დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: სამი წერტილი
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
NIA
"... ისხდნენ ორივენი ერთად, მოწყენილები, დახოცილები, თითქოს, ქარიშხალს სადმე ზღვის უდაბურ ნაპირზე გაურიყნიაო. უცქეროდა რასკოლნიკოვი და გრძნობდა, რომ მეტად უყვარდა სონიას; ეუცნაურა უცბათ და ემძიმა, გული ეტკინა თითქმის,რისთვის უყვარდა იგი. დიახ, უცნაური იყო და საზარელი ეს გრძნობა! სონიასთან რომ მოდიოდა, გრძნობდა, რომ ის იყო ერთადერთი მისი იმედი, მისი ხსნა; ეგონა, ცოტათი მაინც იგრძნობდა შვებას, ახლა კი, როცა უკვე მოინადირა სონიას გული, იგრძნო და მიხვდა უცბათ, რომ წინანდელზე უფრო მეტად იყო უბედური."

დოსტოევსკი-- "დანაშაული და სასჯელი"
თათუ
- მარტივი საზომით თუ მივუდგებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ადგილის მიკუთვნება არაა ძნელი, გერასიმე - ყოველი ადამიანი თავისზე უარესს სჯობს, ხოლო უკეთესთან შედარებით, უარესია, წყალი არ გაუვა ამას. მაგრამ დიდი საზომით თუ მივუდგებით, ძალიან ძნელია ამისი განსჯა, რადგან ადამიანები მეტად სხვადასხვანაირები არიან, თითოეული ადამიანიც კი - მრავალფეროვანია, მაგრამ ერთნი ვართ მაინც დაახლოებით ყველა, რადგან ადამიანი არაა მარტო.

ააქ კი, გაავცხარდი, გავცხარდი მართლა:

- ადამიანი მარტოა, მარტო, - გესლიანად წავიჩურჩულე, და თავს ავყევი, არ უნდა მექნა, - ყველამ იცის, რომ მარტო უნდა დაიბადო, მარტოკა უნდა დაადგე ძნელ გზას, პირში გიცინიან და ზურგს უკან გლანძღავენ. გილოცავენ და შურთ, მარტოკა უნდა მოკვდე ბოლოს და, ოცდაცხრამეტი და ექვსი რომ გაქვს, ლოგინზე მისავათებული, მარტო ხარ, აბა, რა ხარ, მარტო...

მყისვე ვიგრძენი, როგორ საოცრად დაინტერესდა, იმ სიბნელეში დაბერილი ნესტოებიც კი დავუნახე, გაფაციცებით მოელოდა ჩემგან კიდევ რაიმეს გაგონებას, მაგრამ გავჩუმდი, ნურას უკაცრავად, ისედაც ბევრი ვილაპარაკე. არ დააყოვნა:

- მომვლელს, ექიმს და მსგავს წვრილმანებს, მოდი, გერასიმე, დავანებო
თ თავი და, რა იცი შენ, რომ მარტო ხარ... მითხარი.

- რა ცოდნა უნდა ამას. ასე არის ეს.

- არა, კეთილო, მხოლოდ შენ ფიქრობ ასე, გერასიმე, და გეჩვენება, რომ მართალი ხარ.

- მხოლოდ მე კი არა, ყოველი ჭკუათმყოფელი ასე ფიქრობს და, სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფოსებსაც გამოუთქვათ ასეთი აზრი.

- რომ ადამიანი მარტოა?

- დიახ!

აქ ნაღვლიანი ხმა შემომესმა, მაგრამ თურმე თვალთმაქცობდა, როგორც მალე დავრწმუნდი, ოხერი:

- ესე იგი, ბევრნი ხართ არა, ასეთი აზრის?

- დიახ! - ამაყად გავუმეორე, მაგრამ მომიგო:

- მაშინ, გამოდის, თუნდაც ამიტომ არა ხართ მარტო. კი, გერასიმე.

--------------------------


ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე
Ms Unique
- СКАЖИ, БЕЛКА, ПО-ТВОЕМУ, Я СТРАННЫЙ? – СПРОСИЛ У БЕЛКИ осьминог.

Белка взглянула на него и замешкалась.

- Ну да, я понимаю, все эти мои руки и присоски… - сказал осьминог. Щеки у него стали серыми, и он закрыл глаза.

- Да нет, что ты, - сказала белка. – Я вовсе не думаю, что ты странный.

- А я и не странный, - сказал осьминог совсем тихо….

ТООН ТЕЛЛЕГЕН
ანნა
ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, sad.gif სამშობლო ტაძარია სალოცავი.
მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ...
და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან...

ნოდარ დუმბაძე - მარადისობის კანონი

wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
Illegal Astronaut
მაშ ასე ... დროშა - ეს ... ამერიკაა. ამერიკა კი ქლიავი. ატამი. საზამთრო. ამერიკა - ეს ... შაქარყინულია. გოგრის თესლი. ამერიკა - ტელევიზორია.

ახლა ... ჯვარი - ეს ... მექსიკაა. მექსიკა - ეს კაკალია. თხილი. რკო. მექსიკა - ცისარტყელაა. ცისარტყელა ... ხისაა. მექსიკა ... ხისაა.

ახლა ... მწვანე ცხვარი - ეს ... კანადაა. კანადა - ნაძვისხეა. ბორბლის ყანა. კა-ლენ-და-რი.
padfoot
საინტერესოსი რა მოგახსენოთ , მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ადგილი :

- სულ დამავიწყდა, - სინაზე გაერია ხმაში სირიუსს.
- სნიჩითაც მაიმუნობდა? - ხარბად იკითხა ლუპინმა .

(ქართულ თარგმანში ასეა)
nisaba
ციტატა(drakulas_bidzashvili @ May 6 2009, 01:18 PM) *
წარმოიდგინეთ ათასწლეულები, გაამრავლეთ მარადისობაზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვიყავი დედამიწაზე


ბრედ პიტი - გაიცანით ჯო ბლექი

მევასება ეს ფრაზა... smile.gif

"აქ ყველანი ეულები ვართ, თუ ძალიან გაგვიმართლლა, ბედნიერების მხოლოდ რამდენიმე წამს წავიღებთ იმ ქვეყანაში...
-ეგ წამები მოიმარაგე?
-კი
-მშვიდობით, დაო..."
იგივე ფილმიდან... wub.gif
nisaba
"ყველა სიკეთე, რაც კი არსებობს თურმე ამ ქვეყნად, უცვლელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს თესავს..."
ბერტოლდ ბრეხტი, "კავკასიური ცარცის წრე"
nisaba
"მე არ მინდოდა სიბერე,
მე არ მჯეროდა სიკვდილის,
სიკვდილმა ისე იბევრა,
სიბერეს ვიღა მისტირის?!"
ლ.თაბუკაშვილი, "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი..."
nisaba
ციტატა(Jonathan Livingston @ May 12 2009, 03:30 PM) *
.....გავხსნათ ფრჩხილები, ვამხილოთ ჩვენი დროის ქუჩის "რაინდები". ესენი გახლავან: ზვიად გამსახურდია, ანატოლ მიქაძე, ვლადიმერ სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თეიმურაზ ცერცვაძე, თემურ მეტრეველი, მერაბ კოსტავა... თითქმის არ ყოფილა საღამო, რომ მათ ქუჩაში დებოში არ აეტეხოთ, ხულიგნური გამოხდომებით გამვლელ-გამომვლელნი, ჩვენი ქალაქის მშრომელები არ აღეშფოთებინოთ.

ვინ არიან ესენი? იქნებ უდედმამონი და მშობლიურ მზრუნველობას მოკლებულნი? - სრულიადაც არა.
დავუშვათ ასეთი რამ: შედიხართ წიგნის მაღაზიაში, ირჩევთ სიახლეს. თვალს იპყრობს ჩვენი ცნობილი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ახალი რომანი - "ვაზის ყვავილობა". ყიდულობთ. შინ მიგიხარიათ. გზაშივე ინტერესით ფურცლავთ წიგნს... ამ დროს პირველად აღწერილი ინციდენტი გატყდებათ თავს - ვიღაც მძლავრად გეჯახებათ და ზედ უწმაწური სიტყვების კორიანტელსაც გაყრით. წაფორთხილდებით. ეს სქელტანიანი წიგნი ხელიდან გივარდება.
"ვინ არის, კაცო, ეს ბანდიტი?" - უნებლიედ აღმოგხდებათ გულიდან.

იცნობდეთ - ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია - მწერლის შვილი... ხომ გულსატკენია? მაგრამ სამწუხარო ფაქტია!
ვის ბაძავს მწერლის შვილი? ნუთუ მასთან უფრო ახლოს არ უნდა იყვნენ თუნდაც ის დადებითი გმირები, რომლებიც მამამისის ნაწარმოებებში გვევლინება? რათ უნდა ჰბაძავდეს იგი წყეული წარსულის ხორცმეტებს - იერემია წარბასა და ტარიელ მკლავაძეს? ნება გვიბოძეთ კონსტანტინე გამსახურდიავ, გკითხოთ: როგორ მოხდა, რომ "დიდოსტატის მარჯვენის" ავტორმა მხატვრული პროზის ოსტატის თქვენი საკუთარი მარჯვენა ვერ განავრცეთ თქვენს საკუთარ შვილზე?!

იქნებ ანატოლი მიქაძეა მშობლებს მოკლებული და ამიტომ უზედამხედველოდ იზრდება? არა. მისი მამა აბესალომი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სექტორის გამგეა.

ზოგჯერ მამა-შვილს შორის ოჯახში ასეთი დიალოგი იმართება:
"ტოლიკ, ბიჭი, წადი, რა, სტუმარი უნდა მომივიდეს".
"წავიდე? მაიტა ფული და წავალ, არ მომცემ, არ გავალ!".
"აჰა ხუთი, გეყოფა?".
"ხუთი თუმანი რა ფულია!".

კი მაგრამ სტუმარს რას უშლის ანატოლი? - ეს "განსაკუთრებული" სტუმარია... საეჭვო ქალი! რა უნდა ისწავლოს ანატოლიმ იმ მამისაგან, ვინც ოჯახი დაანგრია და ქარაფშუტულ ცხოვრებას მიჰყო ხელი!.. ვფიქრობთ გასაგებია თუ რატომ ვერ იყენებს ასეთი მამა თავის "პედაგოგიურ ნიჭს" საკუთარი პირმშოს აღსასზრდელად.

...იქნებ ვლადიმერ სიხარულიძეა უდედმამო? - არა, ღმერთმა დაიფაროს! ვლადიმერის მამა საკმაოდ ცნობილი ამხანაგი ვასო სიხარულიძეა, პასუხისმგებელი საბჭოთა მუშაკი, პასუხისმგებელი პოსტები უკავიათ აგრეთვე დანარჩენი ხულიგნების მამებს. ტარასი გუნჯუა სამედიცინო ინსტიტუტის დოცენტია; გიორგი ცერცვაძე - საბჭოთა არმიის პოდპოლკოვნიკი, დიმიტრი მეტრეველი - საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის სამინისტროს უფროსი კონტროლიორი; განათლების დარგის მუშაკია ვლადიმერ დემურიაც, ვისთანაც იზრდება ამ ხულიგანთა "თაიგულის" წევრი მერაბ კოსტავა, პატივცემული პედაგოგის შვილიშვილი.

იქნებ სკოლის გარეთ არიან ეს ახალგაზრდები და ამიტომ გზას აცდენილან? - არა.

თბილისის პირველ საშუალო სკოლაში მრავალი საუცხოო ახალგაზრდა იზრდება, მაგრამ მათთან ერთად ჯერ კიდევ ვხედავთ ხულიგანთა ზომოდდასახელებული "თაიგულის" წევრებს ვლადიმერ სიხარულიძეს, თამაზ გუნჯუას და თეიმურაზ ცერცვაძეს. ვერც 47-ე და 42-ე სკოლები დაიტრაბახებენ მოსწავლეთა შორის აღმზრდელობითი მუშაობის მაღალი დონით. ამ სკოლებში სწავლობენ ხულიგნები ზვიად გამსახურდია, თემურ მეტრეველი და ანატოლ მიქაძე. როგორც სჩანს სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებს არ აწუხებთ თვითოეული მოსწავლის ბედი და თავიანთ აღმზრდელობითს მოვალეობას მხოლოდ გაკვეთილების გადაცემა-გამოკითხვით ამოსწურავენ.

იქნებ კავშირგარეშე ახალგაზრდები არიან ესენი და სასკოლო კომკავშირული ორგანიზაციები ჯერ "ვერ მისწვდნენ" მათ? - თქვენ წარმოიდგინეთ, კომკავშირის ბილეთს ატარებენ დასარტყმელად გამზადებული დანების გვერდით, მიქაძე, სიხარულიძე, გუნჯუა, ცერცვაძე და კოსტავა...

გაზეთ კომუნისტის სტატია „სარეველა„

რად ვარ ცოცხალი angry.gif
Ms Unique
Она улыбнулась, и в этой улыбке Сосэки утопил свою душу.

Максанс Фермин. Снег
padfoot
ვგრძნობდი, სხვისი სიხარულით არ ცხოვრობდა.ვგრძნობდი და მწყინდა,მენანებოდა ასეთი ნიჭიერი და ენერგიული კაცი.


ფანჯიკიძე, მეშვიდე ცა
padfoot
ეს ადგილი მიყვარს :


...ლევანს შევხედე.იგი რაღაცას ჰყვებოდა და ხმამაღლა იცინოდა.
არ მეგონათუ ლევანი ასე მიყვარდა.



ფანჯიკიძე, მეშვიდე ცა
sopo
ჩემგან გოგონებს (და არა მარტო გოგონებს) დონ კიხოტის რჩევა, რომელსაც მე არცთუ ხშირად ვითვალისწინებ... biggrin.gif tongue.gif

...ვალად გდებ, რომ სუფთად იყო, ფრჩხილები დაიჭრა ხოლმე, ძალიან გრძლად არ გამოუშვა, როგორც ამას ზოგიერთნი, ბინძურნნი და წუწკიანნი თავისი უმეცრებით სჩადიან, წარმოუდგენიათ რა, ვითომ დიდი ფრჩხილები ხელებს ამშვენებდეს, და იმას კი ვერ მიმხვდარან, რომ მართლა ფრჩხილებს კი არა, ხვლიკებზე მონადირე ქორცქვიტას ჭუჭყიან ბრჭყალებს იზრდიან. ეს ფრიად ღორული და საძაგელი ჩვეულებაა...
Ms Unique
Сердце: Разум, ты только не воображай, что если ты сверху, так тебе все видней и все можно. И потом я к нему вовсе не «клеюсь», как ты изволил выразиться. Просто мы проводим с ним много времени. Нам нравится разговаривать друг с другом.
Разум: Ну как же! «Любим разговаривать друг с другом». Не смешило бы ты меня, Сердце. У меня со смехом проблемы. Мы взаимоотталкиваемся, потому что смех лишает меня серьезности.
* * *
Он опустил голову. Какое то время сидел, не шевелясь. Он ощущал растущее оцепенение. Это ему было знакомо. И вместе с оцепенением вернулось то самое чувство. Такого не было уже несколько лет. А он ждал это чувство. Выискивал. Вызывал в себе. Всем, чем только можно. Музыкой, вином, литературой, таблетками, религией, психотерапией, различными веществами. Слишком хорошо он помнил, насколько оно важно для него. Но оно ушло вместе с Натальей. Вернулось на несколько месяцев в Дублине с Дженнифер, а потом снова исчезло. И вот уже несколько месяцев, как оно снова появилось. Сперва на мгновение. Что то вроде проблеска. Сверкнет и погаснет. Но сейчас оно не исчезало. Так же, как тогда. Теперь все будет, как тогда! Все фазы по очереди. Медленно распространяющееся изнутри – из окрестностей, а может, и из самого сердца – тепло. А потом легкая грусть, чуть стискивающая горло. И сразу же радость. Радость до того дикая, что даже хочется плакать. И следом какое то сверхъестественное вдохновение. А затем ласковое все длящееся и длящееся волнение. И над всем доминирует желание прикоснуться. Прикоснуться к ней. Всего на миг, и лучше всего губами. Да! Это именно то.
Это нежность.
Он набрал номер телефона ее фирмы. Но он опоздал. Ее там уже не было. Он подошел к окну. Улыбнулся. Как это она сказала? «Не воображай, Сердце…» А может, нет, может: «Ты, Разум, не воображай…» Но при ее сердце и разуме это egal.
* * *
Она вышла, и к нему вернулось какое то специфическое чувство сожаления… Он никогда больше уже не встретит эту старушку. Она существовала в его жизни всего несколько минут и больше не вернется. А ему так хотелось бы хоть разок еще встретиться с нею. Люди следуют по трассам, предуказанным судьбой или предназначением – неважно, как это называется. На какой то миг трассы эти пересекаются с нашей и вновь расходятся. Только немногие и крайне редко выказывают желание идти по нашей трассе и остаются с нами чуть дольше. Однако бывают и такие, кто существует с нами достаточно долго, чтобы их захотелось удержать. Но и они уходят дальше. Как эта старушка, что только что вышла с поезда, или та красивая девушка, которой он недавно любовался, стоя в очереди в банке. Ему всегда становится грустно, когда случается что либо подобное. Интересно, другие тоже испытывают похожую печаль?
* * *
– Что вы делаете здесь в такое время? – спросил молодой мужчина в темно синей униформе и с фонарем в руке.
Зачитавшись, она даже не слышала, как он вошел.
– А вы не видите? – ответила она, поднимая голову. – Плачу.
– У вас есть разрешение?
– Нет. Я плачу без разрешения. Оба одновременно рассмеялись
* * *
Женщины живут воспоминаниями. Мужчины тем, что они забыли.

Януш Вишневский
Одиночество в Сети
Catherine
,,მამაღმერთის სიყვარული უსაზღვროა, თვით ეშმაკსაც მოუნანიებს მეორედ მოსვლამდე”, _ გაიფიქრა მან და ქრისტეს მამის სახე და თვალები მისცა ნახატზე.
გრანელის ,,პიკასო’’ wub.gif
Catherine
,,მე მოვედი მამა, შენი მატადორი შვილი. გარეთ თვალშეუდგამი წყვდიადია. გიყურებ ამ ჯოჯოხეთური სიბნელიდან და აღარ ვიცი, როგორ მიმიღებ. მსურს, მოვიშორო დამნაშავის ნიღაბი. მსურს, დაგიბრუნო სინათლე და ფუნჯები.
აქ ყველგან ქარი დათარეშობს. აღარ ვიცი, საითკენ გამიტაცებს, სად მიმანარცხებს დელგმა და თქეში. ციცაბო უფსკრულებზეც საშიშია სიარული.
მიწას ავცილდი. აღარ მიღებს თავისკენ თბილი მიწა. ჰაერში ვარ უაზროდ გამოკიდებული. მომენატრა მიწაზე სიარული. მომეცი ხელი. იქნებ შეძლო ჩემი უკან დაბრუნება.
უგზოუკვლოდ დავწოწიალობ მიუსაფარ სიცარიელეში. რაც დაგშორდი, ჩემთვის არც სიმშვიდეა, არც სიხარული. მასხარად ვიქეცი, ყველაფრის დამცინავ სასაცილო მოთამაშედ, რომლისგან აზრიც არ მოიკითხება, რადგან ბნედიანია და იცის, რომ ყველა შეუნდობს.
აქ ყინულოვანი სიცივეა. ლოლუებად იქცევა ყოველი ამონასუნთქი. აქ არც ცენტრია, სანთელი რომ დავდგა და გავანათო სუსხიანი სიბნელე. დაშლილი და დახლეჩილია სამყარო.
მომეცი ხელი, წართმეული მსურს დაგიბრუნო. დამაბრუნე უსწორმასწორო გზებიდან. დამაბრუნე შინ. სახურავი მომენატრა, ჩვენი მყუდრო სახლი.


იგივე
sibil
თვითონ სამი წერტილი არის უნიკალური გამონაგონი, უფრო სწორად, მოვლენა.
დაწერ სიტყვას, რამეს. თუნდაც ლიმფოგრანულომატოზი და მიუწერ სამ წერტილს.
თვითონ ლიმფოგრანულომატოზი ბევრს არაფერს გვეუბნება, განმარტებას თხოულობს, მაგრამ აი, სამ წერტილიანი ლიმფოგრანულომატოზი სულ სხვა ამბავია და, თუ გნებავთ, საქმეც.
იდუმალებას იძენს ყველა-ფერი სამ წერტილთან ერთად.
ასე, რომ ვალში ვართ, მეგობრებო, სამ წერტილთან.
პ.ს.(ეხლანდელმა ზოგიერთმა პოეტ-პროზაიკოსმა სულ სამ წერტილებით უნდა წეროს მე თუ მკითხავთ.biggrin.gif)
anuchi
მე ვიფარფატებ, პეპელად რომ გადავიქცევი. გვირილებით მორთული ციდან კი დაეშვება ვარდისფერი ანგელოზი და შეეცდება
ჩემს დაჭერას . . .

wub.gif
=SYD=
ციტატა
იდუმალებას იძენს ყველა-ფერი სამ წერტილთან ერთად.

გეთანხმები..
Catherine
ცხოვრებაში სუფთა ფურცელი არ არსებობს. ყველაფერი თავიდანვე ერთგან იწერება, მერე გინდა გადახაზე, გინდა ჩაასწორე, გინდა იქვე გადაათეთრე , წაშლით კი , არაფერი იშლება..
ჰო, ის მერე სულ გაფუჭდა . საქმეებიც უკან-უკან წაუვიდა . მიხვდა, რომ კარგი ტოტი ჩამოუტყდა, მაგრამ მორჩა!
ღმერთი?!
სულ ასეა . თუ ღმერთზე ფიქრს გაჰყვები, როგორც არ უნდა იარო, ბოლოს მაინც ადამიანამდე მიხვალ; თუ ადამიანზე ფიქრს - ღმერთამდე.
ან იქნებ ეს, სულაც, ერთი და იგივეა?



ნინო დარბაისელი

სამარხვო ტორტი
maduka
- გემუდარებით მირჩიოთ, რა გზით დავიბრუნო ახალგაზრდობა.
ლორდ ჰენრი ერთი წუთით ჩაფიქრდა.
-შეძლებთ გაიხსენოთ რაიმე დიდი შეცდომა ქალბატონო, რომელიც ახალგაზრდობაში ჩაგიდენიათ?
-ვშიშობ საკმაოდ ბევრიც,-წამოიძახა ქალმა.
-მაშ, კვლავ გაიმეორეთ ის შეცდომები,- უპასუხა ლორდ ჰენრიმ სრულიად სერიოზული კილოთი. -ვისაც სურს ახალგაზრდობა დაიბრუნოს, მხოლოდ ის სისულელეები უნდა გაიმეოროს თავიდან, რაც მაშინ ჩაუდენია.


ოსკარ უაილდი "დორიან გრეის პორტრეტი"
Tengobarca
მე დავბრუნდები, ჰო... დავბრუნდები...

მე შენი თმები დამაბრუნებენ ... –მირზა გელოვანი
Catherine
ციტატა(Tengobarca @ Jun 30 2009, 12:59 AM) *
მე დავბრუნდები, ჰო... დავბრუნდები...

მე შენი თმები დამაბრუნებენ ... –მირზა გელოვანი

, მაგრამ დღეები, როგორც ქურდები ჩემს შეპირებას ანადგურებენ tongue.gif (ვერ დაბრუნდა) არ უნდა წასულიყო ბელორუსიაში! როგორც პოეტს შეეძლო დროზე მობრუნებულიყო, მაგრამ არ დაბრუნდა და დვინის გადალახვისას მოკვდა smile.gif რა თმები უნდა მაგას ჰა? ვაიმე ცუდად ვარ biggrin.gif პროსტა ეგ ლექსი არ მიყვარს sad.gif
Catherine
“- რატომ მოიკლა თავი კაცმა, მამიკო?
- არ ვიცი, ნიკ. ალბათ ვერ გაუძლო იმ ამბებს.
- ხშირად იკლავენ თავს კაცები, მამიკო?
- არა, ნიკ.
- ქალები?
- თითქმის არასოდეს.
- არასოდეს?
- ზოგჯერ კი.
- მამიკო!
- რა?
- ძნელია სიკვდილი, მამიკო?
- მე მგონი, ძალიან ადვილია. გააჩნია, როგორ მოკვდები…
…ალიონზე ნავში მამის გვერდით მჯდარი ნიკი დარწმუნებული იყო, არასოდეს მოვკვდებიო.”


ჰემინგუეი ”ინდიელთა სოფელი”
ginger
ციტატა(qetusia @ Jul 7 2009, 05:54 PM) *
“- რატომ მოიკლა თავი კაცმა, მამიკო?
- არ ვიცი, ნიკ. ალბათ ვერ გაუძლო იმ ამბებს.
- ხშირად იკლავენ თავს კაცები, მამიკო?
- არა, ნიკ.
- ქალები?
- თითქმის არასოდეს.
- არასოდეს?
- ზოგჯერ კი.
- მამიკო!
- რა?
- ძნელია სიკვდილი, მამიკო?
- მე მგონი, ძალიან ადვილია. გააჩნია, როგორ მოკვდები…
…ალიონზე ნავში მამის გვერდით მჯდარი ნიკი დარწმუნებული იყო, არასოდეს მოვკვდებიო.”


ჰემინგუეი ”ინდიელთა სოფელი”



ძალიან ძLიერი მოთხრობაა smile.gif
Catherine
ginger
ციტატა
ძალიან ძLიერი მოთხრობაა

ნიკ ადამსი ერნესტ ჰემინგუეის პროტოტიპია. ერნესტის მამამ, კლარენს ედმონდს ჰემინგუეიმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 1928 წელს. ერნესტმაც მამისეული სანადირო თოფით მოიკლა თავი 1961 წლის 2 ივლისს. smile.gif
კელა
_ველური არსება არ შეიყვაროთ, მისტერ ბელ, _ ურჩია ჰოლიმ._ დოკის შეცდომა ეს არის. რა ნადირს არ მოათრევდა ხოლმე სახლში. ფრთამოტეხილ მიმინოს... ერთხელ ფეხმოტეხილი ფოცხვერი მოიყვანა. ნადირის შეყვარება კი არ შეიძლება: რაც უფრო ძალიან გიყვარს, უფრო ემატება ღონე და როცა საკმაოდ მოღონიერდება, ისევ ტყეში გარბის. ან ხეზე შეფრინდება, მერე უფრო მაღალ ხეზე აფრინდება და ბოლოს ცაში შეკავს კამარას. აი, ბოლო ეს არის, მისტერ ბელ. ველურ არსებას თუ შეიყვარებთ, სამარის კარამდე ცას მიჩერებული იქნებით.

_მთვრალია._განმიმარტა მისტერ ბელმა...

ტრუმენ კაპოტე "საუზმე ტიფანისთან"
dachi 1x
კელა
მოვიხიბლე smile.gif
კელა
dachi 1x

მაშ smile.gif
Ms Unique
როდის ვხდებით პირუტყვები, როდის?!!!!!!!

მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ . . . ბოლოს, ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გვეწეპება ეს ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგვწევს ამისი ძალა და ღონე......
რატომ?!.
რისთვის?!.
ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაგუბებული მკერდში . . . სად მოვახერხეთ ამისი დატკეპნა? რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ, ღმერთო ?!…. . . .

*******

-ალო . . . . . ვინ იპოვე?!!!! . . . . .შენი ლუიზა იპოვე?!!!!! . . . . .

ბიჭო, არ დაკარგო, გესმის? . . . . .

არ დაკარგო. . . . . . . .

"დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

P.S. ამ სპექტაკლის ლინკი თეატრის თემაში იდო რამდენადაც მახსოვს.... ვისაც არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ...
maxara174
- ბიჭო ნოდარა, განათდა! - თქვა დიდრომ უცებ და ლოგინზე წამოჯდა. - განათდა, ბიჭო, ყველაფერი და დაბრუნდა თავის ადგილას, დაბრუნდა და დალაგდა. ყველაფერი თავის ადგილას დადგა - სახლი, ჭალა, სუფსა, ძაღლი, ძროხა, დოქი, ჭრაქი, ხბო, ბუხარი, ხატი, დედაჩემი, მამაჩემი, ადრე რომ ბნელში დაბორიალობდა, ყველაფერი განათდა და დალაგდა. - ფანჯარაში გაიხედა. - ღმერთი გამოჩნდა, ღმერთი, დაილოცოს, ღმერთო, შენი ძალა, ეს რა ჰქენი, რაფერ გაანათე და დაალაგე ყველაფერი ასე. გამოდი, დაენახვე ნოდარას... გამოდი... ორიჯერ ორი ოთხია, ნოდარა, სამჯერ სამი - ცხრა... განათდა და დალაგდა... - დიდრომ მარჯვენა ხელი საფეთქელზე მიიდო, მარცხენათი ისევ ჩემი მაჯა ეჭირა. - აგერ განათდა აქ... ყველაფერს ვხედავ შიგნითად და გარეთაც. ვხედავ, ნოდარა, ვხედავ, შიგნით ვკვდები და გარეთ გამოვდივარ... ვტოვენ შიგნით ყველაფერ ტკივილს, ვტოვებ და გარეთ გამოვდივარ... გამოდი, სულო, გამოდი სინათლეზე, გენაცვალოს დიდრო... რას შვები, ღმერთო, გაგიჟდი? - იკივლა უცებ. - მკლავ, ღმერთო? ახლა, ყველაფერი რომ გაანათე და გამართე, ყველაფერს თავისი ადგილი რომ მიუჩინე, ახლა მართმევ სულს? გაჩერდი, მე შენ გელაპარაკები, დადექი, არ გაუშვა, ნოდარა, თხოვე, ნოდარა, არ მომკლას, ბიჭო, სადა აქვს სამართალი, ახლა მკლავს, ყველაფერი რომ გამინათა და დამილაგა? გამოვიდეს და დაგენახოს, დაგენახოს და დაგელეპარაკოს! ახლა მკლავს, ქაფურა რომ აღარა ვარ. ბურძგალა რომ აღარა ვარ... რას შვები, ღმერთო, არ მომკლა, ე, ბიჭო ნოდარა, თხოვე, ერთი დღე რაა მაგისთვის, ერთი დღე მაცოცხლოს ასე ნათელი, დალაგებული და გამართული... მერე მომკლას, თხოვე, ნოდარა, შენ უღმერთო და უნამუსო, თხოვე!.. - დიდრო ყვირილიდან ჩურჩულზე ჩამოვიდა, მერე სულ წაერთვა ხმა, სულ გაუქრა და გულაღმა გადავარდა. ახლა მხოლოდ ტუჩების მოძრაობაზე ვატყობდი, ისევ იმას მეხვეწებოდა, ღმერთისთვის მეთხოვა კიდევ ერთი, მხოლოდ ერთი დღე ეცოცხლებინა ასე გამართული, დალაგებული და განათებული. წამოხტომა და გაქცევა დავაპირე, მაგრამ დიდროს ისე მაგრად ვეჭირე, ხელს თუ ვინმე მოჭრიდა, თორემ ისე ჩემი გამშვები არ იყო და მაშინ ვიკივლე მეც.


ნოდარ დუმბაძე - დიდრო
Anne
ციტატა(Ms Unique @ Jul 8 2009, 08:10 AM) *
როდის ვხდებით პირუტყვები, როდის?!!!!!!!

მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ . . . ბოლოს, ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გვეწეპება ეს ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგვწევს ამისი ძალა და ღონე......
რატომ?!.
რისთვის?!.
ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაგუბებული მკერდში . . . სად მოვახერხეთ ამისი დატკეპნა? რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ, ღმერთო ?!…. . . .

*******

-ალო . . . . . ვინ იპოვე?!!!! . . . . .შენი ლუიზა იპოვე?!!!!! . . . . .

ბიჭო, არ დაკარგო, გესმის? . . . . .

არ დაკარგო. . . . . . . .

"დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

P.S. ამ სპექტაკლის ლინკი თეატრის თემაში იდო რამდენადაც მახსოვს.... ვისაც არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ...


გაიხარე... : )

ჩემი საყავრელი სპექტაკლის ჩემი საყავრელი ადგილი დაპოსტე. : )
Anne
ეს ამერიკაა.
- რა იყიდება?
- თავისუფლების დღე. ნამდვილი თავისუფლებისა. მზე. ჰაერი. ჩახუტებული წყვილები ძელსკამებზე. გიტარაზე დამკვრელი ჰიპი. უფლება, რომ კიდევ ერთხელ ნახო, როგორ აჭმევს აპატარა გოგონა ციყვს ხელისგულიდან. პირველად და უკანასკნელად ნახო ღამის ქალაქი, ათასი მანქანის ფარების შუქი. უკანასკნელად დატკბე ნეონის ნათებებით, იოცნებო შეუძლებელ ბედნიერებაზე, ნეტა, ამ საოცარ ქვეყანაში დავბადებულიყავიო.
- რა ღირს?
- სიცოცხლეზე ცოტა ნაკლები.
- ვყიდულობ. ხურდა არ მინდა.




რუბენ გალიეგო - "თეთრით შავზე."
marie
maxara174
ვაიმე დიდრო....
როგორ მიყვარს

ეს ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი და პერსონაჟი....

სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე - სიყვარულის კაქტუსი - და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, მჩხვლეტს...
-ყურადღებას ნუ მიაქცევ ალექსანდრო!
- როგორ არ მივაქციო? ! მჩხვლეტს...

მგონი ავტორის მიწერა საჭირო არაა ხო?
maxara174
"wvimis wvetebi gadaglil arameres chamorecxavs sevdit damdzimebul ambebs. musika surnelebas sheaprqvevs mdzime, cxel haers, haeri gaijginteba saocari peris hangebit. ertiand damdzimdeba da tavzardacemuli chems winashe chamosaqcevad gaemzadeba. notebi xarbad sheesevian sicxisagan gaommshral nawilakebs, musikis perebi daxataven chemtvis nacnob saxes, yvelaperi gashvdeba, yvelaperi gashavdeba mwvaned " rogoria ? nawyvetia patara
maxara174
მე თქვენ მიყვარხართ. ეს აღსარება
მაქვს თვრამეტი წლის გადანახული!
მე ბინდს ვეკუთვნი, თქვენ - ბრწყინვალებას,
მე ზამთარი ვარ, თქვენ - გაზაფხული.

ჩემს საფეთქლებზე, ვით სამარეზე,
აყვავდა თეთრი იასამანი
და ჩრდილი მისი, მალე, თვალებზე
დამეფინება, როგორც საბანი.

გაფერმკრთალდება მზე ძვირფას დღეთა,
მწუხრის წვიმები დამასველებენ...
აჰა, გორაზე, მე უკვე ვხედავ
ჩემს უკანასკნელ განსასვენებელს.

მაგრამ, თუ თქვენი ნაზი ამბორი
გამაცილებდა სევდით გალეშილს,
ბედნიერებას ნაზიარები
ჩავაბიჯებდი ცივ სამარეში!
კელა
"...მაგრამ სისუსტე რომელს არა გვჭირს_ბახვას ერთი გამხდარი, სიფრიფანა, წითური ბიჭი ჰყავდა.

იმას სახეზე რომ ჭორფლი ეყარა, ბახვას მთელ ვარსკვლავეთს ერჩია.

უცნაურია არა სიყვარული?_შვილისა განსაკუთრებით... აი, ხომ ვითომც არაფერია, არა? _ ზის თავისთვის ბიჭი და საშინაო დავალებას ამზადებს, მაგრამ სუნთქვაშეკრული ბახვა ფრთხილად, მზერითაც რომ არაფერი ატკინოს, ძალიან ფრთხილად მისჩერებია ზურგზე და ეკუმშება ტევადი გული. ანდა, ბავშვია და დიდი ამბავი, გაუკაწრია სადღაც ფეხი, მაგრამ აბა ბახვასთვის გეკითხათ _ ბაცი ნაიარევის დანახვაზე სულ ჯიგარი ეწვოდა. არადა, ხანდახან ისეთი ფერმკრთალი ჰყავდა, ბახვას სულ გულ-მუცელი ეფლითებოდა და, გინდაც ფერმკრთალად არა ჰყოლოდა, ის სიყვარული გაუნელებლად, მუდამ, ყოველთვის, ღონივრად ენთო შიგანში ბახვას, აი, ეს მძლავრი, მოკრძალებული და გიზგიზა სისუსტე სჭირდა."

გ. დოჩანაშვილი "ბახვას გულმა რეჩხი უყო"
KODACI
დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.... ასე რომ არა, დაიქცეოდა...
ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას,
ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა....

გურამ დოჩანაშვილი smile.gif
კელა
გაიხედა ერთხელაც ბახვამ და, რასა ჰხედავს: დგას, მაგრამ რა დგას, ქალის უნახავს გაგხდის, ყელიც მოუღერებია.

თუმც უნებური, თანდაყოლილი, ბუნებისმიერი, მაგრამ მსგავსი თავხედობა ჯერ არ ეხილა ბახვას: კაი ბატონო, ლამაზი ხარ, კარგი, ნამეტანი მშვენიერი, კი ბატონო, მაგრამ ასე დაუნდობლად? აჰ, არა არა... როგორ შეიძლება.

არცა ჰქუხს, არცა წვიმს, მაგრამ კოკისპირულ შთაბეჭდილებებშია ბახვა, რა იყო მაინც, ვინ ქალი იყო, ტანი მშვენიერი, ფეხი მშვენიერი, მხრები მშვენიერი, მკერდი _ მთლად უარესი, მიჩერებია მთელი აუზის საზოგადოება, განზე გაჩოჩებულა ფიზკულტურა და სპორტი, ვეღარავისნ ცურავს, ბახვა მშრალზე დგას, მშრალზევე დგას იქით წყევლასავით ქალი, ყელის _ მოუღერებია, და, თვალებმოჭუტულს, თUმც მზისთვის მიუშვერია სახე, მზეთუნახავია მაინც, გიზიდავს, გიზიდავს რომ... აი, როგორც... აი, ისე გიზიდავს როგორც... აი როგორც რაღაცა. _ შედარებისა და მეტაფორების თავი ჰქონდა ბახვას? არა; წარსდგა ბახვამ ერთი ხვადური ნაბიჯი, მეორე, მესამე, "სახე მაინც ექნებოდეს ამ ოხერს გლახა", ამასღა ებღაუჭებოდა, მაგრამ რომ მიაშტერდა სახეში ქალს და იმანაც, ზომიერად გაკვირვებულმა, ფართოდ რომ გაახილა ავოეეე, ისეთი თვალიი, თვალ-სახე აღმოაჩნდა ოხერს იმგვარი, იმგვარი, რომ ბახვას სულ მიავიწყდა იმისი ფეხ-თეძო და იმისი სხეულის შვიდივე მთავარი ბორცვი, თUმც არა, არა, ტყუილი რა საჭიროა? _ სულ კი არ იავიწყდა, უბრალოდ პატარა ხნით ჩრდილში აღმოჩნდა ქალის სხეულის სხვა ღირსშესანიშნაობანი, სხვა რამე, თუმცა, რამე ეძახე და, კი არივდარია კაცი, არა, კი არ არია, პირიქით, შეკრა, არა კი არ შეკრა, ნაბიჯები გადმოადგმევინა და მგონი, ავირიეთ ჩვენც და, მოკლედ რომ დავძინოთ, ქალი იყო რაღაც მეტისმეტი...
კელა
დგანან ა, ასე:

ადამიანთა დაბნევას მიჩვეული ქალი მკრთალად აბჟუტებული ღიმილით შესცქერის, ცალთვალმოჭუტულია, ბახვა კი პირდაღებული მიჩერებია ბრიყვივით და ქალს რა, ვითომ არაფერი, მაგრამ მაინც ქათინაურს ელის, აკი რამდენგზის აღვნიშნეთ, რომ ქალია და მეუთვალავჯერაც ესიამოვნება პირშიმთქმელური შექება, ტანაც მზის გულზე დგას, აუზიდან ახლახან ამოსული, ნედლი, სითბოთი ნელინელ იფურჩქნება და კარგ განწყობაზეა, ყელიც _ მოუღერებია და აღფრთოვანებული მამაკაციდანაც სიტყვიერ სითბოს მოელის, მაგრამ ბახვა თავისებურად აღეგზნო და ისეთი რამ წარმოსთქვა, ნამდვილად გაგიკვირდება.

აი, წარმოსთქვა ასე:

_ შენ, ვიღაცა ხარ, ქალო, სულმთლად დაკარგე სვინდის-ნამუსი?

და თუმც ბახვასმიერ გამონათქვამში რაღაცა კარგიც ბუნდოვნად იგრძნობოდა, ქალი ჯერ შეკრთა, მერე, ფართოდ თვალებგახელილი, ძლიერ დაიბნა და მაგრა განრისხდა ბოლოს:

_როგორ თუ დავკარგე! როგორ თU მიბედავთ!!!

ბახვამ აქ თავი ჩაღუნა და ხმადაბლა იკითხა:

_ აბა, შეიძლება ასეთი სილამაზე?

ისე უმწეოდ იკითხა ესა, ქალებს თუმც ძლიერები მოსწონთ, იმ თავდაპირველი უტიფრობის შემდეგ ბახვას ასეთმა გაუმწეოებამ ქალს იმდენად აუჩუყა გული, მოუნდა რომ, ბავშვივით თავჩაქინდრულისათვის კეფაზე გადაესვა ხელი, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა _ იყო ბახვაში კიდევ რაღაცა, რაღაც აშკარად მამაკაცური, ნამეტანს ვერ გაუშინაურდებოდა. ამან, თითქოსდა, ცოტათი დააფრთხო, მაგრამ საკმაოდ შეუთამამდა:

_ძალიან მოგეწონე?
_აბა, არ მომეწონე?-თ _ პატარა ხნით თვალი სეავლო ბახვამ.
დასჯილივით იდგა.
_მერედა, რა გიყო? _ შეათვალიერა ქალმა, ბახვას თითქოსდა არა უსავდა რა, _ ვერაფრით ვერ გიშველი.
_ როგორ ვერ მიშველით _ თქვა ბახვამ, შეხედა და ქალის განსარისხებლად მომზადებულ თვალებს რმ წააწყდა, საჩქაროდ დაამატა _ დედის სულს გეფიცებით, რაიმე გლახა თU მედოს გულში, უბრალოდ, პატარა ხნით მაყურებინეთ თქვენთვის, შეგხედავთ კარგად, როგორც სილამაზეს, დაგიმახსოვრებთ სამუდამოდ და სხვა არაფერი არ მინდა მეტი.

აი აის ქალიც დაგვიინტერესდა _ არ გავდა ბახვა ჩვეულებრივ მამაკაცს. აწონა, დაწონა...
_ კი, მაგრამ ამ შუაგულ ხალხში უნდა მათვალიეროთ?
_თქვენი ნებართვა თუ იქნება, დავსხდეთ იქით, სკამზე.
_კარგი _ თქვა ქალმა, ხანდახან რომელს არ გვიყვარს ცელქი გარემოებანი...
KODACI
კელა
რაღაც არნახული იყო... არ მქონდა დოჩანაშვილის ეს მოთხრობა წაკითხული, არაა ჩემს კრებულში, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ. ძალიან მომეწონა... smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
კელა
KODACI

არ მბეზრდება smile.gif გავაგრძელებ ამ მონაკვეთს მალე, ახლა დავიღალე.
KODACI
კელა
ვაიმე, რა კარგია. შემთხვევით ხომ არ იცი, დევს სადმე ეგ მოთხრობა თავიდან ბოლომდე? სად შეიძლება, წავიკითხო?
კელა
KODACI

რამდენადაც ვიცი, არსად არ დევს. და ისე ბევრმა არ იცოდა, მე კრებული მაქვს "ბაქანი" და იმაში არის.
KODACI
კელა
სხვა მოთხრობებიდანაც დაწერე, რა ნაწყვეტები, თუ არ დაგეზარება smile.gif
კელა
ციტატა(კელა @ Jul 27 2009, 09:40 PM) *
დგანან ა, ასე:

ადამიანთა დაბნევას მიჩვეული ქალი მკრთალად აბჟუტებული ღიმილით შესცქერის, ცალთვალმოჭუტულია, ბახვა კი პირდაღებული მიჩერებია ბრიყვივით და ქალს რა, ვითომ არაფერი, მაგრამ მაინც ქათინაურს ელის, აკი რამდენგზის აღვნიშნეთ, რომ ქალია და მეუთვალავჯერაც ესიამოვნება პირშიმთქმელური შექება, ტანაც მზის გულზე დგას, აუზიდან ახლახან ამოსული, ნედლი, სითბოთი ნელინელ იფურჩქნება და კარგ განწყობაზეა, ყელიც _ მოუღერებია და აღფრთოვანებული მამაკაციდანაც სიტყვიერ სითბოს მოელის, მაგრამ ბახვა თავისებურად აღეგზნო და ისეთი რამ წარმოსთქვა, ნამდვილად გაგიკვირდება.

აი, წარმოსთქვა ასე:

_ შენ, ვიღაცა ხარ, ქალო, სულმთლად დაკარგე სვინდის-ნამუსი?

და თუმც ბახვასმიერ გამონათქვამში რაღაცა კარგიც ბუნდოვნად იგრძნობოდა, ქალი ჯერ შეკრთა, მერე, ფართოდ თვალებგახელილი, ძლიერ დაიბნა და მაგრა განრისხდა ბოლოს:

_როგორ თუ დავკარგე! როგორ თU მიბედავთ!!!

ბახვამ აქ თავი ჩაღუნა და ხმადაბლა იკითხა:

_ აბა, შეიძლება ასეთი სილამაზე?

ისე უმწეოდ იკითხა ესა, ქალებს თუმც ძლიერები მოსწონთ, იმ თავდაპირველი უტიფრობის შემდეგ ბახვას ასეთმა გაუმწეოებამ ქალს იმდენად აუჩუყა გული, მოუნდა რომ, ბავშვივით თავჩაქინდრულისათვის კეფაზე გადაესვა ხელი, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა _ იყო ბახვაში კიდევ რაღაცა, რაღაც აშკარად მამაკაცური, ნამეტანს ვერ გაუშინაურდებოდა. ამან, თითქოსდა, ცოტათი დააფრთხო, მაგრამ საკმაოდ შეუთამამდა:

_ძალიან მოგეწონე?
_აბა, არ მომეწონე?-თ _ პატარა ხნით თვალი სეავლო ბახვამ.
დასჯილივით იდგა.
_მერედა, რა გიყო? _ შეათვალიერა ქალმა, ბახვას თითქოსდა არა უსავდა რა, _ ვერაფრით ვერ გიშველი.
_ როგორ ვერ მიშველით _ თქვა ბახვამ, შეხედა და ქალის განსარისხებლად მომზადებულ თვალებს რმ წააწყდა, საჩქაროდ დაამატა _ დედის სულს გეფიცებით, რაიმე გლახა თU მედოს გულში, უბრალოდ, პატარა ხნით მაყურებინეთ თქვენთვის, შეგხედავთ კარგად, როგორც სილამაზეს, დაგიმახსოვრებთ სამუდამოდ და სხვა არაფერი არ მინდა მეტი.

აი აის ქალიც დაგვიინტერესდა _ არ გავდა ბახვა ჩვეულებრივ მამაკაცს. აწონა, დაწონა...
_ კი, მაგრამ ამ შუაგულ ხალხში უნდა მათვალიეროთ?
_თქვენი ნებართვა თუ იქნება, დავსხდეთ იქით, სკამზე.
_კარგი _ თქვა ქალმა, ხანდახან რომელს არ გვიყვარს ცელქი გარემოებანი...



ბახვას ჯერ ეგონა თუ, რაღაც შეუძლებელს თხოვდა, და რომ მოჩვენებითი თანხმობით ემასხრებოდნენ, მაგრამ ქალი წავიდა, წავიდა, წავიდა და დაჯდა. ბახვაც, რასაკვირველია მივიდა, მივიდა, მივიდა და იქვე დაუდგა, ერთადერთ ნაბიჯზე და, ოხერმა მაინც გაიფიქრა, რომ ამდენი ნაბიჯით შედარებით ადვილად მიუახლოვდა და რაღა იქნებოდა ის ბოლო ფეხის წარდგმაც, მაგრამ აჰ, არა, კილომეტრებიც რომ გამოევლო, ის ბოლო, შემაეთებელი ნაბიჯი მაინც ურთულესი, სრულიად მატერიკთა გამყოფი და მხოლოდ ოცნებით წარმოსადგენი იყო.

...დაჩერებია, დაჩერებია ბახვა და, აღარ იცის, თავიდან და მეტისმეტად რა შეუთვალიეროს, ქალს კი ერთი საუცხოო ფეხი... "ნეტა ვინმე მუდრეგზე ცუდად გათხოვილია?" _ ერთი სა-უცხოო (!) ფეხი მეორე საუცხოოზევე გადაუდია, გაშლილი ხელები მერხის საზურგეზე რაღაც მტაცებლურად უდევს, რადგან მწვანედ შეღებილ ხეს წვეტიანფრჩხილებიანი თითებით ჩაბღაუჭებია და, ხელებგაშლილს, ორი ისეთი მხრისთავი ამობურცვია, ერთიმეორეზე უკეთესი, მკერდს ჯერ ვერ უთვალიერებს ბახვა, ერიდება, თუმც კარგად მოეხსენება, რომ საამო იქნება საცქერლად, "დიაცის უბესავითა", ყელი აქვს ისრერიგ ჩამოთლილიც და აჭიმულიც, ნუღარ იკითხავთ და, მხრისფსკერითა მიდამოები? _ აიმეებსაც ერთიმეორესღა თუ შევადარებთ, ვინ მოიგონა ეს არცთუ ისე ამოდ მოსასმენი სიტყვა "იღლია", რომელიც ბახვამ გააწონასწორა ნახევრადნაცნობი სიტყვით "ფიანდაზისებრი", ხოლო თქვენ, ძალიან მოწყალეო აუზელო მკითხველო! უნდა დაგვიჯეროთ;

"ხომ არ მეჩვენება ყოველივე ეს?" _ გაივლო აჩქროლებულ გულში დაუდგრომელმა ბახვამ და საკუთარ შუბლზე მოუნდა ხელის მოსმა, მაგრამ გახევდა, სახე ჰქონდა იმ ქალს იმგვარი.

აი, ხომ ვითომ ცნობილია რომ, თეთრად გადატკლეცილი პირისკანი სუყოველნაირს სჯობია, არა? მაგრამ ქალს ტალხი რამ ფერი, დანაწვიმარზე გარდასული შერუჯვის ალაგ მკრთალი და ალაგ _ უფრო, ნაკვალევი დამჩნეოდა და, ეგებ თიხოვანს , მეტად უხდებოდა. არადა, ისე აშკარად ერია თიხა, რომ ასფალტმისჯილი ბახვა მხოლოდ ფეხისგულებით კი არა, მთელის არსებით ნატრობდა მიწას, და ამ თიხნარიან ქალს ახლა თვალებში, შიგ თვალებში ჩაჩერებოდა, სადაც რომ ბუნების სუყოველგვარად უხვი _ მწვანე გინდა თუ, ლურჯი თუ, და ყვითელი, და წითელი, მონაცრისფერო და ასე, მთელი ფერები ძალიან ჭრელად ირეოდა და თავის ადრე წყნარსა და ახლა კი გამკვეთრებულ სოფელსა და იმის შემოგარენს გამძაფრებით აღიქვამდა ქალის თვალებში თავადაც სრულად ჩამდგარი ბახვა, იმ თვალებში კი მთელი ნეტარი სხეულის დაგვირგვინებად ჩანდა ბალახი, ტყე და მოშინაურებული ხეები _ ა, ნაყოფს რომ იძლეოდნენ და უნაყოფო ხეებიც ჩანდნენ, ვრცელჩრდილიანებს, ქალის თვალებში სისოვლედ მოჰყავდათ წყალი, რა საოცრება იყო მაინც ეს, გაბრუებული, და თავს მიწადატეხილი ბახვა ვერ გრძნობდა, რომ ფრთხილად უკაკუნებდნენ, და დამკაკუნებელს _ ანდრადესაც დიდად უკვირდა, ასე ძალიან რამ გაახევა დანაწვიმარ მიწას ჩაჩერებული კაცი, და ბახვა უცებ რომ გამოერკვა, მიხედვისთანავე შეკრთა _ ანდრადეს გამომეტყველებისდამიხედვით, რაღაცა საქმე ვერ იყო კარგად...
KODACI
კელა
ვაიმე, რა კარგია...... ხომ გააგრძელებ? wub.gif smile.gif
კელა
_ რა იყო, რა მოხდა... _ იკითხა ბახვამ და შეკითხვასაც გააჩნია _ თან კოვბოიკის საყელო კისერთან ჩაუბღუჯა.
_ დაწყნარდი, ახლა კარგადაა, _ ვითომ მხნედ უპასუხა ანდრადემ, შიშგამოვლილი ჩანდა _ ახლა რა უჭირს, ხასიათზეც მოვიყვანეთ, ახლა კარგადაა, შენ არ იღელვო არაფერზე, ახლა ყველაფერი უკანაა...
_რა ყველაფერია უკან... _ გაშრა ბახვა.
_არ აღელდე ახლა! _ ბოლო სიმხნევეც მოიკრიფა და ცოტათი გაყოჩაღდა ანდრადე _ შენ ბიჭს პატარა რაღაც ჯოხი ჩაარტყეს თავშI და ახლა მშვენივრადაა, წყალიც დალია და ყველაფერი...

ბახვას გაცოფების წარმოდგენა თქვენთვის მომინდია, დამხმარეო მკითხველო, თქვენს მოწყალებას კი მხოლოდ ისღა შეიძლება დაემატოს, რომ შინისაკენ სირბილით გაჭრილ ბახვას კარგა საგრძნობლად ჩამორჩა ანდრადე, ხოლო ბახვას ცალ მომუშტულ ხელში უნებურად შერჩენილი მეგობრის კოვბოიკის საყელო უფრიალებდა.


smile.gif
კელა
დანარჩენი წიგნში ამოიკითხეთ biggrin.gif (whew)
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.