ციტატა(mortal @ Dec 1 2009, 05:01 PM)

თემამ დამაინტერესა, შემოვიხედე, ვიფიქრე რამე საინტერესოს წავიკითხავდი და გული დამწყდა, რადგან ვერაფერი ვნახე ეგვიპტოლიგიის განმარტების გარდა
ამიტომ, დავიწყებ და ძველ ეგვიპტეზე ცოტას დავწერ, სხვაც ჩემსავით იმეგაცრუებული რომ არ დარჩეს.
გეოგრაფიული მდებარეობა
ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები. ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა. ნილოსის ადიდება ცაზე სირიუსის ამოსვლას უკავშირდებოდა
ჰეროდოტემ ეგვიპტეს ,,ნილოსის ნობათი" უწოდა
დღეს ნილოსის შვიდი ტოტიდან მხოლოდ ორია დარჩენილი
ეგვიპტელები თავიანთ ქევყანას კემეს ანუ ,,შავ ქვეყანას" უწოდებენ, უდაბნოს კი დეშერეს, ანუ ,,წითელ მიწას"
სამხრედ ეგვიპტის სიმბოლო შროშანი იყო, ცხოველებიდან - კობრა
ჩრდილოეთ ეგვიპტის - პაპირუსი და შევარდენი...
ეგვიპტური დამწერლობა იეროგლიფური იყო, მოგვიანებით იეროგლიფების ორი გამარტივებული სახე გავრცელდა, დემოტური და იერატული....
ნილოსის ღმერთს ,,ჰაპი" ერქვა, მას უზომოდ დიდი ღიპის მქონე მამაკაცად გამოხატავდნენ, რომელსაც ხელში კოკა ეჭირა...
ლეგენდის თანახმად, ნილოსი მაშინ დიდდებოდა, როცა ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი ისიდა თავის ძმას და მეუღლეს, სეთის მიერ მოკლულ ოსირისს დასტიროდა....
მზის სამი ღვთაებაა ცნობილი, ამონი, რა და ატუნი, ეს უკანასკნელი კი ფაქტიურად მონოთეისტური ღვთაება იყო, რეფორმატორი ფარაონის, ეხნატონის, იგივე ამენხოტეპ IV-ის შექმნილი...
ამონი და რა მოგვიანებით გაერთიანებულმა, ამონ-რას კულტმა შეცვალა...
ეგვიპტური იეროგლიფები 1822 წელს ამოიკითხა და სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო ჟან ფრანსუა შამპოლეონმა, მან ბაზალტის სტელაზე შესრულებული ბერძნული წარწერის დახმარებით ეგვიპტურ ნაწილზე ჯერ პტოლემაიოსის, შემდეგ კი დედოფალ კლეოპატრას სახელი ამოიკითხა...
ეგვიპტის ახალი სამეფოს პერიოდში მოხდა პირველი სამხედრო დაპირისპირება ხათის სამეფოსთან, ეგვიპტის ფარაონ რამსეს II სა და ხათის მეფე, ხათუსილის წინააღმდეგ, ას ბრძოლა პირველი სამხედრო კონფლიქტია, რომელიც მშვიდობიანი მოლაპარაკებით და ქვეყნებს შორის გაფორმებული ზარით დასრულდა, მოხუცმა ხათუსილიმ თავისი ასული, თუთუ მიათხოვა რამსეს მეორეს და დაიმოყვრა ეგვიპტის სამეფო...
ეგვიპტის სამეფომ არსებობა ძვ.წ. 525 წელს დაასრულა....
ეს და კიდევ ამაზე მეტი ჩემმა VI კლასელებმა იციან და თუ რამე ახალი იცით, ის დადეთ, თორემ ეს თემა რაღა საჭიროა, როცა ისტორიის ყველა სახელმზღვანელოში შეიძლება ამ ფაქტების წაკითხვა