ მიატოვებს ამ ჩაკეტილ სივრცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ელის ჯოჯოხეთის ექვივალენტური საუკუნო ფრენა უსასრულობაში, მატერიალისტური რეალობის ენით – სადამსჯელო სანქციები. ამის შემდეგ კიდევ გეყოფა თავხედობა განაცხადო, რომ თავისუფალი ხარ? ამრიგად “თავისუფლება”, არის ის ცნება, რომელიც სრულიად ყალბი სახით შემოგაჩეჩა სამყარომ, რადგან ოთხ კედელს შორის მოქცეულს (რაც არ უნდა ფართო მასშტაბის იყოს საკანი) არ შეგწევს უნარი იყო თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი !

7
ადამიანი, რომელიც უფლებას აძლევს თუნდაც კანონს მართოს მისი სიცოცხლე, რომელიც თანახმაა, რომ მიღწევადი მიუღწეველია არაკანონიურობის გამო, ეწევა ყალბ სიცოცხლეს. ნებისმიერი სისტემის მონობის გზით, იქნება ეს რელიგიური თუ სახელმწიფო მცნებები, ადამიანი იქცევა ეპიზოდური როლის შემსრულებლად “თეატრის საზოგადოება”-ში. იქ ექსპრომტის არსებობას სცენარი გამორიცხავს. თუ წარმოვიდგენთ პირდაპირ ეთერს ტელევიზორში, რომელზეც მიშვერილია კამერა, რომელიც თავად გადასცემს ზემოთხსენებულ ეთერს, დავინახავთ ტელევიზორს, შიგნით კიდევ ერთ ტელევიზორს, იმ ტელევიზორშიც ტელევიზორს და ა. შ. ასე ბადებს უსასრულობის ილუზიას მატერიალური სამყარო. ასე გატყვევებთ და გაცხოვრებთ წინასწარ გათვლილ ფილმში, სადაც მონაწილეობთ უბრალო მ ა ყ უ რ ე ბ ლ ი ს სტატუსით. ამ ტანჯვის შეწყვეტა ყოველთვის შესაძლებელია ხელის მარტივი მოძრაობით და ობიექტივის გაწევით, მაგრამ რას იტვყის პროდუსერი?! (შ ი შ ი)
განიცადეთ ამ ფაქტის კათარზისი და თქვენ განთავისუფლდებით

8
“თუ აქამდე ამ სუტრაში არსებულ ყველა იდეას ბოლომდე ჩაწვდი სასწრაფოდ დაწვი ის”

9
მე არ ვლაპარაკობ ანარქიაზე. ანარქიაც თავის მხრივ ჰარმონიულ საზოგადოებრივ წყობად გვევლინება სწორი ხორცშესხმის შემთხვევაში. მე ვლაპარაკობ ქაოსზე, სადაც სიტყვები “აიღე იარაღი, გადი გარეთ და დაუმტკიცე კაცობრიობას შენი მისდამი სიყვარული” არც თუ ისე მოკლებული იქნება ლოგიკას. სინამდვილეში ამისკენ ისწრაფის ადამიანის ქვეცნობიერი, სული. დარბაზი სადაც სპეცეფექტების საშუალებით, სრული რეალობით აისახება საზარელი სურათები, ყოველთვის გადავსებულია. ადამიანს უყვარს ყურება თუ როგორ მიდის მისი მსგავსი არსება საყოველთაოდ გამეფებული სისტემის წინააღმდეგ. ეს ფსიქოლოგიური ორგაზმია, გენმოდიფიცირებული პროდუქტი, რომლითაც კლავს ნამდვილის სურვილს.
ადამიანები ფულს იხდიდნენ იმისთვის, რომ ენახათ Eმპირე შტატე Bუილდინგ-ის ძლიერი ნგრევის რაც შეიძლება დამაჯერებელი სცენა. ამ დროს ფრაზა “უკაცრავად, მე მარხვაზე ვარ და თავად ხომ ვერ ჩამომინძრევდით?” ამ ადამიანთა სიცოცხლის მინიმოდელია.

10
ყველა მიჩქმალული იმპულსი ადრე თუ გვიან გამოირღვევს გარეთ. იდეალურ სამყაროშიც კი, იარსებებენ ადამიანები რომლებიც აუჯანყდებიან იძულებითი მექანიზმებით გამაგრებულ საყოველთაო წესრიგს და დაიწყებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ისინი შეეცდებიან უკუაგდონ იდილიის წინააღმდეგ წასვლის აკრძალვა, შიში. ისინი ააფეთქებენ მსხვილ კონგლომერატთა ოფისებს, თავისუფლების იდეისთვის. ეს იქნება წინააღმდეგობრივი რ ე ა ქ ც ი ა არსებული კარცერის წინააღმდეგ წინ თავისუფლებისთვის მებრძოლებო!!! შეგიძლიათ იბრძოლოთ ყველაფრის წინააღმდეგ, სანამ მოიძებნება ის, რისთვისაც უ ნ დ ა იბრძოლოთ

11
დაამხეთ ყველა კერპი. დახოცეთ თქვენი გმირები. დაწვით თქვენ საყვარელ პოეტთა წიგნები. ყველაზე სულელური და არაპროფესიონალური მინეტიც კი ჯობია მშვენიერი ვარდის სურნელს, ენით აუღწერელი დაისის ხილვას..
დარწმუნებული ვარ რომ საუკეთესო, ყველაზე უფრო ღრმად სულში ჩამწვდომი ლექსის განცდა, მაინც ვერ შეედრება დამათრობელ, ცხელ, ფეთქებად - ორგაზმს. ხელოვნების ნიმუშები მხოლოდ იმისთვის მოიგონეს, რომ ჰქონოდათ რაიმეზე საფიქრალი სექსის დროს, რათა მალევე არ გაეთავებინათ. თუ თქვენ შემთხვევით აღმოაჩენთ რაიმეს უკეთესს ვიდრე სექსია, მაშინვე დამირეკეთ. ან მომწერეთ შMშ-ი.

12
ლობაჩევსკიმ გათავისუფლდა, ანუ გააკეთა ის, რისიც ეშინოდა. შედეგად ლობაჩევსკის გეომეტრიამ უარჰყო საზოგადოდ მიღებული მათემატიკური აქსიომა-დოგმები და დაუსაბუთებელ სუბიექტურ მოსაზრებებზე დააშენა საკუთარი მეცნიერება. მან უარჰყო რომ გაშლილი კუთხე არ არის 180 გრადუსი, შედეგად დაამტკიცა თეორემები, რომლის დამტკიცებაც ვერ შეძლო კლასიკურმა მათემატიკამ. შემდგომში ეს თეორემები შეისისხლხორცა კლასიკურმა მათემატიკურმა მეცნიერებამაც, რადგან არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა. დოგმა არის ის, რაც ადამიანმა უნდა გაანადგუროს, რითიც გადაინაცვლებს სხვა განზომილებაში და უკბენს იმ ძუძუს, რომელიც ადრე მიუღწეველად და საოცნებოდ ეჩვენებოდა.

13
თავისუფლება ზემეტად აბსტრაქტული ცნებაა იმისათვის რომ გააღმერთოთ. ასეთივე აბსტრაქტული იყო “პარტია”, რომელიც რევოლუციურმა სპერმატოზოიდმა ხალხს შესთავაზა ალტერნატიულ ღმერთად, საბჭოთა იდეოლოგიის განაყოფიერებისას. ბრძენი ხალხი არ დაიბნა და უცებვე მოძებნა უფრო კონკრეტული ტოტემი სახელად იოსებ სტალინი. ამრიგად თქვენც თამამად შეგიძლიათ გამოიჩინოთ იგივე პრაქტიკული სიბრძნე და გამაღმერთოთ მ ე

14
ჩემი პირველი მოციქული იყო უბრალო მზარეული, რომელმაც მომიყვა თუ როგორ კვებავდა თავის აზიზ ქალბატონს სპერმანარევი კერძებით. მე დავინახე შემოქმედებითი ექსტაზი მის თვალებში. მან განამტკიცა საკუთარი არსებობა. ის თავისუფალი იყო. მისი ქმედება კი იყო წინააღმდეგობრივი რ ე ა ქ ც ი ა გამეფებული უსამართლო რეალობის წინააღმდეგ

15
პიროვნულ თავისუფლებისკენ სწრაფვას ზღუდავენ გარკვეული სტერეოტიპები, რომელიც სისტემის იმუნიტეტია თავისუფლებისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ. ამის კარგი მაგალითია ცნებები კეთილი - ბოროტი, ცუდი – კარგი და მრავალი სხვა. მე კი გეუბნებით თქვენ, ეს ცნებები სუბიექტური და პირობითია!!! ვულიგანების ტომის საშუალო სტატისტიკური წარმომადგენელისთვის კანიბალიზმი სიკეთეა. ნიცშეს ფილოსოფიის მიმდევრისთვის თანაგრძნობა სისუსტეა, მაშასადამე უნდა ვერიდოთ მას, როგორც ბოროტი ძალის ერთერთ ხატს. ცხოვრება არ შედგება მხოლოდ ორი – შავი და თეთრი ფერისგან. “კარგი” არასოდეს იმარჯვებს, რადგან სინამდვილეში “კარგი” ილუზიაა. უბრალოდ ისტორიას გამარჯვებულები წერენ და მათთვის მომგებიანია მოგვევლინონ “კარგებად”, რისი თაყვანისცემის მოვალეობაც შთაგვინერგა სისტემამ, რასთან ბრძოლასაც აზრი არ აქვს, რადგან ის ყოველთვის გაიმარჯვებს. ეს ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული ხრიკია ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

16
პირველად იყო ბუდდა, ადამიანი რომელიც გაღმერთდა. მაგრამ მისი ფილოსოფია შეუფერისი აღმოჩნდა გარდამავალ ევოლუციურ საფეხურზე მყოფი განუვითარებელი გონისთვის. ადამიანურ საზრისს სჭირდებოდა უფრო დიდი, უფრო საშიში და კონკრეტული დოგმატური ადათ-მცნებების მატარებელი ღვთაება. ასე იშვა ქრისტე – ღმერთი რომელიც გაადამიანდა.. მაგრამ ადამიანმა ესეც არ იკმარა. ქრისტიანული დოგმები ზედმეტად ლიბერალური გამოდგა იმისთვის, რომ ადამიანებს კვერცხებით არ დაეკიდათ მოყვასნი თვისნი. შედეგად მოგვევლინა მუჰამედი. ადამიანი რომელიც იცნობდა ღმერთს, ღრმად პატივცემულ ალაჰს. მას შემდეგ ბევრი საუკუნე გავიდა, ადამიანმა განივითარა გონებრივი შესაძლებლობები და კვლავ მეტი თავისუფლებისკენ მიმართა იგი. დღეს მას ერთი ბიძგიღა სჭირდება რომ საბოლოოდ გააცამტვეროს სხვადასხვა იდეოლოგიების ნასუფრალი დოგმები, რათა გათავისუფლდეს ობიექტივის ტყვეობიდან, ჩამოვიდეს “თეატრის საზოგადოების” სცენიდან და ანახოს აზარტულ მაყურებლებს, რომ “ისინი თავად არიან სპექტაკლის მთავარი მონაწილენი, და ამას მიხვდებიან უკანასკნელ აქტში, როდესაც მათ მოკლავენ”. სიკვდილზე ლაპარაკი რა თქმა უნდა ბანალურია, მაგრამ აი, უკვე დავიწყე და ამიტომ გავაგრძელებ . . .

17
თიმოთი ლირიმ სიკვდილის წინ თქვა, რომ სწორედ სიკვდილი გვევლინება ყველაზე მძაფრ და საინტერესო ცხოვრებისეულ განცდად. ამიტომ ნურაფრის შეგეშინდებათ თავისუფლებისთვის მებრძოლებო. ეს ისაა რისთვისაც თქვენ ცხოვრობდით. კი არ ცოცხლობდით, ცხოვრობდით, მთელი მისი მშვენიერებით. სიკვდილი ესაა ის, რაც უნდა განიცადო, რათა საბოლოოდ დარწმუნდე შენს თავისუფლებაში.

18
მე გითხარით რომ უკუვაგდე შიში. მოგატყუეთ. მე მეშინია

19
ამ სუტრის წაკითხვის შემდეგ ერთმა ადამიანმა გამიზიარა, რომ ცოტა ხნის წინ ებრძოდა საშინელ წყურვილს მეცხრე სართულის აივანზე გადაყუდებული მეგობრისთვის ფეხი ებიძგა. ადგილიდან მოწყვეტილი განწირული სხეული, დაბნეულ განცდათა კლიმაქსი, შემოქმედებითი ექსტაზი, დაბნეულობა, ქაოსი. . .
მეგობრის უკანალი პირდაპირ ემუდარებოდა მას წიხლის ძლიერ ამორტყმას.
და მე ვიგრძენი ამ ადამიანის წმინდანური სწრაფვა თავისუფლებისკენ

20
ეს ყოველივე არის რეაქცია. შეიძლება გააპროტესტო ყველაფერი რაც გინდა. ყველაფერი ეს, არის მილიონობით ახალი მიზეზი რომ არ იცხოვრო “საკუთარი” ცხოვრებით. შენ შეგიძლია უარყო წარმატების შესაძლებლობა და ამაში დაადანაშაულო ვინმე სხვა. შენ შეგიძლია იბძოლო ნებისმიერი მოვლენის წინააღმდეგ, იქნება ეს აზიზი ქალბატონი, მესაკუთრე, სასიკვდილო მუჯლუგუნის სურვილი, თუ ღმერთი. ყველაფერი, რაც ფიქრობ რომ გბოჭავს. შენ შეგიძლია იცხოვრო ცხოვრებით, რომელიც შემოგთავაზე. ან – შეგიძლია გააკეთო “რწმენის ნაბიჯი”, როცა შენ წყვეტ ცხოვრებას როგორც რ ე ა ქ ც ი ა და იწყებ ცხოვრებას როგორც ძ ა ლ ა, და იქნება ისე, როგორც თავად ბრძანებ

21
ეს კიდევ ერთი ტრანსგრესიული სუტრაა. ახლა ჩვენ გვყავს ის, რაც შეიძლება უფრო გვეზიზღებოდეს ვიდრე ერთმანეთი




Illegal Astronaut
თუ ამ ფანჯარაში ესტეთიურ სიამოვნებას ეძებთ, სასწრაფოდ დახურეთ..
მე ორალური სექსის ოსტატი არ ვარ, რომ ჩემი ენით სიამოვნება მოგანიჭოთ

მოდით ვითამაშოთ!
მე არ გამოვალ გარეთ, შენ შემოდი ჩემში

თამაში ამხელს სიმართლის ბაცილებს, სიმართლის და სიკვდილის.
თამაში სარკეა. მისი უგემოვნო დეკორაციების შუაგულში არსებული კარით,
რომლიდანაც სავარაუდოდ საყოველთაო აუტიზმს გაექცევი
მაგრამ ამ კარის უკან მხოლოდ აბლაბუდები და მტვერია
ვერსადაც ვერ გაიქცევი

ჩიტი ან მწერი დაფრთხიალებს და ვერ პოულობს ფანჯარას,
რადგან მათ არ იციან ”ფანჯრები”

შენ ვერ შეხვალ სარკეში
თევზი ვერ გაცურავს ფანჯრიდან

ცხოვრება კარცერში. დიალოგი გამოგონილ თანამოსაუბრეებთან.
ჩრდილები, ჩრდილები, ჩრდილები
ეს ჩრდილების სამყაროა
ჩრდილების თეატრი
ჩვენ კი სინამდვილეში ჩვენი ჩრდილების ჩრდილები ვართ

და ჰაერში, ჩვენ, ჩრდილებმა, დავატყვევეთ ღმერთი
წავართვით ძალა, რომ იაროს ქალაქში, ჩვენს გონებაში,
როცა ისინი მაღლა დაფრინავენ.
ჩვენ ცას ღმერთი მივაჭედეთ
მივაჭედეთ ვარსკვლავებით
მე კი ყოველთვის მინდოდა რომ ვარსკვლავები
”შეშლილი კოსმონავტის” თვალები ყოფილიყო
კოსმონავტის და მისი გამოგონილი თანამოსაუბრეების

კამერა კარცერში.. კამერა კუბოში..
კამერა ღმერთია, ის ყველაფერს ხედავს

ბრძოლა, ომი, ცეცხლი, ბომბი,
ამ ბრძოლიდან ვერც ფარით დაბრუნდები და ვერც ფარზე დასვენებული
შედედებული სისხლიდან ამოყვინთული ნაწლავები,
ასფალტზე მიმხმარი ტვინის ნაწილაკები,
მეგობრის თვალი, შენს ტუჩს შემთხვევით მიზელილი..
ამ დროს საკუთარ ნარწყევს ველური ორქიდეების არომატი აქვს!!!
ხედავთ?
ომი დიდი ხანია აღარაა რომანტიკული თავგადასავალი

კარცერში კი კვლავ ბრძოლაა
ნეტავ ისევე გამალებით იცავდი ”ქვეყანას”, როგორც ეხლა საკუთარ განავალს??
ის შენია! შენი სამეფო ვახშმი! არავის ჩაიწილებ!

თქვენ იცით რა არის ტკივილი?
როცა კანი სივდება და აღარ არსებობს განსხვავება კიდურებს შორის,
ხმები, მონოტონური ხმები,
ეს შიშია რომ ჩაგყლაპავენ.
თავისუფლება სივრცეში და დროში.
თავისუფალი რათა ჩაიღვარო აყროლებული ზაფხულის დინებაში

სნაიპერის იარაღი მისი თვალის წანაზარდია
BANG!!!
უსახელო ჯარისკაცისთვის ომი დასრულდა...
დღეიდან ის ღიპიანი თამადის ჭიქაში გამომწყვდეული
დაითვლის მარადისობას

ნაცრისფერი ფილმი თვალებს დაადნა და ღაწვებისკენ გამოიკვლია გზა
შეცდომაა აზრი, რომ ხელოვნებას სჭირდება მაყურებელი რათა იარსებოს.
ფილმი ყველანაირი თვალების გარეშე გრძელდება.
პირიქით, მაყურებელი ვერ იარსებებს მის გარეშე,
ფილმი არწმუნებს და განამტკიცებს მას არსებობაში

ფანტასმაგორია

გაღვიძების დროს თვალი ვულგარულია წყლის ძიებაში,
ნესტი, პორნოვარსვლავის სისველე

ჩემი სინდისი ბაფთაა,რომლითაც მიმაჯაჭვეს ყოველდღიურობას
მეც ღმერთი ვარ
როცა მოვიწყენ - წვიმს...

GAME OVER


ესეც.. smile.gif
dachi 1x
[b]† Lord Borgeze †[/b
სანდრო აღარ ხუმრობს... როდის ხუმრობდა მაგარამ მაინც ... მართლა მაგარია, საღოლ...
Illegal Astronaut
dachi 1x


სანდრო გაგიჟდა,,, საოცრებებს წერს,,, smile.gif უკვე ძაან გაუბერა.. smile.gif
dachi 1x
† Lord Borgeze †
ნეტა მასე როდის გავგიჟ rolleyes.gif დები
Illegal Astronaut
dachi 1x


წერ რამეს?... წამაკითხე რა... smile.gif
vulkani_lava

X
გახსოვდეს როცა სატრფოს არჩევდი
ის გვერდით გედგა, ვერც კი ამჩნევდი,
ისე მოხდება ერთს გააბრაზებ
მერე წავა და ვერც დააფასებ,
გაგიკვირდება ნეტავ რა იყო?
გული წაიღო, ჩემი სიტყვები მალე ახდება
ბოლოს მიხვდები თურმე რაც ხდება,
ვინც იმსახურებს, ის ვერ ფასდება,
არ დააფასებ? არც დაფასდება,
ჩუმად შარაგზას წავა გაცდება...
vulkani_lava

X X
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა
Matilda
ჰეი!

შიშინით დაბადებულ ბავშვებს,
მეექვსედ გარდაცვლილ ანგელოსებს,
ულტრაიისფერი გამოსხივების თვალებს,
კონტრრევოლუციონრებს
და ტბის ფსკერზე დაძირულ პოეტებს..

ჰეი, ნიუ-იორკ!
ფერადია შენი დღევანდელი ტოგა
და სისხლიანი საშოდან ისევ გცვივა ბომბები,
როგორც ჰუმანიტარული დახმარება
ძნელად აღსაზრდელი თოთო ქვეყნებისთვის..
ჰეი, ნიუ-იორკ!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
დაუძლურება ორსული სამყაროსი,
ამენ!

ჰეი, სფინქს!
რომელმაც გადაყლაპე უდაბნოების გუშინდელობა
და მახათებივით დაურიგე ნაშრომები
ყალბ თეორიტიკოსებს,
რათა ეამბნათ სამყაროსთვის შენს ორგანიზმზე..
ჰეი, სფინქს!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
გაუცხოება ჩვენი მოგონებების,
ამენ!

ჰეი, შიდს!
ყოველდღიურობის ნათელით დამწყვდეულო
და ოფლიან თეძოებზე შემხმარო ლუციფერო,
რადგან მოიყვანე სილამაზე აქ, გოლგოთაზე
და მაინც არ გაკლდა კდემამოსილება..
ჰეი, შიდს!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
ჩვენი სიყვარულის გაუკვდავება,
ამენ!

ჰეი, უილიამ შექსპირ!
ისევ უსასრულოდ დგამენ შენს პიესებს ეშაფოტებზე,
შიზოიდურ ღამეებში იზუთხავენ უაზრო სიტყვებს
და ჯერ ვერავინ, სულ ვერავინ მიხვდა,
რომ ჰამლეტი შენი მეზობლის კატაა..
ჰეი, უილიამ შექსპირ!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
ყოფნა არყოფნის ფორმულებით მუმიფიცირება,
ამენ!

ჰეი, სილიკონ!
ისევ ხოცავენ შენს წიაღში ბუნებრიობას,
კოლიზიური აჩრდილებით ანგრევენ სხეულს,
შენ კი სდუმხარ, ან ბუყბუყებ
და შეექცევი ბიგმაკს და ჩიპსს, ტუჩების ტლეკით..
ჰეი, სილიკონ!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
გაბერვა ჩვენი ტვინების და თვალის გუგების,
ამენ!

ჰეი, ღმერთო!
ჯვრიდან ჯერ არჩამოხსნილო და ჯერ არმომკვდარო,
ისევ ახადეს ფიქრებს ჩვენსას თავსახურავი
და ღობეებზე ჩამოაცვეს ჩვენი ლოცვების ფიტულები,
როგორც შენი ფოტოსურათები, ნეგატივებში..
ჰეი, ღმერთო!
როდის იქნება სახელი შენი დიდი
და როდის დაადგება ნება შენი ავტომაგისტრალს
ჩვენი თმებისკენ..
მაშინ, როცა ჩვენ ამოვხოცავთ ირმებს გუნდებად,
თუ მაშინ როცა შევისწავლით ყველა ინგლისურს?
ჰეი, ღმერთო!
ჩვენ შენი უჩინარი ვნებები ვართ,
სულის მინდორზე გაწოლილები ტურისტებივით..
ამენ!


ხვიარა


გენიალური ლექსია smile.gif
ახლ ვკითხულობდი ხვიარას რაღაცეებს და წავაწყდი და კიდევ ერთხელ წავიკითხე...
Matilda
ციტატა(vulkani_lava @ Aug 19 2008, 11:26 PM) *
X X
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა

გაფიცებ ვისია ეს ლექსი? :|
skiron
ციტატა(vulkani_lava @ Aug 19 2008, 11:26 PM) *
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
......................................
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.


გენიალურია...
che
skiron

laugh.gif laugh.gif

ზედა პოსტი საიტის არქივშია შესატანი.. biggrin.gif საღოლ ლაშა biggrin.gif
skiron
ციტატა(che @ Aug 20 2008, 03:03 AM) *
skiron

laugh.gif laugh.gif

ზედა პოსტი საიტის არქივშია შესატანი.. biggrin.gif საღოლ ლაშა biggrin.gif


რას ერჩი უგრძვნია... wink.gif

აი თუნდაც:
"თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი."
vulkani_lava
ციტატა(Matilda @ Aug 20 2008, 01:47 AM) *
/quote]
გაფიცებ ვისია ეს ლექსი? :|




ერთი საოცარი ადამიანის smile.gif
SmoK1e
ჩე შენი ლექსები დადე რა გთხოვ....მაგრად მომწონს....
che
SmoK1e

wub.gif არ ვარ მე მაგდენის ღირსი wub.gif ოკ ძმი smile.gif
SmoK1e
che
თანამედროვე პოეტების ზოგი ისეთი ლექსები წამაკითხეს რომ იმათ ფონზე იმენა გალაკტიონი ხარ smile.gif მართლა მაგრად მომწონს შენი ლექსები...
che
მოკრძალებით გაგიბედავთ:





ელლენს
-------------

არაფერია. დაღამდა და არაფერია, კიდევ უფრო
მოგენატრება ელექტროსუნთქვა, ენის ჩაყლაპვა, გაშეშება,
ერთი წვეთია ოკეანე, თუ გინდა ჩუმად ვისაუბროთ,
დაივიწყე რომ გაღვიძება სიცოცხლის შემდეგ, საშიშია.

ენერგიაა თითებიდან გამოწოვილი, დაწურული,
ჰაერში უაზროდ დაფანტული, გაყიდული უმისამართოდ,
დაბნეული ხარ, გაწვალებენ შენი სიტყვები, გაწელილი,
თვალების გუგებს აყოლილი სისხლის ხაზების სასამართლო.

არაფერია. დამიჯერე არაფერია, რაზე ტირი,
განგიახლდება კანის ქსოვილი, უფოთოლცვენო ნოემბერი,
მთვარის ბალიშზე ჩაიძინებ, ამქვეყნიური დეზერტირი,
გალაქტიური ღრმულებიდან, თვალებს, ფარვანებს მოეფერე.

ერთი ბეწოა დედამიწა, კარუსელივით, შენს გარშემო,
ტალახიანი, ნაცრისფერი, თითქოს ახლახან განაბერია,
თითქმის წვეთია, დამიჯერე, თვალის გუბურა, შეგაშრება,
არაფერია. გათენდება ელექტრომზით და არაფერია.
che
რითმიანები არ აქვსო ხვიარასო და ვიპოვე რაღAც რითმიანები მაგისები და დავყრი biggrin.gif
che
თვალების ტერაქტი
------------------------------------------------

ნუ მიქსოვ ტუჩებში კოცნების ტერაქტებს
და მლაშე თვალებით ნუ მრჩები – ამაოდ,
წამიწამ ვაშენებ ჩვენს შორის სტალაქტიტს,
ყოველდღე წვიმისგან ვარბილებ სამარეს

და გზებზე, 100 ლარად ნაყიდი უფლების
მტვერი დგას. შენს გარდა არავინ მიყურებს,
ხომ იცი, მე მიყვარს ამ ნაგვის უბნების
სუნი და ხეების მახვილი სიყრუე..

რატომღაც ქარია. ჩემი ხელთათმანი
თვალებმა ისროლეს შენკენ. ვიყინები,
გგონია შიში მაქვს? მე შიში რად მინდა,
როცა მზესუმზირის ჭიქად იყენებენ

ჩემს თაბახის ფურცელს, შავი წარწერებით,
გზებზე კი სიძვირის მტვერი დგას, სექტანტი
გავხდები, სრულიად უმიზნო მზერების,
რომ თვითონ მოგიწყო თვალების ტერაქტი..
che
ხვიარას ერთ-ერთი სკანდალური ლექსი.







ალისტერ კროულის სტუმრობა ლონდონის პაბში და ამბავი მისი წინათგრძნობისა..
--------------------------


ლონდონი. ლუდის ბარი. ალისტერ კროული.
ენერგეტიკული ველების თანხვედრა.
ოთახის ჩაბნელება, ალბათ არც დროული.
სიბნელე, როგორც მისტიკის კათედრა.

ნესტიან ფილაქანს ფეხსაცმლის ძირების
ბაკუნით აღვიძებს მელოტი ბებერი.
კალამი – მიზეზი აქ გამოძინების,
კედელზე მიჩხაპნილი “ე. ლოიდ ვებერი”.

ენდრიუ მუცელშია. წინათგრძნობს ალისი.
ფანჯრების ჩაბურვა მეტყველებს ყინვაზე.
აქედან შორსაა მეძავი პარიზი,
იქ მოგონებები გადიან ყირაზე.

და ისევ ლონდონი. და პაბის კუთხეში
ქალი დგას უხიბლო და თანაც ორსული,
კაცური პროფილი, ნაკვთები უხეში,
მზერის ადრესატი – ლუციის კონსული.

კედლებზე ნაჩხაპნი სიმბოლო ათასი
და სადღაც ღრიჭოში “ე. ლოიდ ვებერი”.
კარი მოჭრიალე უხდება კათარზისს,
ფონზე უსახური მელოტი ბებერი.

ბოლი იგრიხება სივრცის მესამედზე,
ამინდს მაწანწალას არავინ მოუვლის,
ზის რუხ მაგიდასთან, როგორც მეცამეტე
ქრისტეს მოციქული – ალისტერ კროული.
SmoK1e
che
smile.gif
latata
აღვივსე შენით...
„მე“–დ ყოფილი „შენ“ გავხდი თითქოს...
დე, ასე იყოს!
სენად ყოფნა ნამდვილად მიჯობს,
დე, ასე იყოს!
მოჰყვება მთავარ არტერიას
გულის გავლით უზომო სითბო...

smile.gif
vulkani_lava

კაკო ყაჩაღი

სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი

მწუხრის ზეწარი გადაეფარა, —

და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი

ალაზნის ველზედ წამოიხარა.

ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,

მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,

მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი

იმის სხივებთან მუსაიფობდა.

შორნი მნათობნი მოკამკამენი

იმ მწუხარს ღამეს მხიარულობდნენ,

მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი,

სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ.

და იმ მნათობთა სხივის ალერსით

ველს მშვენიერსა ჩასძინებოდა,

მხოლოდ ნიავი მთისა — მოლხენით

ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა.

და ალაზანი შეუპოვარი

ჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა,

მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი

დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.

ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა,

თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა!..

მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე

მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა,

და ნაღვლიანად მასზედ მეურმე

მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა.

ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,

მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი,

მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,

უკუ-ჰყრის კიდეც ვით ღრუბელს ქარი.

მიდის ურემი და უეცრადა

ვიღაცამ ტყიდამ ასკუპა ცხენი,

მოვარდა იგი ურემს მედგრადა,

მჭმუნვარე სახის ამაყად მჩენი.

— ვერ მიმასწავლებ კუდი - გორის გზას? —

ჰკითხა თამამად მან მეურმესა.

— რატომ ვერ, ძამო! აგერ აიმ მთას

მარჯვნივ აუხვევ და გახვალ ხევსა,

ერთი საურმე გზა დაგიხვდება;

იმ გზას დაადეგ, წადი, — და როცა

ცხვირწამოწვდილი მთა შეგეყრება,

ის მთა იქნება კუდი-გორაცა.

იქ რა გინდა შენ? — ჰკითხა მან ბოლოს,

როს გაათავა გზისა სწავლება: —

იქ საფრთხე რამე არ დაგემართოს,

ბღაჭიაშვილი იქ იმყოფება.

მე, როგორც ვხედავ, შენც კი გაქვს მკლავი,

ბევრს შენს ტოლს ბიჭს არ დაუვარდები,

მაგრამ მაინც თუ გებრალვის თავი —

ბღაჭიაშვილს ნუ დაენახვები,

ნურც დაანახვებ შენს ქურანს ცხენსა,

თორემ ის ბიჭი განანებს ბევრსა!

მალია, როგორც ხირიმის ტყვია,

და ტყვიასავით დაუნდობელი;

თუ სისხლი ჰმართებს, ისა სჯობია,

შეარჩინო და აიღო ხელი.

— შენ ფიქრი ნუ გაქვს!.. მეც იმას ვეძებ,

მეც მისებრ, ძმაო, მიღრინავს გული;

როგორც ის ცხოვრობს, ისე ვიცხოვრებ,

ამ დღითგან თავზედ ხელაღებული! —

და, რა სთქვა ესა, მოხდენით ცხენი

მოსხლიტა უცებ ლაზათიანმა;

გაფრინდა ცხენიც ვით შავარდენი,

და მის ფეხის ხმას ხმა მოსცა მთამა.

თითქო შენატრდა იმას მეურმე,

”ახ, ნეტავი შენ!” — წაიდუდუნა

და, გაიქნივა რა თავი მერმე

შურით, ხარს შოლტი გაუტყლაშუნა,

და მერმე ისევ უფრო მწუხარედ

თვისი სიმღერა დაიღუღუნა.

კუდი-გორასთან ერთი ტყე არი, —

უწინ ყაჩაღის იყო საფარი, —

საშიში, ბნელი, გულდახურული,

შეუვალი და წამობურული.

იქა ცხოვრობდა ბღაჭიაშვილი

კაკო, ყაჩაღად გამოვარდნილი.

მთვარე ჩასული იყო დიდ ხნისა,

როცა იმ ტყეში, ერთ ხის ძირასა,

ფრთხილად ეძინა ბღაჭიაშვილსა,

ბედისგან მწარედ განაწირალსა.

მის შორი-ახლო ლამაზი ცხენი

კაზმ-მოუხდელი სძოვდა ბალახსა,

და მას ფოთოლნიც მოშრიალენი

ხშირად უფრთხობდნენ მოსვენებასა.

უეცრად შეჰკრთა, აცქვიტა ყურნი,

თავი აიღო და გაიხედა;

მერე ტირილით იწყო ფრუტუნი

და ერთს ალაგსა ზედ დააცქერდა;

დიდ ხანს უცქერდა და, რა მოესმა

თავისის მოძმის ცხენის ფეხის ხმა,

ვერ მოითმინა, დაიხვიხვინა

და პატრონს ძილი დააფრთხობინა.

წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,

თოფი მოზიდა და შეაყენა

და, რა იხილა მხედარი ველზე,

შეჰკივლა: ”მითხარ, ვინა ხარ შენა?

რისთვის მოსულხარ, — მოყვრად, თუ მტრადა?”


მხედარი


— მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდადა.


კაკო


— თუ მოყვარე ხარ, მაშ გამარჯობა!

კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.


მხედარი


— ამინ!.. შენ არ ხარ ბღაჭიაშვილი?


კაკო


— დიაღ! გახლავარ!.. რა გნებავს შენა?


მხედარი


— შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი,

შენთან ყოფნა და შენთან დარჩენა.


კაკო


— მომწონს ეს სიტყვა... შენც მომეწონე

და ამისთვისაც გენდობი შენა.



მხედარი


გულს გული იცნობს და ღონეს — ღონე,

მენდე, გაგიყო ჭირი და ლხენა.


კაკო


— ხოშ-გელდი, ძმაო!.. მე ვარ მდიდარი,

ამ ტყეში მარტო მე მაქვს მეფობა;

გაშლითა არის ჩემი სახლ-კარი,

და ვერას მაკლებს აქამდინ მტრობა.

ყოველ ხის ძირას ჩემი სახლია,

სად მიღამდება, იქ მითენდება;

თუმცა ბევრი რამ მე აქ მაკლია,

მაგრამ აქ ჭირიც მიადვილდება...

უსახლკარობა, შიში, შიმშილი,

მარტოკა გდება მხეცივით ტყეში,

კურდღელსავითა ფხიზელი ძილი

და იარაღი დღე-და-ღამ ხელში, —

მართალია, ძმავ, კაცს მოსწყინდება

ძუნწი ცხოვრება ეს დასაღონი,

მაგრამ იქ ყველა გვიადვილდება,

სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი ბატონი!..

მე თანა მყვანან რკინისა ძმები:

ჩემი სიათა, დამბაჩა, ხმალი...

არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები,

მინამ მაქვს მკლავი თავისუფალი

ეს ცხენიც, ძამო, ჩემთან შეზრდილა,

მოუდრეკია როგორც რომ ჟინი;

ჩემთან საფრთხეში ბევრჯერ ყოფილა,

გამოუვლია ჭირი და ლხინი.

ამათ მივანდე ჩემი ცხოვრება!

არ აიყრიან გულსა ჩემზედა,

და კაკოც ისე არ გაძუნწდება,

რომ არ დააკვდეს ერთგულებს ზედა,

ჩემი სიმდიდრე აი ეს არი!..

ჩემს სამეფოში არ არის გმობა,

თუმც ორგულთან ვარ დაუნდობარი,

მაგრამ ერთგულთან მეც ვიცი ძმობა.

ჩამოხედ, ბინას გაჩვენებ, წამო!

ღარიბულადა მე დაგიხვდები,

და ნუ დამძრახავ ყაჩაღსა, ძამო,

თუ მასპინძლად ვერ მოგეწონები.

მხედარი მყისვე გადმოხტა მარდად

და წამოჰყარა აღვირი ცხენსა;

ჩამოუჭიმა ყურები მაგრად

და თვალზედ მზრუნველს უსვამდა ხელსა.

მოჰხსნა ნაბადი, ჩაკრული უკან,

ხურჯინიც სავსე გადმოიღო მან,

მერე გადაჰკრა ხელი გავაზედ

და მყის გაიგდო ცხენი ბალახზედ.

შემდეგ მოვიდა იგი სტუმარი,

კაკოს პირდაპირ დადგა მდუმარი.

მათ ერთმანეთი თვალით გაზომეს,

და მოეწონნენ ორნივ ერთმანეთს.

მივიდნენ წყნარად და ხის ძირს დასხდნენ,

მდუმარედ იყვნენ ორნივ დიდ ხანად,

ერთმანეთს თითქო კიდევ სინჯავდნენ,

ბოლოს კი კაკომ უთხრა თამამად:

— ვიცი მე, ძამო, არ გამიწყრები

და არ დამძრახავ მეტ კითხვისთვინა:

მითხარ, საიდამ გემცნაურები?

ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა?


მხედარი


— შენი გაცნობა არ არის ძნელი,

ამაზედ რაღა ვილაპარაკო,

შორს გავარდნილა შენი სახელი,

ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ”კაკო”!

შენზედ მოუბნობს კაცი და ქალი,

ვისაც ენა აქვს, შენ ყველა გაქებს;

შენი ამბავი, ეხლა მართალი,

ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს.

შენზედ ამბობენ, რომ ხარ მამაცი,

გამოჰქცევიხარ უსამართლობას,

ამბობენ, თურმე გიყვარს გლეხკაცი,

ბარაქალა მაგ გულკეთილობას!..

რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს —

ეგ ვერაფერი სიყვარულია,

სიტყვა ის არის, კაცს ის უყვარდეს, —

ვინც ბედისაგან დაჩაგრულია!

მარტო არსენას, თუ გახსოვს შენა,

გლეხკაცი როგორც ძმა ჰყვარებია,

გლეხკაცის ბედი, ჭირი და ლხენა,

შვილსავით კალთით უტარებია!

აბა, კაციცა ისა ყოფილა

და ქუდიც იმას, ძმავ, ჰხურებია!

ნეტავ იმ დედას, ვისგანც გაზრდილა

და ვისაც ძუძუ უწოვებია!..

მისებრი შვილი, ბევრიც ინატროს,

ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს...

ჯერ არ მენახე, მაგრამ გიცნობდი,

შენი ცხოვრება მენატრებოდა;

შენთან წამოსვლას ბევრჯერ ვფიქრობდი,

მაგრამ სახლ-კარი მენანებოდა,

ბოლოს კი, ძამო, გამიწყრა ღმერთი,

დამიტრიალდა უკუღმა ბედი!..

ყური მომიგდე, გეტყვი ყველაფერს,

რაც გადამკიდა მწუხარებამა,

და როგორც, ერთ დროს ბედის მადლიერს,

გზა დამიხლართა ბედისწერამა!

მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი,

როცა ბატონმა სახლს მომაშორა.

წამსვე ძროხაში მე მიკრეს თავი,

ჩემს სახლ-კარიდან გამაგდეს შორა.

ჯერ კი დავღონდი, დაჩაგრდა გული,

ყოფნა უმშობლოდ მეძნელებოდა...

სხვები ჰლხინობდნენ, და მე კი ლული

ცრემლისა თვალზედ არა მშრებოდა.

პატარა ჩემი ამხანაგები

ჩემ გულჩვილობას იქ დასცინოდნენ,

დავიწყებოდათ თავის დარდები,

როცა ისინიც ჩემებრ სტიროდნენ!..

მეც კი მრცხვენოდა ჩემის ცრემლისა,

ჩემს ამხანაგებს გავექცევოდი,

მივუჯდებოდი ერთ ბუჩქის ძირსა

და იქ მარტოკა დიდხანს ვტიროდი.

მაგრამ ღრუბელმა გადაიარა,

თან გადიტანა ჩემი ნაღველი;

პატარა გულმა გამოიდარა

და შეუბრუნა ნაღველსა ხელი.

ჩემს ყოფას მალე შევეჩვიე მე,

კიდეც ვლხინობდი, კიდეც ვმღეროდი;

ჩემს სახლ-კარზედა არც დღე, არც ღამე

აღარ ვფიქრობდი, არ ვღონდებოდი.

ძამო! რა ტკბილად, რა უდარდელად

ჩემი დღეები იქ მიდიოდნენ!

არარა მქონდა იქ საფიქრელად,

ჩემი მოძმენი არ მაძალებდნენ.

ძროხას ვუვლიდით ჩვენ ერთგულადა,

გავიზიარეთ ყველამა საქმე,

და რიგ-რიგითა ყველა ძმურადა

ვყარაულობდით ძროხასა ღამე.

რაკი მთას იქით მზე დაწვებოდა

და გაეკვროდა ვარსკვლავი ცასა,

გაშლილი ძროხა მოგროვდებოდა

და დავიწყებდით ყველანი თვლასა.

და დავაბამდით რაკი ძროხასა.

ტყის პირს ერთს დიდ ცეცხლს გავაჩაღებდით

და მოვიტანდით ჩვენ ჩვენს საგზალსა,

ცეცხლსა გარშემო მოვუსხდებოდით.

ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი,

ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობდა;

მოგვერეოდა თუ მერე ძილი,

ერთი ჩვენგანი ზღაპარს იტყოდა.

რაკი ტრედის-ფრად ცა ინათებდა

და შორს ცისკარი კამკამს იწყობდა,

მეძროხე ვინმე დაგვიძახებდა

და დილის ტკბილსა ძილს დაგვიფრთხობდა.

ავიშლებოდით, და ჩვენის ხმითა

მკვდარი მთა, ბარი გაცოცხლდებოდა,

და თავის ძროხას ყველა ზლაზვნითა

ასაშვებლადა მიესეოდა.

ზოგი აქ მიდის თექა-მოსხმული

და მიიფშვნეტავს ზარმაცად თვალსა,

სხვა იქ მიიმღერს დაღონებული

და ერეკება თავის ძროხასა;

და ერთს წუთს უკან ძროხა ბღავილით

გაიშლებოდა ფართო მინდორზედ,

და ჩვენ კი ხტომით, მღერით, ძახილით

მოვგროვდებოდით მთის ცივ წყაროზედ:

პირს დავიბანდით, ძილს დავიფრთხობდით,

მთის წყაროს წყლითა გავგრილდებოდით,

ვხტოდით, ვიძახდით, ვლაზღანდარობდით

და ზეზეურად დავნაყრდებოდით;

მერე ვმართავდით თამაშობასა,

ხან ქვას ვისროდით, ხან ბურთსა მაღლა,

და შუადღისა გოლვისა ჟამსა

ჩამოვრეკავდით ძროხასა დაბლა;

ალაზანშია ვყრიდით ძროხასა,

თან ჩავყვებოდით უკანაც ჩვენა...

ბევრიც სხვა ახსოვს ჩემ ბიჭობასა,

მაგრამ სად არის ეხლა ის ლხენა?!.

საღამოს ჟამზედ ისევ იმ-რიგად

ცეცხლსა ანთებულს მოვუსხდებოდით

და ისევ ზღაპარს გლეხურს მორიგად

თითოსა მაინც ყველა ვიტყოდით.

ის ზღაპრები მე გულს მიღონებდნენ

და აქამდინა დამრჩნენ ხსოვნაში,

ძველებურს დროსა შემაყვარებდნენ

იმ ჩემ მხიარულ ყმაწვილობაში.

ეჰ, მარტო ერთი იმ ზღაპრებისა

ღვიძლ დედასავით მე შემეთვისა!

ის მე ბევრს რასმე გულს ჩამძახებდა,

ხან მომალხენდა, ხან მაღონებდა...

არსენა ჩვენი, ის მხნე არსენა,

ჩვენამდინ, ძამო, ზღაპრად მოსული,

ის იყო ჩემი ჯავრი და ლხენა,

ის იყო ჩემი გული და სული.

ეგრეთ გონება ხალისიანი

არსენას ამბით მე მეზრდებოდა:

მიყვარდა მე ის კეთილდღიანი

და არსენობა მენატრებოდა.

ეგრეთ მინდორზედ, ძმაო, ვყვაოდი

ჩემს ბიჭობაში შეუპოვარი,

ჩემს სახლ-კარზედა არა ვდარდობდი,

შინაურობის არ მქონდა ჯავრი!

მე ჯერეთ ვიყავ პაწაწკინტელა

და მადლიერი ჩემ კეთილ დღისა

და მე მეგონა, რომ ჩემებრ ყველა

მადლიერია თავის ბედისა.

მე მამა მყვანდა მხნე კაცი, მარჯვე,

დაუღლელი და ბეჯითი, გამრჯე;

თუმცა ხელმარტო ის ცოდვილობდა,

ჩვენ კაცებშია ბევრი არ სჯობდა.

იმ დალოცვილსა ვერვინ ასწრობდა

ვერც ხვნას, ვერც თესვას და ვერცა მკასა;

ღმერთიცა მართლა უხვად სწყალობდა

და წყალობითა უვსებდა სახლსა.

ეგრე იქნება მუდამ, მეგონა,

მადლიერად და უნაღვლოდ მამა,

მაგრამ კი ბოლოს ის დააღონა,

მწარედ უმტყუვნა ბედისწერამა...

შენც, ძამო, ვიცი, გაგიგონია,

ყმის ბედი რა-რიგ სწრაფად იცვლება!

თუ ყმასა გუშინ ბედი ჰქონია,

არ იჯერებს, რომ დღესაც ექნება.

ჩვენი წადილი, ჩვენი იმედი

ყოველთვის, ძამო, არის საფრთხეში,

გლეხკაცის და ყმის ლიტონი ბედი

ვერა, ვერ გასძლებს ბატონის ხელში...

დრო გადიოდა და თან მოჰქონდა

მამი-ჩემისა უბედურობა,

მამა თანდათან მიბერდებოდა,

ბოლოს წაერთო საწყალს მხნეობა!..

თუმცა კი შერჩა წადილი ძველი,

შრომის სურვილი იმ უბედურსა,

მაგრამ არც ღონე და აღარც წელი

აღარ მოსდევდა დროგარდასრულსა.

საბრალო მამა ჰხედავდა ცხადად,

რომ რამდენადაც ღონე აკლდება,

ოჯახი უკან მიდის იმდენად

და სახლ-კარიცა სულ ეღუპება.

იმ სიბერესთან იმ უბედურსა

ერთი სხვა ჭირიც ზედ გამოება

და შეეყარა საწყალს, უძლურსა

გამუდმებული ციებ-ცხელება.

ეგრეა, ძამო, გლეხკაცის ბედი,

ის უკუღმართი, უღმრთო წამწყმედი,

თუ ერთხელ ღერძი გაუბრუნდდება,

სულ უკუღმართად დატრიალდება!

მაშინ შევიქენ მეც ოცის წლისა...

კვეხნით არ ვიტყვი, ბევრს ჩემ ტოლს ვჯობდი;

კარგად შემეძლო მოვლა სახლისა,

თუ გულსმოდგინედ მივეშველოდი.

მაგრამ მე კიდევ ბატონსა ვყვანდი,

შინ არ მითხოვდა, არ მეშვებოდა,

მე იქ სხვისთვისა ჩემს თავს ვღუპავდი,

შინ კი ოჯახი მეღუპებოდა.

ერთხელ გამხდარი, გაყვითლებული,

ილაჯნაწყვეტი სნეულებითა,

საწყალი მამა მოხუცებული

იახლა ბატონს თხოვნით, ხვეწნითა.

მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენი,

ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი,

იმას კაცებრი გული არ ჰქონდა,

რომ მამა-ჩემი შეჰბრალებოდა.

რა გავაგრძელო, თავადის-შვილი

კარგი რა არის, ავი რა იყოს?!

და მამა-ჩემი გულმოწყვეტილი

იახლა ამ-გვარს უხამსსა ბატონს.

— შენი ჭირიმე, — უთხრა, — ბატონო,

სახლს ვერ გავუველ მე მარტოხელი...

დამითმე შვილი... არ დამაღონო,

არ დამიღუპო ოჯახი ძველი.


ბატონი


— რაო, რას ბოდავ?


მამა


— შენს სადღეგრძელოდ

ოღონდ ზაქარა შინ დაითხოვე,

რომ უკან წასულს ოჯახს ვუშველოთ,

და მერე თუნდა ჩიტის რძე გვთხოვე.

კულუხს, კოდის-პურს, გადასახადსა

ერთი-ორადა მოგართმევთ შენა;

თუ დავაყენებთ ფეხზედ ოჯახსა,

არ გავექცევით სამსახურს ჩვენა.


ბატონი


— ეგ რომ არ იყოს, გაექცევოდი

შენ ჩემს სამსახურს, ჩემს ბრძანებასა?..

ქოფაკო!.. ნუთუ მაგას ჰფიქრობდი,

რომ მიბედავდი ემაგის თქმასა?


მამა


— არა მქონია მაგის ფიქრი მე,

შენი რისხვაცა არ გამიწყრება...

მაგრამ მიბრძანე, შენი ჭირიმე,

რით გემსახურო, რაც არ მექნება?

ღმერთი ხომ ჰხედავს, მე დავსნეულდი,

ღონე, ილაჯი გამიწყდა სრულებ...

მარტო ვერას ვიქმ, მთლად დავუძლურდი,

თორემ ჩემს შვილზედ არ შეგაწუხებ.

მანამ შემეძლო — სახლს ვინახავდი,

არც ღონე მშურდა და არცა ძალა,

დღე-და-ღამ ოფლსა მე ვიწურავდი,

მაგრამ ეხლა დრო გამომეცვალა;

აწ არაქათი გამიწყდა სრულად,

უდროდ დავბერდი, ჯანი წამერთო,

ვეღარა ვუვლი ოჯახს ერთგულად,

თუმცა კი მინდა, ხომ ჰხედავ, ღმერთო!..

ოჯახი ეხლა მეღუპება მე,

კაი ოჯახი, კაი სახლ-კარი!..

ნუ! ნუ დაღუპავ, შენი კვნესამე,

მინამ პატრონი ცოცხალი არი.

სიყრმით ჩამიკლავს მამულში თავი,

მანდ დამიღლია ძარღვი და მკლავი,

გამომიზრდია ჩემის ოფლითა,

ვაი-ვაგლახით, წვით და დაგვითა.

მძიმე უღელი მე მიწევია

ჩემის სახლ-კარის და ოჯახისთვის,

ამდენი ჯაფა გამიწევია

ნუთუ, ბატონო, ამ შავის დღისთვის,

რომ უდროო-დროდ ადრე და მალე

მევე დავმარხო ჩემი გაზრდილი?

ნუ იქ მაგასა, შენ გენაცვალე,

ნუ მიზამ მაგას, დამითმე შვილი!


ბატონი


— მერე მე ძროხა ვის ჩავაბარო?

სადღა ვიშოვი კარგ მეძროხესა?

ვერა, ვერ მოგცე შენი ზაქარო,

თუნდ სულ დაგენთქას ოჯახი დღესა!

ვერ უყურებთ ამ ქოფაკს, ჩერჩეტას!

მირჩევს, ჩემიო, გერჩივნოს შენსას...

არა, ”ერთი მაქვს — სჯობს ათასს მქონდეს”...


მამა


— მე ჩემი მომეც, შენ შენი გქონდეს

და შენს სახელსა მტლად დავედები.


ბატონი


— გამეცა, ვირო ნუ მეღრიჯები!


მამა


— რომ გაგეცალო, ვისღა მივმართო,

ვინ მომაშველებს ხელს დაღუპვილსა!

მარტომ ოჯახი როგორ მოვმართო,

თუ არ დამითმობ, ბატონო შვილსა?

რა ვუყო, რა ვქნა, რა მეშველება,

მიბრძანე, შენი კვნესამე, შენი!


ბატონი


— თუნდ სულიც გაგძვრეს, არ მენაღვლება,

თავში ქვა იეც და ისა ჰქენი.


მამა


— შე დალოცვილო, ქვა ვიცე თავში, —

რა პასუხია, როგორ იქნება!..

ჩვენც ვურევივართ კაცებში, ხალხში,

ჭამა-სმა გვინდა, გვინდა ცხოვრება...


ბატონი


— სუ!.. შე ქოფაკო!.. გაიკმინდე ხმა!..

ხმა... კრინტი მეთქი!.. ძაღლო, თორემა

მე არ მივხედავ მაგ შენს სიბერეს

და უკან ჩაგჩრი ჯოხით მაგ სიტყვებს...


მამა


— როგორ თუ ჩამჩრი!.. კაცს შიმშილით მკლავ,

ცოცხალსა მმარხავ, ოჯახს მიღუპავ,

ბებერ-კაცს ლუკმა-პური უწყდება,

შვილსა შიმშილით მამა უკვდება,

შვილს შეუძლიან მამის დარჩენა, —

და ამის ნებას არ აძლევ შენა!..

მე ჩემს ღვიძლ შვილსა აღარ მანებებ,

რომ შემინახოს სიბერის დროსა,

მართალს სიტყვასაც არ მათქმევინებ,

ფუ, შენს სამართალს, შენს სამსჯავროსა!..”

ეს იყო, ძამო!.. ამ სიტყვებმა ჰქმნეს

შვილის და მამის უღმრთოდ წახდენა...

შენ მეტყვი, რომ არ უნდა ეთქვა ეს,

მაგრამ რა ექმნა, აბა სთქვი შენა?

ეხვეწებოდა განა ცოტასა

იმ სულწაწყმედილს საწყალი მამა!..

მაგრამ როგორც ცივს რკინას და ქვასა,

ვერ დაულბო, ვერ, გული ხვეწნამა.

ისც კაცი იყო... ვერ მოუთმინა

იმედგაწყვეტილ, მოკლულმა გულმა,

და, რაც შიგ ჰქონდა, სულ ათქმევინა,

უსამართლობამ წრიდამ გასულმა.

ჩიბუხის ტარით მამა-ჩემს მტრულად

ეცა ურჯულო ბატონი ჩვენი...

უნდა კი გითხრა, რომ მამა სრულად

არ გალახულა თავისი დღენი.

საწყალი იყო თავის-მომწონე,

სირცხვილმა გული გადმოუბრუნა...

თუმც აღარ ჰქონდა მკლავებში ღონე,

მაინც კი ხელი შემოუბრუნა.

როგორ თუ ხელი მომიბრუნაო,

”ბიჭო, როზგები! ბიჭო როზგები!”

და მამა-ჩემსა მოხუცსა, ძმაო,

წამოეჭიდნენ მისივ მოძმები!..

როზგით მიცემეს მამა სნეული,

მამა მოხუცი, პატივს ჩვეული...

იმისი კვნესა და მწუხარება

გულს მიკლავს ხოლმე, რომ მაგონდება...

არც უღონობამ, არც სიგამხდრემა,

არც სიბერემა, არც თეთრმა წვერმა,

არც კაცის და არც ღვთის სამართალმა

არ მიპატივეს ბებერი მამა!..

მაშინ იქ ვიდექ მე საცოდავი...”—

გულამომჯდარმა წაიდუდუნა,

მერე მდუმარემ მწუხარე თავი

ამოიკვნესა და ძირს ჩაღუნა.

წამოხტა კაკო განრისხებული,

მას აერია სული და გული

და შეუტია მწყრალად ზაქროსა:

— შენ იქ იდექი, ამბობ, იმ დროსა

და იქამდინა მიუშვი მტერი,

რომ აცემინე მამა ბებერი?!

მითხარ, დედალო, რას აკეთებდი,

რას გეუბნოდა გული იმ დროსა?

იქ რომ მდგარვიყავ, ჩაგაძაღლებდი

ჯერ შენ და მერე იმ შენს ბატონსა...

რას უყურებდი? ნუთუ სეირსა, —

როგორ სწუწვნიდნენ მამა-შენს სისხლსა!..

ფუ, შენს ნამუსსა, მამა-შვილობას,

ფუ, შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას!..

მამას გიკლავდნენ, არ იღებდი ხმას...

შენ იქ იდექი, გულით იძუნწე!

რა ოხრობასა აქნევდი მაგ ხმალს,

რომ ნაჭერ-ნაჭერ ხმლით არ აჰკუწე

სულწაწყმედილი შენი ბატონი!

ემაგ შერცხვენილ ხმლისა პატრონი

ჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი?

ნუ მარცხვენ ყაჩაღს, გამეცა წადი...

შენ, ძმავ, ყაჩაღად არ ვარგებულხარ,

შენ დედაკაცად დაბადებულხარ,

ფუ, მაგ კაცობას!


მხედარი


—კაკო, ნუ სწყრები!

კარგად არ იცნობ ჯერ ხომ ზაქროსა?

ჩემს ტოლს ბიჭს არც მე დავუვარდები,

არც გავექცევი ხმალში კაკოსა.

ეგრე ადვილად ნუ არცხვენ ჩემს ხმალს

და იმის პატრონს ნუ ეძახი მხდალს.

ეგრე ნუ მძრახავ... მომიგდე ყური:

მაშინ იქ ვიდექ მე უბედური...

მინამ ბატონი ხელითა სცემდა —

როგორცა ძაღლი ხორცსა ვიგლეჯდი...

”მოჰკალ” რაღაცა ხმა მაძალებდა,

მაგრამ როგორღაც თავს ვიმაგრებდი.

მომეკლა, ვიცი მამას მოჰკლავდნენ,

მკვდარსა თუ ცოცხალს კბილით შესჭამდნენ,

ამის მიზეზი მე ვიქნებოდი, —

და არ მომეკლა, უღმრთოდ სტანჯავდნენ,

ეგრე ორ ცეცხლში ვიმყოფებოდი.

მაშინ კი, როცა წამომიქციეს

და მოხუცებულს როზგი დამიკრეს, —

თვალთ დამიბნელდა, ამენთო გული,

მივვარდი თოფსა გამწარებული,

მხრიდამ გადვიგდე მაშინვე თექა,

და, რო ყვიროდა: ”დაჰკარ, დაჰკარი!”

მაშინ ჩემ თოფმაც გამოიჭექა

და შეუნგრია გულის-ფიცარი —

იმ ჩემს ბატონსა, ჩემს დამღუპველსა,

თავის-თავის და სხვის წამწყმედელსა.


კაკო


— შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!

ბიჭი ყოფილხარ, ხმლისა დამშვენი...

შენ დაგიკვეხოს შენმა მშობელმა —

რომ იმის ძუძუ შენ შეგრგებია,

აი დალოცოს ის ქრისტე-ღმერთმა —

ვისაც შენებრი დაჰბადებია!

ძამო, გამჩენის შენის ჭირიმე,

რაც წეღან გითხარ, ყველა დამითმე,

ლამის დამადნოს ჩემმა სირცხვილმა

და კაკომ შენ-წინ თავი დაიღოს.


მხედარი


— განა საქები არის, რომ შვილმა

თავისი მამის სისხლი აიღოს?

ამას იქმოდა ყოველი კაცი,

თუნდა მხდალი და თუნდა ვაჟკაცი.

ვით მეტი იყო წეღან ძაგება,

ისე მეტია ეხლა ეგ ქება.

მაგრამ, ეჰ, კაკო!..მე მაგ სიკვდილმა

გულის ჭრილობა არ გამიმრთელა;

მამის გულისთვის გაწირულ შვილმა

მამას ვერაფრით ვეღარ უშველა.

მაშინ თავი არ მაგონდებოდა

და დაჭერისაც არ მეშინოდა...

მივვარდი მამას... უსულოდ ეგდო!

მუხლი მომეჭრა, ცეცხლი მომედო!

ის საწყალი სულ დალურჯებული

ეგდო უძრავად გაშეშებული!..

ვაიმე, მამა მე მომკდომიყო

როზგ-ქვეშა უღმრთოდ, უზიარებლად!..

მაგრამ, ეჰ, ძმაო, რაც იყო, — იყო,

ჯოჯოხეთია მოსაგონებლად”.

და, რა სთქვა ესა, ზაქრო მწუხარედ

პირქვე დაეცა დადუმებული;

დიდ ხანსა ეგდო ეგრე მდუმარედ

გულში ვაების ცეცხლმოდებული.

ამ საწყალს შვილზედ კაკოც შეწუხდა,

ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა...

ამ ორს გულში რა ბალღამიც დუღდა,

წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა.



ესეც თქვენ biggrin.gif
vulkani_lava
კაკო ყაჩაღის წაკითხვის შემდეგ ეს გესიამოვნებათ biggrin.gif


მესაფლავე


იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო….


latata
vulkani_lava
რა ქენი ეს? biggrin.gif
vulkani_lava
latata


რა არ მოგეწონა biggrin.gif
che
ჯერ კაკო ყაჩაღი ხო ჩავიკითხეთ ბოლომდე და ახლა მესაფლავეც biggrin.gif
che
უჰ მაგას ისევ ჰაიკუ ჯობს biggrin.gif
PaNKveLa
ჩე, ხვიარას წაკითხული ლექსები მოენატრა wink.gif მართალია ყოველდღე უსმენ მაგრამ ლაივში მაინც სულ სხვაა !!!
Matilda
vulkani_lava
ციტატა
ერთი საოცარი ადამიანის

გეთანხმები! მართლა საოცარი ადამიანი ყოფილა! biggrin.gif

che
ციტატა
ხვიარას ერთ-ერთი სკანდალური ლექსი.

ალისტერ კროულის სტუმრობა ლონდონის პაბში და ამბავი მისი წინათგრძნობისა..
--------------------------

კაკ რაზ გუშინ გადავიკითხე ესეც :*
mako
† Lord Borgeze †
ძააააააან მაგრებიააააააააააააააააააა
elefteri
ლელა სამნიაშვილი

საზღვარი,
რომლამდეც ვერაფრით მიხვედით -
მითია - მოძრავი,

საზღვარს ჩაყოლილი ვეება სკინჰედი -
ბოთლიდან მომძვრალი
საცობი, დასპირტულ სულებს რომ აორთქლებს -
პრიალა კეფიდან -
დამიზნებულია შენს შუბლზე.

ეგ სისხლი სჭირდება კეფირად.
ეგ მკერდი უნდა, რომ
ნოხივით, ყოველთვის ფეხებთან ეფინოს,

ეგ წაწვეტებული ქედები,
ლურსმების ზეწრად რომ ეფინა -
ასი წელიწადი, ორასი,

ეგ კეხი, ეგ შავი ნაწნავი,
ეგ ჭროღა თვალები -
ერთ ჭაში ჩაყრილი შუქი და ნაცარი,

ეგ შენი "ეკალზე ვარდი" და ტაძრები -
ცასავით მართლები -
მიწასთან , საზღვრებთან -
რომლებიც მითია. რომლებიც - არც არის.

რაც არის - თქვენს შორის -
საზღვარზე მეტია - საზღვრებად გამლღვარი:

ყოველთვის იქნება -
ის - უფრო გაშლილი,
შენ - უფრო - მაღალი.
elefteri
ომის ოდა
გიორგი კეკელიძე

ფშაველი ჯარისკაცის წერილი –
სიკვდილი #2


ლ-ს
რ-ს



აქ ახლა ცოტა უფრო გრილა,
მაცვია თითქმის ისევ ისე –
ქუდი დავკარგე და იარაღი.
ჯიბეში ოფლით გარეცხილი პური შემომრჩა.
აქ ოთახები სუფთაა და კედლები თბილი,
ვსვამ ყავას,
აღარ ვიგინებდი,
ცოტას ვეწევი.
ჰო, ასე მოხდა –
შიში დავკარგე,
იმ გაუსაძლის სიცხეებში არვის ცხელოდა,
არც მიძებნია –
სადღაც უკან დავკრაგე შიში
და მერე მაძღარ მეგობრებზე მივაბიჯებდი,
რომლებმაც ისევ შეიყვარეს ჭამის მერე
ძილი მკვდარივით..
ჰო, ექვსი დღე ტყვიებს ვჭამდით
და მშრალ ცრემლებს ვაყოლებდით,
ყელში გაჩრილი ტყვიები რომ გადაგვეტანა..
ჩვევის საქმეა ჭამის მერე საღათას ძილი,
მე კი ძილი ღამითაც კი ჭირივით მძულდა,
აი, ახლაც კი ვერ გავძელი და გავიღვიძე –
აქ ახლა ცოტა უფრო გრილა,
ღია ფანჯრიდან ქუჩის ფრთხილი ხმაური მესმის
და მეზობლები უნებლიე სიმღერებს თხზავენ.
აქ არვის ვიცნობ.
იმ ფანჯრიდანაც ერთადერთხელ გადმოვიხედე,
შენ გახსოვს როგორ მეშინოდა სიმაღლეების,
ეს შიში ახლაც შემრჩენია –
ამ ფანჯრიდან ისე შორი ჩანან ღრუბლები,
ისე ქვევით ჩანან ღრუბლები,
ისე ქვევით
და ისე შორი.
Matilda
elefteri
არა, არა ვაღიარებ გიორგის!
კაკ რაზ ახლა წავიკითხე ლიტ.გე-ს ფორუმზე ეს ლექსი და ძალიანზე უფრო ძალიან მომეწონა:


გამოყოლილი გაკვეთილი

დავხუჭე – ცრემლები ჩავყლაპე,
ტუჩი მოვიკვნიტე – სისხლი წამსკდა”
ტიტინა გიგლას მამა


მე ისევ აქ ვარ,
სადაც დამტოვეს,
კუთხეში, მარტო
და წიგნით ხელში.
უკვე წლებია,
ჩემი დები და ჩემი ძმები
სადღაც წავიდნენ –
ბეჯითები, ბედნიერები,
მე კი ჯერ გვერდიც ვერ წავიკითხე.
სულ ასე იყო –
ტუჩები დავხუჭე – სიტყვები ჩავყლაპე,
ქუთუთო მოვიკვნიტე – ცრემელები წამსკდა.
(და წიგნიც ალბათ ამ კედლისთვის წაღმა მიჭირავს,
სიტყვებსაც ალბათ დასავლეთის ქარისკენ ვმარცვლავ)
მე ისევ აქ ვარ,
მაგრამ ჩემი ბრალი არ არის –
თუკი მშობლები გაეყარნენ ათასი წლის წინ
და ზარმაცი ძიძა მივლიდა
და დედაჩემი,
როცა მზეა, როგორც ობობა,
გამომივლის და შემომძახებს:
,,გამო, შემეთამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს,
გამო, შემეთამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს.”


გიორგი კეკელიძე
ele
ელეფტერი ვარ smile.gif

ლიტ.გე-ზე სად დევს კეკელიძე?
ele
აი ნაცვლიშვილის ეს მომეწონა

http://lib.ge/body_text.php?4025
Matilda
ele
პორტალზე არ დევს, ფორუმზე გაუხსნეს ცოტა ხნის წინ თემა, აი ნახე:
http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=2008

ესეც მაშინ დაპირებული ხვიარა:
http://literatura.ge/index.php?author=611

"და ა.შ." რომ წერია მანდ აქვს თითქმის მთელი ბოლოდროინდელი შემოქმედება... სულ ბოლო 2 ლექსი ცალკე დევს smile.gif
ele
ვაა, მადლობა

კეკელიძის თემა რა მკვდირი ყოფილა რატომღაც

ხვიარას ამაღამ წავიკითხავ
ele
ომზე ლექსები არ გევასათ

ორივე მომეწონა მაგრა

ლელა მეგობარმა გამომიგზავნა, არ მომწონდა ადრე და ახლა მევასა
Matilda
ele
ლელა დიდად არასოდეს არ მომწონდა...
რაღაც მუღამს ვერ ვუჭერ...
ele
ხო, რაღაც მშრალია

ადრე კაკრას ლიტ.გე-ზე აპიარებდნენ ძაან, ახლაც წინა პლანზე ყოფილ
Matilda
ele
კი, კი იქ ძაან გაპიარებულები არიან ეგეც და ეკა ქევანიშვილიც, მაგრამ მე არცერთი :|
ეკას ხო საერთოდ არ ვაღიარებ...
ele
ქევანიშვილიც ზედმეტად ფორმალისტურია

ხო გიტხარი ლიტ.გე გაბანძდა მეთქი smile.gif
ele
ვხუმრობ რა თქმა უნდა,ლიტ.გე ძალიან მიყვარს ცემი პირველი ლიტ ნათლობა მანდ მოხდა
Matilda
ele
გაბანძდა? რა ვიცი, თითქმის 2 წელია მანდ ვარ და თავიდანვე ქევანა და ლელა იყვნენ "ცვეტში'...

ასე რომ რაც იყო, ისევ ისაა biggrin.gif
მარა ხანდახან რომ ვუკვირდები განუკითხაობაა...
ძალიან ბევრია, რომელსაც ჰგონია, რომ რახან ნაცნობი ნიკია, უნდდა გააპლიუსოს (თუნდაც ნაგავი გამოაქვეყნოს)...
მკითხველთა კლუბი ხო საერთოდ ჯგუფებადაა ადყოფილი... biggrin.gif

1) "გემოვნებიანი"
2) უგემოვნო
3) ობიექტური
4) პოხუისტი

biggrin.gif
ele
ეგრე დეტალურად არ ვიცი biggrin.gif ლიტერატურული ინტრიგები, მაგარია biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.