დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
SmoK1e
† Lord Borgeze †
მოიცა აზრის დანახვა შენ არ გინდა თორე მშვენიერი აზრი აქ......
სიტყვები გამოხატავს ჩემს პატრიოტულ განწყობას და პროსტესტს რუსული დაბომბვების მიმართ....მგონი აქტუალური აზრი აქ....
აქ ნიკორწმინდა არის მაგალითად თორე საერთოდ ვამბობ მე კლასიკურ და გენიალურ ლიტერატურაზე, ვკითხულობდი, ვკითხულობ და მომავალშიც წავიკითხავ. შვილებსაც ამაზე გავზრდი კიდე.....

მარტო ამას არ წავიკითხავ ზოგჯერ სიცილი როცა მომინდება ჰაიკუსაც გადავხედავ
Illegal Astronaut
SmoK1e


კამათს არა აქ აზრი.. სამშობლოს პატრიოტობას კიდე ნაციონალისტ კაცს ვერ მასწავლის ვერავინ...

კი ბატონო.... მაგრამ იმაზე არ დაფიქრებულხარ რას წაიკითხავ როცა რუსული წიგნები და ლიტერატურა ტუალეტში მიგაქ... tongue.gif ნესტიკოვკა გაქ.. ერთი მხრივ კლასიკა გიყვარს და მეორე მხრივ კიდე პუშკინი ტუალეტში მიგაქ... tongue.gif biggrin.gif
SmoK1e
† Lord Borgeze †
პუშკინს როგორ წავირებ ტუალეტში მე თვითონ პუშკინას მეძახიან, ის პოსტები ცხელ გულზე იყო დაწერილი.....

ნაციონალიზმში მეც გადავვარდი ამ ბოლო დროს biggrin.gif

მე კლასიკა მიყვარს რუსული კიდე მგონი უკვე ყველაფერი მძულს, ქართველი კლასიკოსებითაც გავალ ფონს biggrin.gif
Matilda
გაუცხოება

მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები

იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს
ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს
და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში
თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც

და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება...
და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე!
და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები
და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და

იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს
და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი,
ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა)
ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).



გიო საჯაია


ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ლექსია... smile.gif
Illegal Astronaut
ალექსა... ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი პოეტი....




ბომბი – ჩვენს ოთახებში

ფრთხილად !
ბომბია ჩვენს ოთახებში.
ტელევიზორი გვიყურებს.
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს.
ფიქრები ოთახებში დადიან.
წიგნები იხურებიან მჭიდროდ.
კალენდრიდან ხტებიან დღეები.
უთო დასდევს ტუზ გულს.
პიანინოს მოვარდისფრო კლავიშზე ჩაეძინა ჭიამაიას.
არ გააღვიძო, ჩუმად! ჩუმად!! ჩუმად!!! ჩუმად!!!! ჩუმად!!!!!

დრო – ბომბია
სიყალბე – ბომბია
ეჭვები – ბომბია
მარტოობა – ბომბია
ბომბი – ბომბია . . .
მე ბომბი ვარ.

ბ ო მ !
2006w.
Illegal Astronaut
გაიცანით, ეს ჩვენი მსოფლიოა . . .

ნატყვიარი
ნაცრემლარი
ნატირალი
ნასისხლარი
ნასახლარი
ნაომარი
ნაწვიმარი
ნაქარალი
გაიცანით, ეს ჩვენი მსოფლიოა.

მწყემსი ხარ! მწყემსი!
იესო გესმის?
ვიღაცა გესვრის,
ამათ არ ესმით,
რომ ალაჰი შენი მეგობარია . . .
და რომ შენც ჩვენი მეგობარი ხარ . . .
და რომ შენ ყველას მეგობარი ხარ . . .
და რომ აღარ გინდა ჯვარზე გაგაკრან,
როცა კიდევ ჩამოხვალ ვიღაცის სახით
და იტყვი რაღაც ახალს, დამანგრეველს,
საოცარს, ღვთიურს . . .
მწყემსი ხარ! მწყემსი!
მგლების და ცხვრების
იესო გესმის?
ვიღაცა გესვრის!
ვიღაცა გესვრის!
ვიღაცა გესვრის!

არა. არა! არა!! არა!!! არა!!!! არა!!!! არა!!!!! არა!!!!!!

ყველაფერი კარგადაა. მთვარის შუქი. შენი გოგოს ქვედა ტუჩი.
ზედაც. თვალები, ფეხები, ძ უ ძ უ ე ბ ი . . . მისი პატარა ხელი
მუჭში. წითელი ღვინო და ხორცი კუჭში. დესერტიც.
ისღა დაგრჩენიათ ერთად დაწვეთ.

სადღაც კი ქუჩაში სინათლეზე პატარა მაწანწალა ითვლის
ხურდას მთელ დღეს ნაგროვებს. ნამათხოვრალს . . . მისი სახლი
_ ნანგრევებია. მისი საკვები – ნასუფრალია. მისი ფსიკიკაც
დანგრეულია. ის ერთხელ მოვა თქვენი სამსართულიანი სახლის
ჭიშკართან და იქიდან გამოსულ თქვენს გაისებულ შვილს
გამოჭრის ყელს. თქვენ ბევრს იტირებთ, მაგრამ მაქსიმუმ
შეძლოთ და მისი დებილი კლონი შექმნათ . . .

შევცვალოთ ერთად ეს სამყარო ! ! !
ვებრძოლოთ ამ სისტემას ! !
გთხოვთ !

ჩემი მეილია: ალექსა@გმაილ.ცომ

2006წ. თბილისი
Illegal Astronaut
გული წამივიდა ცისკენ

გული წამივიდა ცისკენ.
სიცხემ აგიწია კაბა.
თვალები დავხუჭე.

† † †

ჩუმი, გარეული გენერალი ცხოვრობს დაჟანგულ ტანკში.
გახვეული, დახეულ პარაშუტში ლულიდან უყურებს
ვარსკვლავებს.

ომი ჰგავს პატარა გოგოს გორგოლაჭებზე, რომელსაც
დაფლეთილი ქუთუთოებიდან მოუჩანს დიდრონი მწვანე
თვალები და სიწითლე.

ალბათ მზე ამოვიდა.

† † †

თავი მიმიგავს სათამაშოს,
მინის ბოთლში ჩარჩენილ გემს.
ცისფერი აფრები მესროლე
გადამაფარე მოფერება
მოფარებულში

† † †

მჟავა დამასხი
გავვარდისფრდი
დაგუბებულ ტკივილში

წითელი კამფეტებით
მოფანტული დღეებიდან
მოჟონავს ტკბილი სინათლე

† † †

კაკლის ხეზე
მწვანე მუხლუხა
მასტრუბირებს

მთვარე – გათლილი კარტოფილი.

2006.წ
Illegal Astronaut
ვარდისფერი შუქნიშანზე

ყვითელ ტაქსში მობუზული ანგელოზები
ელიან როდის აინთება შუქნიშანზე
ვარდისფერი.

სისხლიანი ბროწეულების ხეივანში
ჭიანჭველას მიაქვს შენი
წამწამი

კატა უყურებს მთვარეს
და ერთადერთი მან იცის, რომ ეს
ღმერთი იჭყიტება ღრუბლებიდან.

მე, მინდა კიდევ შეგაქო,
მე, მინდა კიდევ შენ მაქო.

მე, მინდა კაბა გაგხადო
მე, მინდა ეგრე დაგხატო.

მე – “სამოსელი პირველი”
მე – მხიარული ფრინველი
მე – დანგრეული სახლი
მე – ავარდნილი ალი
მე – გაფანტული კვამლი
მე – სევდიანი თვალი
მე – გადაღვრილი წყალი
მე – არეული კვალი

მე – მოარული ამორალი
შენ კი სევდა, ტუჩები და . . .

და შენ იცი, რომ მე ვგიჟდები შენზე?!
(წაიკითხეთ სხვადასხვა ინტონაციით 27- ჯერ და ბოლოს
აუცილებლად აკოცეთ გოგოს, რომელიც მოგწონთ ან
გიყვართ . . .)

2006წ. სალვადორ დალის ქუჩა
okicha
† Lord Borgeze †
მომეწონა კაი ლექსებია smile.gif
Illegal Astronaut
ვარდისფერი აბსურდი

1
მუშტების მაგივრად, ბუშტები ვურტყათ ერთმანეთს და ვიცინოთ
ბევრი. ეს არის ცხოვრების ერთადერთი აზრი. ალბათ.

ცხოვრება ხომ ვარდისფერი ბუშტია ცაში.
ცხოვრება ხომ შენ ხარ და მე ვარ.
ცხოვრება ხომ კოსმიური ვეილს კონცენტრაციაა.
ცხოვრება ხომ ბავშვია, ნაყინს რომ ლოკავს.
ცხოვრება ხომ ვარდისფერი აბსურდია.
ცხოვრება ხომ კატაა, წინ რომ გადაგირბენს.

ყველაფერი მარტივია, როგორც ჰაიკუ. ეს წუთიც ჰაიკუა წვი-
მის წვეთებზე, ჩემს პოზაზე, გალუმპულ ბეღურაზე, ნაცნობი
ადამიანის სიარულის მანერაზე, გაკრულ ნაწერზე. დრო თითქ-
მის არასდოს არ ჩერდება. კოსმოსში მილიონობით ბოთლი
დაცურავს, რომელშიც წერილებია: “მიშველეთ, მარტო ვარ
დედამიწაზე . . .” ჩემი ყოფნის ჩემეული კონცეფცია კი იმდენად
ალოგიკურია, რომ მეც მეშინია მარტოობის. ეგოისტი ვარ? ალ-
ბათ ყველაზე ნაკლებად. იდიოტი, გიჟი? ეგ კიდევ შეიძლება

ფანჯრის ქვეშ ვზივარ და ძალიან მიყვარს ამ სიმღერის და-
საწყისი, “სარკალური ნირვანა” რომ ჰქვია. ნოსტალგია მაქვს.
ვფიქრობ რომ ყველაფერ მაღალფარდოვანს აზრი ეკარგება,
როცა შენზე ვფიქრობ და მინდა დავწერო ეს: “მე გავურითმავ
ტუჩებს, შენს ნაკვთებს. . . ” რაში გვარგია სრულყოფილება?
როცა აღარაფერი მაინტერესებს და მხოლოდ ფურცლეზე ვხ-
ატავ კეთილი სახის, პატარა კაცუნებს. დეპრესიაში ვარ.

უცნობმა გოგომ მითხრა, თუ დეპრესია გაქვს, საკუთარ თავს
ჩაუღრმავდიო. ვერ მივხვდი როგორ. ალბათ გავმარტივდი
ძალიან

უბრალოდ მეოცნებე ვარ. გავნსხვავდები სხვებისგან. დიდი
ხანია თავში ამივარდა და აცილდა კიდეც ჩემს სხეულს. ავა-
რდა სადღაც ვარდისფერი პლანეტისკენ, რომელიც გულზე
მკიდია და ხელში მიჭირავს. არაფერი არ ვიცი. გაფრენა მინდა!
არ მინდა ვიყო ამ სამხედრო მანქანის ნაწილი. არ მინდა ვიყო
მზრუნველი მამა, მოსიყვარულე ქმარი და სიყვარული მხოლოდ
ხანმოკლე სიზმარი იყოს ჩემთვის. სიყვარული ჩემი ცხოვრების
წესია და მე ვიცი რასაც ვამბობ. მე მეოცნებე ვარ. ადამიანების
უმრავლესობა კი გავს დამსკდარ ასფალტზე, კატაფალკიდან
გადმოვარდნილ ყვავილს, ისევ კატაფალკას რომ მისდევს.

მომბეზრდა ამდენი უაზრო პასუხისმგებლობა. გამოზომილი,
გათვლილი, დაგეგმილი კვირეები უნდა გავცვალო ერთ ლამაზ
დღეზე, როცა გაიქცევი იქ, სადაც ცხოვრობენ შენი ოცნებები . . .

2.
მზე გავიდა და ღამე ისე მოიჯახუნა, რომ ძაღლები აყეფდნენ.
წვიმაც წავიდა და დატოვა მხოლოდ მოწყენილება, გუბეები
და ელექტროსადენებზე, სკამებზე, ფოთლებზე მოსრიალე
წვეთები, რომელთაც სიბნელეში ვეღარ ხედავ. ლუდი მომინდა
ან რამე უფრო მაგარი
სიკვდილი?

3.
მე მისანი ვარ, საიდუმლოს გაგანდობთ:
არსებობს წიგნი და ეს წიგნი კოსმიური სივრცეა.
ჩვენი გალაქტიკა იმ დამწერლობის ერთი ასოა,
რომლითაც ეს წიგნი იწერება.
თითოეული ადამიანი ერთი წინადადებაა ამ წიგნიდან.
წინადადების ყოველი სიტყვა მტრედის სიზმარია.
მტრედი – ვარდისფერი ნათებაა.
მტრედის სიზმარი – სიტუაციებია,
რომელთაც ადამიანი ან ქმნის ან ვერ ქმნის.
მტრედი წიგნია დიდი, ვარდისფერი აბსურდის არსი.
ყოველი მომენტი ცხოვრების, წიგნის ერთი თავია.
დაბადება და სიკვდილი, მხოლოდ გზაა – არარსებული.
ყოველი დღე ჩვენთვის ტალღაა სიცარიელიდან.
ბუნების კანონები – სისულელეა.
სიცარიელე – ვარდისფერი აბსურდია.
ვარდისფერი აბსურდი – “ოქროს უსასრულობა”

4.
გავაღე კარი. ორპირმა ქარმა ფარდა ააფრიალა. მომინდა ორივე
ხელის გაშლა და გაფრენა. თვალები დავხუჭე. კარი ქარმა მია-
ჯახუნა. ხმაური აღვიქვი, როგორც სამუდამოდ მიტოვებულის ფიქრები ამოხვნეშა. ფიქრები გაფრინდნენ სადღაც შორს, თუმცა ჩემგან
არც წასულან, სიკვდილთან ერთად დაიწყეს სეირნობა და აუტა-
ნელი ხმით ძახილი ამიტეხეს. ფანჯარაში დავდექი, ქარიშხალი
ვაჩუქე სხეულს. მთვარე დავინახე უზარმაზარი და კიდევ ერთი
შორეული ვარსკვლავი მომეჩვენა, რომ შენ მომეჩვენე, როგორც
კადრი დაუვიწყარი: ხიდი ზღვისკენ მიმავალი და კიბეები. შენი
ფეხები, თმები, ზურგი. შენი ხმა და სირბილი ზღვისკენ. შენ
ერთადერთი გესმის ჩემი და ზღვის. ველოდებით ჩასვლას მზის.
გვეჩქარება ღამეში. გვეჩქარება ჩვენს ვარდისფერ ოთახში, საიდა-
ნაც არასოდეს გამოვდივართ. ჩვენი ოთახი – ზღვის სანაპიროა,
ჩვენი ოთახი – სკამია, მიტოვებულ ბაღში. ჩვენი ოთახი – კიბეებია,
ძველი ბიბლიოთეკის. ჩვენი ოთახი – ერთმანეთის ტუჩებია . . .

გახსოვს? გითხარი: ეს ბავშვი, ჩვენი შვილი რომ იყოს. შენ
შემომხედე და გვირილებს მოკიდე ხელი. გახსოვს? გაიღვიძე
და გამიღიმე. დალიე ჩაი, ჩამეხუტე. მე გაკოცე. გახსოვს?
წყალი მთხოვე და დამემალე. სულელო, მე მოვალ შენთან მალე
გახსოვს? ერთად ვიჯექით და ვფიქრობდით სახლზე, ტბის
პირას ტყეში.

ნაწვიმარ ტყეში შეპარული მზის სხივები. ტოტიდან ტოტზე სხ-
ლტებიან წვეთები. ჩიტები. ტბა ლივლივებს, ირეკლავს ხეებს და
სახლს. ნავი ტბაში, ჰგავს მოწყენილ სახლს, რომელიც გველო-
დება. სახლი ჰგავს შენს სევდიან თვალებს . . .

შენი თვალები არ მინახავს, უკვე მეორე კვირაა. უფრო ხშირად
ვფიქრობ შენზე.

5.
“ რას შვები ვარდისფერო ბაბუაწვერავ? მე ვარდისფერმა
ციცინათელებმა მთვარეზე ამიყვანეს და გამჭირვალე პეპლებს
ვეთამაშები. მოციმციმე ვარსკვლავებს კი შენზე ვეჭორავები.
მაგრამ რომ მცივა, რა ვქნაა?”

6.
არაფერი არ არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს თავისი
მნიშვნელობა აქვს. ყოველი დღე გვაახლოებს დასასრულს,
დასასრულს, რომელიც არ არსებობს. მატარებელი სადგურისკენ
მიდის, ავარია გარდაუვალია

როცა დაინახავ როგორ ხტება შავი მინებით შემინული ბიზ-
ნესცენტრის სახურავიდან შენი ოცნების ქალი, შიშველი და
აპათიური. როცა მიახლოვდები მის გვამს და სისხლის გუბეში
დაინახავ შენს ანარეკლს, მიხვდები რომ ერთადერთი რაც შე-
გიძლია სიყვარულია . . .

და რომ სიყვარული უკვდავება არ არის, მას შეუძლია მხოლოდ
განაპირობოს დანაპირების უნაპირობა. დანაპირების რომელსაც
ყოველწამს ვაძლევთ თავს, მაგრამ არ ვიცით ამის შესახებ.

როცა მთელი ღამე წვიმა არ წყდება, დილას აღებ ფანჯარას
და ხედავ ხეზე დაკიდებულ სველ, დაწყვეტლ გულებს . . . ხედავ
მიწას მიმოფანტულს დაჭმუჭნული ქაღალდებით, ორქიდეებით
და დახოცილი მტრედებით, მუზების მუზეუმის ექსპონანტებს
რომ ჰგვანან. ხვდები, რომ ცხოვრება წყვეტილია.

როცა დაინახავ შაქრის გზას, რომლითაც მიყვები გოგონას
რომელიც ბრუნდება მაღაზიიდან სახლში გახვეული ცელოფ-
ნით იგრძნობ რომ საოცრად კეთილი, ჭკვიანი და ზარმაცი
ჭიანჭველა ხარ.

წადი ვარდებით უფსკრულისკენ!
საკრალურია, ნაკვალევი რომ მიდის ცისკენ,
რომელიც წითელი ფრინველებით არის დაფარული.
გაჩერდი უფსკრულთან !
გაჩერდი მზის სხივებით ფარდამსხვრეული ფარაონივით,
გაჩერდი ბრმა ბალერინასავით,
გაჩერდი უსახლკარო ლოკოკინასავით
და თქვი: მე მინდა გაფრენა !

მე ვიფარფატებ, პეპელად რომ გადავიქცევი. გვირილებით მორ-
თული ციდან კი დაეშვება ვარდისფერი ანგელოზი და შეეცდება
ჩემს დაჭერას . . .

7.
ვუყურებ ზღვას და ზღვაში მზეს,
მზეში ვარდს და ვარდში შენ.
ვუყურებ ცას და ცაში მტრედს,
მტრედში ბავშვს და ბავშვში შენ.
გიყურებ შენ და შენში . . .

8.
მინდორი. გვირილები.
ვარდისფერი ბაბუაწვერა.
მოწყენილი ვარდისფერი ბეკეკა.

9.
საიდუმლო მეორე: მე ვბაძავ ჯეკ კერუაკს, იმიტომ რომ ისიც
მომბაძავდა, ჩემს შემდეგ რომ ეცხოვრა.

10.

და ბოლოს, როგორც ჩემი მეგობარი ქრისტე იტყოდა: გიყვარდეთ
ერთმანეთი . . .

2006წ. ბაზალეთის ტბა


Illegal Astronaut
okicha


ალექსა გიჟია.. მაგარი კაცია ძაან... და კაი რამეებს ცერს...
Illegal Astronaut
† ვარდისფერი კაპიტანი †

მომწვდება ცა? ვზივარ ხეზე.
ყოველი ფოთოლი იალქანია.
ხე – კოსმიური ხომალდი.
და მე ვარდისფერი კაპიტანი ვარ.

მომწვდება ცა?
თეთრ ოთახებში მომწყვდეული შიშები,
ისტერიული გაჯახუნებები,
მოშიშინე ტელევიზორები,
სერიოზული ადამიანები,
მანქანების ნაკადები და კიდეები ჭიქის,
საიდანაც იწყება შენი ტუჩები მივატოვე . . .

მივატოვე გეგმები და ვიპოვე გემი. დამელაპარაკე პარასკევს
დავიბადე, გამოვნასკვე ბადე და დავიბედე უსასრულო გზა
მარადისობაში . . .

ხე მინდორში
ბავშვის ჩრდილი.
ყოველი ნაბიჯი გულწრფელობაა –
წრფე ჩემიდან ჰარმონიამდე.
ბავშვის ჩრდილი ნაწილია უზენაესის.
ვზივარ ხეზე.
ფოთლები – იალქნებია,
ტოტები – ანძები,
მერქანი – გემბანი.
სულის ტალღოვანი მოძრაობები მშვიდდება,
როცა ვგრძნობ ნიავს და მზის სხივებს,
ვიცი ხე – გემია და მე ვარდისფერი კაპიტანი ვარ.

ვარდისფერი კაპიტანი მიისწრაფის შორეული სივრცეების და
წიაღების დასაპყრობად. ვარდისფერი კაპიტანი მოდის თქვენთან,
თქვენი გულების აღმოსაჩენად.

იგრძენით სხვა ადამიანების გულისფეთქვა! ჩვენი გულები
მოვარდისფრო მძივებით უკავშირდება ერთმანეთს. მძივის
ბურთულები პატარა პლანეტებია, რომელთა გავლით
ერთმანეთთან მივდივართ.

ჩვენ ყოველთვის მივდივართ ერთმანეთთან და ვაწვდით
ბედნიერებას.

† † †

შენი სულის თეთრი პეპელა მესიზმრებოდა, როცა შენი თვა-
ლების ხამხამმა გამაღვიძა. ავდექი. საწოლში მოგიტანე ერთი
ჭიქა ცრემლი და ჭიქის მიღმა ვუყურეთ ჩვენს ვარდისფერ
ოთახს. მერე დიდხანს გკოცნიდი ღაწვებზე. პირიდან ენები
ამოგვიფრინდნენ და დიდხანს დასდევდნენ ერთმანეთს. ღია
ფანჯრებიდან კი გამჭირვალე მწერებს შემოჰქონდათ ჰაერი.
მოდიოდნენ ჩვენთან და გვჩურჩულებდნენ: გეხვეწებით ფან-
ჯარას ნუ მიხურავთ, თორემ ბოზის შვილები ვიყოთ მინები ღია
სივრცე გვგონია და ვეხეთქებითო. უეცრად კარში შემოვარდა
წყლის ნაკადი, კედელი გაანგრია და საწოლიანად ღია ზღვაში
აღმოვჩნდით, რომლითაც იფარებოდა მთელი ქვეყნიერება.
ღმერთმა მითხრა, რომ საწოლზე ამეყვანა ყველა ცოცხალი
არსება: სკამები, როიალები, ქაღალდის ნავები, ფისოები, ჭია-
მაიები და რომ მე ვიყავი ვარდისფერი კაპიტანი.

ჩვენ მივცურავდით დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს,
დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს,
დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს,
დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს . . . და გვჯე-
როდა, რომ ოდესმე . . .

† † †

ჩვენ ყოველთვის მივდივართ ერთმანეთთან და ვაწვდით
ბედნიერებას.

2006წ. ნუნისი
Illegal Astronaut
ვარდისფერი ანაბეჭდი

“ გავზარდოთ თვითმკვლელობათა რიცხვი.”
ამას დავუმატოთ მილიონობით ცარიელი საფლავი,
რომლებიც აივსება ცრემლით და სევდით
და საცოდავი, მოწყენილი მკვდრებისთვის
აღარ დაგვრჩება ადგილი დედამიწაზე.
მათ დავწვავთ და ფერფლს გავფანტავთ.
მოგონებებს კი ვარდისფერ ჩვილებს
გავატანთ მომავალში.
ისინიც ჯერ ოთხით, მერე კი მძიმე ნაბიჯებით
გაუყვებიან გზას.

მე თავს არ ვიკლავ იმიტომ რომ
ჩემს ბებერ მეზოელს, რომელიც ბავშვობიდან მიცნობს
ნოსტალგია დაეუფლება, როცა აღარ შევხვდები კიბეებზე.
საერთოდ ამ ჭიქის მერე “ისე წყნარად ვარ
როგორც გარდაცვლილის პულსი . . . “ და ყველაფერი მკიდია.

ვარდისფერი ანაბეჭდები ყველგან
კედლებზე, ავეჯზე, ცაზე და მთვარეზე.
სარკეზე პომადით დაწერე: “ ო, როგორ მიყვარდა ეს ბოზი !
საქმიანი პოლიციელები დაათვალიერებენ ჩემს სხეულს
და მერე დაათვალიერებენ გაცილებით დიდი ყურადღებით
თავიანთი საცოლეების უზარმაზარ ძუძუებს.
კოსმოსში კი პოლიეთილენის ვარდისფერ პარკთან ერთად
გაფრინდება ჩემი სისხლიანი სული . . .

მორგში არ მინდა ! მორგში რა მინდა ?
მორგში მორიგე მკვდრებს რიგში აწყობს
და რიგ-რიგობით ურიგებს უნიჭო სტუდენტებს, ცდებისათვის.
არ მინდა ყლე მომაჭრან ! არ მინდა ყლე მომაჭრან !

ვარდისფერ ანაბეჭდებს ვტოვებ ყველგან
შენს სახეზე, ფეხებზე და გულზე.
ჩემი ანალოგები შენში იწვევენ ლოგიკურ ცრემლებს,
რომლებიც ჩამოდიან შენს ტუჩებთან.
შენს ცრემლში, შიშველ ტოტზე შერჩენილ წვიმის წვეთში,
ირეკლება ჩემი შეშლილი სახე.

მორგში მორიგი ორგია ხმაურობს.
მშფოთვარე ძილისაგან განთავისუფლებული
მთვარეულები დადიან საკაცეებით და
სიზმრებში ნანახი ადგილებიდან ეზიდებიან
ცხოვრებისაგან დაღლილ კვიცებს, ციყვებს, ბაჭიებს
და ზრდიან მათ ჯარის ცხოველებად.

კორპორაციები და ჰოლდინგები მინადგურებენ
პატარა, კეთილ ორგანიზაციებს.
მინგრევენ ქოხში განთავსებულ საწარმოებს
და ვეფლობი ვალებში, შხამქიმიკატებით სავეს ცისფერ
ტალახში.
მგლური კაპიტალიზმი მიყურებს
უამრავი სისხლიანი თვალებით.
და დამცინის მე, პოეტს და ტრუბადურს.
გავლოთდი. მე მინდა ღამე, რომ დავწერო რამე . . .

მაგონდება ადრეულ ასაკში დაწერილი ლექსი.
წვიმაზე მიყვარდა წერა, როგორც ყველა დეპრესიულს . . .
“ თვალს ჩავაშტერებ ღამეს
სულში მეღვრება წვიმა.
ყოველი სიტყვა თქმული
მიყვება წვეთებს მძიმედ.
ნეტავი შენც წვიმა იყო
ან ჩემი წამწამი, რომ ჩამომვარდა
და დამეცა მხარზე . . .

მზე ჩემთვის წიწილაა ღუნღულა
წვიმა ცრემლია შენი, ამ წიწილას რომ გლოვობს.
ნუ გეშინია ქორის ჩრდილის, სახლის სახურავზე
მე ხომ შენთან ვარ . . . “

უყურებ ზევიდან სამყაროს ნაწილებს
მთლიანი სამყარო შენშია. გაიგე !
მარადისობის სურვილი “ოქროს უსასრულობა”.

და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !
და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !
და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !
2006წ.
SmoK1e
ისე თანამედროვე პოეზია პოზოტივს უარყოფს???
Illegal Astronaut
ვარდისფერი ილუზია


ავიდეთ სახურავზე
და ზევიდან ვუყუროთ
ქალაქის სიზმარს.
შენ ხელში გიჭირავს
შენივე ცრემლის წვეთი.
შენ ჩამოჰგავხარ სევდას,
შენ ჩამოჰგავხარ სანთელს,
შენ ჩამოჰგავხარ სანთელს,
შენ ჩამოჰგავხარ ბუმბულს.
და მე შენს ცრემლში ვცხოვრობ
და ჩვენ ყველანი ღმერთის ცრემლებში ვცხოვრობთ.

ცარიელი სახლი
საათიდან გამოფრინდა
მოწყენილობა
2006წ. თბილისი, მთაწმინდის აღმართი
Illegal Astronaut
SmoK1e


რატო?..


და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !
და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !
და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !


აი
SmoK1e
† Lord Borgeze †
ვარდისფერი ნათება სიკვდილის სიმბოლოდ შეიძლება აღიქვას ჩვეულებრივმა მოკვდავმა smile.gif
Illegal Astronaut
SmoK1e


ჰეჰ... ანუ მე არაჩვეულებრივი მოკვდავი ვყოფილვარ...

არ არსებობს ამაზე ლამაზი ფერი...

ისევ გალაკტიონის გავლენა იგრძნობა შენში...
SmoK1e
ციტატა(† Lord Borgeze † @ Aug 14 2008, 10:09 PM) *
ჰეჰ... ანუ მე არაჩვეულებრივი მოკვდავი ვყოფილვარ...

ჩვეულებრივ მოკვდავბში ვიგულისხმე ხალხი ვინც ასე იფიქრებს, ძალიან ბევრი ადამიანი თან.

ციტატა(† Lord Borgeze † @ Aug 14 2008, 10:09 PM) *
არ არსებობს ამაზე ლამაზი ფერი...

ვისთვის როგორ....ვარდისფერს ნისლს რომ დავინახავ მაშინ მომელანდება ალბათ მიქელაც biggrin.gif

ციტატა(† Lord Borgeze † @ Aug 14 2008, 10:09 PM) *
ისევ გალაკტიონის გავლენა იგრძნობა შენში...

არა მგონია smile.gif თუმცა არც ვუარყოფ მის ზემოქმედებას ჩემზე ჯერ კიდევ ბავშვობაში smile.gif

Illegal Astronaut
SmoK1e


ლამაზია მიქელ გაბრიელი ვარდისფერ ნისლშI...
SmoK1e
† Lord Borgeze †
ეჰ ეგ არ მანახოს დიდი ხანი ღმერთმა კიდე, არც შენ გისურვებ...
SmoK1e
ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩინარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე დიდი,
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არ გამტანი და ცბიერი.
მტრის არ მცნობი,
მოყმის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არ რის მქონე,
არ რის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?!
ილია ჭავჭავაძე

ილიას იმიტომ ქვია გენია რომ საუკუნის წინ დაწერილი ლექსი დღემდე აქტუალურია!!!!!!!
Matilda
ჩვენი ფორუმელის, ბექას (ყოფ. დემნოიდი) იუმორისტული ლექსი.

პირადად ჩემგან ეძღვნება ერთადერთ ფორუმელს, რომელიც ამ ლექსში ფიგურირებს biggrin.gif


ჯეობარი ჰოლივუდურად

"ჰოლივუდი" ახმაურდა
გაეხვია თითქოს შარში
კამათობენ ვარსკვლავები:
"ვინ მოიგებს "ჯეო-ბარში"?

-ეგ არც არის საკითხავი,
"ფაიზაღი"იგებს ვლასი-
მაგიდას მუშტს უბრახუნებს
ანტონიო ბანდერასი.

-როგორც ვლასი გაიმარჯვებს,
ისე ტკბილად დამიბერდით-
იწყევლება პამელა და
თავს იწონებს დიდი მკერდით.

"ტკბილ" ოჯახში კონფლიქტია
ქმარს არაფერს უთმობს ცოლი.
ბრედი სოფოს "ბალეშიკობს"
"უმესიჯებს" კოსტას ჯოლი.

განრისხდა ნიკოლ კიდმანი:
"სულ ყველა დასაცოფია,
აზრი დაკარგა პროექტმა,
რაც გამოაგდეს სოფია."

"ვინც ნელიკოზე ცუდს იტყვის
თვალზე ექნება "ფინგალი"-
საკუთარ კუნთებს უყურებს
მძვინვარე სტივენ სიგალი.

"ისე ვიტირე ბერძენას გამო,
თეთრეული სულ დალბა,
და ჩამიმწარდა მე ის საღამო"-
ოხრავს ჯესიკა ალბა.

მოწყენით ამბობს სპილბერგი:
"გული როგორ არ მეტკინოს,
რაც ეს ოხრობა დაიწყო,
ვეღარ ვიღებ მე მეტ კინოს."

"ვინც კარგი მსახიობია
არავის აღარ სცალია,
ეს ჩემი უბედურება,
სულ ჯეობარის ბრალია"...

"ოცნება კარგი რამ არის,
მარტივი გასართობია,
თუმც ბარი მოსახვეტია,
საქმეს მივხედოთ ჯობია"

თქვა ვლასმა, ცოცხი აიღო
და ოხვრით ზეზე წამოდგა,
ტკბილი ოცნების ფინალი,
ვაი რომ, მწარე გამოდგა...
skiron
იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს,
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარზე.
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებ,
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნენ.

ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე,
კოციკათ ყანას წყალქონდარასა ვკრეფ
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე.

რაიოდ მეტა მომნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ.
რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო,
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ.

იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთსა და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ.

http://files.ge/file/308773/BASIANI---Tushuri-mp3.html


P.S. მე ისევ იქა ვარ... biggrin.gif
GORDA
ვისაც არ წაგიკითხავთ, გირჩევთ წაიკითხოთ ოთარ ჭილაძის "აველუმი". თხოვნის დასტურად ამოვწერ ერთ აბზაცს ამ შედევრიდან:
"იმპერიის ყველაზე დიდი ბოროტება ის გახლდათ, განუსაზღვრელი ვადით დატუსაღებულ ხალხს უცებ რომ განუცხადა: თავისუფლები ხართო. ხალხი დამდგარ, დამყაყებულ, დაჭაობებულ წყალში ყვინთვას სწავლობდა გაჩენის დღიდან, წურბლებსა და ბაყაყებზე სანადიროდ, ახლა კი _ გაფრინდითო _ და, რასაკვირველია, ვერ გაფრინდებოდნენ, ვიდრე გადაგვარებული, გაკორძებული ფრთა ხელახლა არ გაეზრდებოდათ, ანუ, არ მოიშორებდნენ, არ დაივიწყებდნენ მაინც, ძველისძველ, თანდაყოლილსა და თანდათანობით შეძენილ ჩვევებსა და თვისებებს, რაც, მხოლოდ და მხოლოდ, სატუსაღოში გასაძლებად იყო საჭირო, აუცილებელიც, და არა, ვთქვათ, ცაში სალივლივოდ".
კელა
ციტატა(skiron @ Aug 16 2008, 03:14 PM) *
იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს,
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარზე.
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებ,
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნენ.

ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე,
კოციკათ ყანას წყალქონდარასა ვკრეფ
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე.

რაიოდ მეტა მომნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ.
რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო,
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ.

იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთსა და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ.

http://files.ge/file/308773/BASIANI---Tushuri-mp3.html


P.S. მე ისევ იქა ვარ... biggrin.gif



ეს ლექსი მინდოდაა... happy.gif გაიხარე wink.gif
Psycho
Matilda
ციტატა
პირადად ჩემგან ეძღვნება ერთადერთ ფორუმელს, რომელიც ამ ლექსში ფიგურირებს

ბრედ პიტს, თუ პამელა ანდერსონს? biggrin.gif




დეეე

დიანა ანფიმიადი

გამიქათქათე ცხვირსახოცი
გამიხამე და გამიუთოვე
რომ მუდამ ვიგრძნო
ხაო შენი შალის ხელების
დეე,
დავიღალე,
აქეთ სულ წვიმს
ისევ სურდო მაქვს,
ხველება.
როცა ნივთების ხმაურს იწყებენ,
სახლის სულები იშენებენ ჩემს სახლში ბუდეს,
აბაზანაში წყალი წვეთავს
სხეულში ხმები
და მარტოობას შიშს პრიალა სარჩულად ვიდებ
ამაოდ ვეძებ დილაობით საკუთარ თვალებს
შუშის ჭიქაში რომ გავუშვი
ოქროს თევზებად
მოჩვენებები მახვედრებენ საწოლთან ყავას
ვსვამ
და ღრუბლებით ტანი მევსება,
როცა ყოველდღე ცაში ვთევზაობ
ბასრ ანტენებზე ბეღურების წამოცმას ვცდილობ
შენ მოიტანე მსუბუქი ტილო
გადამწმინდე
და თუ გინდა, სხვაგან გადამდგი,
საკუთარ ჩრდილში, ან მზეში უფრო...

ჩვენი მსუბუქი ჰამაკების
და მხიარული ზაფხულების
გახამებული მოკლე კაბების
ვარდისფერი სიცხის აბების
რაღაც მარტივი მელოდიების
კარაქიანი პურების
და მანის ფაფების
ვაშლის კომპოტის
საპნის ქაფის
გუდიანების
ფერად ძაფებით დაკემსილი
ატმის ჯემით დათხვრილი სუფრა
გ ა დ ა მ ა ფ ა რ ე.
Matilda
Julien
არ მიყვარს ანფიმიადი :|
თითქოს იცის რა უნდა დაწეროს და როგორი იქნება კარგი ლექსი და ამ ერთ ტრაფარეტზე ჭრის მთელ ლექსებს...
Psycho
Matilda
ციტატა
თითქოს იცის რა უნდა დაწეროს და როგორი იქნება კარგი ლექსი და ამ ერთ ტრაფარეტზე ჭრის მთელ ლექსებს...

დილეტანტები გაგვატარეთ biggrin.gif
Matilda
ქუჩის მუსიკოსი

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.




გიო საჯაია
SmoK1e
ციტატა(Julien @ Aug 16 2008, 11:31 PM) *
დილეტანტები გაგვატარეთ biggrin.gif

+1 მოვდივარ biggrin.gif
Matilda
SmoK1e
ეს შენგან როგორ გავიგო? biggrin.gif
შენც მოგწონს დიიანაას ლექსები? ohmy.gif
latata
ირანის მზე

ო, რამდენი მზეა,
ტერფებ დახეთქილი
სიცხე, დაეთრევა
მტვერში გაგლესილი...
მიკიბულ-მოკიბულ ქუჩებში ფუსფუსი,
ჰაშიშის ზმანება-ჩურჩული ყურებში,
დოქები, თუნგები, თასი და ფარდა,
სპარსული ქაშმირი ეშვება დაბლა,
ქიშმიში, ნიგოზი, ჩაი და ჰალვა,
შირაზის ვარდი და ჭრელ-ჭრელი ფარჩა,
ლალი და ზურმუხტი,ფირუზი, ქარვა,
კრიალოსანი და ყურანი.....
--ალლაჰ!!!
სიცხე დაიქანცა,
სულს ძლივსღა ღაფავს,
ნოხზე გაიშხლართა მზე,
შვებით გაწვა....
ღაწვებზე ოფლი და
თვალებზე დაღლა...
ხვალ? ხვალ ისევ დილიდან
დაიწყებს წანწალს.....

ნინო ქადაგიძე
ART TAMUNA
http://www.lib.ge/body_text.php?96

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

გურამ დოჩანაშვილი wub.gif wub.gif wub.gif
ART TAMUNA
http://www.lib.ge/body_text.php?4425

ჩემი უსაყვარლესიიიიიი სამოსელი პირველი..... wub.gif wub.gif wub.gif
გურამ დოჩანაშვილი
vulkani_lava

ეს მონატრება რა არის იცი?

როცა შორს არის და მასზე დარდობ,

შენს საგულეში ვიცი სხვა არის,

ეს ვიცი მაგრამ მაინც გნატრობ.

დიდი ტკივილი რა არის იცი?

როცა დღე და ღამი ფიქრში წვალობ.

გთხოვ მომისმინე ,მოეშვი სიცილს,

შენ ხომ არ იცი მინდა გასწავლო

უზომო სევდა რა არის იცი ?

თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა.

ტკივილი , სევდა სიშორემ იცის .

ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა.

შენ მოლოდინიც არა გცოდნია,

როცა არ იცი მოვა თუ არა ,

და მასთან მისვლა შორზე შორია.

შენ არაფერი არ იცი არა . . .


vulkani_lava
მე თუ ავტირდი ამატირებს ხატება შენი,

მე თუ ავტირდი ამატირებს უშენოდ ყოფნა,

მე თუ დავლიე იმიტომ რომ შენ გამახსენდი

და თუ მოვკვდები შენი ჭირიც წავიგო ლოთმა...

მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია,

და ამ ზღვაშივე დავიხრჩობი ასე მგონია,

ამბობენ თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ

მათ ვენაცვალე, რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ...

ART TAMUNA
ოთარ ჭილაძის - მარტის მამალი wub.gif
მიყვარს მისი თხრობის მანერა... ღრმა ფილოსოფიურია...

საერთოდ ძალიან მიყვარს ორივე ძმის შემოქმედება....
ART TAMUNA
smile.gifsmile.gif
ART TAMUNA
ციტატა(vulkani_lava @ Aug 18 2008, 03:24 PM) *
მე თუ ავტირდი ამატირებს ხატება შენი,

მე თუ ავტირდი ამატირებს უშენოდ ყოფნა,

მე თუ დავლიე იმიტომ რომ შენ გამახსენდი

და თუ მოვკვდები შენი ჭირიც წავიგო ლოთმა...

მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია,

და ამ ზღვაშივე დავიხრჩობი ასე მგონია,

ამბობენ თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ

მათ ვენაცვალე, რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ...


გულიანად ნათქვამია smile.gifsmile.gif
elefteri
მაგარი ვეშჩი

ემბიენტი
გიორგი კეკელიძე
პოემა ბრაიან ინოს


მანტრა შესაქმისთვის და აპოკალიფსისთვის


ფირფიტის სამი გვერდი


ნუ გეშინია
ნეტარი ავგუსტინე
ამაოა
ეკლესიასტე

თანამოსასმენნი

Kate bush – the song of solomon
Xploding plastix – far-flung tonic
The cilimanjaro Dark – Solomon’s Curse
Birdy Nam Nam - migration



AA

გაიმეორე – ნატვრის ხიდან ცელოფნის პარკებს
და ცხვირსახოცებს ან ჯიბეში რაც გვქონდა ნაჭრის,
თოკზე გამშრალი სარეცხივით ჩამოხსნი, დახევ
და ხეს ასანთის სათამაშო ღერებად დაჭრი.
გაიმეორე, რომ არ შევრჩით ნაყოფს მოულევს
და გამოვყევით წყალს თვითმკვლელი წვიმებით ნაბანს,
ნავში ვიწექით, ცხრა ტანს იქით გვიცემდა გული
და გული სისხლის წამდაუწუმ იხდიდა საბანს.
გაიმეორე, რომ ვარსკვლავებს შენ თვითონ თესავ,
რომ ღამის ხნულით მოისვარე წუხელ ფეხები,
როცა ვბნელდები, რომ მალულად მიდიხარ მზესთან
და მზის ლოგინზე მივიწყებულ ჩრდილებს ეხები.
გაიმეორე, რომ ორივემ დავკარგეთ ფერი,
სახლთან ვიწექით და თეთრ ღვინოს ვთხოვდით მნახველებს
და ლექსებს ვწერდით და შობისას რაც კი ჩაგვბერეს
ექიმის ხელზე ყველა სული ამოვახველეთ.
გაიმეორე – ჩვენმა ქუჩამ მოლია წვიმა
და მზემ დაკრიფა მეზობლების მწიფე ქოლგები
და სადაც წვიმდა, ისევ ის ცა რომ მოგვესმინა
სამოთხის ტყიდან დავიღალეთ გზის გამოგნებით.
გაიმეორე, რომ დღის ნაცვლად კვლავ ღამე დადგა,
რადგან უჩუმრად ამოხიე თეთრი ფურცელი
და როცა წავალთ, ცეცხლის უპოვნი ამ ფურცელს სადღაც,
ქვეყნად უფალიც რომ არ დარჩეს გარდაუცვლელი.
და მკერდზე მზერადავაცხნილი თვალი მომადე,
ჩაკიდე თვალი და სიზმრების ათასპირ ქარში
გაიმეორე, რომ ხვალ დილით შენ შობ ხომალდებს,
რომ დედამიწას მოწყურდა და ყველა ზღვა დაშრა.

B

- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, კოჭამდე!
ზურგზე იალქნად მოდებული ფრთები მქაჩავდა
და ქარებისგან მოუმკელი ზღვები მოჩანდა.
- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, მუხლამდე!
ყველა მზე ერთად ამოვიდა, ერთად გამთანგეს,
ხელი რომ მქონდეს, ათას ღრუბელს დავიხურავდი.
- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, წელამდე!
დედა მეძინა, ძილის მინდვრის სუნთქვით დავბრმავდი,
ვეღარ გხედავდი და შიშისგან სიზმრებს ვცელავდი.
- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, ყელამდე!
მთებმა თვალებზე მოურჩენი ნისლი გადამდეს,
სახადს ვერ ვიხდი - სამუდამოდ დაგიელამდი,
მზერა ბეწვივით ჩამიბრუნდა, დღისთვის გავთავდი
და თვალთან ცრემლის მიტანამდეც არ ჩანს სინათლე.
- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, ჩრდილამდე!
დედამ ცეროდენა იპოვა ზურაბი
და დატიროდა – ასე ზრდიდა – დარდით დაღალა –
ზურაბი იზრდებოდა –
მუხლს აცდა, წელს აცდა,
ყელს აცდა, ჩრდილს აცდა,
ზურაბი გახდა დედაზე მაღალი.




და შენ მოგიძღვნი, დედაჩემო, ამ ავ სტრიქონებს,
რახან დილაა და ადრიან მოხვედი სოფლით
და დაბადების ტირილივით გამოგიგონე -
ჩირგვში ვზივარ და ორივენი სიცილად მყოფნით
შენც ხომ ქალი ხარ და ქალები სხვა ხეზე ბუდობთ,
ზამთრის ბალახით ქსოვთ და არღვევთ ქმრებისთვის წინდებს
და სიყვარულით მეათე თვის ორსულ ქუთუთოს,
ნაყოფებს უშლით და ჭუჭყიან ცრემლებად იწმენდთ.
და გიბერდებათ სახეებზე თანდათან ჭორფლი,
ადრე დგებით და რომ მძინარე ღვთისთვის ილოცოთ,
კიდეაკეცილ ცის ტილოზე ქარის თხელ პროფილს
მოლბერტის მიღმა დააბარებთ მრუდე სიმორცხვეს.
…...და დედაჩემო, ერთხელ მაინც დამედობილე,
და მომისმინე –ძმრიან ნაჭრებს ნუ აღრჩობ სიცხით
- ის სასაფლაო ერთი თბილი გარდერობია,
სადაც ცოტა ხნით ამ ჩვენს მტვრიან სხეულებს ვიხდით
რომ სასაფლაო მთვრალი ღმერთის გარდერობია
და წამოსვლისას სხვის სხეულებს გვიბრუნებს მთვრალი
მე მესმის ღმერთის – საიოლე საქმე როდია,
სხვენში იჯდე და სარდაფებში ჭიები თვალო.
და ალბათ ასე უცხოები დიდხანს დავრჩებით,
ჩირგვში ვიჯდები და სიცილი მექნება შენთვის,
სანამ ცაში არ დაიცლება ღვინის კასრები
და ძველ ტანსაცმელს არ გვიპოვის ფხიზელი ღმერთი.
მაგრამ, ვინ იცის, ეგებ ადრეც გვძულდა ციმციმი,
გვძულდა ღრუბლები და ღრუბლებში თამაშით დაღლა
და დღეს გვერჩივნოს, რომ მოჭრილი ფრთების სიმძიმემ
აღარასოდეს აგვახედოს ღმერთისკენ მაღლა
ან ეგებ ქარმა სულ სხვა სახლის შემიღო კარი,
როცა ყანიდან შინ დავბრუნდი გოდორი ოფლით
და ღმერთი ღუბელშემოგებულ ცაში კი არა
ეგებ ჩირგვში ზის და ყველანი სიცილად ვყოფნით.
და თუ არაფერს იმეორებ, ვეღარ მცნობ რადგან,
მე იქით წავალ, სადაც წყალი იქნება მდორე,
შენ კი მითხოვდი მას, ვინც ღამით პირველი ადგა
და თბილ ბაგაში კიდევ ერთხელ გამიმეორე.
Matilda
elefteri
კარგი ლექსია smile.gif
წელს წეროზე იყო, მახსოვს smile.gif
სამწუხაროდ ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა sad.gif

vulkani_lava
ციტატა
მე თუ ავტირდი ამატირებს ხატება შენი,

მე თუ ავტირდი ამატირებს უშენოდ ყოფნა,

მე თუ დავლიე იმიტომ რომ შენ გამახსენდი

და თუ მოვკვდები შენი ჭირიც წავიგო ლოთმა...

მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია,

და ამ ზღვაშივე დავიხრჩობი ასე მგონია,

ამბობენ თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ

მათ ვენაცვალე, რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ...


ვისია ეს? :|
elefteri
ჰო ეგ ვიცი მატილდე

მევასება კეკელიძის ლექსები, რაღაც უცხოა, აი ეს მევასება კიდე , ებლიტფოზე იდო

საფრთხობელების წიგნი

ღმერთებს – ადამიანებს
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩემს სოფელში არასდროს – სხვისაში
შემხვედრია


ჩვენ მძინარე ხის
ნეკნისგან
შეგვქმნეს და მერე სული შეგვიბერეს,
რომ ჩვენი მტვერი გაგვცლოდა
და სხვისი ტანი მოგვეთმინა.
ჩვენ, თქვენზე ოდნავ მაღალი ვართ,
მუდამ ჩვენი ქუდის ფრთას ვუყურებთ,
რომ თქვენი სახე არ შევნიშნოთ
და მოზელილი ნახშირისგან,
თვალებმა,
სათვალედ მიხატულმა,
ჩუმად არ ისწავლონ ცრემლი.
ჩვენ, პირი არ გვაქვს,
ჩვენ ვერ ვსუნთქავთ –
ჰაერი, რომელიც თქვენი ხერხის
გამოხრულ კბილისგან შეგვეპარა,
ჯერაც ფილტვებში გვაქვს – დგომად გვყოფნის
და მხოლოდ მაშინ თუ ამოვუშვებთ,
როცა წელზე სველი, ცივი ქამარივით
ისევ მოგვეხვევა ხერხი.
ჩვენ ენა არ გვაქვს,
თქვენივე ცულებით მოვიკვნიტეთ,
რომ ფერდშევარდნილ ყვავებისთვის
უჩვენო ბოსტნებზე არ გვეამბო.
ჩვენ ფეხი არ გვაქვს
და ირგვლივ ჩრდილებსღა დავაბიჯებთ,
ისიც უცაბედად ზურგზე ხელს თუ წაგვკრავს ქარი.
სიზმარი, რომელიც დავიჩემეთ –
ცარიელ, უხმაურო ცაზე ყვება,
თოფზე და დაფანტულ ბუმბულზე
და ნიშნავს თავისუფალ ბოსტნებს.
სიზმარი, რომელიც დავიჩემეთ,
ასე მოკლეა და სიკვდილს ნიშნავს,
ასე მოკლეა და გვეშინია –
ტანზე ჭრელი ძონძი გვებურძგლება,
ზურგზე ცივი ხავსი გვასხამს.
მტევნებზე სიცოცხლის გრძელი ხაზი,
ჯიბის დანებით რომ დაგვიკაწრეთ,
მოდით და მალევე გადაჭერით,
მოდით და ღრუბლებში შეგვიკეთეთ,
რომ სხვა ზაფხულების ბოსტნებისთვის
გაითბოთ დამზრალი
ნეკნი.
elefteri
დიანა ამფიმიადის ლექსებს გავსო, მარა ეს უფრო მაგარია მგონი..ისე მაგათ ჯგუფში ეგენი არიან მაგრები, დანარჩენები პას
Matilda
elefteri
ძაან მაგარია ესეც!
არ ვიცოდი...
ებლიტფოზე ადრე ვიყავი, მაგრამ კაი ხანია არ ვყოფილვარ... შენ რომელი ხარ? ლიტერატურა.გე-ზე არ ხარ?
Matilda
ციტატა(elefteri @ Aug 18 2008, 09:16 PM) *
დიანა ანფიმიადის ლექსებს გავსო, მარა ეს უფრო მაგარია მგონი..ისე მაგათ ჯგუფში ეგენი არიან მაგრები, დანარჩენები პას

დიანასები მე არ მომწონს და რატომ ეს წინა გვერდებზეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, ზედმეტად ხელოვნური მეჩვენება...
გიორგისები ეგრე არაა...
ისე რომელ ჯგუფს გულისხმობ? მე არ ვიცი... ვინ არიან კიდევ ჯგუფში?
elefteri
ლიტ.გე-ზე ადრე ვიყავი სანამ ებლიტფო იქნებოდა, მერე იქ გადავედი, რა აგარ მერქვა
biggrin.gif
elefteri
აი ჯურნალს რო უსჰვებენ, ლილე-ს
Illegal Astronaut
ესეც ასე... დავიწყე ამ თემის აზრზე მოყვანა.. smile.gif წავიდა ავტობუსიიი...
Matilda
elefteri
არ ვიცი ეგ ჟურნალი, შეგიძლია ჩამომითვალო კიდევ ვინ არიან?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.