Goodman
Apr 10 2009, 09:46 PM
ციტატა
ეე არავის არ გაქვთ elephant ნანახი ? sad.gif
არ მინახავს ჯერ
წავიდა დღეისთვის მესამე კინო
Tatiation
Apr 10 2009, 10:21 PM
რამე კაი ფილმი მითხარით
ბოლო გვერდებზე მგონი მარტო მე ვპოსტავ :|
ოღონდ ძაან გრძელი ნუ იქნება...
apple
Apr 11 2009, 09:14 PM
lucifers_angel
ნანახი მაქვს..რავი..ისე მაქ ტემაზეა კლასი გადაღებული და მე ის მირჩევნია..ის უფრო მძიმეა..
insomnia
Apr 12 2009, 12:50 AM
http://avoe.ge/movies/one.php?mid=9582choke. ჩაკ პალანიკის ( fightclub'ის ავტორის ) რომანის ეკრანიზაცია. მე მომეწონა, წიგნი რათქმაუნდა უკეთესია
insomnia
Apr 12 2009, 12:53 AM
ციტატა(Tamuniiia @ Apr 10 2009, 07:35 PM)

ახლა გამახსენდაა.....
ძალიან მიყვარს ეს ფილმი..
რომ უყურებ მთლიანად მოგიცავს .. გრძნობებით და ლამაზი მუსიკით სავსე კინოაა.. ძლიერი ემოციებით იტვრითები
მოკლედ უყურეთ... და თავად ნახავთ

"ლეგენდა პიანისტზე"
http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=PTUUUალესანდრო ბარიკოს - ნოვეჩენტო

ლიბ.ჯი'ზეც დევს თუარ ვცდები.
http://avoe.ge/movies/one.php?mid=5316 " ოლდბოი " - უყურეთ,არ ინანებთ ):
anuchi
Apr 12 2009, 04:03 PM
nelkaმერამდენე სეზონიაა???
რამდენი ხანია არ მიყურებია.. ბოლო 13ზე ვიყავი
anuchi
Apr 12 2009, 04:19 PM
death note მაინტერესეეეეეებს, ლინკს ვინმე თუ დამიდებს კაი საქმეს იზავს
anuchi
Apr 12 2009, 04:59 PM
lucifers_angelმე მაქვს ნანახი, კარგი ფილმიაა.. მეც დავიგრუზე

მაგრამ კლასს არ უყურო ის უკვე მარაზმია
Goodman
Apr 12 2009, 05:23 PM
ციტატა
მაგრამ კლასს არ უყურო ის უკვე მარაზმია wink.gif
anuchi
Apr 12 2009, 05:31 PM
Goodmanწავედი ხოოო.. ჰილარი დაფს ვუყურებ
Goodman
Apr 12 2009, 05:39 PM
anuchi
ხო, ჭეშმარიტად დიდი ადამიანი
sopo
Apr 12 2009, 10:30 PM
Goodmanიცი რა მაინტერესებს, რამე ფსიქოლოგიური ფილმი მინდა, გუშინ ვეძებდი და ვერაფერი შევარჩიე...
Goodman
Apr 12 2009, 10:42 PM
sopoრად გინდა, პატარა ხარ
http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=PSUWUBreaking_the_waves ეს ბუდეზე დევს
sopo
Apr 12 2009, 10:44 PM
Goodmanმადლობა, ვნახავ აუცილებლად

ციტატა
პატარა ხარ
პატარა ხარ... პატარა ხარო... და მელოდრამებს ვერ გავცდი
nelka
Apr 12 2009, 10:51 PM
რამოდენიმე კარგი ფილმი მაქვს და თუ არ ჩამეძინა,ვუყურებ!სამი დღეა ველი განწყობას
ILI-100
Apr 13 2009, 12:25 AM
აუ ვერ ვითმენ, ნუ წიგნი ხო მაგარია მაგრამ დღეს ვნახე ეს ფილმი, ვისაც არ გაქვთ ნანახი სასწრაფოდ უყურეთ! უძალიანმაგრესი გადაღებაა.
პირველად ვნახე წიგნის ასეთი ძალიან მაგარი კინოეკრანიზაცია !
აბა ვიწერთ და ვტკბებით ყველა:
თოლია სახელად ჯონათან ლივენგსტონიhttp://www.gol.ge/index.php?cat=movies&...p;filter=2.17.6
mirror illusion
Apr 13 2009, 12:34 AM
http://avoe.ge/movies/one.php?mid=5451"გადაუხადე სხვას"
წარმოიდგინეთ ვინმეს მნიშვნელოვან დახმარებას უწევთ, სამაგიეროდ ის თქვენ კი არა, არამედ სხვა სამ ადამიანს უწევს დახმარებას, ამ სამი ადამიანიდან თითოეული კიდევ სამს და ასე შემდეგ... და სიკეთე მთელ მსოფლიოში ვრცელდება... რას იტყვით, რამდენად ქმედითუნარიანია ეს იდეა?..
გირჩევთ ნახოთ
პაპუნა
Apr 13 2009, 02:23 AM
"არიზონული ოცნება" მაგარი ფილმია, ერთხელ ყურება არ შველის

მეტს უყურებს, მეტს ხვდები...
Goodman
Apr 13 2009, 03:58 AM
Smart People (2008)
აი ამას ვუყურე ახლა
ძაან გამისწორდა
სარა-ჯესიკა პარკერი და რამე

მაგრამ მაგარი ჯიგრული იუმორია
ნუ ასეთი სტილი ვისაც გევასებათ, ნახავთ რა
რამდენიმე მომენტზე ვიხარხარე იმენა

დიალოგებია პრიკოლი
ძმა არის ყველაზე მაგარი კაცი
ginger
Apr 13 2009, 08:19 AM
mirror illusionჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია
anuchi
Apr 13 2009, 10:41 AM
mirror illusionვცილობ მაგ ბიჭის იდეა განვახორციელო.. სულ ცოტათი მაინც..

ძალიან რომ მიყვარს მაგას თქმა აღარ უნდა.

:*:*
nelka
Apr 13 2009, 01:22 PM
ILI-100შენ ნელ-ნელა იხვეწები და სწავლობ,ხო იცი??

მაგარია!
ჩემი საყვარელი ფილმი
http://avoe.ge/movies/one.php?mid=5551
Tatiation
Apr 13 2009, 01:23 PM
ციტატა(nelka @ Apr 13 2009, 01:22 PM)

ILI-100შენ ნელ-ნელა იხვეწები და სწავლობ,ხო იცი??

მაგარია!
ჩემი საყვარელი ფილმი
http://avoe.ge/movies/one.php?mid=5551 აუ მაგ ფილმის პოსტერს 1 წელია ვუყურებ და კიდე ვერ გადავწვყვიტე ვნახო თუ არა
არადა არ მიყვარს ეს გოგოს და ბიჭის ურთიერთობებზე ფილმები
nelka
Apr 13 2009, 01:39 PM
Nata...
Apr 13 2009, 02:32 PM
ციტატა
Breaking_the_waves
ააა, ძალიან მიყვარს ეს ფილმი...
ბევრჯერ მაქვს ნანახი, არადა ფილმებს მე ვე ვუყურებ...
უნდა ნახოთ ეს აუცილებლად : )
Nata...
Apr 13 2009, 02:39 PM
ხო, არ მახსოვს ეს ქქ დავდე თუ არა, მაგრამ ძალიან მიყვარეს ესეც.
ერთ-ერთი უძლიერესი მსახობის უძლიერესი ფილმი ჩემი აზრით : )
ესეც იმ იშვიათთაგანია, ბევრჯერ რომ მაქვს ნანაიხი.
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=CJJJ
nelka
Apr 13 2009, 02:49 PM
Monatesave Suli ...მეც ძალიან მიყვარს ეს ფილმი!ბერჯერ მაქვს ნანახი და ყოველთვის,როცა მხვდება,ვუყურებ

ქოსტნერის საუკეთესო როლია,ასე ვფიქრობ
ბექა
Apr 13 2009, 02:52 PM
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=BIFJK2009 წლის საუკეთესო კინო

ლურჯი nissan skyline R34 GTR იჩითება ეგ მინდა მყავდეს და სიცოცხლის ბოლომდე მანქანაზე ხმას არ ამოვიღებ
Nata...
Apr 13 2009, 02:53 PM
nelka
ხო ნუ, კოსტნერზე საერთოდ ვგიჟდები მე, შონ კონერზე და ნიკოლსონზე კიდე, ჩემთვის საუკეთესო მსახიობები არიან მართლა.
ასე ვერ ვიტყვი ცალსახად, მაგრამ ამ ფილმში აი არ ვიცი როგორ მომწონს , კარი ფილმია, კარგი სცენარით, კარგი შესრულებით, კარგი გადაღებული, კარგი მსახიობები, მოკლედ, მომწონს ძალიან : )
nelka
Apr 13 2009, 02:54 PM
apple
Apr 13 2009, 10:46 PM
nelkaუმაგრესია კიტანო..მეც მიყვარს ეგ ფილმი..
ნუ კუბრიკიც თავისთავად..მე წიგნზე ძალიან ფილმი მომწონს..მაგდაუელი..
una
Apr 14 2009, 12:06 AM
გუშინ ვნახე კუსტურიცას "arizona dream" და მომეწონა

ძია ლეო "კადილაკის" მთით, შეშლილი ელენი, ალასკაზე შეყვარებული აქსელი და კუდ გარდამნის სურვილის მქონე გრეისი....
მოკლედ, ძაან ბევრ რამეს აერთიანებს ეს ფილმი და გირჩევთ, ნახოთ, ვისაც ჯერ არ გინახავთ
chiqo
Apr 14 2009, 12:09 AM
მეც გაგიზიარებთ ჩემს უსაყვარლეს ფილმს

გუშინ გადიოდა კიდე რუსთავზე და 968-ედ ვუყურე (დათვლილი მაქვს

):
დასახელება:არიზონას სიზმარი
ჟანრი: დრამა,
წელი: 1993
პროდიუსერი: ემირ კუშტურიცა
კომპოზიტორი: ბიძია გორანი, ბრეგოვიჩი 
როლებში: ჯონი დეპი, ჯერი ლუისი, ფეი დანაუეი, ლილი ტეილორი, ვინსენტ გალო.
მოკლე შინაარსი:
ბიძია ლეო მიჩვეულია ყოველთვის მიაღწიოს თავისას. მას უნდა რომ მისი ნათესავი აქსელი იყოს მისს ქორწილში მეჯვარედ და მუშაობდეს მისსავე კომპანიაში , რომელიც ყიდის კადილაკებს. აქსელს კიდევ არაფერი არ უნდა, გარდა იმისა რომ უდნა დრო გაატაროს თავისი შეყვარებულის -ადგილობრივი შეშლილის ელენისა და მისი ნათესავის გრეისის კომპანიაში. ელენი ოცნებობს იფრინოს როგორც ჩიტმა, გრეისს სურს გარდაიქმნას კუდ, აქსელი ოცნებობს დათოვლილ ალიასკაზე... ბიძია ლეოც კი ოცნებობს ააშენოს მთელი მთა კადილაკებით და ავიდეს მთვარეზე...http://avoe.ge/movies/one.php?mid=4113მოკლედ ფილმი, სადაც მაყურებელი აწყდება ადამიანების თითქოს უწყინარ, განსხვავებულ ემოციებს, გრძნობებსა და ოცნებებს... ამბავი უცნაური ბიჭისა, რომელსაც ორი სხვადასხვა ქალი შეუყვარდა, მაგრამ ისინი ერთად ქმნიდნენ ერთ მთლიან ორგანიზმს, რომელიც სინამდვილეში ალექს იზიდავდა.. 


და უკვდავი საუნდ ტრეკი..
თავის დროზე ამ მუსიკამ გადამაწყვეტინა კინოს ყურება:http://files.ge/file/382827/album-2--m3u.htmlმოკლედ უყურეთ... თქვენ ხომ პირველად ნახვის სიამოვნება გაქვთ წინ
chiqo
Apr 14 2009, 12:13 AM
unaსანამ მე ჩემხელა პოსტს ვაცხობდი, შენ ლაკონიურად მოხაზე!
paranoid android
Apr 14 2009, 12:23 AM
კლუბში "არტუროფილური" გუნდების სიმრავლის გათვალისწინებით
http://allshares.ge/download.php?id=E2E2B73832ჯონ ბურმანის "ექსკალიბური".
არტურ მეფის შესახებ სარაინდო რომანების, ალბათ, საუკეთესო ეკრანიზაცია.
Я так думаю
Illegal Astronaut
Apr 14 2009, 12:26 AM
ციტატა
კლუბში "არტუროფილური" გუნდების სიმრავლის გათვალისწინებით
გალაჰადი
ექსკალიბური
კამელოტი
ავალონი
მერლინი
una
Apr 14 2009, 12:58 AM
Goodman
Apr 14 2009, 01:16 AM
ჩეი რჩევა იქნება, ცოტა ხანში კიდევ, ნახოთ, მერე კიდევ
2-3 ნახვა საჭიროა მაქ ფილმის
დანარჩენი სურვილისამებრ
che
Apr 14 2009, 01:55 AM
ციტატა(paranoid android @ Apr 14 2009, 12:23 AM)

კლუბში "არტუროფილური" გუნდების სიმრავლის გათვალისწინებით
http://allshares.ge/download.php?id=E2E2B73832ჯონ ბურმანის "ექსკალიბური".
არტურ მეფის შესახებ სარაინდო რომანების, ალბათ, საუკეთესო ეკრანიზაცია.
Я так думаю

შენ გაიხარე რაც ჩვენი პენტაედრი გაახარე
გ.ბაქრაძე
Apr 14 2009, 01:59 AM
chiqo1ციტატა
ა 968-ედ ვუყურე
პირველი და მეორე მუმია 970 ჯერ მაქ ნანახი
nelka
Apr 14 2009, 12:09 PM
http://avoe.ge/movies/one.php?mid=10237მომეწონა ეს ფილმი. საბავშვოა,მაგრამ მაინც კარგია