Not Big, Not Big, French..
Jul 14 2011, 01:13 PM
კარგით ჰათ ერთი ჩემი კითხვა...
"პაკეთი" – ალბათ უპრიანი იქნება ესე მოვიხსენიოთ ქართველებმა. იგი ერთადერთი გამონაკლისია მსგავსი ტიპის სახელწოდებებში რომელიც როგორც რუსული აგრეთვე ინგლისური სახელისგან არ განსხვავდება, არადა სხვა მსგავს სახელწოდებებში ქართველებს ზემოთ აღნიშნული ენებისგან განსხვავებით საკუთარი სუფიქსი გაგვაჩნია.
კითხვა: დაასახელეთ მისი ამჟამინდელი სახელწოდება
longbowman
Jul 15 2011, 03:16 PM
Not Big, Not Big...პაკისტანი ?
Not Big, Not Big, French..
Jul 16 2011, 11:51 AM
longbowmanიასნა
garxoza
Jul 16 2011, 06:23 PM
ციტატა
1)კაცი შეხვდა მეგობარს, მოიკითხეს ერთმანეთი, ოჯახი და ა.შ. პირველმა კითხა- რამდენი შვილი გყავსო მეორემ- სამიო პირველი- რა ასაკის არიანო მეორემ- მათი ასაკების ნამრავლი 36-ის ტოლია, ხოლო ჯამი ეგერ ავტობუსი რო მოდის იმის ნომრისო!!! პირველმ- ეგ პირობა საკმარისი არაა ვერ გამოვიცნობო... მეორემ- კაი მაშინ, უფროსს აქვს ლურჯი თვალებიო!!! და ამ კაცმა გამოიცნო...
რამდენი წლისები არიან ბავშვები?
1,4,9
onkologi
Jul 16 2011, 09:29 PM
ციტატა(garxoza @ Jul 16 2011, 06:23 PM)

ციტატა
1)კაცი შეხვდა მეგობარს, მოიკითხეს ერთმანეთი, ოჯახი და ა.შ. პირველმა კითხა- რამდენი შვილი გყავსო მეორემ- სამიო პირველი- რა ასაკის არიანო მეორემ- მათი ასაკების ნამრავლი 36-ის ტოლია, ხოლო ჯამი ეგერ ავტობუსი რო მოდის იმის ნომრისო!!! პირველმ- ეგ პირობა საკმარისი არაა ვერ გამოვიცნობო... მეორემ- კაი მაშინ, უფროსს აქვს ლურჯი თვალებიო!!! და ამ კაცმა გამოიცნო...
რამდენი წლისები არიან ბავშვები?
1,4,9
მალადეც. მაგრამ, დათას ლინკი მაინც გენახა.
თან ეგ არასწორი პასუხია. დამატებით პირობას აღარ მოითხოვდა ის კაცი.
garxoza
Jul 17 2011, 12:00 PM
onkologiსადაა?

შემეზარა
და რატომ არ მოითხოვდა? 1 6 6 ხო შეიძლებოდა ყოფილიყო? ხოდა დამატებითი პირობით უფროსი ტყუპები გამოირიცხა
ფუი შეკრება შემეშალა

ძიბილ ია
2 2 9 -ა
qameleoni
Jul 18 2011, 01:04 AM
მაგ ამოხსნილ და გადაღეჭილ ამოცანას რომ დაუწყეთ ტრიალი,
აქ არაა ახალთ-ახალი, აქტუალური და ციცნცხალი კითხვა?

2)გავუსწროთ მოვლენებს "ოპტიმისტურად"და დავასახელოთ "ქართული" ალუზია :
რუსეთი - გუს ჰიდინკი - ჰოლანდიისა
Mathias_Sammer
Jul 21 2011, 04:22 PM
qameleoniციტატა
2)გავუსწროთ მოვლენებს "ოპტიმისტურად"და დავასახელოთ "ქართული" ალუზია :
რუსეთი - გუს ჰიდინკი - ჰოლანდიისა
ვერავინ ვერ გაიგო რა გინდა და ამიტომ დაანება ყველამ თავი ამ კითხვას : ) )
damisalera
Jul 22 2011, 05:27 PM
აქაც ეყაროს, იქნებ ვინმე გაერთოს:
1. როგორც ამ მსახიობის ბიოგრაფია გვამცნობს, 2000იან წლებში ის რამდენჯერმე ეწვია ფსიქოლოგს, რათა ნათლად გაერკვია და გაეგო, თუ რას გრძნობს ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა იმ ტრაგედიას, მისი უახლოესი პიროვნებების სიკვდილის მიზეზი რაც გახდა.
მითხარით ამ მსახიობის გვარი
2. ინტენრენტში ძრომიალისას მე წავაწყდი სტატიას ვინმე ვილიამ ნიკოლას გომესის შესახებ, სადაც ის ჟურნალისტის პოზიციიდან საუბრობს და გვიამბობს იმაზე, თუ რა ხშირად ირღვევა ადამიანთა უფლებები ბანგლადეშში.
შეიძლება ითქვას, რომ გავიგე, თუ რას გვიამბობდა X, მაგრამ ამ ნაამბობში ვერ წავაწყდი ვერცერთ ნაცნობ ფრაზას, თუნდაც ამას: ადამიანს აქვს იარაღის შენახვისა და ტარების უფლება.
ახლა კი დაწერეთ X სამი სიტყვით.
3. ერთ იუმორისტულ ფილმში არის ასეთი დიალოგი, გაკოტრების პირას მდგომი ტიპი მიმართავს ერთპიროვნულ ლიდერს, იქნებ ცოტა თანხა კრედიტით მომცეო, რაზეც ეს მეორე პასუხობს, შენ როგორ უნდა გენდო, უკვე ორჯერ ხარ ციხეში ნაჯდომიო.
ყურადღება შეკითხვა: რით იყო დაკავებული ეს ორი პიროვნება ამ დიალოგამდე?
4.ერთ ინგლისურენოვან ფილმში(სამხრეთ ბრონქსის რაინდები), მოსწავლე ამბობს, რომ ეს ძალიან ჰგავს ჯეკი ჩანს. უყურებ - შენს წინაა. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ და - გვერდიდან გიტევს. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით
5. ერთ რომანში, რომელიც საქართველოს ბოლო ომის სურათს გვიხატავს, მერვე თავში საუბარია ქვიშის საათზე, მარადისობის ნიშანზე, საპირისპირო სქესთა სიმბოლოებზე. ახლა კი შეკითხვა. სამი სიმბოლოს გამოყენებით გამოსახეთ ამ თავის სახელწოდება.
6. რაც შეიძლება ლაკონურად დაასახელეთ, რა მომსახურებას გვთავაზობს ფირმა, რომლის ერთ–ერთი სლოგანიც გახლავთ: "ჩვენ ამას უკეთ ვაკეთებთ. გაცილებით უკეთ".
კითხვები გადმოკოპირებულია ფორუმ.გედან. იმედია, მოგეწონებათ. თუ არადა, სხვა დანაჩენისათვის კარგი ტურნირები არსებობს
freddie krueger
Jul 22 2011, 08:59 PM

მაგარია!
qameleoni
Jul 22 2011, 11:12 PM
ციტატა(Mathias_Sammer @ Jul 21 2011, 04:22 PM)

qameleoniციტატა
2)გავუსწროთ მოვლენებს "ოპტიმისტურად"და დავასახელოთ "ქართული" ალუზია :
რუსეთი - გუს ჰიდინკი - ჰოლანდიისა
ვერავინ ვერ გაიგო რა გინდა და ამიტომ დაანება ყველამ თავი ამ კითხვას : ) )
რა უნდა მინდოდეს

შეკიტხვა დავსვი შეკითხვების ტემაში.
ნუ, შეიძლება ოდნავ "მძიმედაა" შეკითხვა ჩამოყალიბებული

მაგრამ თუ ყურადღEბით წაიკიტხვათ, აზრი აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს.
ჰოდა გამოიცანით

ანუ "რუსეთი - გუს ჰიდინკი - ჰოლანდიის" ქართული ალუზია უნდა დაასახელოთ, ოღონდ ჯერ მოვლენებს ცოტათი წინ უნდა გაუსწროთ ოპტიმისტურად.
Not Big, Not Big, French..
Jul 23 2011, 01:37 AM
3. მონოპოლია
6. IT
დანარჩენზე ფიქრი მეზარება
fernando magellan
Jul 23 2011, 10:35 AM
ციტატა
6. რაც შეიძლება ლაკონურად დაასახელეთ, რა მომსახურებას გვთავაზობს ფირმა, რომლის ერთ–ერთი სლოგანიც გახლავთ: "ჩვენ ამას უკეთ ვაკეთებთ. გაცილებით უკეთ".
ეს GITECH ის რეკლამა არაა?

მარშუტკა დადის, რომელსაც ეგ წარწერა აქვს
Illegal Astronaut
Jul 24 2011, 10:01 PM
პირველი რედკლიფია..
monogamist
Jul 24 2011, 10:55 PM
5. 888
Natradze13
Jul 27 2011, 11:07 AM
4) ჭადრაკის ფიგურა
5) 888
6) ფოტოები
damisalera
Jul 27 2011, 04:50 PM
Not Big, Not Big...
დიაღ
† Lord Borgeze †
დიაღ
monogamist
არა
Natradze13
მეოთხე დააზუსტე, დანარჩენი არა
ხო, ისა, მეხუთეში სამი განსხვავბული სიმბოლოა გამოსაყენებელი. შეგიძლიათ არაერთხელაც გამოიყენოთ
Natradze13
Jul 28 2011, 02:06 PM
ლაზიერი?

)
Brain
Aug 7 2011, 07:18 PM
მსოფლიოსი ყველაზე დიდი კაბა შეიკერა: 70 მეტრი სიმაღლის და 3 ტონა სიმძიმის. კითხვა: ვისთვის შეიკერა ეს კაბა?
სანდრო
Aug 8 2011, 11:22 AM
ციტატა
მსოფლიოსი ყველაზე დიდი კაბა შეიკერა: 70 მეტრი სიმაღლის და 3 ტონა სიმძიმის. კითხვა: ვისთვის შეიკერა ეს კაბა?
კი ვიტყოდი მარა ტეხავს
ოძეკი, Soso , sichi
Mathias_Sammer
Aug 8 2011, 12:18 PM
Brainციტატა
მსოფლიოსი ყველაზე დიდი კაბა შეიკერა: 70 მეტრი სიმაღლის და 3 ტონა სიმძიმის. კითხვა: ვისთვის შეიკერა ეს კაბა?
თავისუფლების ქანდაკებისთვის, ალბათ.
სანდრო
Aug 8 2011, 01:34 PM
Mathias_Sammerსააააღოლ
Illegal Astronaut
Aug 9 2011, 06:37 PM
Natradze13
არა მხედარი
bella_trix
Aug 9 2011, 08:29 PM
ამ ბიჭუნასთვის ყოველ დღესასწაულზე სხვადსხვა ტანსაცმელი იკერება.გუგლში თუ მოძებნით, მას ბრუსლის ფორმაშიც იხილავთ. ერთი შეხედვით ალბათ 7-8 წელზე მეტს ვერ მივცემთ, მაგრამ სინამდვილეში 390 წლის იქნება. თქვენ ამის კეთებისას სახალხოდ გამოჩენის შეგრცხვებოდათ და დაიმალებოდით, ის კი ურცხვად დგას და სახელიც ამ საქმიანობიდან გამომდინარე დაარქვეს. მე არ გეკითხებით მის სახელს, დაწერეთ რომელ ქალაქში ცხოვრობს ის?
lomski
Aug 9 2011, 08:43 PM
bella_trixოოოფ, კითხვა მქონდა მაგაზე თსუ-ს ბრეინზე
bella_trix
Aug 9 2011, 08:52 PM
lomskiეხლა მოვიგონე

და როგორი ფორმირებულია?
lomski
Aug 9 2011, 08:57 PM
lomskiციტატა
თქვენ ამის კეთებისას სახალხოდ გამოჩენის შეგრცხვებოდათ და დაიმალებოდით, ის კი ურცხვად დგას და სახელიც ამ საქმიანობიდან გამომდინარე დაარქვეს.
ამით ამარტივებ უსაშველოდ...სვაიაკის 10-იანად ხდის ეგ ნაწილი

დასაწყისი საკაიფოა
bella_trix
Aug 9 2011, 09:02 PM
lomskiაბა შენ ჩამომიყალიბე კაი 2 ლიგის კითხვად
lomski
Aug 10 2011, 10:39 AM
bella_trixციტატა
აბა შენ ჩამომიყალიბე კაი 2 ლიგის კითხვად
დანასმელია, ხო გითხარი. თსუ-ს ბრეინზე, მაისი იყო თუ ივნისი არ მახსოვს, მარა ამ წელს იყო. თან ჩამოვაყალიბე
Illegal Astronaut
Aug 10 2011, 03:08 PM
იმაზეა ბაზარი? პისაიუშიი მალჩიკ..

ბრიუსელში თუ სტრასბურგში თუ სადღაც ჯანდაბაში რომ დგას?
lomski
Aug 10 2011, 03:32 PM
† Lord Borgeze †მანეკენ პის...ბრიუსელი

არ გახსოვს? მგონი თქვენს გუნდთან დავსვი, ნახევარფინალში
bella_trix
Aug 10 2011, 08:24 PM
† Lord Borgeze †QUOTE
გუგლში თუ მოძებნით, მას ბრუსლის ფორმაშიც იხილავთ.
ამის შემდეგ უნდა მიხვდე ბრიუსელია თუ სტრასბურგი
lomskiდანასმელი რომაა, მე ხომ არ მომისმენია და კარგად ფორმულირება იმისთვის გთხოვეთ რომ უკეთ ვისწავლო კითხვის წერა
bella_trix
Aug 10 2011, 08:25 PM

თუ თქვენ დამისახელებთ ამ მომხიბვლელი მამაკაცის სამშობლოს, მე დაგასაჩუქრებთ ნაწყვეტით, მოცარტის შესანიშნავი ნაწარმოებიდან, (youtube.com _ზე ლინკით მეტი არ გეგონოთ რამე ))) , რომელიც მის სახელს ატარებს.
bella_trix
Aug 10 2011, 08:27 PM

თქვენს წინაშეა მხატვარ waldemar sweirzy_ს ნამუშევარი, რომელიც გამოყენებულია როსინის ერთ-ერთი ოპერის პლაკატისთვის. ათ წამში დაასახელეთ ეს პიროვნება
ალბათ ადვილებია, მაგრამ იყონ აქაც
damisalera
Aug 10 2011, 11:46 PM
bella_trix
ვინ პიროვნების?
სურათზე ელვით შედგენილი კაცის სახე ჩანს და რავი, ზევსზეა საუბარი?
პირველ სურათზე ვერ მივხვდი ვინაა. კაზანოვა?
bella_trix
Aug 11 2011, 03:16 AM
damisaleraსსაკმარისი მინიშნებებია ორივე კითხვაში, მეორედ გადაიკითხე და მიხვდები
qameleoni
Aug 11 2011, 10:29 AM
ციტატა(bella_trix @ Aug 10 2011, 08:27 PM)


თქვენს წინაშეა მხატვარ waldemar sweirzy_ს ნამუშევარი, რომელიც გამოყენებულია როსინის ერთ-ერთი ოპერის პლაკატისთვის. ათ წამში დაასახელეთ ეს პიროვნება
ალბათ ადვილებია, მაგრამ იყონ აქაც

ძაან ცნობილი სახეა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ლეონარდო დი კაპრიო ხომ არაა?

იტალიელი უნდა იყოს წესით
akunina
Aug 14 2011, 12:32 AM
bella_trixრქები სადაა?
bella_trix
Aug 14 2011, 12:24 PM
qameleoniQUOTE
თქვენს წინაშეა მხატვარ waldemar sweirzy_ს ნამუშევარი, რომელიც გამოყენებულია როსინის ერთ-ერთი ოპერის პლაკატისთვის
რატომ უნდა გაგიჩნდეს დი კაპრიოსთან ასოციცია, ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ

გარდა იმისა რომ დიკაპრიოს ფანი ხარ და ყველაფერში შენთვის მისი სახე იხატება

))))
QUOTE
ათ წამში დაასახელეთ ეს პიროვნება
მინიშნება
bella_trix
Aug 14 2011, 12:27 PM
akuninaარავითარი რქები არაა
freddie krueger
Aug 14 2011, 01:30 PM
bella_trixუნდა ჰქონდეს სადღაც;
მიქელანჯელომ თუ დაუნახა რქები, ე.ი. მართლა ჰქონია!
GORDA
Aug 14 2011, 05:14 PM
ბავშვობა გამახსენდა
GORDA
Aug 14 2011, 05:19 PM
Sebastian
Aug 19 2011, 03:50 PM
2008 წლის მაისში, ერთერთი რუსული გაზეთი წერდა, რომ მედვედევმა მიაღწია X-მდე, მანამდე კი ეს გააკეთეს პუტინმა, ელცინმა, გორბაჩოვმა და ჩერნენკომ. რუსული X-ის ანალოგი რამდენიმე ათწლეულით ადრე არსებობდა აშშ-ში.
დაასახელეთ "X" 2 სიტყვით თუკი მისი "ქმედითუნარაინობისთვის" ''3X"-ია საჭირო
freddie krueger
Aug 25 2011, 01:57 PM
ციტატა(Not Big, Not Big, French.. @ Jul 14 2011, 01:13 PM)

კარგით ჰათ ერთი ჩემი კითხვა...
"პაკეთი" – ალბათ უპრიანი იქნება ესე მოვიხსენიოთ ქართველებმა. იგი ერთადერთი გამონაკლისია მსგავსი ტიპის სახელწოდებებში რომელიც როგორც რუსული აგრეთვე ინგლისური სახელისგან არ განსხვავდება, არადა სხვა მსგავს სახელწოდებებში ქართველებს ზემოთ აღნიშნული ენებისგან განსხვავებით საკუთარი სუფიქსი გაგვაჩნია.
კითხვა: დაასახელეთ მისი ამჟამინდელი სახელწოდება
ვაზირისტანი?
ბელუჯისტანი?
დაღესტანი?
ქურდისტანი?
ნესტანი?
flying teapot
Sep 6 2011, 05:36 PM
bella_trixპირველი დონ ჟუანი.

ელვაზე გამოსახული ბიბლიურ პერსონაჟს ჰგავს.. მოსეა?
თუ უკვე უპასუხეს ამათ?...
Sebastianციტატა
2008 წლის მაისში, ერთერთი რუსული გაზეთი წერდა, რომ მედვედევმა მიაღწია X-მდე, მანამდე კი ეს გააკეთეს პუტინმა, ელცინმა, გორბაჩოვმა და ჩერნენკომ. რუსული X-ის ანალოგი რამდენიმე ათწლეულით ადრე არსებობდა აშშ-ში.
დაასახელეთ "X" 2 სიტყვით თუკი მისი "ქმედითუნარაინობისთვის" ''3X"-ია საჭირო
სამ ვარსკვლავამდე? (გენერალ-ლეიტენანტობას თუ რაღაც ეგეთს)
bella_trix
Oct 10 2011, 11:15 PM
http://db.chgk.info/search/questions/kinoრა მაგარი ყოფილა კითხვების თარგმნა, იმ თემას თუ მოძებნი რაც გინდა

))
capa
Oct 22 2011, 08:23 PM
1928–1948 წლებში გერმანია იყო დასჯილი ისე,როგორც სპარტა ძველ საბერძნეთში... რას წარმოადგენდა ეს სასჯელი?
სანდრო
Oct 29 2011, 01:14 AM
capa
გუნდას ვერ აკეთებდნენ, სულ საბავშვო ამინდები იყო რა, თოვლჭყაპები იყო...
ჩემი გჯერა?
freddie krueger
Oct 29 2011, 01:19 AM
ციტატა(სანდრო @ Oct 29 2011, 01:14 AM)

ჩემი გჯერა?
წინ უნდა "ა" მაგ ფრაზას და სანამ იტყვი, "ციტიუს ალტიუს Fორტიუს" უნდა წარმოთქვა სამჯერ საზეიმო, იდუმალი და ცოტა სექსუალური ხმით!
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.