ციტატა(che @ Aug 2 2010, 12:04 AM)

ჩემი პოსტი ფორუმ.გე–ზე აქ დავაკოპირე:
ამბავი ვითარდება ერთი ადამიანის გარშემო. ყველაფერი იწყება იმით, რომ გონებაშეზღუდულ ბიჭუნას, სახელად ჰენკს, რომელსაც ძალიან მსუქანი დედა ჰყავს, თავისი ძმა კალათბურთზე შეიყვანს, ბიჭი თანდათან კარგად იწყებს თამაშს, თუმცა შემდეგ ნარკოტიკებს მიეძალება და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი დღიურების წერას იწყებს, მალე ამ გატაცების წყალობით ნარკოტიკებს თავს ანებებს, თუმცა ცდილობს რამეს გული გადააყოლოს და ამიტომ ყალბი მარკების კეთებას იწყებს. მას დასდევს ფედერალური ბიუროს აგენტი, საბოლოოდ აგენტი მოახერხებს მის დაკავებას და ითანხმებს, რომ მან იმუშავოს პოლიციაზე, რათა ცნობილი მაფიოზი ფრენკ ლანჯელო დააკავონ. ჰენკი ორმაგი აგენტის ნიღაბს ირგებს და ბოლომდე მიჰყავს საქმე, ბოლოს კი ყველაფერს ისე აწყობს, რომ ის მკვდარი ეგონოთ, სინამდვილეში კი ახლო აღმოსავლეთში მიდის ინდივიდუალური მისიით, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის მხილებას და გამოვლენას შეძლებს. თუმცაღა ჰენკი იქ მეტად ვეღარ გაჩერდება და გადაწყვეტს ამერიკაში გაემგზავროს რომელზეც ლეგენდებს ჰყვებიან. ჰენკი მართლაც ჩადის ამერიკაში, სადაც ჯერ მხოლოდ დასახლებებია და დუელები ეწყობა მუდმივად. ჰენკი თვითონაც იღებს ამ დუელებში მონაწილეობას, ერთ-ერთ მათგანში ჰენკს დაჭრიან თუმცა იგი გადარჩება და ნიუ-იორკში გაიქცევა ადგილობრივი დაბიდან. ნიუ-იორკში არანაკლებ ცუდი მდგომარეობაა, ბანდები თარეშობენ. ჰენკს გოგონა უყვარდება, ჯულიეტა, რომელიც მას სიყვარულით "რომეოს" ეძახის. თუმცა ბანდების დაპირისპირებას ჯულიეტა ეწირება და სასოწარკვეთილი ჰენკი გადაწყვეტს თავი აარიდოს ამ ყველაფერს, ბრიტანეთში დაბრუნდეს და მერე, სოციალურად უფრო ძლიერ საფეხურზე მყოფი ეწვიოს ნიუ-იორკს. მართლაც ბრიტანეთში ჰენკი მოძლიერდება და ნიუ-იორკში დაბრუნებას გადაწყვეტს. საუთჰემპტონიდან ის ახალაშენებულ გემს "ტიტანიკს" მიყვება, თუმცა გემი კატასტროფას განიცდის და ჰენკი ძლივსძლივობით მოახერხებს გადარჩენას, იგი ერთ-ერთ კუნძულზე გაირიყება, სადაც უცნაური ბალახი ხარობს. ჰენკს კუნძულზე უამრავი თავგადასავალი გადახდება და ბოლოს ამ თავსატეხსაც თავს დააღწევს, გაიქცევა რა აფრიკაში, უახლოეს სახელმწიფოში, სადაც მალე ალმასების ბიზნესის შესახებ იგებს. ჰენკი ალალად ეხმარება ჟურნალისტ ქალს, რომელსაც სურს ბინძური ბიზნესის მხილება. ბოლოს ჰენკი სიკვდილამდეა მისული, თუმცა მას გადაარჩენენ და მისი საფრანგეთის მეფისადმი მსგავსების გამო პარიზში აგზავნიან. ჰენკი დიდ დროს ციხეში ატარებს, რკინის ნიღბით, შემდეგ მას მუშკეტერები გამოიხსნიან და მის გამეფებას გადაწყვეტენ, თუმცა ჰენკი ასეთ ცხოვრებას არაა ჩვეული, ამიტომ უარს ამბობს და ჩვეულებრივი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, ცოლს ირთავს, სახელად აპრილს, ორი შვილიც ეყოლება, მაგრამ მოულოდნელად აპრილი ღალატობს და ჰენკი ამ ნიადაგზე გიჟდება. მას აკავებენ სპეციალურ კუნძულზე არსებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მალე ჰენკი იდუმალი ექსპერიმენტის მთავარი ობიექტი ხდება და მას შემდეგ რაც ყველაფერს გაანალიზებს, სასწაულებრივად გარბის კუნძულიდან. მასზე ძებნა ცხადდება. ჰენკი ვერ ახერხებს შვილების მონახულებას, რადგან მას პოლიცია ეძებს. ამიტომ ჰენკი გადაწყვეტს ერთგვარ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს ენდოს და სხვის სიზმრებში შეიჭრას, რის სანაცვლოდაც ცნობილი იაპონელი ბიზნესმენი საიტო მას პრობლემების აღმოფხვრას დაპირდა. საიტო ამ საქმისთვის ჰენკის დასახმარებლად ავიაკომპანიასაც ყიდულობოს. საბოლოოს ჰენკი შეასრულებს დავალებას, თუმცა სიზმარში ჩარჩება. მას გამოაღვიძებს ქალი სახელად კატარინ ჰეპბარნი, რომელიც ჰენკს უყვარდება. კატარინი ეუბნება, რომ საიტო გარდაიცვალა და მთელი ავიაკომპანია მას დაუტოვა. ჰენკს სხვა აღარაფერი დარჩენია, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს, ამიტომ სახელს ჰოვარდ ჰიუზად იცვლის და ავიატორი ხდება.
აი სააააააღოლ!!!! საააღოლ!!!!
მარა ავიატორი მანამდეა

შეიძლება ბევრი რამეა, სემდგომზე ადრე, მაგრამ ყველაფერს ნაღდად ვერ დავუკვირდები და წლებს ვერ გადავამოწმებ

მარა ავიატორი ნაღდად მანამდეა

ისე მართლა მაგარი პოპური აქვს ჩვენს ლეოს