დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
Matilda
latata
არა, ეგ უფრო ძველებში გადის smile.gif
ახლა უკეთესები აქვს smile.gif


latata
ან,
გამიხარდა, რო ჩამოხვედი smile.gif


-------------------------------
ისევ კოშკა

ქუჩებში, ქალაქის ძარღვებში
სისხლივით მოძრაობენ ადამიანები.
შენ კი ისეთი სევდიანი ხარ,
თითქოს გაზაფხულს ემშვიდობები.

ტოტები გაუთბათ,
თებერვლიდან გამოპარულ ხის კენწეროებს.
ფეხები მიწაში გაუჩრიათ.

გთხოვ, ნუ ხარ ასეთი გულცივი.
ტრასაზე დახაზული თეთრი ლიანდაგებიდან
ქალაქში სითბო შემოდის.

და მთელი ცა ჩემი ცისფერი ზურგჩანთაა
რომლითაც მზე მომაქვს შენთვის...

თუმცა უზომო მელანქოლია მოაქვთ წეროებს
და ზოგჯერ ძალიან გვცივა.
Matilda
ავტომოპასუხე

მე ავტომოპასუხე არ ვარ,
მე ვერ გავიმეორებ იმას რასაც ჩემგან ითხოვენ.

და მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა ცოდვისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა სიკეთისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო
ჩემი მოსვლით დედაჩემის დაღვრილი სისხლისთვის.
და მე მზად არ ვარ რომ გავიზარდო.

ღმერთო, გთხოვ
ნუ მიგზავნი ყოველ დღე მლოცველებს,
ნუ მიგზავნი ფანატიკოსებს,
ნუ მიგზავნი მღვდლებს,
ნუ ცდილობ ჩემს შემორიგებას,
მე შენთან არ მიომია.
ნუ მაიძულებ თაყვანი ვცე იმას,
რაზეც გაგაკრეს.
შენ ჩემი ცოდვებისთვის არავის უწამებიხარ,
შენ შენი სიმართლისთვის გაგაკრეს ჯვარზე.
მე არაფერ შუაში ვარ.
და ნუ მიდგენ წესებს როგორ ვიცხოვრო.
მე დადგენილი წესები მაიძულებენ რომ დავარღვიო ისინი.
ნუ მაიძულებ ასე მოვიქცე.
მე მირჩევნია ფეხზე დგომას ტროტუარზე ვიჯდე,
მე მირჩევნია მგალობლების მოსმენას
ქუჩის მუსიკოსს მოვუსმინო,
რომელიც სულ ახლახანს
ერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ის უყვარდა.
მე ასეთი ვარ ღმერთო,
შენ ასეთი შემქმენი და უკვე ვეღარ შემცვლი.
ღმერთო რატომ გახდა უპატრონო ბავშვების თემა ბანალური?
ღმერთო რატომ გგონია რომ არ არსებობენ
ნაბიჭვარი მორწმუნეები,
რომლებიც ჩემზე ცოდვილები არიან და შენი სახელით სარგებლიბენ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო, როდესაც შენი მგალობლები იგალობებენ,
მოდი და ერთად მოვუსმინოთ ქუჩის მუსიკოსს,
რომელიც მღერის იმაზე, რომ
ერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ოდესმე ყვარებია.
ღმერთო მოდი და უპატრონო ბავშვებთან ერთად ვიმათხოვროთ,
რომლების თემაც, უკვე დიდი ხანია ბანალური გახდა და რომლებზეც
არც ერთი ჟურნალისტი აღარ წერს.
კარგი რა ღმერთო,
შენც ხომ იცი, რომ არც მთლად ისეთი დიდი ხარ,
როგორადაც თავს გვაჩვენებ.
ღმერთო მოდი ერთხელ გულახდილი საუბარი გვქონდეს,
მე ვეცდები შენთან გავიხსნა
და მოგიყვე ჩემზე უფრო მეტს.
ღმერთო შენც შეეცადე,
ნუ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ,
ეცადე ცოტა მარტივი იყო.
და მე ვეცდები რომ გაგიგო.
მე ხომ შენთან არ მიომია.


იორიკი
dachi 1x
არაგვს


დაწუხებულმა, არაგვო,

რო გნახე, გავიხარეო,

სრულიად გამოვიცვალე,

წელშიაც ავიხარეო.


რა ლამაზია, წყეულო,

შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,

გააფთრებულსა ტალღასა

კლდეს რო წაუვლენ თქერანი!


შენ თვალს გარიდებ მაშინა,

მთებისკე მწადის ცქერანი,

უნდომლად მამინდებიან

ბედკრულს ბედკრულნი მღერანი.


გულიც იქ იწევს, თვალიცა,

იქ რო მაღალი მთებია.

ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,

ვის ძუძუც პირში გდებია, -

იმათ კალთაზემც მოვკვდები,

მათ ლოდი გულსამც მდებია!


ზაფხულში აყვავდებიან

მკერდნიც-კი სალის კლდისანი,

ყვავილთ პირს ეკონებიან

ცივნი ნამცვრევნი ცისანი.


გაჰყუჩებია ნიავსა

ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,

აღარ აჩხერებს ქვიშათა

კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.


ხან რომ ცა მაიღრუბლება,

ჩაბნელდებიან ხევები,

გაჩნდება მეხთა ტკრციალი,

ათრთოლდებიან ხეები,

კლდეებზედ დაიკეცება

სვავთა და არწივთ ფრთეები.


თმებს უკუიყრის ნაკადი,

ცისაკ დაიწყებს ცქერასა,

შაჰყურებს გაოცებული

შავის ღრუბლების მღერასა.

რა ყურმა უნდა გაუძლოს

იმ მთების გულის ძგერასა?!


ხშირად მოხეთქილს წვიმასა

სიპისა აქვის ღარები,

აქა-იქ გაიმტვრევიან

პირგაშაული ღვარები;


იზიდებიან შენკენა

იმ გრძნობისაგან მთვრალები,

იმათ ვეღარა დაიჭერს,

თუნდ რკინის დახვდეს კარები!


ახლა ავდარიც გადიყრის

და მზეც გადივლის გორასა,

ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები

ხევებში სდგამენ გორასა.

ვეღარა ჰბედვენ, ბეჩავნი,

მთებისად მეხის სროლასა,

მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი

სახვალიოდაც ბრძოლასა!


1886 წ.

okicha
Matilda
მაგარია smile.gif
Matilda
latata
ციტატა
ან,
გამიხარდა, რო ჩამოხვედი

მადლობა :*

okicha
ციტატა
Matilda
მაგარია

გეთანხმები smile.gif


***

როცა ქალი ხარ, და მით უფრო, როცა ლამაზი
თან როცა ტუჩთან, სხვანაირი გემო აქვს სივრცეს.
ტუჩების კბენას შეჩვეული შეხებას ვერ გრძნობ
და რასაც მარხავ შიგნით, თმები ტალღებად იმჩნევს.
ეს ნიშნავს იმას, რომ არ ნიშნავს არაფერს თითქმის,
რასაც წარსულში მეამბოხე თვალები ითვლის,
თუ ნიშნობაა, მაშინ ვიტყვი,
ეს უფრო და ეს უფრთოს ნიშნავს
ქალს მჯდომიარეს, ქოლგის ქვეშ, ზღვის წინ
და ჩემგან სადღაც ერთდროეულად.
რომელიც შუბლით ფიქრობს, თითზე თმების დახვევით,
ფიქრობს იმ კარზე, სხვა რომ ხედავს ჩამონგრეულად,
ფიქრობს საკუთარ პანაშვიდზე,
ფიქრობს მიზეზთა ჩამონათვალზე,
ფიქრობს ყველაზე ნაცნობ სიზმარზე
ფიქრობს სახლზე
და სამუდამოდ მომავალში ჩარჩენილ ბავშვზე.
და მისი ჯდომა, ნიშნავს თითქმის ხის დგომას სახლთან
თან ისე დგომას, გამვლელებს რომ ცისკენ ახედებს
მეტიც, ის ერთი ხე კი არა, ტყეა რომელიც,
ამ ცოტა ხნის წინ ვიწრო გზაზე გადმოასახლეს.
ის ხშირად ჯდება, უბრუნდება იმ ძველ სიმაღლეს,
რომელიც ფეხის წვერზე დამდგარ ბავშვობას ახლდა,
ხანდახან, როგორც მზესუმზირა წელში იხრება...
თანდათან ხვდება, იზრდება და სიმაღლეს კარგავს...



ისევ იორიკი
latata
თან როცა ტუჩთან, სხვანაირი გემო აქვს სივრცეს.

მდაა.. smile.gif


********
.......შენ რომ ცას მართმევ
ასე მგონია გჭირდება და
ამიტომ გატან...

smile.gif
Matilda
latata
ეგ დავდე აქ და მაგის თარგმანიც ინგლისურად smile.gif

თოვლი!
Illegal Astronaut
კოშკამ სერიოზულად დაუბერა... თავიდან არ მომწონდა ეხლა უკვე კაია...
ART TAMUNA
Matilda

მომწოოოოოოოოოოოონს იორიკიიიიიიიიი
Illegal Astronaut
მოვედი და ჩეს ლექსიც... smile.gif



ნაბიჭვრები.
------------------------------------------------

ქუჩაზე გადარბიან ბავშვები ავტომატებით.
ქუჩა სველია და აღგზნებული,
ნაცრისფრად შეღებილი წარბებით და შიშველი მკერდით,
ისტერიული მზერებით, წარსულში ჩაუხედავად
ქუჩაზე გადარბიან ბავშვები ავტომატებით.

რამ დაგიმძიმათ კისერი, მისტერ?!
ეს ხომ მიწაა უცოდველობის და სილამაზის,
აქ ხომ დადიან სახეგაბადრული სანტა-კლაუსები
და მკვდარ თოჯინებს ურიგებენ პატარა ბავშვებს..
დღეს ვალენტინობაა,
დილით გულები ამოიწყვიტეს ორგანიზმებიდან
და სისხლშეუჩერებლად აუშვეს ჰაერში, როგორც ფრანები,
და რომ არ გაფრინდნენ ხორცის ნაჭრები ცისფერი ცისკენ,
იცით, ეწყინათ შეყვარებულებს..
რამ აგატკივათ თვალები, მისტერ?
ჩვენ ხომ ყოველდღე ჰაერის ნაცვლად
ხარბად ვისუნთქავთ ცრემლსადენ გაზს და ვიგინებით,
ეს ქუჩები ხომ დილა-საღამოს სუფთავდება ფოთლებისაგან
და უფრო მეტად ნაგვიანდება ბოთლებისგან, კოკა-კოლის,
რომელიც უფრო გვწყურია და გვიყვარს,
ჰა, მისტერ, ასე არაა?

წამლები ციდან მოფრინავენ წვიმის წვეთებად,
ჭუჭყიანი თეთრი ტაბლეტები თმებში გვეზრდებიან
და ინარჩუნებენ ენერგეტიკას..
ჰეჰ, ნაბიჭვრები!
და ჩვენ არ გვიყვარს წამლები თითქმის,
უბრალოდ წამლებს ვუყვარვართ ზედმეტად..
თეთრი, თეთრი სამყარო სისხლის კოპლებით
როგორ გვაგონებს არასრულწლოვანი გოგონას საცვლებს,
ხანდახან..
და ჩვენ ვიცლებით ყოველდღიურად განცდებისაგან,
კედელთან ვამწკრივებთ ჩვენს მოგონებებს დედის კალთიდან,
პირველი კლასის მერხიდან,
კლასობანას თამაშიდან
და ვხვრიტავთ მათ დაუზარებლად, უთავბოლოდ,
ბოლოს კი ვხვდებით, რომ საკუთარი არსებობის ფაშისტები ვართ..

რამ დაგიმძიმათ კისერი, მისტერ?
თქვენ აუცილებლად დაზრდით თქვენს შვილებს,
კეთილშობილ პატრიოტებს სამშობლოსათვის
და ისინიც აუცილებლად გადააპურჭყებენ მამადავითზე,
იყიდიან რაც შეიძლება ბასრ დანებს, ისე, უბრალოდ,
რა იცით რა ხდება,
ხომ არსებობენ კიდევ სხვა პატრიოტებიც...
ჰეჰ, ნაბიჭვრები!
ხედავთ, ქუჩა სულ დაცარიელდა ოცნებებისგან,
ახლა პირდაპირ შეგიძლიათ გადაირბინოთ,
დაივიწყოთ თქვენი ტვინის მიწისქვეშა გადასასვლელები,
მეტროები, საცავები, კაფეები, ბარები,
თეატრები, ავტობუსები, ნაგვის ურნები,
თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ თითქმის ცარიელ ქუჩაზე
უსასრულოდ ირბინოთ
ირბინოთ
ირბინოთ და ბოლოს სადმე დაენარცხოთ ნაცრისფერ ასფალტს
და თქვენ შეგრჩებათ მარმარილოს ეპიტაფია:
“ის: ხვალ – ზეგ”

ქუჩაზე გადარბიან ბავშვები ავტომატებით.
ქუჩაზე გადარბიან ბავშვები ავტომატებით.
ქუჩაზე გადარბიან ბავშვები გულუბრყვილო ღიმილებით,
ქუჩა სველია და აღგზნებული
და სჯერათ ბავშვებს
და ბავშვებს ისევ უიმედოდ სჯერათ სანტა-კლაუსის..
SmoK1e
სადღეგრძელო იყოს მისი

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალეთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების.
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შეშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე, ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა!
აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდგებით ხსენება!
გალაკტიონი

ნუ რა ვქნა მე მარტო რითმიანი და ლამაზი ლექსები მიყვარს ალბათ გემოვნება მომიძველდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
mako
-შენ გაირყვნები-
შენ გაირყვნები, აშკარა არის,
ვგრძრნობ შენს დაცემას წინასწარულად,
შენი სხეული ნაქანდაკარი
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები,ო.ისე ტლანქად,
როგორც გძრნობთ სხვის ვნებას დაღლილი.
დაგეწურება მკერდი მტევნებად.
და სადღაც წახვალ, ვით ქუჩის ძაღლი
სიძვა,მრუშობა აგედევნება.
მოგენატრება ის სიყმაწვლე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად
და იტყვი:რისთვის დავინაწილე
მე სიყვარული ხარისხეულად..
რა მომელოდა და რა დამარქვეს,
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები,
სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს.
რისთვის ვინთები,ვისთვის ვეგზნები.
მაგრამ თუ შეგხვდი,ო,სულის მეფევ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს,
მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.
არც საყვედური, არც ჩამოკრული
მკერდში ჩაგიკრავ, გულს შეგპირდები
მე ბედნიერი და უბედური
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები,
გეტყვი,რიმ,რა ვქნა,მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი,მომეცი ხელი,
თU პირველობა მე არ მეღირსა
ვიქნები მაინც უკანასკნელი!

ი.გრიშაშვილი



p.s.magrad miyvars es leqsi..
Matilda
mako
დედაჩემს უყვარს ძალიან smile.gif
mako
Matilda
მაგრად მიყვარს ეს ლექსი
Matilda
* * *

არიან ქალები - უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები - ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები - ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები - ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები - ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები - გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები - ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ
მამაკაცის ტუჩების ელდა.
არიან ქალები - მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები - ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ სიყვარულზე ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ რომ დაგვამარცხონ;
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები - რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები - დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს,
არიან ქალები - ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივე ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები . . .
და არიან კიდევ ქალები - პოეტები,
დაღლილნი და ღამეების მარტოობას შეფარებულნი,
ქალები - ტკივილები
''თვალების რაფებზე ჩამოწყობილი ცრემლებით,''
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები - ავგიას თვალები
გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არავის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს
ჩვენი ცოდვები და ტკივილები,
რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ
უდაბნოები - ქალები და კიდევ ქალები ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - ტოლჩები, ქალები - კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - მყუდრო ოთახები
და ის ქალები სუყველანი,
რომლებიც ''უბრალო'' ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები,
ძალინ დიდხანს ნამალავი და
უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული
პირღია ჭრილობებით,
ქალები - პოეტები,
ლურჯი ზმანებებით
და ''ყელზე გამობმული ღუზით,
რომელიც ზღვაში გახრჩობთ,''
ქალები - პოეტები, რომელთაც ასე ძალიან
მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის!



შოთა იათაშვილი




მეკეტება ამ ლექსზე! არის რაღაც ანაქრონიზმები, მაგრამ მთლანობაში ძალიან ძლიერია! ყველას გირჩევთ წაიკითხოთ!
Matilda
ესეც მეორე შოთა smile.gif ანუ შოთა გაგარინი...
ეძღვნება ამ ჰაიკუს დიდ მოტრფიალეს, ბატონ ბორგეზეს tongue.gif

ჰაიკუ

ღრმად ჩაისუნთქე გაქვავებული მზერა,
სუიციდი უზრდელობაა, როგორც
უხეირო საჩუქრის დაბრუნება.
SmoK1e
კარალეთი ცუდ დღეშია მგონი არადა ერთ დროს ამ მხარეს გალაკტიონმა მიუძღვნა ლექსი

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთბის ლურჯი კამარა
უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

პოეზიის მოყვარული დიდად არ ვარ პროსტა გალაქტიონზე მეკეტება.
Illegal Astronaut
Matilda

გენაცვალე :* აი სანდროს ჰაიკუ წვიმიან ნუნისში.. დაგვხოცა სიცილით....


რა სველი ვარ როცა წვიმს.. biggrin.gif biggrin.gif

Illegal Astronaut
აი ალექსას...

მონატრების ჰაიკუ...

შენ მიერ ზამთარში გარეცხილ მარწყზვზე ვფიქრობ დღეს...
che
ნუ იქნები პუტინო
უტრაკო და უტვინო
თუკი სადმე თმა შეგრჩა
ჩვენ არ დაგვაპუტინო



ესაც სახალხო მელექსე ხვიარას შედევრი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
che
თხოვნა მაქვს იქნება ამ თემას "პოეზია" დავარქვათ, რადგანაც პროზის თემა ცალკე გაიხსნა და სხვა ლიტერატურა არ ვიცი მე wink.gif
SmoK1e
ციტატა(che @ Aug 13 2008, 09:47 PM) *
ნუ იქნები პუტინო
უტრაკო და უტვინო
თუკი სადმე თმა შეგრჩა
ჩვენ არ დაგვაპუტინო



ესაც სახალხო მელექსე ხვიარას შედევრი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ძლივს არ თქვი სახალხო სათქმელი.........გაიხარე მაგარია
Psycho
იდოს ეს ჰაიკუც smile.gif
ცივი ზამთარი,
ტელეფონი რეკავს უხმოდ,
მეზობლის ბინაში.
SmoK1e
Julien
ეს ვისია???და აზრი???მაინტერესებს პროსტა ამიხსენით რა ვინმემ....
ART TAMUNA
ციტატა(Julien @ Aug 13 2008, 08:51 PM) *
იდოს ეს ჰაიკუც smile.gif
ცივი ზამთარი,
ტელეფონი რეკავს უხმოდ,
მეზობლის ბინაში.



აზრი??? ეს, როცა სათქმელიც არაფერია... და როცა ავტორი უკანა პლანზეააა
Psycho
ART TAMUNA
ციტატა
აზრი??? ეს, როცა სათქმელიც არაფერია... და როცა ავტორი უკანა პლანზეააა

მე არ მომწონს ეგ ჰაიკუ. ისე დავდე..

აი კიდე ერთი:

ქუჩის ბოლოში,
დამპალი ხის ყვითელ ტოტს,
მეც ვუყურებდი.
ART TAMUNA
ზოგი ჰაიკუ ძალიან საინტერესოა...... და ესენი უბრალოდ როცა ავტორი არ არსებობს ან განზეა...... ანუ თვისთვის მიდის ლექსი....
Psycho
ART TAMUNA
შენ მოგეწონა ესენი?
ART TAMUNA
ციტატა(Julien @ Aug 13 2008, 09:56 PM) *
ART TAMUNA
შენ მოგეწონა ესენი?


არა..... huh.gif
okicha
(დაედო წინ არწივის ფრთები...)
ტარიელ ჭანტურია

დაედო წინ არწივის ფრთები,
და ბეღურების ფრთების გამოჭრას ლამობდა...
okicha
(ვიფიქრე და...)
ტარიელ ჭანტურია

ვიფიქრე და ვიკვლიე და
ბოლო-ბოლო დავადგინე:
რაც საქართველოში ხდება,
გადარევდა თავად გინესს!
okicha
(ბადრი მთვარე...)
შოთა იათაშვილი

მაიკლ ჯორდანის
მიერ ნატყორცნი სამქულიანის
შენელებული კადრი.
biggrin.gif
Matilda
ციტატა
რა სველი ვარ როცა წვიმს..

გინიალ'ნა! biggrin.gif

ციტატა
თხოვნა მაქვს იქნება ამ თემას "პოეზია" დავარქვათ, რადგანაც პროზის თემა ცალკე გაიხსნა და სხვა ლიტერატურა არ ვიცი მე

არა სან, არ გეთანხმები... აქ იყოს ყველაფერი და როცა გინდათ პროზაზე ისაუბრეთ, როცა გინდათ პოეზიაზე და როცა გინდათ პუბლიცისტიკაზე... ლიტ.ფორუმი ხომ არაა ყველაფერს ცალკე თემა ჰქონდეს smile.gif

ციტატა
შენ მოგეწონა ესენი?

მე მომეწონა smile.gif მეორე უფრო smile.gif პირველი ისე რა...
Matilda
okicha
შოთას ჰაიკუები მმმმმმმმაგრად გამოსდის smile.gif
Matilda
ციტატა(SmoK1e @ Aug 13 2008, 08:50 PM) *
კარალეთი ცუდ დღეშია მგონი არადა ერთ დროს ამ მხარეს გალაკტიონმა მიუძღვნა ლექსი

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთბის ლურჯი კამარა
უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

პოეზიის მოყვარული დიდად არ ვარ პროსტა გალატიონზე მეკეტება.

ერთხელ ჩუმად შეგისწორე და ვერ შეამჩნიე და ახლა გეტყვი smile.gif
გალაკტიონი ერქვა მაგ კაცს wink.gif
okicha
Matilda
ხო მეც მიყვარს შოთას ჰაიკუები smile.gif
Matilda
okicha
დავდებ მერე მაგისებს, მოგვიანებით smile.gif
okicha
(ზაფხულის მშვიდი ხმები...)
შოთა იათაშვილი

ზაფხულის მშვიდი ხმები...
ალბათ დაახლოებით ასეთია
ჟღერადობა სამოთხეში.
okicha
(ფანჯრებს რეცხავენ...)
შოთა იათაშვილი

ფანჯრებს რეცხავენ...
დაბანილი შუქი
შემოდის ოთახში.

ეს მაგარია smile.gif დაბანილი შუქი ...
okicha
ციკლიდან "ეროტიკული ჰაიკუ"
შოთა იათაშვილი

სარეცხის თოკზე
ზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.

* * *
ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.

* * *
შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.

* * *
იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.

* * *
ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.

biggrin.gif
Psycho
ციტატა(okicha @ Aug 13 2008, 11:55 PM) *
ციკლიდან "ეროტიკული ჰაიკუ"
შოთა იათაშვილი

სარეცხის თოკზე
ზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.

* * *
ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.

* * *
შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.

* * *
იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.

* * *
ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.

biggrin.gif

აქედან დავიწყე ჰაიკუების კითხვა smile.gif და გაფანატება biggrin.gif
mako
-გაურკვევლობა-
გზები... შენი ნაბიჯებით გიხაზია,
წინ კი მხოლოდ ცარიელი ფურცელია,
ცხოვრება თუ მართლა მარტო მირაჟია,
მაშინ, ალბათ, ყველაფერი უცვლელია.

ვერ გაიგე, სისადავე რატომ ქრება,
როცა თითქოს ყველაფერი უთქმელია,
მაშინ, ალბათ, ყოველგვარი საოცრება
მხოლოდ ერთი ცარიელი ფურცელია.

გაგა ნახუცრიშვილი


okicha
Julien
biggrin.gif მეც მაგრად მომწონს
Psycho
დაბეჭდილი მატარებელი


შტეფან ცვაიგი


მშვიდობის პატარა კუნძული - შვეიცარია, ყოველი მხრიდან მსოფლიო ომის ღველფისა და ღადარის ღვარცოფით გარემოცული, ავად ხსენებულ 1915-1918 წლებში ის სცენა გახლდათ, რომელზედაც დღენიადაგ ერთი ამაღელვებელი დეტექტიური რომანი თამაშდება. მეომარ სახელმწიფოთა ელჩები ფეშენებელურ სასტუმროებში ისე გულცივად უვლიან ურთიერთს გვერდს, თითქოს ერთმანეთს თავის დღეში არ იცნობდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ურთიერთს სტუმრად იწვევდნენ და მეგობრულად ბრიჯს თამაშობდნენ. მათ აპარტამენტებში გუნდ-გუნდად ირევიან საეჭვო პიროვნებები, დეპუტატები, მდივნები, ატაშეები, საქმოსნები, სახეშებურვილი თუ სახეშეუბურავი ქალბატონები, ყველანი _ საიდუმლოებით მოცული დავალებებით აღჭურვილნი. სასტუმროების წინ მიმოდიან უცხოელთა განმასხვავებელი ნიშნებით შემკული ბრწყინვალე ლიმუზინები, რომლებიდანაც მსხვილი მრეწველები, ჟურნალისტები, ვირტუოზ-შემსრულებლები და თითქოსდა შემთხვევით, თავშესაქცევად მოგზაურები იჭვრიტებიან. თითქმის ყოველ მათგანს ანალოგიური დავალება აქვს: რაღაც შეიტყოს, რაღაცას მიაკვლიოს. ჰოდა, პორტიესაც, ვინც სტუმრებს ნომრებამდე აცილებს და მოახლესაც, ვინც ნომრებს ალაგებს, აკისრიათ, გაფაციცებით თვალყური ადევნონ სტუმრებს. ყველგან ერთიმეორის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები იღვწიან _ სასტუმროებსა, პანსიონატებსა, საფოსტო განყოფილებებსა თუ კაფეებში. ის, რაც პროპაგანდად საღდება, ნახევრად ჯაშუშობაა; ის, რასაც თავი სიყვარულად მოაქვს, სინამდვილეში ღალატია. ამ ახალჩამოსულთა ყოველ მოქმედებაში მეორე და მესამე ქვეტექსტი იმალება. ყველაფერს უთვალთვალებენ, ყველაფერს მაშინვე იტყობინებიან: როგორც კი მეტ-ნაკლები რანგის გერმანელი ციურიჰში ჩადის, მოწინააღმდეგის საელჩომ ბერნში ეს უკვე იცის, ხოლო ერთი საათის მოგვიანებით პარიზშიც უწყიან. ყოველდღიურად ჭეშმარიტი თუ შეთხზული ცნობების მთელ ტომებს აწვდიან წვრილფეხა თუ მსხვილფეხა აგენტები ატაშეებს, ხოლო ისინი კიდევ _ თავიანთ მთავრობებს. კედლები თითქოს გამჭვირვალე იყოს, ტელეფონებს ფარულად აყურადებენ, საქაღალდე კალათებიდან და პრესპაპიეებზე დარჩენილი ნაკვალევიდან თითოეულ კორესპონდენციას აღადგენენ და ბოლოს ეს ქაჯური ორომტრიალი ისეთ შლეგურ ხასიათს იძენს, რომ მონაწილეთაგან ბევრმა თავადაც აღარ იცის, რას წარმოადგენს: მასზე ნადირობენ თუ თვითონ ნადირობს სხვაზე, ჯაშუშობის ობიექტია თუ თვითონ არის ჯაშუში, გაცემულია თუ გამცემი.
იმ დღეებში მხოლოდ ერთი კაცის შესახებ თითქმის არაფერი ისმის, შეიძლება იმიტომ, რომ თვალში არავის ეჩხირება და ფეშენებელურ ოტელებში არ ჩერდება, არც ყავახანებში ყუნცია და ამიტომ რა ბედენაა იმ კაცის სახელისა და გვარის _ ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვის _ დამახსოვრება, რომელიც მეჯღანის მდგმურია. ამიტომ იმხანად რომ ერთ-ერთ იმ გაკრიალებულ ავტომობილს, საელჩოდან საელჩოში რომ დაქრიან, შემთხვევით ეს კაცი ქუჩაში გაეტანა, მთელი მსოფლიო ვეღარ გაიცნობდა ვერც ულიანოვის გვარითა და ვერც ლენინის ფსევდონიმით.

მოსახდენი მოხდა
ერთ დღესაც, ეს 1917 წლის 15 მარტია, ციურიჰის სამკითხველოს ბიბლიოთეკარი დიახაც გაკვირვებულია. საათის ისარი დილის ცხრას უჩვენებს და ის ადგილი, სადაც ყველა მკითხველზე პუნქტუალური მკითხველი დღენიადაგ ზის ხოლმე, ცარიელია. ხდება ათის ნახევარი, ხდება ათი, მაგრამ ის დაუღალავი მკითხველი არ მოდის და ამიერიდან აღარც მოვა, რადგან ბიბლიოთეკაში მომავალს გზაში ერთი რუსი მეგობარი გადაეყრება და ხელდახელ ახალ ამბავს მიახლის: რუსეთში რევოლუციამ იფეთქაო.
ლენინს ჯერ არ სჯერა, გაოგნებულია ახალი ამბით. მაგრამ შემდგომ მისთვის დამახასიათებელი მოკლე და სხარტი ნაბიჯებით ტბის პირას მდებარე გაზეთების ჯიხურს მიაშურებს. იქ საათობით ელის, მერე კი მთელი დღეებიც მორიგეობს იქა თუ გაზეთის რედაქციის წინაც, უახლეს ცნობებს ელოდება. სწორია. ახალი ამბავი დასტურდება და დღითი დღე მისთვის სულ უფრო და უფრო დიდებულ რეალობად იქცევა. ჯერ მხოლოდ სასახლეში მომხდარი გადატრიალების ხმა ვრცელდება და, როგორც ჩანს, მინისტრთა შეცვლით შემოიფარგლება. შემდგომ ამას მეფის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოსდევს. დუმა, რუსული თავისუფლების ჩანასახი, პოლიტიკური პატიმრების ამნისტია _ ყველაფერი, რაზეც ის ამდენი წელი ოცნებობდა, რისთვისაც ის ბარე ოცი წლის ასაკიდან არალეგალურ ორგანიზაციებში, ციხეში, ციმბირში, ემიგრაციაში იღვწოდა, აღსრულდა. და ერთბაშად მილიონობით დახოცილი ადამიანი, რომლებიც ამ ომმა იმსხვერპლა, უკვე ამაოდ დახოცილად აღარ ეჩვენება. იმდენად უაზროდ დახოცილებად კი არ მიაჩნია ისინი, არამედ თავისუფლების, სამართლიანობისა და მარადიული მშვიდობის ახალი საუფლოსათვის წამებულებად ესახება. ზარხოში ეკიდება სხვა დროს ოცნებაშიც კი ესოდენ ცივსა და გამჭრიახ კალკულატორს და ახლა რარიგ მხნეობენ და ხარობენ ასობით სხვანიც, მისებრ პატარა სენაკებში შეხიზნული ემიგრანტები ჟენევასა, ლოზანასა თუ ბერნში, როცა იტყობენ, რომ სამშობლოში, რუსეთში, დაბრუნება ძალუძთ, თანაც ყალბი პასპორტებით კი არა, შეცვლილი გვარებითა და სახელებით კი არა, იმპერატორის საბრძანებელში სიკვდილით დასჯის შიშით კი არა, არამედ როგორც თავისუფალ მოქალაქეებს თავისუფალ ქვეყანაში. ისინი უკვე კრავენ თავიანთ ბარგი-ბარხანას, რადგანაც გაზეთებში გორკის ლაკონიური დეპეშაა დაბეჭდილი: ყველანი შინ დაბრუნდითო! თვითონაც სადღა არ გზავნიან დეპეშებს: შინ დაბრუნდით, შინ დაბრუნდითო! შევერთდეთ, გავერთიანდეთ, ერთხელ კიდევ შევაგდოთ ბედის სასწორზე ჩვენი სიცოცხლე იმ საქმისათვის, რასაც მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენითო, რუსული რევოლუციის საქმისთვისო.

...და გულგაცრუება
მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გასაგები ხდება, რომ რუსული რევოლუცია, რომლის შესახებ დარხეულმა ცნობამ მათ გულებს ფრთები გამოასხა, ის რევოლუცია არ არის, რაზეც ისინი ოცნებობდნენ, და არც რუსული რევოლუციაა. ეს მეფის კარზე მეფისავე წინააღმდეგ ინგლისელი და ფრანგი დიპლომატების მიერ მოწყობილი ამბოხი იყო, რათა მეფისთვის გერმანიასთან ზავის შეკვრაში შეეშალათ ხელი, და არა მშვიდობას მოწყურებული და ყოველგვარ უფლებას მოკლებული ხალხის რევოლუცია. ეს ის რევოლუცია კი არ არის, რისთვისაც ისინი ცოცხლობდნენ და რისთვისაც მზად იყვნენ დახოცილიყვნენ, არამედ ომის მონაწილეთა ინტრიგა, იმპერიალისტებისა და გენერლების ინტრიგა, რომელთაც არ სურთ, ვინმემ მათი გეგმები ჩაშალოს. ჰოდა, ლენინი და მისიანები მალე ხვდებიან, რომ მოწოდება: ყველანი შინ დაბრუნდითო _ ყველა იმას როდი შეეხება, ვისაც ეს ნამდვილი, რადიკალური, კარლ მარქსისეული რევოლუცია სწადია. სულ მალე მილიუკოვი და დანარჩენი ლიბერალები განკარგულებას იძლევიან: მათი უკან დაბრუნება არ დაუშვან და იმ დროს, როდესაც ზომიერ სოციალისტებს, რომლებიც ომის განგრძობის საქმეში გამოდგებიან, როგორიც პლეხანოვია, უაღრესად თავაზიანად ინგლისიდან სატორპედო კატარღებითა და საპატიო ბადრაგით პეტერბურგში გადაჰყავთ, ტროცკის _ ჰალიფაქსში, ხოლო სხვა რადიკალებს საზღვრებზე აკავებენ. ანტანტის წევრ ყველა ქვეყანაში საზღვრებზე შავი სიები ჰკიდია იმათი, ვინც მესამე ინტერნაციონალის კონგრესში მონაწილეობდა ციმერვალდში. სასოწარკვეთილი ლენინი დეპეშას დეპეშაზე გზავნის პეტერბურგში, მაგრამ მათ ან საზღვარზე აკავებენ, ანდა ადგილზე, ადრესატისთვის არ მიაქვთ, რაც ციურიჰში არ უწყიან და არც ის იცის ვინმემ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, რაოდენ ძლიერი, რაოდენ ენერგიული, მიზანსწრაფული და მომაკვდინებლად საშიშია მისი მტრებისათვის ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. ეს კარგად მხოლოდ რუსეთში იციან.
უცხოეთში დარჩენილთა სასოწარკვეთილებას საზღვარი არა აქვს. რამდენი წელი იმუშავებდნენ თავიანთი გენერალური შტაბის უამრავ სხდომაზე ლონდონსა, პარიზსა და ვენაში რუსული რევოლუციის სტრატეგიულ გეგმას; მისი ორგანიზების ყოველი წვრილმანი ჰქონდათ აწონილ-დაწონილი, განსჯილი და გამოცდილი; ათეული წლების მანძილზე ჰქონდათ თავიანთ ჟურნალებში განხილული თეორიული თუ პრაქტიკული ასპექტით მასთან დაკავშირებული სიძნელეები, საშიშროებანი და შესაძლო ვარიანტები. ეს კაცი მთელი სიცოცხლე მხოლოდ ამ ერთადერთ თემას ჩაჰკირკიტებდა, კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა, ამოწმებდა და საბოლოო ფორმულირებებს აყალიბებდა, ახლა კი, ვინაიდან აქ, შვეიცარიაშია დაბინავებული, მის რევოლუციას სხვები წყალწყალას ხდიან, აფუქსავატებენ. მისთვის ხალხის გათავისუფლების წმინდა იდეას უცხო ერების და უცხოელთა ინტერესების სამსახურში აყენებენ. იმ დღეებში ლენინი უცნაური ანალოგიით ჰინდენბურგის ბედს იზიარებს, რომელიც ბარე ორმოცი წელი რუსეთში ლაშქრობას ამზადებდა, ჯარს წვრთნიდა, სამხედრო მანევრებს ატარებდა, მერე კი ომის პირველ დღეებში იძულებულია შინ იჯდეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი და პაწია ალმებით რუკაზე აღნიშნოს მოწვეულ გენერალთა წარმატებები თუ შეცდომები. იმ უსასოო დღეებში სხვა დროს უტეხი რეალისტი ლენინი ყოვლად შლეგურ და ფანტასტიკურ ხილვებშია და რას აღარ ფიქრობს: ხომ არ შეიძლება თვითმფრინავი დაიქირაოს და გერმანიის ან ავსტრიის გავლით გაემგზავროს? მაგრამ პირველივე პიროვნება, ვისაც დახმარებისათვის მიმართავს, ჯაშუში გამოდგება. გაქცევის სულ უფრო და უფრო შმაგი და შლეგური იდეები იპყრობს. შვედეთში გზავნის წერილს: შვედეთის პასპორტი მიშოვეთ, მუნჯად მინდა თავი გავასაღო, რათა ყველასათვის ანგარიშის ჩაბარება არ დამჭირდესო. რასაკვირველია, ამგვარი ფანტასტიკური ფიქრებით აღსავსე ღამეების შემდეგ ლენინი მეორე დილით თავადვე აღიარებს, რომ ასეთი გეგმების განხორციელება შეუძლებელია. მაგრამ მან ისიც კარგად უწყის: აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რუსეთში, რათა თავისი რევოლუცია მოახდინოს და სხვებს არ დაანებოს ეს ამბავი, მართებული და პატიოსანი რევოლუცია მოახდინოს, ნაცვლად პოლიტიკურისა. რადაც უნდა დაუჯდეს, რუსეთში უნდა დაბრუნდეს.

გერმანიის გავლით.
ჰო თუ არა?
შვეიცარია მდებარეობს, ასე ვთქვათ, ჩაწოლილია იტალიასა, საფრანგეთსა, გერმანიასა და ავსტრიას შორის. ლენინისათვის ანტანტის ქვეყნების გავლით გზა ჩაკეტილია, როგორც რევოლუციონერისათვის, ხოლო გერმანიისა და ავსტრიის გავლით _ როგორც რუსეთის ქვეშევრდომისათვის, როგორც მტრული ქვეყნის მოქალაქისათვის, მაგრამ პოლიტიკურ ძალთა აბსურდული კონსტელაციის გამო კაიზერ ვილჰელმის გერმანიისაგან ლენინი უფრო მეტ შემწყნარებლობას უნდა მოელოდეს, ვიდრე მილიუკოვის რუსეთისაგან ან პუანკარეს საფრანგეთისაგან. გერმანიას, რადაც უნდა დაუჯდეს, ამერიკის მიერ ომის გამოცხადების კვირაძალზე რუსეთთან ზავი სჭირდება. ასე რომ, რევოლუციონერი, რომელიც იქ ინგლისისა და საფრანგეთის ელჩებს საზრუნავს უჩენს, გერმანელებისათვის მხოლოდ სასურველი შემწე შეიძლება იყოს.
მაგრამ კაიზერის გერმანიის მიმართ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა საშინლად საპასუხისმგებლოა. თავის ნაწერებში გერმანია ბარე ასჯერ გაულანძღავს და დამუქრებია. ახლა კი მასთან ერთბაშად მოლაპარაკება როგორ გააბას? აქამდე არსებული ყოველგვარი მორალის გაგებით, ცხადზე ცხადია, სახელმწიფო ღალატად მიიჩნევა გახურებულ ომში მოწინააღმდეგე მხარის გენერალური შტაბის ნებართვით ამ ქვეყანაში შესვლა და მგზავრობა. ამიტომ ლენინმა, რასაკვირველია, უნდა იცოდეს, რომ ამით იგი თავის პარტიასა და თავის საქმეს იმთავითვე სახელს უტეხს, რომ შეიძლება ეჭვი შეეპაროთ: გერმანიის მთავრობა როგორც მოსყიდულსა თუ დაქირავებულ აგენტს გზავნის რუსეთშიო, და რომ, თუ ის დაუყოვნებლივ ზავის შეკვრის მისეულ პროგრამას განახორციელებს, სამუდამოდ ბრალი დაედება ისტორიაში: რუსეთის ომში გამარჯვებას და ჭეშმარიტი ზავის ისე მიღწევას ხელი შეუშალაო. რასაკვირველია, მარტო ალალი რევოლუციონერები კი არ არიან აღშფოთებულნი, არამედ ლენინის უბრალო თანამზრახველთა უმრავლესობაც, როდესაც იგი მზადყოფნას გამოთქვამს, თუ საჭირო იქნა, ამ ყოვლად სახიფათო და მაკომპრომეტირებელ გზაზეც არ ვიტყვი უარსაო. თავზარდაცემულნი მიუთითებენ ლენინს იმაზე, რომ შვეიცარიელ სოციალ-დემოკრატებს დიდი ხანია უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკება რუსი რევოლუციონერების უკან დაბრუნების თაობაზე ტყვეთა გაცვლის ლეგალური და ნეიტრალური გზით. მაგრამ ლენინმა იცის, რაოდენ გაჯანჯლდება რამის მიღწევა, თუ ამ გზას დაადგება, რუსეთის ხელისუფლება როგორ უსასრულოდ გააჭიანურებს სამშობლოში მათ დაბრუნებას, მაშინ როდესაც ყველა დღეს და ყოველ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის მხოლოდ მიზანს ხედავს, იმ დროს, როდესაც სხვები, ნაკლებად ცინიკურნი და კადნიერნი, ვერ ბედავენ ისეთი რამ მოიმოქმედონ, რომელიც ყოველი არსებული კანონითა და თვალსაზრისით ღალატია. მაგრამ ლენინმა შინაგანად უკვე მიიღო გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობით გერმანიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მართავს.

შეთანხმება
სწორედ იმის გამო, რომ ლენინმა იცის, რაოდენ სკანდალური და გამომწვევია მის მიერ გადადგმული ნაბიჯი, იგი რაც შეიძლება ახდილად მოქმედებს. მისი დავალებით შვეიცარიის პროფკავშირის მდივანი ფრიც პლატენი მიდის გერმანიის ელჩთან, რომელიც მანამდეც ეწეოდა მოლაპარაკებას რუს ემიგრანტებთან და ლენინის პირობებს წარუდგენს, _ პირობებს, ვინაიდან ეს ჩია უცნობი ლტოლვილი ისეთ მოთხოვნებს აყენებს, თითქოს წინასწარ გრძნობდეს თავის მყობად ავტორიტეტს: გერმანიის მთავრობას როდი ეხვეწება, არამედ ვაგონისათვის ექსტერიტორიულობის მინიჭებას მოითხოვს. მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან მგზავრები გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით ისარგებლონ. ვინაობის შემოწმება, პასპორტის გასინჯვა არც ჩასხდომისას და არც გადმოსხდომისას არ უნდა მოხდეს, მგზავრობის საფასური ჩვეულებრივი ტარიფით თვითონ უნდა გადაიხადონ, ვაგონი არც ვისიმე მოთხოვნით და არც საკუთარი ინიციატივით არ უნდა დატოვონ. მინისტრი რომბერგი ყოველივე ამას კიდევ უფრო ზევით გადასცემს და ბოლოს ცნობა ლუდენდორფს უვარდება ხელში. ისიც უყოყმანოდ უჭერს მხარს, თუმცა კი მის მოგონებებში ამ ისტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ კრინტიც არ არის დაძრული. ელჩი ზოგიერთი დეტალის შეცვლას მოითხოვს კიდევ, რადგან ოქმი ლენინის მიერ ისე ორაზროვნად არის შედგენილი, რომ არა მხოლოდ რუსებს, არამედ ერთ ავსტრიელსაც, როგორიც რადეკია, შეუძლია შეუმოწმებლად იმგზავროს ამ ვაგონით. მაგრამ ისევე, როგორც ლენინი, გერმანიის მთავრობაც ჩქარობს, ვინაიდან ამ დღეს, 5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატები ომს უცხადებს.
ასე რომ, ფრიც პლატენი 6 აპრილს, შუადღისას, ღირსსახსოვარ პასუხს იღებს: საქმე სასურველად გადაწყდაო. 1917 წლის 9 აპრილს კი, სამის ნახევარზე, რესტორან «ციურიჰერჩოფიდან» ციურიჰის რკინიგზის სადგურისკენ ცუდად ჩაცმული ადამიანების მცირე რამ ჯგუფი მიემართება. ზოგს ჩემოდანი უჭირავს ხელში. სულ რაღაც ოცდათორმეტი სული. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. კაცთაგან შემდგომ მხოლოდ ლენინის, ზინოვიევისა და რადეკის სახელები შეიქმნა საყოველთაოდ ცნობილი. მგზავრები ერთად შეექცნენ მწირ სადილს, ერთადვე მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომ მათთვის ცნობილია პრესაში გამოქვეყნებული წერილი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მთავრობა აპირებს გერმანიაში გავლით მოგზაურნი სახელმწიფო მოღალატეებად განიხილოს. მათ მოუქნელი და გადღაბნილი ასოებით მოაწერეს ხელი: ამ მგზავრობისთვის მთელ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ და შემოთავაზებულ პირობებს ვიწონებთო. მდუმარედ და მედგრად ემზადებიან ისინი მსოფლიო-ისტორიული მგზავრობისათვის.
მათ მისვლას სადგურში ყურადღებას არავინ აქცევს. არც რეპორტიორები და ფოტოგრაფები გამოჩენილან, რადგან, აბა, ვინ იცნობს შვეიცარიაში ამ ვიღაც ბატონ ულიანოვს, დაჭმუჭნილი ქუდი რომ ახურავს, გაცვეთილი პიჯაკი და კურიოზულობამდე მძიმე მთამსვლელის ფეხსაცმელი აცვია და შვედეთამდე არ გაიხდის. ტომრებითა და კალათებით დატვირთული კაცებისა და ქალების გარემოცვაში არცთუ თვალში საცემად, მდუმარედ იჭერს ადგილს მატარებელში. ისიც და მისი მხლებლებიც არაფრით გამოირჩევიან იმ ურიცხვი ლტოლვილებისაგან, რომლებიც იუგოსლავიიდან თუ რუმინეთიდან ჩამოდიან აქ, ციურიჰში, ხშირად და ხის ჩემოდნებზე სხედან ორიოდე საათს, რათა სული მოითქვან, ვიდრე გზას განაგრძობდნენ საფრანგეთის ზღვის სანაპიროსაკენ, ხოლო იქიდან კი _ ოკეანის გაღმა. შვეიცარიის შრომის პარტიასაც, რომელიც არ იწონებს ამ წამოწყებას, თავისი წარმომადგენელი არ გამოუგზავნია. მხოლოდ რამდენიმე რუსი მოვიდა, რათა მიმავალთ ცოტაოდენი სანოვაგე გაატანონ და ახლობლებთან მოკითხვა დააბარონ. მათ შორის ერთი-ორი ისეთიც ურევია, ვინც იმ განზრახვით მოვიდა, რომ იქნებ ლენინს უკანასკნელ წუთში უაზრო და დანაშაულებრივ მოგზაურობაზე ხელი ააღებინოს. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამ საათსა და ათ წუთზე გამცილებელი ნიშანს იძლევა და მატარებელი გოტმანდინგენისკენ, გერმანიის სასაზღვრო სადგურისაკენ, მიგორავს. სამ საათსა და ათ წუთზე, ანუ ამიერიდან, მსოფლიო საათი სხვაგვარად იწყებს სვლას.

პლომბიანი მატარებელი
მილიონობით გამანადგურებელი ყუმბარა იქნა გასროლილი პირველ მსოფლიო ომში. ყველაზე მძიმე, ყველაზე მძლავრ, ყველაზე შორი მოქმედების ჭურვებს იგონებენ ინჟინრები, მაგრამ მთელ ახალ ისტორიაში ისე შორს გამიზნული და ავბედითი არც ერთი არ ყოფილა, როგორიც ეს მატარებელი იყო, დატვირთული ყველაზე საშიში, ყველაზე თავზეხელაღებული რევოლუციონერებით, ახლა რომ შვეიცარიის საზღვრიდან მთელ გერმანიას გადაუქროლებს, პეტერბურგში დაეშვება და ეპოქალურ წესწყობილებას ააფეთქებს.
გოტმანდინგენში ლიანდაგზე დგას ეს განუმეორებელი გამონაგონი, მეორე და მესამე კლასის კუპეების შემცველი ვაგონი. ქალები და ბავშვები მეორე კლასის კუპეებს იკავებენ, ხოლო კაცები _ მესამისას. იატაკზე ცარცით გავლებული ხაზი ერთმანეთისაგან აცალკევებს რუსების მხარესა და მათი მხლებელი ორი გერმანელი ოფიცრის კუპეს. მთელი ღამე უინციდენტოდ მიქრის მატარებელი. მხოლოდ ფრანკფურტში შემოცვივდებიან ერთბაშად გერმანელი ჯარისკაცები, რომელთაც რუსი რევოლუციონერების მგზავრობისთვის ყური მოუკრავთ და ერთხელაც გერმანელ სოციალ-დემოკრატებს უარით ისტუმრებენ, როდესაც ისინი მგზავრებთან მოლაპარაკებას მოინდომებენ. ლენინმა დიახაც იცის, რომ მაშინვე ყველას ეჭვი გაუჩნდება, როგორც კი გერმანიის მიწა-წყალზე რომელიმე გერმანელს თუნდაც ერთ სიტყვას ეტყვის. შვედეთში მათ საზეიმოდ მიესალმებიან, დამშეულები ხარბად ეძგერებიან შვედურ საუზმეს და მის ოხშივარს, როგორც რაღაც დაუჯერებელ სასწაულს, ისე აღიქვამენ. მერე ლენინი, როგორც იქნა, თავის მძიმე სამთო ფეხსაცმელს იძრობს და ახალს აყიდვინებს, აგრეთვე ცოტაოდენ ტანსაცმელსაც და ბოლოს და ბოლოს რუსეთის საზღვარსაც აღწევენ.

ჭურვი მიზანს ხვდება
დამახასიათებელია ლენინის პირველი ჟესტი რუსეთის მიწა-წყალზე. ცალკეულ ადამიანებს კი არ ხვდება, არამედ უწინარეს ყოვლისა გაზეთებში იძირება. თოთხმეტი წელია, რაც რუსეთში არ ყოფილა, აქაური მიწა არ უნახავს, არც ქვეყნის დროშა და არც ჯარისკაცების უნიფორმა, მაგრამ ეს რვალივით მტკიცე იდეოლოგი სხვებივით ცრემლებად კი არ იღვრება, ქალივით კი არ იკრავს გულში მოულოდნელობისაგან გაოგნებულ ჯარისკაცებს. გაზეთი, გაზეთი უწინარეს ყოვლისა, «პრავდა», რათა დაადგინოს, ეს ორგანო, მისი ორგანო ინტერნაციონალურ თვალსაზრისს საკმაოდ გაბედულად იცავს თუ არა. გაბრაზებული ჭმუჭნის გაზეთს. არა, საკმაოდ ვერა. ისევ სამშობლოს სიყვარული, ისევ პატრიოტიზმი. მისი გაგებით, ისევ და ისევ ჯეროვანი სისრულით ვერ არის წარმოდგენილი რევოლუციური სულისკვეთება. გრძნობს, რომ დროზე ჩამოვიდა, რომ დადგა დრო საჭე თვითონ წარმართოს. მისი ცხოვრების იდეა წინ წამოსწიოს მოწოდების წინააღმდეგ: «გავიმარჯვოთ ან დავიღუპოთ». მაგრამ შეძლებს კია? ერთხელაც ყოყმანობს, ერთხელაც შიშობს, დაუყოვნებლივ ხომ არ დაიჭერს მას მილიუკოვი პეტროგრადში? ჯერ კიდევ ასე ეწოდება ამ ქალაქს მაშინ. მაგრამ არცთუ დიდი ხანია მეგობრები, რომლებიც მატარებელშივე წინასწარ შეეგებნენ, კამენევი და სტალინი, უცნაურად იღიმებიან, თითქოს რაღაც საიდუმლო იცოდნენ. მესამე კლასის ბნელ კუპეში, რომელსაც ოდნავ ანათებს მბჟუტავი სანათური, პასუხს არ იძლევიან, ანდა არ სურთ, პასუხი გასცენ.
მაგრამ გაუგონრად დიდია პასუხი, რასაც სინამდვილე იძლევა. მატარებელი ფინეთის სადგურზე შედის და მის წინ მდებარე ვეება მოედანზე უკვე ათეულათასობით მუშა და ყველა სახეობის იარაღის წარმომადგენელთა საპატიო ყარაულები ელოდებიან განდევნილობიდან შინ დაბრუნებულთ. «ინტერნაციონალი» ქუხს და ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი ვაგონიდან გადმოდის. ამ კაცს, ჯერ კიდევ გუშინწინ მეჯღანის მდგმური რომ იყო, ასობით ადამიანი ხელში აიტაცებს, მერე კი დაჯავშნულ ავტომობილზე აჰყავს. პროჟექტორები მეზობელი სახლებიდან და ციხესიმაგრიდან მისკენ არის მიმართული და დაჯავშნული ავტომობილიდან თავისი პირველი სიტყვით მიმართავს ხალხს. ქუჩები ირყევა და «ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო» იწყება. ჭურვი მიზანს მოხვდა და ანგრევს იმპერიას, სამყაროს ანგრევს.
ART TAMUNA
okicha

მეც მიყვარს შოთას ჰაიკუები...... თვითონვე ლაპარაკისას საკაიფოს ჩასვამს ხოლმე თავის ადგილას....
ART TAMUNA
Julien

ცვაიგი ძლიერიიიიიიაააააააა...... smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
SmoK1e
Matilda
არაა პოეზია ჩემი საქმე და ინტერესის სფერო და რა ვქნა...

ვინმემ ჰაიკუს აზრი გამგებინეთ რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს რა უბედურებაა ამასაც და ნიკორწმინდასაც ლექსი უნდა ერქვას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SmoK1e
Julien
შენ გაიხარე.......ცვაიგი საერთოდ ძლიერია, მაგრამ ეს მისი საუკეთესო ნამუშევარი ნაღდად არააა, მარიამ სტიუარტს ხო არ დადებდი მამენტ....გაიხერე ბრავო
ART TAMUNA
SmoK1e

აი განმარტებისათვის...... :::

ჰაიკუ - ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე, კლასიკური პოეტური ფორმა. ტერმინი ხმარებაში შემოიღო XIX საუკუნის იაპონელმა პოეტმა, მასაოკა შიკიმ , თუმცა ჰაიკუს მამამთავრად ითვლება , მაცუო ბასიო, XVII საუკუნის იაპონელი პოეტი. ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა. ტრადიციულად ჰაიკუ შედგება სამი ტაეპისაგან, ანუ ერთი ტერცეტისგან, რომელიც მთლიანობაში 17 მარცვალს შეიცავს. პირველი და მესამე ტაეპი 5 მარცვლიანია, მეორე კი - 7 მარცვლიანი. გარდა ამისა აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ერთ კიგოს (წელიწადის დროის სახელი), ან ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს (მაგალითად, ახალი წელი, ატმის ყვავილობა და ა.შ.), თუმცა კიგოს წარმოქმნის ასევე "სავსე მთვარის" ხსენებაც. ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის "მე". თუმცა გამორიცხული არაა იუმორი, ტროპები, მაგრამ ეს ყველაფერი თავშეკავებულად უნდა იქნას გამოყენებული. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი. ჰაიკუს წესების დარღვევა ძალიან ხშირია კლასიკოს მწერლებთანაც კი. თუმცა მთავარი მოთხოვნა არის ე.წ. "ჰაიკუს სულის" შენარჩუნება, რაც ნანახის, განცდილის, უბრალო მომენტების გამოთქმაში მდგომარეობს. ზოგადი სახით ყოველთვის შენარჩუნებულია ტაეპების სტრუქტურა (გრძელი-მოკლე-გრძელი) . არსებობს ჰაიკუს მრავალი სკოლა და ტენდენცია: ქალაქური ჰაიკუ, ანგაჟირებული ჰაიკუ და ა.შ.

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.