dante28
Sep 3 2008, 04:11 PM
წინა კითხვის პასუხს რადგამ არ წერენ დავწერ მე

მეეზოვე
GORDA
Sep 3 2008, 05:09 PM
ციტატა(dante28 @ Sep 3 2008, 04:11 PM)

წინა კითხვის პასუხს რადგამ არ წერენ დავწერ მე

მეეზოვე
ეგ ხომ ვთქვი უკვე, ცოტა ზემოთ, ოღონდ არავინ დამიდასტურა.
dante28
Sep 3 2008, 05:18 PM
windwalkerხოდა მე უბრალოდ დაგიდასტურე

კითხვის ავტორი არ ჩანდა და მაგიტომ
Azazello
Sep 3 2008, 05:24 PM
წინა კითხვის ავტორი წასულია რამდენიმე დღით, მადლობა dante28-ს
GORDA
Sep 3 2008, 05:29 PM
ციტატა(dante28 @ Sep 3 2008, 05:18 PM)

windwalkerხოდა მე უბრალოდ დაგიდასტურე

კითხვის ავტორი არ ჩანდა და მაგიტომ
ა, ესე იგი, იცი, რომ სწორია?
მადლობა.
კითხვასაც ხომ არ დასვამ? მაშინ მთლად დიიდ მადლობას გეტყვი.
ან ვინც დასვამს, იმას ვეტყვი.
ta-smiley
Sep 4 2008, 02:42 PM
ციტატა(badagi @ Aug 30 2008, 02:09 AM)

Mathias_Sammerდღეს ბედი არ მწყალობს

მახსოვს ეგ კითხვები ხო. ავტობუსში მოსმენილი დიალოგიც მახსოვს
ციტატა(Mathias_Sammer @ Aug 30 2008, 02:10 AM)

badagiდა თამთას ვერსიებიც ხოო

ციტატა(badagi @ Aug 30 2008, 02:14 AM)

Mathias_Sammerმაგას რა დამავიწყებს

არა რაა, ცუდი ხალხი ხართ თქვენ
PaNKveLa
Sep 4 2008, 03:33 PM
1.am saxelmwifos istoria 301 wlidan iwyeba roca igi religiuri devnis gamo dalmacidan gamoqceulma qristianma daarsa, romelic SemdgomSi wmindanad iqna Seracxuli. X saukunidan am saxelwifos , amave wmindanis saxeli hqvia . daasaxeleT es saxelmwigo
ta-smiley
Sep 4 2008, 04:39 PM
წმინდა მარინუსის ქვეყანა?
GORDA
Sep 4 2008, 04:43 PM
ციტატა(ta-smiley @ Sep 4 2008, 04:39 PM)

წმინდა მარინუსის ქვეყანა? 
ალბათ ხო, სან-მარინო
PaNKveLa
Sep 4 2008, 04:49 PM
ხო ეგაა
BeQa
Sep 4 2008, 06:02 PM
"ჰოლივუდის" ერთ-ერთი უმსხვილესი სტუდიის ბოსი ლუის ბ. მაიერი "ამის" შესახებ ამბობდა: "ვინ წავა მის სანახავად, მაშინ როცა იგივე ფასად ჯეინ კროუფორდის სავსე მკერდისთვისაც შეიძლება თვალის შევლებაო". თუმცა მის ავტორს ოსკარებით დაჯილდოვების ცერემონიალზე მთავარ სტატუეტთან ერთად იმდენივე რაოდენობის მომცრო სტატუეტი გადასცეს, რა ციფრიც "ამის" სათაურში ფიგურირებდა. დაასახელეთ ეს ციფრი
SOSO
Sep 4 2008, 06:53 PM
ციფრი თუ რიცხვი?
BeQa
Sep 4 2008, 09:46 PM
SOSOციფრი
sin165
Sep 4 2008, 10:47 PM
აუ მივხვდი. 7.
(ფიფქია და 7 ჯუჯა)
BeQa
Sep 4 2008, 11:18 PM
sin165 
სწორია
sin165
Sep 5 2008, 12:00 AM
BeQaრაც მე მაგაზე ტვინი ვიჭყლიტე.

არა რა, არ ვვარგივარ ამ თამაშში.
damisalera
Sep 7 2008, 08:22 PM
საცდელად დავაგდოთ აბა...
ანეკდოტი: ერთ-ერთი გასართობი დაწესებულების განყოფილებაში გამოკრული იყო განცხადება "ნუ შეაშინებთ მათ, რადგან იატაკი ბეტონისაა". ვინ ან რა იყო ამ განყოფილების ბინადარი?
sin165
Sep 7 2008, 08:50 PM
damisaleraსაცდელად რას ნიშნავს?
სირაქლემა
damisalera
Sep 7 2008, 09:28 PM
ოოო, კარგიაა... ეხლა კიდევ მე დავდო კითხვა? საცდელად ისეთია რა... რომ ცდილობ, იქნებ ვინმემ კიდევ დასვას კითხვები და ეს ღამის მორიგეობაც გავძლოო...
აბა, წარმოიდგინე, უცებ კაცი შევარდება ბარში, მოითხოვს სასწრაფოდ წყალს და თან შვება ამას(რას, არ ვიტყვი). სანამ ოფიციანტი წყალს მიაწვდის, მანამდე გარედან შემოვა ჩოჩქოლის ხმა. გავა ეს კაცი და უკან აღარ შემობრუნდება. აი, ესაა საცდელი, თუა. აბა, გამოიცანი, რა მოხდა და როგორ. თან კითხვებიც დადე. თუ შეიძლებოდეს
damisalera
Sep 7 2008, 10:43 PM
კარგი ჰო, შედარებით ნორმალური ეს კითხვა უნდა იყოს წესით:
ესეც ანეკდოტიდანაა. კაცი მოიხმობს ბავშვს და მიდის დიალოგი: რამდენი წლის ხარ, ბიჭიკო? სამის. ათამდე თვლა გასწავლა მამამ? კი. აბა, დამითვალე. ერთი, ორი, სამი (და ა.შ) ათი. მეტი არ იცი? კი, ვიცი.
როგორ გააგრძელა დათვლა ბაღანემ?
Illegal Astronaut
Sep 7 2008, 10:46 PM
damisaleraძველია... მაგრამ კარგი..
* 0 #
damisalera
Sep 7 2008, 10:49 PM
რომელი. პირველი თუ მეორე? დადეთ კაცო, რისი გერიდებათ, სულ ფორუმელები არა ვართ?
Illegal Astronaut
Sep 7 2008, 10:52 PM
damisaleraმეორე... გიპასუზე უკვე... პირველი საერთოდ ვერ გავიგე...

damisalera
Sep 7 2008, 10:55 PM
აა, პასუხი იყო * 0 და #? კარგი ვერსიაა, მაგრამ ჩემი წყაროები სხვა პასუხს მეუბნებიან. აბა, იქნებ ის სხვა პასუხიც იპოვო?
Illegal Astronaut
Sep 7 2008, 10:56 PM
damisaleraმე სხვა არ ვიცი.. გააგრძელა მობილურის პონტში... * 0 #... ეგ კითხვა ეგრე მაქ მოსმენილი..
data
Sep 7 2008, 10:57 PM
damisaleraციტატა
ოგორ გააგრძელა დათვლა ბაღანემ?
ეგ როგორც მახსოვს, ნამდვილ ამბავს ჰგავს

უელსის პრინცს ჰკითხეს თურმე (სასულიერო პირმა), მეფის მაღლა რა დგასო და იმან უთხრა ტუზიო
damisalera
Sep 7 2008, 11:00 PM
კი, ეგ კი კითხეს უელსის პრინცს, მაგრამ მამა რომ გასწავლის დათვლას, ათი, ვალეტი, დამა და მიდი მოჯოკრეო, ეგ კი არ მგონია ნამდვილი იყოს. ისე კი გავს იმ ამბავს. კი, ნამდვილად გავს.
data
Sep 7 2008, 11:03 PM
damisalera
Sep 7 2008, 11:04 PM
ჰოო. პირველ კითხვაზე კი, აი, არ მოხდა და როგორ. ის კაცი რომ შევიდა და წყალი მოითხოვა, ასლოკინებდა და წყალი შველისო, ძველებისგან გაგონილი ექნებოდა. მერე სანამ წყალს მიაწვდიდნენ, ხომ გავიდა გარეთ ჩოჩქოლის გამო? ჰოდა იქ იყო ჩხუბი ატეხილი და თქვენც კი გექნებათ ძველებისგან გაგონილი, სლოკინი მაშინ ჩერდება, თუ შეშინდიო. გაუარა ამ კაცსაც სლოკინმა და წავიდა თავის გზაზე. არაფერს დასვამთ?
dante28
Sep 8 2008, 05:29 PM
რადგანაც კითხვები არ ჩანს ერთ ძველ კითხვას დავდებ ახლა ვნახე კომპში, (შეიძლება ადრე ეს კითხვა მქონდა დანადები, თუ ასეა ბოდიშს გიხდით წინასწარ)
R, L და A, ერთი ქვეყნის შვლები არიან. R 40 წლით უფროსი იყო L-ზე და L-ის მამასთან მეგობრობდა, R-მა და L-მა თავიანთ შემოქმედებაში აღწერეს ის რაც მათ გარშემო ხდებოდა, რასაც ხალხი ყვებოდა, R-ის და L-ის ნაშრომები თავის ტრილოგიაში გააერთიანა A-მ და მათ თითო ნაწილი მიუძღვნა. მეტიც A ქმნილებაში ერთ საგულისხმო ეპიზოდში სჩანს კიდეც L. საგულისხმოა, რომ A, ტრილოგია ერთი პერიოდი ბევრ ქვეყანაში იყო აკრძალული, მათ შორის საქართველოშიც
დაასახელეთ R, L და A
damisalera
Sep 8 2008, 09:52 PM
ტოლკიენ-ჩერჩილის ამბავია?
dante28
Sep 8 2008, 10:15 PM
damisalera
არა
mako
Sep 9 2008, 11:44 AM
dante28მდაჰ..

სამი უნდა დავასახელოთ ხო?
Mathias_Sammer
Sep 9 2008, 12:19 PM
ციტატა(dante28 @ Sep 8 2008, 05:29 PM)

რადგანაც კითხვები არ ჩანს ერთ ძველ კითხვას დავდებ ახლა ვნახე კომპში, (შეიძლება ადრე ეს კითხვა მქონდა დანადები, თუ ასეა ბოდიშს გიხდით წინასწარ)
R, L და A, ერთი ქვეყნის შვლები არიან. R 40 წლით უფროსი იყო L-ზე და L-ის მამასთან მეგობრობდა, R-მა და L-მა თავიანთ შემოქმედებაში აღწერეს ის რაც მათ გარშემო ხდებოდა, რასაც ხალხი ყვებოდა, R-ის და L-ის ნაშრომები თავის ტრილოგიაში გააერთიანა A-მ და მათ თითო ნაწილი მიუძღვნა. მეტიც A ქმნილებაში ერთ საგულისხმო ეპიზოდში სჩანს კიდეც L. საგულისხმოა, რომ A, ტრილოგია ერთი პერიოდი ბევრ ქვეყანაში იყო აკრძალული, მათ შორის საქართველოშიც
დაასახელეთ R, L და A
მამა შვილზე რატომღაც დიუმები გამახსენდა ეგ ხო არაა ?
dante28
Sep 9 2008, 12:28 PM
Mathias_Sammerარა
dante28
Sep 9 2008, 12:39 PM
დახმარების სახით R L A შემთხვევით არ დამიწერია ამ პიროვნებების გვარები სწორედ ამ ასოებზე იწყება
mako
Sep 9 2008, 02:06 PM
ლერმონტოვი...
რე..
მდაჰ..არა ვერ ვხდები
dante28
Sep 10 2008, 10:42 AM
კიდევ ერთ დახმარება სამივე ქართველია
პასუხს დავდებ საღამოს
GORDA
Sep 10 2008, 11:51 AM
dante28ციტატა
R, L და A, ერთი ქვეყნის შვლები არიან. R 40 წლით უფროსი იყო L-ზე და L-ის მამასთან მეგობრობდა, R-მა და L-მა თავიანთ შემოქმედებაში აღწერეს ის რაც მათ გარშემო ხდებოდა, რასაც ხალხი ყვებოდა, R-ის და L-ის ნაშრომები თავის ტრილოგიაში გააერთიანა A-მ და მათ თითო ნაწილი მიუძღვნა. მეტიც A ქმნილებაში ერთ საგულისხმო ეპიზოდში სჩანს კიდეც L. საგულისხმოა, რომ A, ტრილოგია ერთი პერიოდი ბევრ ქვეყანაში იყო აკრძალული, მათ შორის საქართველოშიც
დაასახელეთ R, L და A
ლუკა რაზიკაშვილი, გიორგი ლეონიძე, თენგიზ აბულაძე
data
Sep 10 2008, 11:57 AM
windwalkerციტატა
ლუკა რაზიკაშვილი, გიორგი ლეონიძე, თენგიზ აბულაძე
(ფართი)
შენ ახლა ფორუმელთა ავტორიტეტი გადაარჩინე
GORDA
Sep 10 2008, 12:07 PM
dataციტატა
შენ ახლა ფორუმელთა ავტორიტეტი გადაარჩინე
ვერ გავიგე.
data
Sep 10 2008, 12:13 PM
ციტატა(windwalker @ Sep 10 2008, 11:07 AM)

dataციტატა
შენ ახლა ფორუმელთა ავტორიტეტი გადაარჩინე
ვერ გავიგე.
აი მოსიძემ რომ უთხრა საბაშვილს ფინალის დღეს,_ მთელი კლუბის ღირსებას იცავთ მაყურებლებთან ჭიდილშიო,_ იმ პონტში რა

საკმაოდ დიდი ხანია (2 დღე) დევს ეს კითხვა და საღამომდე იყო პასუხის ვადა
GORDA
Sep 10 2008, 12:15 PM
data
აა, ახლა გავიგე. ტრილოგიიდან ადვილი იყო პასუხი. გამსახურდია და აბულაძე გამახსენდა ტრილოგიასთან დაკავშირებით. აბულაძეს მოყვა ლეონიძე და ვაჟა.
Azazello
Sep 10 2008, 06:46 PM
windwalker
აბულაძეს ვფიქრობდი მაგრამ დანარჩენებზე ვეღარ გავედი... არადა რა ადვილი იყო...
dante28
საღოლ, კაი კითხვაა
dante28
Sep 10 2008, 06:51 PM
windwalkerგამოიცანი სწორი პასუხი ეგ იყო

საღამოს ახალ კითხვას მოგაწვდით
diletanti
Sep 11 2008, 03:32 AM
თენგო გოგოტიშვილი ვიცით ხო? ხოდა საქართველოს ოკუპაციის დღეებში, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ასეთი რაღაც თქვა კურიერის რეპორტაჟში: "რუსეთის დროშის ფერები: თეთრი, ლურჯი, წითელი პუტინის ხელში გადაიქცა...." და თქვა ერთ-ერთი "სახელგანთქმული" ორგანოს სახელი.(სახელმწიფო დაწესებულებაა)
მინიშნების სახით გეტყვით, რომ ფერები მან არეულად დაასახელა, თან ლურჯის ნაცვლად ცისფერი თქვა, რათა გამოსულიყო ამ ორგანოს აბრევიატურა.
რა ორგანოზეა საუბარი
Confusion
Sep 11 2008, 10:36 AM
diletantiსამშვიდობე ძალებზე?
vulkani_lava
Sep 11 2008, 11:27 AM
diletantiბელი
გალუბოი
კრასნი
skiron
Sep 11 2008, 12:38 PM
ციტატა(diletanti @ Sep 11 2008, 03:32 AM)

თენგო გოგოტიშვილი ვიცით ხო? ხოდა საქართველოს ოკუპაციის დღეებში, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ასეთი რაღაც თქვა კურიერის რეპორტაჟში: "რუსეთის დროშის ფერები: თეთრი, ლურჯი, წითელი პუტინის ხელში გადაიქცა...." და თქვა ერთ-ერთი "სახელგანთქმული" ორგანოს სახელი.(სახელმწიფო დაწესებულებაა)
მინიშნების სახით გეტყვით, რომ ფერები მან არეულად დაასახელა, თან ლურჯის ნაცვლად ცისფერი თქვა, რათა გამოსულიყო ამ ორგანოს აბრევიატურა.
რა ორგანოზეა საუბარი
ბარემ პასუხიც შენ თვითონ მიგეწერა...
GORDA
Sep 11 2008, 12:55 PM
skironციტატა
ბარემ პასუხიც შენ თვითონ მიგეწერა...
მეც მაგის დაწერას ვაპირებდი.
ხოდა, გოგოტიშვილი იტყოდა, აბა რას იზამდა! სადაც მაკკეინმა განაცხადა, როცა პუტინს ვუყურებ თვალებში, მხოლოდ სამ ასოს ვხედავო. ცხადია, იმავე სამ ასოს გულისხმობდა. არადა, თავიდან ვიფიქრე, ამან უკვე ქართულად და რუსულად დაიწყო ხედვა, დიდი-დიდი ინგლისური ტრანსკრიპციით-მეთქი.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.