FG_ს სუპერ ფინალი
ინტელექტუალურ თამაშში
“რა? სად? როდის?”
(საიტებს შორის)
“რა? სად? როდის?”
(საიტებს შორის)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
(არასრული ვერსია)
1. მიზანი და ამოცანები
ფორუმის თასის გათამაშება ინტელექტუალურ თამაშში რა?სად?როდის? მიზნად ისახავს:
1.1 საქართველოს ინტერნეტ სივრცეში ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვას, შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას;
1.2 FG_ს (ინტელექტუალური ფორუმ gametv.ge) სუპერ თასის მფლობელის და პრიზიორების გამოვლენას თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია).
2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი
2.1. შეჯიბრების ჩატარების დრო განისაზღვრება ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დადგენილ ვადებში;
2.2 შეჯიბრება ტარდება “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური წესების შესაბამისად.
3. მონაწილე გუნდები
3.1 ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეულ გუნდებს
3.2 ყველა გუნდი უნდა იყოს ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებული სხვადასხვა საიტის (ფორუმის) ბაზაზე შექმნილი და მონაწილეობას უნდა იღებდეს ამავე საიტის (ფორუმის) სახელით.
4. გუნდების განაცხადის გაფორმება და საერთო პირობები
4.1 ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას შესარჩევი ტურის დაწყებამდე ერთი კვირის ვადაში
4.2 განაცხადში შეიძლება შეტანილი იქნას 9 მოთამაშის გვარი;
4.3 თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-ს. გამონაკლისი არ დაიშვება.
5. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები
5.1 ჩემპიონატი შეიცავს მხოლოდ ერთ ეტაპს.
5.2. მონაწილე გუნდების რაოდენობა გაირკვევა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
5.3 თამაშში დასმული იქნება 40 კითხვა. პირველი 20 კითხვა დაისმება პირველ რაუნდში, მეორე 20 მეორეში. თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი არის ერთი ქულის მომტანი
5.4. საბოლოოდ გამოვლინდება სამი პრიზიორი. პირველ ადგილზე გასული გუნდი გახდება FG_ს სუპერ თასის მფლობელი და გადაეცემა სიგელები.
6. ფინანსური საკითხები
6.1 ჩემპიონატში მონაწილეობის საორგანიზაციო გუნდური შესატანი შეადგენს 36 ლარს;
6.2. თუ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებისათვის გუნდს საორგანიზაციო კომიტეტში არ ექნება შეტანილი შესატანი თანხა, მისი განაცხადი დასამტკიცებლად არ მიიღება და გუნდი ჩემპიონატზე არ დაიშვება.

შენიშვნა: 1.დებულება არასრულია, მაშში რეგისტრაციის დასრულებამდე შევა უმნიშვნელო ცვლილებები. 2. გათამაშება ჩატარდება ივნისის თვეში, ზუსტი რიცხვი დადგინდება და გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.