Teaგაიხარე, თეა, ძალიან კარგი თემაა

ე.ი. მე, გიორგი ეზუგბაია, პირველად კლუბში მოვედი 2002 წლის ზამთრის თამაშებზე, კლასელების გაკეთებულ გუნდ ''ოქროს მართვე''-სთან ერთად, მართალია გუნდი საკმაოდ სუსტი იყო და ძირითადად მე და ფორუმელი კელა ვთამაშობდით, მაინც მოვახერხეთ ერთი სეზონით ბავშვთა სუპერლიგაში აღზევება

შემდეგ გუნდი დაიშალა და აღმოვჩნდი ''ინკოგნიტო ჯუნიორებში'', რომელშიც ვითამაშე ორი სეზონი თუ ზუსტად მახსოვს, ანუ ერთი წელი, სანამ ეს გუნდიც არ დაიშალა იმის გამო, რომ უმეტესობა მეთერთმეტე კლასში გადავედით და აბიტურიენტობის გამო ვეღარ ვივლიდით თამაშებზე. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, კურსელებთან ერთად გავაკეთეთ გუნდი ''1X'', რომლის ღირსებასაც ვიცავთ დღესდღეობითაც და რომელმაც უმოკლეს ვადაში გაიარა გზა მესამე ლიგიდან სუპერლიგამდე (ნუ, ცოტა რეფორმის დახმარებითაც, რომელიც კლუბში განხორციელდა, თუმცა მაინც გამოუცდელობის მიუხედავად, მოვახერხეთ სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება

)
ამჯამად გუნდ ''1X''-ის ღირსებას ვიცავთ:
1. ლევან ვერულაშვილი (გუნდის კაპიტანი), რომელიც ზუსტად არ ვიცით შემდეგი სეზონიდან ისევ დაგვეხმარება, თუ არა, ვინაიდან მუშაობა დაიწყო და რამდენად ეცლება არ ვიცით. არის საკმაოდ კარგი მოთამაშე, აქვს ზოგადი ენციკლოპედიური ცოდნა თითქმის ყველა თემაზე, ერკვევა სპორტში, ლიტერატურასა და სხვა ბევრ საკითხში.
2. დაჩი ქინქლაძე , რომელიც შეუდარებელია პოეზიის, სპორტისა და კიდევ სხვა მრავალ თემაზე დასმულ შეკითხვებში, ძალიან ძლიერი ლოგიკის პატრონი მოთამაშე, რომელიც ყველა კითხვაზე ყვირის, რომ იცის პასუხი, თუმცა ბოლოს როგორს აღმოჩნდება, მთლად ყველაზე არ ცოდნია
დაჩი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა ჩემი აზრით კლუბში, არ არსებობს კითხვა, რომლის განხილვაშიც მას არ შეეძლოს მონაწილეობის მიღება.

3. გიორგი ვაჩაძე, ერთადერთი მოთამაშე გუნდში, რომელმაც იცის სხვა ენები იმათ გარდა, რაც ყველა დანარჩენმა ვიცით, ანუ დანარჩენებმა ყვეალმ ვიცით რუსული და ინგლისური, ამან კი რუსული, გერმანული და იტალიური, ცოტა ინგლისურიც, რაც ძალიან ბევრჯერ დაგვხმარებია კითხვის აღებაში. ძალიან კარგად ერკვევა გერმანიის ისტორიაში, ზეპირად იცის გოეტეს, ნიცშეს, ფროიდის და სხვა მრავალთა შემოქმედება, შუა საუკუნეების ისტორია, ეგვიპტური მითოლოგია, ქართული ლიტერატურა და ა.შ. საკმაოდ ძლიერი მოთამაშე, თუმცა ერთი დიდი მინუსი აქვს, რაჭველია და ნელა აზროვნებს, ხშირად იცის პასუხი, მაგრამ რამე კარგი პასი თუ არ მიეცი, შეიძლება ვერ მიხვდეს რაზეა საუბარი

4. დათო ნოზაძე, ერკვევა როკ-კულტურასა და კინემატოგრაფში უმაღლეს დონეზე, ევროპის ქვეყნების, ქალაქების ისტორიაში და მათ გერეუბნებშიც კი, კათოლიკე წმინდანებში, თანამედროვე ლიტერატურაში და ა.შ. საკმაოდ ძლიერი მოთამაშე, თუმცა ძალიან ნერვიული და ხშირად ჭედავს თამაშებზე
5. თამუნა სარჯველაძე, ერთ-ერთი საუკეთესო მანდილოსანი მოთამაშე კლუბში და საერტოდ ერთ-ერთი საუკეთესო არამარტო მანდილოსნებშიც. ახასიათებს საკმაოდ სწრაფი, ლოგიკური აზროვნება, ლიტერატურის ცოდნა უმაღლეს დონეზე და თანამედროვე ეპოქის ნიუნასებში ერკვევა ძალიან კარგად.

6. თქვენი მონა-მორჩილი მე, გიორგი ეზუგბაია, რომელიც დაჩისთან ერთად ვარ ყველაზე გამოცდილი მოთამაშე დანარჩენებთან შედარებით, მაქვს ზოგადი ენციკლოპედიური ცოდნა თითქმის ყველა თემაზე, კარგად ვერკვევი მითოლოგიაში, ქრისტიანულ რელიგიაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში, სპორტში, ლიტერატურაში და ა.შ.
იმედია, სხვა გუდნებიც დადებენ მსგავს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ