დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
cotne
mendes masieli

არ არის, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ეგრე ჩანს. ახლა ჩავუჯდები და ვნახოთ... smile.gif

გმადლობთ მამაო rolleyes.gif
sopo

უკვე მოვდივარ ძვირფასო ჩემო

ტირილი მესმის ყრუ, იდუმალი
თუ აღარ მესმის, არა გავიგე
ეს წამიერი, სუსტი დუმილი
მხოლოდ გლოვისას ღრმა ჩასუნთქების
და გარინდების ნიშანი იყო.
აი, გაისმა ოხვრა, ვაება
და კვლავ მოიცვა ჩემი გონება.
მე ვეღარ ვითმენ, არ შემიძლია
უკვე მევსება გული ცრემლებით.
ის კი არ წყვიტავს და სადაცაა
თავის მბზინვარე ცრემლების ნაკადს
ამოაყოლებს თავის ეულ სულს.
ირგვლივ ხმაური, გლოვა და ოხვრა
მე მისუსტებულს კი მხოლოდ მესმის
იმ მომტირალის გულის ძგერის ხმა.
უცებ დავკარგე, ის ხმა დავკარგე
მე ვხედავ მხოლოდ მის ფერმკრთალ სახეს.
იგი ეცემა, მის პირი-სახეს
დანამულს ცხელი, წმინდა ცრემლებით
ძლივს ეფინება მშვიდი ღიმილი.
,,უკვე მივდივარ ძვირფასო ჩემო."
ეს სიტყვებიღა აღმოხდა მხოლოდ
რომელთა მწველმა სიმხურვალებამ
ყველა მოგვიცვა და დაგვატყვევა.

ირგვლივ ხმაური, გლოვა და ოხვრა,
სევდა, ვაება, ცრემლების ფრქვევა.
უკვე დავტირით ორ მიცვალებულს,
ორ თავგანწირულ, დაღუპულ მიჯნურს.
cotne
მოდილიანი

ხელებგაშლილი,
მტირალი ცხარე,
ჩამოშვებული თმებით ლოყაზე -
ამგვარდად იდგა ფანჯრის რაფაზე,
საავადმყოფოს ერთ ძველ ოთახში,
ქალი ლამაზი, რომლის სინაზეც,
ლოყაზე ცრემლებს დაესერათ ბედის ჯინაზე!
გარეთ კი წვიმდა,
და წვეთები ფანჯრის მინაზე,
ეყარა, როგორც სიმძიმენი სასწორთ პინაზე!
მას არ უნდოდა მომკვდარიყო,
თუმც არ უნდოდა ქვეყნად სიცოცხლე,
რადგან იმ ერთის სულისათვის, ვისით ცოცხლობდა ,
კარგა ხანია უკვე ილოცეს!
სრულად უგრძნობლად გადაეშვა ის წვიმის თქეშში,
და ვიდრე თოვლილ მიწას ენარცხებოდა,
კიდევ ერთხელაც გაიხსენა ფიქრების ტევრში,
იმ ერთადერთის დაუვიწყარი, უკვდავი სახე!-
შავი თმებით და ყოველთვის მთვრალი თვალებით,
ბავშვის ღიმილით, უდარდელი წითელ ღაწვებით,
ოდესღაც ჩვილი, ებრაული გვარით-სახელით,
და საღებავით მოთხუპნილი მხატვრის თითებით,
ვეღარასოდეს რომ შექმნიან აწი შედევრებს,
გენიოსი ხომ საავადმყოფოს ბნელ ოთახში
საუკუნო ძილით ისვენებს!
ქალი კი მიწას უახლოვდება,
და არც კი ესმის მომაკვდავი ჩვილის გოდება,
მუცლით რომ ისმის, დაბადებას ამაოდ რომ ელოდება!
არაფრად აგდებს სულთამბრძოლი სხეულთ ბოდებას!
იცის, რომ სადღაც ელოდება ის ბოთლით ხელში,
ისევ ამაყი, უდარდელი საღებავთ ფერში!
დაღლილ სახეზე ყოველი ნაკვთი მიდის და მოდის,
სულ ბოლოს ხვდება ის თავის სატრფოს, ლეგენდას -
მოდის!

დიმიტრი გეგენავა


blink.gif
sopo
ციტატა(sopo @ Nov 22 2008, 11:00 AM) *
უკვე მოვდივარ ძვირფასო ჩემო

ტირილი მესმის ყრუ, იდუმალი
თუ აღარ მესმის, არა გავიგე
ეს წამიერი, სუსტი დუმილი
მხოლოდ გლოვისას ღრმა ჩასუნთქების
და გარინდების ნიშანი იყო.
აი, გაისმა ოხვრა, ვაება
და კვლავ მოიცვა ჩემი გონება.
მე ვეღარ ვითმენ, არ შემიძლია
უკვე მევსება გული ცრემლებით.
ის კი არ წყვიტავს და სადაცაა
თავის მბზინვარე ცრემლების ნაკადს
ამოაყოლებს თავის ეულ სულს.
ირგვლივ ხმაური, გლოვა და ოხვრა
მე მისუსტებულს კი მხოლოდ მესმის
იმ მომტირალის გულის ძგერის ხმა.
უცებ დავკარგე, ის ხმა დავკარგე
მე ვხედავ მხოლოდ მის ფერმკრთალ სახეს.
იგი ეცემა, მის პირი-სახეს
დანამულს ცხელი, წმინდა ცრემლებით
ძლივს ეფინება მშვიდი ღიმილი.
,,უკვე მივდივარ ძვირფასო ჩემო."
ეს სიტყვებიღა აღმოხდა მხოლოდ
რომელთა მწველმა სიმხურვალებამ
ყველა მოგვიცვა და დაგვატყვევა.

ირგვლივ ხმაური, გლოვა და ოხვრა,
სევდა, ვაება, ცრემლების ფრქვევა.
უკვე დავტირით ორ მიცვალებულს,
ორ თავგანწირულ, დაღუპულ მიჯნურს.


რას იტყვით აბა როგორია?
cotne
sopo
ციტატა
რას იტყვით აბა როგორია?


ცოტა არ იყოს და ზედმეტი პათოსია, სხვა მხრივ ასე თუ ისე გამართულია smile.gif
ვთქვი biggrin.gif
che
ციტატა(cotne @ Nov 22 2008, 12:08 PM) *
მოდილიანი

ხელებგაშლილი,
მტირალი ცხარე,
ჩამოშვებული თმებით ლოყაზე -
ამგვარდად იდგა ფანჯრის რაფაზე,
საავადმყოფოს ერთ ძველ ოთახში,
ქალი ლამაზი, რომლის სინაზეც,
ლოყაზე ცრემლებს დაესერათ ბედის ჯინაზე!
გარეთ კი წვიმდა,
და წვეთები ფანჯრის მინაზე,
ეყარა, როგორც სიმძიმენი სასწორთ პინაზე!
მას არ უნდოდა მომკვდარიყო,
თუმც არ უნდოდა ქვეყნად სიცოცხლე,
რადგან იმ ერთის სულისათვის, ვისით ცოცხლობდა ,
კარგა ხანია უკვე ილოცეს!
სრულად უგრძნობლად გადაეშვა ის წვიმის თქეშში,
და ვიდრე თოვლილ მიწას ენარცხებოდა,
კიდევ ერთხელაც გაიხსენა ფიქრების ტევრში,
იმ ერთადერთის დაუვიწყარი, უკვდავი სახე!-
შავი თმებით და ყოველთვის მთვრალი თვალებით,
ბავშვის ღიმილით, უდარდელი წითელ ღაწვებით,
ოდესღაც ჩვილი, ებრაული გვარით-სახელით,
და საღებავით მოთხუპნილი მხატვრის თითებით,
ვეღარასოდეს რომ შექმნიან აწი შედევრებს,
გენიოსი ხომ საავადმყოფოს ბნელ ოთახში
საუკუნო ძილით ისვენებს!
ქალი კი მიწას უახლოვდება,
და არც კი ესმის მომაკვდავი ჩვილის გოდება,
მუცლით რომ ისმის, დაბადებას ამაოდ რომ ელოდება!
არაფრად აგდებს სულთამბრძოლი სხეულთ ბოდებას!
იცის, რომ სადღაც ელოდება ის ბოთლით ხელში,
ისევ ამაყი, უდარდელი საღებავთ ფერში!
დაღლილ სახეზე ყოველი ნაკვთი მიდის და მოდის,
სულ ბოლოს ხვდება ის თავის სატრფოს, ლეგენდას -
მოდის!

დიმიტრი გეგენავა


blink.gif





მომიტევეთ მაგრამ უკიდურესი შემთხვევაა biggrin.gif
Illegal Astronaut
che


ჯერ სად ხარ?... მე მთელი კრებული წავიკითხე.. biggrin.gif biggrin.gif
che
† Lord Borgeze †

პახმელიაზე ხარ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif
data
ციტატა(† Lord Borgeze † @ Nov 22 2008, 02:17 PM) *
che


ჯერ სად ხარ?... მე მთელი კრებული წავიკითხე.. biggrin.gif biggrin.gif



და ეგ ლექსი აშკარად საუკეთესოა sad.gif biggrin.gif sad.gif


ნუ ლექსი რა... "ლექსი" biggrin.gif


data



თუ


თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე,
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი,-

თუ შეგიძლია, სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,
გამარჯვებას და დამარცხებას ტანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;

თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე, და შენებას შეუდგე ახლად,-

თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად
რაც გაგაჩნია, გიშოვია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით,

თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება: "წინ-მეთქი, გასწი"

თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი
შენი ღირსება არ დაჰკარგო აროდეს არსად
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი,

თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი
მაშინ შენია, შვილო ცემო, ეს მიწის ბურთი
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას - ამინ!



კიპლინგი


ლებანიძის თარგმანია smile.gif




cotne
ეეეეეეეეჰ ასეთ პოეზიას არ სცემთ პატივს და ინტელექტუალობაზე გაქვთ პრეტენზია tongue.gif
cotne
დიმა ფორევერ laugh.gif
nisaba
ციტატა(data @ Nov 23 2008, 12:13 AM) *
თუ


თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე,
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი,-

თუ შეგიძლია, სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,
გამარჯვებას და დამარცხებას ტანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;

თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე, და შენებას შეუდგე ახლად,-

თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად
რაც გაგაჩნია, გიშოვია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით,

თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება: "წინ-მეთქი, გასწი"

თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი
შენი ღირსება არ დაჰკარგო აროდეს არსად
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი,

თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი
მაშინ შენია, შვილო ცემო, ეს მიწის ბურთი
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას - ამინ!



კიპლინგი


ლებანიძის თარგმანია smile.gif

შესანიშნავი ლექსი და შესანიშნავი თარგმანიsmile.gif
Matilda
ციტატა(Matilda @ Nov 4 2008, 02:36 AM) *
კაცი ქვით

მოვიდა კაცი ქვით
და მას შემდეგ ამ აივანს
ცეცხლი უკიდია, ღმერთო.

ვხედავ როგორ დგას
და გამჭვირვალე ხიდებს მიწვდის:
ტირის.

ხან მანდარინის ბაღებს გადმომიფენს,
ხან წაბლის ტყეებს გადმომიშლის.
მე კი სხეულიდან სიტყვების ნაცვლად
ცარცი მცვივა და ცეცხლში ვყრი, ღმერთო.
ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად გოგირდი ჟონავს,
თვალებიდან მარილის ნაცვლად კუპრი მდის და
ჩრდილზე გაცვლილი ჩრდილიც ვეღარ მიცავს, ღმერთო.

ოღონდ ეგაა, აღარაფერი მესმის:
ცეცხლმოდებული აივნიდან
აწივლებულ წიწილებს რომ ვყრი,
დღეები და სურვილებია, სხეულიდან დანით ათლილი,
ჩემი.

ის, კი, ვხედავ, დგას
და ქვებს მიწვდის:
ტირის.

ეს თბილი ნაკადია ხერხემალთან, რაც მიყვარს.
და რაც მტკენს: მისი ფარჩის სამკუთხედი,
ფერდობზე საიმედოდ მიფენილი:
ვერ თმობს.
ეს ხმა და ხელებია, ჩემთვის სამყოფი და საიმედო.
ქვებს რომ მიწვდის და ვერ მიმეტებს.
ეს ნიშნავს: მოვკლა.

პატარა და თბილო წიწილებო,
სანამ დაგმარხავთ, ნორჩი ბალახების ფესვებს გიფენთ თვალებში
და მშვიდი ვარ: ქვას შობს ყველა ნერგი,
ვისაც არ შეხვდა საკუთარი ნიადაგი,
და სიყვარულიც ვალივით მოიხადა, ღმერთო.

მთელი ამ სიმშვიდის მყიფე ქერქი
სიმწრით გადამალულ მარილს ფარავს.
ის კი, ვხედავ, დგას,
ბაღებს და ტყეებს და ხიდებს მიწვდის:
ტირის.

ეს თბილი ნაკადია ხერხემალთან, მკერდთან
და უფრო: რაც მიყვარს.
ეს გამჭვირვალე ხიდებია მისი, ლურჯი.
სადაც ვდგავარ და
მისგან მოწვდილი ქვებით მაქვს სავსე უბე.

ეს არჩევანია ჩემი, საბოლოო.
ვის გაუგონია ასეთი სიყვარული:
თითქოს ფეხდგომელას სხვის სახლში მძინავს
და ღამღამობით ვიღაც, უხილავი,
სეტყვას მაყრის თავზე.


© ნათია ნაცვლიშვილი


ეს ლექსი ახლა ვიპოვე და რა მაგარია sad.gif


წაიკითხეთ რა, წაიკითხეთ...


მოვიდა კაცი ქვით...
mendes masieli
აი,ადამიანი რომლის ლექსზეც მართლა ვთქვი რომ...
მმმმუაგარია!!!!!


ოდა ბუნებისადმი
გიუნტერ აიჰი
თარგმანი გერმანულიდან - ლუკა ნახუცრიშვილი


ჩვენ ჩვენი ეჭვები გვაქვს
კალმახის, ზამთრისა
და ვარდნის სიჩქარის მიმართ
mendes masieli
წინასწარი ურთიერთშეშანხმება დასანან ხეთათვის
გიუნტერ აიჰი
თარგმანი გერმანულიდან - ლუკა ნახუცრიშვილი

აკაციები დროითი მიმართების გარეშე არიან.
აკაციები სოციოლოგიურად უმნიშვნელონი
აკაციები არ არიან აკაციები.

mendes masieli
წინდახედულობა
გიუნტერ აიჰი
თარგმანი გერმანულიდან - ლუკა ნახუცრიშვილი


წაბლი ყვავის.
მე ამას ვითვალისწინებ,
მაგრამ არაფერს გამოვთქვამ მის თაობაზე.
mendes masieli
(არ გამოხვიდე შინიდან...)
იოსიფ ბროდსკი
თარგმანი რუსულიდან - ვახუშტი კოტეტიშვილი




არ გამოხვიდე შინიდან. არ მიჰქარო.
თუ შიპკას ეწევი, მზეზე რაღა გინდა, ჯიგარო?
კარს იქით უაზრობაა ყოველი. იქ ბედიც გენგრევა.
მხოლოდ საპირფარეშოში გადი და უკან ეგრევე.

შინიდან არ გახვიდე. არ გამოიძახო მოტორი ფიცხელი.
სივრცე დერეფანია, რომლის ბოლოსაც ჰკიდია მრიცხველი.
ვინმე ლამაზმანი თუ გესტუმრა, რომც შემოგღაღადოს,
გახსოვდეს, ხასად არ გახადო, სჯობს სულ არ გახადო.

ო, არ გახვიდე შინიდან, ვითომ ავად ხარ, იყავი ასე.
განა რა არის ქვეყნად უკეთესი კედელზე, სკამზე?
აზრი რომ არა აქვს აქედან გასვლას, ეს ხომ გაქვს ნაგემი,
ხომ უნდა უკანვე დაბრუნდე და თანაც – ნაგვემი.

შინიდან ნუ გახვალ. მიდი და იცეკვე მარტომ.
და დედიშობილა ბასანოვას მოაცვი პალტო.
შემოსასვლელში ყარს კომბოსტო და რაღაც ზეთი.
კედელზე მიჯღაბნილს ასოც რომ დაურთო, იქნება მეტი.

შენ არ გახვიდე ოთახიდან. დაე, ოთახი მიხვდეს,
შენს გარეგნობას მისი შიგანი თუ როგორ იხდენს.
არსმა ფორმას უთხრა: ერგო სუმ უცნობი. შენც სხვა რამ არ იცი.
ო, გარეთ რა გინდა? გახვალ და იქ უცებ არ დაგხვდეს პარიზი.

არ გამოშტერდე! ის იყავ, რაც არვინ ყოფილა აროდეს.
შინიდან გარეთ არ გახვიდე. ავეჯთან ყოფნა გიხაროდეს,
ამ კედლებს შპალერად აეკარ, გაყუჩდი და ამიერიდან
შენ ქრონოს-კოსმოსებს, რასებს და სხვა ვირუს-ეროსებს ერიდე.
mendes masieli
პროგრამული კოდი
ადამი
რაინერ მარია რილკე
თარგმანი გერმანულიდან - ნატო ინგოროყვა


დგას კათედრალთან მდუმარებით, როგორც დიდება,
სარკმელთან ახლოს უცნაური დუმილით მოსილს
დაუფლებია ელდად შიში აპოთეოზის,
მას რომ უბოძა ამაღლება და გარინდება.

უხარია, რომ უცვლელი და მარადიული,
მიამიტურად ჯიუტია, ვითარცა გლეხი.
მან ედემიდან უნებლიედ გადმოდგა ფეხი,
რომლის საწყისი ფიქრშიც კი არ ჰქონდა ხილული.

შეუცნობელი რისკი იყო წასვლა ბაღიდან,
მას ღმერთი მუდამ აფრთხილებდა, რომ შენ მოკვდები,
თუმცა იცოდა, რომ კამათი ღმერთთან დაღლიდა.

ნებას უფლისას გარდასულმა არც კი ინანა,
არ შეეპუა წინაღობას ტირილ-გოდებით
და დაბადება გადაწყვიტა ადამიანმა.
mendes masieli
პროგრამული კოდი
ევა
რაინერ მარია რილკე
თარგმანი გერმანულიდან - ნატო ინგოროყვა



დგას ამაღლებულ კათედრალთან და დუმილს არ შლის,
განფენილია სისადავე სარკმლის მინებთან,
შემოფეთებულ ბედისწერას იგი მინებდა,
უჭირავს ვაშლი და თავადაც პოზაა ვაშლის.

უბრალეულოს ბრალეული ერგო ურიგო,
იმ მოზარდისთვის ჟამთა შორის რომ იქცა მიჯნად.
მან სიყვარულით უკვდავებას გადააბიჯა,
რათა მიწაზე ახალი დრო დაწყებულიყო.

ძველ სამყაროში დარჩებოდა იგი სიამით,
ერთსულოვნება იყო მკვიდრი სადაც ცხოველთა
და შეხედავდა ყოველივეს ახლებურ თვალით.

მაგრამ როდესაც ჰპოვა კაცი ვნებების ძალით,
წაჰყვა მას ისე, როგორც სიკვდილს, მძლეველს ყოველთა,
თუმც არ იცოდა თუ ვინ იყო მაშინ უფალი.
mendes masieli
მეზობლები
ვახტანგ ჯავახაძე



მეზობლები
რწყავენ პალმებს და კაქტუსებს,
მშვიდად ცხოვრობენ ასე:
ზოგი _
მეშვიდე სართულზე,
ზოგი _
მეშვიდე ცაზე,
data



მოგზაურობა სამშობლოში. წელი - მესამე.
მიზეზი - საქმე, სამსახური. შედეგი - ფული.
არ არის კარგი, როცა ლექსი ითხოვს შესავალს,
რომლის გარეშე, გეჩვენება, იქნება რთული
მისი გაგება. როცა გიწევს იმის მტკიცება,
რომ მართლა ხშირად გიხდებოდა, წლების მანძილზე,
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გამოღვიძება,
სასტუმროებში, ოჯახებში; რამაც არც ისე
ბევრი შეგძინა, და პირიქით: როცა იღვიძებ,
ვეღარც იხსენებ, სად იღვიძებ. უკვე გერევა
დროებიც: გუშინ გაიღვიძე მამლის ყივილზე,
გუშინწინ - ზღვასთან. ან პირიქით. ბედნიერება,
- აი, რა უნდა მოგეთხოვა ამ აწეწილი
და სხვანაირი წლებისაგან, შენ კი დახარბდი
წვრილმან ტკივილებს! და ნერვები, წლები შეწირე
ამ უაზრობას: გყვარებოდა, რასაც ნახავდი...






რატიანი smile.gif



data



მე, მაგალითად, სასაცილოს ვერაფერს ვხედავ!


ბებიაქალი, ვისი აყვანილიც მე ვარ -
ჩემი დაბადების შემსწრე ბებიაქალი -
სულ ამას ირწმუნება:
გაახილა თუ არა თვალი,
იმ პირველი წამოტირების მაგიერ
ერთი გულიანად გადაიკისკისაო!
მთელი სოფელი იმეორებდა ამასვე,
უკვირდათ,
ისინიც იცინოდნენ და,
რომ წამოვიზარდე,
დამინახავდნენ თუ არა,
იყო ერთი გადა-გადმოლაპარაკება:
- ეს ის არისო!
- ეს ის არ არისო?
მარტო სამშობიარო სახლის გამგეს,
თამარა ნაკაიძეს ეცინებოდა ამაზე -
სულ გამოშტერდა ეს ჩვენი ექთანი,
რის სიცილი, რა სიცილიო!
ძმაკაცებსაც რამდენჯერ უთქვამთ,
შენ, ბიჭო, რავა ყველაფერზე იცინიო!
ვერც გაამტყუნებდი ბიჭებს -
იმ ერთი, ერთადერთი ადამიანის სახელი მქონდა,
გაჩენის დღეს, ტირილის ნაცვლად, სიცილი რომ დაიწყო!
პირადად მე ამის არც ადრე მჯეროდა და
არც ახლა მჯერა:
ამ დედამოტყნულ ქვეყანაზე გაჩნდი,
მერედა, რა არის ამაში სასაცილო!
მე რა, გიჟი ვიყავი? -
რატომ გავიცინებდი!
არა მგონია, გამეცინა!



ტარიელ ჭანტურია
data


მაგარია ჯავახაძე smile.gif



დიდუბე დაიხურა და დაგაგვიანდა, ბებერო,
სხვა მეტი რა დაგრჩენია: ცას უნდა გამოეკერო.
ვერც ამნისტია გიშველის და ვერც მსაჯული ნაფიცი,
კვლავ უფრო დაგიმძიმდება - დამძიმებული ნაბიჯი.
უნდა დააცხრო ფორტე და გაათამამო პიანო
და ამ გარეწარს სალამი არ უნდა დაუგვიანო
და იმ გარეწარს არასდროს არ უნდა შეეკამათო,
კატა - ვეფხივივით, ასკილი ვარდივით უნდა განათლო.
უნდა შეუნდო, რომელსაც წარსული დაუხურდავდა,
მუდამ უნდა და უნდა და, რაღა თქმა უნდა, უნდა და
უნდა იფიქრო ერთი და მეორე ილაპარაკო,
მესამე უნდა აქო და მეოთხე უნდა არ აქო
და, რაკი ვერ შეურიგდა სული მეცხრეს და მეათეს,
მიდის და გარეთ დარჩენილ სხეულს ჯართივით მიათრევს,
მოითხოვს ამნისტიას და დაეძებს ციხის გასაღებს -
ქუთაისელი, რომელიც თბილისში გადაასახლეს.




data
დამალობანა


გავუსწორე ხასიათი და შვილიშვილს დავემალე,
მიპოვნის თუ ვერ მიპოვნის, დამთავრდება დავა მალე.
და მე კითხვა ამიხირდა - სარისკო და სავერანო:
ამას დავემალე, მარა იმას როგორ დავემალო,
ვისაც ჩასაფრებული ჰყავს ცელიანი მცელავები
და სამოცდამეთორმეტე სამალავში ვემალები.
data
ოცდამეერთე


ორი საუკუნის და ორი ათასწლეულის
ბერიკაცო, ჩოხასავით შემოგაცვდა სხეული.
დარჩი გულის ამარა და გაინაბე პულსივით,
ციფრებს გაუშინაურდი _ გულგრილი და გულცივი.
გადაიანგარიშე და გაიხედე ცისკენა:
კახური გაქვს დალეული _ ოცდაერთი ცისტერნა,
მელანი გაქვს დახარჯული _ ოცდაერთი ბარელი,
დრო მოვა და დაგითვლიან მთიელი და ბარელი,
და სხვაობა ისე ფრთხილად უნდა დააბალანსო,
საკუთარი კარმიდამო მაინც გააპარნასო.
არ ჩამორჩე საუკუნეს - საუკუნის მეეტლე,
მიითვალე ნასესხებიც ანუ ოცდამეერთე.
ძმაკაცებიც მოიწვიე - ძამია და ძამიკო,
ნაღდი ოცდაერთია და კარტიც ჩამოვარიგოთ.
ვეღარაფერს დაგვაკლებენ სჯანი საქილიკონი
და გაფრენილს დაეწევა მორბენალი სტრიქონი.
data
ორი პროფილი


სახე - საპროფილე,
სახლი - საპყრობილე, -
დავაკმაყოფილე, დავიკმაყოფილე.
მამის აპათია -
შვილმა მაპატია,
ახლა არაფერი აღარ მაბადია.
ხშირად ასეც ხდება:
უცებ ასიცხდება,
სისხლი გაწყალდება, წყალი გასისხლდება.
ძველი პროფილები -
უარყოფილები -
მოვლენ, ხელმეორედ დავეძმობილები.
მოვა ნათესავი -
მოკამათესავით -
რუსთაველივით და - არა დანტესავით.
sibil
არა, რა პროზა სულ სხვა საქმეა. ძნელი საქმე.
"ლუკას საქმე ჰქონდა":)
Matilda
mendes masieli
ნუ რილკეს ნატო რომ თარგმნის ტყუილია რა smile.gif
ხანდახან მგონია რომ თვითონაა რილკე და გვატყუებს... smile.gif
latata
............................
ნუ გაიოცებ,
თუ ხანდახან მოწყენით ვჩანვარ,
ნუ გეწყინება,
თუ ხანდახან ცივი მაქვს ხელი..........


smile.gif
latata
გამარჯობა. საუკუნეა არ მინახიხარ,
ამდენ ხანს თუ ვიცოცხლებდით
რას ვიფიქრებდი. რა ლამაზი ხარ.

smile.gif
პაპუნა
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც მარტო,
მე ცრემლი მიყვარს შენი,
შენი კისკისი მართობს.
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი...
sibil
ციტატა(latata @ Nov 25 2008, 12:46 AM) *
გამარჯობა. საუკუნეა არ მინახიხარ,
ამდენ ხანს თუ ვიცოცხლებდით
რას ვიფიქრებდი. რა ლამაზი ხარ.

smile.gif

აუ, ერთხანს აქ არა, მაგრამ სხვაგან მქონდა ხელმოწერად.smile.gif
პაპუნა
არის გზა, არის ნელი თამაში
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო.
მე თოვლი მიყვარს,როგორც შენს ხმაში
ერთდროს ფარული დარდი მიყვარდა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა...
latata
მზე ჩადის -
გრძელდება
ჩემი ჩრდილი
და...
გიახლოვდება
შენ.

wub.gif
latata
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან - იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ - სულ ცოტა მაცალე -
სული თუ მოვითქვი - სიყვარულს აგიხსნი...


რა ხასიათზე ვარ huh.gif wub.gif
latata
არ ვიცი სადა ხარ
შატილს? ბარისახოს?
ფეხით შემოვივლი ფხოვს...
აუცილებლად უნდა გნახო,
დღეს ისე ლამაზად თოვს... huh.gif



პაპუნა
ვდგევარ ფანჯარასთან,
ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა
თავზე დამათია.
ეხლა მხოლოდ სამი
იყოს შეიძლება.
რომელი საათია..?
რომელი საათია..?
სამის შეიძლება
არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ
მაინც წყვდიადია...


latata
არ მიყვარს როცა ლექსები მიტევენ sad.gif unsure.gif
latata
ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.....


data
ციტატა(latata @ Nov 25 2008, 12:10 AM) *
არ მიყვარს როცა ლექსები მიტევენ sad.gif unsure.gif

შემოგიტია პოეზიამ?
შეუტიე შენც biggrin.gif
latata
.............................
გაუცხოება

მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები..........


მაპატეთ ლექსებს ვანაკუწებ sad.gif
latata
data
აბა რას ვაკეთებ ეხლა შენი აზრით? biggrin.gif
პაპუნა
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას.
მერე შეკრთება ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
mendes masieli
Matilda
ხოო,მართლაც!!!
ზე ნათარგმნია....
თან ადამი და ევა ერთად არის მაგარი!!
wink.gif
latata
-ეს რა ქალაქია?
-მოჯადოებული!
აქ შესვლა საშიშია!
-რატომ?
-ყველა საქმიანობს,არავის სცალია,
და მხოლოდ ძაღლი სცნობს პატრონს.

sad.gif
პაპუნა
გახსოვს ტყეები ირიბად,
ხეზე დაკრული თარჯები.
ვერ დაივიწყებ ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები...
latata
ხვეწნა ვარ ოროსანი ბავშვების.
ფიქრი- ფრინველების სადილი
შუბლის აივანზე გავშალე
ამ დილით.

ცალი დაკარგული საყურის
ძებნა ვარ და თვალის ხამხამით
ფიქრი ფრინველიდან დამყურებს
ამ ღამით...

mellow.gif
latata
შენი თბილი თითებით
სახლი უნდა მოვქსოვო და
გავთბე.
იმ წერილის ნახევებით,
დაწერამდე გამუდმებით რომ
ვხევდი და ვხევდი,
შენ უნდა მოგქსოვო და
ის, რაც ვერასდროს ვერ დავწერე,
გითხრა.
ყვითლად მოხატული ქვებითა და ნიჟარებით
მზე უნდა მოვქსოვო და
ჭერზე ნათურასავით ჩამოვკიდო,
სანამ ყველაფერთან ერთად
მეც დედაჩემის მოქსოვილი
ძველი ჯემპრივით
დავირღვევი.


ვაიიი sad.gif sad.gif wub.gif მომეწონა ძალიან smile.gif
latata
აქ ლურჯი ფერი არ არსებობს
მარტო მთვარეა კონწიალა, ცხვირგაბზეკილი
და...
ჩემეული ვარსკვლავები...
მხოლოდ თეთრ ფონზე გაფენილი,

მე ჩემი ცა მაქვს...


ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.