achiციტატა
დაუჯერე შენს ძმაკაცს. მიუხედავად იმისა, რომ ლინჩი ძალიან მაგარია, მასეთი საოცარი რამე მეტი არ გადაუღია და ალბათ ვერც გადაიღებს. ბავშვი ვიყავი მაგ სერიალს რომ ვუყურე პირველად და დღემდე მახსოვს ის შთაბეჭდილება. კაი ხანი ვერ გამოვდიოდი შთაბეჭდილებიდან. მართლა საოცარი სერიალია, არცერთს სხვა სერიალს და ფილმს არ ჰგავს. აგენტი დეილ კუპერი, მაგარი კაცი smile.gif მაქედან შემიყვარდა კაილ მაკლაჰლენი მაგრად და დღემდე რჩება ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად. მაგის მერე ვუყურე მაკლაჰლენის სხვა ფილმებს დიუნას ჩათვლით. ეგ ჩემი აზრით საერთოდ თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია და მიკვირს კიდეც რატომ არ არის იმდენად პოპულარული, როგორიც უნდა იყოს. ბევრი არც იცნობს. ალბათ იმიტომ, რომ ჰოლივუდრ ბლოკბასტერებსა და კომერციულ ფილმებში ხშირად არ ჩნდება. ასევე ტვინ პიქსიდან დამამახსოვრდნენ პირველად მაგარი ქალები - შერილინ ფენი, მედჰენ ამიკი, ლარა ფლინ ბოლი. მოკლედ საოცარი სერიალია, საოცრად აზრიანი და განუმეორებელი სტილის მქონე. აუცილებლად დაუჯერე შენს ძმაკაცს და უყურე, არ ინანებ. მეტიც, ყველა კინომანს უნდა ჰქონდეს ჩემი აზრით ეგ სერიალი ნანახი smile.gif
გაიხარე

დავუჯერებ. უბრალოდ იმდენი კინო მაქსვ სანახავი, რომ სწერიალებს დროს ვერ ვუთმობ ახლა, ვინჩესტერი სავსე მაქვს და უნდა გავწმინდო რო ახალი პარტია დავქაჩო, მერე დავისვენებ ცოტას

თუმცა ნელნელა ჩავუჯდები, უკვე ჩაუწერია და წესით ხვალ ნდა მომცეს

ციტატა
აგენტი დეილ კუპერი, მაგარი კაცი smile.gif
ხოო, მსმენია მასზე