უი სხვა განყოფილებაში მეგონა თუ გაიხსნებოდა, დავიგვიანე აქ შემოსვლა.
Matilda დიდი მადლობა ყურადღებიანი მოდერი ხარ.
ქართველებისთვის ქართული ნუმიზმატიკაა მთავარი
შესაბამისად მინდა დასაწყისში პირველი ქართული საფასი კოლხური თეთრი განვიხილო.
სტატია გადმოტანილია ვიკიპედიიდან. (რასაც აქ ვერ წაიკითხავთ მკითხეთ.)
ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფასისს). არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი:
ტეტრადრაქმა, რომლის წონაა 13 გ. მის შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ლომის თავი, ზურგზე ფრთოსანი რაშის პროტომა;
დიდრაქმა: I ტიპი. შუბლზე — მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე — მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა. II ტიპი.შუბლზე ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე — ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მინეტის შუბლზეა. III ტიპი. შუბლზე — ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. კოლხური დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.;
დრაქმა:შუბლზე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. 5,52 გ
ნახევარდრაქმები: I ტიპი. შუბლზე - ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; ზურგზე — მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. საშუალო წონა — 2,17 გ. II ტიპი. შუბლზე მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. წონა 1,2-2,6 გ. ამ ტიპის მონეტების ზოგიერთ ცალზე ამოტვიფრულია ბერძნული ასოები.
კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.




საინტერესოა კოლექციონერების შემოსვლაც, დაინტერესებული ვარ ქართული მონეტების გაცვლით, ყიდივით და გაყიდვით.