mako
Aug 2 2008, 04:03 PM
აქ ვითამაშებთ ფორუმის მონაწილეების მიერ დასმული კითხვებით..ავმოქმედდით
PaNKveLa
Aug 2 2008, 04:48 PM
ტრადიციულ იტალიურ პიცაში ცომის გარდა აუცილებლად უნდა იყოს 3 კომპონენტი: ტომატის სოუსი, ყველი ”მოცარელლა” და ოხრახუშის ფოთლები. პიცის ამ სამ კომპონენტს კულინარული მნიშვნელობის გარდა გააჩნია სიმბოლური მნიშვნელობაც. რაში მდგომარეობს ეს სიმბოლური მნიშვნელობა? <<< და აი პირველი კითხვა !!!
barcaman
Aug 2 2008, 04:48 PM
ციტატა(PaNKveLa @ Aug 2 2008, 04:48 PM)

ტრადიციულ იტალიურ პიცაში ცომის გარდა აუცილებლად უნდა იყოს 3 კომპონენტი: ტომატის სოუსი, ყველი ”მოცარელლა” და ოხრახუშის ფოთლები. პიცის ამ სამ კომპონენტს კულინარული მნიშვნელობის გარდა გააჩნია სიმბოლური მნიშვნელობაც. რაში მდგომარეობს ეს სიმბოლური მნიშვნელობა? <<< და აი პირველი კითხვა !!!
იტალიის დროშის ფერებია
SmoK1e
Aug 2 2008, 04:49 PM
SmoK1e
Aug 2 2008, 04:50 PM
PaNKveLa
Aug 2 2008, 04:51 PM
ციტატა
იტალიის დროშის ფერებია
მართალი ხარ :*
PaNKveLa
Aug 2 2008, 04:52 PM
მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?
c@uc@si@n
Aug 2 2008, 04:54 PM
ციტატა(PaNKveLa @ Aug 2 2008, 04:52 PM)

მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?
მობილური ტელეფონები, უფეთქდებათ რა
PaNKveLa
Aug 2 2008, 04:54 PM
ციტატა
მობილური ტელეფონები, უფეთქდებათ რა
არა
barcaman
Aug 2 2008, 04:55 PM
ციტატა(PaNKveLa @ Aug 2 2008, 04:52 PM)

მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?
ჩანგალი
c@uc@si@n
Aug 2 2008, 04:55 PM
აბა, ჩანგალი?
PaNKveLa
Aug 2 2008, 04:56 PM
ეგაა D:

))))))))))))))))))
mako
Aug 2 2008, 11:19 PM
,,დათვი" აქ გაშლილია როგორც ყოვლისშემძლე ძალა, რომელიც ,,თავის თათს ადებს ფილმის თითქმის ყოველ ელემენტს"..: ამბობს სერგეი ეიზენშტეინი.მითხარით სიტყვა, რომელიც შევცვალე ,,დათვით"პ.ს.რამდენად დახვეცილია ვერ გეტყვით...აბა ამოვიქოქეეეეეეთ!
dio21
Aug 3 2008, 01:17 PM
საბჭოთა ცენზურა?
Sp@rk
Aug 3 2008, 01:49 PM
მოგესალმებით ყველას, მიხარია, რომ ფორუმი ისევ გაიხსნა

მეც მგონია, რომ ცენზურაა სწორი პასუხი
SmoK1e
Aug 3 2008, 03:13 PM
ცენზურის გარდა პროსტა ვერაფერი ვერ იქნება.....ეხლა ვნახე ეს კითხვა რა......ეიზენშტეინს შეაწუხებდა ნაღდად ცენზურის ამბავი...იშვიათი გამონაკლისი იყო
mako
Aug 3 2008, 09:16 PM
dio21
Sp@rk
არა არაა ცენზურა... ანუ ეს არის ,,რაღაც" რაც უშუალოდ მოქმედებს ფილზმე თუ ფილმის ხარისხზე..ანუ?
dio21
Aug 3 2008, 09:37 PM
makoვაახ
აბა რეკლამა ძალიან სვეჩკააა

ტიტრები ხო არა?
barcaman
Aug 3 2008, 09:41 PM
mako
მუსიკა?
mako
Aug 3 2008, 09:47 PM
dio21
არა
mako
Aug 3 2008, 09:47 PM
barcaman
არც ეგ.........დაუკვირდი..,,თათს" ადებს თითოეულ კადრს
dio21
Aug 3 2008, 09:50 PM
mako
ვააახ, ეს რარაცას რომ აჩხაკუნებენ ხოლმე გადაგებისას?
mako
Aug 3 2008, 09:51 PM
dio21
ნწუ..დაუკვირდი რა კითხვას..მოდი ასე ვთქვათ..სანამ ბაზარზე გაიტანენ ფილმს..მანამდე რას უკეთებენ?
Azazello
Aug 3 2008, 09:55 PM
მონტაჟს
mako
Aug 3 2008, 09:57 PM
Psycho
Aug 3 2008, 10:38 PM
ეს კითხვა ჩემ სკაიპოტში დაისვა. გაიხსენეთ აბა..
"მათი" რაოდენობა დღესდღეისობით შეადგენს არაუმეტეს 12ისა. მეოთხედი საუკუნის წინ "ის" შეიძლება ყოფილიყო 15, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში კი - 20 და 30მდეც კი.. აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა 1825 წელს ინგლისში: 276 (!) მაგრამ ზოგჯერ "ის" ერთიც კი საკმარისია.
Psycho
Aug 4 2008, 04:41 AM
არ გაქვთ პასუხი?
vulkani_lava
Aug 4 2008, 02:22 PM
Julien
საათთან ან თვეებთან რაიმე კავშირში ხომ არ არის ???
Sp@rk
Aug 4 2008, 02:36 PM
რაუნდები კრივში
Psycho
Aug 4 2008, 03:44 PM
vulkani_lavaარა
Sp@rkციტატა
რაუნდები კრივში
მართალია ვალა
vulkani_lava
Aug 7 2008, 08:40 PM
კითხვები შემაკლდა აქაურობას >>>>>>>
Psycho
Aug 7 2008, 10:50 PM
ჰო..
Nazgha
Aug 7 2008, 11:28 PM
აჰა თქვენ კითხვა და გაერთეთ

1988 წელს, ვინმე დენ ვაიდენმა, იმყოფებოდა რა სპორტული ინვენტარის მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრაზე, მათი ენერგიულობით, ბეჯითობით და შემოქმედებითი უნარით აღტაცებულმა, წარმოთქვა ფრაზა, რომელიც გარკვეულ წილად მოწოდებად შეიძლება ჩაითვალოს.
ამ მოწოდებას ამერიკელმა მარკეტოლოგმა სეტ გოდინმა, მე–20 საუკუნის ყველაზე ძვირადღირებული ფრაზა უწოდა. დაასახელეთ სამი ინგლისური სიტყვისაგან შემდგარი ეს ფრაზა.
Sp@rk
Aug 7 2008, 11:35 PM
JUST DO IT
Nazgha
Aug 7 2008, 11:43 PM
Sp@rk1:0
vulkani_lava
Aug 8 2008, 02:51 PM
ციტატა(vulkani_lava @ Aug 7 2008, 08:40 PM)

კითხვები შემაკლდა აქაურობას >>>>>>>

ძნელია საკუთარ თავს არ დაეთანხმო
vulkani_lava
Aug 10 2008, 09:33 PM
ეს თემა წინ რომ წამოვწიო ვსვამ კითხვას

ზემოთ მიფრინავს ორი ყვავი. ერთი მარჯვნივ, მეორე წითელი. რამდენი კილოა ერთი კილო ასფალტი ???
( გაითვალისწინეთ ერთი მარჯვნივ მიფრინავს და თან საქართველოში სასწორს ვერ ენდობა კაცი

ლოლ

)
Psycho
Aug 11 2008, 07:54 PM
ციტატა
ზემოთ მიფრინავს ორი ყვავი. ერთი მარჯვნივ, მეორე წითელი. რამდენი კილოა ერთი კილო ასფალტი ???
შოკოლადი უფრო ტკბილია!
vulkani_lava
Aug 11 2008, 09:00 PM
Julienახლოს ხარ
SmoK1e
Aug 12 2008, 04:18 AM
vulkani_lava1 კილო
vulkani_lava
Aug 12 2008, 12:10 PM
SmoK1eშინაურის ხელი ურევია

თორემ ვერ გამოიცნობდი
ART TAMUNA
Aug 12 2008, 01:35 PM
vulkani_lava
Aug 12 2008, 04:18 PM
ეს ტერმინი,
1947 წელს კონგრესის დებატებში გამოსვლისას იხმარა ამერიკელმა ფინანსისტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ბერნარდ ბეირაქმა, ხოლო ლიტერატურაში, ეს ტერმინი დაამკვიდრა ჟურნალისტმა, მეცნიერმა და პოლიტიკურმა მოღვაწე უოლტერ ლიპმანმა.
დაასახელეთ რა ტერმინზე მაქვს საუბარი
vulkani_lava
Aug 13 2008, 01:33 PM
მოზროვნეებო სად ხართ ????
ta-smiley
Aug 13 2008, 01:36 PM
ცივი ომი
vulkani_lava
Aug 13 2008, 01:40 PM
ta-smileyყოჩაღ !!!!!!!
და რამე კითხვა დაწერე რა

თორე ეს თემა სულ იკარგება ხოლმე და წინა ფორუმზე კარგად მიდიოდა
Psycho
Aug 13 2008, 10:08 PM
1968 წელს ერთი ინდოელი ჟურნალისტი აგროვებდა მასალას საბჭოთა ჯარების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შესახებ. მან არ იცოდა ჩეხური ენა, და დასახმარებლად თავის ჩეხ მეგობარს მიმართა კითხვით, თუ რაზე წერდნენ ძირითადად მათი გაზეთები. მან უპასუხა: "ჩვენ გაზეთებში იბეჭდება სიმართლე, ნახევრად სიმართლე და ტყუილი. სიმართლე იწერება სპორტულ განყოფილებებში, ნახევრად სიმართლე "ამ განყოფილებებში", ხოლო დანარჩენი ყველაფერი ტყუილია!"
ამ ჩეხის აზრით, კონკრეტულად რის განყოფილებაში იბეჭდებოდა ნახევრად სიმართლე?ეს კითხვა ჩემ სკაიპოტში დავსვი
SmoK1e
Aug 14 2008, 03:21 AM
კროსვორდები??
okicha
Aug 14 2008, 11:04 AM
Julienანეგდოტები ?
vulkani_lava
Aug 14 2008, 11:08 AM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 11:04 AM)

Julienანეგდოტები ?

მეც მასე ვფიქრობ.
( " ისეთ ხუმრობას რა უთხარი სადაც ნახევარი სიმართლე არ არის " <<=== აიამ ლოგიკით

)
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.