არმაზი კაი ადგილია. მანდ ქვემოთ ერთი ჩანჩქერია. არც ისე დიდი, მაგრამ ჩანჩქერობას ეწევა

ხეტიალი მიყვარს.
კვირაობით მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი მოვიგდებთ ზურგჩანთებს და დავდივართ ხოლმე. ფეხით მაგრა ასწორებს. ამას წინათ ქოროღლიზე ვიყავით ასულები. ციხიდან ერთი ეკლესია მოჩანდა და ჩავედით იქ. მერე გოგოებმა ამ აღმართს ვეღარ ავივლითო და დავაწექით წინ. ლაბირინთებში კაი ხანი ვიბოდიალეთ და სადღაც თეთრიწყაროსთან გავედით. წარმოიდგინეთ ფეხით კოჯრიდან თითქმის მარნეულამდე ვიარეთ. ნუ ეს იმითაა აღსანიშნავი, რომ გოგოებიც მოგვყვებოდნენ და დაიღალნენ თორე ისე 12-15 კილომეტრი არაფერია.

ხედი ციხიდან:
ყვითელი ხაზით დაახლოებით აღნიშნულია ის გზა რაც გავიარეთ (კოდამდე)
(სურათი დავაპატარავე და როგორც ჩანს მაინცდამაინც კაი ხარისხი არაა, მაგრამ მაინც გაირჩევა რაღაც)