დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ასტროლოგია
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4
ankikia



სიმბოლო: სასწორი
პერიოდი (ტროპიკული): 23 სექტემბერი — 23 ოქტომბერი
პერიოდი (ვარსკვლავური): 18 ოქტომბერი — 16 ნოემბერი
პერიოდი (მზის): 31 ოქტომბერი — 23 ნოემბერი
თანავარსკვლავედი: სასწორი
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: ვენერა
განდევნილი: მარსი
ეგზალტაცია: სატურნი
დაცემა: მზე

ყველა ადამიანი ეძებს ვენერას — სიყვარულის ქალღმერთს; პლანეტას, რომელმაც ყველფერი იცის სიყვარულის შესახებ და სასწორი ფლობს მას. სასწორები, ისევე როგორც მათი სიმბოლო — სასწორი, ბევრს ყოყმანებენ გადაწყვეტილების მიღების წინ. მათი პიროვნება ნათელი და ინტელექტუალურია, რადგან ისინი ჰაერის ნიშანი არიან, მათი მომხიბვლელობა — უსაზღვროა, მათი ღიმილი — განუმეორებელი.

მთელი თავისი ცხოვრება სასწორები ეძებენ ადამიანს, რომელიც მათი იდეალური მეუღლე გახდება, მაგრამ როცა საბოლოოდ პოულობენ მას, იშვიათად არიან ბედნიერი. რატომ? იქნებ სასწორებს თვითონ სიყვარული უყვართ? იქნებ ისევე როგორც ვენერას ზედაპირი, რომელსაც მის ზედაპირზე ნისლის გამო, ასტროლოგები დიდი გაჭირვებით ათვალიერებენ, სასწორის ნიშნები ამოუხსნელი არიან.

ამ ნიშნის ასტროლოგიური სიმომბოლოა — სასწორი, ხოლო ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების უმრავლესობა საზოგადოებრივ და პირად ასპარეზზე ამ სასწორის მუდამ გაწონასწორებას ცდილობს. სასწორებს ძალიან სჭირდებათ გაწონასწორებულობა და ჰარმონია. როცა ეს შეუძლებელია, ისინი უფრო რეაგირებენ მოვლენებზე, ვიდრე მდგომარეობის შეცვლას ცდილობენ. ვენერამ საკუთარ შვილებს ძლირი ანალიტიკური გონება უბოძა; განსაკუთრებით, როცა საქმე ხელოვნებამდე მიდის. თავისი გონიერებით ისინი ბევრ ადამიანს იზიდავენ, რომლებიც სასწორებს რჩევას თხოვენ. ისინი ასევე გულწრფელი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არიან.

სასწორების ინტუიციური თავისებურებები და სილამაზის ესთეტიური აღქმა მათ გამოჩენილ მხატვრებად, პოეტებად, მწერლებად, კომპოზიტორებად, მომღერლებად და მსახიობებად აყალიბებს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ამ თვისების წყალობით, ისინი ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე ბედნიერები არიან და ხშირად, ისინი მართლაც უზრუნველები არიან. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, იპოვიან თუ არა ისინი თავიანთ სულიერ თანამზრახველს ცხოვრებაში. ეს მათი ვალია, სასწორზე მხოლობით რიცხვში ფიქრი პრაქტიკულად შეუძლებელია: მათი ყველა ტიპი მომავალში ცხოვრების ყველა სფეროში თავგანწირვასთანაა დაკავშირებული. ჩანს, რომ სასწორები სიყვარულის მაძიებლები არიან. მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, ისე, როგორც, მაგალითად მშვილდოსანი ან ღრიანკალი. სასწორს ყოველთვის სწამს იმ არაჩვეულებრივი საღამოსი, როცა უცნობის სიცილს გაიგებს და შემდეგ ის მისი სულიერი თანამზრახველი გახდება და მის ცხოვრებას გაამთლიანებს.

მაგრამ ყველა ეს თვისება სასწორს სუსტ მოწინააღმდეგედ როდი აქცევს, თუკი ის უკვე თქვენს ხელთაა. მათი დამოუკიდებლობა შეურყეველია, იმის მიუხედავად, რომ ამას რბილად და შეუმჩნევლად გამოხატავენ. მათ ყოველთვის წარმოუდგენიათ ადამიანის ის ტიპი, რომელსაც ეძებენ. სასწორები ძლიერ აფასებენ ადამიანებს. ადამიანების გაბედნიერების დაუოკებელი სურვილი ხშირად ისე შორს მიდის, რომ ისინი უფრო სხვას ასიამოვნებენ, ვიდრე საკუთარ თავს. თუმცა, ისინი უნებისყოფოები არ არიან, როცა ხედავენ, რომ მათ დელიკატურ პიროვნებას შეურაცხყოფენ.

სასწორები ხშირად უპირისპირდებიან გარშემო სინამდვილეს, რადგანაც საკუთარ თავს ელეგანტურობასთან და სინატიფესთან აგივებენ. ისინი ყველაფერზე წავლენ, რომ თავიდან აიცილონ ისეთ ადამიანებთან კონტაქტი, ვინც ეთიკისა და კარგი გემოვნების კანონებს უგულვებელყოფს.

ასტროლოგები პლანეტა ვენერას „ნაკლებად იღბლიანად“ თვლიან, „შედარებით უფრო იღბლიანი იუპიტერისგან“ განსხვავებით. სასწორებმა პრაქტიკულობის შეგრძნება უნდა გამოიმუშავონ, რათა ის ნაყოფი მოიმკან, რომელსაც მათ ზეციური მმართველი უწვდის. როცა სასწორი გაწონასწორებულია, ის განუმეორებელია.

დღევანდელ მატერიალურ სამყაროშიც კი, მათ ორი უპირატესობა აქვთ; მათი ნიშანი მართავს სიყვარულისა და იდეალიზმის სფეროებს.
ankikia


სიმბოლო: მორიელი
პერიოდი (ტროპიკული): 24 ოქტომბერი — 22 ნოემბერი
პერიოდი (ვარსკვლავური): 17 ნოემბერი — 15 დეკემბერი
პერიოდი (მზის): 23 ნოემბერი — 30 ნოემბერი
თანავარსკვლავედი: ღრიანკალი
სტიქია: წყალი
ჯვარი: მყარი
მმართველი პლანეტა: მარსი (პლუტონი)
განდევნილი: ვენერა
ეგზალტაცია: ურანი
დაცემა: მთვარე

ღრიანკალის პიროვნება — ანტაგონისტური ძალების ცვალებადი შეხემებაა. სული და სხეული მუდამ ერთმანეთს ებრძვიან და ამიტომაც ღრიანკალი ზოგჯერ შეიძლება დემონს მივამსგავსოთ, ხოლო ზოგჯერ — წმინდანს. დიახ, ღმერთსაც კი, რადგანაც ღრიანკალი ზეციური მადლით უხვადაა დაჯილდოვებული. ეს დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანებია, ისეთი დიდი, რომ აგრესიულობა მათ წარმატების გზაზე ბევრ მტერს უჩენს. ცხოვრებაში წარმატებისთვის ღრიანკლები უფრო დიდი ენერგიით იბრძვიან, ვიდრე ყველა სხვა ნიშანი ერთად აღებული. და თან როგორი ოსტატობით!

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ბევრ ღრიანკალს სურს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, მხოლოდ რემდენიმეს გამოსდის ეს, რადგან სანამ ისინი გამარჯვების დაფნის გვირგვინს, შინაგან სამყაროს, ჰარმონიას და სიყვარულს, მატერიალურ კეთილდღეობას მოიპოვებენ, მათ ჯერ საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეეეძლებათ იმის მიღწევა, რაც სურთ.

ღრიანკლები ძალიან ემოციურები არიან, მათ ესაჭიროებათ სიყვარული; მათ სწყურიათ სიყვარული, ითხოვენ მას, მოკლედ რომ ვთქვათ — სიყვარული — მათი ცხოვრებისეული საწვავია. ყველა ასტროლოგი ეთანხმება იმ აზრს, რომ ღრიანკალი — ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

და რადგანაც ისინი ყველა სექსუალური საქმის მეფენი არიან, ისინი სექსს მარტივად ეკიდებიან და, როგორც წესი, ამით ადრეულ ასაკში კავდებიან, რადგანაც ისინი სექსუალურად მიმზიდველები არიან — მაშინაც კი, როცა ისინი არც ისე ლამაზები არაიან. ნებისმიერს შეუძლია მათი ლტოლვის დანახვა, დანახვა თუ არა, შეგრძნება მაინც. ადამიანებს მათი მოფერების სურვილი უჩნდებათ; სურთ, მუდამ მათ გვერდით იყვნენ, რადგაც მათ ძლიერი შინაგანი ენერგია აქვთ, რაც ღრიანკალის ვნებიან ბუნებაში იმალება.

არსებობს ღრიანკლის ორი ტიპი: დაბალი, განუვითარებელი ტიპი, რომელიც მორიელს განასახიერებს და განვითარებული, სულიერად სრულყოფილი ტიპი, რომელიც მოლივლივე არწივს ჰგავს. ორ უკიდურესობას შორის შუალედის პოვნა ხშირად შეუძლებელია. მათ დედამიწაზე ყველაფრის ანალიზის ზებუნებრივი შესაძლებლობა აქვთ და ამით ყველაფრის არსის გაგება შეუძლიათ.

და რადგანაც, ღრიანკალი პირველია 4 მუდმივ ნიშანს შორის, ის ვერ მოისვენებს მანამ, სანამ მისთვის გაუგებარს საბოლოოდ არ გააცნობიერებს. სინამდვილეში, ეს ღრიანკალის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა — ბოლომდე ბრძოლა, შედეგების იგნორირებით. მათ უნდა განაგრძონ კიდეც ამ გზით სიარული: დაამთავრონ ის, რაც დაიწყეს.

ღრიანკლებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად გამოხატვა. ამას გარდა, მათ ჩვევიათ სიჩუმე და ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა. საკუთარი მიზნების მიღწევა მათ სხვების შეტყობინების გარეშე სურთ, რადგან ცოტას თუ შეუძლია მათი ქმედებების სისწორის გაგება.
ankikia


სიმბოლო: მშვილდოსანი
პერიოდი (ტროპიკული): 23 ნოემბერი — 21 დეკემბერი
პერიოდი (ვარსკვლავური): 16 დეკემბერი — 14 იანვარი
პერიოდი (მზის): 18 დეკემბერი — 19 იანვარი
თანავარსკვლავედი: მშვილდოსანი
სტიქია: ცეცხლი
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: იუპიტერი
განდევნილი: მერკური

პლანეტა იუპიტერი, როგორც მას ხშირად ასტროლოგები უწოდებენ, წარმატების პლანეტაა და შეუძლია, რომ თავისი პირმშოები წარმატებით, დიდებით, პატივით და კეთილდღეობით დააჯილდოვოს. ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ იუპიტერი ძლევამოსილი პლანეტაა. თავიდან იუპიტერი მშვილდოსნებს მკაცრ გამოცდას უწყობს და მოუწოდებს, რომ იდეალის ძიებაში, ამ ნიშნით დაბადებულებმა უნდა გადაცურონ შვიდი ზღვა. სინამდვილეში კი ეს იდეალი თვით მათშივეა. მაგრამ მშვილდოსნებს უჭირთ იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მათი სულიერი სიმშვიდე თვით მათივე გონებრივ მსოფლაღქმაზეა დამოკიდებული. მშვილდოსნები დაუცხრომელნი არიან: ისინი მუდამ „ავრცობენ“ თავიანთ პიროვნებას, ჰორიზონტზე ჰიპნოზისმომგვრელი ვარსკვლავის ტყვეობაში ექცევიან და ახალ თავგადასავლებს ეძებენ. მათ სურთ ამქვეყნად ყველაფერი დაინახონ, შეიგრძნონ, გაითავისონ, სანამ მათი სასიკვდილო მოგზაურობის დასასრული არ დადგება.

მშვილდოსნებს ხშირად მოსდით სხვადასხვა იდეა, ხოლო მათი წარმატება ასეთი ადამიანების ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამოკიდებული. მათი სიმბოლოს — კენტავრ-მშვილდოსანის მსგავსად, ისინი პირდაპირ გამოხატავენ ყველაფერს მანერებითაც და საუბარითაც, რაც გასროლილი ისარივით, პირდაპირ მიზანში ხვდება. საკუთარ აზრს ყველაფრისგან დამოუკიდებლად გამოხატავენ. ისინი ცხოვრებისეულ სიღრმეებს ჭვრეტენ და იშვიათად ახერხებენ, რომ მათთვის საყვარელი ადამიანებისთვის შენიშვნის მიცემისგან თავი შეიკავონ. მაგრამ ეს შენიშვნები სასარგებლოა და არა მხოლოდ კრიტიკული. მაგრამ მშვილდოსნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათსავით ობიექტური ყველა როდია და მათი კეთილი ზრახვები ხშირად არასწორად ესმით. მშვილდოსნები ძალიან რომანტიულები და ვნებიანები, პატიოსნები და პირდაპირები არიან თავიანთ გრძნობებსა და ზრახვებში. თუმცა, ხშირად ეს სიცარიელედ და ზედაპირულობად, ან მოჩვენებით ლიქნად აღიქმება. მშვილდოსნებს არ უნდა ეწყინოთ, როცა უნებლიედ უგულვებელყოფენ ან ყურადღებას არ აქცევენ — იმის მიუხედავად, ეჩვენებათ ეს თუ სინამდვილეშიც ასეა. ისინი არ უნდა გაბრაზდნენ ან გულში ჩაიდონ წყენა ადამიანებზე — მათი სიხარულის ერთადერთ წყაროზე. მშვილდოსნები უნდა მიეჩვიონ, რომ ნათელი მომავლის რწმენა ჰქონდეთ. რატომაც არა? იუპიტერი ხომ მათი ძლევამოსილი მოკავშირეა. თავიანთი კომუნიკაბელურობის მიუხედავად, მშვილდოსნები ხშირად საკმაოდ მარტოსულად გრძნობენ თავს, რადგან მეტისმეტად იდეალისტები არიან. მათ სწამთ და სჯერათ სიყვარულის და მეგობრობის მაშინაც კი, როცა მწარე გამოცდა გაიარეს. ისინი ისევ და ისევ ენდობიან ადამიანებს. და ეს მათი წარმატების ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა — მათი დიდი რწმენა, რომელიც, როგორც წესი, თავის ნაყოფს იმკის.
ankikia


სიმბოლო: თხა
პერიოდი (ტროპიკული): 22 დეკემბერი — 19 იანვარი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 იანვარი — 12 თებერვალი
პერიოდი (მზის): 19 იანვარი — 16 თებერვალი
თანავარსკვლავედი: თხის რქა
სტიქია: მიწა
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: სატურნი (ურანი)
განდევნილი: მთვარე
ეგზალტაცია: მარსი
დაცემა: იუპიტერი

თხის რქის მმართველი პლანეტის — სატურნის ასტროლოგიურმა დახასიათებამ ინგლისურ ენას ახალი სიტყვა შესძინა, ზედსართავი სახელი „სატურნოს“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „ბნელი“, „ტყვიისებური“. ხშირად იგულისხმება უფერული, ინერტული, ღრუბლიანი ხასიათი. ასტროლოგები თვლიან, რომ ეს თხის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. ის მუდამ სიმულანტობს და ხშირად იპყრობს მელანქოლია.

კლასიკური თხის რქები რბილი ხასიათის და უწყინარები ჩანან, მაგრამ მათი გარეგნობა ნუ მოგატყუებთ. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილი იმით, რასაც სხვა ადამიანები წარმატებად თვლიან და მზად არიან იმისთვის, რომ მიაღწიონ რამეს. და რატომაც არა? ისინი ხომ ჰოროსკოპის მე-10 სახლს, წარმატების სახლს, მართავენ? ეს ხომ საკმარისი საბაბია, რომ თხის რქა უნიკალურ ძალას დაეუფლოს? თან ეს მიწის ნიშანია — მეტისმეტად პრაქტიკული, მოწესრიგებული პიროვნებები არიან და სამყაროს გლობალურად აღიქვამენ. ყოველივე ეს, ერთად აღებული, მეტოქეებთან შედარებით, მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს.

თხის რქის ბედნიერება დაუოკებელ შრომაშია. ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე დიდი მატერიალისტია და ვინაიდან თხის რქა მისი სიმბოლოა, ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მიზნისკენ მიმავალი მისი მომდევნო ნაბიჯი უსაფრთხოა. ყოველი დღე მას წარმატების მწვერვალთან აახლოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას განწყობა უფუჭდება და საკუთარ თავში იკეტება. თხის რქები ქარაფშუტობას ვერ იტანენ. მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამჩნევენ თუ არა სხვები მათ შესაძლებლობებს. ისინი ისედაც დიდად აფასებენ საკუთარ თავს. თხას შეიძლება მხოლოდ ერთი რამ აღელვებდეს: მიაღწიოს მწვერვალს და შეუპოვრობით, ამტანობით და მედიდურობით დაძლიოს წინააღმდეგობები.
ankikia


სიმბოლო: წყლის მზიდავი
პერიოდი (ტროპიკული): 20 იანვარი — 19 თებერვალი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 თებერვალი — 14 მარტი
პერიოდი (მზის): 16 თებერვალი — 11 მარტი
თანავარსკვლავედი: მერწყული
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: მყარი
მმართველი პლანეტა: სატურნი (ურანი)
განდევნილი: მზე

ურანს, მერწყულის მმართველ პლანეტას, ასტროლოგების აზრით, მზის სისტემის პლანეტებს შორის ყველაზე ექსცენტრული ქმედებები ახასიათებს. მაგალითად, მისი ღერძი საკუთარი ორბიტის სიბრტყიდან მცირე, 98%-იანი კუთხითაა გადახრილი. ის თითქოს მხართეძოზე წევს. როცა მზე ურანის სამხრეთი პოლუსის პირდაპირ იმყოფება, პლანეტის ჩრდილოეთი ნაწილი 20 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეშია. როცა მზე ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირაა — სამხრეთ ნახევარსფერო ექცევა სიბნელეში. ურანის ეს თავისებურებები, რომლებიც მას სხვა პლანეტებისგან განასხვავებს, ზუსტად უკავშირდება მეწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანების უმრავლესობას, ამ ადამიანების დიაპაზონი ფართოა — ჩვეულებრივი ადამიანებით დაწყებული — გენიოსებამდე.

მერწყულები ბევრს გასცემენ. მათი სიმბოლოც ხომ ადამიანია, რომელიც წყალს ღვრის. ამ ნიშნის ადამიანები კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი არაფერს იშურებენ და ხშირადაც იმკიან ნაყოფს: დიდებას, სიმდიდრეს და კუთვნილების მძაფრ შეგრძნებას, რაც, როგორც წესი, უკან უბრუნდებათ.

თუ ასტროლოგიური თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მერწყულს სამმაგი ძალა აქვს, ის პრაქტიკულად დაუმარცხებელია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერი გონების პატრონია; მეორეც იმიტომ, რომ ის მუდმივი ნიშნანია და იგი ჟინიანი და შეუპოვარია. და ბოლოს — მათი მმართველი პლანეტის გამო, ამ ნიშნების ცხოვრება თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისგან, რომელებიც ასე უშლიან ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ ნიშნით ბევრი ცნობილი ადამიანია დაბადებული.

ურანის განმასხვავებელი ნიშნებია: ორიგინალურობა და თვითგამოხატვა. შეუძლებელია, მერწყულს გადააფიქრებინო იმის თქმა და კეთება, რაც მათ სურთ, შედეგების მიუხედავად. სინამდვილეში, მერწყული თვითგამოხატვის სინონიმია.

მერწყულებს ერთგვარი განკერძოებულობაც ახასიათებთ, რის გამოც სხვებს ისინი ცივები და უდარდელები ეჩვენებათ. ისინი ყოველთვის არ შედიან ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ გულგრილი არასოდეს არიან. მათ უყვართ, როცა მსახურობენ და არსებობს საშიშროება, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ. თუ ის ბრძნულ რჩევას არ გაითვალისწინებს, მისმა კეთილშობილებამ შეიძლება სულიერად გამოფიტოს და მატერიალურად გაანადგუროს.

ისინი გაწონასწორებულები არიან, იშვიათად ბრაზდებიან, სანამ ფიქრის შემდეგ არ მიხვდებიან, რომ მათ არასწორად მოექცნენ. ისინი მშვიდები არიან და გონებით მოქმედებენ, რადგან კარგად ეთავსებიან ცხოვრების სხვადასხვა პირობას და კეთილდღეობის მაჩვენებელი საგნები არ იზიდავთ.
ankikia


სიმბოლო: თევზი
პერიოდი (ტროპიკული): 19 თებერვალი — 20 მარტი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 მარტი — 13 აპრილი
პერიოდი (მზის): 12 მარტი — 19 აპრილი
თანავარსკვლავედი: თევზები
სტიქია: წყალი
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: იუპიტერი, ნეპტუნი
განდევნილი: მერკური
ეგზალტაცია: ვენერა
დაცემა: მერკური

დიდი ასტროლოგები თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეუბნებიან: „ის, რომ თქვენ თევზები ხართ, ეს ერთია; ის, რომ ორი თევზი ხართ, ეს მეორე; მაგრამ ის, რომ ერთი თქვენგანი დინების მიმართულებით მიცურავს, მეორე კი — საპირისპირო მხარეს, ეს კიდევ სულ სხვაა“. სწორედ ეს არის თევზების ნიშნის პიროვნების ტიპის სირთულე.

ბევრი ასტროლოგი დაეთანხმება იმ აზრს, რომ თევზები — ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ექსცენტრულები არიან. მათი მმართველი — ნეპტუნი — რევოლუციური, მისტიკური ნიშანია, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის დაშორებული. თავისი მფარველობის ქვეშ მყოფთათვის მას ნევროზულობა და მშფოთვარება მოაქვს.

თევზები — ზოდიაქოს ბოლო ნიშნანია და როგორც წესი, ეს ადამიანებიც თავის თავს ბოლო ადგილზე აყენებენ. ისინი უანგაროდ იგებენ სხვების გულს. თევზები წყლის მე-3 ნიშანია და ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გადამეტებით ემოციურები და თავისებურად ვნებიანები არიან. თუკი თევზების ძლიერი ემოციები და ვნებები დადებითადაა მიმართული, ისინი ადამიანთა მოხიბვლის იარაღად გარდაიქმნება, ხოლო როცა ეს გრძნობები სუსტია, ამან შეიძლება თევზების თვითგანადგურება გამოიწვიოს.

თევზებმა უნდა იბრძოლონ და დაიცვან თავი ისეთი ადამიანების პირდაპირი კრიტიკისგან, ვისაც მათი მისტიკური სამყაროსი არ ესმის. თევზების სულიერი ნაიარევები დიდხანს არ ხორცდება.

თევზებს უყვართ წამებულის როლის თამაში. ისინი უნდა მოერიდონ საკუთარი თავის შეცოდების ტენდენციას, ისევე როგორც საკუთარი თავის უგულვებელყოფას. თევზები მორცხვები და მორიდებულები არიან, მაგრამ ამავდროულად ნერვიული და ენერგიით სავსენი. ეს ყველაფერი მათ ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი მუდამ ყოყმანებენ და აფორიაქებული არიან. თევზები ხშირად ღელავენ და უმნიშვნელო საკითხებსაც კი მძაფრად განიცდიან.

ისინი ძლიერ არიან დამოკიდებული იმ ხალხზე, ვისთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. მათ ძალიან მიმნდობი ხასიათი აქვთ და ამიტომაც მათი მოტყუება საკმაოდ ადვილია. თუმცა, თუ მათ გაიგეს, რომ ვინმემ მოატყუა, ისინი შეიძლება უზომოდ ეჭვიანები და ჩაკეტილები გახდნენ. მათი ინტელექტი ალივით გიზგიზებს: ხან შეკავებულია, ხან მხიარული და გონებამახვილური, ხან პირიქით მკრთალი, მიძინებული და მელანქოლიური.

მაგრამ თევზები არ უნდა დაიბნენ ამ თვისებების გამო, რადგან არსებობს ამ ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანი, რომლებმაც ყველაფრის გადალახვა შეძლეს და სახელიც კი გაითქვეს: ჯორჯ ვაშინგტონი, მიქელანჯელო, ვიქტორ ჰიუგო, ალბერტ აინშტაინი, ენრიკო კარუზო, ფრედერიკ შოპენი და ა. შ.
drakulas_bidzashvili


cool.gif
anuchi
ციტატა
მაგრამ თევზები არ უნდა დაიბნენ ამ თვისებების გამო, რადგან არსებობს ამ ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანი, რომლებმაც ყველაფრის გადალახვა შეძლეს და სახელიც კი გაითქვეს: ჯორჯ ვაშინგტონი, მიქელანჯელო, ვიქტორ ჰიუგო, ალბერტ აინშტაინი, ენრიკო კარუზო, ანუჩი, ფრედერიკ შოპენი და ა. შ.


+1 wink.gif

anuchi
ankikia

ამას შენ გიძღვნი tongue.gif

თქვენი თილისმა: ძვირფასი ქვების საიდუმლოებები და თვისებები

ჯერ კიდევ ძველად ადამიანებს სჯეროდათ ქვების სასწაულოქმედებისა და მათი მაგიური ძალისა, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახით იყენებდნენ, არამედ ატარებდნენ როგორც თილისმა. დღესაც ბევრს სჯერა ამის, სჯერათ რომ ქვები ზემოქმედებენ ადამიანებზე, მათ აურაზე და შეუძლიათ გადასცენ თავისი ძალა ადამიანებს.

ნებისმიერი ზემოქმედება კი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ამიტომ, საჭიროა იპოვოთ ზუსტად "თქვენი ქვა", რომელიც თქვენი თილისმა გახდება და დაგეხმარებათ ცხოვრებაში.

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის იუველრთა ასოციაციამ შეადგინა რეკომენდაციები, რომელთა ხელმძღვანელობითაც შეძლებთ სასურველი ქვის პოვნას.

აქვამარინი
აქვამარინი შეიძლება იყოს თილისმა ოქტომბრის თვეში დაბადებულთათვის. ეს ქვა დაიცავს მის მფლობელს საშიშროებებისაგან და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისაგან, ავითარებს გაბედულებას. აქვამარინი აცოცხლებს გონებას, კურნავს სიზარმაცეს, აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს მეხსიერებისა და ორატორული ხელოვნების განვითარებას. აქვამარინი უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან იგი აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, ანეიტრალებს კამათს და ჩხუბს. გადმოცემის თანახმად, მისი შეფერილობა იცვლება მფლობელის გუნება-განწყობის მიხედვით.

ალმასი
ეს ქვა მათთვისაა, ვინც აპრილში დაიბადა. მას განსაკუთრებული, უჩვეულო ძალა აქვს! ალმასი ადამიანს დაუმარცხებელს ხდის, გულადობასა და გამბედაობას მატებს. ითვლება, რომ ადამიანს, რომელიც ალმასს ატარებს, შეუძლია მშვიდად გადაიტანოს სიძნელეები და იოლად გაუმკლავდეს პრობლემებს. ეს ქვა ანელებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. იგი - ერთ-ერთი მფარველია დედობისა, დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქტიულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ალმასი დაგეხმარებათ გონიერების შენარჩუნებაში, გაგიძლიერებთ აბსტრაქტულ აზროვნებას, სულიერ განვითარებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისმა ძლიერმა ენერგეტიკამ შეიძლება ზიანო მოგიტანოთ, თუ თქვენი სულიერი თვისებები და ჩანაფიქრები არ შეეფერება ალმასის სისუფთავეს.

ამეთვისტო
მათ, ვინც თებერვალში დაიბადა, ურჩევენ ატარონ ამეთვისტო. მას კიდევ მოიხსენიებენ "სულიერ" ან "დალოცვილ" ქვად. ამეთვისტოს გამუდმებული ტარება დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სულიერი ტკივილებისაგან, მოიპოვოთ სიმშვიდე, წონასწორობა და ჰარმონია. იგი გულწრფელობისა და მშვიდობისმოყვარეობის სიმბოლოა. ზოგიერთი მას განშორების ქვად თვლის, მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ ამეთვისტო ფარდას ხდის სიცრუესა და ღალატს. იგი დაგეხმარებათ ძველი, უბედური სიყვარულის დავიწყებაში და გულს ახალი სიყვარულისათვის გადაგიშლით. ეს ქვა თავის მფლობელს დაიცავს ლოთობისგან და ცდუნებისაგან. თუ თქვენ ფარული ნაკლოვანებები გაქვთ, ამეთვისტო არ მისცემს მათ განვითარების საშუალებას.

ფირუზი
ეს ქვა დეკემბერში დაბადებულთათვისაა. სპარსულიდან იგი "ბედნიერების ქვას" ნიშნავს. მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. იგი შეარიგებს მტრებს, ოჯახში დაამყარებს მშვიდობას, ამას გარდა ფირუზს შეყვარებულების ქვასაც ეძახიან. იგი მუდმივი ახალგაზრდობისა და იმედების სიმბოლოა და სიყვარულში ბედნიერება მოაქვს.

ძოწი
თუ იანვარში დაიბადეთ, ძოწი - თქვენი თილისმაა. ეს ქვა აღვიძებს მგრძნობელობას და ვნებას. ასე რომ, თუ თქვენ სიმშვიდე გჭირდებათ, უმჯობესია არ ატაროთ ძოწი, იგი მეტისმეტად აგაფორიაქებთ. მისი ტარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, ვინც გადაღლილია ან დეპრესიაშია - იგი დაგიბრუნებთ ცხოვრების ინტერესს, შეგმატებთ სიმხნევესა და ოპტიმიზმს, აგარიდებთ საშიშროებას(განსაკუთრებით მოგზაურობისას), უბედურ შემთხვევებს, დაგიცავთ ღალატისაგან, გათვალვისაგან და ჯადოსაგან(თუ მისი გჯერათ).

მარგალიტი
მარგალიტი თილისმად გამოდგება ივნისში დაბადებულთათვის. საერთოდ, იგი ითვლება მხოლოდ ქალურ ქვად. იგი სიწმინდის, სულიერი სისუფთავის, ერთგულებისა და წმინდა სიყვარულის სიმბოლოა, აძლიერებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს და იცავს ნაღველისა და მელანქოლიისაგან. მარგალიტი დაეხმარება თავდაჯერებულ და თავისი საქმის ფანატიურად ერთგულ ადამიანებს - აძლევს მათ საშუალებას იაზროვნონ ობიექტურად და ეხმარება შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში. მარგალიტი შეიძლება იქცეს ადამიანის ჯანმრთელობის ან ხასიათის ბარომეტრად. უწესო, ბოროტი ადამიანის ხელში იგი მუქდება ან სულაც იმსხვრევა. ქვის გამუქება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების სიგნალიც.

ზურმუხტი
თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი თილისმა ზურმუხტი შეიძლება იყოს - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძვირფასი ქვა. ამ ულამაზეს მწვანე ქვას ბედნიერების თილისმასაც უწოდებენ. ზურმუხტი დაგიცავთ ყველაფერი ცუდისაგან, მოგანიჭებთ მხიარულებასა და სიხარულს, მფლობელის მიმართ იწვევს სიმპათიას და ვნებიან, ერთგულ სიყვარულს. ამას გარდა ზურმუხტი - ნამდვილი მკურნალია. იგი აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს და მწყობრში მოყავს ორგანიზმის ყველა სისტემა.

ოპალი
ეს ქვა მარტის თვეში დაბადებულთათვისაა. მან თავისთვის წყლის მაცოცხლებელი ძალა აირჩია, ამიტომ ყველაზე მეტად გამოადგებათ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. ოპალმა წყლისგან არა მხოლოდ ენერგეტიკა აიღო, არამედ საოცარი ფერებიც. არსებობს ოპალი შავი, თეთრი და მოცისფრო ელფერით. ამასთან, ქვას შეუძლია ფერის შეცვლა: თუ იგი გაღიავდა - კარგი ამბავი მოხდება, ხოლო თუ გამუქდა - ცუდს უნდა ელოდოთ. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებას და მეგობრული და ნათესაური კავშირების გამყარებას.

ლალი
მათთვის, ვინც ივლისში დაიბადა. ეს არის ძალაუფლების, სიძლიერის და ცეცხლის სიმბოლო. მისი სტიქია - სიყვარულია. წითელი ლალი შეყვარებულების გულებში ვნებას აღვივებს და თავბრუდამხვევ გრძნობებს. ლალი - ლიდერების ქვაა. იგი მათ ანიჭებს ძალას, უშიშარობას, ახალ გამარჯვებებს ჰპირდება და შემოქმედებით იმპულსებს. ხოლო მშვიდ, მორცხვ ადამიანებს ანიჭებს თავდაჯერებას და დაეხმარება მათ კომპლექსებისაგან თავის დაღწევაში. ამას გარდა, ლალი დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს.

საფირონი
ეს ქვა თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. იგი "ბრძენების" ქვაა და კეთილშობილების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს. იგი აძლიერებეს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისაკენ. საფირონი ავითარებს მეხსიერებას, აღვიძებს შეცნობის სურვილს და იწვევს შემოქმედებით შთაგონებას. საფირონი თავის მფლობელს დაიცავს ჭორებისა და შიშისაგან, დაიცავს მოგზაურობების დროს. მაგრამ იგი ძლიერ პიროვნებებსა და ალტრუისტებს ეხმარება, ეგოისტებს კი სარგებლობას არ მოუტანს.

ტოპაზი
ტოპაზი ნოემბერში დაბადებულებს გამოადგებათ. იგი ცნობილია, როგორც "მძიმეწონიანი" - რადგან ადამიანს გადასცემს სხვებზე ზემოქმედების შესაძლებლობას. მის მფლობელებს შეუძლიათ გარშემომყოფები თავის ნებას დაუქვემდებარონ და შთააგონონ საკუთარი აზრები. ზოგიერთები ტოპაზს შინაგანი გაბრწყინების ქვასაც ეძახიან. იგი ამძაფრებს რეაქციას გარემოს მიმართ, ავითარებს ინტუიციას, ფარდას ხდის საიდუმლოებებს და რაც მთავარია, მფლობელისათვის სიმდიდრე მოაქვს.

ქრიზოლითი
თილისმას წარმოადგენს აგვისტოში დაბადებულთათვის. დაგიცავთ ცეცხლისა და ხანძრისაგან, საშიშროებებისაგან და ღამის კოშმარებისგან. ამ ქვას ნორმალიზებაში მოყავს ნერვული სისტემა, მოგაშორებთ შურის შეგრძნებას, დაგიცავთ სულელური საქციელისაგან და უწმაწური სიტყვებისაგან. დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში და კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს მეგობრობას და ოჯახურ ბედნიერებას.

არ არის საჭირო ქვა-თილისმების სპეციალური დამუხტვა - საოცარი ძალა მათ ბუნებამ მიანიჭა. მაგრამ ნუ იჩქარებთ მის ტარებას შეძენისთანავე. სამკაული უმჯობესია ერთი კვირით თქვენი ძვირფასეულობის ზარდახშაში ჩადოთ, რადგან სხვაგვარი ამულეტებისაგან განსხვავებით, ქვები მაშინვე ზემოქმედებას არ იწყებენ. იგი უნდა მიეჩვიოს ახალ მფლობელს, ხოლო მფლობელი - მას. ყველაზე მოქმედ, საიმედო და ძლიერ თილისმად ითვლება ის ქვები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მაგრამ სახელდობრ მათ სჭირდებათ მიჩვევისათვის მეტი დრო.

სხვა თილისმების შესახებ
თილისმა - ეს არის მაგიური მოქმედებების ხორცშესხმა, მაგიური გასაღები ძალისა, რომლის მეშვეობითაც ადამიანის გარშემო ფორმირდება მისთვის სასურველი მოვლენები, ქმნის იმ რეალობას, რომელიც ჩანაფიქრებშია. თილისმა შეიძლება გახდეს თქვენი ყოველდღიური სამოსის ერთ-ერთი ნივთი, ან თუნდაც ტატუირება სხეულზე. ამბობენ, რომ თილისმის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა. ქვემოთ წაიკითხავთ ზოგიერთი თილისმის ჩამონათვალს, რომელთაც არჩევენ ადამიანები მათი ხასიათის მიხედვით.

საათი - ეს არის პრაქტიკული ადამიანების თილისმა. მათ შეუძლიათ შეეწყონ ნებისმიერ ვითარებას და გარემოებას და არასდროს დაიკარგებიან. ეს ადამიანები საკუთარ ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევენ, მაგრამ ცხოვრებაში ეს მათ ხელს არ უშლით.

ქამარი, ჰალსტუხი, აჭიმები - ეს აკურატული და პუნქტუალური ადამიანების თილისმებია. მათ წესრიგი უყვართ ყველაფერში - დაწყებული კარადიდან, დამთავრებული საკუთარი აზრებით.

ინგლისური ქინძისთავი, "შპილკა", თმის სამაგრები და სავარცხლები - ამ ადამიანებს კომფორტი უყვართ. მათ სჭირდებათ, რომ მუდამ შეუცვლელებად გრძნობდნენ თავს, ამიტომ ნათესავებსა და მეგობრებს მუდმივ ყურდღებასა და ზრუნვას არ აკლებენ.

სათამაშოები - ამ თილისმას უბოროტო ადამიანები ირჩევენ. მათ უყვართ საზოგადოება, არიან გონებამახვილები და მიხვედრილები. ეს ადამიანები სავსე არიან ფერადი იდეებით, უყვართ მხიარული კომპანიები. ურჩევნიათ არ იკამათონ, ყოველთვის უთმობენ, მაგრამ ყველაფერს მაინც თავისებურად აკეთებენ.

ტატუირება - თქვენს წინაშეა ადამიანი, რომელიც არასდროს ღალატობს თავის შეხედულებებსა და აზრებს. არიან ნიჭიერები და ენერგიულები. ეს ადამიანები ლიდერებად არიან დაბადებულნი.

ჯვარი - ამ ადამიანებს ცოცხალი და გამჭოლი გონება აქვთ. ადვილად ივიწყებენ მათ მიმართ ჩადენილ ბოროტებას, უყვართ მუსიკა და ფერწერა, შეუძლიათ მოსმენა და ვერ იტანენ კამათს. ეშინიათ ვინმეს განაწყენებისა, ამიტომ ხშირად საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მიდიან.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - ეს ადამიანები ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ძნელია მათი შეცდენა, თავდაჯერებულნი არიან საკუთარ თავშიც და ხვალინდელ დღეშიც. თილისმა მათ იმისათვის არ სჭირდებათ, რომ საშიშროებისაგან დაიცვან თავი. უბრალოდ სამოსის რომელიმე ნაწილი მათთვის ხდება წარმატების, გამართლებისა და ყველაფერი კარგის სიმბოლო.
anuchi
ამასაც smile.gif


ქალის სურნელი ჰოროსკოპის მიხედვით

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი არომატის პოვნა, მაგრამ ეს არაა საკმარისი: უნდა იცოდეთ კიდევ მისი საჭირო სახით წარდგენა. მაგალითად, არ არის სასურველი სამსახურში ძალიან მკვეთრი სურნელი, რითიც აიძულებთ კოლეგებს ისუნთქონ არომატი, რომელიც შესაძლოა არ მოსწონთ ან სულაც თავის ტკივილს იწვევს მათში, რაც აყალიბებს ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. ხოლო რომელიმე ერთი სუნამოს აკვიატება რამდენიმე წლის მანძილზე შესაძლოა მოსწყინდეთ კიდეც. მაგრამ არც ესაა მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ მიიტანთ გარშემომყოფებამდე თქვენი სუნამოს არომატს.

სუნამო - ეს არის სუნების რთული კომპოზიცია. პარფიუმერები არომატის დახასიათებისას იყენებ სიტყვას ‘’თაიგული’’ ან ‘’აკორდი’’. აკორდი თავის მხრივ იყოფა 3 ნოტად - საწყისი, ზედა - რომელიც იგრძნობა სუნამოსთან პირველი გაცნობისას; საშუალო ანუ ძირითადი, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ იგრძნობა და საბოლოო, საბაზისო, რომელიც ღრუბელივით გეხვევათ მთელი დღის განმავლობაში. ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები სხვადასხვანაირად ირჩევენ პარფიუმერულ ნოტებს:

კურო, ლომი, მორიელი და მერწყული ამჯობინებენ მდგრად სურნელს, რომელიც არ იკარგება დროის გასვლის შემდეგ.
ვერძი, კიბორჩხალა, თხის რქა და სასწორი ამჯობინებენ პირველად ნოტს, პირველ შთაბეჭდილებას სურნელისაგან.
ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები ამჯობინებენ რომ ადამიანებმა იგრნონ მათი სურნელის შლეიფი, უკანასკნელი ნოტი, რათა სურნელი სხვა ადამიანების მეხსიერებაში დარჩეს.
გასაგებია, რომ ქალებსა და მამაკცებს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ კოსმეტიკის მიმართ. თუ მამაკაცების დამოკიდებულება სურნელის მიმართ ერთობ შეფარდებითია, ქალებისათვის ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალებს ყვავილების მსგავსად საკუთარი, განუმეორებელი სურნელი აქვთ, სადაც ყოველი ნოტი თავისი პატრონის ხასიათის ნიუანსებსა და სულის დახვეწილობაზე მეტყველებს. ამის გათვალისწინება კი აუცილებელია, როცა საჩუქრად სუნამოს ირჩევთ.

ვერძი (21.03 – 20.04)
მათ მკვეთრი, მაგარი სურნელი უყვართ და ხშირად იყენებენ სპორტულ ხაზს. ასეთი სუნამოების მთავარი ამოცანაა - იმპულსის მიცემა, გამოღვიძება, დაპყრობა. ამ ქალს სუნამო გარშემომყოფებისაგან უნდა გამოყოფდეს, რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სურნელი და დაინახოს, რამდენად არ გავს იგი სხვებს და რამდენად ძლიერია იგი თავისი ქალური სილამაზით.

კურო (21.04-21.05)
ამ ქალებს მოტკბო სურნელი უყვართ, ყვავილების, ხილის არომატი და ბალახების კომპოზიცია. ამასთან, როგორც წესი, ისინი ეჩვეიან რომელიმე ერთ სურნელს და გამუდმებით ყიდულობენ მათთვის საყვარელ ერთსა და იმავე სუნამოს. მათ ძალიან იზიდავთ ტკბილეულის, ვანილის, პუდრის, ტკბილი წყლის სურნელი. ერთი სიტყვით - ტკბილი ქალები არიან.

ტყუპები (22.05-21.06)
ამ ნიშნის ქალები ამჯობინებენ ტყის, ბალახის, სიოს სურნელს და ხშირად იცვლიან სუნამოს. ასევე ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საპარფიუმერო მოდას და ორინტირდებიან ახალგაზრდულ არომატებზე.

კირჩხიბი (22.06-23.07)
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სუნამოს არჩევისას ორინტირდებიან საკუთარ თავზე და საკუთარ განწყობაზე. მათ ხშირად ეცვლებათ გემოვნება, მაგრამ ხშირად ანიჭებენ უპირატესობას უბრალო, ბუნებრივ კომპოზიციებს. უყვართ ჩვეული სუნები, ბალახის, მინდვრის, ყვავილების. კიბორჩხალები ამჯობინებენ ისეთ არომატებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალურობას და სირბილეს. დიდი დროით ეჩვევიან ერთსა და იმავე სუნამოს.

ლომი (24.07-23.08)
ქალი ლომები სუნამოსა და არომატის შერჩევაში კაპრიზულები არიან, როგორც ნამდვილი დედოფლები. ყოველთვის რაღაც უნიკალური სჭირდებათ, ძვირფასი და დახვეწილი. არომატი ერთად-ერთი და განუმეორებელი უნდა იყოს, რომელიც განგმირავს ყველას, ვინც მის მფლობელთან კონტაქტში შევა. ხშირად გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ან ღრუბლებს აცილებული ფასი, ან უნიკალური სურნელი, ან უნიკალური ფლაკონი და რა თქმა უნდა, ლომებს უყვართ, როცა ან სუნამოს ჩუქნიან, ან ძვირფას კოსმეტიკას.

ქალწული (24.08-23.09)
ქალწულები პირველ რიგში საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ზრუნავენ. კოსმეტიკით და სუნამოთი ისინი საკამოდ იშვიათად სარგებლობენ, რადგან უპირატესობას სუფთა სხეულის სურნელს ანიჭებენ. ხოლო თუ მაინც შეარჩევს სუნამოს, ეს აუცილებლად იქნება რაიმე ძლივს შესაგრძნობი არომატი.

სასწორი (24.09-23.10)
სასწორი ქალები თუმცა ყველაფერს პატივს სცემენ, რაც სილამაზესა და მოდასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეუძლიათ ზომიერების დაცვა და ცდილობენ რაიმე ერთი სტილი დაიცვან. თუ მათ რაიმე არომატი მოეწონებათ, ის, როგორც მინიმუმი გარშემომყოფებს უნდა მოსწონდეთ. კრიტიკული შეძახილის მოსმენისთანავე სასწორი მაშინვე იპოვის მიზეზს ამ სუნამოს თავიდან მოსაშორებლად. ისინი ხშირდ ანიჭებენ უპირატესობას მშვიდ, მსუბუქ და დახვეწილ სურნელს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გრაციოზული და ძვირფასი სუნამო უნდა იყოს.

მორიელი (24.10-22.11)
მორიელი ქალები უპირატესობას ანიჭებენ ღრმა და გამჭოლ სურნელს. სურნელს, რომელიც განგმირავს პარტნიორს, განაიარაღებს და პარალიზებას მოახდენს. არჩევენ ისეთ სუნამოებს, რომლებიც ხაზს უსვამენ მათ სექსუალურობას, მიმზიდველობას, მაგრამ ამას არა დემონსტრატიულად და გამომწვევად გააკეთებენ, არამედ ფარულად, იდუმალების მიღმა, რათა მამაკაცი გაებას მათ მიერ ეშმაკურად დაგებულ მახეში. ამიტომ მორიელები ირჩევენ უჩვეულო, მისტიურ სუნამოებს, რომელიც ერთდროულად გამჭოლიც იქნება და ტკბილიც აშკარად გამოხატული აღმოსავლური არომატით.

მშვილდოსანი (23.11-21,12)
ქალ-მშვილდოსნებს ხშირად სუნამოების მთელი კოლექცია აქვთ, როგორც წესი, ძვირფასი, პრესტიჟული და ცნობილი ფირმების. უყვართ სუნამოს დიდი რაოდენობით პკურება, რათა ყველასათვის დაუყოვნებლივ გახდეს ნათელი მათი სილამაზე და ფუფუნება. მათთვის მთავარია - იმიჯი. მათ უყვართ მოგზაურობა, ხოლო ახალი ადგილები - ახალი არომატებია, ახალი სუნამოები!. არც არის გასაკვირი, რომ არ იციან მიჩვევა და არასოდეს იყიდიან ერთსა და იმავე სუნამოს ორჯერ. მათ შეუძლიათ ერთნაირი სიმსუბუქით იპკურონ როგორც ძალიან ტკბილი, ასევე გრილი სუნამო და ამასთან ძალიან ადვილად არჩევენ იაფფასიან სურნელს ძვირფასისაგან.

თხის რქა (22.12-20.01)
ქალი-თხის რქები სურნელებას ძალიან მშვიდად ხვდებიან და პირველ რიგში რესპექტაბელურობას, კლასიკასა და სტილს აფასებენ. ისინი ძალიან დიდხანს და საგულდაგულოდ ეძებენ თავის სურნელს და ‘’ერთგულება’’ მის მიმართ შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე შეინახონ. თხის რქები უპირატესობას ანიჭებენ მაგარ სუნს, როგორც ტკბილს, ასევე ზღვის ან ხის სურნელს.

მერწყული (21.01-19.02)
ქალი მერწყულები საკმაოდ ხშირად იცვლიან გემოვნებას. თუმცაღა მათი სუნამოების დიდ სიაში ვერ იპოვით მსუყე, მძიმე არომეტებს. ძირითადად კი მოდას მისდევენ და ყოველთვის არიან პარფიუმერული სიახლეების საქმის კურსში, ადვილად მიდიან ექსპერიმენტებზე, მაგალითად, შეუძლიათ ერთდროულად ორი სუნამო იპკურონ.

თევზები (20.02-20.03)
ეს ქალები ისეთ სუნამოს ირჩევენ, რომელიც ხაზს გაუსვამს მათ სინაზესა და სისუსტეს. როგორც წესი, ეს არის ტკბილი, ყვავილების, ნაზი და რბილი არომატები. თევზები ხშირად იცვლიან გემოვნებას, ხშირად სენტიმენტალურები არიან, შეუძლიათ სუნამო მხოლოდ იმიტომ აირჩიონ, რომ იგი ახსენებდეს რაღაც ძალიან ახლობელსა და საყვარელს, ან რაიმე სხვა სულიერი მოზასრებებით, ან რომანტიული ოცნებებით. ალბათ ამავე მიზეზების გამო ისინი უპირატესობას ანიჭებენ ექსკლუზიურ და უჩვეულო სუნამოებს, იმის მიუხედავად, რომ მათთვის ძნელია გაარჩიონ საკუთარი მისწრაფება და რეკლამის ზემოქმედება.
ankikia
ციტატა
ლომი (24.07-23.08)ქალი ლომები სუნამოსა და არომატის შერჩევაში კაპრიზულები არიან, როგორც ნამდვილი დედოფლები. ყოველთვის რაღაც უნიკალური სჭირდებათ, ძვირფასი და დახვეწილი. არომატი ერთად-ერთი და განუმეორებელი უნდა იყოს, რომელიც განგმირავს ყველას, ვინც მის მფლობელთან კონტაქტში შევა. ხშირად გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ან ღრუბლებს აცილებული ფასი, ან უნიკალური სურნელი, ან უნიკალური ფლაკონი და რა თქმა უნდა, ლომებს უყვართ, როცა ან სუნამოს ჩუქნიან, ან ძვირფას კოსმეტიკას.



+1

დაბადების დღეზე დაგპატიჟებთ ფორუმელებს და გაითვალისწინეთ biggrin.gif
anuchi
ციტატა
თევზები (20.02-20.03)
ეს ქალები ისეთ სუნამოს ირჩევენ, რომელიც ხაზს გაუსვამს მათ სინაზესა და სისუსტეს. როგორც წესი, ეს არის ტკბილი, ყვავილების, ნაზი და რბილი არომატები. თევზები ხშირად იცვლიან გემოვნებას, ხშირად სენტიმენტალურები არიან, შეუძლიათ სუნამო მხოლოდ იმიტომ აირჩიონ, რომ იგი ახსენებდეს რაღაც ძალიან ახლობელსა და საყვარელს, ან რაიმე სხვა სულიერი მოზასრებებით, ან რომანტიული ოცნებებით. ალბათ ამავე მიზეზების გამო ისინი უპირატესობას ანიჭებენ ექსკლუზიურ და უჩვეულო სუნამოებს, იმის მიუხედავად, რომ მათთვის ძნელია გაარჩიონ საკუთარი მისწრაფება და რეკლამის ზემოქმედება.


+1 ჰეჰ გაუჭირდებათ ჩემთვის სუნამოს ჩუქება.. biggrin.gif
okiam ermutsem
ჩემი საყვარელი თემააsmile.gif
Tom Sawyer
ციტატა(ankikia @ Jun 1 2009, 09:00 PM) *
Tom Sawyer
ციტატა
ყველაფერი დამემთხვა..


ჩვენც დაგვემთხვიე იმ საღამოს biggrin.gif

ჰეჰ.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დამთხვეული ვარ რა.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ისე მაგაზე ბანძი რაღაც არსად მინახია.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ankikia
Tom Sawyer
ციტატა
ჰეჰ..დამთხვეული ვარ რა..ისე მაგაზე ბანძი რაღაც არსად მინახია..


გეთანხმები biggrin.gif

ჩვენ კიდე დაგვპატიჟეს ზაფხულის სეზონის გახსნააო biggrin.gif

ისე ერთი 2000 კაცი კიდე უნდა დაეპატიჟათ, ცოტა ვიყავით biggrin.gif
NIA
სისულელეა ასტროლოგია მაგრამ უნდა გამოვტყდე ხშირად ემთხვევა.
maNATobeli_999
ნეტა მე და პიტერას ნიშნნები თუ თანხვდება ერთმანეთს..

რა გველის.. სიყვარული.. მეგობრობა.. თუ დაშორება? sad.gif
data
maNATobeli_999
მაგარი დამწვარი ხარ შენა
drakulas_bidzashvili
maNATobeli_999
ციტატა
ნეტა მე და პიტერას ნიშნნები თუ თანხვდება ერთმანეთს..

რა გველის.. სიყვარული.. მეგობრობა.. თუ დაშორება?



ეგ საოცარი რამაა... biggrin.gif
anuchi
drakulas_bidzash...

მაგას საოცრება კი არა ზოოფილია ქვია biggrin.gif


NIA
ციტატა(ankikia @ Jun 3 2009, 12:50 AM) *



სიმბოლო: სასწორი
პერიოდი (ტროპიკული): 23 სექტემბერი — 23 ოქტომბერი
პერიოდი (ვარსკვლავური): 18 ოქტომბერი — 16 ნოემბერი
პერიოდი (მზის): 31 ოქტომბერი — 23 ნოემბერი
თანავარსკვლავედი: სასწორი
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: ვენერა
განდევნილი: მარსი
ეგზალტაცია: სატურნი
დაცემა: მზე
.

NIA
ციტატა



. მათი მომხიბვლელობა — უსაზღვროა, მათი ღიმილი — განუმეორებელი.
.
იქნებ სასწორებს თვითონ სიყვარული უყვართ? .

.

ლა ლა ლა rolleyes.gif
NIA
ციტატა(ankikia @ Jun 3 2009, 12:50 AM) *
.

.

.. ადამიანების გაბედნიერების დაუოკებელი სურვილი ხშირად ისე შორს მიდის, რომ ისინი უფრო სხვას ასიამოვნებენ, ვიდრე საკუთარ თავს. .
.


აა biggrin.gif მზესუმზირების მიზანიი ხიხი
drakulas_bidzashvili
NIA

შენ ხომ არ გიყვარს ასტროლოგია... biggrin.gif
ხო სისულელეა... biggrin.gif
როგორც ამბობ... biggrin.gif
anuchi
ციტატა(anuchi @ Jun 1 2009, 09:41 PM) *
ქირომანტია



ქირომანტია (ბერძნ. χειρός — ხელი; μαντεία — მკითხაობა, წინასწარმეტყველება) — ერთერთი უძველესი მკითხაობის სისტემა ადამიანის ინდივიდუალური განსაკუთრებულობის, მისი ხასიათის, წარსულისა და მომავლის გასაგებად, ხელისგულის კანის რელიეფის მიხედვით.


რას ნიშნავს ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზები და ბორცვები?


პალმისტრია უძველესი ოკულტური დისციპლინაა. იგი უძველეს დროს ეგვიპტესა და ინდოეთში წარმოიშვა. გადმოცემით ალექსანდრე მაკედონელს ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ქურუმებმა მიართვეს ე. წ. "სიცოცხლის წიგნი", სადაც ერთ-ერთი თავი სწორედ პალმისტრიას ეხებოდა.
ზოგადად პალმისტრია იყოფა ორ ნაწილად ქიროლოგიად და ქირომანტიად. პირველი ადამიანის ხელის ფორმებს შეისწავლის და ამით ადამიანის ხასიათის ნიშან-თვისებებსა და მიდრეკილებებს ადგენს, ხოლო მეორე ამას ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზებით ახერხებს.
ცნობილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი ფრანგ ქირომანტთან, გრაფ ლუის ხამონთან, იგივე კაიროსთან (1886 _ 1936) შეხვედრის შემდეგ, თავის დღიურში ჩაწერა: "კაირო, თქვენ სასწაული ხართ, თქვენ ჩემი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულები გახსენით. მე ეს ყველაფერი უნდა დავფარო, მაგრამ ისეთი აღელვებული ვარ, რომ ამას ვერ ვახერხებ". კაირომ იწინასწარმეტყველა მატა ჰარის ძალადობრივი დაღუპვა, გემ "ტიტანიკის" ჩაძირვა (ხომალდის კაპიტნის, სმიტის ხელზე დაკვირვებით), წინდაწინ გაიგო ოსკარ უაილდის სიკვდილის დეტალები.
მოკლედ განვიხილავთ ხელისგულზე აღბეჭდილ ძირითადი ხაზებისა და ბორცვების ზოგად ინტერპრეტაციას.



სიცოცხლის ხაზი – მიუთითებს არა იმდენად იმაზე, თუ რამდენ წელს იცოცხლებს ადამიანი, არამედ უფრო იმაზე თუ როგორ იცხოვრებს. თუ ის ხელისგულის შუა ნაწილში წყდება და ბოლოვდება რკალისებურად, მაგრამ მთლიანობაში ღრმა და მკვეთრია, მაშინ ეს ადამიანი ხასიათით შეუპოვარია, მას შეუძლია გარისკვაც. სიცოცხლის ხაზი რამდენადაც სუსტი და ძლისვშესამჩნევია, იმდენად ადამიანი სუსტი და მშვიდი ადამიანია. თუ ეს ხაზი ჯაჭვისებურია, ან გარკვეული მონაკვეთში მხოლოდ ჯაჭვის ეფექტი, მაშინ ეს მიუთითებს ავადმყოფობაზე და პრობლემებზე, განსაკუთრებით სიცოცხლის იმ წლებში, სადაც ეს ჯაჭვი კეთდება (წლების შკალა იხილეთ სურათზე). გრძელი, გაუწყვეტელი და ღრმა სიცოცხლის ხაზი, მითუმეტეს, თუ მას სხვა ხაზე არ კვეთენ, მაშინ ეს ბედნიერ ცხოვრებაზე და ძლიერ შინაგან ბუნებაზე მიუთითებს. თუ სიცოცხლის ხაზი მაჯაზე არ ჩამოდის და ის განივად მიემართება და ბედის ხაზთან მთავრდება, მაშინ ამ ადამიანს გაუმრთლებს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან და ბევრს იმოგზაურებს. თუ ორივე ხელისგულზე სიცოცხლის ხაზი გაწყვეტილია, ეს ან უკურნებელ სენზე ან ნაადრევ სიკვდილზე მიანიშნებს.


გონების ხაზი – ეს ხაზი იწყება სიცოცხლის ხაზიდან და ხელისგულს ზუსტად შუა ნაწილში კვეთს. იგი მიუთითებს, თუ რამდენად ჭკვიანი ადამიანი და რამდენად სასიკეთოდ გამოიყენებს საკუთარ ინტელექტსა და გონებრივ მონაცემებს. თუ გონების ხაზი სიცოცხლის ხაზთან გადაჯაჭვულია (ცერა თითსა და საჩვენებელ თითის შუა ნაწილში), მაშინ ამ ადამიანის ცხოვრება გონისმიერი, ანუ გააზრებული და მიზანმიმართული იქნება, თუ არა, მაშინ ცხოვრება გაუზარებლად მიდის და გადაწყვეტილებების მიღება ხშირად იმპულსურად ხდება, რაც, შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის. თუ გონების ხაზი ბოლოში ორად არის გაყოფილი, მაშინ ამ ადამიანს ორი პროფესია ან რამოდენიმე შემოსავლის წყარო აქვს.

გულის ხაზი – ეს ხაზი გონების ხაზს ზემოთ მდებარეობს და თითების ფუძეების ქვემოთ გადის. თუ ხაზი ღრმა და მკვეთრია, ეს მოსიყვარულე ნატურზე და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე მიუთიოთებს, თუ აღნიშნული ხაზი ჯაჭვისებურია, მაშინ ეს ბობოქარ სასიყვარულო თავგადასავლებზე მიუთითებს. თუ ხაზი საჩვენებელ თითთან მთავრდება, მაშინ ადამიანი სიყვარულში პირველობას ესწრაფვის. თუ გულის ხაზი მქრალი და ვიწროა, ეს უსულგულო ადამიანზე მიუთითებს, რომელიც სიყვარულს ვერ ან არ ამჟღავნებს.

ბედის ხაზი – ეს ხაზი ძირითად ხაზებში შედის, თუმცა ყველა ადამიანს არა აქვს. იგი იწყება დაახლოებით მაჯის მიდამოებიდან, სიცოცხლის ხაზის პარალელურად და ვერტიკალურად თითებისკენ მიემართება. ის გაუწყვეტელია, მაგრამ ბედის ხაზი კვეთს ჯერ გონების ხაზს, შემდეგ გულის ხაზს და შუა თითის ფუძესთან მთავრდება, მაშინ ეს იღბლიან ცხოვრებაზე მიუთითებს (რამდენად იყენებს ამ იღბალს ეს ადამიანი, ეს სხვა საქმეა). იმ ადამიანს, ვისაც საერთოდ არა აქვს ბედის ხააზი, მათი ფორტუნის იმედი არ უნდა იქონიონ და მიზანმიმართულად იშრომონ. თუ ხაზი გამწყდარია გონების ხაზის სიახლოვეს, მაშინ ამ ადამიანის ბედი მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ ბედის ხაზი გულის ხაზთან წყდება, მაშინ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში სასიყვარულო პარტნიორმა უდიდესი გარდატეხა მოახდინოს.




იუპიტერის ბორცვი – მდებარეობს საჩვენებელი თითის ძირში. თუ იგი სხვა ბორცვებზე მაღალია და კარგად განვითარებული, მაშინ ეს ადამიანი ლიდერი, ძალაუფლებისმოყვარე ან მედიდურია. თუ იუპიტერის ბორცვზე ჯვარი ან პატარა კვადრატია აღბეჭდილი, შესაძლოა, ეს ადამიანი საკუთარ კარიერას შეეწიროს, ამის ალბათობა უფრო იმატებს თუ გონების ხაზი პატარა ან შუაზეა გაწყვეტილი. იმ შემთხვევაში თუ ამ ბორცვზე გულის ხაზი ადის და იქ თავდება, მაშინ ეს ადამიანი ხელოვნებასა ან პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს. თუ ეს ბორცვი სხვა ბორცვებზე დაბალია, მაშინ ამ ადამიანს გაუჭირდება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ყოველთვის ხელქვეითის როლით შემოიფარგლება.

სატურნის ბორცვი
– შუა თითის ძირში მდებარეობს. ეს ბორცვი სხვებზე მაღალია, მაშინ ამ ადამიანს მარტოობისკენ ექნება მიდრეკილება, თუმცა ამავე დროს ის შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მიზანსწრაფული ადამიანი იქნება. თუ სატურნის ბორცვი ძალიან ჩავარდნილია, ეს მიანიშნებს ადამიანის ფუქსავატურ შეხედულებებზე და უპასუხისმგებლობაზე. თუ გულის ხაზი სატურნის ბორცვზე წყდება, ეს ქორწინებაში პრობლემებზე, ნევროზულობაზე და დეპრესიულობაზე მიანიშნებს. თუ ის ჩავარდნილია და მასზე კვადრატი ან სამკუთხედია გამოსახული, მაშინ ამ ადამიანს აკლია ორგანიზებულობა ან შესაძლოა, პატიმრობაც დაემუქროს.

მზის ბორცვი – არათითის ფუძესთან არის განთავსებული. კარგად განვითარებული ეს ბორცვი მიუთითებს, რომ ადამიანი დიდებისაკენ და საზოგადოებრივი აღიარებისკენ მიისწრაფვის. ის საკუთარ სურვილებს ყველაზე მაღლა აყენებს. საერთოდ, მზის ბორცვი ხშირად ხელოვანებს აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მხატვრებს. იმ შემთხვევაში თუ ბედის ხაზი მზის ბორცვზე წყდება, ეს კარიერულ წინსვლასა და ძალაუფლების მოპოვებაზე მიანიშნებს. თუ მასზე ჯვარი ან კვადრატია აღბეჭდილი, ასეთი ადამიანი არავის არ უსმენს და მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები აინტერესებს, ეს ნიშანი დიქტატორობის აღმნიშვნელიც არის.

მერკურის ბორცვი
– ნეკი თითის ძირში მდებარეობს. ინტელექტუალურ და ლოგიკურ ადამიანებს იგი სხვა ბორცვებზე მაღალი აქვთ. თუ მასზე რამოდენიმე ვერტიკალური ხაზიც არის აღნიშნული, მაშინ ის გონებრივ სამუშაოს ან სამწერლო საქმიანობას ნიშნავს. კარგად განვითარებული მერკურის ბორცვი აქვთ იუმორისტებს, პაროდისტებსა და ორატორებს. თუ ბედის ხაზი მერკურის ბორცვზე ადის და იქ წყდება, ეს მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ფულს გამოიმუშავებს ინფორმაციის დამუშავება-გადაცემით (ტელევიზია, რადიო, პრესა, საგამომცემლო საქმიანობა). თუ ეს ბორცვი მაღალი, მაგრამ გონების ხაზი მქრალია, ეს ნეგატიურ ტენდენციებს, კონკრეტულად კი ალოგიკურობასა და ფანატიკოსობას ნიშნავს.

მარსის ბორცვი – მდებარეობს ხელის ფუძეში, მერკურის ბორცვის შემდეგ _ გულისა და გონების ხაზებს შორის. იგი თუ მაღალია და კარგად განვითარებულია, მაშინ ეს ადამიანი მამაცი, შეუპოვარი, მიზანსწრაფული და შემტევია. თუ იგი სუსტად განვიტარებულია, ან მასზე პატარა წრე ან ჯვარია გამოსახული, ეს ავანტიურიზმზე და უაზრო რისკიანობაზე მიანიშნებს, ასეთ დროს ადამიანი გამო ხშირად ხიფათში იგდებს თავს. თუ გულის ხაზი მარსის ბორცვზე ორად იყოფა, ეს ფლირტსა და იმპულსურ სიყვარულზე მიანიშნებს, შესაძლოა, ამ ადამიანს ორი ქორწინებაც ჰქონდეს (თუნდაც, არაოფიციალური).

მთვარის ბორცვი – მდებარეობს ხელის ფუძეში, მარსის ბორცვის შემდეგ. თუ ის განვითარებული, ხაზებით დაქსელილია, მაშინ საქმე მგრძნობიარე ადამიანთან გვაქვს, შესაძლოა, ის გარეგნულად ცივი იყოს, მაგრამ შინაგანად ძალიან ემოციური იქნება. თუ მთვარის ბორცვზე ორი პარალელური ვერტიკალური ხაზია ან ვარსკვლავია აღნიშნული, ეს მსახიობურ ნიჭზე მიანიშნებს, ასეთ ადამიანს არ უჭირს გარდასახვა, თუმცა, თუ ამ დროს გონების ხაზი განუვითარებული აქვს, მაშინ ეს უკვე შარლატანობაზე და ცბიერებაზე მიანიშნებს.

ვენერას ბორცვი – მდებარეობს ცერის თითის ძირში. თუ იგი მაღალია და ამავე დროს მასზე ბევრი პატარა ხაზია, ეს ბევრ ინტიმურ ურთიერთობაზე მიანიშნებს. თუ პატარა ხაზების გარდა, მასზე ვარსკვლავი ან ბადეა აღბეჭდილი, ეს გემოვნებიან და გულღია ადამიანზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ასეთ ადამიანს შესაძლოა დიზაინერობის ნიჭიც ჰქონდეს. პატარა, ბრტყელი და უხაზო ვენერას ბორცვი გულქვა და გულღრძო ადამიანებს აქვთ.


ქიროლოგია

ქიროლოგია არის მეტაფიზიკური დისციპლინა რომელიც შეისწავლის ხელის ფორმებს, განსხვავებით ქირომანტიისგან, რომელიც ხელისგულზე აღბეჭდილ ხაზებს სწავლობს. ქიროლოგია ხელის ფორმების მიხედვით ადამიანის ხასიათს, მიდრეკილებებს, შინაგან პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგენს.


რას მიანიშნებს ცეცხლის სტიქიის ხელი?



ცეცხლის სტიქიის ხელის მტევანი მაგარი და მკვრივია, მოკლე თითებით, რომლებსაც ოდნავ მომრგვალებული ან კვადრატული ფორმა აქვთ. ადამიანი, რომელსაც მსგავსი ხელი მტევანი გააჩნია, ენერგიულია და გამუდმებულად შინაგან ან გარეგნულ მოძრაობაშია. ეს ადამიანი ემოციურია და ენთუზიაზმი საკმარისად გააჩნია. შეუძლია დეტალების შემჩნევა, თუმცა უფრო გლობალურად აზროვნებს. აქვს ძლიერი გონება და შესანიშნავი იდეები მოსდის. შეუძლია საკუთარი სურვილები გარშემომყოფებს თავზე მოახვიოს. აქვს ორგანიზების უნარი. შემოქმედებითი ადამიანია, ვერ იტანს ერთ ადგილზე "გაყინვას" და უმოქმედობას, ამ დროს თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.


რას მიანიშნებს ჰაერის სტიქიის ხელი?



ამ დროს ხელის მტევანი რამდენადმე წააგავს ცეცხლის სტიქიის ხელს – ხელის მტევანი ფორმით კვადრატულია, ხოლო თითები მომრგვალებული ან კონუსური. თითები გრძელია. ასეი ხელის მქონე ადამიანი გამოირჩევა ლოგიკური აზროვნებით, შეუძლია საკუთარი აზრის გასაგებად გადაცემა, გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით, კომუნიკაბელურობით და მეტ-ნაკლებად შეუძლია ემოციების შეკავება. მისთვის ურთიერთობებსა და უახლოეს გარემოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აზრის გაცვლა-გამოცვლა ეხმარება ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ზოგჯერ ნაკლებად პრაქტიკულია და არც თუ იშვიათად ღალატობს პასუხისმგებლობის გრძნობა. მისთვის აუცილებელია კარგი განათლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს წვალობს და გარშემომყოფებსაც აწვალებს. პროფესიული თვალსაზრისით თავს კარგად წარმოაჩენენ იმ პროფესიებში, სადაც საჭიროა ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა (ჟურნალისტიკა, აუდიტი, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, კომერცია და ა. შ.).


რას მიანიშნებს მიწის სტიქიის ხელი?



წინა ნომერში გაეცანით ჰაერის სტიქიის ხელს. ამჯერად განვიხილოთ მიწის სტიქიის ხელი. მიწის სტიქიის ხელი `მშრალი~ და მაგარი, თუმცა ის შესამჩნევად თბილია (ისევე როგორც ცეცხლის სტიქიის ხელი). ასეთი ხელი ძალიან წააგავს ე. წ. პრაქტიკულ, ანუ კვადრატულ ხელს, რომელსაც აქვს მოკლე და კვადრატული თითები. ასეთი ხელის მქონე ადამიანი მდგრადი, სტაბილური და პრაქტიკულია. კონსერვატიური და ცვლილებებს ფრთხილად და წინდახედულად ანხორციელებს. უპრობლემოდ ასრულებს ფიზიკურად რთულ თუ მონოტონურ სამუშაოს. ერთი შეხედვით თითქოს მოუქნელია, მაგრამ მას "ოქროს ხელები" აქვს და უამრავი რამის გაკეთება ძალუძს. მგძნობიარე და რომანტიკულია, თუმცა ამას ძნელად ამჟღავნებს. შეუძლია დიდ ხანს მოთმენა, მაგრამ თუ გაბრაზდა, მაშინ დიდ ხანს ვეღარ წყნარდება. უდიდესი მრისხანების გამოვლენა შეუძლია. ჯიუტია და თუ არ უნდა მაშინ ვერავინ ვერაფერში ვერ დაარწმუნებს.

რას მიანიშნებს წყლის სტიქიის ხელი? (ეს მე ვარ tongue.gif )


ასეთი ხელი რამდენადმე წააგავს ჰაერის სტიქიის ხელს – არის ნაზი, თხელი და წაგრძელებული თითები, თუმცა, ამ შემთხვევაში თითების დაბოლოება უფრო მახვილია. ასეთი ხელი ხშირად გააჩნიათ მუსიკოსებს, ექსტრასენსებს, არც თუ იშვიათად მხატვრებს, ექიმებს (ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს). ასეთი ხელის მქონე ადამიანი ემოციურია და სხვებზე ზრუნავს, არის ალტრუისტი – მას შეუძლია მოუსმინოს გარშემომყოფებს და უთანაგრძნოს, თუმცა მოსალოდნელია მან ყოველგვარი ზედემტი საუბრის გარეშე იგრძნოს რა აწუხებს მის წინ მჯდომ ადამიანს – ამას გამახვილებული ინტუციით ახერხებს და სწორედ ამის გამოა, რომ ასეთი ხელის მქონე ადამიანი ადვილად ახერხებს ირეალური ("მიღმიერი") სამყაროდან ინფორმაციის მიღებას. მედიუმებს, ექსტრასენსებს, ჰიპნოზისტებს, ნათელმხილველებს თითქმის ყოველთვის წყლის სტიქიის ხელები აქვთ.
ასეთი ადამიანი მგრძნობიარეა და მას ადვილად სწყინს ყველაფერი (თუმცა ასევე ცოტა ახარებს). ის ადვილად ექცევა შთბაჭდილების და ასევე გავლენის ქვეშ. ასეთმა ადამიანმა სიფთხილე უნდა გამოიჩინოს ალკოჰოლთან და ფსიქოტროპულ მედიკამენთებთან ურთიერთობებისას. სასურველია იყოს პრაქტიკული და რაციონალური, რათა მოულოდნელად ილუზიაში არ აღმოჩნდეს.




ქიროლოგია და ხელის "ფორმები"

დღეს განიხილოთ ქიროლოგიის რამოდენიმე ასპექტი – "რბილი", "მაგარი", "უხეში", "გლუვი" ხელი, ასევე გავიგებთ რაზე მიანიშნებს ხელზე თმის საფარველი.

"რბილი" და "მაგარი" ხელი

თუ ადამიანს დააკვირდებით მაშინვე შეატყობთ მას როგორ ხელი აქვს – მაგარი თუ რბილი?! ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ხელის ჩამორთმევისას. თუ ხელი რბილია და `"ხორციანია", მაშინ ადამიანი მიდრეკილია კომფორტისა და სიამოვნების მიღებისკენ და მზად არის დაიკმაყოფილოს ეს მომენტი. ასეთი ადამიანი შედარებით ტაქტიანია და ნაკლებად ხისტია. რაც შეეხება მაგარი ხელის მქონე ადამიანს, იგი ძლიერი და მდგრადი ადამიანია. იგი მზად არის გაუძლოს ნებისმიერ "ცხოვრებისეულ" შემოტევას. ასეთი ადამიანი მოქმედებებში პირდაპირია, ამასთან უფრო მატერიალურ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე სულიერს.

"უხეში" და "გლუვი" ხელი

"უხეში" ხელი დაფარულია კოჟრებით, ამ დროს კანი უხეში და მაგარია, ხოლო ხელის ფორმა ასე ვთქვათ, მოუხეშავი. ამ დროს უმეტესად ცერა (დიდი) თითის დაბოლოება მსხვილია და "კომბალისებური" ფორმა აქვს. ასეთი ხელი მქონე ადამიანს რამდენადმე პრიმიტიული ინსტიქტები აქვს, ურთიერთობებში ხისტი და იმპულსურია, აზროვნებაში შეზღუდული და "სქელკანიანია", მიდრეკილია მეტისმიეტი მატერიალიზმისკენ.
"გლუვი" ხელის მქონე ადამიანი რაფინირებული, ესტეთიური და დახვეწილია. მიდრეკილია ხელოვნებისადმი და მეცნიერებისადმი, ცხოვრებაში ლამაზ ფორმებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

თმა – ხელზე

თუ ხელის მტევანი და განსაკუთრებით თითების ძირები (ქვედა სახსარი) თმიანია, ასეთ ადამიანში ძლიერია "იან", ანუ მამრული ენერგია. ეს სასიკეთოა მამაკაცის ხელზე, რადგან ეს მიანიშნებს ფიზიკურ ძალასა და ენერგიაზე, ხოლო ქალის ხელზე ეს მომატებულ მამაკაცურ ჰორმონებსა და დომინირების სურვილზე მიუთითებს.



როგორ გავიგოთ ხელის ჩამორთმევის დროს ადამიანის ხასიათი

დღეს გავისაუბროთ ქიროლოგიის რამოდენიმე შტრიხზე, კონკრეტულად კი ადამიანის ხელის ჩამორთმევის მეტაფიზიკურ მომენტზე, ანუ შესაძლოა, თუ არა გავიგოთ უცნობი ადამაინის ხასიათი, როდესაც ის ხელს გვართმევს. ადამიანის ხასიათი კარგად ჩანს ადამიანის რეაქციებში, მიმოხვრასა და საუბრის მანერაში. ქიროლოგიაში ადამიანის ხასიათის ფსიქოლოგიური შტრიხები ჩანს, თუ როგორ უწვდის ადამიანი მეორე ადამიანს ხელს.
დააკვირდით, ხელის ჩამორთმევის დროს – თუ ხელის თითები გაშლილია, მაშინ ეს ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებულია, "გახსნილია" და ურთიერთობებში უკომპლექსოა. ასეთი ადამიანი "გულში არაფერს არ იდებს" და რასაც განიცდის, უმეტესად მაშინვე ამბობს. იგი მზად არის გარშემომყოფების დახმარებისთვის. მასთან კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია.

თუ ხელის თითები შეტყუპებულია, ასეთი ადამიანი ფრთხილი და წინდახედულია. მიდრეკილია ანალიზისკენ და საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. ცდილობს შენიღბოს საკუთარი თავი, თავის გარშემო ქმნის "ვირტუალურ წინაღობებს" და ცდილობს ზედმეტი არაფერი არ წამოსცდეს.

სთხოვეთ ახლობელ ადამიანებს გაჩვენოთ (დაგანახოთ) ხელები:

თუ მან ხელები ხელისგულების მხრიდან გამოგიწოდათ, იგი "გახსნილია" და ურთიერთობებში "სუფთა" ურთიერთობების მომხრეა. ამასთან ეს არის ხელის მტევნის "იან", ანუ მამრული მხარე, ამიტომ, ხელების ასე გამოწოდება მამაკაცური შტრიხია, ქალებში ასეთი შტრიხი – მამაკაცურ შტრიხებსა და დომინირების სურვილზე მიუთითებს.

თუ ადამიანმა ხელის მტევნების ზურგის მხრიდან გამოგიწოდათ – იგი გარშემყოფებისგან "დაფარულია" და ფრთხილია ამასთან მასში უფრო მდედრული ენერგია სჭარბობს. მამაკაცებში ღრმად ჩამალულ კომპლექსებზე მიუთითებს.



რაზე მიანიშნებს ხელისგულის ოთხი კვადრატი?

ხელისგული იყოფა ოთხ კვადრანტად – ვერტიკალური ხაზი გადის ხელისგულის შუათიზე, ხოლო ჰორიზონტალური – ხელისგულის (თითების ჩათვლით) ზუსტად შუაში: ქიროლოგები ხელისგულს შემდეგ ნაწილებად ყოფენ:

აქტიური – გარეგანი
აქტიური – შინაგანი
პასიური – გარეგანი
პასიური – შინაგანი

თუ ადამიანს გააქტიურებული (განვითარებული) აქვს "აქტიური გარეგანი" ნაწილი, მაშინ ადამიანი ამბიციური და მიზანსწრაფულია. საკუთარ გარემოცვაში არის დომინანტი და არ გაურბის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. შესაძლოა, ის მოქმედებებში იმპულსური და ხისტი იყოს. ასეთი ადამიანის მოწოდება დიპლომატია, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, ბიზნესი და პოლიტიკაა.

თუ ადამიანს გააქტიურებული აქვს "აქტიური შინაგანი" ნაწილი, ეს ადამიანიც ამბიციურია, თუმცა ერიდება პირდაპირ მოქმედებებს, ხოლო საკუთარ მიზნებს დიპლომატიისა და ტაქტის გამოყენებით აღწევს. აინტერესებს მეცნიერება და ამ სფეროში მოღვაწეობს. შესაძლოა, კარგი კომერციის ან პედაგოგიკის ნიჭი ჰქონდეს.

თუ ადამიანს გააქტიურებული აქვს "პასიური გარეგანი" ნაწილი, შედარებით პასიურია. ის უპირატესობას ფიზიკურ სამყაროს ანიჭებს და ხშირად სექსუალურიც არის. მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ-მატერიალურ სამყაროს. წარმატებას უფრო ცხოვრების მეორე ნახევარში და ძირითადად ხელოვნებაში აღწევს აღწევს (მუსიკა, ფერწერა, პოეზია).

თუ ადამიანს გააქტიურებული აქვს "პასიური შინაგანი" ნაწილი, შემოქმედებითი ბუნება აქვს და შეიძლება ითქვას ქვეცნობიერულია. ის უფრო გრძნობებით მოქმედებს და მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მცირე ემოციური იმპულსებიც. ასეთი ადამიანი გადამეტებული ფანტაზიის გამო ზოგჯერ ილუზიაშიც ვარდება. შესაძლოა, მიდრეკილება ჰქონდეს ალკოჰოლისკენ. მისგან კარგი ფსიქოლოგი, მისიონერი და ეზოტერიკოსი გამოდის.


და ბოლოს tongue.gif


anuchi
იყოს აქაც tongue.gif
okiam ermutsem
ციტატა
სიმბოლო: თხა
პერიოდი (ტროპიკული): 22 დეკემბერი — 19 იანვარი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 იანვარი — 12 თებერვალი
პერიოდი (მზის): 19 იანვარი — 16 თებერვალი
თანავარსკვლავედი: თხის რქა
სტიქია: მიწა
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: სატურნი (ურანი)
განდევნილი: მთვარე
ეგზალტაცია: მარსი
დაცემა: იუპიტერი

თხის რქის მმართველი პლანეტის — სატურნის ასტროლოგიურმა დახასიათებამ ინგლისურ ენას ახალი სიტყვა შესძინა, ზედსართავი სახელი „სატურნოს“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „ბნელი“, „ტყვიისებური“. ხშირად იგულისხმება უფერული, ინერტული, ღრუბლიანი ხასიათი. ასტროლოგები თვლიან, რომ ეს თხის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. ის მუდამ სიმულანტობს და ხშირად იპყრობს მელანქოლია.

კლასიკური თხის რქები რბილი ხასიათის და უწყინარები ჩანან, მაგრამ მათი გარეგნობა ნუ მოგატყუებთ. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილი იმით, რასაც სხვა ადამიანები წარმატებად თვლიან და მზად არიან იმისთვის, რომ მიაღწიონ რამეს. და რატომაც არა? ისინი ხომ ჰოროსკოპის მე-10 სახლს, წარმატების სახლს, მართავენ? ეს ხომ საკმარისი საბაბია, რომ თხის რქა უნიკალურ ძალას დაეუფლოს? თან ეს მიწის ნიშანია — მეტისმეტად პრაქტიკული, მოწესრიგებული პიროვნებები არიან და სამყაროს გლობალურად აღიქვამენ. ყოველივე ეს, ერთად აღებული, მეტოქეებთან შედარებით, მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს.

თხის რქის ბედნიერება დაუოკებელ შრომაშია. ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე დიდი მატერიალისტია და ვინაიდან თხის რქა მისი სიმბოლოა, ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მიზნისკენ მიმავალი მისი მომდევნო ნაბიჯი უსაფრთხოა. ყოველი დღე მას წარმატების მწვერვალთან აახლოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას განწყობა უფუჭდება და საკუთარ თავში იკეტება. თხის რქები ქარაფშუტობას ვერ იტანენ. მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამჩნევენ თუ არა სხვები მათ შესაძლებლობებს. ისინი ისედაც დიდად აფასებენ საკუთარ თავს. თხას შეიძლება მხოლოდ ერთი რამ აღელვებდეს: მიაღწიოს მწვერვალს და შეუპოვრობით, ამტანობით და მედიდურობით დაძლიოს წინააღმდეგობები.


მარტო გაბოლდებულები წაიკითხეტ და ეგ ვარ მეtongue.gif
არა რაა მიყვარს ჩემი ზოდიაქოო.... თან წლითაც თხა ვარtongue.gif
frenologi
მორიელი

1. ყველა ვერ უძლებს ჩემს მზერას. dry.gif
2. სამწუხაროდ ახლოს არავინ არ არის, რომ დავგესლო. sad.gif
3. ყველა მოვლენა დივანს ჰგავს – შიგნით ზამბარები აქვს.
4. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზი უნდა მქონდეს. smile.gif...
5. შემიძლია ყველაფრისგან გავთავისუფლდე, გარდა საკუთარი ვნებებისა. dry.gif
6. მეც ვმღერი სიყვარულზე სიმღერას, ოღონდ ბრძოლის ველზე. wacko.gif
7. ჩემი ვნება იშვიათად ჩანს, მსგავსად ზვიგენისა, რომელიც იშვიათად ჩანს წყლის ზედაპირზე. laugh.gif
8. სამყარო დაიქცევა რაინდების გარეშე.
9. მე კაკტუსი ვარ – ჩემი ყვავილები მხოლოდ რჩეულთათვის იშლება.
10. დედამიწაზე ოტელოები ჯერ კიდევ ცხოვრობენ (მათ შორის მეც). unsure.gif


blink.gif blink.gif blink.gif ტიტუ
gerda
ციტატა
სამწუხაროდ ახლოს არავინ არ არის, რომ დავგესლო.

rolleyes.gif
NIA
ციტატა(drakulas_bidzashvili @ Jun 13 2009, 01:13 AM) *
NIA

შენ ხომ არ გიყვარს ასტროლოგია... biggrin.gif
ხო სისულელეა... biggrin.gif
როგორც ამბობ... biggrin.gif



კი მართალი ხარ სისულელეა.. არ მიყვარს მარა მაინც წავიკითხე..
გეთანხმები არ უნდა წამეკითხა მარა
წავიკითხე..

ეგენი მაინც ვიცოდი..
პატარაობისას მქონდა წაკითხული..
okiam ermutsem
NIA
ციტატა
კი მართალი ხარ სისულელეა..

tongue.gif არადა ბევრ რამეს როგორ ემთხვევა ხოო? biggrin.gif
NIA
okiam ermutsem
აბა აბა..

biggrin.gif
Akuna Matata
wub.gif

vulkani_lava

ციტატა(vulkani_lava @ Jun 15 2009, 04:07 PM) *


ტყუპები - ქალი

საკუთარი შორსმჭრეტელობის მსხვერპლია. გაარჩევს იმპოტენტს სექს-გიგანტისგან რენტგენის გარეშე ( და საერთოდ კარგად ერკვევა ადამიანებში). ხშირ შემთხვევაში მთელი ცხოვრება ელოდება თეთრ ცხენზე შემჯდარ უფლისწულს. და რადგან ასეთი მამაკაცები იშვიათობაა, სექსი ამ ქალების ცხოვრებაში უმეტესად სიყვარულის გარეშე ხდება. მოჩვენებითი თავქარიანობის მიუხედავად, გათვლილ და გაანგარიშებულ ნაბიჯებს დგამს. ცნობისმოყვარეა და ამ ცნობისმოყვარეობის გამო ხანდახან ზედმეტ ინტერესს ამჟღავნებს პარტნიორის მიმართ, მაგრამ ცოტა ხანში, როდესაც თავის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს, შეიძლება ეს ინტერესი შეასუსტოს რაც პარტნიორს თავისთავად აბნევს. ღებულობს სიამოვნებას ეროტიული სურათების ერთობლივი დათვალიერებისგან, ასევე ნაცნობებებზე ჭორაობა და სექსში სიახლეები მოსწონს.


90% ემთხვევა .. არ დავაკონკრეტებ ზუსტად რეები tongue.gif biggrin.gif

ხო, და ამაზე ვიცინი ბევრი biggrin.gif
ქალს რომელმაც აირჩია ღრიანკალი - მამაკაცი აჯობებს თავისი ნებით ჩაბარდეს მას და მისცეს უფლება აკეთოს მასთან რაც უნდა, შემდეგ კი მივიდეს ფსიქიატრთან.
და თუ არჩეული ღრიანკალი - მამაკაცი თავად ფსიქიატრია .. მაშინ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ankikia
auuu
me ver vkiTxulob Cemze vinmem damicopyreT raaa, madls moisxamT :S
anuchi
ankikius

ლომი - ქალი


საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი - ლომი ყოველთვის ცდილობს, რომ ყველაფერი ეფექტურად და დრამატულად ვითარდებოდეს, როგორც კინოში. მისი პარტნიორი უნდა იყოს მისი სიამაყის მთავარი საგანი. სულ მცირე პირველ ხანებში მაინც. მისი ღირსება იმაშია, რომ მან არ იცის წვრილმანებზე გამოკიდება და არ უყვარს ტყუილად ნერვების შლა, როგორც თავისი ასევე მისი შეყვარებულის. მისი სუსტი მხარეა, იმ ყველაფრის სიყვარული რაც ბრწყინავს. თუ გინდათ დაიპყროთ მისი გული აჩუქეთ ოქროს ნაკეთობა. ის ყოველთვის მშვიდია და ყველაფრისგან ცდილობს მოგება ნახოს. სექსში არის მოკლე დისტანციებზე მორბენალივით, კმაყოფილდება მცირედით, თუმცა თვლის რომ მასთან ყველა მამაკაცმა კარგად უნდა იგრძნოს თავი და უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება.

anuchi
ციტატა
თევზები - ქალი


მასთან შეიძლება იგრძნოთ თავი ნარკომანად. მასში შეიძლება ჩაიძიროთ როგორც თბილ აბაზანაში და დაივიწყოთ ყველაფერი ამ ქვეყნად. ცხოვრებაში და სექსში ის გადასცემს ინიციატივას პარტნიორს. ამაში არ დევს არც სიკეთე და არც სისუსტე, ეს არის თავისებური ეგოიზმი. თევზი იხსნის პასუხისმგებლობას შედეგებისგან და საზრუნავს მიიღოს რამე გადაწყვეტილება. სანაცვლოდ ის სთავაზობს განცდის და თანაგრძნობის ზღვას, და ასევე სხვა ემოციების. ძლიან თბილი და დამთბობია, შეუძლია დაუთმოს პარტნიორს მაშინაც როდესაც თვლის რომ მართალია, იმისთვის რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე.


ღმერთმანი.. blink.gif
ankikia
ციტატა(anuchi @ Jun 17 2009, 07:54 PM) *
ankikius

ლომი - ქალი


საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი - ლომი ყოველთვის ცდილობს, რომ ყველაფერი ეფექტურად და დრამატულად ვითარდებოდეს, როგორც კინოში. მისი პარტნიორი უნდა იყოს მისი სიამაყის მთავარი საგანი. სულ მცირე პირველ ხანებში მაინც. მისი ღირსება იმაშია, რომ მან არ იცის წვრილმანებზე გამოკიდება და არ უყვარს ტყუილად ნერვების შლა, როგორც თავისი ასევე მისი შეყვარებულის. მისი სუსტი მხარეა, იმ ყველაფრის სიყვარული რაც ბრწყინავს. თუ გინდათ დაიპყროთ მისი გული აჩუქეთ ოქროს ნაკეთობა. ის ყოველთვის მშვიდია და ყველაფრისგან ცდილობს მოგება ნახოს. სექსში არის მოკლე დისტანციებზე მორბენალივით, კმაყოფილდება მცირედით, თუმცა თვლის რომ მასთან ყველა მამაკაცმა კარგად უნდა იგრძნოს თავი და უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება.



გაიხარეეე biggrin.gif

მე ვარ რაა biggrin.gif

აუ ისე გამეხარდა რომ დამიკოპირე რომ ქართული კლავიატურა ამუშავდა biggrin.gif
anuchi
ankikius

biggrin.gif biggrin.gif

შენ კი მარა.. მე? მე ვარ? biggrin.gif
ankikia
anuchi
ციტატა
შენ კი მარა.. მე? მე ვარ?


ბიჭი არ ვარ და შენი კაცი კიდე და biggrin.gif

საიდან გითხრა biggrin.gif
anuchi
როგორ უყვარხართ მას?



ზოგიერთი მამაკაცის გულის დასაპყრობად საკმარისია იდუმალი ღიმილი, ზოგიერთი რომ გადარიოთ – შტურმით უნდა დაიპყროთ...რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას ამის შესახებ ვარსკვლავები გიკარნახებენ.

მოხიბვლის ხელოვნებაში ყველაზე მთავარია – კარგად იცოდეთ იმ მამაკაცის ტემპერამენტი და ცხოვრებისეული პრინციპები, ვისი მოხიბვლაც ჩაიფიქრეთ. ხოლო ეს ფაქტორები კი თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტიქიას განეკუთვნება მისი ზოდიაქოს ნიშანი. მაშ ასე:

ცეცხლი
ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნები, ესენი იმპულსური ადამიანები არიან, რომლებიც უფრო ემოციებით ცხოვრობენ, ვიდრე გონებით. მათ გულებში სიყვარულის კოცონი რომ დაანთოთ, ხშირად ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია. ისინი ისე მოიხიბლებიან ღრმა და დახვეწილი დეკოლტეთი, "შემთხვევით" ნასროლი, არაფრის მთქმელი გამოხედვით, ან სულაც თეთრ ცეკვაზე მიპატიჟებით, როგორც არც ერთი სხვა სტიქიის წარმომადგენელი. ისინი სავსებით ნორმალურად აღიქვამენ ნაცნობობას, რომელიც ოფიციალური პროცედურებისა და წინასიტყვაობის გარეშე შედგება. თუ მათი გაცნობა მოისურვეთ, საკმარისია უბრალოდ მიხვიდეთ და გაეცნოთ. არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ შუაღამისას დაურეკავთ და რაიმე წვეულებაზე დაპატიჟებთ ამ სტიქიის წარმომადგენელს – იგი დიდი სიამოვნებით მიიღებს მოწვევას. სამაგიეროდ, თუ თქვენს შეხვედრებს მიუძღვნით წიგნების გარჩევას, ან გამოფენებს – იგი აუცილებლად მოიწყენს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც "ექშენის" ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას. მათ ცხოვრებაში გამუდმებით რაღაც უნდა ხდებოდეს, სულ მოქმედებაში უნდა იყვნენ. ამიტომ, მათთან ურთიერთობისას, სასურველია რაც შეიძლება მეტი მოვლენა ხდებოდეს. ყველა დანარჩენი აუცილებლად იქნება.

ჰაერი
ჰაერის სტიქიას განეკუთვნებიან – ტყუპები, სასწორი და მერწყული. თავისი საქციელით ისინი ერთი შეხედვით ცეცხლის სტიქიას მოგაგონებენ, მაგრამ ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანებიც საკმაოდ იმპულსურები და მოძრავნი არიან, მათი მოქმედება უფრო ხშირად გონებიდან მოდის და არა ემოციისაგან. მათ ვერ მიიტყუებთ სხვადასხვა სახის მინიშნებებითა და "პროვოკაციებით", თუმცაღა, არც მათი მოხიბვლა წრმოადგენს დიდ სიძნელეებს. საკმარისია მხოლოდ მათ კომპანიაში აღმოჩნდეთ და დაელოდოთ, თუ როდის დაგელაპარაკებიან ისინი. ხოლო ეს კი აუცილებლად მოხდება, რადგან მათი ურთიერთობების გაბმის სურვილი ყოველგვარ საზღვარს სცილდება: ერთ–ორ სიტყვას მაინც ეტყვიან თუნდაც ნაკლებად ნაცნობ ადამიანს, რომელიც მათ გვერდით აღმოჩნდება. შემდეგ კი საჭიროა გამოეკიდოთ მის ნათქვამს და...მორჩა – თქვენ უკვე მისი ყურადღების ობიექტი ხართ. საუბრისას სასურველია გაიგოთ მათი მისწრაფებებისა და საქმიანობის სფეროს შესახებ. თუ შეძლებთ, რაც შეიძლება მეტხანს ელაპარაკოთ მას ამ თემებზე, ან, უფრო უკეთესი, შეუერთდეთ მათ საქმიანობას, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა, რადგან ამ ადამიანებს "მსგავსი ინტერესების" გამო უყვართ. ხოლო თუ არ შეგიძლიათ ჩაუღრმავდეთ იმას, რაც მათ აინტერესებთ, სცადეთ დააინტერესოთ სხვა რამით. შესაძლოა, თვითონ დაინტერესდეს თქვენი მისწრაფებებით და მაშინ, ყველაფერი გამოგივათ. მაგრამ თუ არა...ნუ იდარდებთ, რაში გჭირდებათ ადამიანი, რომლისთვისაც ნებისმიერი, ვისთანაც მას საერთო ინტერესები არ გააჩნია, მეორე პლანზე გადადის საყვარელი კომპიუტერის, სამსახურის, ან თუნდაც ტელევიზორის შემდეგ?

მიწა
"მიწიერები" არიან ადამიანები, რომლებიც განეკუთვნებიან კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნებს. ესენი სწორედ ის მამაკაცები არიან, რომელთა გულებისაკენ გზა კუჭზე გადის...თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უგულო არსებები არიან, რომელთაც ვერ ააღელვებდეს ლამაზი ქალი. ისინი ყოველთვის გამოარჩევენ ქალს ბრბოში, რომელსაც განსაკუთრებული შარმი აქვს. ხოლო თუ ქალი ძალიან მოეწონებათ, შეუძლიათ უბრალოდ მივიდნენ მასთან და საბოლოო ჯამში მასთან ერთად გაატარონ ორი სითბოთი სავსე საღამო, რომლის დროსაც ისინი გალანტურობისა და დახვეწილობის ეტალონები იქნებიან. სწორეს ამას შეყავს შეცდომაში ქალები! ქალისაგან ისინი არ ელოდებიან ასეთივე მანერებს და თავადაც მხოლოდ ზრდილობის გამო იქცევიან ასე. სინამდვილეში ეს მამაკაცები ყველაზე უფრო ბუნებრიობასა და უბრალოებას აფასებენ. ამ ტიპის მამაკაცებს შოკში ვერ ჩააგდებთ იმით, თუ თქვენს სახლში პირველად მოპატიჟებისას ხალათით დახვდებით. მან ეს შეიძლება მინიშნებადაც კი არ ჩათვალოს, არამედ თქვენს პრაქტიკულობას მიაწეროს ("გამოსასვლელ" სამოსს სახლში რომ არ იცმევთ). ხოლო სახლში კი აუცილებლად უნდა დაპატიჟოთ: მან შეიძლება დააფასოს თქვენი ტალანტები, მომხიბვლელობა, გონებამახვილობა...მაგრამ სანამ თქვენს სახლში არ მოვა და თქვენს ნახელავს გემოს არ გაუსინჯავს, სერიოზულად ვერაფრით აღგიქვავთ. ხოლო თუ ერთხელ სტუმრობის შემდეგ იგი ისევ მოვა და მოვა, ეს ნიშნავს, რომ იგი თითქმის თქვენია. შემდგომში მხოლოდ მოთმინებაა საჭირო, ცოტაოდენი ძალდატანება და ნათელი მიზანი. ასეთი მამაკაცები თავისი ურთიერთობების გამყარებას ქალთან იოლად ვერ წყვეტენ. საჭიროა მათი რბილი, მაგრამ მიზანმიმართული "დაყოლიება". სამაგიეროდ, თუ ყველაფერი გამოგივათ, შეგიძლიათ იმედი იქონიოთ, რომ ეს ურთიერთობა ძალიან ხანგრძლივი იქნება.

წყალი
წყლის სტიქიას წარმოადგენენ – კირჩხიბი, მორიელი და თევზები. თავისი ურთიერთობების მანერით ისინი "მიწის" სტიქიას მოგაგონებენ და ძალით არავის "აეკიდებიან". მაგრამ ამის უკან სულ სხვა ხასიათის თვისებები იმალება. ეს ადამიანები ლამაზი სიტყვებით მხოლოდ თავაზიანობის გამო არ საუბრობენ. ეს მათვის აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობების მანერაა იმიტომ, რომ ისინი სულით – დიდი რომანტიკოსები არიან. ხოლო გადამწყვეტ ნაბიჯს პირად ფრონტზე მხოლოდ იმის გამო არ დგამენ, რომ შემთხვევით იმედგაცრუებას არ შეეჯახონ, რომელბიც მათ ცხოვრებაში არც ისე ცოტაა. მათი მოხიბვლა სხვებზე უფრო იოლია: საკმარისია მათ მიმართ ცოტაოდენი ინტერესი გამოავლინოთ, დაინტერესდეთ მათი საქმეებით, მოისმინოთ ის, რისი მოყოლაც უნდათ და ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. ისინი დიდი მადლიერების გრძნობას განიცდიან მათ მიმართ, ვისთვისაც თვითონ არ არიან სულერთნი, რადგან ხშირად თავს ეულად გრძნობენ მეგობრულ კომპანიაშიც კი. მათზე ძალიან მოქმედებს ყოველგვარი ნახევრად ნათქვამი აზრი, მინიშნება და ორაზროვანი ჟესტები. მათ თვალში იდუმალება ქალს განსაკუთრებულ შარმს მატებს. სიხარულით შეხვდებიან კლუბის, საკონცერტო დარბაზის, სამხატვრო გალერეის მონახულებას ან ქალქგარეთ, ბუნებაში გასვლის იდეას. ეს მათი სტიქიაა. მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი მათთან ურთიერთობისას – ეს არის პატიოსნება და ნამდვილი გრძნობა. თუ ეს ორი რამ არსებობს, ყველა დანარჩენზე შეუძლიათ უბრალოდ თვალი დახუჭონ და ხელი ჩაიქნიონ.


იყოს მაინც, იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს.. ლედის საიტიდან wink.gif

Requiem
ვინმეს გულწრფელად სჯერა ასტროლოგიის?
anuchi
Requiem

არამგონია..
drakulas_bidzashvili
ციტატა
ჰაერიჰაერის სტიქიას განეკუთვნებიან – ტყუპები, სასწორი და მერწყული. თავისი საქციელით ისინი ერთი შეხედვით ცეცხლის სტიქიას მოგაგონებენ, მაგრამ ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანებიც საკმაოდ იმპულსურები და მოძრავნი არიან, მათი მოქმედება უფრო ხშირად გონებიდან მოდის და არა ემოციისაგან. მათ ვერ მიიტყუებთ სხვადასხვა სახის მინიშნებებითა და "პროვოკაციებით", თუმცაღა, არც მათი მოხიბვლა წრმოადგენს დიდ სიძნელეებს. საკმარისია მხოლოდ მათ კომპანიაში აღმოჩნდეთ და დაელოდოთ, თუ როდის დაგელაპარაკებიან ისინი. ხოლო ეს კი აუცილებლად მოხდება, რადგან მათი ურთიერთობების გაბმის სურვილი ყოველგვარ საზღვარს სცილდება: ერთ–ორ სიტყვას მაინც ეტყვიან თუნდაც ნაკლებად ნაცნობ ადამიანს, რომელიც მათ გვერდით აღმოჩნდება. შემდეგ კი საჭიროა გამოეკიდოთ მის ნათქვამს და...მორჩა – თქვენ უკვე მისი ყურადღების ობიექტი ხართ. საუბრისას სასურველია გაიგოთ მათი მისწრაფებებისა და საქმიანობის სფეროს შესახებ. თუ შეძლებთ, რაც შეიძლება მეტხანს ელაპარაკოთ მას ამ თემებზე, ან, უფრო უკეთესი, შეუერთდეთ მათ საქმიანობას, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა, რადგან ამ ადამიანებს "მსგავსი ინტერესების" გამო უყვართ. ხოლო თუ არ შეგიძლიათ ჩაუღრმავდეთ იმას, რაც მათ აინტერესებთ, სცადეთ დააინტერესოთ სხვა რამით. შესაძლოა, თვითონ დაინტერესდეს თქვენი მისწრაფებებით და მაშინ, ყველაფერი გამოგივათ. მაგრამ თუ არა...ნუ იდარდებთ, რაში გჭირდებათ ადამიანი, რომლისთვისაც ნებისმიერი, ვისთანაც მას საერთო ინტერესები არ გააჩნია, მეორე პლანზე გადადის საყვარელი კომპიუტერის, სამსახურის, ან თუნდაც ტელევიზორის შემდეგ?



biggrin.gif
drakulas_bidzashvili
vulkani_lava
ციტატა
სექსუალური ჰოროსკოპი


საღოლ... biggrin.gif
მაგარია... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ტყუპები - მამაკაცი


მას არ აწყობს პაემანის დრო. ინტიმურობა მას სიმძივესავით აწვება. მონოგამური ურთიერთობა მისთვის მომაბეზრებელია. ნებისმიერ შეზღუდვებს გამოყავს ის მწყობრიდან. ნიჭიერია სექსში, შეუძლია გამოიცნოს სურვილი და ნებისმიერი გარყვნილი იდეა მიმზიდველი და მისაღები გახადოს. ორგაზმის დროს ერიდება ხმამაღლა გამოხატოს თავისი გრძნობები. მოსწონს როცა ქალი იცმევს აქსესუარებს და სხვა. პრეზერვატივის გარეშე სექსი არ წარმოუდგენია. არ გამოტოვებს შემთხვევას შესთავაზოს ჯგუფური სექსი.



ციტატა
ნიჭიერია სექსში, შეუძლია გამოიცნოს სურვილი და ნებისმიერი გარყვნილი იდეა მიმზიდველი და მისაღები გახადოს


cool.gif
laugh.gif

ციტატა
არ გამოტოვებს შემთხვევას შესთავაზოს ჯგუფური სექსი.


ვა რა გარყვნილი ვყოფილვარ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არ ვიცოდი... biggrin.gif
anuchi
drakulas_bidzash...

შენ ჩასკდი დრაკულ რაა.. ოხერი ხარ ოხერი biggrin.gif biggrin.gif
Mathias_Sammer
მასთან პირველი შეხვედრისას შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თქვენ ერთადერთი და განუმეორებელი ხართ რომელსაც მშვილდოსანი ეძებდა, მაგრამ თუ ცოტა ხანს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ის ყველა ქალს ათვალიერებს ასეთივე მზერით. ეს მისი ხასიათია, ის მუდამ იდეალის ძიებაშია, და ამიტომ ერთი ქალიდან მეორესთან გადაიფრენს ფუტკარივით. მაგრამ მორიგი "იმედგაცრუების" შემდეგ ისევ მზად არის ძიებისათვის. იმის თქმა რომ მონოგამური ცხოვრება მშვილდოსნისთვის მისაღებია, იგივეა, ვთქვათ, რომ ბინლადენი და ბუში მეგობრები არიან. ბუნებით ის მონადირეა, მას მოსწონს დევნა და არა შედეგი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას არ მოსწონს სექსი - პირიქით. დასაწყისში შეიძლება შეგექმნათ კიდევაც შთაბეჭდილება, რომ ის ძალიან მორცხვი და მორიდებულია, მაგრამ ეს მანამდე სანამ საძინებელში აღმოჩნდებით. მაშინ იქნება - ვნება, სინაზე და თავდავიწყება ერთდროულად. თუმცა პირველი ღამის მერე მშვილდოსანმა, თავისი მუდმივი ძიების გამო, შეიძლება დაკარგოს ქალისადმი ინტერესი. ამ დროს ის გულგრილი და ხშირ შემთხვევაში უხეში ხდება


blink.gif "ცხვირი გააქვს? გაავს, თვალები გაავს? გაავს. ტუჩ-ნიკაპი გაავს? გაავს."

ხოდა, მე ვარ ბოშYო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Catherine
ციტატა(Requiem @ Jun 17 2009, 11:19 PM) *
ვინმეს გულწრფელად სჯერა ასტროლოგიის?

ასტროლოგიას ვაღიარებ, როგორც მეცნიერებას და ჰოროსკოპის ნაკლებად მჯერა smile.gif
ankikia
ციტატა
ცეცხლი
ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნები, ესენი იმპულსური ადამიანები არიან, რომლებიც უფრო ემოციებით ცხოვრობენ, ვიდრე გონებით. მათ გულებში სიყვარულის კოცონი რომ დაანთოთ, ხშირად ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია. ისინი ისე მოიხიბლებიან ღრმა და დახვეწილი დეკოლტეთი, "შემთხვევით" ნასროლი, არაფრის მთქმელი გამოხედვით, ან სულაც თეთრ ცეკვაზე მიპატიჟებით, როგორც არც ერთი სხვა სტიქიის წარმომადგენელი. ისინი სავსებით ნორმალურად აღიქვამენ ნაცნობობას, რომელიც ოფიციალური პროცედურებისა და წინასიტყვაობის გარეშე შედგება. თუ მათი გაცნობა მოისურვეთ, საკმარისია უბრალოდ მიხვიდეთ და გაეცნოთ. არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ შუაღამისას დაურეკავთ და რაიმე წვეულებაზე დაპატიჟებთ ამ სტიქიის წარმომადგენელს – იგი დიდი სიამოვნებით მიიღებს მოწვევას. სამაგიეროდ, თუ თქვენს შეხვედრებს მიუძღვნით წიგნების გარჩევას, ან გამოფენებს – იგი აუცილებლად მოიწყენს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც "ექშენის" ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას. მათ ცხოვრებაში გამუდმებით რაღაც უნდა ხდებოდეს, სულ მოქმედებაში უნდა იყვნენ. ამიტომ, მათთან ურთიერთობისას, სასურველია რაც შეიძლება მეტი მოვლენა ხდებოდეს. ყველა დანარჩენი აუცილებლად იქნება.


განსაკუთრებით ესენი, მაგრამ დანარჩენიც ზუსტად აღწერს ჩემ ბუნებას tongue.gif
ankikia
qetusia
ციტატა
ასტროლოგიას ვაღიარებ, როგორც მეცნიერებას და ჰოროსკოპის ნაკლებად მჯერა


+1
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.