ციტატა
სასწორის ზოდიაქოს სიმბოლოს - თავად სასწორის ქრისტიანობამდელ ისტორიას რომ გადავხედოთ მას მითოლოგიაში აღმოვაჩენთ. საკმარისია გავიხსენოთ თემიდას ატრიბუტი: სასწორი - სამართლიანობის სიმბოლო. მაგრამ ანტიკურმა საბერძნეთმა ჯერ კიდევ არ იცოდა ცნობიერად სასწორის ზოდიაქოს სათნოება და ამიტომაცაა თემიდა თვლახვეული. თვალდახუჭული ცნობიერებით განსჯიდა კაცობრიობა ზემოთაღნიშნულ ფაქტამდე. გადაწონიდა ხან ერთი პინა, ხანაც მეორე, და დაწონილი პინაზე გამოიტანებოდა მსჯავრი... გამომდინარე ზემოთაღნიშნული ფაქტიდან, საოცარი სულაც არაა, რომ პროპორციის და ჰარმონიის ესთეტიკურად ნაგრძნობმა ანტიკურმა სულმა, მორალში, პრაქტიკაში, ანუ ნებელობაში ვერრ იგრძნო სასწორის ზოდიაქოს სათნოების არსი. რა არის ეს არსი და სად მოხდა მისი გათვალსაჩინოება? მისი გარეგამოტანა და რეალური განხორციელება? ვიზუალურად ვიცით რასაც წარმოადგენს ეს სასწორი: ვერტიკალური ღერძი, ღერძის ზემოთა ნაწილზე ჰორიზონტალურად დამაგრებული ღერძის გადამკვეთი და ამ მკვეთიდან შვეულებზე მოქანავე პინები. ღერძი, რომლის აღნაგი ჯვარს წარმოადგენს, განსაზღვრავს წონასწორობას. სასწორის მისია და მიზანია არა მხოლოდ აწონ-დაწონოს, რამედ გააწონასწოროს. წონასწორობა შეუძლია მხოლოდ სიყვარულს, რადგან სიყვარული არის სრული ჰარმონია. და როგორც სრული ჰარმონია, ისაა მომწესრიგებელი ყველა ნაწილის- მათს თანაფარდობასა და თანასწორუფლებიანობაში, ანუ -წონასწორობაში. სიყვარული უნდა წარმოსდგეს როგორც ღერძი და მაწონასწორებელი პინებისა, რომლებზეც ადამიანის განსხვავებული უნარები,მიდრეკილებები, მისწრაფებები, შეხედულებები და აზრები დაიდება... სად წარმოსდგა სიყვარული როგორც ღერძი და მაწონასწორებელი ძალებისა,რომლებიც ადამიანის განვითარებას ხმარდება? ეს სიყვარული წარმოსდგა ჯვარცმად - იოანეს სახარების სამი ჯვარცმის ხატებაში, სადაც შუა ღერძ ჯვარცმამ- სიყვარულმა გააწონასწორა დაცემული გრძნობა და აზრი, სიბრძნე და ემოცია. გოლგოთთას მისტერიის შემდგომ სასწორის ზოდიაქის სიბრძნემ ახალი სათნოება შეიძინა. ვენერასთან "დმეგობრებული" სასწორის ნიშანი გახლავთ სიყვარულის ჰარმონიით წონასწორობის და სამართლიანობის აღმდგენი სათნოების მქონე და არამარტო მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულნი, არამედ სხვა ნიშნების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ მისით სარგებლობა. ახლა სასწორის ზოდიაქის ნიშნის ქვეშაა მზე და წლის ყველაზე ნაყოფიერი დროა უანგარო სიყვარულის ძალებით სამართლიანობის და ჰარმონიის აღდგენისათვის
© gorgasali:)
© gorgasali:)
რა მაგარია : O ასეთი დახასიათება, პირველად ასეთი კუთხით დანახული სასწორი...

