დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
ART TAMUNA
ხო და მე ბორხესი მომწონს ..... მაგრამ ვერსად ვიპოვე რომ დავპოსტო აქ........
Matilda
ციტატა(SmoK1e @ Aug 14 2008, 12:19 AM) *
Matilda
არაა პოეზია ჩემი საქმე და ინტერესის სფერო და რა ვქნა...

ვინმემ ჰაიკუს აზრი გამგებინეთ რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს რა უბედურებაა ამასაც და ნიკორწმინდასაც ლექსი უნდა ერქვას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჰაიკუ - ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე, კლასიკური პოეტური ფორმაა. ტერმინი ხმარებაში შემოიღო XIX საუკუნის იაპონელმა პოეტმა, მასაოკა შიკიმ , თუმცა ჰაიკუს მამამთავრად ითვლება , მაცუო ბასიო, XVII საუკუნის იაპონელი პოეტი. ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა. ტრადიციულად ჰაიკუ შედგება სამი ტაეპისაგან, ანუ ერთი ტერცეტისგან.ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის "მე". თუმცა გამორიცხული არაა იუმორი, ტროპები, მაგრამ ეს ყველაფერი თავშეკავებულად უნდა იქნას გამოყენებული.
ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი. ჰაიკუს წესების დარღვევა ძალიან ხშირია კლასიკოს მწერლებთანაც კი. თუმცა მთავარი მოთხოვნა არის ე.წ. "ჰაიკუს სულის" შენარჩუნება, რაც ნანახის, განცდილის, უბრალო მომენტების გამოთქმაში მდგომარეობს. ზოგადი სახით ყოველთვის შენარჩუნებულია ტაეპების სტრუქტურა (გრძელი-მოკლე-გრძელი) . არსებობს ჰაიკუს მრავალი სკოლა და ტენდენცია: ქალაქური ჰაიკუ, ანგაჟირებული ჰაიკუ და ა.შ.

© შოთა გაგარინი
კელა
ციტატა
იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.

* * *
ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.


მდაა... biggrin.gif

არა მე პოეზიაზე ხმას არ ვიგებ.
SmoK1e
Matilda
მაიკლ ჯორდანის
მიერ ნატყორცნი სამქულიანის
შენელებული კადრი


აი მე მაინც ხო იცი პოეზიას და ხელოვნებას არ ვეტრფი და იქნებ ამ ლექსში ძლიერი სიმბოლური დატვირთვა და რაიმე კლასიკური დამანახე რა...ამან რატო უნდა აღმიძრას აზროვნების სურვილი და რით უნდა აამოძრაოს ჩემი ფანტაზია...

მაგალითად ნიკორწმინდა ჩემში ფანტაზიას ამოძრავებს ასევე აზროვნების სურვილასაც მიმძაფრებს....


თუ განმანათლებ მადლობელი დაგრჩები დიდად
SmoK1e
აი მე რომ კრიტიკოსი ვიყო და ვინმეს ჰაიკუების წიგნი ვნახო გავაცამტვერებ იმენა
Matilda
SmoK1e
ციტატა
თუ განმანათლებ მადლობელი დაგრჩები დიდად

ვერა, მე მაპატიე smile.gif
თანამედროვე ლიტერატურას რომ გაუგო, ბევრი უნდა იკითხო... თავიდან პროტესტის ნიშანი გექნება, როგორიც ახლა გაქვს და მერე მუღამს დაუჭერ (თუ გაგიმართლა)...
ასე ერთI ახსნით არავინ შემხტარა ცხენზე biggrin.gif
აზრი არც აქვს თან... smile.gif ყველაზე მეტად ლექსის ახსნას ვერ ვიტან...
okicha
Matilda
ციტატა
მერე მუღამს დაუჭერ (თუ გაგიმართლა)...

biggrin.gif
SmoK1e
Matilda
მიუხედავად იმისა რომ ნოვაციის მომხრე ვარ ყველაფერში, ვაფასებ ყველაფერ თანამედროვეს ამის დაფასება არის უბრალოდ შეუძლებელი................
არ მესმის ის თუ ამას ძალიან მაგარს და გენიალურს უწოდებ ნიკორწმინდას რა უნდა ვუწოდო პროსტა....

ისედაც ბევრს ვკითხულობ უბრალოდ ჩემი და შენი ინტერესისი სფეროები ერთმანეთს არ ემთხვევა wink.gif
მაგალითად მე უფრო მიტაცებს მაკიაველის თეორიები, უნდა უყვარდეთ თუ ეშინოდეთ ხალხს მმართველის და ასე შემდეგ......
SmoK1e
ციტატა(Matilda @ Aug 14 2008, 12:32 AM) *
მერე მუღამს დაუჭერ (თუ გაგიმართლა)...

ღმერთმა დამიფაროს ოდესმე ამას მუღამი დავუჭირო
okicha
კედელი

მითხარი, დატოვე რამე ნიშანი,
რომ გიცნო, როცა
მეორედ დავიბადები,
შენ, ჩემო თავო, პირადად,
რომ გიცნო, რომ ვიცოდე,
რომ ეს მე ვიყავი.
გაჩხაპნე რამე კედელზე,
წიგნის მინდორს მიაწერე
ერთი სიტყვა „დათო“
და მე გავიგებ, აი, ეს
მე ვყოფილვარ და მერე
სხვებსაც ადვილად ვიპოვნი,
ყველას, ვინც მიყვარდა და
ვინც მძულდა.
მატარებლის ხმა აღწევს
ფანჯრიდან, ვიცი, ასეთ
სწრაფ მოვლენებში ვერაფერს
დამიტოვებ, მაგრამ რამეზე
მიშნის დატოვება ხომ
შეიძლება?
ნუთუ არ შეიძლება ვიცნო
ეს კალამი მაინც და
თუ ამას ვერ ვიცნობ,
შენმა ნაჩუქარმა ყვავილმა
მაინც მანიშნოს, მომახედოს შენსკენ.
Matilda
SmoK1e
ციტატა
ღმერთმა დამიფაროს ოდესმე ამას მუღამი დავუჭირო

ეგრე თუ მიუდექი არ გაგიმართლებს smile.gif

ციტატა
არ მესმის ის თუ ამას ძალიან მაგარს და გენიალურს უწოდებ ნიკორწმინდას რა უნდა ვუწოდო პროსტა....

ის თავის ეპოქაში იყო გენიალური smile.gif
ეს ახლა smile.gif ვითადრება ყველაფერი!


პოეზიის კეთება ბაბილონის გოდოლის შენებას ჰგავს. ბოლომდე მაინც ვერასდროს აშენდება. მთავარია აგური დადო. შემდეგი ლოკალური აგური მაინც გაცილებით თანამედროვე იქნება ვიდრე წარსულის მასშტაბური აგური. ეს ყოველთვის ასეა, და რაღაც სხვა ეფითეტები ეროვნული მესიანიზმის სფეროში უფრო უნდა ვეძებოთ ვიდრე ხელოვნებისაში.

ესეც შოთა გაგარინის სიტყვები smile.gif
SmoK1e
Matilda
კაი რას ამბობ ტო. ნიკორწმინდა იყო არის და იქნება გენიალური....ჰაიკუ ვერასდროს მიაღწევს გალაკტიონის დონეს
Matilda
SmoK1e
ახლა იცი როგორ რაღაცას ამბობ?

"შემწვარი კარტოფილი ვერასოდეს იქნება ისეთი ხორციანი როგორც სოსისი."

აი დაახლოებით ასეთს smile.gif
ასე რომ არ გეკამათები smile.gif
okicha
Matilda
ციტატა
"შემწვარი კარტოფილი ვერასოდეს იქნება ისეთი ხორციანი როგორც სოსისი."

ვოტ ტოჩნა biggrin.gif
SmoK1e
ციტატა(Matilda @ Aug 14 2008, 01:56 AM) *
"შემწვარი კარტოფილი ვერასოდეს იქნება ისეთი ხორციანი როგორც სოსისი."

ზუსტად მაგას ვამბობ wink.gif შემწვარი კარტოფოლი არის ჰაიკუ და ის ვერასდროს იქნება ისეთი გემრიელი როგორც სოსისი (გალაკტიონი)
არც ღირს ამაზე კამათი
SmoK1e
okicha
ბიჭო შენც ხო არ გჯერა ჰაიკუს სიდიადის laugh.gif laugh.gif
Matilda
ციტატა
გემრიელი

ვისთვის როგორ smile.gif მე ხორციანობაზე მქონდა ლაპარაკი wink.gif
ისე, შემწვარი კარტოფილი ნებისმიერ საჭმელს მირჩევნია smile.gif
ასე რომ...
SmoK1e
Matilda
ეხლა შევექცევი სოსისს და საკმაოდ გემრიელია, კარტოფილზე გაცილებით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მართალი ხარ ვისთვის როგორ, მაგრამ არამგონი ეს ჰაიკუს და გალაკტიონის შედარებას ექვემდებარებოდეს.
მაიკლ ჯორდანის
მიერ ნატყორცნი სამქულიანის
შენელებული კადრი
აი ეს ლექსი 1000000 წელი ოდნავ ვერ მივა დონემდე რომელსაც მიაღწია ნიკორწმინდამ..... აი ჯორდანის ნატყორცნი სამქულიანი არ გაიშვა ლექსში რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
okicha
SmoK1e
ციტატა
მაიკლ ჯორდანის მიერ ნატყორცნი სამქულიანის შენელებული კადრი

მაგ ლექსს ქვია ბადრი მთვარე wink.gif დაუკვირდი რა საინტერესოა wink.gif
GORDA
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დიდებამ,
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელად ითვლება ახლა.
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

უილიამ შექსპირი.66-ე სონეტი.
თარგმნა რევაზ თაბუკაშვილმა

SmoK1e
okicha
კაი რა ოკიჩ. ეს ლექსი 70 წლის მერე აქტუალური იქნება????ამ ლექსში აზრი იმენა არ დევს....
ესეთს დაწერს ნებისმიერი ტო. აჰა დაღლილ თვალებზე
აპრილის განთიადზე გაკეთებული
შავი სათვალე.
მზის დაბნელება
აბა დაწერე ეხლა ნიკორწმინდას ოდნავ მსგავსი რამ .ამაზე დავა არ შეიძლება პროსტა მითუმეტეს ამ ფორუმზე
vulkani_lava
შექსპირი

მხოლოდ ღმერთს ვანდე ჩემი გულის მე საიდუმლო,
რომ შენზე ფიქრში ღამეები მეთენებინა,
მიყვარხარ ძლიერ ისე ძლიერ ჩემო ძვირფასო,
რომ ქვეყნად არვინ არასოდეს არ მყვარებია...




okicha
SmoK1e
არ შეიძლება მაგეების შედარება . აბა სულ ერთ ადგილზე ხო ვერ დარჩება ხელოვნება. ის რაც გაკეთებულია ვეღარ განმეორდება. აბა სულ აკადემიზმის ჩაროჩოებში დავრჩეთ ? ეგრე მაშინ და ვინჩის გარდა სხვა არავინაა მხატვარი ?
okicha
SmoK1e
მოკლედ არაა სადაო თემა biggrin.gif
SmoK1e
okicha
მე ვარ ნოვაციის მომხრე ყველაფერში, მაგრამ ხშირად ხალხს ნოვაცია და უაზრობა ერევა ერთმანეთში.
ეხლა ამის აზრი არ არსებობს უბრალოდ, ადამიანისთვის არაფერი არ მოაქ, არაფერს არ განახებს. და ის რისი კეთებაც ყველას შეუძლია ჩემი აზრით არაა ლიტერატურა...
vulkani_lava
სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა,ასაკი.
გიყვარდეს, მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი..
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი.
თუ სიყვარული შეგიძლია ბედნიერი ხარ,
რადგან ამქვეყნად უნიჭონიც იბადებიან
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას.
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან....


tongue.gif

ზოგისთვის თურმე ლიტერატურა ჰამბურგერს გავს და ბუნებრივია მისი " შედევრიც " ჰამბურგერი იქნება tongue.gif და ლიტერატურის თემაში ჰამბურგერებზე არ უნდა ვისაუბროთ biggrin.gif

არავის უთქვამს დავინჩის გარდა სხვა არავინ არის მხატვარიო tongue.gif შეიძლება თქვან, უბრალოდ "დავინჩისავით ვერავინ ხატავს " და ესეც იქნება ...... ხომ გაგიგია " მზე ვარდსაც და ნეხვსაც ერთნაირად ათბობს" - ო .... დაახლოებით იგივე პრინციპია biggrin.gif
SmoK1e
vulkani_lava
აი 10იანში დაასვი რა...მაგას ვამბობ რა ხანია უკვეე....
GORDA
okicha
ციტატა
აბა სულ აკადემიზმის ჩაროჩოებში დავრჩეთ ?

უკაცრავად, "აკადემიზმში" რას გულისხმობთ?
SmoK1e
windwalker
vulkani_lava
გამოგვიჩნდნენ მე და გალაკტიონს მხარდამჭერები laugh.gif
GORDA
ციტატა(SmoK1e @ Aug 14 2008, 01:05 PM) *
windwalker
vulkani_lava
გამოგვიჩნდნენ მე და გალაკტიონს მხარდამჭერები laugh.gif

ხოო, და რაღა უჭირს გალაკტიონს!
ისე, მე მართლა მაინტერესებს, რას გულისხმობს აკადემიზმში. მგონი, დაახლოებით ვხვდები და ყოველი შემთხვევისთვის, ჩემს აზრსაც დავწერ ბარემ.
ჩემი შეხედულებით, აზრის პოეტურად გამოხატვისთვის სულაც არაა აუცილებელი სტრიქონში მარცვლების თანაბარი რაოდენობა იყოს და სტრიქონის ბოლო მარცვლები _ ერთმანეთის მიმსგავსებული. უფრო რომ დავაზუსტო, ეს არ მგონია პოეტურობა. აბა მაშინ, კაპიკი ყოფილა ვირგილიუსის, ჰომეროსის, ძველი ბერძენი, შუმერი თუ ეგვიპტელი პოეტების ფასი! მაგათ დროს ცნება "რითმა" არც იყო, მგონი. ხოდა, საქართველოს უდიდესი პოეტი რატი გამოვა მაგ ლოგიკით: რითმების ოსტატია უდავოდ, მაგრამ რავი, ჩემთვის ის არაა დიდი პოეტი. ის პოეტობს (დაახლოებით, "ხელოვანსა" და "ხელოსანს" შორის განსხვავებას ვგულისხმობ აქ).
გარითმვას რა უნდა! ახალგაზრდობაში ვერთობოდი მაგით და ვიცი. თან თუ მიაწვები, მაგრად დახელოსნდები. აგერ, ა, სახელდახელოდ:
რადგან მიყვარს საქართველო,
მტერი უნდა გადავთელო,
საქართველო გავაბრწყინო,
ხალხი კიდევ - გავაცინო.
ერთ 10-15 წუთს თუ ვიფიქრებ, ამაზე ბევრად უკეთესიც გამომივა, მაგრამ რა?!

ეს კი, უცებ რაც გამახსენდა, ძველი ბერძენი სატირიკოსის, ნიკარქეს სტროფებია, უბრალო:
"ფილონს გემი აქვს და იმ ხომალდს
"ხსნა" ეწოდება,
მაგრამ თვით ზევსიც ვერ შეძლებდა
შიგ თავი ეხსნა."

რატომ ვწერე ამდენი, არ ვიცი. მომენატრა ფორუმი ალბათ. ერთი სიტყვით, გალაკტიონი იმიტომაა გალაკტიონი, რომ გენიალურპოეტურად წერს და აკადემიზმი, ჩემი აზრით, არაფერ შუაშია აქ.
SmoK1e
windwalker
100 %იანი ხარ მაგრამ ჰაიკუს უბედურება ისაა, რომ რითმაც არ აქვს ნორმალური.

ცნობისთვის აკადემიზს რასაც აქ უწოდებენ, სიდიადე და გენია ქვია....

ჯორდანის ნატყორცნ სამქულიანზე შექმნილი ლექსი ვერასდროს ვერ მიედრება, მკვიდრად აშენებულ და ცით დამშვენებულ ნიკორწმინდას smile.gif

ბავშვობაში რამდენიმე შაირი მეც დავწერე მაგრამ ენა არ მომიგბუნდება და იმას ხელოვნებას და ლიტერატურას ვერ ვუწოდებ.
mako
-ნუ-


ნუ მეკითხები,
საიდუმლო გაუხსნელია,
ბევრი ლექსი — დაუწერელი,
ცხოვრების გზა — გაუწელელი,
სიკვდილი კი აუხსნელია.

ნუ მეკითხები,
ვარსკვლავები დაუთვლელია,
მონატრება — გახუნებული,
იმედი კი — დაბრუნებული,
ბედისწერა გაუთვლელია,
სიყვარული — მხოლოდ სიტყვები.
ნუ მეკითხები.

გაგა ნახუცრიშვილი
Illegal Astronaut
მაგ მიდგომით დავრჩებით მარტო გალაკტიონთან... არა ცუდი კი არაა... მარა... მოგბრზრდება ბოლო ბოლო...

კაით რა... ცოტა მეტს თუ დააკვირდები გაიგებ რა არის ჰაიკუ...
SmoK1e
† Lord Borgeze †
გამოჩნდეს ვინმე კეთილი და მიმახვედროს მაგას ვითხოვ........თორე ძალიან უაზრობაა იმენა.........ეგეთი მიმდინარეობები ყველა ეპოქას ქონდა მაგრამ ბოლოს მანც გალაკტიონი დარჩა და არა ეგეთი უაზრობები...
SmoK1e
† Lord Borgeze †
ჰაიკუს დაწერა ცადე და ნახე თუ 15 წუთში ჯორდანის სამქულიანზე უკეთესი "შედევრი" არ შექმნა, აბა მერე ნიკორწმინდასდარი ლექსის შექმა ცადე 15 საათში და ერთად ვნახოთ რა გამოვა.....
ამათი შედარება უაზროობაა მაგას ვამბობ ამდენი ხანია
Matilda
SmoK1e
მაკოს დადებულ ლექსზე რას იტყვი? ვფიქრობ მოგეწონებოდა და ეს მხოლოდ იმიტომ რომ გარითმულია...
მე პირადად არ მომწონს ეგ ლექსი... აზრის ბანალურობას რომ თავი დავანებოთ, რითმებია ისეთი მარტივი და გაცვეთილი, რომ 21-ე საუკუნეში ასე არ უნდა წერდნენ...

ციტატა
ჰაიკუს უბედურება ისაა, რომ რითმაც არ აქვს ნორმალური.

მოდი ისევ საჭმელების მაგალითს მოვიყვან... ეს ფრაზა აზრობრივად იგივეა რაც:
"მოხარშული კარტოფილის მთელი უბედურება ისაა, რომ შემწვარი არაა"
ანუ რაც არ მოეთხოვება ის თუ არ აქვს, რაღატომაა უბედურება? მე პირადად და ბევრ ჩემს ნაცნობს შენ მიერ ხსენებული "ნიკორწმინდის" წაკითხვას, მირჩევნია კარგი ჰაიკუები ვიკითხო, იმიტომ რომ "ნიკორწმინდა" რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის ერთი და იგივე აზრს ვხედავ და კარგი ჰაიკუს კითხვისას შემიძლია ვიფანტაზიორო... (ოღონდ ახლა ისევ ჯორდანის 3ქულიანის ახსნა არ მთხოვო, არ ვაპირებ)...
გორდამ წეღან მშვენივრად ჩამოაყალიბა აზრი... მე განა რითმიანებს ვერჩი, პირიქით, როცა 21-ე საუკუნეში კარგ რითმიანს დაწერ და არ იქნება რითმები გაცვეთილი და ა.შ. მაგას რა სჯობს? გიო საჯაიას გენიოსად ვაღიარებ, იმიტომ რომ ეს შეუძლია smile.gif ასევე ძლიერი პოეტია ზვიად რატიანი. smile.gif ასე რომ რითმიანი ლექსის რევოლუციის მოწყობას სულ არ ვაპირებთ... გალაკტიონი გენიაა და რჩება კიდეც და არავინ უარყოფს ამას, მაგრამ ქართველი პოეტების 99%ზე მეტი იყვნენ "ეპოქის პოეტები" ანუ თავიანთ ეპოქაში ახალს ქმნიდნენ, მაგრამ დროს ვერ გაუძლეს... ეს ყოველთვის ასეა... გუშინ ხომ მოგიყვანე შოთა გაგარინის სიტყვები ბაბილონის შესახებ მაგალითად... smile.gif ეგრეა რა smile.gif
Matilda
ციტატა
ჰაიკუს დაწერა ცადე და ნახე თუ 15 წუთში ჯორდანის სამქულიანზე უკეთესი "შედევრი" არ შექმნა, აბა მერე ნიკორწმინდასდარი ლექსის შექმა ცადე 15 საათში და ერთად ვნახოთ რა გამოვა.....

ველი 15 წუთში შენს ჰაიკუს! smile.gif თუ გინდა მთელი დღე წერე, მაგრამ ნიძლავს გიდებ რომ კარგ ჰაიკუს ვერ დაწერ!
SmoK1e
Matilda
რითმას ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ნიკორწმინდაში აზრს რითმაზე მეტი დატვირთვა აქვს და ყველა ნორმალური ადამიანისთვის ესეა...
ამას ბოლომდე არც წავიკითხავ პროსტა მრცხვენია რა....ამაში არ უნდა იფანტაზიორო ტო????და ფანტაზია არაა ის უნახავ ტაძარს ისე რო აღწერ????მედროვეები ყოველთვის იყვენენ და ყოველთვის იქნებიან, ნიკორწმინდამ დროს გაუძლო და ჰაიკუ ვერ გაუძლებს პროსტა, ჯორდანის სამქულიანი მომყავს კიდე....
SmoK1e
ფანტაზია ხალხმა ჰაიკუში არ ეძებოს მაგისთვის უკეთესი საშუალებები შექმა, მომენტალური ეფექტისაა თან biggrin.gif biggrin.gif
SmoK1e
ციტატა(Matilda @ Aug 14 2008, 05:44 PM) *
ციტატა
ჰაიკუს დაწერა ცადე და ნახე თუ 15 წუთში ჯორდანის სამქულიანზე უკეთესი "შედევრი" არ შექმნა, აბა მერე ნიკორწმინდასდარი ლექსის შექმა ცადე 15 საათში და ერთად ვნახოთ რა გამოვა.....

ველი 15 წუთში შენს ჰაიკუს! smile.gif თუ გინდა მთელი დღე წერე, მაგრამ ნიძლავს გიდებ რომ კარგ ჰაიკუს ვერ დაწერ!

კარგი ჰაიკუს(თუ ასეთი რამ ბუნებაში არსებობს) აზრი გამაგებინე და ვნახოთ biggrin.gif
Matilda
SmoK1e
გუშინ დაგიწერე ახსნა და მეტი რა ვქნა, გონების ხვეულებში ვერ ჩაგიძვრები biggrin.gif
SmoK1e
Matilda
მე არა მგონია გონებაში ჩაძრომა მჭირდებოდეს..........ეჰ ყველაფერი კარგი არაა რასაც ხელოვნებას არქმევენ....
SmoK1e
Matilda
ეგეთ ახსნას რამდენჯერაც გინდა და რამდენსაც გინდა დაწერს ნებისმიერი ფორუმელი.......
ჰაიკუ და ნიკორწმინდა არ უნდა შეადარო ჩემი აზრით.............
Matilda
SmoK1e
შენ შეადარე, თორემ მე არც მიცდია, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომლის წაკითხვა უფრო მსიამოვნებს smile.gif
Illegal Astronaut
SmoK1e


ღმერთმა დამიფაროს რო ნიკორწმინდას დაწერა ვცადო... არც ჰაიკუს დაწერას ვაპირებ...

რაც შეეხება ჰაიკუს... რაც უფრო კარგად და ლამაზად შეფარავ აზრს ჰაიკუში მით უფრო კარგი და ლამაზი გამოგივა...

გალაკტიონი იყო... რამე ახალია საჭირო... და შენ თუ 15 წუთში მე ჰაიკუს დამიწერ.. ვიტყვი რო გავარტყი კერუაკს.. რო შენზე მაგარი პოეტი არ დადის დედამიწის ზურგზე...

კარგ ჰაიკუს...
SmoK1e
† Lord Borgeze †
აი შენ თუ კარგ ჰაიკუს გამაგებინებ რას ნიშნავს ან ერთ კარგ ჰაიკუს მაინც დამანახებ, ვეცდები biggrin.gif არა აღიარებისთვის პროსტა მუღამის პონტში....
ახალი ჰაიკუზე კარგი რამე ყოფილიყო ჯობდა, მაგალითად მხატვრობაში არის სიახლე "ნეო არტი" და მშვენიერი ვიზუალური მხარე აქვს და ჰაიკუს აზრი გამაგებინეთ რა ჯერ ბავშვი ვარ და არ მესმის ალბათ
vulkani_lava
ხოდა ბაითებზე რა აზრის ხართ smile.gif ????
Illegal Astronaut
SmoK1e


შენს მიერ ზამთარში
გარეცხილ მარწყზე
ვფიქრობ დღეს...

მონატრების ჰაიკუ...


აი ეს კარგი ჰაიკუა... მაგალითად...
SmoK1e
† Lord Borgeze †
დაახლოებით მაგ სტილის ჰაიკუ შეგეძლო ჩემ ხელმოწერაში გენახა...და დაარქვი თუ გინდა ჰაიკუ რუსეთს
Illegal Astronaut
SmoK1e


აზრი არა აქ... კაი ბატონო იკითხე ნიკორწმინდა მარტო...

მე რა.. smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.