პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი დაძაბული ტურნირის ჩატარებისთვის.
შეგვინდეთ ბალაშ გორგილაძის გუნდის მოთამაშეებს თუ რამ უკადრისად მოვიქეცით ან არაკორექტულად გამოვხატეთ ჩვენი აზრები. გაგვიგეთ, ასეთ უპირატესობის ქარს გატანება არ არის იოლად გადასატანი.
თუმცა მგონია, რომ იმ შემთხვევაში უსამართლოდ მოგვექცნენ და ჩვენც შევცდით, რომ დავრჩით და გავაგრძელეთ თამაში, რადგან აბსოლუტურად დემორალიზებულებს ფიქრი აღარ შეგვეძლო (ბოლო რაც ავიღეთ, უბრალოდ ვიცოდით ფაქტი).
წაგება, რასაკვირველია, ჩვენი ბრალია. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი კი უკაპიტნოდ თამაში იყო (ბალაშ, მაპატიე, მაგრამ კაპიტანი არ ხარ), რამდენიმე მოთამაშეს ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის შესრულება გაგვიჭირდა.
აგრეთვე ვუერთდები მილოცვებს არგონავტების მისამართით, ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა და თან გადასწრება მართლაც საგმირო საქმეა.
იმედს ვიქონიებ, რომ მალე მექნება შესაძლებლობა დღევანდელ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად თამაშის (განსაკუთრებით რატისთან). თქვენთან ერთად გატარებული კითხვების მეორე ნაწილი არასოდეს დამავიწყდება.
P.S.
გულწრფელად გამიხარდა ვიტამინის წარმატებაც.