აქ დადებული ფოტოების გამოყენება ავტორთა ნებართვის გარეშე აკრძალულია (პატივისცემით ადმინისტრაცია)
იმედია მაკო მაპატიებს მისი პოსტი რომ ჩავასწორე, ეს იმიტომ რომ თემა კარგად არ იყო აღწერილი და გაუგებრობა გამოიწვია.
ვინაიდან და რადგანაც ფორუმის ზოგმა მომხმარებელმა თემის სათაურში აღნიშნული სიტყვა "კომენტარი" გაიგო ისე, რომ ყველა კომენტარი ფოტოებზე უნდა რჩებოდეს, მაშინ დავწვრილმანდები და ვიტყვი:
ამ თემაში დაშვებულია და გაOFFებად არ ითვლება მარტო ის პოსტები, რომლებიც შეიცავენ იუზერების ფოტოებს (ციტირების გარეშე ანუ სხვისი პოსტი თუ დააციტირეთ და თქვენ ფოტო არ დადეთ, წაიშლება).
კომენტარები დაშვებულია ფოტოებზე და ამის გამო არავინ ისჯება (სხვა OFF-ების ხშირი წერისგან განსხვავებით), მაგრამ ეს კომენტარები მალევე იშლება, იმიტომ რომ თემა არ გადაიტვირთოს და ნებისმიერ მსურველს შეეძლოს ფორუმელთა ფოტოების უპრობლემოდ დათვარიელება (ანუ თემა გაწელილი არაა).
მგონი სულ ესაა.
პატივისცემით მატილდა.




















































