dante28
Sep 11 2008, 03:01 PM
გუშინ დავპოსტე, რომ საღამოს კითხვას დავდებდი მაგრამ ფეხბურთის გამო ვერ მოვახერხე

ამ კითხვის გამოსაცნობად გირჩევთ გამოიყენოთ გუგლი
ერთი ყველასათვის ცნობილ ფრანგ მწერალს მოღვაწეობა ისეთ პერიოდში მოუწია, რომ იძულებული იყო თავის გვარისთვის ორი ასო მოეკლო, ძველ ჩინეთში გამოიგონეს ერთი თამაში რომელიც დღესაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამ თამაშის სახელიც მხოლოდ ორი ასოსგან შედგება, იმავე ჩინეთში ერთერთ აბორიგენ ტომს, რომელსაც თავის ენაც გააჩნია და საკმაოდ მდიდარი კულტურაც ეძახიან სახელს რომელიც ასევე ორი ასოსგან შედგება, თუ თქვენ გამოიცნობთ რა ასოები დააკლო ფრანგმა მწერალმა თავის გვარს, რა ჰქვია ამ ჩინურ თამაშს და რას ეძახიან ჩინეთში მცხოვრებ აბორიგენ ტომებს, მაშინ არ გაგიჭირდებათი ამ ასოების შეერთება და მიიღებთ ერთი ცნობილი პოლიტიკოსის, მხედართმთავრის და ერთი ევროპული სახელმწიფოს გმირის გვარს
დაასახელეთ ეს გმირიც, ფრანგის მიერ გვარზე მოკლებული ასოები, ჩინური თამაშის სახელი და ჩინელი აბორიგენების სახელწოდებაც
კითხვა ცოტა დიდია მაგრამ ინტერნეტ ფორმატში მგონი ასეთი სჯობს

პასუხები პიემში
GORDA
Sep 11 2008, 03:51 PM
ადვილია, გუგლი არ სჭირდება. მოგწერთ.
მადლობა კითხვებისთვის.
dachi 1x
Sep 11 2008, 04:44 PM
dante28
ადვილია საკმაოდ...
dante28
Sep 11 2008, 05:52 PM
dachi 1xwindwalkerმართლები ხართ ბოლო წინადადებით ძალიან გავამარტივე ევროპელი მხედართმთავარი, პოლიტიკოსი და გმირი 6 ასოთი არც ისე ბევრია

ამ მინიშნების გარეშე უკეთესი იქნებოდა
კითხვა არც ისე ძნელი გამომივიდა
Mathias_Sammer
Sep 13 2008, 08:15 PM
ციტატა(diletanti @ Sep 11 2008, 03:32 AM)

თენგო გოგოტიშვილი ვიცით ხო? ხოდა საქართველოს ოკუპაციის დღეებში, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ასეთი რაღაც თქვა კურიერის რეპორტაჟში: "რუსეთის დროშის ფერები: თეთრი, ლურჯი, წითელი პუტინის ხელში გადაიქცა...." და თქვა ერთ-ერთი "სახელგანთქმული" ორგანოს სახელი.(სახელმწიფო დაწესებულებაა)
მინიშნების სახით გეტყვით, რომ ფერები მან არეულად დაასახელა, თან ლურჯის ნაცვლად ცისფერი თქვა, რათა გამოსულიყო ამ ორგანოს აბრევიატურა.
რა ორგანოზეა საუბარი
KGB
damisalera
Sep 15 2008, 09:50 PM
აბა ერთი ესეც ვცადოთ... ძველი კითხვაა და ცოტა აბდაუბდა, მაგრამ...
არსებობს ბევრი ფრთიანი ფრაზა. ერთ-ერთი მათგანის შინაარსი რაიმე მოვლენის მოხდენის ალბათობის გამოსარიცხად გამოიყენება. მართლაც, ეს ფრაზა ჭეშმარიტია თავისი შინაარსით. მის ჭეშმარიტებას როგორც ჩანს, კარგად იცნობდნენ ძველადაც(ფრაზა ძველია),. დღესდღეობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფრაზის მართებულობა განპირობებულია ერთი მხრივ, დედამიწის გრავიტაციით, მეორე მხრივ კე ერთ-ერთი ძვლით. დაასახელეთ, რომელ ძვალზეა საუბარი.
ხომ ვთქვი, აბდაუბდაათქო? რა ენაზეა დაწერილე, ა? მაინც დაყარეთ ვერსიები, გულს გაუხარდება. კითხვებიც დადეთ, ეგეც გაუხარდება
Illegal Astronaut
Sep 15 2008, 09:51 PM
damisaleraთუ ცოტა გამართავ.. იქნებ დაფიქრების სურვილი გამიჩნდეს.. ვერაფერი გავიგე..
damisalera
Sep 15 2008, 09:56 PM
ეეხ, ამის გამართვას ქვეყნის ეკონომიკა გავმართოთ, იოლია უფრო...
ჰო, ფორმულირება მთლად ზუსტი არაა
კარგი, ვცდი...
ესე იგი, საუბარია ერთ ცნობილ ფრაზაზე. იმ ფრაზის სუბიექტს ერთი ძვლის უქონლობის გამო არა აქვს უნარი იმის, რაც, მაგალითად ადამიანს, თავისუფლად შეუძლია. იდეა კი იმაშია, რომ ამ სუბიექტმა რაც არ უნდა იშრომოს და ოფლი აღვარღვაროს, თავისი აგებულობის გამო არ შეუძლია აჯობოს დედამიწის გრავიტაციას. კითხვა ადვილია. ეს თუ არ აურდაურიე, იოლი იქნება ძალიან...
აი, რისი თქმა სურდა ავტორს
Illegal Astronaut
Sep 15 2008, 09:57 PM
damisaleraნუ ეგ გველია მარა...

ნუ ალბათ ხერხემალზეა საუბარი..
Illegal Astronaut
Sep 15 2008, 10:00 PM
მეორე ვარიანტიცაა დიდი სისულელე ვთქვი..
damisalera
Sep 15 2008, 10:00 PM
არა † Lord Borgeze † არა. ან ფრაზა გაიხსენეთ, ან ძვალი, ან სუბიექტი...მიიღება ყველა
damisalera
Sep 15 2008, 10:11 PM
კარგი, მაშინ კიდევ ერთი...
ეს ძველი ისტორიაა, მაგრამ რაკიღა ზეპირად არ მახსოვს, დავაკნინებ და ესრეთ გადმოგცემთ...
მოკლედ, ვეტერინართან გამოცდაა, და ერთი უბედურისერთა სტუდენტი გამოდის, ვერცერთ კითხვას ვერ პასუხობს. გამომცდელი, მაშინ დიდი და ცნობილი, შემდგომ კი ჩემ მიერ დავიწყებული, ეშმაკურად ჭუტავს თვალებ და ეკითხება, აბა ყმაწვილო, დაფიქრდით და მითხარით, რას იზამდით, თქვენთან რომ უცებ ლავიწგატეხილი ცხენი მოეყვანათო. დაფოქრდა ის ყურუმსაღი და, ჯეროო, ჭრილობას დავხედავო, დავამუშავებო, ძვალს გავამაგრებო, უძრაობას ვუზრუნველყოფო და რაღარც მიეთ-მოეთი... თქვენც არ მომიკვდეთ... ეს პროფესორი ისევ ეშმაკურად ჭუტავს თვალებს და უარის ნიშნად ყველაფერზე თავს აქნევს. აი, ჩემთან რომ მოეყვანათო, ბოლოს ეუბნება, ეგრევე ზოოპარკში წავიყვანდიო. რათაო? პირი მოაღო იმა სტუდენტმა. მაშ, დაასახელეთ, რათაო?
SOSO
Sep 15 2008, 10:11 PM
† Lord Borgeze †რა ვერ გაიგე ბიჭო, სვაიკზე მე და შენ არ ვითამაშეთ მაგ კითხვაზე?
Illegal Astronaut
Sep 15 2008, 10:12 PM
damisaleraრაო ცხენს ლავიწი არა აქო?... თუ რავიცი ვერ გავიგე..
SOSO
Sep 15 2008, 10:13 PM
damisaleraარა აქვსო ლავიწი ცხენს და ვირს

და ვირი ხეზე ვერ ავაო

მაგრამ ამ კითხვის მუღამი მაინც ვერ გავიგე მე
Illegal Astronaut
Sep 15 2008, 10:13 PM
SOSOარ მახსოვს ბიჭო..
damisalera
Sep 15 2008, 10:13 PM
ჰა ეხლა. სოსო, ვინც არ ვიცით გაგვატარეთ რა. მეორე კითხვაზეც იცი პასუხი? დასვი შენაც რამე ძველმოდური
SOSO
Sep 15 2008, 10:14 PM
† Lord Borgeze †არა, შემეშალა, შენ კი არა პაპუნას ვეთამაშებოდი და მაგ კითხვით წავაგე

კითხვას ვერ მივხვდი მაგრამ დაწერილი მქონდა ლავიწი და გადავშალე

ძაან გულდასაწყვეტი იყო
SOSO
Sep 15 2008, 10:14 PM
damisaleraვინა ხარ შენა?
SOSO
Sep 15 2008, 10:15 PM
damisaleraკაი პასუხი აღარ არის საჭირო

შენი იაჰუს ნიკი ვნახე
damisalera
Sep 15 2008, 10:15 PM
ჰო, ორივე კითხვა ერთ თემატიკაზე იყო. მაგრად ერკვევი თურმე ცხენებში. და ვირებშიც. ლავიწის ძვალი არ აქვს ვირს და ხეზე ვერ ავა, მოჭიდების უნარი არ აქვს. ცხენსაც ასევე. ულავიწისძვლო ცხენს მოტეხილ ლავიწზე როგორ უმკურნალებდნენ? ეშმაკი იყო ის პროფესორი, ვიღაცა იყო. კიდევ დავსვათ?
Illegal Astronaut
Sep 15 2008, 10:17 PM
damisalera
Sep 15 2008, 10:22 PM
აბა, ეს დააჭაშნიკე, ბატონო ჩემო სოსო...
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანები თავისი ტვინის შესაძლებლობების საკმაოდ მოკრძალებულ ნაწილს იყენებენ. სტერეოტიპადაა ასევე ისიც ქცეული, რომ ვინც შედარებით მეტად ავითარებს გონებას, ის მეტ-ნაკლებად სუსტი უნდა იყოს ფიზიკურად. მაგრამ სტერეოტიპების და ყბების მსხვრევის ოსტატმა, ერთმა ძმა კლიჩკომ მოახერხა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულის ჩასახლება. მას დისერტაციაც აქვს დაცული რაცხა თემაზე. და მოფერებით ჟურნალისტებმა დოქტორი ფაუსტიც კი შეარქვეს. მაგრამ კლიჩკომდე ბევრად ადრე, კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდა ნაჩვენები ერთ პიროვნებას. გარდა იმისა, რომ იგი მეცნიერებაში გათვიცნობიერებული იყო, მას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტულითაც შეუძლია იტრაბახოს. დაასახელეთ მისი ყველაზე ცნობილი მიგნება
SOSO
Sep 15 2008, 10:23 PM
† Lord Borgeze †ეგ კითხვა რო ამეღო, მოვიგებდი იმ ლიგას, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი დამაკმაყოფილებლად დამთავრდა
SOSO
Sep 15 2008, 10:24 PM
damisaleraთალეს მილეთელია მგონი

მაგრამ მაგის მიგნება მე არ ვიცი
data
Sep 15 2008, 10:25 PM
damisaleraფიზიკაში ვინც ვერ ვერკვევით როგორ მოვიქცეთ?
damisalera
Sep 15 2008, 10:26 PM
აპაპაპაპაპაპა... მიგნებას თუ არ მეტყვი, არ ჩავთვლი სწორ პასუხად...
SOSO
Sep 15 2008, 10:26 PM
dataმე მგონი სადღაც იყო მსგავსი კითხვა, და მგონი შენც თამაშობდი იქა

იქნებ პითაგორა იყოს
მაგისი "ქმნილება" გამრავლების ტაბულაა

მე მგონი პითაგორაც და თალესიც იყვნენ ოლიმპიადაზე
damisalera
Sep 15 2008, 10:27 PM
ციტატა(data @ Sep 15 2008, 10:25 PM)

damisaleraფიზიკაში ვინც ვერ ვერკვევით როგორ მოვიქცეთ?

მაშინ კრივს მიაწექით. კრივში გახდა ის პაროვნება ჩემპიონი. ესეც მინიშნება
SOSO
Sep 15 2008, 10:27 PM
damisaleraთალესის თეორემა ვიცი, კუთხეზეს რო რაღაც წრფით გადაკვეთ, პროპორციულ ნაწილებს ჩამოაჭრის გვერდებს, თუ რაღაც ეგეთია რა

მაგრამ ქმნილება არ მახსენდება დებილი ვარ
SOSO
Sep 15 2008, 10:28 PM
damisaleraკრივში კი იყო ეგ ვიცი მაგრამ რა შეღავათი
SOSO
Sep 15 2008, 10:28 PM
კრივის ხელთათმანი გამოიგონა?
data
Sep 15 2008, 10:29 PM
ციტატა(SOSO @ Sep 15 2008, 09:26 PM)

dataმე მგონი სადღაც იყო მსგავსი კითხვა, და მგონი შენც თამაშობდი იქა

იქნებ პითაგორა იყოს
მაგისი "ქმნილება" გამრავლების ტაბულაა

მე მგონი პითაგორაც და თალესიც იყვნენ ოლიმპიადაზე

მახსოვს ეგ კითხვა

მოსწავლეზე და მასწავლებელზე იყო მგონი

ისე, ნილს ბორს აქვს მოპოვებული ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული (დანიის ნაკრების მეკარე იყო)
damisalera
Sep 15 2008, 10:29 PM
ციტატა(SOSO @ Sep 15 2008, 10:26 PM)

dataმე მგონი სადღაც იყო მსგავსი კითხვა, და მგონი შენც თამაშობდი იქა

იქნებ პითაგორა იყოს
მაგისი "ქმნილება" გამრავლების ტაბულაა

მე მგონი პითაგორაც და თალესიც იყვნენ ოლიმპიადაზე

იქნებოდა, რა ენაღვლებათ, რა...
პითაგორაა. მაგრამ მაგის ყველაზე ცნობილი მიგნება მაინც პითაგორას თეორემა მეგონა დღემდე. საზოგადოებავ, ჩავუთვალოთ სოსოს ქულა? კითხვები დასვით რა
data
Sep 15 2008, 10:31 PM
damisaleraციტატა
პითაგორაა. მაგრამ მაგის ყველაზე ცნობილი მიგნება მაინც პითაგორას თეორემა მეგონა დღემდე.

რვეულების ყდებს დააკვირდი აბა
damisalera
Sep 15 2008, 10:37 PM
ეს კითხვაც გეცოდინებათ ჯეოპარდის მონაწილეებს, ამიტომ თავს ნუ გამოიდებთ სწორი პასუხის დასაწერად. ან გამოიდეთ, როგორც ინებებთ...
იყო და არა იყო რა... იყო ერთი პოლონელი, მერე სხვა პოლონელი, მერე კიდევ და ესე შეიქმნა ერთი პოლონური ჯგუფი. დასხდნენ პოლონელები. რა დავარქვათო, თქვა ერთმა. აყაყანდნენ და ბოლოს შეთანხმდნენ ერთ სახელზე. ამ ჯგუფის ემბლემად...არა, სიმბოლოდ კი გამოაჭენეს ერთი ისედაც გამოჭენებული რევოლუციის ნათლია. ოღონდ ვარდისფერ ფონზე იყო კაცი იგი გამოხატული. ჟღერადობით საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, ამ პოლონელთა სახელი ძალიან გავდა... ვის სახელს? კიდევ ერთი ჯგუფი დაასახელეთ, თუ გინდათ
მე ვგონებ, რომ აქ ჯეოპარდელები ჩანან მარტო.
Matilda
Sep 15 2008, 10:59 PM
damisaleraშენ სვაიაკელი ხარ?

თუ ქართულ სვაიაკს გულისხმობ, მაშინ არ ვიცი, მე ეგეთი კითხვა არ მახსოვს... სულ 1 ტური გავაცდინე და ნუთუ მაინცდამაინც იქ დაისვა ეგ კითხვა?!
damisalera
Sep 15 2008, 11:04 PM
სვაიაკელი არა ვარ, მაგრამ ახლოს ვცხოვრობ. ჰო, მეც მერგო პატივი საცდელ სეზონზე თამაშის
Mathias_Sammer
Sep 15 2008, 11:40 PM
ციტატა(damisalera @ Sep 15 2008, 09:50 PM)

აბა ერთი ესეც ვცადოთ... ძველი კითხვაა და ცოტა აბდაუბდა, მაგრამ...
არსებობს ბევრი ფრთიანი ფრაზა. ერთ-ერთი მათგანის შინაარსი რაიმე მოვლენის მოხდენის ალბათობის გამოსარიცხად გამოიყენება. მართლაც, ეს ფრაზა ჭეშმარიტია თავისი შინაარსით. მის ჭეშმარიტებას როგორც ჩანს, კარგად იცნობდნენ ძველადაც(ფრაზა ძველია),. დღესდღეობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფრაზის მართებულობა განპირობებულია ერთი მხრივ, დედამიწის გრავიტაციით, მეორე მხრივ კე ერთ-ერთი ძვლით. დაასახელეთ, რომელ ძვალზეა საუბარი.
ხომ ვთქვი, აბდაუბდაათქო? რა ენაზეა დაწერილე, ა? მაინც დაყარეთ ვერსიები, გულს გაუხარდება. კითხვებიც დადეთ, ეგეც გაუხარდება
ლავიწის ძვალი? ანუ გამოთქმა როცა ვირი ხეზე ავა??
Mathias_Sammer
Sep 15 2008, 11:46 PM
უი უკვე დაწერილა პასუხი

გამახსენდა ეს კითხვა ჯეოპარდში იყო ხოო
SOSO
Sep 16 2008, 05:24 PM
კითხვა არა გაქვთ ვინმეს?
Matilda
Sep 17 2008, 09:05 PM
ეს ფსიქიკური აშლილობა პირველად აღწერილ იქნა 1997 წელს. მას შემდეგ ამან მასობრივი ხასიათი მიიღო. ფინეთში ამ აშლილობით დაავადებულები არ მიყავთ ჯარში. რომელ ფსიქიკურ აშლილობაზეა საუბარი?
Illegal Astronaut
Sep 17 2008, 09:07 PM
Matildaლედი დის უგონო სიყვარული?... მარა ფინეთი..
Matilda
Sep 17 2008, 09:10 PM
† Lord Borgeze †არა, საერთოდ სხვაგან ხარ... ნუ პრინციპში სიყვარულზე რაღა მარა მიდრეკილებაზე კია
Illegal Astronaut
Sep 17 2008, 09:11 PM
Matildaმაშინ მინიშნება..
Matilda
Sep 17 2008, 09:34 PM
† Lord Borgeze †ციტატა
მიდრეკილებაზე
ამაზე ემტი რა გინდა?
Matilda
Sep 17 2008, 09:35 PM
ნუ დამოკიდებულებაზეა...
Illegal Astronaut
Sep 17 2008, 09:35 PM
Matilda
Sep 17 2008, 09:36 PM
† Lord Borgeze †დაანებე მაგ საწყალ დიანას თავი ვახ!
Illegal Astronaut
Sep 17 2008, 09:38 PM
Matildaკომპიუტერზე დამოკიდებულება ვითომ?... ვ სმისლე ინტერნეტზე..
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.