“ქართლის ცხოვრება”ოსებს უძველესი დროის ამბებში იხსენიებს . ოვსნი კავკასიელ ტომთაგან (“ქართველთა ძმებისგან”) განსხვავებით, კავკასიაში უფრო გვიან მოსულებად, “ხაზართა” (მათში ეს ქართული წყარო სკვითებს გულისხმობს) შთამომავლებად მიაჩნია. მართლაც, როგორც ცნობილია, ენით ოსები გვიან მოსულ ირანულენოვან სკვით-სარმატ-ალანთა ჩამომავლებს წარმოადგენენ. ეგების არც ქრონოლოგიას ამახინჯებს მაინცდამაინც “ქართლის ცხოვრება”. შეიძლება უკვე ადრეელინისტურ ხანაში ჰქონდა ქართლის მოსახლეობას კონტაქტი ჩრდ. კავკასიის ირანულენოვან სარმატულ ტომებთან. ძვ. წ. IV ს. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, საკმაოდ გააქტიურდნენ და მდ. დონის დასავლეთით მდებარე მიწებზე იწყეს შეღწევა. უნდა გაძლიერებულიყო მათი მოძალება სამხრეთის მიმართულებითაც. პირველ ფარნავაზიანთა შორის ჩრდილოირანული ელფერის “საურმაგ”-სახელის მქონე მეფის არსებობა შეიძლება სწორედ სარმატებთან კონტაქტის შედეგია. აქვე შეიძლება გავიხსენოთ სტრაბონის ზემომოყვანილი ცნობა, რომელშიც იბერიის მთიანეთის მცხოვრებნი სარმატების მონათესავედ არიან გამოცხადებული. მართალია, აქ სახელი “სარმატი”, ჩანს, ფართო მნიშვნელობით იხმარება, როდესაც იგი მოიცავდა აგრეთვე საკუთრივ ჩრდ. კავკასიელ ტომებსაც და თუ სტრაბონის ეს ცნობა ნამდვილად რეალურ ვითარებას ასახავს, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ იბერიის მთიანეთის მოსახლეობა სწორედ ამ უკანასკნელებს ენათესავებოდა და არა სარმატ-ალან-ოსებს.(საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.Iგვ.460)
როდესაც ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ეხება ოსებს წერს:
”და არს აქ კარი კლდისაგან და ქვიტკირისაგან ქმნული, დიდ კამაროვანი მდინარესა ზედა, მეფეთაგან ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თვინიერ მათსა ოვსნი” (“აღწერა აწინდელის ოვსეთისა”).რაც იმაზე მეტყველებდეს რომ ოსები ხშირად ახორციელებდნენ თავდასხმებს საქართველოზე, რისთვისაც საჭირო ყოფილა კავკასიონის გადმოსასვლელი გზების ჩაკეტა, თავიდან რომ აერიდებინათ ეს თავდასხმები. ჯერ კიდევ II საუკუნეში ამაზასპ ფარსმანის ძეს უხდება ბრძოლა ოსების წინააღმდეგ ამის შესახებ მოგვითხრობს ლეონტი მროველი, რომელიც წერს " ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქუელისა. და ამისსა მეფობასა გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი დიდნი გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ იგრძნა ამაზასპ მეფემან გარდამოსლვა ოვსთა ვიდრე გარდამოვლამდე მთისა. მოვიდეს ოვსნი და დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არა სადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქისა მცხეთისა შემუსრვად მოსრულ იყვნეს.
მაშინ ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა. და მოვიდეს ერის-თავნი აღმოსავალისანი: ერის-თავი კახეთისა, ერის-თავი ხუნანისა, ერის-თავი სამშჳლდისა. და შემოკრბეს მჴედარნი სპასპეტისანი; და ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერის-თავისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთ კერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი. "
მოგვიანებით კი მირიან III( ქართლის პირველ ქრისტიან მეფეს) ""დარიელას შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათვის, რათა უიმისოდ ვერღარა ვიდოდნენ, მესამე მეფემან მირვან". " როგორც ჩანს ოსები ხშირად გადმოდიოდნენ ქართლის დასრბევად.XI ს. ისტორიკოსის ჯუანშერის ცნობით კი ვახტანგ გორგასალმა "დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიალისად უწოდით და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და გაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთიულნი. არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღდა ბრძანებისა ქართველთა მეფისა".ეს მოქმედება განპირობებული იყო ისევ და ისევ ოსების ხშირი დარბევითი ლაშქრობებით საქართველოში, ჯერ კდიევ ყრმა ვახტანგს ჯუანშერის ცნობით მოუხდა შეტაკება ოსთა ჯართან, ამ ბრძოლასთანაა დაკავშირებული ლეგენდარული ამბავი ვახტანგის მიერ ვინმე უძლევე;ლი თარხანის ძლევის შესახებ. საბოლოოდ, ქართველებმა ოვსნი მთლიანად გადარეკეს დარიალს იქით და უღელტეხილიც ჩაკეტეს. ამ ამბიდანაც კიდევ ერთხელ ჩანს რომ ოსების საცხოვრისი დარიალს იქითაა.თუმცა ქართლის სამეფო განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ქართლის ურთიერთობას მეზობელ მთიელ ტომებთან: “ქართლის ცხოვრების” მიხედვით აზოს განდევნაში ფარნავაზს ეხმარებოდნენ “ოვსნი და ლეკნი”; თვით ფარნავაზი ცოლად დურძუკ ქალს ირთავს (ქც., I, 25), ხოლო თავის დას “ოვსთა მეფეს” მიათხოვებს (ქც., I., 24).ხოლო ქართლის მეფეები არზოკი და არმაზელი ოსებს სომხეთის მეფის წინააღმდეგაც კი იყენებნ, როდესაც სომეხთა მეფე სუმბატი ლაშქრობს ქართლზე ქართველთა მოკავშირეებად ქართული და სომხური წყაროები ოსებს ასახელებენ(იხილეთ მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორია") სუმბატ სომეხთა მეფეს უძლევია ქართველტა მეფეებზე და ოსებიც როგორც ქართველთა მოკავშირეები დაუსჯია, თუმცა ოსებს შემდგომში შური უძიებიათ , როგორც "მეფეთა ცხოვრება "იტყობინება "და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდოდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა, და აღერივნეს ერთად ოვსნი და ქართველნი. და მარადის ბრძოდეს სომეხთა. ", ანუ ოსები ქართლში არ ცხოვრობდნენ,ისინი ქართველ მეფეეთა მოკავშირეებად გამოდიან რიგ შემთხვევაში, ქართველ მეფეებს ისინი კავკასიონის ჩრდილოეთ მხარიდან გადმოყავთ , ემოყვრობიან მათ.მოივადევნოთ თვალი ისევ ქართლის ცხოვრებას: 'და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა." ფარსმან II ის მოკავშირებიც ყოფილან ოსები, რომის იმპერატორთან დაძაბული ურთიერთობის პერიოდში მეფეს გაუხსნია დარიალის კარი და ალან ოსები გადმოუშვია რომლებიც შესევიან რომის პროვინციებს, რის შემდეგაც ადრიანეს მემკვიდრე ანტონიუს პიუსი იძულებული გამხდარა ფარსმანთან დათმობებზე წასულიყო(რომ-იბერიის ურთიერთობებზე არ შევჩერდები ეს ცალკე თემაა).
საქართველოში როდესაც 853 წელს ბუღა თუქრს ულაშქრია განუღია კარი დარუბანდისა , გადმოუყვანია ხაზარნი სახლი სამასნი და "დაუსხნია შამქორს: დარიალით გადმოიყვანა ოვსნი,ვითარ სახლი ასი და დასხნა იგინი დმანისს".როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს, ბუღა თურქს ამითი (ანუ იმიერიდან ოსებისა ამიერკავკასიაში ჩამოსახლებით )ალბათ არაბტათვის და ტავისთვის ერთგული და სანდო თავშესაფრის შექმნა სურდაო.
დავით აღმაშენებელს როდესაც სურდა ჩამოესახლებინა საქართველოში ყივჩაღები ოსებთან ჩასულა, რამეთუ ოვსნი და ყივჩაღნი ერთმანეთს ემტრებოდნენ და საქართველოსკენ მპომავალ გზაზე მათტან პრობლემები რომ არ შექმნოდა, ოვს ყივჩაღებისგან მძევლკები აუყვანია, მათ Sორის სიმშვიდის გარანტად, ოსებისთვის ასევე ჩამოურთმევია " ციხენი დარიალისანი და ყოველთა კართა ოვსისა და კავკასიის მთისანი" და ასე შექმნა გზა მშვიდობისა ყივCაღებისთვის. sxvaTaSoris didgoris brZolaSi somexi istorikosi maTe urhaeci 15 000 yivCaRTan da 100 frangTan erTad 500 alansac ixseniebs.
ოსები კვლავ მონღოლთა 100 წლიანი ბატონობის ხანაში გააქტიურებულან, გორaმადისაც კი ჩამოსულა და ციხე ხელთ უგდიათ, საქართველოში დასახლება უცდიათ , თუმცა გიორგი V ბრწყინვალეს ისინი დაუმარცხებია და განუდევნია.
XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილო საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიებზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.
XVIII საუკუნის დასასრულს ოსთა რაოდენობას 5000 კომლი გახდა, ასე შეიქმნა ძველ ქართულ მიწებზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსთა ეთნიკური მასივი, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია `შიდა ოსების~ ან კიდევ `არაგვის, ქსნის, ლიახვისა და სამაჩაბლოს ოსების~ სახელით."ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.
1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩრდილო ოსეთი ჩამოყალიბდა როგორც თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მხარე შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს.
რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, 1800 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 29,300 ოსი, ხოლო 1832 წელს - 32,300. 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოში იყო 71,000 ოსი, ხოლო 1897 წელს - 81,500.
XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ოსი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყანაში ცხოვრობდა 113,298 ოსი. საქართველოში ოსთა ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა აგრეთვე გასული საუკუნის 30-40-60-70-80-იან წლებში. 1939 წელს მათი რიცხვი იყო 148,680; 1959 წელს - 141,200; 1970 წელს - 150,200; 1979 წელს - 160,500; 1989 წელს 164,100.
1989 წელს ე.წ. "პერესტროიკის" პირობებსა და ქართული ნაციონალიზმის ზრდის შიშით სამხრეთ ოსებმა მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება. მომდევნო წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, დააწესა მმართველობა პრესაზე და აკრძალა დემონსტრაციები. 100.000-ზე მეტი ოსი წავიდა საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილო ოსეთში. ეს ომი დამთავრდა 1992 წლის ივლისში, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ოსი, ქართველი და რუსი მშვიდობის დამცველი ჯარები განლაგდნენ ამ რეგიონში.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით 2002 წელს საქართველოში ცხოვრობდა 38,028 ოსი, მათ შორის 10,268 ცხოვრობდა თბილისში." (
http://www.geogen.ge/index.php?id_menu_up=...u=27&abc=0)ოსების განსახლების შესახებ მოვიყვან ვახუშტი ბატონიშვის ცნობებს მისი გეოგრაფიიდან ""თრუსოს და ხევის საზღვარი, მერმე მყინვარის კავკასი და ახოტის კავკასი, რომელნი ძენან სამხრიდან ჩდილოდ და დასწყდების ხევის ბოლოს მდინარესა ზედა ლომეკსა, მერმე ლომეკის მდინარე ვიდრე ხეთაძე ჩერქეზის მთამდე.
სამხრით მზღრვრის კავკასი ხევის ყელიდამ წარსული დასავლეთად, რომელ არს ბრუც-საბძელამდე და ზეკარ-კედელა და რაჭა-დიგორ-ბასიან შორისი კავკასნი, ხოლო ჩდილოთ ჩერქეზსა და მას შორის მთა მაღალი... და დასავლეთით მზღვრის კავკასივე რაჭასა და ღელეს შორისი, მერმე ბასიანსა და სვანეთს შორისი... (იქვე 428 - 430) ეხლანდელს რუსულს საგეოგრაფიო რუკებზე მიღებული სახელები რომ ვიხმაროთ, მაშინ დვალეთის სამზღვარი ასე გვეხატება, ჩრდილოეთით ადაი-ხოხითგან (=ქართულ ხოხის მთას) ხაზი მიდის აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ არხონამდის (=ქართულ ახოტს), ხოლო დასავლეთით ამავე ადაი-ხოხის მმწვერვალითგან ხაზი სამხრეთისაკენ მიდის ქედ-ქედ მწვერვალ ყაზი-ხოხამდის. შემდეგ სამხრეთის სამზღვარი იწყობა ამ ადგილითგან და ქედ-ქედ მიდის საუხოხზე, ხალიწაზე, ზეკარზე, ბრუტსაბძელზე, ხოხზე, შემდეგ როქზე არხონამდის.
დვალეთი ძველადაც და ეხლაც რამდენიმე ხეობად იმყოფებოდა. კასრის ხევად, ზრამაგად, ღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად (ვახუშტი. გეოგრაფია 428).
ამ დვალეთზე "გარდავლენან გზანი დიგორსა... და... გზანი ვალაგირსა და ფაიქომსა" (ვახუშტი. გეოგრაფია 444). იქ, სადაც კასრის ხეობა "მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა.., გაკეთებული ყოფილა "კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი მდინარესა ზედა. ეს კარი-ბჭე თურმე საქართველოს "მეფეთაგან ქმნული ყოფილა იმ მიზნით, რომ "არა ვიდოდენ თეინიერ მათსა ოვსნი..." ამგვარად ბუნებრივადაც და ხელოვნურადაც "არს ხეობა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი. (იქვე. 444).
ძველად ამ კუთხეს საქართველოსთან პოლიტიკურს გარდა სარწმუნოებრივი და კულტურული კავშირიც ჰქონდა: ქრისტიანობა აქ ქართველი მქადაგებლების მიერ იყო გავრცელებული და თვით ეკლესიის ნანგრევებს, მაგ. როქის ხეობაში ეხლაც ეტყობა ქართული ასომთავრული წარწერები. ვახუშტის სიტყვით ამ ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ "სამწყსონი ნიქოზლისანი." (გეოგრაფია 434). მე-XVIII-ე ს.-ის დამდეგს ბლომად ყოფილა "ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვითკირისანი..." რომელნიც საქართველოს "მეფეთაგან ნაშენნი" ყოფილან. თვით ხალხში ამ ძეგლების შესახებ თქმულებები ყოფილა და ვახუშტის ცნობით "უმეტეს იტყვიან... თამარ მეფისაგან" აგებულადო (იქვე 438).
მე-XVIII-ე ს-ში ეს კუთხე ეკონომიურადაც საქართველოსთან ყოფილა დაკავშირებული. მარილს. ცხვრის ტყავს, სვიას და სხვა სახმარს, რაც-კი თავიანთ ცივს ქვეყანაში ვერ შოულობდენ, თურმე ქართლითგან და რაჭითგან ზიდავდენ (ვახუშტი. გეოგრაფია 438).
როგორც ჩემს მიერ მოწვდენილი ქართულ-სომხური წყაროებიდან ჩანს ოსები მოსული ხალხია კავკასიის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ძვ. წ. VIII საუკუნეში ( სკვითების ლაშქრობის დროს, რუსი ავტოპრებიდან იხილეთ გრანტოვსკი, დანდამაევის შრომები). რამეთუ ეს ხალხი იყო მომთაბარე იბერიის სამეოფს ხშირად უხეებოდა მათთან ბრძოლა, ისინი დასახლებულან იმიერ კავკასიაში,ცხინვალის რეგიონში კი გვიან XVIII საუკუნეში ჩამოსახლებულან(საუბარია მასიურ ჩამოსახლებაზე). ზუსტად მაშინ უნდა მომხდარიყო ნაწილი ოსების დასახლება დღევანდელ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე.
ბოდიში მომითხოვია ასე ექსპრომნტად რომ მოგაწოდეთ ინფორმაცია ოსების შესახებ. იმედია პასუხობს ეს მოწოდებული ინფორმაცია თქვენს ინტერესს ოსი ხალხის მცირედი ისტორიისა და წარმომავლობის შესახებ.