elefteri
Aug 18 2008, 09:24 PM
მე ვიცი ნინიძე, ნაცვლიშვილი, თალკვაძე და კიდე ვიღაცეები, აუ სახლსჰი მაქ ვნახავ დადანარცჰენბს გეტყვი მერე
dachi 1x
Aug 18 2008, 09:28 PM
ავტოპორტრეტი
მიხეილ ქვლივიძე
განაბულ თვალებში — ფოცხვერის სიფიცხე,
ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის...
მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე —
„კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“
მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარსს?
ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი?
სიტყვებს ნუ ენდობით... მთავარი ისაა,
რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი!
საქმეა — ცხოვრების თარგი და ხარისხი
და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია,
და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით
ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!...
ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება,
მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი,
ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება,
ხან ბრძენი, ხანაც კი — ყოვლად უმეცარი.
გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად,
ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო,
ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს
და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?!
გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს,
ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი?
გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს
ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი?
გინდათ, ოქრო-ვერცხლით გავავსო ქოხები,
ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?..
თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ,
მენდეთ და მომყევით
და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება!
მე ზოგჯერ მგონია (რა ჩემი ბრალია,
კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!),
ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ
და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...
რა დროს ლექსებია! რა დროს ლაქლაქია,
როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?!
დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა,
საქმეა,
საქმეა მთავარი!..
ვაგლახ, რა მოკლეა წუთისოფელი,
არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე...
მიცნობდეთ: ასე ვთქვათ, კეთილისმყოფელი
„ავანტიურისტი“ მიხეილ ქვლივიძე!
elefteri
Aug 18 2008, 09:31 PM
ისე ტანამედროვეობასჰი ბევრი საინტერესო ახალი ტიპია
ვარდისფერებში იორიკი მოწონს, ლაობორატოროა როა, იქ ზომბი
dachi 1x
Aug 18 2008, 09:32 PM
თბილისური ელეგია
მიხეილ ქვლივიძე
თემიკო ჩირგაძეს
ნაწვიმარია. მთაწმინდაზე თეთრი ნისლი
წევს.
ჯერ არ გამშრალა ქვაფენილზე სველი ლაქები.
ქუჩაში მიდის მამაჩემი, გოგი ქვლივიძე —
ერთ დროს ცნობილი ინჟინერი და
ქალაქელი.
მას ძველმოდური, გაცრეცილი პალტო
აცვია,
ჭაღარა თავზე ქალაქური „კარტუზი“
ხურავს,
მიდის ქუჩაში მარტოხელა ბერიკაცი და
ჰგავს უცხო სახლში ალალბედად
მოხვედრილ სტუმარს...
მახსოვს, მოსკოვში გამოგზავნილ წერილში მწერდა:
„ვერა გავუგე ვერაფერი ახალ ცხოვრებას,
გადავიღალე ჭიდაობით ავბედით წლებთან
და ვგრძნობ აშკარად დასასრულის მოახლოებას!
თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ
ადათ-წესს ვნატრობ
და აღარ მესმის — ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ...
გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი
მარტო
და იცი, ერთმა ნაცნობმაც არ გამოიარა!...
ეტყობა, ჩემი დრო წასულა, არ ვარ საჭირო,
უკანასკნელი, ქალაქს შევრჩი, როგორც მძევალი
და მის ქუჩებში დღეს რომ სადმე ფეხი
გავჭიმო,
კაცი არ იტყვის: „ეს ხომ გოგი ქვლივიძე არი!“
არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებს
კვეხნად, —
დრო იყო, ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა...“
........................
მამაჩემივით, რუსთაველზე მე ვდგავარ ეხლა
და ვუცდი — იქნებ გაიაროს ვინმე ნაცნობმა.
dachi 1x
Aug 18 2008, 09:32 PM
elefteriვარდისფერებში იორიკი მოწონს
ეგ არ უნდა გეთქვა
elefteri
Aug 18 2008, 09:33 PM
რატო?
dachi 1x
Aug 18 2008, 09:33 PM
elefteriვიხუმრე... არა ბევრს მოსწონს ძალიან... ამ ფორუმზე განსაკუტრებით
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:34 PM
elefteriიორიკი...

კარგია...
მარა ავტობუსიდან მე პირადად, ხვიარა და ალექსა მომწონს.. ჩემში უფრო ჩაჯდნენ...
Matilda
Aug 18 2008, 09:37 PM
elefteriუი რას ამბობ, ნაცვლიშვილი ქალებიდან ერთერთი საუკეთესოა

ისე საერთოდ კეკელიძესაც მირჩევნია და ბევრსაც! ერთერთი უმაგრესი პოეტია!

ვარდისფერებში იორიკი უდაოდ კარგია, მაგრამ ხვიარა მირჩევნია... ძალიან საინტერესო პოეტია... ასევე ალექსაც დდდა კოშკაც ამ ბოლო დროს... შოთა გაგარინი პიარშიკია მაგარი

მარა ჰაიკუები ეხერხება

ზომბი ნამდვილად კარგია
elefteri
Aug 18 2008, 09:39 PM
არა ნუ არ ვგიჯდები იორიკზე მარა, მაგათ ჯობია ასჰკრად და რაცეები მაგარი ვეში აქვს..
აი ზომბი უფრო მევასება. . .
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:39 PM
Matildaბევრჯერ მითქვამს.. ჯიმბო შეიძლება პიარშიკია მაგრამ წერა ეხერხება... არა მარტო ჰაიკუ... მაგას მარტო სუტრა რო დაეწერა... მაინც მაგარი იქნებოდა..
---
Aug 18 2008, 09:40 PM
ეს თემა პროზასაც მოიცავს და პოეზიასაც?
che
Aug 18 2008, 09:41 PM
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:41 PM
elefteri
არა მგონია ხიარაზე უკეთესად წერდეს..
ბოლოებს გგანსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ...
სანდრო იმხობს... მაგრა წერს ძაან...
elefteri
Aug 18 2008, 09:41 PM
რა ვი ნათიას მე ვერ ვამუღამებ,ცოტა ჩაკეტილია ანფიმიადივით, ლიბ.გე-ზე ვნახულობ
კეკელიძეს ჯობნისაც რა მოგახსენო
გაგარინის ლექსებსარ ვიცნობ
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:42 PM
che
კი ეგ ყველას გჯობიათ ავტობუსში...
Matilda
Aug 18 2008, 09:43 PM
elefteriნუ ყველას თავისი აზრი აქვს, იორიკთან დაკავშირებით მე ვერ დაგეთანხმები

ერთი ისაა, რომ საერთოდ სხვა სახეა იორიკი და სხვა სტილია... ძირითადად სასიყვარულო თემაზე წერს და ეს მიმართულება ეგრე მკაფიოდ არცერთ ვარდისფერელს არ აქვს. ალბათ ეს მიმართულება უფრო მისაღებია შენთვის და ამიტომაც მოგწონს
† Lord Borgeze †ნუ მე და შენ გაგარინთან დაკავშირებით ერთ აზრზე ვვერასოდეს ვიქნებით
---კი, ზოგადად ლიტერატურის თემაა
elefteri
Aug 18 2008, 09:43 PM
ლორდ
არ გედავები, რა საჭიროა
ვნახე ხვიარა ლიბ.გე-ზე, დასახვეწია მგონი, მარა არ გედავები
che
Aug 18 2008, 09:43 PM
† Lord Borgeze †მარა დეფი სულ სხვაა
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:45 PM
elefteriარც მე ვაპირებ დავას...
Matildaნამდვილად... სანამ არ მიხვდები რო ჯიმბომ რაც დაწერა კაი იყო..

ეხლა მკიდია წერს თუ არა..
Matilda
Aug 18 2008, 09:45 PM
cheსაჯაიას ნუ ეხები ბიჭო!
elefteriაი კაკ რაზ ნათიას რომ ვამუღამებ ეგრე ვერ ვამუღამებ ბევრს
elefteri
Aug 18 2008, 09:46 PM
კარგია,აქ ასეთი თემა რო ვნახე, ფორუმ.გე რაც აიხურა ვეძებდი
კაროჩე ცემი პოეტები
კეკელიძე
ზომბი
იორიკი
ბაკურაძე შაკო
ზვიად რატიანი
Matilda
Aug 18 2008, 09:46 PM
elefteriლიბ.გე-ზე მაგის მეათედიც არ დევს რაც ხვიარას შეუქმნია
cheდეფი, ჩემი სიყვარული! (რაჭის პონტში რა

)
Matilda
Aug 18 2008, 09:47 PM
elefteriკარგი გემვნება გაქვს!

რატიანიც მაგარია და შაკო ხო ვაბშე მაგარი კაცია!
elefteri
Aug 18 2008, 09:47 PM
სად დევს?
და შეჰ წერ მატილდა?
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:48 PM
Matildaყველაზე მთავარი...

ბიძია თომა არ დევს ლიბზე...

ჩეს საუკეთესო ლექსი (ნუ რა თქმა უნდა ჩემი აზრით

)
longbowman
Aug 18 2008, 09:48 PM
კაროჩე მგლების მეოთხე ნაწილი გამოდის თუ არა
elefteri
Aug 18 2008, 09:50 PM
აქ გადმოკოპირება ხო მოსულა ლექსების?
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:50 PM
longbowmanმგლების მეოთხე ნაწილი უკვე ბეტსელერია გოგორ..

ჩემ სამაგიდო წიგნად იქცა... ჰამსუნთან ერთად..
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:51 PM
elefteriკი კაცო..

აბა ზეპირად ყველა ავტორებმა არ იციან.. შენ კიარა...
che
Aug 18 2008, 09:51 PM
longbowmanმგლების ეპოქა დასრულდაო.. მელიები გამოდის.. მთავარ გმირს სანდრო ჰქვია, მელია

ჰოდა რაც შეეხება პოეზიას.. შაკო ბაკურაძე აფერხებს ხვიარას წინსვლას

6 თვე ლექსების რედაქტირება არ მინახავს მე
ჰო რაც შეეხება გიო საჯაიას, მისი სახით გენია დადის საქართველოში..
ისე აქ არაფერი თქმულა დათო ბარბაქაძეზე და დავდებ მერე რამეს..
ხვიარას ნახვა ისე ლიტერატურა.გე-ზე შეიძლება, მარა რავი, აზრზე არაა ეგ წერის
elefteri
Aug 18 2008, 09:52 PM
არა ნუ დავაკოპირე სხვა საიტიდან ა მეტქი რამე მაშინ ჩემი ავტორების ლექსებს დავაკოპირებ
Matilda
Aug 18 2008, 09:53 PM
elefteriარა, მე არ ვწერ

ხვიარას ლექსები ლიტერატურა.გე-ზე დევს...
ახლა გათიშულია ეგ საიტი, თორე ლინკს მოგცემდი
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 09:55 PM
Matildaმეც გამიკვირდა რატო არ შედის თქო...
elefteriამ თემის წინა გვერდები გადაათვალიერე... და ბევრი დევს.... (:თავსვიქებსმაილიკი
elefteri
Aug 18 2008, 09:57 PM
მცირე ელეგია მამისათვის
ზვიად რატიანი
აი, ეს ხეა მამაჩემი.
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,
არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი –
მას შემოდგომის სუსტი მზეც კი
სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.
მეტი არც გვინდა.
(გორგალია ჩემი სიყვარული,,,)
დათო ყანჩაშვილი
გორგალია ჩემი სიყვარული
ხან შენსკენ ვაგორებ, ხან სხვისკენ
ხან მებურდება.
ბოლო ორივე ხელით მიჭირავს
თუ ვკარგავ,
მერე ბოლოდან ვიწყაბ
ხელებით ვქაჩავ
ხელახლა ვახვევ,
და მერე ისევ _
გორგალია ჩემი სიყვარული.
ხან შენსკენ ვაგორებ, ხან სხვისკენ,
ხან მებურდება.
მთავარია ვერავინ მოასწროს ხელის ჩაჭიდვა
რომ მოქაჩვისას ხელში არ ჩამაწყდეს,
ნახევარი სხვას არ დარჩეს,
არ გადააბას მერე ნასაკვით
და აქეთ ხელზე არ გამომიბას.
გორგალია ჩემი სიყვარული,
ხან შენსკენ ვაგორებ,
ხან სხვისკენ,
და ასე ვძენძავ...
სტუმრის სიმღერა
შალვა ბაკურაძე
თუ თქმას ვაპირებ, ახლა ვიტყვი ყველაზე მთავარს,
ახლა, როდესაც სტუმრად ვარ და უცხო აივნის
რიკულს ვეყრდნობი, მცხელა,
დავყურებ ქუჩის ორომტრიალს და ვამბობ: გზა ვარ,
რომ ნეტარია ყველა,
ვინც ჩემთან ერთად ამ გზას გულით გაივლის.
ღვთის გულისათვის, ნუ ამყარებთ უძლურ იმედებს,
რომ ღვთის გმობაა ჩემი ლექსი, რომ ვარ თავხედი,
რომ თქვენთან ერთად ქალაქს
მეც ასე ვტკეპნი. ნუ ცდუნდებით, თქვენ გზას მიენდეთ
და მნიშვნელობა არ აქვს,
ქვია თუ არა ამ გზას ჩემი სახელი.
უმნიშვნელოა, მე ვინა ვარ, თქვენც კარგად იცით,
რომ თქვენნაირი უღირსი ვარ და მაქვს უფლება,
ვიმღერო მისთვის ასე,
ვილოცო მისთვის, ვინც ლოცვაა ცისა და მიწის,
ვისაც ვერ იცნობთ ხმაზე,
ვინც ჩემი პირით ახლა გესაუბრებათ.
მე მას ვერ ვხედავ და ყველაზე გაბედულ ფიქრშიც
ვერ წარმოვიდგენ მის არსებას, მე ხომ იმდენად
უმწეო ვარ, რომ ვკვდები
ყოველთვის, როცა მეუფლება სიკვდილის შიში,
მაშინაც, როცა ვერ ვხვდები,
რომ ეს სიცოცხლე ასე მან გამითენა.
მან განმიმარტა პოეზია, რომ ჩემი წერით
მიმყავს ყოველი თქვენთაგანი ახალ ლოცვანთან
და ამ სინათლის მომრევ
ბნელს რომ არ ვიცნობ, რომ გახარებთ, ვსუნთქავ და
ვმღერი,
იგი მამღერებს, თორემ
ამ სიმღერაზე ფიქრიც გულს ამომწვავდა.
მესამე თურქული ყავა რუს
გიორგი კეკელიძე
ორდუ
ნათია ნაცვლიშვილს
დაბადების დღისთვის და არა მარტო
ასე გვეგონა –ჩვენი ეზოს ბაბუაწვერებს –
მიწა ბალახით ნაჭრის უშნო ბუშტებს ბერავდა
და ჩვენი ძველი სახლის თვალი – ცივი და სველი
მხოლოდ თავისთვის ისიზმრებდა თებერვლის ავდარს.
და ჩვენ წავედით უფრო ადრე, გვეგონა ვიდრე
და გამოვტოვეთ საუზმისთვის შემთბარი წლები
და მომავლისკენ ფეხს და ღიმილს თანაბრად ვითრევთ,
რახან გვითხრეს, რომ სიკვდილამდე გარდავიცვლებით.
და ვთქვით –მძინარე მდინარეებს მიაგავს გზები
და ეს სახლები – სანაპიროს თბილი ქვებია
და რომ ასფალტზე მოწითალო გუბურა დგება
ღამით თვითმკვლელი ფანჯრები რომ ენარცხებიან.
და სადღაც დამრჩი, სადაც დარდის ბევრია სოკო,
სოკოებს შენვე მოუყვები ზაფხულის წვიმებს
და მაკრატელი – მხრებზე თმები რომ დაიოკო
და სამყურების მშრალ ხიდებზე აგცდეს სიმძიმე.
და დაგიბარე: ,,რახან ჩვენი წესია სევდა,
გადააყოლე გული შენთვის შეკერილ დარებს,
გადააყოლე გული თამაშს დამთხვეულ დებთან
და საღამოთი საბნად დაღლა გადაიფარე.
გადააყოლე გული ნაცნობ დღეებთან ცეკვას
და გამოგონილ ორთვალებით უკან ხეტიალს,
ლამაზ სარკეებს – თუნდაც სხვისი თვალები ერქვათ
და მზეს, წამწამის ორღობეში თუ დაგეტია.”
შენ იცინოდი და სიცილზე ადრე მითხარი:
,,მე ვიცი – ჩვენი მისასვლელი სახლი ახლოა”
და სისხლი, ცივი ტკივილების ნაბანი წყალი,
გადააქციე
და
გული წყალს გადააყოლე.
(მჯერა რომ ოდესმე დატოვებს მიწას...)
ზურა ჯიშკარიანი
მჯერა რომ ოდესმე დატოვებს მიწას
მზე და
არ ექნება აზრი ჩვენს
გუშინდელ საუბრებს ტელეფონზე
არ ექნება აზრი
ჟურნალისტურ გამოძიებებს
და პოეზიას და სიტყვებს,
გამთბარს ახალშეყვანილი ინექციით.. .
მჯერა, რომ ოდესმე გადალახავენ ჩვენი კოსმონავტები
სინათლის წელიწადებს,
კოსმოსურ ლაბირინთებს
და საახალწლო ჩართვაზე ჰიუსტონთან
დაიხურავენ სანტა-კლაუსის ქუდებს
და იტყვიან: ოცნებები გვჩეხავენ ცივი დუმილით
იტყვიან: ის ვინც ეძებს _ ვერასოდეს იპოვის
და იტყვიან: ამდენი მილიარდი აბორტი,
ამდენი მილიარდი მარტოობა,
ამდენი მილიარდი სექსი,
ამდენი მილიარდი ძილი,
ამდენი მილიარდი ძალადობა,
ამდენი მილიარდი ანთებული ფანჯარა,
ამდენი მილიარდი იესო,
ამდენი მილიარდი ღამის ქოთანი,
ამდენი მილიარდი კომა,
ამდენი მილიარდი სირბილი,
ამდენი მილიარდი ანაშა,
ამდენი მილიარდი სიკვდილმისჯილი,
ამდენი მილიარდი დაისი..
................................................................................
...........
ამდენი მილიარდი შენ,
ამდენი მილიარდი ისინი,
ამდენი მილიარდი თვალი და ფეხისთითი,
ამდენი მილიარდი ლოდინი,
ამდენი მილიარდი აუტიზმი,
ამდენი მილიარდი სილამაზე...
მჯერა, რომ ოდესმე აატირებს სევდა კოსმონავტებს
და ყველა შორსმყოფი მოიკლავს თავს...
elefteri
Aug 18 2008, 09:59 PM
მოგწონთ?
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 10:00 PM
elefteri
კარგებია... ერთი შეხედვით....
elefteri
Aug 18 2008, 10:02 PM
სამჯერ შევხედოთ
Matilda
Aug 18 2008, 10:04 PM
elefteriჯიშკარიანის ლექსი უამგრესია! არ ვიცოდი ეგ
Illegal Astronaut
Aug 18 2008, 10:04 PM
elefteri
2 ჯერ შევხედე და მომეწონა უკვე... მესამედ მეზარება...
longbowman
Aug 18 2008, 10:05 PM
ციტატა(che @ Aug 18 2008, 09:51 PM)

longbowmanმგლების ეპოქა დასრულდაო.. მელიები გამოდის.. მთავარ გმირს სანდრო ჰქვია, მელია

ეგ ჯოჯოხეთის წამების აღწერაა???
elefteri
Aug 18 2008, 10:13 PM
ლიბ.გე-ზე დევს მატილდა
მაგ ლიბ.გე-თი მიდგას სული ამ ომიანობაში, მაგარი რესურსია
რაგაცეები აკლია და იმედია დაამატებენ
elefteri
Aug 18 2008, 10:25 PM
ლიტერატურა.გე გაპაპსავდა ამ ბოლოს და გული მწყდება
Matilda
Aug 18 2008, 10:32 PM
elefteri
გაპაპსავდა არა, უფრო ისაა რომ პოპულარული გახდა და ძაან ბევრი ხალხია... კარგია ის, რომ ყველა ნაწარმოებს აღარ დებენ და მკითხველთა კლბი შეიქმნა... ცუდია ის, რომ მკითხველთა კლუბის დიდ ნაწილს არც გემოვნება უვარგა და არც საკუთარი აზრი გააჩნია...
Psycho
Aug 18 2008, 10:35 PM
ციტატა(ART TAMUNA @ Aug 18 2008, 04:19 PM)

http://www.lib.ge/body_text.php?4425ჩემი უსაყვარლესიიიიიი სამოსელი პირველი.....
გურამ დოჩანაშვილი
ლიბ.ჯიზე ნახევარიც არ დევს ნაწარმოების

დაეზარათ აკრეფა
Matilda
Aug 18 2008, 10:36 PM
Julienდაეზარათ რა, იციან, რომ მაგდენს მაინც ვერავინ წაიკითხავს ეკრანზე და ვერც კი შეამჩნევენ რომ არაა ბოლომდე
---
Aug 18 2008, 10:40 PM
ბოლო პერიოდში აღმოსავლურმა პოეზიამ გამიტაცა.
ეს დღეებია მუალაკებს ვკითხულობ, ნელ-ნელა და დაკვირვებით.
Psycho
Aug 18 2008, 10:51 PM
ციტატა(Matilda @ Aug 18 2008, 10:36 PM)

Julienდაეზარათ რა, იციან, რომ მაგდენს მაინც ვერავინ წაიკითხავს ეკრანზე და ვერც კი შეამჩნევენ რომ არაა ბოლომდე

მე თუ შევამჩნიე?!
ART TAMUNA
Aug 18 2008, 11:39 PM
ციტატა(Julien @ Aug 18 2008, 09:35 PM)

ციტატა(ART TAMUNA @ Aug 18 2008, 04:19 PM)

http://www.lib.ge/body_text.php?4425ჩემი უსაყვარლესიიიიიი სამოსელი პირველი.....
გურამ დოჩანაშვილი
ლიბ.ჯიზე ნახევარიც არ დევს ნაწარმოების

დაეზარათ აკრეფა

მდააააა.... მე არც შემიხადავს... უბრალოდ რომ წავაწყდი მაგასაც ეგეც გამიკვირდა..... მაინც მაგ ნაწარმოების კითხვა ინეტით... არც ისე კარგია. მაინც წიგნი უნდა წაიკითხო ...
Illegal Astronaut
Aug 19 2008, 10:27 PM
ჰეეჰ.... ახალი ამბავი...
ესეც სანდროს ახალი ლექსი...
საღოლ სანდრიკ... კაი იყო მომეწონა... ცოტა მართალ ელეგიურია ჯალალას არ იყოს... მარა მაგარია.. თუმცა შენი საუკეთესო არა...
ყოველ შემთხვევაში ძალიან მომეწონა....
შიშის ელეგია..
პოეზია
2008.08.15
------------------------------------------------
ეს სიმღერა,
დაწერილი ფიქრების დევნით,
ეკუთვნის ჰაერს, ეკუთვნის ცას
და დედამიწას..
სიცოცხლე, როგორც კბილებს შორის მჭიდროდ ჩაჩრილი
კაუჩუკის თუ უბრალოდ ნაჭრის უხეში გროვა,
რომ გამოგვკვებოს ტკივილებით ჯვარზე გაკვრისას
და უფრო მეტად დაგვიმანჭოს სახე და სული..
სიცოცხლე, როგორც შეწითლული თეთრი ნაჭერი,
გაგლეჯილ მაჯებს დაფენილი წმინდა სუდარა
და დასაცლელად განწირული სისხლის ჯებირი..
სიცოცხლე, როგორც მინარეთზე ბავშვების კვნესა,
როცა თენდება, როცა დილა ითვლის სალაფავს,
როცა ყროლდება და თან ძღება მიწის სტომაქი..
ეს მეჯლისია, ეს ფილმია გარდაცვალების,
მოდი ეცეკვე სიკვდილს, სანამ მუსიკა ისმის,
მოდი და შენი ნაბიჯები გამოითვალე..
დანებდი ვნებას, ლტოლვას მისი გახრწნილობისკენ,
მოდი.. ამ ჰაერს ჩვენს გარშემო შმორის სუნი აქვს,
მოდი და დავლპეთ ყოველგვარი ხიბლის გარეშე..
ეს დაკიდული ბაღებია სემირამიდას,
სადაც წითელი ლილიები გვამებს გაგონებს
და თეთრი წყალი ემსგავსება ცრემლებს მიწაზე..
ეს სიმღერაა, ვერნამღერი, არდაწერილი..
იქ, იმ წითელ უდაბნოებში,
სადაც კვნესიან ღამღამობით ძილის სიმღერას,
იბადებიან და თვითონვე იჭრიან ჭიპლარს,
ხოცავენ მშობლებს და იწყებენ საკვების ძებნას,
არავის ახსოვს უძველესი ცეკვის პაები,
არავინ იცის დამშვიდების საგალობელი,
რადგან თენდება არასოდეს.. არანაირად..
იქ, იმ ტყეში, მთის ფერდობებზე
ახალშობილებს ასწავლიან სიმღერის ნოტებს:
შიში, ში-შიში, შიში, შიში, შიში, ში-შიში..
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.