bisti
Apr 26 2009, 12:21 AM
okicha
ხო დავითის ვარსკვლავი აქ ნამდვილათ.
ნიუტა
აბა კითხე აბა რას აგროვებს თუ არ შეგაწუხებ.
ნიუტა
Apr 26 2009, 12:24 AM
bistiროცა ვნახავ აუცილებლად ვკითხავ
bisti
Apr 26 2009, 12:25 AM
აქვე მე-19-ე საუკუნის ქართულ რუსული ფული.
რომელიც იჭრებოდა სხვადასხვა ნომინალი სპილენძის და ვერცხლის მოჭრის წელი და ნომინალი გამოსახულია ასოებით.
"ჩყლა-1831" წელი და ნომინალი "უ-2 აბაზი"
bisti
Apr 26 2009, 12:30 AM
ესეც იგივე ოღონდ სპილენძის
მოჭრის წელი "ჩყი-1810" და ნომინალი "კ-1ბისტი" ანუ 2 კაპიკი.
მე თუ მკითხავთ ვერცხლის აბაზს ბევრად მირჩევნია სპილენძის ბისტი.
bisti
Apr 26 2009, 12:31 AM
ნიუტაციტატა
როცა ვნახავ აუცილებლად ვკითხავ
ხო რა ნუ დაიზარებ აბა კითხე რას აგროვებს, რამე ძველებს თუ უბრალოდ თანამედროვეებს.
bisti
Apr 26 2009, 01:59 PM
ძველ მონეტებს და ქაღალდის ფულებს არავინ მომყიდის?
ან მაჩუქებს?
ან რავიცი მომაქირავებს?
SmoK1e
Apr 27 2009, 09:42 PM
ასურულ მონეტებზე ვინმე თუ ფლობთ ინფოს მესროლეთ რა
Catherine
Apr 28 2009, 12:46 AM
"მიეცით კეისარს კეისრისა" ...
Catherine
Apr 28 2009, 12:47 AM

იუდას 30 ვერცხლი
Catherine
Apr 28 2009, 12:49 AM
პირველი მონეტები გაჩნდა ლიდიაში, მცირე აზიაში ძვ. წ. VII ს – ში. ეს
იმით აიხსნება, რომ ლიდიაზე გადიოდა სავაჭრო გზები საბერძნეთსა და
აღმოსავლეთ ქვეყნებში. აქ ადრე გახდა საჭირო სავაჭრო საქმეების
გამარტივება, ხშირად ძნელი საცნობია მცირე, უფორმო ნატეხის მონეტა.
მაგრამ მასში იყო მთავარი – ჰქონდა ნიშანი მისი გამომშვები ქალაქისა,
რომელიც მონეტის წონის გარანტიას იძლეოდა.
პირველი ბერძნული მონეტები გაჩნდა კუნძულ ეგინაზე ძვ. წ. VII ს – ში.
ეგინურ დრაჰმებზე გამოსახული იყო კუ, მეორე მხარეს კი აჩნდა ნაჭდევის
კვალი, რითაც იგი მარაგდებოდა ჭრის დროს, იწონიდა დაახლოებით 6
გრამს.
bisti
Apr 28 2009, 01:37 AM
qetusia
ტიროსის შეკელი ამჟამად ვცდილობ შევიძინო ეგ მონეტა.
თავისი ისტორიის გამო.
qetusia
ლიდური ვერცხლი ნამდვილად პირველი სრულფასოვანი მონეტაა, მანამდე არსებული საფასები იყო სხვადსხვა ფრმის და წონის მეტალის ნაძჭრები. რაც განსაზღვრავდა მათ მყიდველობის უნარს.
bisti
Apr 28 2009, 01:41 AM
SmoK1eასურულ მონეტებზე არაფერი არ ვიცი ნამდვილად.
ეს კი ლიდიური საინტერესოა რომ ორივე გამოსახულება ლომის და ხარის თავები გვხვდება პირველ ქართულ მონეტებზე კოლხურ თეთრებზე.
Catherine
Apr 28 2009, 02:09 AM
bistiციტატა
ტიროსის შეკელი ამჟამად ვცდილობ შევიძინო ეგ მონეტა.
უნდა გაცვალო თუ? და რა მაინტერესებს...: რა გარანტია გაქვთ კოლექციონერბს, რომ პატენტს არ ყიდულობთ, ან ცვლით?
bisti
Apr 28 2009, 07:42 PM
qetusiaარა უნდა ვიყიდო.
რათქმაუნდა ორიგინალის გარჩევა შემიძლია ასლისგა

ამის ბევრი საშუალებაა თუნდაც ვიზუალური.
მეტალი, ჩამოსხმულია თუ მოჭრილი რავიცი ეტყობა რა ორიგინალს.
ისე ერთი ადამიანი როგორ არ შემოდის ნუმიზმატი აქ.
ან რამის გავლა როუნდოდეს ან გაყიდვა, ან ყიდვა.
თემა გახალისდებოდა.
Catherine
Apr 29 2009, 03:15 AM
bistiციტატა
ისე ერთი ადამიანი როგორ არ შემოდის ნუმიზმატი აქ. ან რამის გავლა როუნდოდეს ან გაყიდვა, ან ყიდვა. თემა გახალისდებოდა.
დაწერე შენ რას გაცვლი ან გაყიდი და გამოჩნდება მსურველი ალბათ და თემაც გახალისდება
bisti
Apr 29 2009, 02:59 PM
qetusiaციტატა
დაწერე შენ რას გაცვლი ან გაყიდი და გამოჩნდება მსურველი ალბათ და თემაც გახალისდება
ისე შენ დაგიჯერებ და დავწერ.
მოკლედ გასაცვლელი და გასაყიდი მონეტები ამჟამად მაქვს.
დემეტრე II თავდადებულის მონეტა.
რუსუდან დედოფლის მონეტა.
დავით ნარინის მონეტა (თბილისური ფელსი)
ჯალ ალ ედ-დინის თბილისში მოჭრილი მონეტა.
ბაქარის მონეტა .
გიორგი მესამის არაწესიერი ტიპის მონეტა.
თამარ დედოფლის არაწესიერი ტიპის მონეტა.
შაჰაბას პირველის მონეტა.
ჰულაგუიდური ყველაზე პატარა ნომინალი.
რავიცი ქართუი არაა მარა მაინც თუ ვინმეს აინტერესებს ნერონი რომის იმპერატორი.
ამ მომენტისათვის სულ ესაა გავცვლი რუსულ მონეტებზეც, ქაღალდის ფულზეც და მედლებზე და ორდენებზე.
გაყიდვით ლარებზე
bisti
Apr 29 2009, 03:01 PM
ეს ისე ქართული ყაანური, ავერსზე გამოსახული ყვავილის გამო ვარდულსაც უძახიან.
bisti
Apr 29 2009, 07:56 PM
ესეც ნადირ შაჰის თბილისში მოჭრილი 6 შაჰიანი.
ძალიან ლამაზი ვერცხლის მონეტა.
cuncula emzari
Apr 29 2009, 08:22 PM
bisti
მე მაქვს საბჭოთა დროინდელი ხუთკაპიკიანი. ტუ გინდა სურათსაც დავდებ, იმ ნადირ შაჰისაზე ხო არ გაცვლიდი?
bisti
Apr 29 2009, 08:27 PM
cuncula emzariციტატა
მე მაქვს საბჭოთა დროინდელი ხუთკაპიკიანი. ტუ გინდა სურათსაც დავდებ, იმ ნადირ შაჰისაზე ხო არ გაცვლიდი?
საბჭოთა 5 კაპიკიანს გამიცვლი ნადირ შაჰის თბილისურში?
არა ეგრე არ მაწყობს.

აბა სხვა წინადადებები ვისაქვს?
cuncula emzari
Apr 29 2009, 08:30 PM
რათა კაცო, პატენტი კიარაა, ნაღდია, ათასცხრაასსამოცდათვრამეტი აწერია
bisti
Apr 29 2009, 08:39 PM
cuncula emzari
არა არ მინდა ეგ არაა ჩემთვის საინტერესო.
bisti
Apr 29 2009, 11:55 PM
დემეტრე II თავდადებული.
Catherine
Apr 30 2009, 02:03 AM
bistiციტატა
არა არ მინდა ეგ არაა ჩემთვის საინტერესო.
რატო? ისიც ხომ წარსულია?
ისაო ეს მონეტაო რუსულ-ქართულიაო......
bisti
Apr 30 2009, 02:12 AM
qetusiaკი ისიც წარსულია მაგრამ ძაან გავრცელებული წარსული მასეთებით სახლი სავსე მაქ

კი ეს რუსული ქართული ნორმალურია ვისია? რაღაც მეცნობა.
ესაა რუსულ ქართული ერთობლივი 2 აბაზი. მოჭრილია 1827 წელში (ჩყკზ) წინა მხარეს საქალაქო გვირგვინია, გამოსახული ქვემოთპალმის დაზეთის ხილის რტოები.
ქვემოთ რუსული А.Т. ანუ მომჭრელის ინიციალები "ალექსანდრე ტრიფონოვი" აწერია, თითქმის წაშლილია ამ მონტაზე.
სხვა და სხვა ნომინალი არსებობს, ვეცხლის და სპილენძის (ჩემი აზრით სპილენძი უკეთესია) ერთი დამტკიცებული ტიპია ყველა მხოლოდ განსხვავებაა იმაში რომ სპილენძს აწერია ქართული ფული ვერცხლს კი ქართული თეთრი და რუსული ინციალები აქვს დამატებული.
bisti
Apr 30 2009, 08:57 PM
ვახტანგ მესამის დრაქმა. მონეტა ცნობილია ჯავახთ უფლის სახელით, რევერსზე ჯვრის ირგვლივ წარწერაა არაბული. "მამა ღმერთის ძე ღმერთის და სულიწმინდის სხელით" და "მეფე ვახტანგ"
ავერსზე რაც აწერია არ მომწონს მარა რას ვიზავთ ისტორიაა "დიდი ყახანის ნაცვლის ყაზანის სახელით ნაჭედი"
bisti
May 1 2009, 06:08 PM
ამ ფორუმზე ვინმემ არაბულის კითხვა ხო არ იცის?
coldplaylover
May 1 2009, 07:57 PM
მონეტებს ვაგროვებ საკმაოდ საინტერესოა თითოეული მონეტის ისტორია.. მე მაგრა გამიტაცა ამ საქმემ ...
bisti
May 1 2009, 08:38 PM
coldplaylover
რა მონეტებს აგროვებ?
რამე საინტერესოები ძველები თუ გაქვს დაწერე რა.
ისტორიაა საინტერესო რათქმაუნდა.
bisti
May 3 2009, 03:26 PM
აბა ახალი მონეტები ჩამოვია ვის უნდა?
თამარ გიორგი,
ლაშა გიორგი.
გიორგი მესამე.
bisti
May 3 2009, 09:33 PM
ძაან ლამაზი მონეტა ნამეტანი უცნაური ფორმის, აბა დააკვირდით რას გავს?
ისე ლაშა გიორგის არაწესიერი ჭედის მონეტაა, რუსუდანის დამღით.
bisti
May 9 2009, 10:37 PM
ძალიან ლამაზი თამარის და გიორგი მესამის ერთობივი მონეტა.
მაგრამ ჯერ კიდევ საკამათოა რმ გიორგი მესამის და არა გიორგი რუსის, თუმცა მონეტაზე არსებული წარწერა "ღმერთო დალოცე მეფეთ მეფე გირგი" ჩეი აზრით გიორგი რუსისთვის ზედმეტია. ისე დღემდე სკამათოა თამარმა ვისთან ერთად მოჭრა ეს მონეტა.
Catherine
May 11 2009, 12:43 AM
bistiციტატა
"ღმერთო დალოცე მეფეთ მეფე გირგი"
ამ სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ ნამვილად გიორგი მესამეა, მაგრამ ეს მონეტა შეიძლება ქართველი დიდებულების თავდაპირველ დამოკიდებულებას გამოხატავდეს გიორგი რუსისადმი
bisti
May 11 2009, 01:25 AM
qetusia
როგორც კაპანაძე იტყოდა.
ამ მონეტის ერთ მხარეზე თამარი მხოლოდ დედოფლად არის ნახსენები, და არა მგონია მის მეუღლეს მეფეთ მეფობაზე ქონოდა პრეტენზია, თან ის ხომ მხოლოდ prince consord-ი იყო და ეს ქართველმა დიდებულებმაც იცოდნენ და მანაც.
Catherine
May 25 2009, 12:36 AM
bistiბერძნული მონეტა როა ,,ბასილევსი აკესი’’- ეგეთი წარწერა აქვს. რომელი საუკუნისაა არ ვიცი. გეცოდინება შენ ვისია და იქნებ ფოტოც დადო
bisti
May 25 2009, 01:02 AM
qetusiaციტატა
bisti
ბერძნული მონეტა როა ,,ბასილევსი აკესი’’- ეგეთი წარწერა აქვს. რომელი საუკუნისაა არ ვიცი. გეცოდინება შენ ვისია და იქნებ ფოტოც დადო
უსტად ვერ მივხვდი მაგრამ გოთარზის ვერცლზე ხომ არ ლაპარაკობ,
ქრისტეს შობიდან I საუკუნეა.
ქართულ განძებშიდაც შემხვედრია.
აი სურათიც.
თუ რამე სხვას კითხულობ ცოტა კონკრეტულად ამიხსენი.
Catherine
May 26 2009, 06:37 PM
bistiციტატა
ცოტა კონკრეტულად ამიხსენი.
ჩემს დას შეხვდა ისტორიის ტესტში და ვერ მიხვდა. ნუ ვერც მე მივხვდი

რომელი საუკუნისააო და მხოლოდ წარწერა იყო დასახელებული

მაინც დიდი მადლობა
bisti
May 26 2009, 11:35 PM
qetusia
რადგან შეხვდა ტესტებში ალბათ ნასწავლი ექნებოდა.
ისე ხალხო თუ ვინმ,ეს აინტერესებს ქართული მონეტები მაქვს გასაყიდი და გასაცვლელი.
გავცვლი საბჭოა კავშირთან დაკავშირებულ ნივთებში.
მედლებში, დროშებში, რავიცი სამხედრო ფორმებში ან ვიყიდი ესეთი ნივთები თუ გაქვთ ვინმეს.
Catherine
May 31 2009, 07:11 PM
bistiციტატა
რადგან შეხვდა ტესტებში ალბათ ნასწავლი ექნებოდა.
უცხო ტესტი იყო და მასწავლებელმაც არ იცოდა პასუხი
Catherine
May 31 2009, 07:11 PM
bistiციტატა
გავცვლი საბჭოა კავშირთან დაკავშირებულ ნივთებში.
ბებიაჩემის ორდენები მაქ და ვერ მოგცემ ნამდვილად
bisti
May 31 2009, 07:26 PM
qetusiaგასაგება ბებიის თუა.
ისე ეხლა ინტერესი მომკლავს რა მედალია ბარემ მითხარი რა.
Catherine
May 31 2009, 08:19 PM
bistiსოციალისტურ შეჯიბრში გამარჯვებისთვის ანუ სოც. შრომის გმირის 1974
სოც. შრომის გმირის 1975
სოც. შრომის გმირის 1976
და კიდე აქვს კეთილსინდისეიერი შრომისათვის ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით
არა რა.... მაგარი ბებო მყავდა
bisti
May 31 2009, 08:23 PM
qetusiaსოც შრომის გამარჯვებული არაა სოც შრომის გმირი სურათის დადება არ შეგიძლია?
სამიცალი ესეთი მედალი აქ?
Catherine
May 31 2009, 08:59 PM
ციტატა(bisti @ May 31 2009, 08:23 PM)

qetusiaსოც შრომის გამარჯვებული არაა სოც შრომის გმირი სურათის დადება არ შეგიძლია?
სამიცალი ესეთი მედალი აქ?

ეგეთი არაა, მაგრამ ეხლა სურათის დადებას ნუ მთხოვ რა

ცოტათი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ანუ ყველა არის მრგვალი ზედ დატანილია წითელი დროშა და თავთავი და ნამგალი და ურო რაღა თქმა უნდა... აი თარიღი სხვადასხვა ადგილებშია: ზოგან თავშია და ზოგან ბოლოში. ხო კიდე 2ს აქვს ვარსკვლავი ზედა ნაწილში
ეტყობა დიზაინს უცვლიდნენ ყოველწლიურად.

მეც ეხლა დავაკვირდი... ისე 74-75 გავს ერთმანეთს უფრო.............
აი შენ რად გინდა ეგენი ვერ გავიგე
bisti
May 31 2009, 09:13 PM
როგორც იტყვიან ნარკომანიაა კოლექციონერობა სისხლი მაქ მოწამლული და მაგიტომ მინდა.

ზა ტრუდოვუიუ დობლეს აწერია თუ ვეტერან ტრუდა თუ პობედიტელ სოცსორევნოვანია 1975
თუ გეროი სოციალისტიჩესკი ტრუდ?
Catherine
Jun 1 2009, 12:32 AM
bistiციტატა
პობედიტელ სოცსორევნოვანია
ეს აწერია და წლები სხვადასხვაა
bisti
Jun 1 2009, 01:23 AM
qetusia
გასაგებია მადლობა
anuchi
Jun 3 2009, 02:10 PM
bisti
Jun 3 2009, 10:05 PM
anuchi
ეს რაა პრაისი?
საქართველოში სხვა ფასებია მაინც.
ტან აქ რა წლების მონეტებიცაა საქართველოში არავის აინტერესებს, ქართველებს უფრო ძველები გვიყვარს.
anuchi
Jun 3 2009, 10:22 PM
bisti
ააა.. კაი რავიცი, მეთქი გამოადგებათთქო..
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.