Nikoll...
Jan 5 2009, 03:16 PM
მშვიდობით ქალავ! დე არხვატს დარჩეს, ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი...
Nikoll...
Jan 5 2009, 03:16 PM
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა...
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება...
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება...
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
- ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! - თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას)
რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმა ქართლისამ...
- წვიმა არ არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
- ყინვა არ არი!
სულხან-საბას აკანკალებს რა?!
- რამ დაასველა?!
- რამ დათეთრა?!
- რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც !..
მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა, შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი, დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).
- რამდენს აფასება მაგ პატარას? - ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
- უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! -
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
- არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის ?!
- უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია...
ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, - სასაცილოა !
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია...
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი ?! -
გულს ნუ გაიტეხ ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!!..
მუხრან მაჭავარიანი
Nikoll...
Jan 5 2009, 03:27 PM
ის გასცქეროდა მომავალ შარას,
ელოდა მზრუნველს, მეგობარს, ალერსს...
შეხიზნებოდა კარზე ორშაბათს
და დაღლილობა მოესხათ თვალებს...
ემდურებოდა გამჩენს, ხან დედას...
ბრბომ შეუბღალა მაღალი გრძნობა.
დილით მიდამოს რო გახედავდა.
ნისლივით იდგა უმეგობრობა!..
დაოსდა გზაზე უძილო ცქერით,
იფიქრა: იქნებ ციდან მოვიდეს
და, თუ იკივლებს სადმე ნამქერი,
ალბათ ქარებმა სადმე მომიკლეს...
ამიტომ დიდხანს უმზირა ზეცას,
იდგა სიჩუმე, ქაოსთა გროვა
აკანკალებულ მუხლებს დაეცა,
დამფრთხალი, როგორც უმეგობრობა!..
წინ ფერდაშლილი სიცარიელე,
ზედ გადებული ქვესკნელის ხიდი...
ნუგეშ ნაწოლი სხვისი ცრემლები,
უკან შავბნელი დღეების რიგი...
ყვითელ სინათლეს ძლივსღა ხედავდა,
და მაინც კიდევ გახედა შარას...
ზევით კი ქარი ახმაურებდა,
ცის ნანგრევებში ღრუბლების ჩალას...
უსაფრთხოებას სწუხდა, დარდობდა
უკუნეთს შერჩეს ჭმუნვის სარქალი...
ჯერ ხომ ჩაძმარდა, მერე დაოსდა
ღმერთმანი, კაცი ცამდე მართალი...
ნიკო სამადაშვილი
Nikoll...
Jan 5 2009, 03:29 PM
ვეძებ და ვეძებ,
რაღაცას ვეძებ...
წარსულში ვეძებ
აწმყოში ვეძებ,
მერმისში ვეძებ
აკვანში ვეძებ,
კუბოში ვეძებ...
ჰაერში ვეძებ...
ვეძებ და ვეძებ,
რაღაცას ვეძებ...
ვიცოდე მაინც,
ვიცოდე მაინც,
რა არის,
რასაც
ვეძებ და ვეძებ...
ა, კაცი!
იცის - გასაღებს ეძებს.
ამოუვარდა ჯიბიდან წეღან...
მას ეხმარება
მეუღლე,
შვილი,
ცოლისდა,
სიძე,
სიდედრი,
დედა...
ეძებენ სკამზე,
ეძებენ სკამქვეშ,
ეძებენ ტახტქვეშ
და . . .
იპოვნის კიდეც ერთ-ერთი ალბათ
მე?!..
მუხრან მაჭავარიანი
ქეთევან დედოფალი
რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!..
ანა კალანდაძე
* * *
„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი...
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მობრძანდებით, კონსტანტინე ბატონო...
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის, არ მოვლო პალესტინა, კილიკია, ბაღდათი...
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები ჟამით გადაბელილი,
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო...
შოთა ნიშნიანიძე
evia
Jan 5 2009, 05:57 PM
Nikoll...გაიღვიძე, გესმის? დროზე გაიღვიძე!
შენთან მოვდივარ და ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი....
გაბრიელ ჯაბუშანური
გამიხარდა ფორუმზე მისი სტრიქონი რომ დავინახე
Matilda
Jan 5 2009, 10:36 PM
ციტატა(che @ Jan 2 2009, 02:20 PM)

და უდაბნოს ქვიშიდან წამოსული ნიავის მტევნებით,
და არილებით
და დევნით
ლეშგამომშრალი მდინარეებით
და კვდომით
და აუსრულებელი მზერით
და სიტყვით
ვეფერებით სულს
და სიოს მისას
და ქროლვას მისას
და გარემოს ალმოდებული ოცნებებიდან
და ფიქრით
უკალაპოტო სიყვარულით
და ლოცვით
და ლოცვით
და განუგებელი ლანდებივით
ოქროსფერი ფარდებით
და წვიმის ღილაკებით
თაფლით და შოკოლადით
და ფრაზებით
სიტყვებით
ცეცხლით და ლოკოკინებით
და ალუბლებით..
უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო სიტყვიერო
და გრძნობიერო
და განცდიერო
ლაქებით ვიმოსებით და ვწვებით..
და მოგვიყევი ზღაპარი და დაგვაძინე
უფალო ჩვენო
და ძაძებით და ჯინსებით
ვთვრებით და ვთბებით
და ვთბებით
და ვთბებით
ტუჩებით
ბაგეებით
თითებით
და ფიქრებით
და ვყვარობთ
და გვიყვარს
ერთი
და ათასი
და ერთმანეთი..
და გამთბარი ხელისგულებით ლოყებზე
ვედებით და ვსრიალებთ
თბილ და თაფლისფერ არომატებში
და ცხელი შოკოლადის ლაგუნებში
და სიმშვიდით
და სიჩუმით
და კოცონთან დატოვებული ვნებებით
და არდამწვარი იმედებით
და მუქი ფერისფერი ფოთლებით
და ჯინსის ქურთუკებით
და ქალამნებით
და თოლიებივით ფაფუკი წამწამებით,
თბილი ლოგინიდან აფრენილი სულით..
და სული კოსმოსია ღრმა
და სული კოსმოსია ღრმა..
და სული კოსმოსია ღრმა...
და ვიბადებით
გალაქტიკებში და თივის ზვინებში
და ჩალისფერ ქალაქებში
და უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო მეგობარო
და მამაო
და სულო ჩვენო უფალო
წაგვიყვანე თბილ სახლში
და ქოხში
და ტაძრებში სიყვარულის
და შემოგვიკრიბე უფალო შენს გარშემო
ცხელ ბუხართან
წვიმიან საღამოს და
ცეცხლთან
და ფიქრებთან ჩვენთან
და წაგვიკითხე ზღაპრები
და გრძნობები
და ვთვრებით საკმევლის სუნით
და სასუფევლის ფერებით
და ვთბებით ბუხართან უფალო
და შენს კალთაზე მოკალათებულები
და ვთბებით
და შენი ხელისგულები
მეგობრების ჩვენთა
და ძმების ჩვენთა
და მამების ჩვენთა
გვითბობენ ლოყებს და თითებს
და ვთბებით უფალო
და მოგვეფერე უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო გრძნობიერო
და მოვეფეროთ ჩვენ ერთმანეთს
და გვაკოცე უფალო შუბლზე
რადგან მამა ხარ და ძმა ხარ და მეგობარი ხარ
და სული ფოთოლცვენაა
და სული შენია და კოსმოსია და მესიაა
და სული კოსმოსია ღრმა
და ვთბებით
და ვთბებით
უფალო,
ჩვენ შენ გვიყვარხარ!
ვგიჟდები ამ ლექსზე!
David_Chochua
Jan 6 2009, 02:39 AM
QUOTE (evia @ Jan 5 2009, 05:57 PM)

Nikoll...გაიღვიძე, გესმის? დროზე გაიღვიძე!
შენთან მოვდივარ და ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი....
გაბრიელ ჯაბუშანური
გამიხარდა ფორუმზე მისი სტრიქონი რომ დავინახე

გაბრიელი კვირიკეს ნათესავია თუ უბრალოდ მოგვარე? აი, მამაცი ბერიკაცი რომ არის, გამსახურდიას ნაწარმოებში "ხოგაის მინდია"
evia
Jan 6 2009, 12:48 PM
David_Chochua
გაბრიელი კვირიკეს შთამომავალია, თუმცა კვირიკე პროტოტიპია გიორგი ჯაბუშანურისა, რომელიც ძალიან საინტერესო პიროვნება და ცნობილი სახალხო მთქმელი ყოფილა.
ერთ-ერთი ვერსიით გიორგი ჯაბუშანურია ავტორი "ლექსი ვეფხვისა და მოყმისა" II ნაწილისა: "იარებოდა დედაი...."
Illegal Astronaut
Jan 6 2009, 04:11 PM
Matildaჩვენ ღმერთი გვიყვარს...
მაგრამ ღმერთსაც არ სჯერა ამის....
ladylike
Jan 6 2009, 05:21 PM
ყავა უშაქრო
ან
ჩაი "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და
ბედსაც არ ვემდური,
დამყვა ხასიათი,
ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.
წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს,
მხოლოდ შენთვის მინდა.
მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები,
კოცნით დამღალე და
გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან....
ნიკა ჩერქეზიშვილი

Tom Sawyer
Jan 6 2009, 06:15 PM
eviaმე გაბრიელის ძმას ვიცნობ

გელა ჯაბუშანურს
KEDI
Jan 6 2009, 07:35 PM
...
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები -
ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით...
ჯანდაბას რაც კი წაგვიგია! ახლა კი - ვწვები!
ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, -
"წითელი ძაღლის" ინსტინქტი მაქვს, - გუმანით ვხვდები,
მთელი ცხოვრება "ოაზისს" და "კარიბულ" პოკერს
ვთამაშობ, მაგრამ... ზოგჯერ დგება წაგების ჯერი...
თავში უხლიათ ეს ქონებაც, ეს არქონებაც,
დაე იცოცხლონ, დაე მოკვდნენ ათას წლის მერე!
ისეთი გარჯით ირჯებიან, რომ გეგონება,
თეორიები ამოიცნეს ობრი დე გრეის...
რა დროს შიშია, რა დროს ძრწოლა და უძრაობა,
როცა გველიან ტიტანები ველზე ფლეგრეის?!
მოვიმიზეზოთ ჯონი უოლკერ, ვთქვათ - უდროობა,
არ დაიჯერო, რომ დროს ვუსწრებთ, რომ ჯერ ადრეა!
მესსაზე სხვაბმა იარონ და... იდაყვზე კბენით
აღსარებისთვის, ტაძრებია და პადრეები...
ჩვენ კი წავიდეთ, ისე როგორც ჯენტლმენებს შვენით,
(და ნუ იდარდებ, არ დავრჩებით ბედთან ვალებში)
პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა,
და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერით თვალებში, -
იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა...
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
.....
ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.
ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!
მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.
და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.
აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.
ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.
...
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.
მე ეს ავტორი მომენატრა.. და ყველა ის ადამიანიც, ვისაც გიო უყვარს..
კალე
Jan 6 2009, 09:39 PM
- ეგრე აგდებულად რატომ ეპყრობი შენს სილამაზეს, რატომ არ გინდა შეინარჩუნო ის, რაც ღმერთმა მოგცა? - ვკითხე.
- იმიტომ, რომ ადამიანებს ჰგონიათ, ყველაფერი მხოლოდ ეს არის, რაც მაქვს. სილამაზე სისულელეა. წავა და გაქრება. შენ არც კი იცი, რა ბედნიერი ხარ, მახინჯად რომ გაჩნდი. თუ ადამიანებს მოსწონხარ, ესე იგი, ხვდები, ლამაზი თვალებისთვის არ გამოგარჩიეს.
GORDA
Jan 7 2009, 12:02 PM
მოგვთა მოგზაურობა
თომას სთერნზ ელიოტი
თარგმანი ინგლისურიდან - გია ჯოხაძე
დავიძარით და აციებაც დაიწყო მაშინ,
მგზავრობისათვის, ამ ხანგრძლივი მგზავრობისათვის,
ყველაზე ცუდ დროს _ მთელ წელიწადში.
გვფლავდა თოვლი და გვიტევდა ქარი,
იდგა ზამთარი.
ფეხდაყვლეფილი აქლემები ცვიოდნენ ჭყაპში.
გვენატრებოდა ტერასები, ამინდი თბილი,
ქალების ხელით მორთმეული შარბათი ტკბილი.
მეაქლემენი იგინებოდნენ, დრტვინავდნენ და გარბოდნენ ხოლმე,
ქალით და ღვინით დამთვრალიყვნენ ეგებ, როგორმე
და აღარ იყო კოცონი და თავშესაფარი
და დიდ და მცირე ქალაქებში _ ერთნაირად მტრულად გვხვდებოდნენ
და ბნელ სოფლებში იდგა სიმყრალე
და ცეცხლის ფასი ედო ყველაფერს.
უმძიმესი გავლიეთ ჟამი.
ბოლოს ვარჩიეთ, ეს მანძილი გაგვევლო ღამით,
და ჩათვლემასაც თუ ვახერხებდით სულ ერთი წამით.
ყურებში ჰანგი ჩაგვბუბუნებდა
და გვარწმუნებდა,
რომ ყოველივე კაპრიზი იყო და უგნურება.
განთიადისას მივადექით მცირე ხეობას.
თოვლის ქვემოდან იღვრებოდა ბალახის სუნი.
მდინარე ქროდა. წისქვილი კი, წყვდიადს ებრძოდა.
დაბალი ცის ქვეშ სამი ხე იდგა.
თეთრ ჯაგლაგს, თითქოს, ნავარდი სურდა.
შემდეგ შევედით სამიკიტნოში.
ვაზის ფოთლები მოსდებოდა სარკმლების ზღუდარს.
და ღია კარში ექვსი ხელი _ ბინძურ კამათელს,
ექვსი ფეხი კი, დაცლილ ტიკჭორას აგორებდა აქეთ და იქით.
მალევე მივხვდით:
მათ არაფერი სმენოდათ და გზას დავადექით.
ბევრი ვიარეთ. საღამოხანსღა მივაგენით, რასაც ვეძებდით.
ნუ გეგონებათ, რომ გაგვიმართლა.
ყოველივე ეს, დიდი ხნის წინ თავს გადამხდარი,
დღევანდელი დღესავით მახსოვს.
ალბათ, ახლაც იქ ვიქნებოდი, ოღონდ, ცოტა დავფიქრდებოდი _
ნეტავი, რისთვის დავყევი ნებას,
სიკვდილს შევესწარ თუ დაბადებას?
ო, რა თქმა უნდა, ეს შობა იყო. დავამოწმეთ კიდეც ბეჭდებით
და ამაში ვერ შეეჭვდები.
შობაც მინახავს და მინახავს გარდაცვალებაც,
მაშინ მეგონა, რომ სხვადასხვა რამეს ვუმზერდი.
ამ დაბადებამ სულთმობრძავად გვაქცია, თითქმის,
მაშინ თვალებში ჩვენ საკუთარს ჩავხედეთ სიკვდილს.
ჩვენს სამეფოებს დავუბრუნდით, საკუთარ სახლებს,
მაგრამ სიმართლე და სიმშვიდე ვეღარსად ვნახეთ,
რათა სხვებივით მივნდობოდით შემოქმედს ჩვენსას.
შვებას მომგვრიდა კიდევ ერთი სიკვდილი ახლა.
David_Chochua
Jan 7 2009, 02:45 PM
QUOTE (კალე @ Jan 6 2009, 09:39 PM)

- ეგრე აგდებულად რატომ ეპყრობი შენს სილამაზეს, რატომ არ გინდა შეინარჩუნო ის, რაც ღმერთმა მოგცა? - ვკითხე.
- იმიტომ, რომ ადამიანებს ჰგონიათ, ყველაფერი მხოლოდ ეს არის, რაც მაქვს. სილამაზე სისულელეა. წავა და გაქრება. შენ არც კი იცი, რა ბედნიერი ხარ, მახინჯად რომ გაჩნდი. თუ ადამიანებს მოსწონხარ, ესე იგი, ხვდები, ლამაზი თვალებისთვის არ გამოგარჩიეს.
+2 მართალია. ადამიანს შინაგანი სილამაზე უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ჰელბოი-2-ს შემდეგ რატომღაც იოანეს გამოცხადების ხელახლა წაკითხვის სურვილი გამიჩნდა

დელ ტოროს მშვენიერი მესიანისტური ფილმი გამოუვიდა, და ჩემი აზრით ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე ვაჩოვსკების ძლიერი ტრილოგია. არასოდეს მიფიქრია, თუ შესაძლებელია რომ ახალი მესია რქიანი და კუდიანი ყოფილიყო. რატომაც არა.
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან....
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...
ანა კალანდაძე
ორშაბათობით აშენდა
ციხე-ქალაქი მთაზედა,
ადამიანის შენახვა
ვერავინ იდო თავზედა.
ხარმა თქვა, - შუბლმა ნათელმა
მე დამაწერეთ მხარზედა.
მისცვიდნენ ანგელოზები,
დაკოცნეს ორთავ თვალზედა,
ჩამოქნეს წყვილი სანთელი,
აანთეს ორთავ რქაზედა....
წადი, ხარო, იმუშავე
ერთგულად მთა და ბარზედა,
ექვსი დღე რომ იმუშაო,
მეშვიდე დაწექ მხარზედა.
ვინც კვირაუქმეს შეგაბას,
რისხვა მიადგეს კარზედა.
ხალხური
ladylike
Jan 8 2009, 12:36 PM
გარეთ ქარბორბალა წრეზე დატრიალდა,
ფიქრი საფერხულოდ სხვა ფიქრს გადაეწნა-
შენი ერთგულება ფრანგულ შროშანივით
შევცდი, სამუდამოდ მხარზე ამოვიწვი.
ცხვირწინ გამუდმებით ჩემი მომბაძველი
სარკე - უპრინციპო, იმიჯს მეცილება...
სახლიდან გასვლისას შენზე ფიქრის შალში
თბილად გავეხვევი... გარეთ ეციება...
ნინო ნეკერიშვილი
DAO;jj
Jan 8 2009, 02:33 PM
Tom Sawyer
ოოო,გელა კა(ძაან) კაცი ას!!
;jj
borbalo
Jan 9 2009, 10:00 AM
სანათა -
http://www.geowebi.com/sanatha/ქალ არ წასული სხვისასა“აქეთ მე ვკვდები, იქით-ის,
ქალი წავიდა სხვისასა”.
მუხრანულიღამიან გამოვეჩქარეთ,
სავალი გვედო მთელდღისა,
საგზაკეთლო წყალობას
შახვეწებულნი ღმერთისად.
ლაჟვარდში მთათა წვერები
აფარტენებდნენ ღრუბლებსა,
ქარი ჰკოცნიდა პირიმზის
მზეს მიფიცხებულ მუხლებსა.
რად არ სიზმარმა მანიშნა,
ანდა თამაშმა თვალისა,
კვირა-უქმეთა შემნახავს,
ცოლსა მგლისფერა ქმარისას...
დღეც რად დაგვიდგა საგზაო,
მაისის დილა მზიანი,
რა მამისახლი ამიტყდა,
არაგვზე რისად ვიარდით?!
მგზავრსა პურ-ღვინო გაუყავ,
ამბავს ჰკითხავდი წუხილთა,
არ გაძღა იმის გულ-თვალი
შენ მასპინძლობით უხვითა...
ეგრე გაქსუვდა (წუთის წინ
სიტყვას რომ ძლივს გიბედავდა),
ეგრე გადიდდა, გალაღდა,
შემოგედავა ჩემ თავსა...
ხმალმა იშხუვლა, ვხედავდი,
ჩვენდ ბედად ავის მზრახავი,
შენ თავს მართმევდა სიკვდილი,
კარგ ყმათა მალვით მყლაპავი...
ვხედავდი, ვაგლახ, ვხედავდი,
ამ დასაბრმავებ თვალებით,
ჩემ ნაგვირისტებ პერანგს რო
ჩასდევდნენ სისხლის ღვარები...
ვერცრა ცრემლებით გიწამლე,
ვერც ხემ დაგფარა ნამეხმა,
მზე გამიხუნდა ცარგვალზე,
წამს უმალ ზეცა დამექცა...
მხარიღლივ დაჭრილს, ბეჩაო,
ასწილად ბოღმა გემწარა,
ჩემ თავსასთუმალ შენს მკერდსა
სისხლი ყაყაჩოდ გეფარა...
არცა მშველელი ვინ გაჩნდა,
არც ვინ მეტყოდა ნუგეშინს,
შენგან გაჭრილი ყივჩაღიც
კვდებოდა სისხლის გუბეში.
ხვალ არც რას ტირილს მაცდიდნენ
სიმწრისგან შენაწუხებსა,
ვინმე სხვა დამიჩემებდა,
შენ წილს-სიკვდილით ურგებსა...
გიგლოვდი, ცას შევტიროდი,
ანაზდად, ჩვენმა ზიარმა
გულსახლოს გაღვიძებულმა
სიცოცხლემ შემაჟრიალა...
სისხლმა სცნო, გონი სად იყო,
ვერცა გულს ვგრძნობდი უბეში,
ის უნდა გადამერჩინა
ჩემი წიაღის მრუმეში!..
ავდექ, შენ თეთრონს ჯავრით რო
ლამის დაეხრა ლაგამი,
ავკიდე შენი ფარ-ხმალი,
ქამარიც წელზე ნაბამი...
ჩემი შენად თქმის დასტური,
შენეულ ხმით და ხიბლითა,
შენი ჯიშ-გვარი, შენმგვანი
საარაგვოზე ივლიდა...
წამოველ გულჯავრიანი,
ვეძებე ნაბილიკარი,
ჩვენთვის რო მორჩა ცხოვრება,
ეს სამნახევარ თვის არი...
წამოველ ალალბედზედა,
ხვალისკე განაჩქარები,
დამძრახონ, მწყევლონ, მეუბრონ,
უფალო, შენ გებარები...
http://www.lib.ge/body_text.php?6034
vulkani_lava
Jan 9 2009, 07:58 PM
მე და შენ
• მე ახლა ცაში ვარ, თვითმფრინავში
• შენ მიწაზე. სახლში
• მე ფხიზლად ვარ, ვფიქრობ შენზე
* შენ ტკბილად გძინავს.
* მე როცა ვფიქრობ, მხოლოდ შენზე ვფიქრობ,
* შენ არავიზე არ ფიქრობ, საკუთარი თავის გარდა.
* მე მთლიანად შენით ვარ მოცული,
* შენ მხოლოდ საკუთარი თავით.
* მე ძლიერი სიყვარული ვიცი,
* შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს.
* მე ძალიან მენატრები,
* შენ მონატრება არ იცი.
* მე ლმობიერი ვარ,
* შენ სასტიკი და დაუნდობელი.
* მე შემიძლია შენთვის მსხვერპლი გავიღო,
* შენ მსხვერპლად შემწირავ, ოღონდ შენსას მიაღწიო.
* მე ბედნიერი ვარ, რომ მიყვარხარ,
* შენ გეგმებს აწყობ, ჩემი სიყვარულით სარგებლობ.
* მე დიდი ვარ, ბევრი ვიცი და ბევრი ვნახე,
* შენ ჯერ პატარა ხარ, ცოტა ნახე და ცოტა იცი.
* მე დიდი წარსული მაქვს,
* შენ ახლა იდგამ ფეხს.
* მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს,
* შენ რომ ახლა დაკარგო, დაიღუპები.
* მე ბევრჯერ მიღალატეს, ჯოჯოხეთი გამატარეს,
* შენ ჯერ გასავლელი გაქვს ეს ჯოჯოხეთი
* მე აღარ მტკივა, შევეჩვიე,
* შენ უნდა გაუძლო ტკივილს.
* მე ასაკში ვარ და დამეტყო ცხოვრების კვალი,
* შენ პატარა ხარ და უნდა გაკვალო.
* მე ძალიან კარგი ვიყავი, მეგონა ასეთი
დავრჩებოდი,
* შენ ახლა ხარ ძალიან კარგი და გგონია
სულ ასეთი იქნები.
* მე შევეგუე ჩემს ასაკს, უკვე მშვიდად ვარ,
* შენ რომ ჩემი ასაკის იქნები, დაიტანჯები.
* მე მთელი ცხოვრება ყველაფერს საღად
ვუყურებდი, ვიღებდი ისეთს, როგორიც იყო.
* შენ ვერ მიიღებ ცხოვრებას ისეთს, როგორიც
არის, იმიტომ, რომ შენ სული არ გაქვს.
* მე თავმდაბალი, უშუალო ვიყავი და მოვიგე,
* შენ ამაყი ხარ, ამპარტავანი და ამიტომაც წააგებ.
* მე ძალიან მინდა ბედნიერი იყო,
* შენ არ იცი ბედნიერება რა არის.
* მე არ გადანაშაულებ,
* შენ ჩემი დანაშაული ხარ.
* მე როცა აღარ ვიქნები ამ ქვეყნად,
* შენ მიხვდები, რომ შენი სულის ნაწილი ვიყავი.
*მე ამას ვეღარ გავიგებ, მაგრამ _
* შენ მიხვდები, რომ მარტოდ ხარ.
* მე ყველაფერს ვხედავდი და ვხედავ,
* შენ ბრმა ხარ და ბრმად დარჩები.
* მე საიდუმლო ვიცი მწვერვალისკენ მიმავალი გზის,
* შენ ამ გზას უჩემოდ, აუცილებლად ასცდები.
* მე ცაში ვარ და მივფრინავ,
* შენ მიწაზე ხარ და გძინავს.
ვერაფერს იტყვი
data
Jan 10 2009, 04:00 AM
ცეკვის დროა, გაიშალე თმა,
ისრიმისფერს მოქარგავენ ტანგოს
ლურჯი ქარი და შადრევნის ხმა.
თმები წელზე ქამარივით, კარგო.
ფეხშიშველი, მე ვიქნები ქარი
შენ შადრევნის გამახსენე მღერა,
ლურჯა ქარი სუსხის მოისარი,
შემოდგომის ცეცხლით შეიფერა.
ნუ იდარდებ, გული ნუ დაგწყდება,
თუ მშვენება მხოლოდ სიზმრად ფეთქავს.
მტევანივით ვერაფერი კვდება,
სისხლი თვრება, ცა ისრიმებს ხეთქავს...
თეთრი მკერდი მთვარით მოგიქარგო,
ცეკვის დროა, გაიშალე თმა,
შუაღამით ასრულებენ ტანგოს
ცივი ქარი და შადრევნის ხმა...
Illegal Astronaut
Jan 10 2009, 11:00 AM
data
დათა როგორც ვიცი გაეცანი გიო აბესაძე-ზედვაკელის შემოქმედებას....
თუ რამე დაგამახსოვრდა გთხოვ დადე... :პოეზიასმოწყურებულისმაილი:
მე ერთი ფრაზა მახსოვს....
"აღმაშენებლის ცხენივით
ყალყზე
შემდგარი ჩემი
ქუთაისია"
Tea
Jan 10 2009, 08:08 PM
"- ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..
ვოი, კალა-უშგული შეკრებილა -
ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი, შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი ერთადერთი ჩაუბია -
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში...
"ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე მითხარით ზარი!.."
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
"თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!"
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს
შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა
ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი
უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე
ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს
ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე...
ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია -
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა."
1964წ.
Illegal Astronaut
Jan 10 2009, 08:12 PM
Tea
ჰოო... მართლა კარგი რამეა...
sibil
Jan 10 2009, 10:31 PM
ხვასტაგის სული შემოგჩივით: ვისთვის შემქმენით? ვინ მასახიერებს?
დამჩაგრა ძვინვამ, ძალმომრეობამ, უდიერებამ და უგლიმობამ.
თქვენს გარდა არავინ მყავს მცველი: დე, მომენიჭოს მეურნეობის სიკეთე.
sibil
Jan 11 2009, 12:56 AM
"სწავლის ძირი მწარე არის,
კენწეროში გატკბილდების"
დავით გურამიშვილი
[...] მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, მოვედინ სუფევა შენი, მოვედინ პური არსობისა ჩვენი, და მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ დღეს…... არა, არა, მეშლება მგონი... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, კი, ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა... ზედა?.. კი, მაგრამ ეგ მერეა... თავიდან: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ჰო, რა შტერი ვარ, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, ნება იყავნ შენი, თუ პირიქით: იყავნ ნება შენი... კაია, ორივე კაია... ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, - აბა რა! -აბა თავიდან: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა... მმმ... მოვედინ... მმმ... წმიდა იყავნ სახელი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა... ჯანდაბა... წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა მიწასა ზედა... ეგრეცა მიწასა ზედა... მოიცა, გადავამოწმო: ესე იგი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, - ეგ კარგად ვიცი, - მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, - სწორია, მახსოვს, - ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა მიწასა ზედა... ააა? ქვეყანა? თითქმის იგივეა, მაგრამ კაი, ეგრე იყოს... ესე იგი, ქვეყანასა ზედა და მერე კიდევ პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, - ასეა, ჰო, ასეა, - უცნაურია, მაგრამ ასეა: მომეც ჩვენ, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ... არა, თავიდან ჯობია დაწყება: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა, ანუ წმიდა იყავ... რა? არაფერი, დე... რაღაცას ვკითხულობ, დაიძინე, დავწვები სულ მალე…... იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა მიწასა... ფუ, ქვეყანასა ზედა... ვა, მერე რაზე იყო ლაპარაკი? სულ ამებნა ტვინი... ჰო, პური... პური ჩვენი არსობისა, ეგ რამ დამავიწყა, მომეც ჩვენ დღეს, და მოგვიტევე ჩვენ ცოდვა ჩვენი... არა, რაღაც სხვაა მგონი... ჰო, მომიტევე ჩვენ თანანადებნი, - რა რთული სიტყვაა, - ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანანადებთა... კაია, აბა თავიდან: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა... მგონი რაღაც გამომრჩა... მშია... ერთი მაცივარში შევიხედო... არაფერი არაა... ა, აგერ, ცოტა ყველია... სადღაც კიდევ პური უნდა იყოს... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ეგრეცა... უჰ... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სახელი შენი, იყავნ სახელი შენი... გემრიელი ყველია... გადავამოწმო?.. ჰო, თითქმის სწორია, ანუ დამამახსოვრდა, რომ ჯერ წმინდაა, მერე ის, რომ მოდის და მერე ის, რომ მისი ნება უნდა იყოს... აბა... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, და მერე კი ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, - კაია, აღარ შემეშალა, - ქვეყანასა, ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და... დღეს და... თანანადებნი, თანანადებნი... როგორაა ეგ სიტყვა მაგ წინადადებაში?.. მიუტევე ჩვენ... არა, მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ მათ თანანადებთა ჩვენთა... აუჰ... ჰო, დე, რა იყო, მაცალე რა, რაღაცას ვკითხულობ, ვიცი რომ გვიანია, დავწვები მალე... სწორია მგონი, და ბოლოს, ჩვენ მივუტევებთ თანანადებთა... არა, თანამდებთა... გამიჭირა ამ სიტყვამ საქმე... თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ!.. ამინ... დააა... აბა მეორე ნახევარი ვცადო: პური ჩვენი... უჰ, სიგარეტი სადღა წავიდა... ყველაფერი როგორ იკარგება ამ სახლში... ა, სპორტულის ჯიბეში ჩამიდია... ესე იგი, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანამდებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანა... თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა, არამედ მიხსენ მე საშინელებისაგან, ამინ... აი, გამოვიდა... რა იყო? ჰო, ვეწევი, რა ვქნა ახლა, კაი რა, დაიძინე... და ნუ შემიყვანებ მე... ააა, მე კი არა, ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ... მიხსენ... იხსენ... სულერთია, საშინელებისაგან, არა, ბოროტისაგან, ამინ... მგონი დამამახსოვრდა... აივანზე გავალ და იქ ვიტყვი... აუ, რა კაია... მზეც ამოდის... რა გინდა დე, მოვწევ რა ერთ ღერს და დავიძინებ... აუ, რა ჰაერია... აბა, დავიწყე, წესით უკვე უნდა გამომივიდეს: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მიუტევე შენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ... მანდ რა იყო? თანამდებთა ჩვენთა, და ნუ შეგვიყვარებ... შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ საზარლისაგან... ალო?.. კი, მღვიძავს... ახლა წვერს გავიპარსავ და მოვდივარ... არა, რას ჰქვია დავაგვიანებ... ცხრაზე? ჰო, მახსოვს, რომ ცხრაზე... არაფერი, ცოტა უძინარი ვარ... რა მექნა, არ დამეძინა და... შენ არ ინერვიულო, ფორმაში ვიქნები... კაი... დროებით... ჰო... აუ, რა დრო გასულა... ესე იგი, ბოლოს მგონი ასეა: ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ მე... მიხსენ მე... ჰო, ბოროტისაგან... აუ, საპარსი არ მქონია... ამინ!.. [...]
(იათაშვილის ყოფილა, წეღან წავიკითხე.)
okicha
Jan 11 2009, 01:22 AM
sibilმაგარია
David_Chochua
Jan 12 2009, 06:01 PM
Facebook-ზე დავდე "სინათლის ორდენის ქრონიკები". ჩემი რომანია ფენტეზის ჟანრში, ქართულად. თავებად ვდებ, ზოგი დაწერილია. ზოგს ახლა ვწერ. ზოგს დავწერ. 2005 წელს დავიწყე.
sibil
Jan 13 2009, 01:03 AM
-შენს ხალხს რომ არ მოწყვეტოდი, იმ ვესტბორელ, სარატოგელ და პალმბიჩელ ოხრებს და მამაძაღლებს და მე არ გამომყოლოდი....
-აბა რატომ ლაპარაკობ, მე ხომ მიყვარდი.ეს უსამართლობაა. ახლაც იმგვარადვე მიყვარხარ. მუდამაც მეყვარები. შენ არ გიყვარვარ?
-არა, უთხრა კაცმა-არა მგონია.არც არასოდეს მყვარებიხარ.
-რას ამბობ, ჰარი? სულ დაკარგე ჭკუა?
-არა, რაც არ მქონია, რას დავკარგავდი!
-ნუღარ დალევ მაგას,-უთხრა ქალმა,-ნუ დალევ, ძვირფასო. თუკი რამე შეგვიძლია, ყველაფერი უნდა ვიღონოთ.
-შენ რაც გინდოდეს, ქენი, -თქვა კაცმა,-მე დავიღალე.
ILI-100
Jan 13 2009, 11:26 AM
აეეეე რა ვიპოვეეე, უყურეთ, გადმოწერა არ ჭირდება... ვისაც არ გაქთ ნანახი აუცილებლად უყურეთ, უძალიანმაგრესია !!!
http://www.geokino.com/str/simgerit.html
ILI-100
Jan 13 2009, 11:42 AM
ფრინველებში შაშვი მიყვარს,
შაშვი მებულბულება.
ბულბულს შაშვი მირჩევნია,
კაცია და გუნება.
ახ, გიტარავ, შენ მომიკვდი,
რაღა მერანუნება...
მაინც ყველას მირჩევნიხარ...
კაცია და გუნება.
კვიცივით ხტის ნორჩი გოგო,
ან რა დაეწუნება,
ზოგს კი ბანოვანი მოსწონს,
კაცია და გუნება.
ვშლი დიდებულ უცხოელებს,
სხვაც ბევრია ცდუნება,
ფშაველა კი ცეცხლს მიკიდებს,
კაცია და გუნება.
ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზერ,
განა გამემტყუნება?
გულმოკლული უფრო მიყვარს,
კაცია და გუნება.
თავო ჩემო, რაც ხარ ეს ხარ...
ვერ გადახვალ ბუნებას,
ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ...
კაცია და გუნება.http://www.geokino.com/str/simgerit.html - მაგარია რაააა
ILI-100
Jan 13 2009, 11:46 AM
ბოგირ-ბოგირ,
ბოგა-ბოგა,
ბოგა-ბოგა,
ბოგირ-ბოგირ,
გზები მიდის ოკრობოკრო,
გოგო მოდის, აგდი-გოგდი,
აბა, დელი, დელია,
გოგო მიდის ბოგაზე,
ჩემი საყვარელია,
ხალი თუ აქვს ლოყაზე.
ეზო-ეზო, კარიკარი,
ღობე-ღობე, სარი-სარ,
ეკონება
ბოლი ბოლს,
გეგონება:
თოვლი თოვს.
მისდევს ჭერმებს ტყემლები,
მისდევს ფერმებს ტყეები,
ისე მჭევრმეტყველებით,
ისე ფერმეტყველებით,
რომ სარკმელში მოძვრება
მთელი ეს საოცრება,
ეს ხილული ოცნება,
ცის და მიწის მოსწრება:
გზები - ძოწეულები,
გზები - განა შუკები,
გზები, ბროწეულების
გზნებით განაშუქები,
სიმინდების ფოჩები,
ჭები,
ოწინარები,
მზეზე ძველი კოშკების
ბჭენი მოცინარენი.
II
მიაქვს-მოაქვს წერილები,
სიხარულის ბარათები,
ბარათები შეპირების,
იმედების გამართლების.
ჭალა-ჭალა, შარა-შარა,
შარა-შარა, ჩალა-ჩალა,
ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა,
ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა,
გრაგანებენ ვაგონები,
გრაგანებენ გაკვირვებით -
სად გარბიან ჩაკონებით
ბოგირები,
ბაგირები?
შემოსილა
ხე ჭრელჭრულით,
შემოსულა
ხეჭეჭური!
ეზო-ეზო ურმებია
და ჭურები მეჭეჭური.
და მისდევენ ზვრები ზვრებს,
შუკა - შუკას,
გზები - გზებს,
კიდეები,
კორდები,
ხიდები და
ბონდები, -
ბევრჯერ გამახსენდებით,
ბევრჯერ მომაგონდებით!
მიქრის მატარებელი
ჩქარი მატარებელი,
ჩქარი მატარებელი,
ჩქარი მატარებელი...
http://www.geokino.com/str/simgerit.html - მაგარია რაააა
ILI-100
Jan 13 2009, 11:48 AM
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთადამც დაგვაწვინაო,
დაგვხურა ჩემი ნაბადი,
მაღლით დაუშვა წვიმაო,
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთმანეთს დაგვატოლაო,
რომელიც მეტი მოვიდეს,
მაკრატლით დაგვასწორაო.http://www.geokino.com/str/simgerit.html - მაგარია რაააა
ILI-100
Jan 13 2009, 11:50 AM
ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ[
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.
http://www.geokino.com/str/simgerit.html - მაგარია რაააა
ILI-100
Jan 13 2009, 11:52 AM
გამომიქროლე, როგორც ალალი
და გადამაგდე მართალი გზიდან,
ქალო, ქალი ხარ თუ ქარიშხალი,
გულმა აქამდე ან როგორ გზიდა.
დატოვე, გულში შენი ხანჯალი,
რომ დავიცალო მე ამ ბრაზიდან.
ხარ ანგელოსი, მოსული ციდან
ზეცას გაგატან სულს, კარმენსიტა.
დღე ცისმარადი, ყოველი ღამე
მე შენი ტანის ცეცხლის ალი მწვავს,
რისთვის მიზოგავ, მომკალ ბარემღა,
დასწვი, რაც დაგრჩა და არ დაგიწვავს.
არ დაბრუნდება ხომ აწი წაღმა
ბედი, რაც უნდა ბევრი ვიწვალო.
მე ხომ უშენოდ თავს არ ვიცოცხლებ,
შენ სიყვარულით მკვდარი ვარ, ქალო.
სტირიან სულში ათასი ხმებით
გადამტვრეული სალამურები,
სულში ვაშლის ხე ვიღაცამ დარგო,
სიყვარულისთვის ნუ მემდურები!..
ვერ დავემალე მე შენ სიყვარულს
ვერა საშველით, ვერაფერ გზითა,
შენი ხანჯალით გავიფატრავ გულს,
ზეცას გაგატან სულს, კარმენსიტა.http://www.geokino.com/str/simgerit.html - მაგარია რაააა
ILI-100
Jan 13 2009, 11:53 AM
... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..
- ნინა, ნინა, ჩემო ნინა
გათხოვება, ხომ არ გინდა?
- გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნე, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ეხლაც ჯამბაზი.
- “შაბათი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?”
ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ
მიტირებ არღანს,
ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ეგ შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება...
აი ამ ლექსს რა ჯობია მითხარით !!!
GORDA
Jan 13 2009, 12:58 PM
ესეც - გალაკტიონი. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი.
შერიგება
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.
დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!
ILI-100
Jan 13 2009, 01:03 PM
http://www.youtube.com/watch?v=SamPssFnFfo...feature=related - ლიმონა

ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!
David_Chochua
Jan 13 2009, 05:45 PM
ლუკაჯან, შენი აზრი მაინტერესებს ძალიან. FB-ზე ხარ თუ ლინკი გტყორცნო?
ta-smiley
Jan 13 2009, 07:12 PM
ციტატა(David_Chochua @ Jan 12 2009, 06:01 PM)

Facebook-ზე დავდე "სინათლის ორდენის ქრონიკები". ჩემი რომანია ფენტეზის ჟანრში, ქართულად. თავებად ვდებ, ზოგი დაწერილია. ზოგს ახლა ვწერ. ზოგს დავწერ. 2005 წელს დავიწყე.
მე-2 თავს დაველოდოთ თუ უკვე შეგვიძლია გავეცნოთ?
inkognito
Jan 13 2009, 08:05 PM
ციტატა
ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს პასუხი მომივიდა, ვაიმე, ბედო უკეთურო! დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი. ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე. მოვიდა მეორე ორშაბათი, ისევ შემეფეთა ის უღმერთო, ელვამ დამიარა კოჭებამდი, დილამშვიდობისას გისურვებთო. მე ახლა თავის მომკვლელი ვარ? უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს, მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ[
ღმერთია ჩემი მწყალობელი, მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.
http://www.geokino.com/str/simgerit.html - მაგარია რაააა
ჩემი საყვარელი ლექსი...მადლობა
Tea
Jan 13 2009, 11:19 PM
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთA ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა - მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღEს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბლებმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვპირდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს - ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც - ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღEს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთA ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი...
inkognito
Jan 14 2009, 02:35 PM
ციტატა(ILI-100 @ Jan 13 2009, 10:26 AM)

აეეეე რა ვიპოვეეე, უყურეთ, გადმოწერა არ ჭირდება... ვისაც არ გაქთ ნანახი აუცილებლად უყურეთ, უძალიანმაგრესია !!!
http://www.geokino.com/str/simgerit.htmlძალიან დიდი მალობა, პირადად ჩემგან ამ ლინკისთვის
inkognito
Jan 14 2009, 02:47 PM
ta-smiley
Jan 15 2009, 05:58 AM
Snow in my shoe
Abandoned
Sparrow's nest
S.A.L.O.M.I.K.A.
Jan 15 2009, 02:10 PM
S.A.L.O.M.I.K.A.
Jan 15 2009, 03:42 PM
"_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_ სიკვდილი?
_ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა."
David_Chochua
Jan 18 2009, 02:32 AM
QUOTE (ta-smiley @ Jan 13 2009, 07:12 PM)

QUOTE (David_Chochua @ Jan 12 2009, 06:01 PM)

Facebook-ზე დავდე "სინათლის ორდენის ქრონიკები". ჩემი რომანია ფენტეზის ჟანრში, ქართულად. თავებად ვდებ, ზოგი დაწერილია. ზოგს ახლა ვწერ. ზოგს დავწერ. 2005 წელს დავიწყე.
მე-2 თავს დაველოდოთ თუ უკვე შეგვიძლია გავეცნოთ? 
მეორე თავის დიდი ნაწილი დავდე უკვე: "მთვარის მგელი" დავდე მთლიანად. "ჯალათი და პალადინი" დავდე კიდე, ნაწილი. ნაწილს კვირას დავდებ. ახლა უკვე მეძინება და დროზე უნდა წავიდე სახლში ჰეჰე

რადნაია კროვატ ვსიო ტაკი ლუჩშე ანუ სვაია რუბაშკა ბლიჟე კ ტელუ ჰეჰე
Azazello
Jan 18 2009, 02:49 AM
David_Chochuaჰმ, საინტერესოა

საბოლოოდ როდის დამთავრდება ნაწარმოები?