Psycho
Aug 7 2008, 01:52 AM
SmoK1e
Aug 7 2008, 01:57 AM
Julien
ბრავო რასაც ქვია.....10იანში გაარტყი იმენა
Psycho
Aug 7 2008, 02:12 AM
ციტატა(SmoK1e @ Aug 7 2008, 01:57 AM)

Julien
ბრავო რასაც ქვია.....10იანში გაარტყი იმენა
პაჟალუისტა
longbowman
Aug 7 2008, 04:48 PM
ეს წაივარჯჲშეთ ცოტა რუსულში რუსულ ხალხურ ლექსზე
ეს აქ უნდა იდოს.
МУРКА
Кто не знает бандy гоpода Одессы,
Там живyт бандиты шyлеpа.
Днем они воpyют, ночью yбивают,
А следят за ними с ГyбЧК.
Hочью было тиxо, только ветеp свищел,
А в малине собpался совет,
Все они бандиты, воpы, xyлиганы
Выбиpают свой автоpитет.
Речь деpжала баба - звали ее Мypка,
Девица сияла кpасотой...
Воpы ее знали, воpы ей гоpдились
Она вела всю шайкy за собой.
Вот пошли облавы начались провалы
Много стало наших пропадать
Как узнать скорее кто же стал шалявой
Чтоб за это строго наказать
Раз пошли на дело, выпить заxотелось
Мы зашли в шикаpный pестоpан
Там она сидела с агентом из УР'а,
А y ней под кypткой был наган.
Чтоб не шyxаpиться мы pешили смыться
А за это Мypке отомстить..
Одномy из ypок в кожанной тyжypке
Мы сказали - слyшай, Юpка, Мypкy надо бить.
Юpка в pестоpане в лоск напился пьяным
И начал Мypкy в пеpеyлке бpать.
Одномy из ypок в кожанной тyжypке
Поpyчил он Мypкy догонять.
"Здpавствyй, моя Мypка, здpавствyй, доpогая,
Здpавствyй, Мypа-Мypочка моя
Аль тебе жилося плоxо междy нами
Или не xватало баpаxла?
Здpавствyй, моя Мypка, здpавствyй, доpогая,
Здpавствyй, доpогая, и пpощай.
Ты ж зашyxаpила нашy всю малинy,
И за это, падла, финкy полyчай!"
Вынyл Юpка финкy, звеpски yлыбнyлся,
Засвеpкали каpие глаза.
И вознил он финкy пpямо в сеpдце Мypки....
Мypочка, не встанешь никогда!
Вот лежишь ты, Мypка, на кpаю доpоги,
Гpобовая кpышка над тобой...
Больше ты не встанешь, шyxеp не подымешь,
И лягавый плачет над тобой.
ლიტერატურაშI პოეზიაც იგულისხმება და სხვაც ყველაფერი???
ვაუ.. ფორუმს გადახალისებამ უშველა, ფორუმელებს თემატურად თემების გაერთიანების სურვილი გაუჩნდათ
პირველ რიგში სიახლე იყო ჩემთვის დათოს შვილის აქ დანახვა

კარგია

შემდეგ ლესულელუკას და ფსიხოს ახალი ნიკები მეუცნაურა

და ბოლოს ამ ხვიარამ გააფუჭა რა ყველაფერი

ჰოდა ესე
რა უბრალო ვარ,
როცა იშლებიან
ყვავილები..
ალექსა
dachi 1x
Aug 7 2008, 10:06 PM
და ბოლოს ამ ხვიარამ გააფუჭა რა ყველაფერი
აბა, აბა... შენს არ ყოფნაში დაიპყრო ლიტერატურის თემა

ისე დასვენების შემდეგ იიმდია არის შემოქფმედებით წვაში
dachi 1xდიდად ვერ მარა ეგაც იქნება

მომენატრე ზღაპრის ბიჭო
dachi 1x
Aug 7 2008, 10:19 PM
“MEMENTO MORI”
ტერენტი გრანელი
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI
dachi 1x
Aug 7 2008, 10:19 PM
აი ამის წაკიტხვა მომინდა სასწაულად ახლა.......
mako
Aug 7 2008, 10:23 PM
diletanti
გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეეეე
mako
Aug 7 2008, 10:27 PM
dachi 1x
მეც ეგეთ განწყობაზე ვაააარ
Psycho
Aug 7 2008, 10:42 PM
ფრანსუა ვიიონი
ანდაზების ბალადა
იმდენი ალტვეს, გაფოთლეს ძელი,
იმდენი ჩხიბეს, დახარეს პინა,
იმდენი ბერეს, გაცეტდა ბრძენი,
იმდენი კვერეს, დაიმსხვრა რკინა,
იმდენი აშრეს, დაულპათ ხილი,
იმდენი ფიცეს, დაკარგეს ნდობა,
იმდენი კოცნეს, გაგუდეს ჩვილი,
იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.
იმდენი ფერეს, გალიეს ხმალი,
იმდენი მწყემსეს, გაფანტეს მრევლი,
იმდენი ჩქმიტეს, შვილს ელის ქალი,
იმდენი ვბუქნე, შემხვდება ცრემლი,
იმდენი აზრი, რამდენიც თავი,
იმდენი გმობა, რამდენიც მკობა,
იმდენი ჩასხდა, ჩაინთქა ნავი,
იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.
იმდენი რეკეს, დაეხშოთ სმენა,
იმდენი კვალეს, წას ალეს კვალი,
იმდენი თმენა, რამდენიც რწმენა,
იმდენი ხვალე, რამდენიც ვალი,
იმდენი ხეხეს, გავარდა ძირი,
იმდენი ქარგეს, მოირღვა ქობა,
იმდენი ჭირი, რამდენსაც ვყვირი,
იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.
პრინცო, იმდენი აყმუვლეს მგლები,
იმდენი მოძღვრეს, ანატრეს ცხვრობა,
იმდენი ურტყეს, დაბრძენდა შლეგი,
იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 10:44 PM
che
სანდრო გავხდე შენი ლექსების მომწოდებელი ამ ფორუმზე?...
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 10:46 PM
"არ არსებობენ სიზმრები; არსებობენ მხოლოდ სიზმრები და არანაირი სხვა სიზმარი არ არსებობს სიზმრების გარდა."
გადმოდი აქეთ,
ისე, როგორც სჩვევიათ ტალღებს,
ერთი სახიდან მეორეზე გადანაცვლება,
გადმოდი აქეთ, გადმოინაცვლე, მოიფშვნიტე წამით თვალები,
გამოიხედე, როგორც ადრე, როგორც არასდროს,
ან ისე, როგორც მე მიყვარდა გადმოსვლა შენთან.
გადმოდი აქეთ,
გადმოდი და ჩემგან შეხედე სულ ერთი ბეწო დედამიწას,
თითქმის ვარდისფერს. და მაინც უფრო
სხვა სულებით ამოშენებულს,
რადგან შენ იქით არ ეყოფი ჰაერს საკვებად
და მე კი აქეთ დავიხრჩობი, უწყლოდ, უმიწოდ.
გადმოდი აქეთ,
გადმომიწდი, გადმოჰაერდი,
ვითომ ბუდა ხარ და იმღერე მწვანე სიმღერა,
რომ მოგვიჩოჩდნენ უფრო ახლოს მცენარეები,
რომ მოირბინონ ცხოველებმა, გველეშაპებმა,
იმღერე უფრო, უფრო მეტად, ხმაგაშიშვლებით,
გადმოდი აქეთ
როგორც გინდა ისეთი ფერის,
მე არ შეგღებავ არასოდეს, არ გადაგყიდი,
გინდა იყავი მოჰამედი, უფრო პირქუში
და შენთან იხმე მთელი მიწის უბრალოება,
მთელი უდაბნო, შენ იყოს, მე მიჩუქნია,
ოღონდ გადმოდი,
გადმო ჩემთან, ჩემკენ, ჩემს ზემოთ..
მოდი მითხარი, რა გითხრა მზემ შუაღამისას,
რა გითხრეს დილით ჩემმა ლურჯმა ანგელოზებმა,
რა გითხრა გოგომ, რომელიც შენ, მხოლოდ შენ იცი
და მიმანიშნე რა ფერია უსასრულობა,
მე წამოვწვები ფიცარნაგზე,
რომლიდანაც შენ ჩამოხვედი ათასი წლის წინ..
გადმოდი აქეთ,
ისე, როგორც სჩვევიათ ტალღებს,
როგორც არ იცი, გესმის, ანდა როგორც არ გინდა,
გადმოდი ჩემთან, აქ მეტია კაკლის ხეები,
აქ უფრო მეტად უყვართ ჩაი ველური პიტნის,
მე - ეშაფოტი, უწარსულო პოეტებისთვის
შენ – აქსიომა უსასრულო, თანაც ოქროსი,
უფრო მეტია ეს სიტყვები, შენში და ჩემკენ,
ვიდრე მილიონ წლების წინათ გამოგონილი,
მხოლოდ გადმოდი, აქეთ, ჩემთან, გადმო და მერე..
ესეც ჩეს ბოლო...

სანდრიკ ეგრე გააგრძელე..
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 10:48 PM
ესეც ჩემი უსაყვარლესი ლექსი... მეკეტება
ბიძია ფილიპ,
რა დაგიშავეს ეგვიპტურმა აქლემებმა, სირაქლემებმა,
ეკონომისტებმა, სირეკონომისტებმა,
რატომ მოუჭერი ყველა გზა წარსულისკენ და ასწავლე
თამბაქოს მოქაჩვა და ამოხველება..
შენც ელექტრომუტანტების მეგობარი ხარ ბიძია ფილიპ?
ოქროს ანგელოზები
ოქროს მდინარეები
ოქროს ფერები
ოღონდ მხოლოდ გათენებისას..
სადაა ოქროს პლანეტა ვარდისფერი ეკვატორით?
ოქროს პლანეტა
ოქროსფერი ოქროსფერი ოქროსფერი
მწვანე ხეებით და ყვითელი შეზლონგებით..
ჰალსტუხიანი მამაკაცები მტვერივით მედებიან კანის ნაწილებზე,
ნაცრისფერი მამაკაცები
ნაცრისფერი ნაცრისფერი ნაცრისფერი
და ვერც ერთი მათგანი ვერ მიხსნის
რატომ ჩამჩხავის ყურში მეს გიბონსი
და რატომ მსიამოვნებს მე ეს ჩხავილი უფრო მეტად,
ვიდრე ფილიპინელი შიშველი ბოზის კვნესა..
იცი მეს, აი ჩემი მეზობელი ნადიას მაგივრად
შენ რომ გეცხოვრა ამ ბინაში
აუცილებლად შემიყვარდებოდი და აღარასოდეს გამაღიზიანებდა
ჩემი მეზობელი მეს გიბონსის კატა..
შენ გიყვარს ცხოველები მეს?
ის ვინც აფეთქებს ავარიულ გულებს გადატვირთული სათავსოებით
არასოდეს ფიქრობს კარზე და ფანჯრებზე
ის უბრალოდ კედლებში დადის
და აფეთქებს აფეთქებს აფეთქებს
ისვრის წყლის ტყვიებს და პლუშის დათუნიებს
თავისი გიგანტური ბუშტსასროლი აკვალანგიდან
და ისვრის და ისვრის და ისვრის
და და დადადადადადდადადააააააა
ბიძია ბენცი ყოველ საღამოს ძღება მაცივრის თვალიერებით
ძღება შვეიცარიული ყველის და ჰოლანდიური სარდელების ჭამით
ძღება, როცა უნაკლოდ ფსამს
ძღება ძღება ძღება
და ბოლოს ბიძია ბენცი გადაიქცევა დიდ ვარდისფერ ბუშტად და ჰაერში გაფრინდება,
სანამ არ მიაღწევს მთვარეს და არ შეჭამს!
ბიძია ბენც, მთვარესაც შეჭამ?? უაა!
მთვარეები
მთვარეები
მთვარეები
ყვითელი მთვარე
წითელი მთვარე
მბჟუტავი მთვარე
გადამწვარი მთვარე პირში სიგარით და ხელში ქოლგით
მთვარე შოკოლადით და არაჟნით
მთვარე 5 ლარად, ახლა უკვე სითხის სახით
მთვარე მთვარე მთვარე
მთვალე მთვალე გამთვალე გამცვალე
და დამაბრუნე,
რომ სამუდამოდ გადაიმტერო გამყიდველი
და აღარასდროს წამომიღო..
დეიდა ჩიჩოლინა, ისევ ჟიმაობთ ხოლმე დეპუტატებთან?
იცით, სავალუტო ბირჟაზე ისევ დაიწია დოლარის კურსმა
ლამზირა ბებოს კი თქვენზე მეტად დაუჩაჩანაკდა ბებერი საშო
არადა თითქმის თქვენხელაა,
მაგრამ იტალიელ დეპუტატებთან არ ჟიმაობს..
დეიდა ჩიჩოლინა
დეიდა ჩიჩოლინა
და ამ დროს, წამი ჩერდება გაყინულივით და ყურში მჩურჩულებს
“რაღა დეიდაა შეჩემა”
შეჩემა შეჩემა მეჩემა
მე ჩემად მიმაჩნდა მთელი დედამიწა
და ბოლოს აღმოჩნდა რომ არც გლობუსი მქონია არასოდეს..
დეიდა ჩიჩოლინა, ნუთუ თქვენც გიფიქრიათ აფრიკელი ბავშვების პრობლემებზე?
ოქროსფერი ანგელოზები
ოქროსფერი თვალები
ოქროსფერი ფეხისგულები
ოქროსფერი ოქროსფერი ოქროსფერი
პლანეტა მჭირდება, სადაც წავიყვან ნიანგ გენას, დიკემბე მუტომბოს
და ხუთკუნჭულას,
რომ გავათხრევინო სამყაროს ყველაზე დიდი გვირაბი ოქროს პლანეტიდან მთვარემდე
და მთვარიდან დედამიწამდე
და დედამიწიდან ჯანდაბამდე,
რომ ნებისმიერს ვისაც იქამდე წასვლა უსურვეს
შეეძლოს თავისი სურვილების რეალიზება..
რეისი: “ჯანდაბა-მთვარე-დედამიწა-ჯანდაბა”..
მატარებელი გადის მეშვიდე ლიანდაგიდან..
ეს ახალი მოწყობილობაა დეპრესიის დასათრგუნავად,
ნამცხვრების გამოსაცხობად
და ოქროს პლანეტის მოსაძებნად..
მაინც ტრაკში ვართ, ჯეკ..
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 10:57 PM
ესეც ჩეს ლეგენდარული ლექსი... სამწუხაროდ აუდიო ვერსია არ მომისმენია.. მარა ლეგენდარულია... დაახლოებით მაინც ვხვდები სანდრო ამას როგორ წაიკითხავს... ბოლოს განსაკუთრებით
ლურჯო ანგელოზებო..
------------------------------------------------
ხედავთ, ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ,
ფრთები მინდა!
ჰაერი იპობა შვიდად და მე ვხედავ წვიმას,
მას ჩემთან მოყავს მზე და მზე გადის კედელში..
ჩემი კედლები ინგრევიან,
მე ვამტვრევ რქებს და ტოტებით ვამთელებ მდინარეს..
აქ არავინაა ნაცნობი, არავინ მიწვდის ხელს,
აქ დადიან შავ ლაბადიანი მამაკაცები,
რომლებსაც არ აქვთ ხელები
და გველები მათ მაგივრად გამონაზარდი,
ჩემს ქვეშ მიწაა, ხედავთ, აქ სხვებიც დაფრინავენ!
ეს ქაოსია,
ან ჩემი ბავშვობა,
მე არ მახსოვს გზა, რომლებსაც გავდიოდი
და მტვერი არ მახსოვს,
ბურუსია.. საშინლად მცივა.. აქ არავინაა ნაცნობი..
მე მახსენდება თამაზ ბაძაღუა
და მეშინია ჩემი სიფხიზლის..
არსად ჩანს ფრთები და მაინც დაფრინავენ ისინი..
და მე ვყვირი:
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ, მალე, ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ მაღლა ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ, მცივა, ლურჯო ანგელოზებო!
ნეკა თითიდან სისხლი მომდის,
დეეეეეეეე, მტკივა, ჩემი სისხლიანი ხელები მტკივა,
სად არის იესო! სადაა იესო,
სისხლი მდის, შენ მომიტან თეთრ სახვევებს და სისხლს გამიჩერებ,
ხელზე მაკოცებ და ხელს თმებზე მომითათუნებ,
მე გამახსენდება მამა,
რომელიც არასოდეს მყოლია
და შენ დაგიძახებ ასე: იესო მამა..
მაგრამ არ მახსოვს გზა, რომლითაც გელოდი,
რომლითაც მოდიოდი ხოლმე ბავშვობაში,
შობის ღამეზე, როცა თავს ვიმძინარებდი, რომ საჩუქარი დამხვედროდა
და მხვდებოდა მხოლოდ სიტყვები,
“გილოცავ, საჩუქარი ხომ არაა მთავარი, მე შენ მიყვარხარ”..
არეულობა..
არეულობა..
აღრეულობა..
ქინქლები დაფანტულად მედებიან თვალის უპეებში,
ცრემლი მიგროვდება და ნაგვის ურნას ვეძებ, რომ დავიმალო..
აქ არავინაა ნაცნობი..
მე მახსენდება ანასტასია
და ველოდები მეტალის პეპლებს, რომ ნატკენი თითით ჩამოვეკიდო
ოქროსფერ მძიმე ფურცლებზე და გავყვე იქ,
საიდანაც გავაგონებ ჩემს ძახილს:
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
წამიყოლეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ამაფრინეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ალიო?
ეს ზეცაა?
ზუმერი გაბმულად მიჩვენებს კომურ მდგომარეობას,
საიდანღაც ჩნდებიან თეთრხალათიანი მელიები
და მწვანე ქვებით აწვებიან ტელეფონის ჯიხურს,
რომელშიც წვიმას შევეფარე,
მე კი ისევ უდაბნოში ვხვდები..
აქ გველებია?
მე მეჯავრება ოაზისები!
წყალიც არ მინდა და მხოლოდ მიწა..
მიწა..
მიწა მწამს და ცეცხლი და ცეცხლი და
მომენატრა ცეცხლი მე
ცეცხლი მე
მომენატრა მე ცეცხლი!
მე კი ვხვდები რომ ეს საუკუნე შევკარი მხოლოდ ფურცლებით..
და დასტებს წლებისას არ აქვთ ბაწრები გადასაჭერად,
მხოლოდ ყულფები..
ყულფები, როგორც თეთრი მთვარეები
და მე მახსენდება გიო საჯაია
და გავურბივარ ღამის ტარანტულებს..
ჩემი გაქცევაც სხვათაშორისია..
ბილიკები, სადაც ფეხები ეწებებიან მიწას..
აბსურდული კანონიკაა საზოგადოება,
და საზოგადო ჭეშმარიტება - აბსურდი!
აქ არავინაა ნაცნობი..
ტუჩებს ვეღარ ვიძრობ,
ხედავთ ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ,
ეს არაა თქვენი დედამიწა..
მგონი გავირინდე..
მგონი მე სახლში ვარ, და დამელოდება??
ზამთარი თოვს და გარშემო სივრცე
ჩემსკენ აბრუნებს ნარინჯის თვალებს..
მე მტკივა ლექსი და თოვლი,
მგონი მივფრინავ, კივილი მახრჩობს!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
ადამიანებო, მე ოქროს წვიმას მოვიყვან
და თქვენ სამუდამოდ ამოხოცავთ ერთმანეთს
და მხოლოდ პოეტებს დატოვებს მამა..
და მხოლოდ პოეტებს დატოვებს დედა..
და მე მახსენდება ნატო ინგოროყვა
და ვიხდი და ვიცმევ საკუთარ სხეულს,
ვიხდი და ვაცმევ ჰაერს და ხეებს,
როგორც კომპასებს, ვლეწავ იმედებს,
ვლეწავ ნათურებს, ვაგდებ ბილეთებს
და მხოლოდ სისხლის ამოთქმით ვყვირი!
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
მომენატრა თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ამიტაცეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 10:59 PM
აი კიდე... იმხობს....
ბიძია თომა
_____________________________________
ღამის ნაწნავებიდან დრო მარტივი პლურალია
შენ და მე რომ გვიყურებს
დალურჯებული თვალებით..
მაჰიპნოზირებელი კომპიუტერები ენის ქვეშ
და ვირტუალური გეტოები ტვინში..
ჩვენ ვიღდგენთ გუშინდელ თამაშებს,
შენ გახსოვს რამდენჯერ გაკოცე შუბლზე..
ბიძია თომას არ ახსოვს..
ელექტროსიყვარულები ირთვებიან ყოველ საღამოს,
პირობითობის გზაჯვარედინზე ანთებენ კოცონს
და სხივების გადაკვეთის წერტილში იბადება ბავშვი,
რომელსაც არ აცვია რეიტუზები,
არამედ აცვია რეზინის ჩექმები
და უკეთია თეთრი ხელთათმანები..
შენ დგახარ ფანჯარასთან და უყურებ წვიმას..
თავს ადებ ფანჯრებს და ეკრობი ტუჩებით,
მინებზე ჩამოდის წვეთები წურწურით,
მე კი ვეღარსად ვამჩნევ დანაორთქლს..
იცი, კამბოჯაში გუშინ ბიძია თომა მოკლეს..
გკიდია ხო?
ქუჩის ლამპიონები ალტერნატიული მზეების სტატუსით
თვალებში მანათებენ პეპლების ფერფლს
და ქუჩებში სუნი დგას მყრალი კატების..
ვის უყვარს თამაში სვავების ყანაში?
მეზობელს, ძაღლების გამზრდელს და გამყიდველს,
თუ საყვარელს, ყველაზე საზიზღარს ამქვეყნად?
ლონგ ლივე როცკ ანდ ცოცკ!!
ფლიაჰ..
ღამის ნაწნავებიდან დრო მარტივი ამორალია,
წითელი ყაყაჩოების მინდორში წაქცეული ბავშვივით ალალი
და ყოველ საღამოს კედლებს რომ ეყრდნობა,
სულაც არ ფიქრობს სასაფლაოზე..
ვიღაცას არ სწყინს,
რომ ჩვენ გვძინავს საკუთარ კუჭში
და მზერებს ვატანთ მთვარისკენ ნაწლავებს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
არ იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცოდი, რომ ბიძია თომას შვილი მოუკლეს?
გაიგე, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
გესმის, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
აუუ, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
ხედავ, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
ვაა, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
ჰეეეი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
ჰეეეეეეეეეეეეეეი,
გკიდია ხო?
ესეც ერთ ერთი უსაყვარლესი...
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 11:01 PM
ბიძია თომა
_____________________________________
ღამის ნაწნავებიდან დრო მარტივი პლურალია
შენ და მე რომ გვიყურებს
დალურჯებული თვალებით..
მაჰიპნოზირებელი კომპიუტერები ენის ქვეშ
და ვირტუალური გეტოები ტვინში..
ჩვენ ვიღდგენთ გუშინდელ თამაშებს,
შენ გახსოვს რამდენჯერ გაკოცე შუბლზე..
ბიძია თომას არ ახსოვს..
ელექტროსიყვარულები ირთვებიან ყოველ საღამოს,
პირობითობის გზაჯვარედინზე ანთებენ კოცონს
და სხივების გადაკვეთის წერტილში იბადება ბავშვი,
რომელსაც არ აცვია რეიტუზები,
არამედ აცვია რეზინის ჩექმები
და უკეთია თეთრი ხელთათმანები..
შენ დგახარ ფანჯარასთან და უყურებ წვიმას..
თავს ადებ ფანჯრებს და ეკრობი ტუჩებით,
მინებზე ჩამოდის წვეთები წურწურით,
მე კი ვეღარსად ვამჩნევ დანაორთქლს..
იცი, კამბოჯაში გუშინ ბიძია თომა მოკლეს..
გკიდია ხო?
ქუჩის ლამპიონები ალტერნატიული მზეების სტატუსით
თვალებში მანათებენ პეპლების ფერფლს
და ქუჩებში სუნი დგას მყრალი კატების..
ვის უყვარს თამაში სვავების ყანაში?
მეზობელს, ძაღლების გამზრდელს და გამყიდველს,
თუ საყვარელს, ყველაზე საზიზღარს ამქვეყნად?
ლონგ ლივე როცკ ანდ ცოცკ!!
ფლიაჰ..
ღამის ნაწნავებიდან დრო მარტივი ამორალია,
წითელი ყაყაჩოების მინდორში წაქცეული ბავშვივით ალალი
და ყოველ საღამოს კედლებს რომ ეყრდნობა,
სულაც არ ფიქრობს სასაფლაოზე..
ვიღაცას არ სწყინს,
რომ ჩვენ გვძინავს საკუთარ კუჭში
და მზერებს ვატანთ მთვარისკენ ნაწლავებს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
არ იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
იცოდი, რომ ბიძია თომას შვილი მოუკლეს?
გაიგე, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
გესმის, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
აუუ, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
ხედავ, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
ვაა, ბიძია თომას შვილი მოუკლეს,
იცი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
ჰეეეი, ბიძია თომას შვილი მოუკლეს..
ჰეეეეეეეეეეეეეეი,
გკიდია ხო?
ერთ ერთი უსაყვერლესი..
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 11:03 PM
ჰიმნი თოფორჩქუნას...
ჰეი თოფორჩქუნა... დიდი არს გინება შენი... ეს ჩემი ცოდვილობაა... აი სანდროს ლექსი... ზე რამეა...
ჰეი!
------------------------------------------------
შიშინით დაბადებულ ბავშვებს,
მეექვსედ გარდაცვლილ ანგელოსებს,
ულტრაიისფერი გამოსხივების თვალებს,
კონტრრევოლუციონრებს
და ტბის ფსკერზე დაძირულ პოეტებს..
ჰეი, ნიუ-იორკ!
ფერადია შენი დღევანდელი ტოგა
და სისხლიანი საშოდან ისევ გცვივა ბომბები,
როგორც ჰუმანიტარული დახმარება
ძნელად აღსაზრდელი თოთო ქვეყნებისთვის..
ჰეი, ნიუ-იორკ!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
დაუძლურება ორსული სამყაროსი,
ამენ!
ჰეი, სფინქს!
რომელმაც გადაყლაპე უდაბნოების გუშინდელობა
და მახათებივით დაურიგე ნაშრომები
ყალბ თეორიტიკოსებს,
რათა ეამბნათ სამყაროსთვის შენს ორგანიზმზე..
ჰეი, სფინქს!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
გაუცხოება ჩვენი მოგონებების,
ამენ!
ჰეი, შიდს!
ყოველდღიურობის ნათელით დამწყვდეულო
და ოფლიან თეძოებზე შემხმარო ლუციფერო,
რადგან მოიყვანე სილამაზე აქ, გოლგოთაზე
და მაინც არ გაკლდა კდემამოსილება..
ჰეი, შიდს!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
ჩვენი სიყვარულის გაუკვდავება,
ამენ!
ჰეი, უილიამ შექსპირ!
ისევ უსასრულოდ დგამენ შენს პიესებს ეშაფოტებზე,
შიზოიდურ ღამეებში იზუთხავენ უაზრო სიტყვებს
და ჯერ ვერავინ, სულ ვერავინ მიხვდა,
რომ ჰამლეტი შენი მეზობლის კატაა..
ჰეი, უილიამ შექსპირ!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
ყოფნა არყოფნის ფორმულებით მუმიფიცირება,
ამენ!
ჰეი, სილიკონ!
ისევ ხოცავენ შენს წიაღში ბუნებრიობას,
კოლიზიური აჩრდილებით ანგრევენ სხეულს,
შენ კი სდუმხარ, ან ბუყბუყებ
და შეექცევი ბიგმაკს და ჩიპსს, ტუჩების ტლეკით..
ჰეი, სილიკონ!
დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,
გაბერვა ჩვენი ტვინების და თვალის გუგების,
ამენ!
ჰეი, ღმერთო!
ჯვრიდან ჯერ არჩამოხსნილო და ჯერ არმომკვდარო,
ისევ ახადეს ფიქრებს ჩვენსას თავსახურავი
და ღობეებზე ჩამოაცვეს ჩვენი ლოცვების ფიტულები,
როგორც შენი ფოტოსურათები, ნეგატივებში..
ჰეი, ღმერთო!
როდის იქნება სახელი შენი დიდი
და როდის დაადგება ნება შენი ავტომაგისტრალს
ჩვენი თმებისკენ..
მაშინ, როცა ჩვენ ამოვხოცავთ ირმებს გუნდებად,
თუ მაშინ როცა შევისწავლით ყველა ინგლისურს?
ჰეი, ღმერთო!
ჩვენ შენი უჩინარი ვნებები ვართ,
სულის მინდორზე გაწოლილები ტურისტებივით..
ამენ!
okicha
Aug 7 2008, 11:04 PM
che
იცნობ დათოს ?
okichaრა თქმა უნდა

შეიძლება შენც მიცნობ, არ ვიცი.. ვარდისფერი ავტობუსი და ა.შ.
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 11:07 PM
ამ ლექსზე მართლა კინაღამ ამეცრემლა... დიდი გრძნობითაა დაწერილი... ოღონდ მართლა... წაიკითხეთ და შეიგრძენით...
სადაა მამა?
------------------------------------------------
ჩემთან მოვიდა პეპელა, რომელსაც არ ჰქონდა ფრთები..
და მკითხა პეპელამ: სადაა მამა?
თვალების არევით, მექანიკური სუნთქვით და გაოცებით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ლამპიონზე,
რომელიც ჩაქრა..
ჩემთან მოვიდა უცხოპლანეტელი, ნამდვილი ყურებით..
და მკითხა უცხოპლანეტელმა: სადაა მამა?
ტვინის გაჩხრეკით, დასუსტებული ნერვებით და ბოდვით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე მთვარეზე,
როცა გათენდა..
ჩემთან მოვიდა ქვა, რომელიც არ იყო ძვირფასი..
და მკითხა ქვამ: სადაა მამა?
თითების მტვრევით, გულის ფეთქვის შეკავებებით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ასფალტზე,
რომელიც აყარეს..
ჩემთან მოვიდა თოვლის გუნდა, რომელიც იყო მიწიანი..
და მკითხა თოვლის გუნდამ: სადაა მამა?
ტუჩების მოყინვით, ოდნავი კანკალით და უპირობოდ
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ნაძვის ხეებზე,
როცა გაზაფხულდა..
მაგრამ ვერასოდეს ვუხსნი ჩემს ძმისშვილებს,
როცა მეკითხებიან: სადაა მამა?
ცრემლების შეკავებით, სულის ამოვარდნით და ფიქრების დანაწევრებით
მე მხოლოდ ვჩუმდები და ვუთითებ ცაზე, უცისარტყელოდ..
მათ კი რახანია არ სჯერათ ჩემი,
რადგან უკვე წამოიზარდნენ და მიხვდნენ,
რომ ჩემი ძმა ცაში კი არა,
სადღაც იქაა,
სადაც პეპლების, ქვების, თოვლის და უცხოპლანეტელების მამები ცხოვრობენ..
okicha
Aug 7 2008, 11:10 PM
che
კი ვარდისფერი ავტობუსი ვიცი მარა არ ვიცნობ არც ერთს... ისე მამაჩემთან ერტად კი მინახავს ხოლმე.
okicha
Aug 7 2008, 11:14 PM
"ქალაქის სტრუქტურა" - დავით ჩიხლაძე
ქ ა ლ ა ქ ი - იდეათა თავშესაყარი
ფორმათა
და მაკეტთა მუზეუმები კომპაქტური
გრძნობების
კოლექციები სიყვარულისა
თუ სიძულვილის კოლაჟები
საბრძოლო სცენებით
მარტოობასტან
და სიბნელესთან შიშით
შეკუმშული სივრცე
დამუხტული ურთიერთობათა აჩქარებით
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 11:15 PM
უკომენტაროდ....
დაო
------------------------------------------------
შეხედე დაო,
ესაა ჩემი როიალი,
პირწამტვრეული კლავიშებით, უპიუპიტროდ.
ეს ჩემი ძაღლია, რომ ყეფს ასე ხმატკბილად.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი მეზობელი,
უძირო ფეხსაცმელებითა და ყურში გოგირდით,
მას ყოველ დილით პური ამოაქვს მაღაზიიდან.
ეს ჩემი ქუჩაა, ტალახიანი,
უემოციო.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი ავტომობილი,
საჭის გარეშე, თითისტოლა მაგნიტოფონით.
ეს ჩემი დარგული ხეა,
წელში მოხრილი, შენობისთვის საყრდენად შეყენებული.
უყურე დაო,
აქაა ჩვენი ძმის საფლავი, შემორაგული,
რატომ არა ჰგავს სურათის გმირი
კუბოში მყოფ უხორცო სხეულს?
აქ ჩემი გზაა, ორმოებით,
მიწაჩაწეულ, ასფალტაცვენილ ადგილებით გამოკვეთილი.
უყურე დაო,
ესაა ერნესტო გევარა,
ფოტოშოპში გადაკეთებული და სამზეჭაბუკე,
არადა მიწით ამოსვრილი და ღიპიანი.
ეს კი ტატოა,
მისი სიკოჭლე არ ეტყობა ნაცრისფერ სურათს.
დაო, ნუ ხუჭავ თვალებს,
უყურე დაისს,
ეს ჩემი ქალაქის მზეა,
ყოველ საღამოს იჩხერს ჰაერის უკმარისობას
და დილაობით თავის ლომკებს გადაგვაყოლა.
ეს კი მტკვარია,
თევზის მაგივრად განავლითაა გავსებული და უხარია.
შეხედე დაო,
ეს არ არის სულ არაფერი,
მხოლოდ ოფლის ორიოდ წვეთი თვალში ჩამდგარი,
ეს კი შენი და ჩემი ქომაგი, პოლიციაა,
ლურჯ პერანგებში, წითელ ტრუსებში გამოწყობილი..
უყურე დაო,
ეს კარლოა კაჭარავა, სახეშეცვლილი,
ანაც უბრალოდ საუკუნოდ დავიწყებული..
ეს კი მეფეა, ჩარკვიანი, გაღმიდან ყვირის,
ისევ ჰგონია, რომ გადმოცურავს მაზუთიან ზღვას..
ნუ უმზერ დაო
საკუთარ ფეხებს თავჩაღუნული,
ეს სულ არაა ჯოჯოხეთი რომ შეგეშინდეს,
უბრალოდ ხალხს აქ თვალები აქვს ჯოჯოხეთური..
შეხედე დაო,
ეს დავითია, აღმაშენებელი,
თავის ცხენზე სამჯერ დიდი, უპროპორციო,
ეს კი დაო,
აი რომ ჩანს და თან ვერ ხედავ,
ეს თვითონ ჩვენი ქალაქია, კასტრირებული,
ის ტრუსჩახდილი დგას მსოფლიოს გზაჯვარედინზე
და ყოველ გამვლელს და გამომვლელს უფასოდ აძლევს..
უყურე დაო,
ნუ გრცხვენია თვალების გახსნის,
ეს ისტორია ჩვენამდე ბევრად ადრე დაიწყო
და არც ჩვენს შემდეგ დააპირებს თავის მოკვლას,
უბრალოდ ყოველ დილა-საღამოს,
“კურიერამდე”, ტელევიზორში, უნდა უყურო
როგორ უყვარს მდიდარს ღარიბი
და როგორ ჯობნის სიყვარული გაბოროტებას,
უნდა უყურო, გულდასმით და თვალდაწვრილებით
და ბოლოს წყნარად შეაფურთხო ნაბიჭვარ ეკრანს,
თორემ იქიდან გამოხტება ფარისევლობა
და გეტყვის:
შეხედე დაო, ესაა ჩემი ურყევი კრედო,
მღვრიე და მრუში,
გახდი სექტანტი ბუნებრიობის რელიგიის
და შენ მიიღებ ორ კილო ფქვილს, შაქარს, პურს
და მოწყენილობას..
Illegal Astronaut
Aug 7 2008, 11:17 PM
ეს ალექსას ლექსია... ჩიღვინაძის... ავტობუსის პოეტია.. და მაგრად მიყვარს მე პირადად...
მოდი, სხეულში შემიძვერი...
შემომახიე თეთრი ნაჭერი.
შემომახვიე შენი თმები.
შემომეხვიე, როგორც ჰაერი.
შემოხვალ? შემო, ხვალ მაინც.
სასოწარკვეთილი მდუმარება....
იძულებითი ყოფნა ოთახში...
და მთა, სადაც მზე ცხოვრობს...
სიხარულის ცეკვა მარტოობის ცრემლებთან,
მოგაგონებს წუთებს, როცა ერთმანეთს ვკოცნით,
ერთმანეთს ვხედავდავთ ერთმანეთში...
ზარები ტელეფონის ჰგავს შენს ხმას ამოუღებელს...
დუმილი კი ერთადერთია, რაც შენს სურათს შეუძლია...
ოცნება ჩვენი მოვა, გვაკოცებს
და გაიოცებს ჩვენს სევდას...
ერთადერთი ხარ, თრთი, როცა იღლები,
როგორც სხივი მზის მთვარესთან...
გგონია, მე არ ვარსებობ?
ან ვარ სადღაც შორს.
შენთან ახლოს ვარ ყოველთვის.
თოკი, რომელიც ჩამომიგდეს სხვა პლანეტიდან, დავწვი.
დავწვეთ ერთად სადმე ზღვის სანაპირპოზე
და ვუმღეროთ ჩვენს შვილებს,
ისინი დაიბადებიან, რომ შენ გატკინონ და იტირონ.
დავიღალე.
მოდი, იცეკვე ჩემს ზურგზე.
ან თუ გინდა დავპატარავდეთ
და ვიცხოვროთ ასანთის ყუთში, ჭიამაისთან ერთად.
მოგვწყინდეს მხოლოდ სხვისი თითები.
ისეთი მთვრალი არ მინდა მნახო, რომ შეგზიზღდე...
ხომ გიყვარს ჩემი თვალები?
დაითვალე სამამდე... არ მოვედი?
დაითვალე ათამდე... არ მოვედი?
მაგრამ ხომ მოვალ და...
ერთად დავითვლით წლებს ჩვენი ბედნიერების...
ერთად ვივლით დედამიწაზე სიმშვიდის საძებნელად...
შიში შენი დაკარგვის ძლიერია.
გვიან არ არის არასოდეს.
თუ გიყვარს...
თუ გინდა...
თუ...
ხედავ? ვენები გადავიჭერი.
მოდი და სხეულში შემიძვერი.
okicha
Aug 7 2008, 11:40 PM
Размышления
черепахи, дремлющей
под кустом роз
неподалеку от пчеличного уьля
в полуденный час,
когда собака рыщет вокруг
и кукушка кукует
в далнем
лесу
С какого ни посмотришь бока-
Я в мире очень одинока!
ინგლისური აბსურდის პოეზია(მე-20 საუკ.) ემილ ვიქტორ რიუ
okicha
Aug 7 2008, 11:43 PM
ო ჰენრი - გამისინჯეთ თქვენი მაჯისცემა
http://lib.ge/body_text.php?5132
okicha
Aug 7 2008, 11:43 PM
SmoK1e
Aug 8 2008, 01:52 PM
ნუ ტირი დედა
შენი შვილი გაზრდილა უკვე,
ნუ ტირი დედა
შენი შვილი ომშია თურმე ?!
ომის შვილია, თუმც ჯერ პატარა
ომშივე ნახავს ნანატრ სიმშვიდეს,
თუ დაბრუნება არ ეღირსა მას
მეორე შვილი მოგწმენდს ცივ ცრემლებს.
თემას შეესაბამება მგონი
data
Aug 8 2008, 09:59 PM
სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლულიც ვარ სამჯერა;
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.
შეხედეთ ოქროს მზეთამზეს,
მთები რომ მთებზე ეყარა;
ყოველდღე ამას ხედავდეს,
რა მოკლავს ასეთ ქვეყანას.
მოვა სიკვდილი, შეხედავს
და შერცხვენილი გაიარს,
როცა ცა სისხლით შეღებავს
თურაშაულის განთიადს.
data
Aug 8 2008, 10:01 PM
ბირგამიის ტყე
ბირნამიის ტყე... ქალდეას ჩრდილი,
ლორდი პიერო მოღუნულ კუზით,
ლედი მაკბეტი პერანგგახდილი
გადამთვრალ სტუმრებს მუხლებზე უზით.
მოჰყავთ არტური ავადმყოფ ჭინკებს,
მოწყვეტილ ფეხით ჭიანურს უკრავს,
თავისმკვლელები ავსებენ ჭიქებს
და ულოცავენ ამაყ მოურავს.
ყვითელ მალაელს მოსდევს პაოლო,
ფარშავანგების შემოჰკრა ალყა
და ოფელიამ თვალი მოავლო,
ვალერიანმა ჰამლეტს გაარტყა.
დგება ტაძარი სახრჩობელაზე
ფეერიული და ეფემერი.
არვის ვენდობი, მაგრამ ყველაზე
უფრო მაწვალებს სინაზით მერი.
და კოლომბინას ჭლექის ხველაზე
შეატრიალებს კარს ნოემბერი.
data
Aug 8 2008, 10:40 PM
სასაცილოა ეს სიყვარული —
სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი...
დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა,
რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის.
მე ბრბოს კაცი ვარ
და ბრბოს ფუსფუსი
რა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან,
თუმც, კიდევ კარგი,
რომ წმინდანივით
შუქი არ მადგას შარავანდედად.
და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად,
ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,
მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,
რომ არასოდეს დაგიზეპირო
და არ მომბეზრდე
ან შენგან წყენა
გულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად...
ასე უბრალოდ და გამეტებით
ყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს;
მე ჭინჭარი ვარ...
ვაზივით მკერდზე
ვერ დაგესხმები
მაღალ მტევნებად...
ვნების კვირაა
და უფალს, ალბათ, არა სცალია —
ჩვენთვის —
ევნება...
შენ ტირი...
მე კი ვერ ამიჩვილებ
ასე უბრალოდ გულს:
ბრბოს კაცი ვარ...
ისიც არ ვიცი:
ტირი თუ შენი
მწვანე თვალების ფერფლი მაცვივა.
data
Aug 8 2008, 10:41 PM
ვუმღერი ფრთებს და ცის სიდიადეს.
დარდი კი ღრეა _ ცივი, უძირო.
ალბათ, სიკვდილს რომ დააგვიანდეს,
მასაც ლექსები უნდა ვუწერო.
ვუთხრა, ცხოვრება წინ რომ ვერ მიდის
უიმისოდაც, ვათრო, გავართო,
რომ თქვას, მე და შენ ერთმანეთისთვის
რანიც ვართ, იმათ აღარ ვგავართო.
რომ შემიცვალოს მთელი შეგნება
და გამიმხილოს, რომ ჩემზე მეტად
მას თვითონ სტკივა ქრისტეს ნეკნები,
გამოზნექილი ხატების სევდად.
data
Aug 8 2008, 10:55 PM
ჩეს
ვინ თქვა მშვიდობა?
თქვა ეს ყურე რომ ის ყურეა,
რა თავში ვიხლი მე მშვიდობას_
ომი მწყურია.
არის სიკეთე,
ჰყავს სიკეთეს მტრად ბოროტება.
გრძელდება ომი,
გრძელდება და არ ბოლოვდება...
კალთაში შუბით,
ღილკილოში ცისფერ იებით
დაე დაზავდნენ სამუდამოდ იმპერიები...
რაკი ვეკუთვნით ჩვენ რუსთაველს,
ვეკუთვნით დანტეს,
ვეკუთვნით პუშკინს,_
საუკუნო ჩვენ ომი გვმართებს!
ვინ თქვა მშვიდობა...
სული ცეცხლის მომიჯნურეა
რა თავში ვიხლი მე მშვიდობას...
ომი მწყურია!
Illegal Astronaut
Aug 8 2008, 10:56 PM
მე მიყვარს ჩე და ალექსა... ლეგენდარული პოეტები...
latata
Aug 8 2008, 11:08 PM
data დაბრუნებულა

აქამდე ვფიქრობდი ამ თემას რაღაც აკლიათქო
data
Aug 8 2008, 11:15 PM
latataესეც შენ
გოქსუსადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.
რეზო გეთიაშვილი
data
Aug 9 2008, 02:02 AM
თა სადღა დაიკარგა რო აღარ გამოჩნდა მთელი დღე ფორუმზე?
მე იმ დღეებს ვერ ვივიწყებ,
იმ გაფრენილ წამთა,
როცა ცაში მიუწვდომლის
სიახლოვე მწამდა.
ახლა ვდგავარ შავ უფსკრულთან,
პირდაღებულ ხრამთან.
თამათა, სად ხარ, საოცნებო,
გაფრენილო თამთა..
გაზაფხული ვეღარა სძლევს
სულში ჩამდგარ ზამთარს,
მე უშენოდ დარშიც მყინავს
თამთა. თამთა.. თამთა..
შენს საძებრად ღრუბელივით
ხევ-ხევ ვივლი, მთა-მთა,
ცხრა მთას იქით დაკარგულო
თამთა.. თამთა.. თამთა..
data
Aug 9 2008, 02:14 AM
გვაპატიებენ?!
უღელტეხილებს გავცქერ გიჟივით,
ნისლები დაძრა ცრემლების ორთქლმა,
მზარავს უმწეო ბავშვთა ჟივჟივი
და ძუძუ გამშრალ დედების მოთქმა.
გოდებად უძღვის მათ გრძელ ქარავანს,
წყევლა აწმყოსი, გმობა წარსულის,
და ჩემს ბედს ვყვედრი, ბრმა რომ არა ვარ,
ყრუ რომ არა ვარ სმენადახშული.
ცივი მზერა მდევს გაყინულების,
არსად ვარდები, არსად იები...…
_ გვაპატიებენ მათი სულები?
_ არ გვაპატიებენ.
SmoK1e
Aug 9 2008, 03:53 AM
W A R
Until the philosophy which hold one race superior
And another
Inferior
Is finally
And permanently
Discredited
And abandoned -
Everywhere is war -
Me say war.
That until there no longer
First class and second class citizens of any nation
Until the colour of a man's skin
Is of no more significance than the colour of his eyes -
Me say war.
That until the basic human rights
Are equally guaranteed to all,
Without regard to race -
Dis a war.
That until that day
The dream of lasting peace,
World citizenship
Rule of international morality
Will remain in but a fleeting illusion to be pursued,
But never attained -
Now everywhere is war - war.
And until the ignoble and unhappy regimes
That hold our brothers in angola,
In mozambique,
South africa
Sub-human bondage
Have been toppled,
Utterly destroyed -
Well, everywhere is war -
Me say war.
War in the east,
War in the west,
War up north,
War down south -
War - war -
Rumours of war.
And until that day,
The african continent
Will not know peace,
We africans will fight - we find it necessary -
And we know we shall win
As we are confident
In the victory
Of good over evil -
Good over evil,
Good over evil
Good over evil,
Good over evil
Good over evil,
latata
Aug 9 2008, 11:32 AM
AND I COME TO YOU
FOR PEACE
AND I COME TO YOU
FOR GOLD
FOR LIES
AND YOU GAVE ME FEVER
& WISDOM
& CRIES OF SORROW
& WE'LL BE HAVE
THE NEXT DAY
THE NEXT DAY
&
TOMORROW...
*******************************************
latata
Aug 9 2008, 11:34 AM
სადღაც თოვლია....
სადღაც ქარია...
სადღაც ღრიალებს ტალღა....
არაფერია....
ეს სიზმარია....
შენ გაიღვიძებ ახლა....
შენ გაიღვიძებ
და შეშფოთებით
მიალერსებ და მეძებ....
შენი სხეულის თეთრი ტოტები
მეფინებიან მხრებზე...
და რადგან ცხადლივ არის სიმშვიდე
ისევ იძინებ ახლა....
სადღაც თოვლია...
სადღაც ქარია....
სადღაც ღრიალებს ტალღა....
მორის ფოცხიშვილი
vulkani_lava
Aug 9 2008, 06:09 PM
ამ ქვეყნად ყველა აღმართი უფლის იმედად ვიარე,
ხან ზვავმზ გადამიარა, ხან ზვავზედ გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა, ის მავიწყებდა იარებს,
მაინც ვერ შევხვდით ერთმანეთს დარდი ვერ გაგიზიარე,
შენ წამით ადრე წასულხარ, მე წამით დავიგვიანე !!!
Matilda
Aug 12 2008, 07:36 PM
O Captain! My Captain!
O Captain! my Captain! our fearful trip is done;
The ship has weather'd every rack, the prize we sought is won;
The port is near, the bells I hear, the people all exulting,
While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring:
But O heart! heart! heart!
O the bleeding drops of red,
Where on the deck my Captain lies,
Fallen cold and dead.
O Captain! my Captain! rise up and hear the bells;
Rise up--for you the flag is flung--for you the bugle trills;
For you bouquets and ribbon'd wreaths--for you the shores a-crowding;
For you they call, the swaying mass, their eager faces turning;
Here Captain! dear father!
This arm beneath your head;
It is some dream that on the deck,
You've fallen cold and dead.
My Captain does not answer, his lips are pale and still;
My father does not feel my arm, he has no pulse nor will;
The ship is anchor'd safe and sound, its voyage closed and done;
From fearful trip, the victor ship, comes in with object won;
Exult, O shores, and ring, O bells!
But I, with mournful tread,
Walk the deck my Captain lies,
Fallen cold and dead.
© Walt Whitman ესეც ამ, ლექსის აუდიოვერსია... კითხულობს ვიღაც ბიჭი (ანუ ავტორი არ კითხულობს

)
ცუდად კითხულობს, მაგრამ მაინც მოისმინება
გადაწერეთ!
latata
Aug 12 2008, 08:49 PM
ზაზა კოშკაძე
რადგან ომია სიყვარული
------------------------------------------------
სიტყვებს, რომელიც დამიტოვე
არა აქვს ფერი..
მზე ფერმიხდილი ვეღარ ათბობს
სისხლიან კოსმოსს.
ლექსების ნაცვლად მე მოგართვი
ტყვიების კონა,
რადგან ომია სიყვარული,
მიენდე ბოროტს!
ოთახს, რომელიც მიატოვე
არა აქვს სული,
მთვარე უსულო ჩამოინგრა და ვეღარ ტირის,
ყრუ სივრცეებად დაგამჩნიე ყველა იარა,
რადგან ღმერთია ნებისყოფა,
მიენდე სიკვდილს!
სუიციდებით დახუნძლული დგანან ხეები,
ყველა პოეტი სიზმარ-სიზმარ დაეძებს სიკვდილს..
სუიციდებით დახუნძლული დგანან ტყეები,
ყველა პოეტი სიზმარ-სიზმარ ნებდება სიკვდილს..
ზღაპრების ნაცვლად მე მოგართვი გვამების კონა,
რადგან ომია სიყვარული,
მიენდე ბოროტს!
latata
Aug 12 2008, 08:55 PM
......
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).
დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.
აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.
– – – – – – – – – – –
მაჭავარიანი
Matilda
Aug 12 2008, 08:59 PM
latataკარგი ლექსებია

კოშკას ეგ ლექსი ვიცოდი... ისე, ამ ბოლო დროს ბევრად უკეთესი ლექსები აქვს...
latata
Aug 12 2008, 09:04 PM
Matildaაჰა - ეს ერთ-ერთია