კელა
Jun 15 2010, 03:39 PM
Жизнь Бессмертного пуста; кроме человека, все живые существа бессмертны, ибо не знают о смерти; а чувствовать себя Бессмертным - божественно, ужасно, непостижимо уму. Я заметил, что при всем множестве и разнообразии религий это убеждение встречается чрезвычайно редко. Иудеи, христиане и мусульмане исповедуют бессмертие, но то, как они почитают свое первое, земное существование, доказывает, что верят они только в него, а все остальные бесчисленные предназначены лишь для того, чтобы награждать или наказывать за то, первое.
Бессмертный, მისივე
WDC
Jun 15 2010, 03:42 PM
კელარისპექთ

კაი ციტატებია ძაან

ძაან მაგარია, ერთადერთი ლათინოამერიკელი მწერალი, რომელიც სერიოზულად მიყვარს
კელა
Jun 15 2010, 11:04 PM
WDCგაიხარე
ბევრი კარგი რაღაც დავიჭირე და მომეწონა.
ლათინოამერიკელ მწერლებში ამოსარჩევად ჯერ არ მაქვს საქმე, მოვაგროვებ და მერე ჩამოვყალიბდები
WDC
Jun 16 2010, 12:49 AM
კელაციტატა
ლათინოამერიკელ მწერლებში ამოსარჩევად ჯერ არ მაქვს საქმე, მოვაგროვებ და მერე ჩამოვყალიბდები
მარიო ვარგას ლიოსა ნახე, კაი რაღაცეები აქვს. კიდე მიგელ ოტერო სილვას "ლოპე დე აგირე" თუ ნახე სადმე, საოცრად მაგარია. მმმ... კორტასარი არ მიყვარს, ამიტომ ვერ გირჩევ. ხო, მარკესის "პატრიარქის შემოდგომა" შედევრია. ვოტ
WDC
Jun 16 2010, 12:50 AM
მარა ბორხესი იმენა სხვა დონეა, დანარჩენი ლათIნოამირეკელები პროსტა რკინისკვერცხებიანი სასტავია, მაჩოები და რამე. ეს კიდე ინტელექტუალი, ძაან ტონკი ტიპი იყო
კელა
Jun 16 2010, 03:46 PM
WDCციტატა
მარკესის "პატრიარქის შემოდგომა" შედევრია
აუ ამაზე საზარელი და საზარლად მაგარი არაფერი წამიკითხავს ჯერ
კარგი იყო
და დანარჩენებს ვნახავ ნელ-ნელა. მადლობა კონსულტაციისთვის
data
Jun 16 2010, 04:48 PM
მაიმუნი პრანჭია,
სახე დაუმანჭია;
დარბის, დარბის, ქაქანებს,
საქანელას აქანებს.
WDC
Jun 16 2010, 06:08 PM
კელაციტატა
მადლობა კონსულტაციისთვის
გაიზარდე დიდი გოგო

:არვიტყვირამდენი:+
N!ncho
Jun 17 2010, 11:04 PM
...Мне до того было лень вставать, что я нырнул под одеяло, и мы снова принялись болтать.
Подстрекаемый дурацким любопытством,которое заставляет всех мужщин расспрашивать этих тварей об их
первом приключений и вызывает желание поднять занавес над их первым грехопадением словно затем,
чтобы найти в них далекий отзвук былой невинности и, быть может, полюбить в них ту женщину,
которая промелькнет в этом быстролетном воспоминаний, вызванном разговором об их прежней
чистоте и целомудрии, я засыпал девицу вопросами о ее первых любовниках ...
ги де мопассан "шкаф"
მარიტა
Jun 19 2010, 03:07 PM
ციტატა(S.A.L.O.M.I.K.A. @ May 5 2009, 03:04 PM)

"_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_ სიკვდილი?
_ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა..."
გოდერძი ჩოხელი "ადამიანთა სევდა"
Tengobarca
Jun 20 2010, 03:13 PM
–რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს?
ერთმანეთს კუთხეში შევხდებითო
N!ncho
Jun 21 2010, 09:41 PM
...Радости забываются, а печали никогда...
...Из двух друзей всегда один раб другого, хотя часто ни один из них в этом себе не признается...
...— Что до меня касается, то я убежден только в одном… — сказал доктор.
— В чем это? — спросил я, желая узнать мнение человека, который до сих пор молчал.
— В том, — отвечал он, — что рано или поздно в одно прекрасное утро я умру.
— Я богаче вас, сказал я, — у меня, кроме этого, есть еще убеждение —
именно то, что я в один прегадкий вечер имел несчастие родиться...
...С тех пор, как поэты пишут и женщины их читают (за что им глубочайшая благодарность),
их столько раз называли ангелами, что они в самом деле, в простоте душевной, поверили этому комплименту,
забывая, что те же поэты за деньги величали Нерона полубогом...
...Нет ничего парадоксальнее женского ума; женщин трудно убедить в чем-нибудь,
надо их довести до того, чтоб они убедили себя сами; порядок доказательств,
которыми они уничтожают свои предубеждения, очень оригинален; чтоб выучиться их диалектике,
надо опрокинуть в уме своем все школьные правила логики.
Например, способ обыкновенный:
Этот человек любит меня, но я замужем: следовательно, не должна его любить.
Способ женский:
Я не должна его любить, ибо я замужем; но он меня любит, следовательно…
...Умереть так умереть! потеря для мира небольшая; да и мне самому порядочно уж скучно.
Я — как человек, зевающий на бале, который не едет спать только потому, что еще нет его кареты.
Но карета готова… прощайте!..
М. Ю. Лермонтов. "Герой нашего времени"
Bisei
Jun 22 2010, 01:29 PM
-ახლა საწინააღმდეგო მაგალითი ავიღოთ - ვთქვათ, თამაზი კვლავ ლაბორანტია. როგორ გამოთქვამდა თავისი პირით ამას?
- ისევ ლაბორანტი გავხდი, - ამას ხელმძღვანელი ამბობს...
- არა, რომ ჩამოაქვეთეს, ისიც უნდა იგრძნობოდეს.
- ისევ ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.
- მოკლედ!
- ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.
- უფრო მოკლედ!
- ჩამომაქვეითეს.
- ლაბორანტი სადღაა?! ერთი, ერთადერთი სიტყვით უდნა გამოთქვათ, ისე რომ ჩამოქვეითებაცა და ლაბორანტობაც გამოიხატებოდეს.
- ერთი სიტყვით შეუძლებელია.
- რატომ?
- აბა, თქვება სცადეთ, თუ შესაძლებელია.
კაცი კი ამბობს:
- შესანიშნავ სიტყვას მივიღებთ: „ჩამომალაბორანტეს“ - ხომ შესაძლებელი ყოფილა? აი, ასე ითამაშებდა სიტყვით რომელიმე კლიმი.
Bisei
Jun 22 2010, 01:39 PM
გზაზე მდინარე შემოგვეფეთა, -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო ..
სამადაშვილი.
..
ჩვენ მოვდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ...
Bisei
Jun 22 2010, 01:55 PM
იმან, მოხუცმა, უბედურებით გაკაჟებულმა, ცივ ხელზე დაადო ხელი და დიდებულს, ამაყს, უსაყვარლესს, მხოლოდ ეს უთხრა, გაოცებულმა ესა თქვა მხოლოდ:
- რად არ უყვარდი არავის, შვილო...
აა..
მბურძგლავს ამაზე.
Bisei
Jun 22 2010, 02:06 PM
ღმერთო, რომელსაც ვერასდროს გიწოდე მამა და არ ვიცი, სად ხარ.
შენ არასოდეს მოისურვე ჩემთან შეხვედრა, ვცოდავდი, რათა სასჯელში მაინც დამენახე და ვერ დაგინახე.
ახლა მოგმართავ: მე, ვინც შეურაცხყოფილი ვარ არა მხოლოდ ცხოვრებით, ჩვენ რომ მოვიწყვეთ, არამედ სიცოცხლითაც, შენ რომ შეჰქმენი, ვინც შეურაცხყოფილი ვარ არა მხოლოდ სხვით, არამედ საკუთარი ჩემი თავითაც, ნიადაგ ხელიდან რომ მისხლტებოდა, ვინც გამაჩინე, რათა ცოდვა მეხარებინა, ცოდვა სრულმეყო.
ისმინე ვედრება ჩემი: დაასრულე ადამიანობა! დაასრულე ეს სიცოცხლე: – ნაკლოვანი, სიკვდილი რომ სჭირდება განახლებისთვის და ავადმყოფობა – სიძლიერისთვის.
სიცოცხლე, – ხრწნას რომ უერთდება ყოველწამიერ.
შეურაცხყოფილი ვარ, ღმერთო, რომელიც ვერ გავიგე: სად ხარ, როდის ხარ.
სირცხვილია აკვანი ჩვენი.
შენ სიმახინჯე აგვიზილე სილამაზეში და სიწმინდეში – ბიწიერება!
მახინჯი და სამარცხვინოა დაბადება ჩვენი (დედა გულისგამხეთქად გადაშლილი) და მახინჯია სიკვდილი ჩვენი – ლპობა და დაშლა.
მოსპე სიცოცხლე, რომლის არსებობის საფუძველია სქესობრიობა, წყვილთა ისეთი უსახური შეერთება, დედ–მამაზე რომ წარმოიდგენ, მთელი სამყარო მძვინვარედ გძულდება!
ღმერთო, შეურაცხყოფილი ვარ ცხოვრებით, სიცოცხლით, ადამიანობით!
შეგვადუღე, თუკი მაინც ეს გვიწერია, მოგვხარშე, გამოგვწვი, აზილე ჩვენი ნაცარტუტა და გამოძერწე სულ სხვა არსება: ძლიერი, შეუბღალავი და კეთილშობილი, რომელიც ილივლივებს წყალში, ჰაერში. სახლი იქნება მისთვის მიწაც და მიწისქვეშეთიც.
რომლის სიყვარული არ დასრულდება წამხობით, დაწოლით და წაპირქვავებით, რომლის სხეულის გვირაბებშიც ხრწნაშემდგარი, ოხშივრიანი საჭმელ–სასმელი არ იბუყბუყებს, რომელსაც ექნება თვალები – წყაროს წყალივით და ფრთები – ძლიერი და დაულაქავი.
დახურე, ღმერთო, დედამიწის ლაზარეთი. წალეკე დრო, სისხლი და ხორცი და ჩვენი ნაცარტუტა ახალ თიხად გამოიყენე.
ამინ!
data
Jun 22 2010, 04:16 PM
ციტატა
ღმერთო, რომელსაც ვერასდროს გიწოდე მამა და არ ვიცი, სად ხარ.
კარგად იწყება

ვისია?
Bisei
Bisei
Jun 22 2010, 11:54 PM
dataნაირა გელაშვილის.
N!ncho
Jun 23 2010, 07:53 PM
…что бы делало твое добро, если бы не существовало зла, и как бы выглядела земля, если бы с нее исчезли тени?...
...Прозвучал тусклый больной голос:
-- Имя?
-- Мое? -- торопливо отозвался арестованный, всем существом выражая
готовность отвечать толково, не вызывать более гнева.
Прокуратор сказал негромко:
-- Мое -- мне известно. Не притворяйся более глупым, чем ты есть. Твое.
-- Иешуа, -- поспешно ответил арестант.
-- Прозвище есть?
-- Га-Ноцри.
-- Откуда ты родом?
-- Из города Гамалы, -- ответил арестант, головой показывая, что там,
где-то далеко, направо от него, на севере, есть город Гамала.
-- Кто ты по крови?
-- Я точно не знаю, -- живо ответил арестованный, -- я не помню моих
родителей. Мне говорили, что мой отец был сириец...
-- Где ты живешь постоянно?
-- У меня нет постоянного жилища, -- застенчиво ответил арестант, -- я
путешествую из города в город.
-- Это можно выразить короче, одним словом -- бродяга, -- сказал
прокуратор и спросил: -- Родные есть?
-- Нет никого. Я один в мире...
-- Не знаешь ли ты таких, -- продолжал Пилат, не сводя глаз с
арестанта, -- некоего Дисмаса, другого -- Гестаса и третьего -- Вар-раввана?
-- Этих добрых людей я не знаю, -- ответил арестант.
-- Правда?
-- Правда.
-- А теперь скажи мне, что это ты все время употребляешь слова "добрые
люди"? Ты всех, что ли, так называешь?
-- Всех, -- ответил арестант, -- злых людей нет на свете.
-- Впервые слышу об этом, -- сказал Пилат, усмехнувшись, -- но, может
быть, я мало знаю жизнь! Можете дальнейшее не записывать, -- обратился он к
секретарю, хотя тот и так ничего не записывал, и продолжал говорить
арестанту: -- В какой-нибудь из греческих книг ты прочел об этом?
-- Нет, я своим умом дошел до этого.
-- И ты проповедуешь это?
-- Да.
-- А вот, например, кентурион Марк, его прозвали Крысобоем, -- он --
добрый?
-- Да, -- ответил арестант, -- он, правда, несчастливый человек. С тех
пор как добрые люди изуродовали его, он стал жесток и черств.
Михаил Булгаков. "Мастер и Маргарита"
Bisei
Jun 23 2010, 08:43 PM
- ოჰ, პანგლოს!- შეჰყვირა კანდიდმა - ეს საზიზღრობანი შენ ვერ განჭვრიტე. ბოლოს და ბოლოს უეჭველად უნდა განვუდგე შენს ოპტიმიზმს.
- რა არის ოპტიმიზმი? - იკითხა კაკამბომ.
- საუბედუროდ, - უპასუხა კანდიდმა,- ეს არის სიგიჟე! რომლითაც შეპყრობილნი ამტკიცებენ, თითქოს ყოველივე კარგი იყოს, როცა სინამდვიეში ყოველივე ცუდია.
NIA
Jun 24 2010, 04:42 PM
"-თქვენებური "მამან"-დედა-ჩვენებურად მამას უდრის. ქართულად კი ასე გამოითქმის:დედა... დე-და!
-საოცარია, საკვირველია! დედა... დე-და! - და ამ სიტყვას ფრჩხილებით, სულით და კბილებით დაეჭიდა:- დე-და... -იმეორებდა. -დე-და. დედა... დე-და!- მერე მოტყდა და დაიკვნესა:- მაინც არ მაგონდება, ეს სიტყვაც აღარ მაგონდება, ოოჰ. უბედურო ჩემო თავო! საბრალო სიბერევ! ორევუარ, მონ შერ, ნახვამდის! დავიგვიანე... ალბათ მეძებენ."
მიხეილ ჯავახიშვილი "მიწის ყივილი"
Lao Zi
Jun 24 2010, 06:59 PM
NIAმშვენიერია
Lao Zi
Jun 24 2010, 07:05 PM
- ამის თქმა, ალბათ, ადრე იყო საჭირო. ახლა ეს აღარაფერს უშველის, - და უფრო ხმამაღლა განაგრძო, - მაშ ასე, ახლა იცი, შენ გარდა კიდევ რა არსებობდა. აქამდე მხოლოდ შენი თავი გახსოვდა. ისე, კაცმა რომ თქვას, უწყინარი ბავშვი იყავი, მაგრამ უფრო მეტად - ეშმაკეული! ამიტომ იცოდე: ახლა მე შენთვის სასიკვდილო განაჩენი გამომაქვს - წყალში დახრჩობა!
გეორგმა თავი ოთახიდან გაძევებულად იგრძნო. დარტყმის ხმა, რომელიც მამამისის საწოლზე დაცემას მოჰყვა, ისევ ყურებში ედგა. კიბეზე ისე ჩარბოდა, როგორც ფერდობზე და ამით ზემოთ ამომავალი მოსამსახურე ქალიც დააფეთა, რომელიც სახლის დასალაგებლად მოდიოდა.
- იესო! - შეჰკივლა ქალმა და სახეზე წინსაფარი აიფარა, მაგრამ გეორგი უკვე აღარ ჩანდა. ჭიშკრიდან გამოსულმა ისკუპა და წყლისკენ გაექანა, საითაც მას რაღაც ძალა ეწეოდა. და აი, უკვე ხიდის მოაჯირს ისე ჩაეჭიდა, როგორც დამშეული კაცი საჭმელს ჩააფრინდება. მერე მოაჯირზე კარგი ტანმოვარჯიშესავით ზემოთ აქანდა, იმ ტანმოვარჯიშესავით, მშობლების საამაყოდ გეორგი ახალგაზრდობაში რომ იყო. ახლა ის თავს ჯერ კიდევ ხელებით იმაგრებდა, რომლებსაც ძალა სულ უფრო და უფრო ეცლებოდათ. გეორგმა მოაჯირის საყრდენებს შორის ავტობუსის დანახვაღა მოასწრო, მისი გადავარდნის ხმას ასე ადვილად რომ ჩაახშობდა და ჩუმად დაიძახა, - საყვარელო მშობლებო, მე ხომ მუდამ მიყვარდითო, და ქვემოთ გადაეშვა.
...ამ დროს კი ხიდზე თითქმის უწყვეტი მოძრაობა იყო.
ფრანც კაფკა "განაჩენი"
" დასწყევლოს ღმერთმა, ეს გზა ბაზრისკენ მიდის და მიტომაა ასე მღვრიე და უთავბოლო , ასე გამორჩეულად მიზანსწრაფული და მოწადინე. ეს გზაა, ადამიანი ძღომასთან რომ მიჰყავს და ძღომაა, რომ ხორციელ ვნებებს აღძრავს, ვნებები - ღალატს.
ღალატი?
ღალატი შურისძიებას!"
ოტია იოსელიანი "ქალი გამოვიდა საღალატოდ"
NIA
Jul 12 2010, 03:04 PM
"ცრემლი სულაც არაა მოზღვავებული, აუტანელი ჭირის ან სიხარულის გამომხატველი მოვლენა, მას სხვა, უფრო დიდი მისია აკისრია.
ცრემლს მოაქვს გულიდან ის დაუტევარი შხამი, რაც ადამიანს გაგუდავდა ან ჭკუიდან შეშლიდა.
ცრემლი- შეურიგალს, ყურით გაუგონარ უბედურებას შეგარიგებს,
გამწარებული და თავზეხელაღებული მანამდეა საშიში, სანამ ატირდებოდეს,
სანამ მის სხეულში სასოწარკვეთის ზღვაა დაგუბებული და აღრჩობს.
როგორც კი იგი თავს იჩენს და ცრემლის მდინარეებად და ტბებად დანაწევრდება, უშეღავათებს, უვნებელია.
შვილს რომ დედა უკვდება ან დედას- შვილი, რაა ან ვინაა ამ ცოდობრალის გამკითხავი და ნუგეშისმცემელი? - ცრემლი."
ოტია იოსელიანი. "ქალი გამოვიდა საღალატოდ"
data
Jul 13 2010, 01:53 AM
შეგეცით შენც და მთელ იტალიას თავის ბერლუსკონებით, მაკიაველებით და ტინტორეტოებით!
http://lib.ge/body_text.php?9130
KODACI
Aug 3 2010, 09:30 PM
და ის თუ იცი, რა არის ადამიანისთვის ადამიანი?
— რა არის... ახლობელია...
— და სხვა არაფერი?
— რა ვიცი... არ ვიცი.
— ახლავე აგიხსნი, — თქვა გრიშამ და მიმოიხედა, — არის ერთი გამოთქმა, რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელია, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში შენი ახლობელი, სულ სხვა თვალსაზრისისა ვარ. და თუ გინდა, რომ აგიხსნა, აბა, თვალები დახუჭე და დინჯად, ნებისყოფიანად დაითვალე ათამდე.
— და უცებ მაკოცებ, არა?
— არა.
— აბა?!
— თუ გაინტერესებს, დათვალე, თუ არადა...
— კარგი, კარგი. თვალები დავხუჭო და ისე?
— ჰო.
— ერთი, ორი, სამი... — დაიწყო ქალმა და ბოლოს განგებ გააგრძელა, — ცხრა-ა, და — ა, აა-ათი... ათი! მითხარი ახლა... გრიშა, სადა ხარ?
ზღვა შრიალებდა მხოლოდ.
— გრიშა! — წამოიძახა ქალმა და წამოდგა, — სადა ხარ, გრიშა?
ძალიან ბნელოდა.
— გრიშა! კარგი ახლა, გამოდი, გრიშა! — და ქალი საკუთარმა კივილმა შეაკრთო, გულზე მიიხუტა თითები, თვალები გაუფართოვდა, სახე დაეძაბა, ბნელს მიაშტერდა და შიშმა ჟღარუნით დაუარა სხეულში — იქვე, შორიახლოს, უცნაურად გაფარჩხული კუნძი ეგდო.
— გრიშა! მოდი ჩემთან, გრიგოლ! ხმას აღარ გაგცემ, იცოდე, გრიგოლ!.. — და ქალმა სილაზე დაჰკრა ფეხი.
გაგიგონიათ?! — ვითომც არაფერი.
„ამ ქალაქგარეთ... ამ ქალაქგარეთ რა მინდოდა, გადაკარგულში, რა ვქნა...“ — გაიფიქრა ქალმა და კუნძს ფრთხილად აუარა, ცდილობდა, არ შეეხედა და განზე იყურებოდა, მაგრამ პატარა ორმოში ჩაუვარდა ფეხი და მუხლზე დაეცა. ამან მთლად არია ქალი, თანაც სიბნელიდან თავად შიში მისჩერებოდა გაყინული, წებოთი ამოვსებული თვალებით, წამოხტა და თვალდახუჭული გაიქცა სილიან ნაპირზე — საკუთარი ფეხის ხმაც კი არ ესმოდა, ვიღაცეები კი გრიალით მისდევდნენ, კაბასა და თმაზე ეტანებოდნენ, სიმწრისაგან თვალდახუჭული, ერთიანად აცახცახებული ქალი კი გარბოდა და უცებ რაღაცას რომ დაეჯახა, შეჰკივლა, სახეზე აიფარა ხელები და ჩაიკეცებოდა, იმ რაღაცას წელზე ხელი რომ არ შემოეხვია და არ ეთქვა:
— ეს მე ვარ, მე.
— გრიშა! — წამოიძახა გახარებულმა ქალმა და ჩაეხუტა, — სად იყავი, გრიშა?!
— სად წავიდოდი... შენ, რა, მიგატოვებდი, გეგონა?
— ჰო, — ამოისლუკუნა ქალმა და უფრო ჩაეხუტა, — რატომ შემაშინე, რატომ შემაშინე, გრიშა?!
— ნუ გეშინია, ნუ ტირი, აბა, შემომხედე... გეყოფა, კარგი, დაწყნარდი და კარგად დამიგდე ყური — აი, ესაა ადამიანისთვის ადამიანი.
— რა ესაა... რას ამბობ?
— აი, სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი, — უთხრა გრიშამ და თავზე გადაუსვა ხელი, — შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო, შენ მარტო იყავი ამ წკვარამსა და უკუნეთში, შენს წინ კი უზარმაზარი, გამუქებული ზღვა ავად შრიალებდა, პატარავ, და შეგეშინდა, მარტო იყავი, მარტოკინა, და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ჩახუტებული და დაჯერებული, ახლა ხომ დღეა, პატარავ, ხომ დღეა?
— დღეა, გრიშა, დღეა, — ტიროდა ქალი.
— ადამიანი ადამიანისთვის დღეა, — თქვა გრიშამ
"ის სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი"-გურამ დოჩანაშვილი
ეს თემა ყველაზე მეტად მიყვარს...რატომ არ წერთ აქ ბევრს?
BlacK WomeN
Aug 3 2010, 10:53 PM
ციტატა
ეს თემა ყველაზე მეტად მიყვარს
++++++++++++++++1
BlacK WomeN
Aug 3 2010, 10:58 PM
ციტატა
ოტია იოსელიანი "ქალი გამოვიდა საღალატოდ"
ეს წიგნი დავიწყე და შუაში მივატოვე. ზედმეტად გაწელილი და ცოტა არ იყოს მოსაწყენი მომეჩვენა
თუმცა შემიძლება ჩემთვის აღარაა საინტერესო ეს თემატიკა.
" გურჯისტანი ტკბილია, როგორც იქაური ყურძნის მარცვალი. ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო, რომ სისხლის ყოველ წვეთს გემო ჩაატანო...ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არა,მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინო,შურიანები არიან , ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებს,
გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევა!გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანს,თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო. გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა.მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარს. ბრძოლა კარგი იციან, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთ.სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართ.გურჯი არხეინია და უზრუნველი, მუდამ ღვთის იმედზეა და თავისი გასაკეთებელიც ღმერთს უნდა გააკეთებინოს."
ჯემალ ქარჩხაძე "რაჰათ ლუხუმი"
ეჰ რა ვქნათ რომ ნაწილობრივი მწარე სიმართლეა
”მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს ,ყველაზე უხეშს,ყველაე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი რო კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან...მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე..”
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.
"ფარაონს უყვარს დედოფალი და ლექსებს უძღვნის. მაგრამ არ იცის ამ სიყვარულის ფასი, რადგან დედოფალი მას ეკუთვნის. "
ისევ ქარჩხაძე
nakani
Aug 4 2010, 10:03 AM
"მირჩევნია ცოცხალი გათრიოთ რამდენიმე წუთს, ვიდრე მკვდარმა შემაწუხოთ მთელი ცხოვრება "
" თუ მეღირსა და სულ პაწია ძAლაუფლება ჩავიგდე ხელში, პირველი თქვენ დაგხვრეტთ ექიმო, იმიტომ კი არა რომ გადამარჩინეთ, იმიტომ რომ ქვეყნის სასაცილო გამხადეთ "
მარკესი
KODACI
Aug 4 2010, 12:19 PM
KODACI
Aug 4 2010, 12:22 PM
...რთველი რომ მიიწურება, მრავალჟამიერის წინამძღვარ ხმას მამაღმერთი იწყებს თურმე, მერე აჰყვებიან კახელები და ისეთ სიმღერას მღერიან, თვითონ ალაჰი და მუჰამედი ჩამოდიან ციდან, დაღესტნის მთებზე ეშვებიან და შურით დასცქერიან წინანდლის ვენახებს და კახელთა ლხინს, პირზე ნერწყვი ადგებათ და იმაზე ფიქრობენ, ხომ არ ავხსნათო ყადაღა ღვინის დალევას!..
ლადო ალფენიძე-"ქრისტეს ასაკში სიკვდილი"
SmoK1e
Aug 4 2010, 12:37 PM
ციტატა(data @ Jul 13 2010, 01:53 AM)

შეგეცით შენც და მთელ იტალიას თავის ბერლუსკონებით, მაკიაველებით და
ტინტორეტოებით!http://lib.ge/body_text.php?9130ტინტოებითაც
Bisei
Aug 9 2010, 03:42 PM
ციტატა(Lao Zi @ Jun 24 2010, 07:05 PM)

- ამის თქმა, ალბათ, ადრე იყო საჭირო. ახლა ეს აღარაფერს უშველის, - და უფრო ხმამაღლა განაგრძო, - მაშ ასე, ახლა იცი, შენ გარდა კიდევ რა არსებობდა. აქამდე მხოლოდ შენი თავი გახსოვდა. ისე, კაცმა რომ თქვას, უწყინარი ბავშვი იყავი, მაგრამ უფრო მეტად - ეშმაკეული! ამიტომ იცოდე: ახლა მე შენთვის სასიკვდილო განაჩენი გამომაქვს - წყალში დახრჩობა!
გეორგმა თავი ოთახიდან გაძევებულად იგრძნო. დარტყმის ხმა, რომელიც მამამისის საწოლზე დაცემას მოჰყვა, ისევ ყურებში ედგა. კიბეზე ისე ჩარბოდა, როგორც ფერდობზე და ამით ზემოთ ამომავალი მოსამსახურე ქალიც დააფეთა, რომელიც სახლის დასალაგებლად მოდიოდა.
- იესო! - შეჰკივლა ქალმა და სახეზე წინსაფარი აიფარა, მაგრამ გეორგი უკვე აღარ ჩანდა. ჭიშკრიდან გამოსულმა ისკუპა და წყლისკენ გაექანა, საითაც მას რაღაც ძალა ეწეოდა. და აი, უკვე ხიდის მოაჯირს ისე ჩაეჭიდა, როგორც დამშეული კაცი საჭმელს ჩააფრინდება. მერე მოაჯირზე კარგი ტანმოვარჯიშესავით ზემოთ აქანდა, იმ ტანმოვარჯიშესავით, მშობლების საამაყოდ გეორგი ახალგაზრდობაში რომ იყო. ახლა ის თავს ჯერ კიდევ ხელებით იმაგრებდა, რომლებსაც ძალა სულ უფრო და უფრო ეცლებოდათ. გეორგმა მოაჯირის საყრდენებს შორის ავტობუსის დანახვაღა მოასწრო, მისი გადავარდნის ხმას ასე ადვილად რომ ჩაახშობდა და ჩუმად დაიძახა, - საყვარელო მშობლებო, მე ხომ მუდამ მიყვარდითო, და ქვემოთ გადაეშვა.
...ამ დროს კი ხიდზე თითქმის უწყვეტი მოძრაობა იყო.
ფრანც კაფკა "განაჩენი"
არ შეიძლება ვინმე მადლიანმა გამაგებინოს რატოა ეს მოთხრობა გენიალური? თუ არის.
მამამ დაანამუსა შვილი უყურადღებობისთვის. ამას შერცხვა და ისკუპა ... (ნუ ეს ძალიან მშრალად

)
და მერე?
მეც ჩამაწვდინეთ რა

))))))))
ოღონდ მატრაკვეცობებს არ ვართ: "სტრიქონებს შორის კითხვა უნდა შეგეძლოს" და ა.შ.
Bisei
Aug 9 2010, 03:51 PM
მარწყვისფერი ფანჯარა ........
Bisei
Aug 9 2010, 04:45 PM
Где судья, которого он ни разу не видел?
Где высокий суд, куда он так и не попал?
К. поднял руки и развел ладони.
Но уже на его горло легли руки первого господина, а второй
вонзил ему нож глубоко в сердце и повернул его дважды.
Потухшими глазами К. видел, как оба господина у самого его
лица, прильнув щекой к щеке, наблюдали за развязкой.
- Как собака, - сказал он так, как будто этому позору
суждено было пережить его.
Tengobarca
Aug 13 2010, 04:17 PM
-ჩართე აბა ეს დასაწვავი! - თქვა მამაზეციერმა და ტელევიზორზე მანიშნა.
ტელევიზორი ჩავრთე და ღმერთს გვერდით მივუჯექი.
გადმოცემა დაიწყო.
-ეს ხალხი გამაგიჟებს ! - წამოიძახა ღმერთმა, პირთამდე გატენილი სპორტის სასახლე რომ დაინახა.
-რაშია საქმე?! - გამიკვირდა მე.
-მაგათ არ იციან, ბურთმა რომ დაღუპა კაცობრიობა? - მკითხა მაცხოვარმა.
-რითი ბატონო?! - უფრო გამიკვირდა მე.
-მე დავწვი ბიჭო, ჯორდანო ბრუნო? - დაირტყა მჯიღი მკერდზე მან. - ერთხელაც რომ წამოცდენოდა, არაა დედამიწა ბურთივით მრგვალიო, ვინ მოკიდებდა ხელს?
-ააა!!!
-ზახრუმა !! მაგაზე უარესი რამდენი საინტერესო იდეა მქონდა ახალგაზრდობაში, ბურთი რომ არ ჩაეჩრათ ჩემთვის პირში !
-მაგი უკვე თქვენს თავს დააბრალეთ ! რომ აჩენდი ამ ქვეყანას არ იცოდი რას აკეთებდი?
-კარგი ერთი თუ ძმა ხარ. ნუ მახსენებ ახალგაზრდობაშI ჩადენილ სისულელეებს. ეს ვინაა? -იკითხა უცებ ღმერთმა და ტელევიზორთან მიიჩოჩა.
სცენაზე კოტე მახარაძე დადიოდა და მიკროფონს გულაბი მსხალივით ხრავდა.
-ეს კოტე მახარაძეა ბატონო!
-ო, რა ტკბილად ქადაგებს! მაგი მომცა სახარების წამკითხველად ! - ინატრა ღმერთმა.
- შეიძლება მოუწიოს თქვენთან მოსვლა...
- რატომ ბიჭო?
-მაგასაც ჰყავს მანქანა!
.....
- ვერ ივარგა "დინამომ" ისე, თორემ თქვენ შარშანაც კი უნდა აგეღოთ პირველი ადგილი, - ამოიხვნეშა ღმერთმა.
- შე კაი კაცო, შენ არ იყავი, ბოლო წუთებში რომ გვიღალატე?
ნოდარ დუმბაძე - გასაუბრება ღმერთთან
პირველად ვკითხულობ და მოვკვდი ნაცინები
fernando magellan
Aug 13 2010, 05:03 PM
ციტატა(Tengobarca @ Aug 13 2010, 04:17 PM)

-ჩართე აბა ეს დასაწვავი! - თქვა მამაზეციერმა და ტელევიზორზე მანიშნა.
ტელევიზორი ჩავრთე და ღმერთს გვერდით მივუჯექი.
გადმოცემა დაიწყო.
-ეს ხალხი გამაგიჟებს ! - წამოიძახა ღმერთმა, პირთამდე გატენილი სპორტის სასახლე რომ დაინახა.
-რაშია საქმე?! - გამიკვირდა მე.
-მაგათ არ იციან, ბურთმა რომ დაღუპა კაცობრიობა? - მკითხა მაცხოვარმა.
-რითი ბატონო?! - უფრო გამიკვირდა მე.
-მე დავწვი ბიჭო, ჯორდანო ბრუნო? - დაირტყა მჯიღი მკერდზე მან. - ერთხელაც რომ წამოცდენოდა, არაა დედამიწა ბურთივით მრგვალიო, ვინ მოკიდებდა ხელს?
-ააა!!!
-ზახრუმა !! მაგაზე უარესი რამდენი საინტერესო იდეა მქონდა ახალგაზრდობაში, ბურთი რომ არ ჩაეჩრათ ჩემთვის პირში !
-მაგი უკვე თქვენს თავს დააბრალეთ ! რომ აჩენდი ამ ქვეყანას არ იცოდი რას აკეთებდი?
-კარგი ერთი თუ ძმა ხარ. ნუ მახსენებ ახალგაზრდობაშI ჩადენილ სისულელეებს. ეს ვინაა? -იკითხა უცებ ღმერთმა და ტელევიზორთან მიიჩოჩა.
სცენაზე კოტე მახარაძე დადიოდა და მიკროფონს გულაბი მსხალივით ხრავდა.
-ეს კოტე მახარაძეა ბატონო!
-ო, რა ტკბილად ქადაგებს! მაგი მომცა სახარების წამკითხველად ! - ინატრა ღმერთმა.
- შეიძლება მოუწიოს თქვენთან მოსვლა...
- რატომ ბიჭო?
-მაგასაც ჰყავს მანქანა!
.....
- ვერ ივარგა "დინამომ" ისე, თორემ თქვენ შარშანაც კი უნდა აგეღოთ პირველი ადგილი, - ამოიხვნეშა ღმერთმა.
- შე კაი კაცო, შენ არ იყავი, ბოლო წუთებში რომ გვიღალატე?
ნოდარ დუმბაძე - გასაუბრება ღმერთთან
პირველად ვკითხულობ და მოვკვდი ნაცინები

მაგარია

შენ ის უნდა ნახო, მეორე გასაუბრება რომ არის - ანგელოზი შემოდის პომიდვრისფერიანი პომადით, მოკლე კაბით და ისე გადაიდებს ფეხს ფეხზე, შენი ნოდარა კინაღამ ეცემა
Tengobarca
Aug 13 2010, 05:05 PM
fernando magella...ციტატა
ანგელოზი შემოდის პომიდვრისფერიანი პომადით, მოკლე კაბით და ისე გადაიდებს ფეხს ფეხზე, შენი ნოდარა კინაღამ ეცემა
აა
ეხლა უნდა გავაგრძელო, რაღაც მოვწყდი.. ჩავამთავრებ ეხლა..
არ ვარ სახლში და გავაძრე შემთხვევით ეგ წიგნი.. წეღან გაუმარჯოს გიგილოს წავიკითხე, გაასწორა
მაგარი იყო რა ნოდარი : ))
fernando magellan
Aug 13 2010, 05:07 PM
ციტატა
მაგარი იყო რა ნოდარი : ))
+1
Bisei
Aug 14 2010, 01:08 PM
ციტატა
ანგელოზი შემოდის პომიდვრისფერიანი პომადით, მოკლე კაბით და ისე გადაიდებს ფეხს ფეხზე
ბოლოს და ბოლოს მეც ქალი ვარ და მეც მინდა ცხოვრებაო
NIA
Aug 17 2010, 03:11 PM
"ზღვა ისე მიყვარს, როგორც არაფერი, ზღვა და მზე, მზე და ზღვა ორი სასწაულია... ხომ არის სასწაული?"
მართლაც რომ მიყვარს ორივე ძალიან
Bisei
Aug 19 2010, 11:32 PM
და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხამ დილით უცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა:
- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი!
- რა?
- ბატკანი დამიხატე!
ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. აი, მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვაც შემდეგ შევძელი. ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დიდებმა ამიცრუეს ხატვაზე გული, როდესაც ჯერ კიდევ ექვსი წლისა ვიყავი, და მეც ვარაფრის დახატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.
გაოცებული მივჩერებოდი ამ მოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. არ დაგავიწყდეთ, რომ უდაბნოში ვიყავი, მრავალი ათასი მილით დაშორებული ადამიანის სამკვიდრებელს. ბიჭუნა კი არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით, შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული. იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზა აბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა საკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე. როგორც კი მოვიკრიბე ძალღონე და შევეკითხე:
- კი მაგრამ... აქ რას აკეთებ?
პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა, თითქოს უაღრესად დიდმნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობსო:
- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი...
როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი. მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მართლწერაში უფრო ვიყავი გაწაფული და, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუთხარი, ხატვა არ ვიცი-მეთქი. მაგრამ ბუჭუნამ მომიგო:
- ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი.
ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო - ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა:
- არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი - ძალიან დიდი. აქ, ჩემთან, ყველაფერი ძალზე პატარაა. მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი.
და მეც დავუხატე.
იგი გულისყურით დააქცერდა ჩემს ნახატს და მითხრა:
-არა, ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს, სხვა დამიხატე.
სხვა დავუხატე.
ჩემმა მეგობარმა წყნარად და მოწყალედ გამიღიმა:
- შენც ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია. რქები აქვს...
ისევ დავუხატე, მაგრამ მან ესეც დამიწუნა.
- ეს ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.
უკვე ამევსო მოთმინების ფიალა... ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე.
თანაც დავძინე:
- აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს.
- სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება?
- რატომ მეკითხები?
- იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა.
- მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე...
იგი ისევ დააცქერდა ნახატს:
- არც ისე პატარაა... შეხედე! უკვე ჩასძინებია...
ასე გავიცანი პატარა უფლისწული.
თვალი ბრმაა, გულით უნდა ეძებო-თქვა პატარა უფლისწულმა
Bisei
Aug 22 2010, 07:12 PM
Life's but a walking shadow, a poor player
That struts and frets his hour upon the stage
And then is heard no more:
it is a tale
Told by an idiot,
full of
sound and fury,
Signifying nothing...
მაკბეტიდან..
Bisei
Aug 24 2010, 10:05 PM
როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო
და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს ...
როდესაც მცივა, ზამთარია.
ან გვიანი შემოდგომა.
ან სიყვარული.
როდესაც მცივა, მე ბევრად მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე შენ გესმის...
როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ;
და ასე იქნება მუდამ,
ვიდრე..
მისს ანი
Aug 30 2010, 08:33 PM
_რას საქმიანობ?
-ვწერ.
-რატომ წერ?
-მხოლოდ იმიტომ,რომ არ შემიძლია არ ვწერო.
-ჰოდა,წერე.წერე სიკვდილამდე.