ციტატა(ginger @ Dec 29 2009, 02:09 PM)

dataმჯერა და ისტორია ასე თუ ისე ვიცი

და არა სანიკიძისეული

ჯერ ერთი, ვერ ვხვდები რატომ აკეთებ აქცენტს სანიკიძეზე

რასაც მე ვამბობ, ის სანიკიძეს არ უწერია. და პირიქით, შენი ყველა სიტყვა (გარდა იმისა, რომ ჩრდილო კავკასიის აჯანყება სინამდვილეში მხოლოდ ხევსურების უმნიშვნელო ბუნტი ყოფილა

) შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ სწორედ ლევან სანიკიძის წიგნებიდანა ამოკრებილი

გაითვალისწინე, მე ვიცნობ სანიკიძეს, და შენ მისგან ოდნავ განსხვავებულს მაინც არაფერს ამტკიცებ

ეგ კი არა, ლექსიკაც კი საეჭვოდ ერთნაირი გაქვთ

რაც შეეხება ივანე მხარგრძელის ბანძ სარდლობას: ივანეს მოქმედებებმა განუზომლად მეტი ზარალი მოუტანა საქართველოს, ვიდრე მოგება. მაგრამ, ეს იყო ჭკვიანი კაცის მიერ გათვლილი ზარალი. ეგ იყო თავის თავის კაცი და იმ პოლიტიკურ ვითარებაში ძლიერი საქართველოს მტერი, მაგრამ ცუდი სარდალი არ ყოფილა.

თორემ მასე რომ ავიღოთ, თემურ ლენგმა საერთოდ გაანადგურა საქართველო, მაგრამ არავის უთქვამს, თემურმა ჩვენი ქვეყანა დაღუპა და დააქცია და ამიტომ ფარჩაკი სარდალი იყოო

თუმცა რა ვიცი, შეიძლება შენ მასეც ფიქრობ