დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
GORDA
† Lord Borgeze †
ციტატა
იმენნა დაბრუნდა არა საჯაია?..

მე გავჭედე... ვიში კლას მართლა.

უფ, აბა რაააა!
მეც გავჭედე. რამდენჯერ წავიკითხე უკვე, ვეღარ ვითვლი.
nelka
გუბე და ღობე

შენი ლანდია ქუჩის გადაღმა
და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე,
და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან
ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს.
და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათ
ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე,
ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად
თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ.
ეს ერთადერთი გზა არის ალბათ,
რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა
სურვილის თოკი, ძველი და ცალფა,
ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა.
არ გადმოხვიდე! წადი! იარე!
ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,
შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,
ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.
ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი
ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,
რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი
და არა მხოლოდ გუბე და ღობე.


ოთარ ჭილაძე
nelka
***
ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქმდე თითქოს არ არსებული.
მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში....
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ-რატომღა დარჩი.

ჭილაძე
nelka
***
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები.... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები....
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი.... საით გაჰყევი ქუჩებს....
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ....
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს-შენი ხმით სავსეს-
ვხვდები ცხცახით და გულისცემით.
მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

უსაყვარლესი ლექსი
nelka
წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე
მაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.
მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ,
დამთავრდა ვნება-დარჩა ამბავი....
და სველ აფიშას კითხულობა ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი.
nelka
ვშორდებით
ყოველ წუთას ვშორდებით...
და აკრძალული სევდის ტოტებით
ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს.
თუმცა, არ შერჩა აზრი არაფერს.
არც ერთგულებას და არც მოლოდინს,
რადგან გმირებად დავრჩით ბოლომდის
და ვერც შევიტყვეთ რომ გვექცა მხარი.
რომ სული ვგვემეთ და არა ლეში
და ის სიწმინდე ჩავკალით ჩვენში
რითაც მდიდარი იყო და არის...
ადამიანი....
nelka
არ შეგიძლია სხვებს რომ არ გავდე:
შენც ბრმად შეძენილს თვალნათლივ კარგავ,
შენც ვერ გაარკვევ, რაც კი აქამდე
არ გარკვეულა, ავად თუ კარგად.

ყველაფერს გასდის ამქვეყნად ყავლი,
ყველაფერს ადევს იმქვეყნის დამღა
და გარდასულის ფერფლი და კვამლი
შენც, ერთხელ კიდევ, დაგახრჩობს ამღამ.
PaNKveLa
მაინც ვიპოვი მალე

სჰვებას რომ დამიმალეს

ტავისუპლების მტებსაც

და ცჰირის გადამდებსაც.

ეს სჰვება არის სიკეტე

რომელიც არ გაგვიკეტეს

ტავისუფლება, სიმარტლე

მარტალი ტავს რომ იმარტლებს...

ეს სჰვება არის ცრემლი

საუკუნეტა მრევლის

და მიცა ცჰემი ცმინდა

ეჰ!!! დაყვირება მინდა....



ახადეტ ფარდა ამ სიცრუეს

ახადეტ დროა......

ტქვენ არ გეგონოტ არასოდეს,

რომ ხალხი ბრბოა...

ბრბო იქიტ არის,ცჰრდილოეტსჰი

რუსეტი როა...

საქარტველოსჰი ნიცჰი მარხია

და ნიცჰის დროა!!!!!



ქარტველს არ აკლდა უწინ მეობა

რამ სჰეგვიცვალა ასე ზნეობა,

არ აკლდა გმირი, არ აკლდა ხატი

საუბედუროდ ბაგვასჰი რატი.

ვინ სჰეარყია დავიტის ტახტი,

ვინ ცჰასცხო გულსჰი ქვეყანას ლატხი?

ვინ გებავს სჰავად ლასჰარის დროსჰას?

ვინ ყიდის სინდისს ორიოდ გროსჰად?

ნუტუ ეს არის, ეს ის ქარტველი,

რუსტველის მოდგმა, მოდგმა ნატელი..

არაკაცობას, სინდის გატელილს,

ნუტუ ვერ სჰველის ვაჯას სატქმელი?!

ნუტუ უარვყოპტ ცჰვენ რელიგიას,

საგურამოსჰი ცჰვენ ვკლავტ ილიას,

ტყუილი ლოცვიტ მივმარტავტ სიონს..

ფანჯრიდან ვაგდებტ ცჰვენ გალაქტიონს!!!!



ვინც არ მინახავს გაუმარჯოს ყველას სალამი

უმანკო გრდზნობიტ გეხუტებატ ცჰემი კალამი

ტუ არ იქნება ქვეყანასჰი აბელ ვარლამი

აფრიალდება ცჰვენს დროსჰიაც ცჰვენი ალამი


ცჰემი ფიქრები არ ემტხვევა ტქვანს ბებრულ აზრებს

კარგად დაფიქრდიტ გაიაზრეტ და მოდიტ აზრზე

მოდიტ ცჰავმცკრივდეტ კველანი ერტად სიმარტლის ხაზზე

და ნუვიფიქრებტ ცოტა ხანი ცჰამაზე სმაზე


დრო აგარ არის აგარ დარცჰა არც ერტი ცამი

ბებერ გულებსჰი სჰეპარულა მცდარი განგება

დრო აგარ არის ტურმე სიკვდილს ჰქონია ჯამი

არვინ დაგიდგამტ სიცოცხლესჰი ტქვენ ქანდაკება


VINAC AR ICIS RA ARIS,

SINDISI GMERTIS XMA ARIS!

KACISTVIS USINDISOSTVIS

GMERTI SAERTOD AR ARIS1

SINDISI ARIS-IESO,

SINDISI ARIS-UFALI,

GAUGE KARI XMAS GVTISAS,

ROM IYO TAVISUPALI!!!!


დგევანდელი ქარტველი........


სულ მინდა ფული, გარტობა,

სმა, ცჰამა, ქალი, გარტობა,

უსაქმურობა, მერობა,

და კარგი საქმის მტერობა!!!

ბევრი ცჰირი გაქვს გადალახული,

ხარ მტაცმინდაზე გადამარხული,

უცნობის სახე გარდასახული,

და მაინც მოგყავს ეს გაზაპხული.

მტკვარს სჰერევია სჰენი ცრემლები,

სულმა ობოლმა იპოვა დზმები,

მერანს აცჰენებ სჰენ დიდი სჰვებიტ,

და ისევ ერტ ქალს, უყურებ ვნებიტ.


ტენდება-ასე იწყება დგე

იცინის ამომავალი მზე,

სჰრიალებს გაყვიტლებული ხე,

დიდი მადლობა გაცჰენისატვის, დე.

დიდი მადლობა, რომ მისაცჰუქრე დზმა,

დრო გარბის, ცჰაგარავდება ტმა.

ირგვლივ უაზროდ ბევრი ცჰამა და სმა,

სჰენც ჯიგარი ხარ, მაგრად მიყვარხარ,მა.




ქარტული პოლიტიკა!!!!

როგორ გადამავიწყდა

სჰუბლის დზარგვი გამიწყდა,

რუსულსჰი მაქვს იგივე

ინგლისური გამიცდა.


მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი,
შემოგკრობია ფუფუნება ოქროს ღილებით,
გამდიდრებულხარ, როგორც ერთდროს მომჭირნე კრეზი
და ცოხნი დღეებს შემაზრზენი კმაყოფილებით.

გამოგიწყვია კარ-მიდამო, ცოლი, შვილები,
გამოგიმრუდა უგნურებამ ცხოვრების გეზი,
იცი, როგორ და სად მოკვდები დანამდვილებით
და არ გადარდებს თუ კი სადმე მოყვასი კვნესის.

მამულის ტრფობით არ ყოფილხარ ნაშიმშილები,
უკუნ ღამეში არ გაგიკრავს აბედზე კვესი,
რჩეულ ვაჟკაცებს პირველობას არ ეცილები
და მრუშ სახეზე აგკრობია იერი ქლესის.

ფუჭად ჩაივლის ეგ ცხოვრება ნაცოდვილები,
აღსავლის კარზე სამარცხვინოდ გაეჩხირები,
აწი და აწი მიითვალე დრო უარესი,
მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი.


მერაბ კოსტავა


თვითგვემა

ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ
რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?!
თუ გრძნობ ტაოს გამსხვისებელს
მკლავი ძირში რომ გახმება
ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

დავას როგორ დაგიწყებდნენ,
მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ._
დედაენის დამვიწყებელს,
ხვალ-ზეგ დედა გეტირება
ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

ვიცი, კვლავაც გააჩუქებ
სავენახეს,
სამზეოს და
სართველოს...
არის კიდევ სხვა საუნჯე,
ვიდრე შენი საქართველო,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

იქნებ გული აღარ გერჩის,
ნაოხარო,
ნატანჯო და
ნათმენო,_
რატომ გიკვირს, ქართველებში
ქართველი რომ ქართველობდეს,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,
თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო,_
ერთი დედის შვილები ვართ,
ვაი, ხომ არ გავიწყდება
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

არც რა ტყვიით
არც რა შხამით,
დუმილითაც შეგიძლია გამთელო,_
ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც
არ გაიგოს,
შენ რომ მომკალ,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

მ. ფოცხიშვილი


საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო სწუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

ლადო ასათიანი

ჩემი უსაყვარლესი ლექსია
anuchi
PaNKveLa

:წუუუუბ:
ladylike

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ

წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან - მშობლიურზე უცხოდ.

არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.





რეზო გეთიაშვილი




Tom Sawyer
† Lord Borgeze †

და მე საჯაიასთან რა შუაში ვარ?? პროსტა ვერ მივხვდი შჩ.. dry.gif
data
საულის სიმღერა


დილით, როცა მზე დაბალია, სხივებს აცეცებს
და ნათელს იდგამს წლინახევრის ბავშვის ფეხივით,
როცა ლოგინში ხარბად ვკენკავთ სიზმრის ნამცეცებს
და
გესალმებით ბატონებო! ეს შენ მოხვედი,
შვილი უძეოდ გადაგებულ მთვარის თავადთა
და აკვნის ყელზე მოგიჭირე ყვითელი ღვედი,
მზერა ჩაგექცა – სისხლი ქვეყნით დაგიავადდა.
შუადღით, როცა მზეა ოდნავ უფრო მაღალი,
შენ კვდები, ანუ მიწა ოდნავ უფრო მეტია
და სული ძუნწ ღმერთს მსურს უკანვე რომ მიახალო,
რახან პატარა გაჩუქა და ვერ ჩაგეტია.
მიწაში ცხელა.
ძვლები წრიალებენ – ხორცს ოფლივით მოიდენენ,
მერე იძინებენ ძვლები
და ძვლებს ავიწყდებათ ძველი მოედანი,
რადგან ოფლთან ერთად დარდსაც მოიდენენ,
რადგან დარდთან ერთად სიზმრებს მოიდენენ
და
საღამოთი, როცა მზეა დაბალი ისევ,
მე ვწვები თვალზე საბანი რომ გადავიფარო,
რახან მკვლელი ვარ და დაგეშილ მყეფარებს მისევ.. .
აბელ! აბელ,
ციდან მაცდურად ჩამოსული დიდო უფალო!


გიორგი კეკელიძე

skiron
რომ დაინახო და გაგიხარდეს
რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს.

რაღაცა მაინც უნდა გჯეროდეს
ნაძალადევად რომ არ მღეროდე.

ტყუილუბრალოდ რომ არ იღწვოდე
რაღაცა მაინც უნდა იცოდე.

რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს
რომ არ დანებდე მტერს არასოდეს.

ოთარ ჭილაძე
data


შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ ასეთებად არ ვშობილვართ,
არამედ ასეთებად გვაქციეს.

ჩვენ პური წაგვართვეს, მამაო, არსობისა,
ტაძრიდან ქუჩაში გამოგვყარეს,
გაგვასალახანეს, გაგვაბოროტეს და გვასწავლეს,
რომ ერთმანეთი უნდა დაგვეჭამა,
(ხოლო გადარჩება ის, ვინც ხელს ჩაიქნევს,
დროულად გაგვეცლება და თავს უშველის)
და მას აქეთ, ვჭამთ ერთმანეთს, მამაო,
გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით
და სისხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვცემთ პატივს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

ჩვენ გვასწავლეს, რომ ღმერთი სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა, რომელიც ერთხელ უკვე იყო
და ამდენად, შეგვიძლია, უბრალოდ გვახსოვდეს,
მაგრამ არასდროს წარმოვთქვათ,
ან სულაც დავივიწყოთ მისი არსებობა...
რომ ძე ღვთისა, სხვა არაფერია, თუ არა ის,
ვინც ჯერ უნდა გაყიდო, ხოლო მერე ჯვარს აცვა
და რომ სული წმინდა, სხვა არაფერია,
თუ არა ენერგია, რომელიც უდრის
მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს
და მას აქეთ, ჩვენ შევიძულეთ თეორიული ფიზიკა
და შევიყვარეთ პრაქტიკული ბუღალტერია,
რომ შემთხვევით, არცერთი ვერცხლი არ დაგვეკარგოს,
რომელსაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში გვიყრიან
ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვყიდით
და ერთმანეთს ჯვარს ვაცვამთ ყველა სიტყვისთვის,
რომელიც ერთხელ უკვე იყო, - თუნდაც პირველად, -
როცა ერთმანეთს ვჭამთ, გულმოდგინედ,
დამშეული ვირთაგვებივით
და სიხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვართ იმის მოთაყვანენი, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

და ჩვენ გვასწავლეს, რომ ტრიპტიქი სხვა არაფერია,
თუ არა ერთგვარი, სამად მოსაკეცი სარკე,
(რომელსაც ისინი, ვინც ეს ყველაფერი გვასწავლა,
"ტრილიაჟს" ეძახიან) ხოლო ლოცვა -
წვერის პარსვის, ან მაკიაჟის მეტამორფოზა და მას აქეთ,
ყოველდღე სარკესთან ვდგებით და ვლოცულობთ
ჩვენ, ჩვენთვის, ჩვენსას, ჩვენო,
ხოლო ჩვენს იქით ყველა და ყველაფერი წყალს წაუღია,
მამაო...

შეგვინდე, რამთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ პოეტებად არ ვშობილვართ,
არამედ პოეტებად გვაქციეს.


data
ნიღბები


რომ არ გამთვალოს კაცთა სიხარბემ
და მარტივ კაცად რომ არ ჩამთვალონ –
სახეს ვიფარავ ჭრელი ნიღბებით,
როგორც კლდეს ფარავს სურო–ფათალო.
ღარიბი კაცის ნიღაბს ვიკეთებ,
არც ძუნწი კაცის ვთაკილობ ნიღაბს,
რათა სიძუნწე ანდა სიკეთე
ვიხილო სხვათა თამაშის მიღმაც.
უხათრო კაცი ვარ იძულებით,
რომ გამოვცადო სხვაც ჩემი მსგავსი,
მეგობრის ღალატს და ერთგულებას
რომ უფრო მეტად გავუგო ფასი.
ხანაც მხდალი ვარ, ხან მიამიტი,
უბირი, ვინმე გამოუცდელი,
ასე ვგებულობ: – ზოგი რაინდი
რა რაინდია და რა სულგრძელი.
ხდება: არჯალ კაცს ვთამაშობ ბრბოში,
ვიცი, ასეა ზოგჯერ საჭირო,
რომ იქნებ სულში უმწეო ბავშვი,
კეთილი ბავშვი გადავარჩინო.
შენთანაც ვჩხუბობ, გებუზღუნები,
სული ტკივილით რომ უფრო ვგვემო,
მაგ დიდ სიყვარულს და ერთგულებას
რომ უფრო მეტად გავუგო გემო.

ვინც ანაწილებს კაცთათვის როლებს,
ვინც რჩეულთათვის ამზადებს ნიღბებს,
ჩემი მფარველიც ის არის სწორედ
და ის მიზოგავს სიმაღლეს, სიღრმეს.
ამ წყეულ ნიღბებს იმიტომ ვიცვლი,
რომ ჩემი სახე შევინარჩუნო,
ცხოვრებას კიდევ გავუძლო ვინძლო,
ვიცხოვრო, ვწერო და ვიფაჩუნო.
და როცა დღიურ ფუსფუსის მიღმა
ღამე საკუთარ სულს ჩამახუტებს, –
მე გადავხედავ ჩამოხსნილ ნიღბებს,
როგორც ნაომარ რკინის ჩაფხუტებს.


შოთა ნიშნიანიძე

AVaLON
რა ღა დროს პოეზიაააა?
SOSO
AVaLON
შენს ზემოთ რაც წერია, ეგ პოეზიაა?
Catherine
SOSO
შენ უეჭველი პირველი ლექსი არ მოგეწონა სოსო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nelka



ჩემი უსაყვარლესი ლექსია smile.gif დღეს შემიყვარდა biggrin.gif


საერთოდ, ძალიან დიდი ლექსები არ მიყვარს, მაგრამ ეს გენიალურ გამონაკლისთაგანია tongue.gif






1

ჩამკიდე ხელი უოლტ უიტმენ,
რა საოცარი ფერებით და ხმებით ვართ გარშემორტყმული?
რა უტყუარი კავშირებია ირგვლივ, თავისთავში უსასრულოდ რომ გრძელდებიან?
ერთმანეთს რომ ავსებენ უსასრულოდ, სამყაროს რომ ინაწილებენ ერთმანეთში?

რა სივრცეები იშლება შენში უოლტ უიტმენ?
რა ტალღების და ნიადაგის მარილითა ხარ გაოფლილი?
რა ქვეყნები, რა ხალხი და ქალაქები არიან შენთან?
ვინ არიან ეს ბავშვები, ზოგი თამაშობს ზოგს კიდევ ძინავს?
ვინ არიან ეს გოგონები, ეს გათხოვილი ქალები?
ეს მოხუცები ვინ არიან, ერთმანეთის მხარს დაყრდნობილნი ნელ-ნელა რომ მიაბიჯებენ?
რას ნიშნავს ეს მდინარეები? Eეს ტყეები და ხილნარი?
რა ეწოდებათ ცამდე აწვდილ ამ ნისლიან მთებს
ეს უთვალავი სახლ-კარი ვისი ცხოვრებით არის აღსავსე?


2

ჩემში ფართოვდებიან განედები, გრძედები იწელებიან.
აზია, აფრიკა, ევროპა – აღმოსავლეთში, დასავლეთში ამერიკა დაბუდებულა
დაბურცულ დედამიწას გარს შემორტყმია ცხელი ეკვატორი
ჩრდილოეთიც და სამხრეთიც ერთი ღერძის გარშემო ბრუნავს
ჩემშია ყველაზე გრძელი დღე როცა მზე ირიბ რკალზე ტრიალებს
Dდა არ ჩადის ხოლმე თვეობით
შუაღამის მზეც აქვე ჩემშია ჰორიზონტზე ცალი თვალით ამოწვერილი
უმალ რომ ჩადის
ჩემშია - სარტყელები, ზღვები, ტევრები, ჩანჩქერები, ვულკანები,
არქიპელაგები ვესტ-ინდოეთის, მალაის და პოლინეზიის კუნძულები

3

რა გესმის შენ უოლტ უიტმენ?
მე მესმის მუშუს სიმღერა და გლეხი ქალის სიმღერა მესმის
მესმის ბავშვების და ცხოველების შორეული ხმა დილაადრიან
მესმის ყიჟინა გარეულ ცხენებს ადევნებულ ავსტრალიელ აბორიგენთა
მესმის წაბლის ქვეშვიოლინოს გიტარისა და კასტანედების ჰანგებზე მოცეკვავე
ესპანელთა ხმა
მესმის გაბმული ექო ტემზიდან
მესმის ფრანგული რიხიანი სიმღერები თავისუფლებაზე
მესმის მუსიკა იტალიელ გონდელიეროსი რეჩიტატივში ძველ პოემებს რომ მიიმღერის
მესმის ბალახს და ხორბლის ყანებს შესეული კალიის ხმა
სეტყვასავით შიშის ზარს რომ ცემს სირიის მიწას
მესმის კოპტური მისამღერი საღამოჟამს ნაღვლიანად რომ ეფინება
დედა ნილოსს ხანდაზმულ და განიერ მკერდზე
მესმის ღიღინი მექსიკელ მწყემსის და მესმის მოლას ზანზალაკის ხმა
მესმის არაბი მუეძინის ძახილი მაღალი მინარეთიდან
მესმის ტაძარში კათოლიკე მღვდლის ლოცვისა და სოპრანო-ბასის გამოძახილი
მესმის კაზაკთა და ოხოტის ზღვაში გამსვლელ მეზღვაურთა ჟივილ-ხივილი
მესმის თუ როგორ კითხულობს წმინდა ტექსტებს და ფსალმუნებს ებრაელი
მესმის ბერძნების დაქტილური მითები და რომაელთა მრისხანე ლეგენდები
მესმის ნაამბობი უმშვენიერეს ღმერთ ქრისტეზე,
მის ღვთაებრივ სიცოცხლესა და მეწამეობრივ აღსასრულზე
მესმის ინდუსი როგორ ასწავლის რჩეულ მოწაფეს სამი ათასი წლის წინ მცხოვრებ პოეტების ნაწერებში ამოკითხულ სიბრძნეს სიყვარულს და ანდაზებს

4

რას ხედავ შენ უოლტ უიტმენ?
ვის ესალმები შენდ ა რიგრიგობით ვინ გესალმება?

მე ვხედავ სფეროს, სივრცეში მცურავ დიდრონ სფეროს
ვხედავ მასზე ერთ ბეწო ფერმებს, სოფლებს, სასაფლაოებს, ნანგრევებს, ციხეებს,
ფაბრიკებს, სასახლეებს, ქოხმახებს, ველურთა ხუხულებს და ბედუინთა თავშესაფრებს
ვხედავ ჩრდილოვან ერთ მის მხარეს იქ სადაც ძინავთ და მეორეს _ მზით განათებულს
ვხედავ უეცარ და სარწმუნო განსხვავებას ჩრდილსა და შუქს შორის
ვხედავ შორეულ ქვეყნებს _ იქაურთათვის ისევე ახლოს და მშობლიურს
როგორც ჩემთვის ჩემი ქვეყანა.

მე ვხედავ უამრავ წყალს
მე ვხედავ მთათა მწვერვალებს, ანდების ქედს დასაწყისიდან დასასრულამდე
ვხედავ თვალნათლივ ჰიმალაის ტიან-შანს, ალტაის, გატებს,
ვხედავ ბუმბერაზ მთებს: იალბუზს, ყაზბეგს, ბაზარ-დიუძის,
ვხედავ შტირიის ალპებს და კარნიის ალპებს,
ვხედავ ბალკანებს, პირინეებს, კარპატებს,
ჩრდილოეთში დოვრეფიოლსა და ზღვისპირა ვულკანს ჰეკლას
ვხედავ ვეზუვის და ეტნას, მთვარეულ მთებს და წითელ მთებს მადაგასკარზე
ვხედავ ლიბიის არაბეთის და აზიის უდაბნოებს,
ვხედავ არქტიკის და ანტარქტიკის ძრწოლისმომგვრელ აისბერგებს
ვხედავ ძირითად ოკეანეებს _ წყნარს და ატლანტის
მათ ქვეშემდომებს: მექსიკის ზღვას და პერუს ზღვას და ბრაზილიის ზღვას
ინდოეთის წყლებს, ჩინეთის ზღვას და გვინეის ყურეს
იაპონიას და ნაგასაკის მშვენიერ ნაპირს საკუთარსავე მთებში შეხიზნულს,
ბალტიის ზღვას, კასპიისა და ბრიტანეთის სანაპიროს, ბისკაისა და ბოტნიკურ ყურეს
მზით განათებულ ხმელთაშუა ზღვას სუყველა მისი კუნძულით და
თეთრ ზღვას და გრენლანდიის გარეშემო ზღვას

მთელი მსოფლიოს ზღვაოსნებს ვამჩნევ
ზოგი პორტში დგას, ზოგი ზღვაშია გასული
ზოგი ქარიშხლის კონცხთანაა, სხვა მწვანე კონცხთან,
სხვებმა კიდევ ბონის, გვარდაფუის და ბოჰადორის კონცხს შემოუარეს.
ვინ დონდრისაკენ მიემართება,ვინ ზუნდის სრუტე გაიარა, ვინ ბერინგის,
ხოლო სხვებმა ლოპოტკის კონცხი
ზოგიერთი ჰორნის კონცხთან დგას, ზოგი მექსიკის ყურესაკენ მიემართება, ან კუბისაკენ, ან ჰაიტისკენ, სხვა ჰუძონის სანაპიროსკენ ან ბაფინის მიწისაკენ.
ზოგი დუვრის სრუტესა და ზოგი უოშის ყერეში შედის
ზოგი ზეიდურ ზეს წყლებში ცურავს, ზოგი შელდას შესართავში დგას,
ვინ გიბრალტარის და დარდანელის გადასაცურად მომზადებულა,
რომელიღაც კი ჯიუტად ცდილობს გაეჯიბროს ჩრდილოეთის ყინულოვან წყლებს
აუყვება და ჩაუყვება ზოგი ხომალდი ობსა და ლენას,
ზოგი ნიგერს და კონგოს გაცურავს,
სხვა _ ინდს, ბრაჰმაპუტრას და კომბოჯის დიად მდინარეს,
დანარჩენები ნაოსნობას დანატრებულნი ბორგავენ ავსტრალიის პორტებში,
ბორგავენ და ელიან ლივერპულში, გლაზგოში, დუბლინში, ბრიუსელში, ლისაბონში, ნეაპოლში, ჰამბურგში, ბრემენში, ბორდოში და კოპენჰაგენში,
ელიან ველპარაისოში პანამასა და რიოში.


5

მე ვხედავ რკინიგზას, მთელი მსოფლიოს რკინიგზას,
ვხედავ ბრიტანეთისა და ევროპის რიკინიგზას
ვხედავ მათ აზიასა და აფრიკაში.

მე ვხედავ ტელეგრაფს, მთელი მსოფლიოს სატელეგრაფო ქსელს,
ვხედავ მავრთულებს, ომების, ხოცვის, გამარჯვებების, დამარცხებების
მთელი სამყაროს ვნების მავრთულებს.

მე ვხედავ დიდი მდინარეების კალაპოტებს (ქვევით მიწაზე)
ვხედავ ამაზონს და პარაგუაის,
ვხედავ ჩინეთის ოთხ დიდ მდინარეს, ამურს, იანძის, ყვითელსა და
მარგალიტების მდინარეს,
ვხედავ თუ როგორ მოჩქფს სენა, რონა გუადალკვივირი,
ვხედავ ლუარას და დუნაის დუნე დინებას
ვხედავ როგორ მიიკლაკნება ვოლგა, დნეპრი და ოდერი,
ვხედავ როგორ მიუყვებიან ტოსკანელები არნოს დინებას,
როგორ ცურავენ ვენეციელნი პოს შესართავთან,
ვხედავ ეგინას ნავსაბელთან ბერძნების სანაოსნო სამზადისს.


6


მე ვხედავ მიწებს, უძველესი იმპერიების: ასურეთის, პართიისა და ინდოეთის მიწებს.
ვხედავ განგი საუკარის მაღალ თაღებს როგორ ევლება.

მე ვხედავ ადგილს სადაც ვიშნუ კიდევ ერთხელ ადამიანად მოევლინა ქვეყნიერებას
სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოგვები, მისნები, ქურუმები, ბრაჰმანები, საბეები,
ლამები,მუფტიები, ბერები და მქადაგებლები.
ვხედავ მონის წმინდა ჭალაში მიაბიჯებენ დრუიდები, ვხედავ ომელუს და ვერბენას,
ვხედატაძრებს, მკვდარი ღმერთების ნგრეულ ტაძრებს,
ვხედავ ძველთაძველ წინასწარმეტყველთ.
მე ვხედავ ქრისტეს, საიდუმლო სერობაზე ყმაწვილებსა და მხცოვნებს შორის
როგორ მიირთმევს უკანასკნელ პურს
ვხედავ ღვთიური ღონით აღსავსე ახალგაზრდა ბრგე ჰერკულესს,
თუ როგორ შრომობს, შრომობს დიდხანს და შემდეგ კვდება .
ვხედავ ადგგილს სად უდარდელად წარიმართა და გულსაკლავად დასრულდა,
ღამის ლხენისთვის შობილი თვალწარმტაცი ტანადი ვაჟის ბახუსის ბედი,
ვხედავ ნეფევსს, მოყვავილეს, ცისფრად შემოსილს, თავზე ბუმმბულის გვირგვინით და
მე ვხედავ ჰერმესს მუდამ სანდოს, მუდამ საყვარელს და მომაკვდავს, ის ხალხს მიმართავს: ნუ იტირებთ ჩემს გამო
ეს ქვეყანა სულაც არაა ჩემი სამშობლო, მე სამშობლოდან გამომაძევეს
და აი ახლა უკან ვბრუნდები
ციურს სფეროებს ვუბრუნდები, სადაც ყველა გაემგზავრება თავთავიანთ დროს.


7


მე ვხედავ ბალახმოდებულ ბრძოლის ველებს, სარეველა ყვავის მათზე
და მწიფს ხორბალი
ვხედავ წარსულის და უახლესი ლაშქრობების მიმართულებებს
ვხედავ ნანგრევებს, უსახელო და უცნობი მოვლენების მოწმე ნანგრევებს,
დადამიწის მატეანეებს


ვხედავ საგებში ამღერებულ ცას
ვხედავ ფიჭვებს და ჩრდილოეთის ქარით გადახრილ ტანმაღალ ნაძვებს,
ვხედავ გრანიტის ვეება ლოდებს, ვხედავ ტბებს და ხასხასა მინდვრებს,
ვხედავ სამარხებს, მეომართა ქვის ყორღანებს,
ვხედავ თუ როგორ აღმართეს იგი ზედ ქარაფზე,
საიდანაც მარადმღელვარე ოკეანე ჩანს,
რომ სამარის მყუდროებისგან დაქანცულ სულს შეძლებოდა ქვიდან გადმოსვლა
და აზვირთებული ზღვის ხილვისას ეგრძნო უსასრულობა, თავისუფლება, სიცოცხლე.

მე ვხედავ სტეპებს, აზიის სტეპებს,
ვხედავ მონღოლთა სამარხებს, ბაშკირთა და ყალმუხთა იურტებს,
ვხედავ საქონელს ერეკებიან მომთაბარენი,
ვხედავ დახრამულ მთიანეთებს, ვხედავ ჯუნგლებს და უდაბნოებს,
ვხედავ აქლემთა ველურ რემას, დროფებს, მატყლხუჭუჭა ცხვრებს, ანტილოპებს,
და ტრამალის მგელს.

მე ვხედავ აბისინიის ზეგნებს
ვხედავ თუ როგორ იცოხნება იქ თხათა არვე, ვხედავ ლეღვის ხეს ფინიკის პალმას
ვხედავ მომწვანო-ოქროსფრად ლივლივებენ ტეფის ყანები.

მე ვხედავ ბრაზილიელ კოკეიროს
ვხედავ ამაყი ბოლივიელი როგორ ადის სორატის მთაზე
ვხედავ გაუჩოს ლასოთი ხელში უბადლოდ რომ მიაგელვებს თავის ბედაურს,
ვხედავ როგორ ერეკებიან ველურ ნახირს პამპასებში, ძვირფას ტყავზე მონადირენი.


8

მე ვხედავ თოვლით და ყინულით დაფარულ ქვეყნებს
ვხედავ ფინელებს და თვალგამჭრიახ სამოედებს
ვხედავ სელაპზე მონადირემ როგორ აღმართა თავისი შუბი
ვხედავ ციმბირელს, მის მსუბუქ ციგას ძაღლების ხროვა მიაქანებს
ვხედავ დელფინზე მონადირეებს და ვეშაპმჭერებს წყნარ და ატლანტის ოკეანეში
ვხედავ კლდეებს, მყინვარებს, მინდვრებს, ნიაღვრებს,
ვხედავ და მესმის შვეიცარიის ხანგრძლივი ზამთრის, მესმის ასეთი მარტოობის.

9


მე ვხედავ ყველა, ყველა ქალაქს, ყველა ქალაქის ნაწილი და მოქალაქე ვარ,
მე ჭეშმარიტი პარიზელი ვარ,
ვარ მკვიდრი ვენის, ბერლინის, სანკტ-პეტერბურგის, კონსტანტინოპოლის,
ვარ და ვეკუთვნი სიდნეის მელბურნს, ადელაიდას,
ლონდონს, მანჩესტერსბრისტოლს, ედინბურგს, ლიმერიკს,K
ვარ და ვეკუთვნი მადრიდს, ქადისს, ბარსელონას პორტოს, ლიონს, ბრიუსელს,
ბერნს, ფრანკფურტს, შტუტგარტს, ტურინს, ფლორენციას,
მე ვარ მოსკოვში, კრაკოვში, ვარშავაში ან ჩრდილოეთის სტოკჰოლმში, ან კრისტიანიაში, ციმბირის ირკუტსკში, ან ისლანდიის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ,
დროდადრო ვეშვები ამ ქალაქებზე რათა შემდეგ ავფრინდე უკან.



10


მე ვხედავ როგორ ასდის მსუბუქი ორთქლი ყამირ მიწებს
ვხედავ ველურებს მშვილდებით და ისრებს მოწამლული წვერებით, ფეტიშებს და ობის
ვხედავ აზიაელთა ად აფრიკელთა ქალაქაებს
ვხედავ ალჟირს, ტრიპოლის, დერნუს, მოჰადორს, ტიმბუქტოსა და მონროვიას
ვხედავ პეკინის, კანტონის, ბენერესის,დელის, კალკუტის და
ტოკიოს ქუჩებში მოვაჭრეებს
ვხედავ კრუმენებს დოგონებს და აშანტიელებს თავაინთ ქოხებში
ვხედავ თურქი ალეპოში ეწევა თრიაქს
ვხედავ ჰივისა და გერატის ბაზრობებზე მოფუტფუთე ათასი ჯურის ადამიანს
ვხედავ თეირანს, ვხედავ მასკატს, მედინასა და ხორშაკისგან გაწამებულ ქარავნებს
ვხედავ ეგვიოპტეს და ეგვიპტელებს, პირამიდებს და ობელისკებს,
ვაკვირდები ფიქალზე ან გრანიტის ლოდზე ამოტვიფრულ სამეფო დინასტიებს,
მათ გამარჯვებებს.
ვხედავ მემფისის სარკოფაგებს, იქ ბალზამინით გაჟღენთის ჩვრებში
სამიათას წელზე მეტის სძინავთ მუმიებს
ვინმე თებელის გვამს ვაკვირდები, კისერმოღრეცილს, თვალგადმოკარკლულს
და საკუნოდ გულხედაკრეფილს.

ვხედავ მსოფლიოს ყველა მოახლეს, ყველა მსახურს
ვხედავ ციხეში გამოკეტილ ყველა პატიმარს,
ვხედავ მსოფლიოს ყველა სახიჩარს, მათი სხეულის ყველა ნაკლს ვამჩნევ,
ვხედავ ყრუ-მუნჯებს, ბრმებს, ჭკუასუსტებს, კუზიანებს და შეშლილებს,
ვხედავ ქურდებს, მეკობრეებს, კაცის მკვლელებს და უფრო მეტიც
ვხედავ უმწეო ბავშვებისა და მოხუცების გაყიდვით გამდიდრებულებს.

ვხედავ მსოფლიოს ყველა ქალს და ყველა მამაკაცს
ვხედავ გულმშვიდ ფილოსოფოსთა უღრუბლო საძმოს
ვხედავ ამ მოდგმის შემოქმედებისთ დიდ ნიჭს და უნარს
ვხედავ ამ მოდგმის სიბეჯითის და გეზის ნაყოფს
ვხედავ წოდებებს კანის ფერებს ბარბაროსობას და კულტურას,
მე მათ შორის დავდივარ მუდამ, ერთს მეორეზე წინ არ ვაყენებ
ერთნაირად ვესალმები დედამიწის ყველა მოსახლეს


11

ვინც არ უნდა იყო შენ
ინგლისელი ქალი თუ კაცი
ძლევამოსილი სლავური ტომების და იმპერიის შთამომავალი, რუსი რუსეთში,
აფრიკელი შავკანიანი, გაურკვეველი წარმოშობის, ღვთაებრივი სულით,
კეთილშობილი სხეულით და წაგრძელებული ლამაზი კეფით,
ჩემნაირად რომ მოგესაჯა სიცოცხე სიცოცხლისთვის,
დანიელი, ნორვეგიელი, ისლანდიელი ან პრუსიელი,
ესპანელი ესპანეთში, პორტუგალიის მცხოვრები,
ფრანგი ქალი ან მამაკაცი
ბელგიელი, თავისუფლების მოყვარე ნიდერლანდელი
(ჩემი შტოც ხომ იქიდან იღებს სათავეს)
ამტანი ავსტრიელი ან ჰუნების შთამომავალი, ლომბარდიელი, ბოჰემიელი,
შტირიელი ფერმერი,
მოსახლე დუნაისპირის
მუშა რეინის, ელბის, ვეზერის ნაპირებიდან,ქალი თუ კაცი განურჩევლად
საქსონიელი, სარდინიელი, ბავარიელი, რუმინელი, ბულგარელი, თუ შვაბი, რომაელი, ნეაპოლელი ან ბერძენი, K
ტანმოქნილი მატადორი სევილიის არენაზე
დაუმორჩილებელი მთიელი ტავრიდან ან კავკასიიდან
ფაშატების დამპურებელი ბუხარელი მეჯინიბე
ტანმშვენიერი სპარსი ჩუბინი, გაჭენებული ცხენიდან რომ ახვედრებს მიზანს
ჩინელი ქალი ან მამაკაცი, თათარი თათარსტანში,
ქალი რომელიც ჯერ კიდევ ჩაგრულია და მიჯაჭვული თავის ხელსაქმეს
ებრაელი, ვინც ხანდაზმულმა წამოიწყო სახიფათო მოგზაურობა,
რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც ეგრძნო ფეხქვეშ სირიის მიწა.
ებრაელი ვინც მესიას ელოდება,
ევფრატისპირას ჩაფიქრებული სომეხი, ნინევიის ნანგრევებს რომ გაჰყურებს
და არარატთან ერთად მაღლდები,
დაქანცული და მოხლმოღლილი პილიგრიმი,ვისაც თვალები გაუბრწყინა
მექას მაღალი მინარეთების გამოჩენამ,
სახარელი შეიხი, ვისი მოდგმაც და შთამომავლობა განაგებს მიწებს
სუეციდან ბაბელ მანდებამდე
ვინც ზეთისხილის ბაღებს უვლის ნაზარეთში დამასკოსა და ტიბერიაში
ვინც ვაჭრობს ტიბეტის მაღალმთიან სოფლებში და ლხასას ციცქნა მაღაზიებში
იაპონელი ქალი ან კაცი, მკვიდრი ბორნეოსი, სუმატრის, ცეილონის და მადაგასკარის,
ავსტრალიის აფრიკის, ევროპისა და აზიის მაცხოვრებელი,
არქიპელაგთა მოსახლე ან უსახელო კუნძულელი,
და შენც ვინც ჩემს ხმას საუკუნეთა შემდეგ მოისმენ,
სადაც არ უნდა ცხოვრობდე და რა დროშიც უნდა ცხოვრობდე, მე შენ გგულისმობ,
გიგზავნი კეთილ სურვილებს და მხურვალე სალამს ჩემსგან და ამერიკისაგან,

გარდუვალია თითეული ჩვენთაგანი
უსასრულოა თითეული ჩვენთაგანი და თანაბარი უფლება აქვს ამ მიწაზე,
თითეულ ჩვენთაგანშია ამ მიწის მარადიული შინაარსი
თითეული ჩვენთაგანი თანაბრად ღვთაებრივია.


11


თანაგრძნობით და რწმენით აღსავსე ჩემმა სულმა დედამიწას შემოუქროლა
ვეძებე ჩემი თანასწორი და მიმდევარი _ აღმოვაჩინე
რომ ისინი მე მელოდნენ დედამიწის ყველა კუთხეში
ვფიქრობ რომ რაღაც ღვთაებრივი გვათანასწორებს მე და მათ.

ღრუბლებო, მე თქვენთან ერთად ვორთქლდებოდი და
თქვენთან ერთად მივცურავდი შორეული კონტინენტების დასანისლად,
თქვენთან ერთად ვქროდი ქარებო,
თქვენთან ერთად ვენარცხებოდი ტალღებო სანაპიროებს
თქვენთან ერთად ვდიოდი და ვაკვირდებოდი ამ პლანეტას სრუტეებო და მდინარეებოვჩერდებოდი ნახევარკუნძულების ახლო-მახლო მაღალ კლდეებზე,
რათა იქიდან მეყვირა:

Salut au monde


ყველა ქალაქი სადაც ოდესმე შუქს და სითბოს შეუღწევია_ჩემითაცაა გამსჭვალული,
ყოველი იმ კუნძულისკენ, რომლისკენაც მიფრინავენ ზღვის ფრინველები_მეც მივფრინავ,

ამერიკის სახელით, ყველა თქვენგანს
ხელის აწევით ვესალმები, ვიძლევი ნიშანს,
რომ ჩემს შემდეგაც დარჩეს იგი მუდამ და ყველგან
დედამიწის მკვიდრი ყველა ადამიანის დასანახად.
Catherine

...

Anyway you bless me Lord, I'll be satisfied
Anyway you bless me Lord, I'll be satisfied
Feed me Jesus, til I want no more
Fill my cup, let it overflow
Anyway you bless me Lord, I'll be satisfied

Anyway
You bless me
Anyway
You bless me

I'll be
Satisfied
I'll be
Satisfied

You brought me out
I'm satisfied
You brought me out
I'm satisfied

Thank you Jesus
I'm satisfied
Thank you Jesus
I'm satisfied

Anyway you bless me Lord
I'll be satisfied


<Vanessa bell armstrong> wacko.gif
TAMTA555

გაზაფხულის საღამოა მშვიდი....
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი!

აშკარად ნიჭი მაქვს რა !!!!!!!!!!! smile.gifsmile.gifsmile.gif
vulkani_lava
ციტატა(TAMTA555 @ Apr 3 2009, 04:10 PM) *
გაზაფხულის საღამოა მშვიდი....
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი!

აშკარად ნიჭი მაქვს რა !!!!!!!!!!! smile.gifsmile.gifsmile.gif


გაზაფხული შემოსულა ლენ უკეთესია biggrin.gif
TAMTA555
ციტატა(vulkani_lava @ Apr 3 2009, 04:11 PM) *
ციტატა(TAMTA555 @ Apr 3 2009, 04:10 PM) *
გაზაფხულის საღამოა მშვიდი....
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი!

აშკარად ნიჭი მაქვს რა !!!!!!!!!!! smile.gifsmile.gifsmile.gif


გაზაფხული შემოსულა ლენ უკეთესია biggrin.gif

აბა გააგძელე თუ მაგარი ხარ laugh.gif
Catherine
გოდება სამხრეთზე



წითელი მთვარე, ქარი, თოვლის ვრცელი მინდორი,

ქათქათა, როგორც ჩრდილოელი ქალის კისერი...

და აჰა, უკვე ჩემი გული ძევს ამ მინდვრებზე

ამ ღრუბლით დანისლულ წყალზე.

მე დამავიწყდა ზღვის შრიალი, სიცილიელი

მწყემსების ჩუმი მოძახილი და საზიდრების

ძველ ჰანგი დამტვერილ გზებზე

სადაც ხმელი ნაწვერალების

კვამლში ცახცახებს ჭვავის თავთავი,

მე დამავიწყდა წეროების და ყანჩების ფრთათა შხუილი,

მწვანე ზეგნები და ლომბარდიის მდინარეები,

მაინც სამშობლოს ბედზე გმინავს ადამიანი,

სადაც არ უნდა იყოს იგი, აღარასოდეს

დავბრუნდები აწი სამხრეთში.

ო, სამხრეთი არის დაღლილი,

მკვდრების თრევით არის დაღლილი,

სანაპიროზე მალარიის ჭაობებისკენ,

არის დაღლილი მარტოობით და ტანჯვის ჯაჭვით,

მისი ტუჩები არის დაღლილი ყველა ჯურის ლანძღვა-გინებით,

მომაკვდავები რომ ბღავიან და განწირულნი,

და ის ბღავილი ჭების ფსკერზე ინთქმება ექოდ,

რომლებიც სვამენ მისი გულის სისხლს.

ახლა სამხრეთის შვილები ისევ უბრუნდებიან

თავიანთ მთებს, ხოლო ცხენები

ვარსკვლავების მჭრელი დანის ქვეშ

აკაციის ფოთლებს წყნარად ახრამუნებენ

და ნაკვალევი არის წითელი, ისევ წითელი, ისევ წითელი.

აღარასოდეს დავბრუნდები აწი სამხრეთში.

და ეს ცივი საღამო ზამთრის

ისევ ჩვენია, სიტკბოების და მრისხანების

აბსურდული კონტრაპუნქტი კვლავ მეორდება

და ვტირი, ვტირი სიყვარულზე უსიყვარულოდ.


სალვადორე კვაზიმოდო
SOSO
qetusia
ციტატა
SOSO შენ უეჭველი პირველი ლექსი არ მოგეწონა სოსო

რომელი პირველი?
smile.gif
Catherine
სოსო
აი ეს ლექსი smile.gif


შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ ასეთებად არ ვშობილვართ,
არამედ ასეთებად გვაქციეს.

ჩვენ პური წაგვართვეს, მამაო, არსობისა,
ტაძრიდან ქუჩაში გამოგვყარეს,
გაგვასალახანეს, გაგვაბოროტეს და გვასწავლეს,
რომ ერთმანეთი უნდა დაგვეჭამა,
(ხოლო გადარჩება ის, ვინც ხელს ჩაიქნევს,
დროულად გაგვეცლება და თავს უშველის)
და მას აქეთ, ვჭამთ ერთმანეთს, მამაო,
გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით
და სისხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვცემთ პატივს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

ჩვენ გვასწავლეს, რომ ღმერთი სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა, რომელიც ერთხელ უკვე იყო
და ამდენად, შეგვიძლია, უბრალოდ გვახსოვდეს,
მაგრამ არასდროს წარმოვთქვათ,
ან სულაც დავივიწყოთ მისი არსებობა...
რომ ძე ღვთისა, სხვა არაფერია, თუ არა ის,
ვინც ჯერ უნდა გაყიდო, ხოლო მერე ჯვარს აცვა
და რომ სული წმინდა, სხვა არაფერია,
თუ არა ენერგია, რომელიც უდრის
მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს
და მას აქეთ, ჩვენ შევიძულეთ თეორიული ფიზიკა
და შევიყვარეთ პრაქტიკული ბუღალტერია,
რომ შემთხვევით, არცერთი ვერცხლი არ დაგვეკარგოს,
რომელსაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში გვიყრიან
ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვყიდით
და ერთმანეთს ჯვარს ვაცვამთ ყველა სიტყვისთვის,
რომელიც ერთხელ უკვე იყო, - თუნდაც პირველად, -
როცა ერთმანეთს ვჭამთ, გულმოდგინედ,
დამშეული ვირთაგვებივით
და სიხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვართ იმის მოთაყვანენი, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

და ჩვენ გვასწავლეს, რომ ტრიპტიქი სხვა არაფერია,
თუ არა ერთგვარი, სამად მოსაკეცი სარკე,
(რომელსაც ისინი, ვინც ეს ყველაფერი გვასწავლა,
"ტრილიაჟს" ეძახიან) ხოლო ლოცვა -
წვერის პარსვის, ან მაკიაჟის მეტამორფოზა და მას აქეთ,
ყოველდღე სარკესთან ვდგებით და ვლოცულობთ
ჩვენ, ჩვენთვის, ჩვენსას, ჩვენო,
ხოლო ჩვენს იქით ყველა და ყველაფერი წყალს წაუღია,
მამაო...

შეგვინდე, რამთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ პოეტებად არ ვშობილვართ,
არამედ პოეტებად გვაქციეს.
Catherine
SOSO
ციტატა
შენს ზემოთ რაც წერია, ეგ პოეზიაა?

აბა ისე ამას არ დაწერდი smile.gif
che
qetusia

ეს საჯაიაა. დარწმუნებული ვარ სოსოს მოეწონებოდა.
data
ციტატა(che @ Apr 4 2009, 11:12 PM) *
qetusia

ეს საჯაიაა. დარწმუნებული ვარ სოსოს მოეწონებოდა.

ohmy.gif


საღოლ გიორგის smile.gif ნამდვილად არ ველოდი smile.gif



პუ. სუ. ჩემგან გადაეცი ურითმო ლექსებს "მიაწვეს" biggrin.gif



Catherine
che
ციტატა
ეს საჯაიაა. დარწმუნებული ვარ სოსოს მოეწონებოდა.

კომენტარზე ვერ შევატყე მაინცდამაინც wink.gif
data
ციტატა(qetusia @ Apr 4 2009, 11:22 PM) *
che
ციტატა
ეს საჯაიაა. დარწმუნებული ვარ სოსოს მოეწონებოდა.

კომენტარზე ვერ შევატყე მაინცდამაინც wink.gif

მეორე ლექსზე იყო ის კომენტარი smile.gif აშკარაად biggrin.gif


და თუ დააკვირდები, მართალიცაა smile.gif


AVaLON
ამ თემას დააარქვით პოეზია, და წიგნებისას ლიტერატურა.. წკუა იხმარეთ
AVaLON
ამ თემას დააარქვით პოეზია, და წიგნებისას ლიტერატურა.. წკუა იხმარეთ
data
არ მახსოვს ვისი ლექსია smile.gif


ვერა გავუგე ამ ცხოვრებას ვერც ასავალი,
ვერც დასავალი. გამოვდექი ბრიყვი, უბირი.
გამომიწერეთ, პროფესორო, რამე წამალი
ისეთი, ჩემში ყოველგვარი ჩაკლას სურვილი.

აღარ მინდოდეს არაფერი, სასომიხდილი
ვეხეტებოდე ქუჩა-ქუჩა დღე და მოსწრება.
აღარც სიცოცხლე მაშინებდეს, აღარც სიკვდილი,
და სამუდამოდ დავივიწყო რაა ოცნება.



P.S. სასვენ ნიშნებზე პასუხს არ ვაგებ biggrin.gif



GORDA
data
ციტატა
არ მახსოვს ვისი ლექსია

ქვლივიძის, მგონი
Catherine
data
ციტატა
მეორე ლექსზე იყო ის კომენტარიაშკარაად

და თუ დააკვირდები, მართალიცაა

ალბათ მასე იყო.. smile.gif
SOSO
qetusia
ციტატა
che ციტატა ეს საჯაიაა. დარწმუნებული ვარ სოსოს მოეწონებოდა.

კომენტარზე ვერ შევატყე მაინცდამაინც

ნიშნიანიძეზე იყო ის კომენტარი smile.gif
okiam ermutsem
TAMTA555
ციტატა
გაზაფხულის საღამოა მშვიდი....
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი!

აშკარად ნიჭი მაქვს რა !!!!!!!!!!!

შენ არა ტერენტისbiggrin.gif
data
ამ ლექსს შესაძლოა, "დედალოსი" დაერქვას




ადამიანი არ არის მტვერი,
ის, შეიძლება, არის ატომი.
ადამიანებს გვჭირდება მტერი,
რომ არასოდეს ვიყოთ მარტონი.


ვერ შევისწავლეთ ჩვენს თავში ცოცვა,
და ამიტომაც მტვერში ვიდებით.
ადამიანებს გვჭირდება კოცნა,
რომ საბოლოოდ ვიყოთ მშვიდები.


სიმაღლეებთან ყოველთვის ვკრთებით
და სათქმელ სიტყვას კანკალით ვარჩევთ:
ადამიანებს გვჭირდება ფრთები
იმისათვის, რომ მიწაზე დავრჩეთ.



პაატა შამუგია
data
კანტატა

ბავშვები გამორბიან სხეულიდან,
ბავშვები გამორბიან საკუთარი
სხეულიდან
როგორც ხვეულიდან
და ისინი ვხდებით ჩვენ, რომლებიც
ადრე მიგვატოვეს სხეულებმა,
როგორც სკოლამდელი რვეულები

ბავშვობა გავიცადეთ და მე გავხდი უსაშველოდ დიიიიიიიიიიიდი

და ვგრძნობ, რომ თითქმის ჩემხელა ვხდები
და აი, თითქმის ჩემხელა გავხსი
და როცა თითქმის ჩემხელა გავხდი
და როცა მართლაც ჩემხელა გავხდი,
ყველა წყევლაზე საშინლად ავხდი.

და აი, როცა თითქმის შენხელა ხარ,
ჩემგან ნაბრძანები წვიმა წამოვა და
ჩემგან ნაბრძანები სხივი წამოვა და
ბავშვები გაგვიხდიან და მოგვისვრიან ბავშვობაში,
ბავშვები გაგვიხდიან და მიგვაახლოვებენ სივრცეებს,
რომლებიც გველოდნენ წვიმაში და
არ დაიზარეს, რადგან ჩემგან ებრძანათ.

ბავშვები გამორბიან სხეულიდან
და როგორ გვცივა, როცა სხეულიდან
გამორბიან ბავშვები და სხეულიდან
როცა გამორბიან სახლები და სხეულიდან
როცა გამორბიან.

ნუ ეფერები სიზმარჩახდილ ღამეებს და
ეროგენულ ზონებს ნუ ეძებ ვარსკვლავებში
და მითხარი, რომ ღამეა და ცივა და
მითხარი, რომ ღამეა და ცივა და
მიტხარი ჩემი თავი.
data

ჰეჰ, ეს ლექსი არ ვიცოდი smile.gif




ეს არის


ეს არის სამყარო
სამყარო შუქია, ამ შუქის გავლით კი
ჩვენში აღწევენ და ჩვენშივე რჩებიან
ფესვები, რომლებიც საგნებში გავიდგით,
სიზმრები, როლმებიც ძილის წინ ვნებიან
სიზმრებზე ყვებიან,

ქალები, რომელთაც ოდესღაც დავშორდით,
კაცები, რომელთაც სირცხვილთან იომეს,
დარდები, ცრემლების მომლაშო ასორტით
უფალი, რომელიც გვაყვედრის სიამეს.

საკუთარ სურვილში ჩანხრჩვალი შახიდი,
სიზმრების გარდაქმნის უცვლელი მანია,
ახლა კი დრო კია, ზარმაც ღმერთს შეხედო,
მშვიდად რომ ჩაჰყურებს ღრუბლების მენიუს!




data
რეფ-ლექსი



სიტყვა ვასვი მკითხველს და მითხრა:

სიტყვის ძალა მოგცესო ღმერთმა.

უზომო არის სიტყვის ძალა,

თანაც, როგორც ამბობენ, პირველადვე იყო სიტყვა

და სიტყვა (ასევე ამბობენ) იყო ღმერთთან

და იყო ღმერთი

და თანაც ის იყო თავდაპირველად ღმერთთან.



რა იქნებოდა ცხოვრება, რომ არა სიტყვა.

რა ეშველებოდა უიტმენს სიტყვის გარეშე.

უიტმენს რამე ეშველებოდა, მაგრამ რა ეშველებოდა

სამყაროს უიტმენის გარეშე?

სამყაროს რამე ეშველბოდა, მაგრამ

რა ეშველებოდა სიტყვას _

თავისი თავის გარეშე დარჩენილს?

სიტყვას რამე ეშველებოდა, მაგრამ

რა მეშველებოდა მე:

სიტყვის გარეშე ამდენ დუმილს ხომ ვერ შევძლებდი!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სიტყვა ვასვი მკითხველს და მანაც დამლოცა:

სიტყვის ძალა მოგცესო ღმერთმა.



დაე, მომეცეს სიტყვის ძალა

თანაც ისეთი,

რომ მეშვიდე სართულზე მყოფმა

დავწერო სიტყვა `გუბე~

და შარვლიდან წყლის შხეფები ჩამოვიბერტყო.
data
ესეც და მეყო დღეს smile.gif


დეფილე



მოდი, ჩავიცვათ ერთმანეთი უკანასკნელ მოდაზე,
გავიხადოთ ახალუხი, პერანგი და ბოტასი.

ჩავიცვათ ერთმანეთის კიდურები,
ტორსებზე გამოკიდულები.

ჩავიცვათ ერთმანეთის სურვილები_
სავსე ვნებებით და სევდებით,
ჩავიცვათ ერთმანეთის ცოდვები,
სანამ ცოდვებისგან ვსივდებით.

ჩავიცვათ ერთმანეთის ცრემლები,
სანამ ჩვენში ვართ და ვევლებით
ჩვენშივე აზელილ ჰორიზონტებს,
სანამ სივრცეების ზოლი მოგვდევს.

სანამ ჯებირები წამექცევა,
სანამ გაქცეული წამი გცივა,
მანამ ჩავიცვათ ერთმანეთი უკანასკნელ მოდაზე,
გავიხადოთ ახალუხი, პერანგი და ბოტასი.

მაცვია შენი ლიბიდო,
შენ_ჩემი სივრცე და ფალოსი,
ჩავიცვათ ერთურთი და გავიდეთ
ყოფის მოსაწყენ დეფილეზე.
..............................................
ხემ ჩაიცვა ჩიტები უკანასკნელ მოდაზე.
აჰა, ზღვა და ზღვას აცვია მედუზა.
ზღვას აცვია სკუმბრია და კალმახი.
მედუზა და სკუმბრია და კალმახი.

მე შენი სივრცე მაცვია
და შენი ცრემლი მახურავს,
სავსე ვარ, წვიმს და არ მცივა,
წვიმა ახელებს სახურავს.
........................................
მე აქ ვარ, ანუ: შენში ვარ და,
შორს ვარ სოფელთან და ხარ-გუთანთან,
მოდი, ჩავიცვათ ერთმანეთი,
სანამ გავიხდიდეთ საკუთარ თავს.


პაატა შამუგია

levan cagareli
ბარბაქაძის "მოწოდებას ჰგავს

დროზე ამოვიცვათ ერთმანეთი
ამოვიცვათ დროზე ამოვიცვათ
TAMTA555
ციტატა(okiam ermutsem @ Apr 7 2009, 08:50 PM) *
TAMTA555
ციტატა
გაზაფხულის საღამოა მშვიდი....
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი!

აშკარად ნიჭი მაქვს რა !!!!!!!!!!!

შენ არა ტერენტისbiggrin.gif

ნამდვილად! აბა მე და პოეზია? აუ რა შორს ვართ რო იცოდე(სამწუხაროდ sad.gif )
Illegal Astronaut
ციტატა
ამ ლექსს შესაძლოა, "დედალოსი" დაერქვას



ადამიანი არ არის მტვერი, ის, შეიძლება, არის ატომი. ადამიანებს გვჭირდება მტერი, რომ არასოდეს ვიყოთ მარტონი.

ვერ შევისწავლეთ ჩვენს თავში ცოცვა, და ამიტომაც მტვერში ვიდებით. ადამიანებს გვჭირდება კოცნა, რომ საბოლოოდ ვიყოთ მშვიდები.

სიმაღლეებთან ყოველთვის ვკრთებით და სათქმელ სიტყვას კანკალით ვარჩევთ: ადამიანებს გვჭირდება ფრთები იმისათვის, რომ მიწაზე დავრჩეთ.

პაატა შამუგია


გენიოსია პაატა smile.gif smile.gif
anuchi
data

ეს ვიცოდი,მგონი "ანტიტყაოსანის" წიგნში შედიოდა.. მომეწონა სხვათაშორის.. wink.gif

შენი დადებული ყველა ლექსი მომწონს wub.gif და თავად არ წერ? tongue.gif
data
anuchi
ციტატა
შენი დადებული ყველა ლექსი მომწონს

რა საოცარი დამთხვევაა და მეც tongue.gif

ციტატა
და თავად არ წერ?

biggrin.gif biggrin.gif

სად შეგვიძლია... smile.gif



anuchi
data

ეეე ყველა წერს და შენ არაა? wink.gif


data
ციტატა(anuchi @ Apr 8 2009, 10:12 PM) *
data

ეეე ყველა წერს და შენ არაა? wink.gif



მე მკითხველი ვარ biggrin.gif

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.